შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ შემცვალე (Chapter 15)


10-02-2017, 23:07
ავტორი მანგო ✨
ნანახია 1 699

შუაღამეა... არემარე წყვდიადმა მოიცვა და უფრო ამაზრზენი გახადა. ხეებს ვუყურებ და ვცდილობ დავმშვიდდე.. ახლა რა იქნება? ლუკა მამამის ნახავს და ყველაფერი დალაგდება? არა ! საშინელება მოხდება.ლუკა განადგურდება,მამამისი კი ამის შემდეგ ისევ გაქრება მისი ცხოვრებიდან. იმის ნაცვლად რომ დაკარგული დრო აანაზღაურონ ადგებიან და ერთმანეთს ისე ეჩხუბებიან თითქოს ერთმანეთის მტრები იყვნენ. მე ? ჰა! მეე?! მე აღარც ვარსებობ,საერთოდ გავქრი ამ სამყაროდან და ჯოჯოხეთში ამოვყავი თავი.მე რა ბედი მეწევა? მე და ბექა ერთად ვიქნებით ბედნიერები,საყვარლები და ამაზრზენებიც,რადგან ეს ყველაფერი ფარსი იქნება ! ბექას ასეთი ცვლილება მაფერხებს,არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული. იქნებ ასეცაა? თუმცა ამის მიზეზი არ აქვს,რეებს ბოდიალობ! ადამიანები იცვლებიან ამის ცოცხალი მაგალითი კი ბექაა რომელიც ძალიან თბილი და საყვარელია. ფეხები მოვკეცე და სავარძელს მივეყუდე. მანქანაში ვზივართ და ვდუმვართ... ლუკას თვალს არ ვაცილებ და მის იდეალურ ნაკვთებს უფრო უკეთესად ვსწავლობ. თაფლისფერი თვალები,რომლის შემხედვარეც ფეხებში ძალა გამოგეცლება და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დადნები! სწორი ცხვირი,სწორი და პატარა ცხვირი, მისი მარწყვივით წითელი ტუჩები,რომელიც მადისაღმძვრელად გამოიყურება.ალბათ ისეთი ფაფუკი და ნაზია,თუმცა ამაზე რატომ ვსაუბრობ?! რა დროს ესაა !
ლუკა გაღიზიანებული და ტკივილით აღსავსე მზერით უყურებს გზას,მე კი გული მეკუმშება,ყელში ბურთი მეჩხირება და სუნთქვის საშუალებას აღა მაძლევს. მზერას ვაშორებ და სხვაგან ვიყურები,რადგან არ მინდა ჩემი ცრემლები დაინახოს... არ მინდა მის თვალში სუსტი მოვეჩვენო ! თავს ვხრი,თმა კი სახეს მიფარავს. ვცდილობ ცრემლები მოვიშორო თუმცა ამას ვერ ვახერხებ,რადგან ლუკა ისე ამუხრუჭებს რომ სადაცაა მინას ზედ შევახტები ! ჩუმად არის და გზას უყურებს,შემდეგ ჩემსკენ ბრუნდება და ჩემს თვალებს რომ ამჩნევს ბრაზდება,საჭეს ხელებს მაგრად უჭერს და ცდილობს დამშვიდდეს. ვცდილობ ხელთ ზურგზე მოვეფერო,თუმცა ჩემს ხელს წამის მეათედში იშორებს და ღრმად სუნთქავს.
- მანქანიდან გადადი ! - მეუბნება მკაცრად,მე კი დაბნეული თვალებს აქეთ იქით ვაცეცებ. - არ გეხუმრები ახლავე ! - ხელის კანკალით კარებს ვაღებ და სახეზე ცივი,საშინელი და გამყინავი ჰაერი მეცემა. მანქანიდან ისიც გადმოდის,კარებს აჯახუნებს და ჩემს ცხვირწინ ჩნდება. თვალებ აცრემლიანებულმა ავხედე და კითხვის ნიშნის თვალებით მივაჩერდი. თითქოს მოლბა და ამოიხვნეშა. - გთხოვ მასეთი თვალებით ნუ მიყურებ,არ მინდა შენი ცრემლების მიზეზი მე ვიყო...
- ამაზე მაშინ უნდა გეფიქრა როდესაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი.. - ჩავიბურტყუნე და თავი დავხარე. ჩემს გვერდით,მანქანას მიეყრდნო და სიგარეტი ამოიღო. ა დაჟე ეწევით ?!
- მამაჩემი ის... დიდი ხანია რაც ამის შესახებ იცი ? - ხმა ჩახლეჩილმა მკითხა და სხვაგან გაიხედა. თავი გავაქნიე. - საიდან გაიგე ?
- მე... როდესაც საავადმყოფოში მივდიოდი და შიგნით შევედი.. მე.. ერმმ... - სიტყვას ვერ ვასრულებდი,რადგან მის დაჭიმულ სხეულს ვგრძნობდი რომელიც ზედ მეკვროდა. - მე ბექასთან შევედი და დავინახე რომ სისხლისგან იცლებოდა.. შენი წყალობით და ექიმს დავუძახე,სწორედ მაშინ მამაშენიც გამოჩნდა ! - გადავხედე და მის თვალებში წყალი შევნიშნე,რამაც მომკლა ! მისკენ შევბრუნდი და ჩემსკენ შემოვაბრუნე.ცრემლი მოვწმინდე და გავუღიმე. - ის ამად არ ღირს ! - ჩემი სიტყვების გაგონებაზე მხეცივით დაეწაფა ჩემს ბაგეებს... იმ მომენტში ყველაფრერი გაქრა,გაჩერდა. დავრჩით მხოლოდ ჩვენ,მე და ის.. ეს ის იყო რაზეც ვოცნებობდი,მაგრამ არა ახლა და ასე. მინდოდა ეს წამი მთელი ცხოვრება გაგრძელებულიყო. მისი ტუჩებს მართლაც მარწყვის გემო აქვს,განა ეს შესაძლებელია ? ღმერთო ის ისეთი კარგია... ნუთუ შეიძლება ერთმა პატარა კოცნამ შენში ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვიოს? ვგრძნობ რაც ხდება ჩემში,მთლიანად ვხურვარ და სადაცაა გული საგულედან ამომივარდება. მისი ხელები კისერზე მეხება და ცერა თითით სახეზე მეფერება... კოცნას წყვეტს და შუბლს შუბლზე მადებს,ღრმად სუნთქავს და იღიმოდა. თვალებში მიყურებს და ცდილობს ჩემს სახეზე რაიმე დაინახოს.
- ჯანდაბა,ამის გაკეთება დიდი ხანია მინდა ! - ნერვიულად იცინის და ხელებს მაშორებს,თუმცა მათ ისევ ჩემს სახეზე ვაბრუნებ და ვეფერები, ჩემი ქმედება კი აკვირვებს.
- რას მიშვრები ? სერიოზულად,რატომ გაქვს ჩემზე ასეთი გავლენა ?! იქნებ გამარკვიო და მითხრა ეს ყველაფერი საერთოდ რას ნიშნავს ? ეს უბრალოდ თამაში და გართობაა?! - დუმს და ცდილობს პასუხი მოიფიქროს.- მიპასუხე,რადგან მინდა რომ ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვა გესმის ?!
- ეს თამაში არ არის და არც არასდროს ყოფილა ! - შეიცხადა და თვალი მომაშორა.ჩუმად ვარ და მის მომდევნო ქმედებას ველოდები. - ჯობია წავიდეთ...
- სად? - ამოვიხავლე და ტუჩზე ვიკბინე.
- ასე ნუ აკეთებ ! - მკაცრად გამომხედა და მძღოლის ადგილი დაიკავა. - აბა დაჯდები თუ?? - თაი უხმოდ დავუქნიე და მის გვერდით მოვთავსდი.
- სად მივდივართ ?
- სახლში ! - ძრავა ჩართო,შემდეგ კი ხელი მომკიდა. მის ქმედებაზე ჩამეღიმა,არ მინდოდა ეს შეემჩნია ამიტომ თავი დავხარე და ჩვენს ხელებს დავაკვირდი. რა გრძნობა იყო ეს ? ჰმმ... ენით აღუწერელი !

დღეს ახალი თავის დადება ვერ მოვახერხე ამიტომ,ის პატარა მონაკვეთი დავდე რომელიც დაწერილი მქონდა. ხვალ კი ახალ თავს შემოგთავაზებთ იმედია მოგეწონებათ. ..



№1  offline წევრი D-I-A-N-A

ძალიან მომეწონა <3 . აუ ეხლა უფრო დავიბენი არ ვიცი ბექაა კარგი თუ ლუკა მაგრამ უფრო ლუკა მომწონს . მალე დადე ახალი თავი <3

 


№2 სტუმარი ^_^

ბექაც მოწონს და ლუკაც. თაი კი ჩემთვის ძალიან ამაზრზენი გოგოა. მასეთ ადამიანებს ვერ ვიტან. შემდეგ თავში რომ გაირკვეს ბექა თამაშობს ეს თაის ქმედებას მაინც ვერ გამოასწორებს.

 


№3 სტუმარი kusa13

oxx kargi iyoo dzaliaan <3 <3 rogor miyvars es oriaa ra mokled :D <3 <3<3 magari xaar <3<3 es ro wavikitxe lamis mec peplebma damiyves frena :D ertad darchnenn raa beqas kide tu gamosworda ufro uketesi gogo dauwyvilee :/ :D <3<3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Nu patara ki iyo magram kargi
chemi beqa minda rac ar unda gaaketos mainc meyvareba
luka ki ar momwons ,ragacnairia
magram shen gadawyvite vistan darcheba
da vfiqrob lukastan
magram chemi bequsha (miyvars es saxeli)
marto darcheba?
Shemiyvarda es istoria da shenc
shemiyvardi
--------------------
M.D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent