შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ასეც ხდება ხოლმე (მეოთხე თავი)


13-02-2017, 23:54
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 383

„ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც შენს დღეს გააფუჭებს - აი ესაა ცხოვრების არსი „ ჩ.ბუკოვსკი

ცარიელ აუდიტორიაში მთქნარებით შევდივარ ,თვალს ვავლებ ცარიელ ოთახს და ჩემს ადგილს ვიკავებ . ხელის აწევით ვესალმები მომავალ ნოეს , რომელიც სიცილით მოემართება ჩემსკენ ..
-ნიდაჩკა რავახარ ?
-კარგად, თავად როგორ ბრძანდები ?
-ნარმალნა. მაინც ადრე მოვედით და წამო რა კაფეტერიაში ავიდეთ, ყავას მანც დავლევთ, გამოვფხიზლდებით .
-ყავა თუ მიშველის ეხა მე .. ვამბობ სიცილით და წინ მიმავლ ნოეს მივყვები .
მეცხრე სართულზე ფეხით ავდივართ ,ნახევრად დაცარიელებულ ბუფეტს ვათვარიელებ .. აი ამიტომ მიყვარს, შაბათს უნიში მოსვლა .. სანამ მე ჩემს ფიქრებში დავფრინავდი, ნოეს უკვე მოესწრო ყავისა და ნამცხვრის ყიდვა.
სინი მაგიდაზე დადო და გაღიმებულმა შემომხედა ..
-შემდეგში მე გპატიჟებ .. წარბ აწეულმა, მტკიცედ განვუცხადე .. თვალი ჩამიკრა და ეშმაკურად გაიღიმა, ყავის სმა ისე გააგძელა, ვითომაც არაფერი არ მეთქვას მისთვის.
კაფეტერიაში ხმაურით შემოვიდა ნიკა დვალი , რომელსაც უკან თავისი სასტავი და ჭიაყელასავით გაწელილი ლენკა კილაძე მოყვებოდა . ეს ის ბიჭი იყო ზე ბიჭად, რო ითვლებოდა და ყველას რომ უყვარდა, ისიც იმიტომ , ჩაჩაჩული შარვლით, პირში გაჩხერილი სიგარეტით, აუდიტორიაში დაუკითხავად შესვლით, ლექტორებთან „კაჩავით“, ყოველდღიური ჩხუბით, ბაბნიკობითა და სითავხედით, რომ გამოირჩეოდა .. მგონი ამ უნივერსიტეტში და არა მარტო, უნივერსიტეტში ერთადერთი ვიყავი ვისაც ეს ბიჭი ეზიზღებოდა. ამრეზით გადავხედე თავმომწონედ მოსიარულეს .
-შოკოლადი არ გიყვარს ? ნოეს კითხვამ, უეცრად გადაფარა სიჩუმე
- კი როგორ არა , რა არის რო ?
- თუ გიყვარს, რატო არ ჭამ? თვალით ნამცხვარზე მანიშნა.
-შევჭამ მაცადე.. დაბღვერილმა შევხედე
-ხო კაი არ მცემო.. ახითხითდა ..ისე ვერ გამიგია, ამ გოგოებს რა მოსწონთ ამ ნიკასი ?
-ვიღაცას ვიღაცის შურს .. სიცილით წარმოვთქვი
-მაგის რა უნდა მშურდეს ? უბრალოდ ამ გოგოების ტვინის შესწავლას ვცდილობ .. სერიოზული სახით თქვა, მაგრამ ბოლოს მაინც გაეცინა ..
ნამცხვარი გემრიელად მივირთვით და კაფეტერია დავტოვეთ..
- მომინდომა ბიჭმა ლიფტით ჩასვლა . ხო გითხარი არ გვინდა ჩავიდეთ ფეხითთქო ? ბოლთას ვცემდი დერეფანში მიმავალი.
-მე რა ვიცოდი რო გაიჭედებოდა . ქოთქოთით მივდიოდით აუდიტორიისკენ.
- მაინც არაა დაგვიანებული .
-ოხ ნოე რა ..
აუდიტორიაში შესულებს ლექტორი არ დაგვხვდა , მეც თავისუფლად ამოვისუნთქე და ნიას მივუჯექი გვერდით .. ლექტორიც სწორედ ამ დროს შემოვიდა ..
-თქვენ , ხუთი გენიოსი .. ჩვენსკენ გამოიხედა ლექტორმა და როდესაც დარწმუნდა, რომ ხუთის ნაცვლად სამი ვიყავით დაამატა.. ორი გაკლიათ .. აქოშინებული დაჯდა სკამზე და გაბრაზებული მზერით გამოგვხედა. დაბნეულები და გაოცებულები შევყურებდით, მოლაპარაკე ლექტორს.
-კაი ჯანდაბას ეს გოგოები ბატები , ეს ბიჭები რამღა გამოგაშტერათ მეათე საუკუნე, რომ ვერ გაარჩიეთ მეთხუთმეტე საუკუნისგან ? მე მასალას გავდივარ , მგონია წინ მივიწევთქო და თქვენ ჩარჩენილხართ გიორგი პირველის დროში და დაგიღუპივართ .. ის ორი მოვიდეს , მე მაგათ ვანახებ სეირს , მომინდომა ვაჟბატონმა ქულის ამოქაჩვა . შეგიძლიათ წაიღოთ თქვენი სანიმუშო ნაშრომები, დღევანდელ კვირას ქულა არ გექნებათ .. ძლივს დაამთავრა მონოლოგი. ჯგუფელების ხარხარი ანგრევდა აუდიტორიას , ისედაც ვიცოდი რაც უნდა დამეწერა რათ მინდოდა ამის განმარტებები ?
-აბა არ წაიკითხავსო ? გადავხედე გაბრაზებულმა ნიას და სკამიდან წამოვდექი ის სასირცხვილო ფურცლები, რომ გამომერთმია ლექტორისთვის .
-თავჩაღუნულმა ავიღე ჩვენი ნაშრომების კრებული , ნიას და ნოეს გავუწოდე თავიანთი ფურცლები , ჩემი მაგიდაზე დავდე .. ორი ფურცელი ხელში დავიკავე ,ერთს ბექა ეწერა მეორეს კი გეგა .. უაზროდ დავყურებდი ფურცლებს ..
ლექციას უაზროდ ვუსმენდი , არაფერი არ შემდიოდა თავში .ფურცლებს ნერვიულად ვათამაშებდი ხელში და ანერვიულებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი . გულში ჩემს თავს ვლანძღავდი , როცა
-აუდიტორიაში ლუკა და ბექა შემოვიდნენ , როგორც კი ლექტორმა დაინახა, მაშინვე წაკბინა ..
-გენიოსებიც მოსულან , წადით ნახეთ თქვენი სამარცხვინო საქციელი.
დაბნეულები წამოვიდნენ ჩვენსკენ .
-თურმე გიორგი პირველი ორი ყოფილა , სიცილით თქვა ნოემ და მის ნათქვამზე ჯგუფელებმა უარესი ხარხარი ატეხეს ..
-ბექა მესხი ხო ?
-კი
-აი აიღე . ფურცელი გავუწოდე, სიტუაციიდან გაკვირვებულს .

არ მეგონა ამ სამარცხვინო სცენას, რაიმე თუ დამავიწყებდა ოდესმე , მაგრამ როდესაც ლუკამ, გეგა მეტრეველის ფურცელი აიღო ხელში , აი მაშინ დამავიწყდა არა მარტო ეს სამარცხვინო წუთები, არამედ გაქრა მთლიანად ყველაფერი და გაოცებულმა შევხედე ლუკას, რომელიც თურმე გეგა ყოფილა..
ვისღა ახსოვდა ისტორია..ლექცია..აუდიტორია..ჯგუფელები.
დაბნეული ვაცეცებდი თვალებს აქეთ-იქით.
რა ტყუილად დავითხარე თვალები , ფბზე მაგის ძებნით , ეჰ სასაცილო იქნებოდა სატირლად, რომ არ მქონდეს საქმე .
რა დონის რეგვენი უნდა იყო ადამიანი, ძმაკაცის სახელს, რომ ვერ არჩევდე ?
სად გეგა და სად ლუკა ? გაღიზიანებულმა შევხედე ბექას . ისკი უინტერესოდ ჩასჩერებოდა ფურცელს.. მე კი მისი გაგლეჯვის სურვილით ვიწვოდი და სულ არ მანტერესებდა აუდიტორიაში მომცინარი ჯგუფელების შეძახილები , რასაც ნოს კომენტარი და ნიას სიცილი, ახლდა თან ..
არავისთვის არ მცხელოდა, მხოლოდ გაქცევა მინდოდა, რომ თავი დამეღწია ამ უაზრო სიტუაციიდან , მაგრამ არსებობს უდიდესი პრობლემა ვალდებულება , რაც გაქცევას ხელს უშლის და ჩემს ნერვებს უარესად იყვანს წყობიდან..



№1 სტუმარი mariami

მომწონსსსსსსსსსსსსსსსსსსსს !!!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent