Black Widow_შავი ქვრივი #6
თვალებს ვახელ და ვხვდები, რომ ჩემს საწოლში ვარ. წამოჯდომას ვცდილობ, მაგრამ თავი ისე მტკივა ლამისაა გავგჟდე. თავს ძალას ვატან და საწოლიდან ვდგები. ოთახის კარს ვაღებ და დერეფანში გამოვდივარ, მინდა დაბლა ჩავიდე, მაგრამ ჩემს ყურადღებას რაღაც ხმაური იპყრობს, რომელიც დერეფნის ბოლო კარიდან გამოდის. მას ვუახლოვდები და სულაც არ მჭირდება ახლოს მისვლა, რადგან ყველაფერი კარგად მესმის. -მისგან თავი შორს დაიჭირე გასაგებია?! ამას აღარ გაგიმეორებ!_ სებასტიანის ხმას ვცნობ. -ვერ ვხვდები რაშია შენი პრობლემა! -ძალიან კარგადაც იცი! მე ეგ გოგო მჭირდება და არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო!_უფრო მეტად უწევს სებასტიანი ხმას. -ღმერთო ჩემო ახლა ვიღაც მოკვდავზეც დაიწყე ზრუნვა? როდიდან გახდი ასეთი კეთილი! შენ ის მხოლოდ ერთი ღამისთვის გჭირდება ასე არაა?!_ჯონათანიც საკმაოდ გაცოფებულია. -ის უმანკო უნდა იყოს, ყველანაირად წმინდა... -და შენ გგონია ის მართლა ასეთია? იქნებ მოგატყუეს სებასტიან! -თავად მითხრა....თუმცა მალე გაირკვევა უმანკოა თუ არა._სებასტიანის ხმაში დამცინავი ტონმა მატულებს და წარამოვიდგენ ირონიულ ღიმილს მის სახეზე. -მისმინე ძმაო... ყველაფერი კარგად გათვალე, თორემ ხომ იცი მამა შეცდომას არ გაპატიებს._ჯონათანის ეს სიტყვები და რაღაცის მსხვრევის ხმა ერთია. -ძმას ნუ მეძახი! და არ არის საჭირო გამოკვეთო, რომ შენ ყოველთვის მისი საყვარელი შვილი იყავი! უბრალოდ შემეშვი მეც და ვივიანსაც. სასწრაფოდ ვეცლები იქაურობას და დაბლა ჩავდივარ. ვცდილობ დავმშვიდდე, მაგრამ არ გამომდის. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? თუ მხოლოდ ერთი ღამისთვის ვჭირდები მაშინ რატომ მომიყვანა ცოლად, ან აქამდე რატო არაფერი მოიმოქმედა! გზააბნეულივით მივდივარ ოთახის შუაგულში და დივანზე ვჯდები. -კარგად ხართ ქალბატონო?_მესმის ხრინწიანი ხმა და კარებთან მდგარ ედვარდს ვხედავ. -კი ედვარდ...წყალი, წყალი მინდა უბრალოდ._სუსტად ვუღიმი, ისიც თავს მიქნევს და მალე ხელში ჭიქით ბრუნდება. -აი თურმე სად ყოფილხარ._მესმის გამყინავი ხმა და ლამისაა ჭიქა ხელში შემომეფშვნას. სებასტიანი კიბეებზე ნელი ნაბიჯებით ჩამოდის და თვალს არ მაშორებს. მალე ჩემს წინ ჩნდება, ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავ მაღლა მაწევინებს. -ახლა უნდა გავიდეე საქმეები მაქვს, მაგრამ იცოდე საღამოს დავბრუნდები და ჭკვიანად მოიქეცი._მეჩურჩულება და თან თავის გველურ გამომეტყველებას მესვრის. შემდეგ სწორდება, ჰალსტუხს ისწორებს და მიდის. ჭიქას ძირს ვახეთქებ და მისამსახურე გიჟივით შემორბის. -ყველაფერი კარგადაა?_ასწრებს შეკითხვის დასმას ჯონათანი. მისკენ გახედვის გარეშე თავს ვაქნევ. -უბრალოდ დავიღალე. სად შეიძლება დავისვენო._მოსამსახურეს ვეკითხები. -ბიბლიოთეკაში ქალბატონო, გაგაცილებთ...._თავს მიხრის და მეც მივყვები. ისევ დიდ კიბეებზე ავდივართ, მაგრამ ამჯერად მარცხენა კიბეს მივუყვებით და დიდი ხის მოჩუქურთმებული კარი იღება, მოსამსახურეს ძალიან დიდი ბიბლიოთეკაში შევყავარ. წიგნებით სავსე კარადები ჭერამდეა აზიდული, კარის მოპირდაპირე მხარეს კი დიდი, მოზაიკიანი ფანჯრებია, რომლებშიც სინათლე ათასფრად ბრწყინავს. ჭერზე რაღაც ზღაპრის სცენა ხატია, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ და წიგნების თვალიერებას ვიწყებ. დიდი ხნის თვალიერების შემდეგ ერთ-ერთი თაროდან წიგნს ვიღებ, იქვე ხის მაგიდასთან ვკალათდები და კითხვას ვიწყებ. -ბოდიში რომ შემოგეჭერი ვივიან._მესმის ჯონათანის ხმა. კართან დგას და კედელს მიყრდნობია. ხელები ისევ ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და ქვემოდან იყურება. -არაუშავს, რამე გინდოდა?_ფეხზე ვდგები და წიგნს ვხურავ. -არა უბრალოდ...მივდივარ და თუ რამე დაგჭირდება შეგიძლია ედვარდს ან ნებისმიერ მოსამსახურეს თხოვო. სებასტიანიც მალე დაბრუნდება, ამიტომ არამგონია მოიწყიინო._მიღიმის და გადის. -მადლობ ჯონათან!_ისევ კითხვას ვაგრძელებ და ვერც კი ვაცნობიერებ ისე გადის დრო. „ხომ არ ჯობს ოთახში გავაგრძელო კითხვა?“ წიგნს ვხურავ და ბიბლიოთეკიდან გამოვდივარ და კიბეს მივუყვები. უცებ რაღაც ხმაური მესმის, უფროსწორად ხმამაღალი საუბრის. დაბლა ჩავდივარ და მისაღებ ოთახში სამ ახალგაზრდა მამაკაცს ვხედავ. რაღაცაზე საუბრობენ და როგორც ვხვდები სებასტიანზე. -შეეძლო ეთქვა, რომ სახლში არ იყო._ამბობს ერთ-ერთი. -ეიდენ კარგი რა... მან ხომ არც იცოდა, რომ აქ მოვდიოდით._ჩაება მეორეც საუბარში. -ეს ჯონათანიც სადაა, მას მაინც ეცოდინებოდა სად არის სებასტიანი.....მოიცადეთ ამ სუნს გრძნობთ?_ხარბად დაიწყო ჰაერის შესუნთქვა ერთ-ერთმა. -რა სუნზე ლაპარა...მოიცა, მოიცა მეც ვიგრძენი. ეს ხომ..._და უცებ სამივე ჩემკენ იყურება დამშეული თვალებით, ერთ-ერთი ენასაც კი ილოკავს და მე ცოტა გაკვირვებული უკან ვიხევ. -ჰეჰ...გამარჯობა._ოდნავ ვუხრი მათ თვს და უხერხულად ვუღიმი. ერთ-ერთი მათგანი ისე ჩნდება ჩემს წინ, რომ თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრე....ეს როგორ გააკეთა? -გამარჯობა ტკბილო._ირონიულ ღიმილს მესვრის და ჩემს გარშემო ჰაერს ღრმად ისუნთქავს. -მეთიუ, ჩვენც გვიწილადე._იძახის მეორე და ისიც ისევე გზით ჩნდება ჩემთან როგორც მისი წინამორბედი....მეთიუ. -უკაცრავად? მგონი იმაზე მეტს ბედავთ ვიდრე უფლება გაქვთ._შუბლს ვკრავ და ორივეს თვალებში ვაშტერდები. -ოჰო? ასეთი უშიშარი პირველად შეგვხვდა ასე არაა?_მესამე ერთვება საუბარში და თავის ცივ მზერას მაპყრობს. მას მართლა განსაკუთრებული მზერა ჰქონდა. -მართალი ხარ ეიდენ და ეს მეტ აზარტს მატებს თამაშს._ამბობსმეთიუ, წელზე ძლიერ ხელს მხვევს და მისკენ მიზიდავს. -ვერნონ, მაპატიე მაგრამ პირველმა მე უნდა დავაგემოვნო._უყურებს შედარებით ღია ფერის თვალებიან ბიჭს და ისევ მე მიბრუნდება. -მოიცადე მეთ! ეს გოგო.... სებასტიანი მას ასე უბრალოდ აქ არ მოიყვანდა. საქმეს გარეთვე დაასრულებდა. ეს კი ამ სახლშია და როგორც ჩანს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს._ცივ მზერიანი ეიდენი ამბობს და მეთიუც შეშდება. -მართალი ხარ, აქ რღაც არაა რიგზე. -ბატონებო? გთხოვთ აქეთ მობრძანდეთ._სამზარეულოს კარებში ედვარდის დაბალი ფიგურა ჩნდება სამივე მასთან მიდის. მალე ღიმილიანი სახეებით მიბრუნდებიან და ისე მოდიან ჩემთან თითქოს წეღან რაღაც ჯადოსნური ხრიკებით არ დაფრინავდნენ. -თქვენი სახელი?_თავაზიანად მიწვდის ხელსყურებამდე მომღიმარი მეთიუ. -ვივიანი...._ხელის მტევანზე მკოცნის და შემდეგ გაშტერებული შეჰყურებს იმ ადგილს. და აი ასე სამივეს ვეცნობი. ცოტა არ იყოს უცნაურები არიან, მაგრამ ედვარდის საუბრის შემდეგ უფრო თავშეკავებულები გახდნენ. ეიდენი მათ შორის ყველაზე ჩუმია და თითქმის ხმას არ იღებს. ვერნონი ჩემსავით შერეულია, ნახევრად კორეელი და ნახევრად ამერიკელი. -და შეიძლება გკითხოთ აქ რატომ ხართ ვივიან?_მეკითხება მეთიუ. -მე სებასტიანის ცოლი ვარ._ვპასუხობ და ყავის ფინჯანს მაგიდაზე ვდებ, რასაც ბიჭების გასაოცარი რეაქცია მოყვება. -რა ხარ?....ცოლი? მას არასდროს უთქვამს, რომ ცოლი მოიყვანა._ვერნონი კითხვებს მაყრის. -მაშინ ედვარდმა რატომ გვითხრა, რომ არაფერი გვეთქვა? წესით ყველაფერი უნდა იცოდე._ინტერესი ეკიდება ეიდენსაც. -რა უნდა ვიცოდე?....აჰ კარგით მაშინ გეტყვით სიმართლეს. ჩემი და სებასტიანის ქორწინება ფიქტიურია, მას უბრალოდ ვეხმარები, რომ ბაბუის ქონება აიღოს როცა 27 წლის გახდება._მთელი სერიოზულობით ვამბობ და სამივესგან ძალიან არაადეკვატურ რეაქციას ვიღებ. ბოლო ხმაზე იცინიან და ლამისაა ცრემლები წამოუვიდეთ. -რაო? ბაბუის ქონება?_ძლივს ამბობს მეთიუ. -და 27 წელიო? ღმერთო ჩემო ასე როგორ მოიტყუა._ვერნონიც მას ყვება. -მართლაც კარგი რამ მოუფიქრებია._წარმოსახვით ცრემლებს იწმენდს ეიდენი და ცდილობს დაწყნარდეს. -რის თქმას ცდილობთ._გაკვირვებული სახით მორიგეობით ვუყურებ მათ და პასუხს ველი. -დავაგვიანე?_ისმის სებასტიანის ხმა და მეც ვშეშდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.