შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 16)


13-02-2017, 21:24
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 745

- მამაჩემი ის... დიდი ხანია რაც ამის შესახებ იცი ? - ხმა ჩახლეჩილმა მკითხა და სხვაგან გაიხედა. თავი გავაქნიე. - საიდან გაიგე ?
- მე... როდესაც საავადმყოფოში მივდიოდი და შიგნით შევედი.. მე.. ერმმ... - სიტყვას ვერ ვასრულებდი,რადგან მის დაჭიმულ სხეულს ვგრძნობდი რომელიც ზედ მეკვროდა. - მე ბექასთან შევედი და დავინახე რომ სისხლისგან იცლებოდა.. შენი წყალობით და ექიმს დავუძახე,სწორედ მაშინ მამაშენიც გამოჩნდა ! - გადავხედე და მის თვალებში წყალი შევნიშნე,რამაც მომკლა ! მისკენ შევბრუნდი და ჩემსკენ შემოვაბრუნე.ცრემლი მოვწმინდე და გავუღიმე. - ის ამად არ ღირს ! - ჩემი სიტყვების გაგონებაზე მხეცივით დაეწაფა ჩემს ბაგეებს... იმ მომენტში ყველაფრერი გაქრა,გაჩერდა. დავრჩით მხოლოდ ჩვენ,მე და ის.. ეს ის იყო რაზეც ვოცნებობდი,მაგრამ არა ახლა და ასე. მინდოდა ეს წამი მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო. მისი ტუჩებს მართლაც მარწყვის გემო აქვს,განა ეს შესაძლებელია ? ღმერთო ის ისეთი კარგია... ნუთუ შეიძლება ერთმა პატარა კოცნამ შენში ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვიოს? ვგრძნობ რაც ხდება ჩემში,მთლიანად ვხურვარ და სადაცაა გული საგულედან ამომივარდება. მისი ხელები კისერზე მეხება და ცერა თითით სახეზე მეფერება... კოცნას წყვეტს და შუბლს შუბლზე მადებს,ღრმად სუნთქავს და იღიმოდა. თვალებში მიყურებს და ცდილობს ჩემს სახეზე რაიმე დაინახოს.
- ჯანდაბა,ამის გაკეთება დიდი ხანია მინდა ! - ნერვიულად იცინის და ხელებს მაშორებს,თუმცა მათ ისევ ჩემს სახეზე ვაბრუნებ და ვეფერები, ჩემი ქმედება კი აკვირვებს.
- რას მიშვრები ? სერიოზულად,რატომ გაქვს ჩემზე ასეთი გავლენა ?! იქნებ გამარკვიო და მითხრა ეს ყველაფერი საერთოდ რას ნიშნავს ? ეს უბრალოდ თამაში და გართობაა?! - დუმს და ცდილობს პასუხი მოიფიქროს.- მიპასუხე,რადგან მინდა რომ ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვა გესმის ?!
- ეს თამაში არ არის და არც არასდროს ყოფილა ! - შეიცხადა და თვალი მომაშორა.ჩუმად ვარ და მის მომდევნო ქმედებას ველოდები. - ჯობია წავიდეთ...
- სად? - ამოვიხავლე და ტუჩზე ვიკბინე.
- ასე ნუ აკეთებ ! - მკაცრად გამომხედა და მძღოლის ადგილი დაიკავა. - აბა დაჯდები თუ?? - თაი უხმოდ დავუქნიე და მის გვერდით მოვთავსდი.
- სად მივდივართ ?
- სახლში ! - ძრავა ჩართო,შემდეგ კი ხელი მომკიდა. მის ქმედებაზე ჩამეღიმა,არ მინდოდა ეს შეემჩნია ამიტომ თავი დავხარე და ჩვენს ხელებს დავაკვირდი. რა გრძნობა იყო ეს ? ჰმმ... ენით აღუწერელი !

***

- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! - საწოლზე წამოჯდა ბექა და კაცს მიუბრუნდა.
- ისევ ბიზნესში ხარ არა შე პატარა ლაწირაკო ! - შეუბღვირა გაბრომ - მამაშენმა იმიტომ ჩაგრთო ამ საქმეში რომ ჭკვიანი აღმოჩნდი. გახსოვს ის დღე ? - ცინიკურად აათვალიერა და თვალი თვალში გაუყარა.
- როგორც ჩანს მამაჩემმა სროლა არ იცოდა, პირდაპირ შუბლში უნდა დაეჭედებინა ტყვია !
- მამაშნის ასლი ხარ.. - ჩაიცინა გაბრომ და სევდიანად გაუღიმა.
- ყველაფერი თქვენს გამო მოხდა ! საერთოდ ცოცხალი რანაირად ხართ ?! - ტონს აუწია ბექამ და სიბრაზე მოერია.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს ! რაო მამაშენი გადაიკარგა? იქნებ უკვე ჩაძაღლებულიცაა ?! - მის ირონიულ კითხვაზე ბექა წამოფრინდა და საყელოში წვდა.
- მამაჩემზე ერთი სიტყვაც რომ თქვა გეფიცები მამაჩემის საქმეს დავასრულებ და ადგილზევე ჩაგაძაღლებ ! - მის მუქარაზე გაბროს მხოლოდ ეცინებოდა.
- როგორი უტვინო ხარ ! ვერ ვხვდები ელენას შენში რა მოსწონს ? ააა ხო გამახსენდა ის ხომ გიყენებს იმისთვის რომ ლუკას ჩაუგორდეს. ის ხომ ბო*ია ! - ხმამაღლა გადაიხარხარა,ბექამ მუშტი მის მახინჯ და დანაოჭებულ სახეში უთავაზა. გაბრომ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და იატაკზე ინერციით დაენარცხა.
- რა თამაშს თამაშობთ შენ და შენი ნაბი*ვარი შვილი ?! - დაუყვირა ბექამ. გაბრომ სისხლი მოიწმინდა და ბექას უტიფრად მიაშტერდა.
- მალე ყველაფერს ფარდა აეხდება და ყველაფერი დასრულდება. გგონია სიმართლე იცი ? გგონია იცი რა მოხდა სინამდვილეში,რას ვაპირებდი იმ იარაღით და რა გავაკეთე ? მამაშენის წყალობით ჩანაფიქრი ვერ განვახორციელე ! ის ყოველთვის ხელს მიშლიდა,მაგრამ რადგან აქ აღარ არის საწადელს მაინც მივაღწევ და ლევანის ოჯახს მთლიანად ამოვწყვეტავ,ამაში კი ჩემი შვილი დამეხმარება ! - ჩაიცინა გაბრომ და ფეხზე წამოდგა.ბექ დამშვიდებას ცდილობდა თუმცა ამაოდ,ახლა ისეთი განრისხებული იყო რომ შეეძლო მკვლელობაზეც წასულიყო.
- გგონია შენი შვილი შენი ამაზრზენი გეგმის განხორციელებაში დაგეხმარება?! ის გაანადგურე,მიატოვე და გატეხე. ახლა კი გგონია რომ დაგეხმარება ? სასაცილოდაც არ მყოფნის ! - გაბრომ ჩაიცინა და სიცილს უმატა,როდესაც ბექას დაბნეულ მზერას წააწყდა. სიცილს უფრო უმატებდა,ბექა კი ამის მიზეზს ვერც ხვდებოდა.
- ნუთუ იმდენი ტვინი მაინც არ გაქვთ შენ ან ელენას რომ ვერაფერს მიმხვდარიყავით? ჯანდაბას ელენა კიდევ ხო ყველაზე შტერი გოგოა მთელს მსოფლიოში,მაგრამ შენ ? შენ ხომ ასეთი გონებაგამჭრეახი იყავი ნუთუ ვერაფერს ხვდებოდი ?! შენი აზრით,ლუკას დაესიზმრებოდა ელენას ადგილ სამყოფელი? საიდან ეცოდინებოდა მისი სუსტი წერტილები ?! მაგრამ ჯანდაბა ! ჩემს უტვინო ვაჟს ეს დებილი ელენა შეუყვარდა,ეს გეგმაში არ შედიოდა ! - განრისხებულმა,იქვე არსებული ვაზა აიღო და კედელს მთელი ძალით ესროლა. ბექა გაოცებული იდგა და შეჰყურებდა კაცს,რომელიც მამად მიაჩნდა.
- ანუ ეს ყველაფერი მხოლოდ საშინელი ტყუილი იყო ? - გაოცებულმა და იმედგაცრუებულმა იკითხა. - როგორ შეგიძლიათ ასე მოექცეთ იმ ადამიანს რომელიც შვილივით აღზარდეთ ?! ის ხომ სიგიჟემდე გიყვარდათ ? თუ ესეც ტყუილი იყო ?!
- მე ლევანის ოჯახის მხოლოდ მშურდა,მინდოდა მისთვის ყველაფერი წამერთმია რაც კი ჰქონდა,მაგრამ წყეული მამაშენი ! - დაიღრიალა და პალატიდან გიჟივით გავარდა. ბექა მაშინვე ტელეფონს ეცა და ელეს ნომერი აკრიფა. ყურმილს არ იღებდა რაზეც ძალიან ნერვიულობდა.ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა და აქეთ-იქით დაბოდიალობდა.როდესაც ტელეფონში მისი ნაზი ხმა გაიგონა ამოიოხრა და წამით თვალები დახუჭა.
*რატომ არ მპასუხობდი,სად ხარ !*
*რამე მოხდა? ასე რატომ მელაპარაკები ?*
*ამის დედაც ელე,სად ხარ ?!*
*დამშვიდდი კარგი?! ლუკას სახლში მივყავარ.*
*სახლში არ წახვიდე,აქ მოდი !*
*ამოღერღავ რა მოხდა ?!*
*რომ მოხვალ,ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ ახლა კი ლუკასთან არაფერი შეიმჩნიო სახლში რომ მიგიყვანს ჩემთან მერე წამოდი*
*კიმაგრამ უკვე პირველის ნახევარია მარტო ვერ წამოვალ,საშიშია !*
*კარგი,მაშინ მე მოვალ და მაგ შენს ანგელოზ ლუკაზე,რომელიც შენს ცხოვრებაში ერთადერთი პრინცი გგონია გეტყვი სინამდვილეში რასაც წარმოადგენს !* - ყურმილი დაკიდა და უმისამართოდ მოისროლა.საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

***
20 წუთის შემდეგ...
კარები გიჟიბით შემოაღო ელენემ და გაბრაზებული თვალებით ბექას ძებნა დაიწყო,მალევე შენიშნა კედელთან მჯდარი ბექა,ჩანთა გვერდზე მიაგდო და მასთან მივიდა.
- ეს რა იყო ?! - შეუბღვირა და მის წინ ადგილი დაიკავა.ბექა დუმდა და ხმას არ იღებდა,მას ზედაც კი არ უყურებდა. - მიპასუხებ თუ არა ?! რას გულისხმობდი შენს უაზრო სიტყვებში ?! - მის სიტყვებზე მზერა ელეზე გადაიტანა და ჩაიცინა.
- უი მოხვედი ?! - ცინიზმიდ აღსავსე ხმით უთხრა.
- არა გეჩვენება ! - მანაც არ დააკლო,ახლა ორივე საშინლად გაცოფებული იყო.
- რაო ლუკიტომ მიგაცილა სახლამდე ? კარგად გაერთე ?! - ელე მისი კითვებით გაკვირვებული და დაბნეული იყო,ვერ ხვდებოდა ბექას რა ემართებოდა.
- რა ჭირი გეტაკა ?! - შეუღრინა ელემ და თვალებში ჩააშტერდა. ბექას მოთმინების ფიალა აევსო და მთელი ხმით დაუღიალა.
- შენ მეტაკე !! - მისი ხმის ტონზე ელე ადგილზე შეხტა და გაურკვევლობის ნიშნად ბლუყუნი დაიწყო.
- ამ... ერმ.. მე... წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ ! - სიტყვებს თავი ძლივს მოაბა და მტკიცედ წარმოსთქვა ბოლო სიტყვები. ამას მხოლოდ ბექას ჩაცინება მოჰყვა.
- ლუკამ გაკოცა და უკვე ფეხებზეც დამიკიდე, გამომიყენე როგორც მაჩალკა,საწადელს მიაღწიე და ნაგვის ურნაში უმოწყალოდ გადამაგდე ?! - ბექა ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და განწირული ხმით ყვიროდა.ამ წუთას ელეს საკუთარი თავი შეზიზღდა ! თუმცა რატომ არ უნდა შეზიზღებოდა ?! რადონემდე უნდა დაეშვა ადამიანი რომ ერთი გამოიყენო მეორეს ხელში ჩასაგდებად ?! მის თვალებში იმხელა ტკივილი იკითხებოდა ელეს სურვილი უჩნდებოდა თავი მოეკლა. ხმას ვერ იღებდა,თითქოს ენა ჩაყლაპაო,დუმდა და თვალებშიც ვერ უყურებდა. ბექას მისი მდგომარეობა ჭკუიდან შლიდა,ვერ იტანდა როდესაც ელე დუმდა და არაფერს ამბობდა ! ბექა მის სავარძელს მივარდა და ხელებით დაეყრდნო. სახეზე აკვირდებოდა და ხვდებოდა რომ შეცდომა დაუშვა,შეცდომა რომელსაც ვეღარ გამოასწორებდა.ელე უყვარდა,სიგიჟემდე უყვარდა ! შეიძლება,აქამდე შურისძიებით დაბრმავებული მის სილამაზეს ვერ ამჩნევდა თუმცა ახლა ხვდებოდა,რომ ის ისე შეჰყვარებოდა რომ არ შეეძლო მისთვის ზურგი შეექცია,რასაც ნამდვილად იმსახურებდა.თითით მის ნიკაპს შეეხო და თავი მაღლა ააწევინა.ელე თვალებში მაინც არ უყურებდა,ვერ ბედავდა მისთვის თვალი გაესწორებინა,ხვდებოდა რამხელაზე შეტოპა.ხვდებოდა რომ გამოსვლა ძნელი იყო,შეიძლებოდა შუა ოკეანეშიც კი ჩაძირულიყო. ბექამ მის სახეზე ჩამოგორებული ცრემლი შენიშნა,რამაც გულში ლახვარი დაასვა. ცერა თითით ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა და დაჟინებით მიაჩერდა. - შემომხედე ! - ცდილობდა სიმკაცრე შეენარჩუნებინა,თუმცა ამას ვერ ახერხებდა ! მისი ცრემლები ამის საშუალებას არ აძლევდა. - ნუ დუმხარ,შემომხედე და ხმა ამოიღე ! - შეუღრინა ბიჭმა აკანკალებულ გოგონას. ელემ ყელში მოწოლილი ბურთის გადაყლაპვა ძლივს მოახერხა და ხმა ამოიღო.
- მაპატიე... ვიცი რომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს... - დუდუნებდა გოგონა და ბიჭს მზერას აცილებდა. - მე... უბრალოდ... ჯანდაბა არ ვიცი რა მემართება ! ჯერ ის ახლა კი შენ... - ბექამ ჩაიცინა და გოგონას მოშორდა.
- მისმინე ელე, ნუ მეთამაშები ! უბრალოდ დაასრულე ეს მასკარადი და არჩევანი გააკეთე, ან ის ან მე ! - მისი სიტყვების გაგონებაზე ელე ადგილზევე გაიყინა. მზერა ბექაზე გადაიტანა და შეშფოთებულმა შეხედა, ოხ ეს როგორ აკადრეს ქალბატონს ! - კარგი,ყველაფერი გასაგებია,შეგიძლია წახვიდე !
- ამას როგორ მთხოვ ?! - ფეხზე წამოიჭრა ელე და ბექას მიუახლოვდა და თვალებში ჩააშტერდა.
- ამას როგორ გთხოვ ? - ცალი წარბი მაღლა ასწია და ჩაიღიმა. - მისმინე,დავიღალე ამ უაზრო სასიყვარულო სამკუთხედში ყოფნით,მინდა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს გაუგებრობა.
- ის ღამე რომ არ ყოფილიყო.. - ჩაიბუტბუტა ელემ რაზეც ბექა გაცხარდა.
- ჯანდაბა ელე შეეშვი იმ დაწყევლილ ღამეს ! არავინ არ იცის სინამდვილეჯი რა მოხდა გასაგებია?! ფაქტია რომ ვიღაცამ,ვიღაცის სისხლში გაისვარა ხელი,ფაქტია რომ რაღაც ცუდი მოხდა და ვიღაც მოკვდა ! ფაქტია რომ ვერასოდეს გავიგებთ იმ ღამეს რა მოხდა,ამიტომ დაივიწყე წარსული და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყე ! დაივიწყე ყველაფერი,რაც აქამდე იყო და მომეცი უფლება გაგაბედნიერო,მომეცი უფლება თავი ბედნიერ ქალად გაგრძნობინო ! მაგრამ არა, შენ მაინც იმ ა*ვარ ლუკა ახვლედიანთან გინდა,რომელიც მომავალში ღმერთმა იცის რას მოიმოქმედებს მის საყვარელ მამიკოსთან ერთად ! გგონია გურწლფელია შენს მიმართ ?! გგონია უყვარხარ და შენს გამო თავსაც გაწირავს ?! ცდები ! შენ მწარე რეალობაში ცხოვრობ და არა ფანტაზიაში,სადაც ყველა და ყველაფერი ბედნიერებითაა მოცული ! წარმოდგენა მაინც გაქვს ლუკა ახვლედიანი ვინ არის ?! მას ხუთი თითივით ვიცნობ, გგონია მისი გრძნობები შენს მიმართ რეალურია ?! მაშინ წადი და კითხე რის გაკეთებას გიპირებს,შენ და მთელ შენს ოჯახს !! - მთელი ხმით იღრიალა ბექამ და მუშტი კედელს დაარტდა. ელე შიშმა შეიპყო,არასოდეს უნახავ ადამიანი ასეთი სასოწარკვეთილი და განწირული. არ იცოდა რა მოემოქმედებინა ან საერთოდ რა ეთქვა,უბრალოდ ჩუმად იდგა და მის გააფთრებულ სახეს უცქერდა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ხმის ამოღება სცადა.
- ამით რისი თქმა გინდა, ლუკას რაიმე აქვს ჩაფიქრებული ? - წარბები შეჭმუხნა ელემ და მის პასუხს დაელოდა,თუმცა პასუხად მხოლოდ მისი ირონიული სიცილი მიიღო. ბექა სიცილს უმატებდა,მაგრამ ბოლოს დასერიოპზულდა და ელეს იმედგაცრუებული მზერა მიაპყრო.
- ჩემი ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გაიგე ? - ტუჩის კუთხე ჩატეხა ბექამ,თვალები წამით დახუჭა რადგან სიმშვიდე შეენარჩუნებინა,მაგრამ ამას სიმშვიდე ერქვა ?! - ელე,ელეე... მოვა დრო,შეიძლება ამას მხოლოდ კვირებიც დასჭირდეს და გულს გატკენს,შემდეგ კი ჩემთან გამოიქცევი და თავშესაფარს მოაკითხავ,მაგრამ ნურას უკაცრავად ! სწორედ მაშინ,როდესაც ყველაზე მეტად დაგჭირდება ჩემი გვერდში ყოფნა ავდგები და ხელს გკრავ ! ისე მოგექცევი,როგორც რამოდენიმე წუთის წინ მომექეცი,ახლა კი უმოკრძალესად გთხოვთ ჩემი პალატიდან გაბრძანდეთ და უკან მანამდე არ დაბრუნეთ სანამ თქვენს თავში არ გაერკვევით ! გირჩევ ცეცხლთან თამაშს შეეშვა,შეიძლება შიგნით ჩავარდე,დაიწვა და ჰოპ ! გაქრე და სამუდამოდ აორთქლდე... - დამცინავად გაუღიმა ელეს. ელე გამოშტერებული ერთ ადგილზე იდგა და მის ნათქვამს იაზრებდა,მხოლოდ თავი დაუქნია და პალატა დატოვა.

***
*შენ ხომ არ გაგიჟდი ?!* - ტელეფონში ჩაჰყვირა ლუკამ გაბროს.
*ტონი აკონტროლე და წესიერად მელაპარაკე,მამაშენი ვარ ბოლოს და ბოლოს !* - ლუკამ მხოლოდ ჩაიცინა და სავარძელში ჩაესვენა
*მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა,შენს ბინძურს საქმეებში რომ მრევდი*.
*როდის ჩამოხვედი?*
*ერთი კვირაა აქ ვარ და რაღაც იდიოტურ საავადმყოფოში „ვმუშაობ“ რათა ის ძა*ლიშვილი ვაკონტროლო,ნამდვილი პრობლემაა !*
*ჩემგან რას ითხოვ? ამჯერად..* - მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ დაამატა.
*პირველრიგში ელენას კიდევ უფრო უნდა დაუახლოვდე,რადგან მისი გეგმების შესახებ გაარკვიო*
*ამის დედაც, ასე ნუ მიმართავ !!*
*რაო ჩემო ბიჭო,გულში ხომ არ ჩაგივარდა ბერძენიშვილის ქალიშვილი?* - მისი დამცნავი ტონი ტელეფონშიც კი ისმოდა.
*არ ვაპირებ მის სისხლში ხელის გასვრას !*
*შენ არავინ არაფერს გეკითხება,ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა იარაღი პირველად რომ დაიჭირეთ*
*ამას არ ვიზამ,არ ვაპირებ უდანაშაულო გოგონას რომლის ოჯახისაც გშურს გავაუბედურო და ცხოვრება გავუმწარო !*
*ოჰ,ვიღაც დავაჟკაცებულა !*
*ხო,ვიღაც კი ისევ კეკლუც ბიჭად დარჩენილა* -ნიშნისმოგებით ჩაილაპარაკა ლუკამ.
*გითხარი მე შენ წესიერადთქო! ამ საქმისთვის 20,000$-ს გთავაზობ.*
*მ*იდია შენი ფული და გეგმები,მას არაფერს დავუშავებ!*
*ესეიგი ამბობ,რომ მის სისხლში ხელის გასვრა არ გინდა არა?* - ლუკამ თავი ისე დააქნია,თითქოს ახლა გაბრო მის წინ ყოფილიყოს და დაენახა.
*მაშ კარგი ! სათადარიგო გეგმა ყოველთვის მაქვს.* - გადაიხარხარა კაცმა,რამაც ლუკა გააღიზიანა,ვერასოდეს იტანდა გაბროს დამცინავ ხმას.
*და რაში მდგომარეობს შენი სათადარიგო გეგმა?*
*საკმაოდ მარტივია,არაფერი ისეთი რასაც ჩვეულებრივ დღეებში გოგოსთან მისი ნებით აკეთებ*
*ხუმრობ ხო?*
*შენ მართლა რამ გამოგაშტერა?!არც პირველია და არც უკანასკნელი !*
*მირჩევნია მოვკლა,ვიდრე ეს გავუკეთო !*
*მაშინ ძალიან კარგი,შევთანხმდით შემდეგი დედამისი იქნება. ლევანი ჩემი სამიზრეა,მის გამო დავიჭერი და ამის გამო პასუხს აგებს,ახლა კი შენს საქმეს მიუბრუნდი* - ტელეფონი გათიშა ლუკამ და მაგიდაზე მიაგდე. იცოდა რომ ამ ყველაფერს ვერ შეძლებდა,თანაც ბექა ის... ჯანდაბა ის ყოველთვის ყველაფერში სჯობდა,ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ და ლიდერიც აშკარად ის იყო. ლუკაზე ასჯერ უკეთ იცოდა იარაღის ხმარება,ისიც კარგად იცოდა ვინ როგორ და რანაირად მოქმედებდა,არ არსებობდა დეტალი რომელიც შეიძლებოდა გამორჩენოდა. არსებობდა იმის შანსიც,რომ მისი გეგმის განხორციელებას ხელს მეტნაკლებად შეუშლიდა. იცოდა რა რისკზეც მიდიოდა,არ უნდოდა ამის გაკეთება თუმცა სხვა გზა არც ჰქონდა ! 17 იანვრამდე სულ ცოტა რჩებოდა,მხოლოდ კვირები და დღეები...

ღმერთო დავიტანჯე რააა... ერთი 3 თავიც და ბედნიერება დაიწყება,აღარ შემიძლია ნუუ :დდდ შემიფასეთ ♥



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

უჰუჰუ ძაან დაიძაბა სიტუაცია. არ ვიცი რა ვიფიქრო. ვერაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ მოუთბენლად ველოდები შენდეგს!!!!!!!

 


№2 სტუმარი kusa13

OMG...male gagvarkvie ris gaketebas apirebs luka da ra situaciaa torem gavafren vaimee mokled ra agar vici bwqa ufro kaia tu luka mara beqaa mgoni uketesi tumca elestvis ar memeteba... axxx male gamarkvie tore vitanjebi amati tanjvit mec :(( :D <3<]

 


№3  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Dzalian miyvars beqa da shemidzlia dausruleblad vilaparako beqaze
ar momwonda arasdros luka da exla egdos mand
male dade shemdegi tavi da velodebi
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent