არ დამტოვო (თავი 5)
კიდევ დიდხანს ვიჯექით და ვუყურებდით თბილისს. წამოსვლისას ნიკას მწვრთნელი შევნიშნე მოშორებით მდგარ სკამზე იჯდა, თუარვცდები მეგობართან ერთად. -ლანა! -ჰოუ? -იქით გაიხედე-თვალებით ვანიშნე. -ჰო მერე? -აი ის მაღალი ბიჭი შავი ხშირი თმით, ნიკას მწვრთნელია. -ააა ეგარის? მართლა რა სიმპატიური ყოფილა. -მემგონი თვითონაც შეგვამჩნია და ხომარ მივესალმოთ? სირცხვილია. -კაი წამო. -გამარჯობა ლაშა!-ლაშას წარმოთქმა ასე თუ გამიჭირდებოდა არ მეგონა. -გამარჯობა ემილი. -აქვე ვიყავით, შეგამჩნიეთ და ვიფიქრე მოგესალმებოდით თან პატარა საქმეც მაქვს. -დიახ გისმენ ? -ნიკამ მითხრა ვარჯიშთან დაკავშირებით. -აა დიახ გასაგებია რა კითხვაც გექნება, მარტო ნიკასთვის არ მითხოვია დილით ჩემთანერთად ვარჯიში, იცით, ეს მთელ გუნდს შევთავაზე. -ააჰ, გასაგებია. -ჰომ, მემგონი გაუგებრობა აღარარის ხომ? -კი კი რათქმაუნდა, მე ვიფიქრე რომ მარტო ნიკას უთხარით და მეოგონა რამე დააშავა და ეს დასჯის მიზნით გააკეთეთ. დიილით ადრე რომ ამდგარიყო ხომ გესმით. -კი კი რათქმაუნდა. უი, სულ დამავიწყდა ეს რეზია ჩემი უახლოესი მეგობარი. -სასიამოვნოა-ხელს ვუწვდი. -ჩემთვისაც-ხელს მართმევს. -ეს კი ჩემი დაქალია ლანა. -სასიამოვნოა-ორივემ ერთხმად უპასუხეს. -სადმე ხომარ დავმსხდარიყავით? ყავაზე დაგპატიჟებთ-კითხვით მოგვმართა რეზიმ. -არა მე ვერ მოვახერხებ სამწუხაროდ-უცებ გამახსენდა რომ გიოს ადრე მისვლას დავპირდი. -კარგი... მაშინ სხვა დროისთვის გადავდოთ. -კარგი იდეაა-ლანას ხმა მესმის. -ჰომ კარგით მაშინ წავიდეთ სახლამდე მიგაცილებთ-თავაზიანობა გამოიჩინა ლაშამ. -არაა საჭირო ჩვენ უკვე გამოვიძახეთ ტაქსი-ვთქვი და მუჯლუუნი ვკარი ლანას. -აა კი კი უკვე გამოვიძახეთ. -კარგით მაშინ რა გაეწყობა დაგემშვიდობებით. -დროებით. გოოგო რატო მოატყუე ტაქსი გამოვიძახეთო?-წარბშეკრული ლანა მომჩერებია. -აბა ტეხავს ეე, უცხოები არიან. -აბა შენ ხარ რაა. წამოდი წამოდი. მთაწმინდდიდან ჩამოვედით და დავიშალეთ, მე სახლში წამოვედი ლანაც სახლში წავიდა. სახლში რომ ავედი ნიკა ტელევიზორთან დამხვდა. -ემილი სად დაიკარგე? -მაპატიე დამაგვიანდა-შუბლზე ვკოცნი. -ემილი ვჭამოთ რაა! -კაი ახლავე რამეს მოვამზადებ. მე და ნიკა ვსადილობდით, როცა დედა და მამა ჩამოვიდნენ. -მოვედიით ბავშვებოოო! -ეეე დეეე, მააა-გაუბრწყინდა თვალები ნიკას. -მიდით მამას მოეხმარეთ რაღაცეების ამოტანაში, რამოდენიმე პარკია ბევრი არაფერია. -დეე მოდი გაკოცო, რა ხდებოდა სოფელში? -მშვიდობააა. -ბებო რასშვება? ხოა ჯანზე ჰაა? -კიი, იმდენი კომპოტები ჰქონდა გაკეთებული და არამარტო კომპოტები: მურაბები, მწნილები და ათასი რაღაცრაღაცეები. -მმმ ჩემი ბებოაა ეეგ. -კაი კაი, აქეთ რახდებოდაა შენ ის მითხარი. -რავი მშვიდობა აქეთაც. წამო ყავა დავლიოთ და მოგიყვები. *** -აჰა ანუ ჩემი ბიჭი თავდასხმაში დგას? დედიკო ენაცვალოს. მწვრთნელს ვიცნობ, შევხვედრილვარ რამოდენიმეჯერ, პასუხისმგებლიანი ბიჭია. თავისი ასაკის მიუხედავად რამდენს აკეთებს. -ჰომ კაია. -კაი დე მე შევალ ოთახში ვიმეცადინებ, ხვალიდან ისევ იწყება ტანჯვა წამება. -კაი მიდი. -ნანა მოვიტანეთ ყველაფერი ჩვენ. -კაი მიდი გაიხადეთ და მოდი ყავა დავლიოთ. ნიკა შენ იმეცადინე დეე? -კი დეე. -კაი მაშინ მიდი კომპიუტერთან დაჯექი ითამაშე. -კაი დეე, მამა შენც წამოდი ფილმი ჩავრთოთ. -კაი ახლავე ყავას დავლევ და შემოვალ, მიდი მანამდე აარჩიე შენ. -კაიი. ოთახში შევედი და წიგნებს რომ შევხედე გული გამისკდა იმდენი მქონდა სამეცადინო, რასდადიოდო გემეცადინა ემილი, უუუხ ჩემ თავს რქვუთხარი. რა გაეწყობა , დავიწყებ. სათვალე მოვიმარჯვე და "მაკიაველი" გადავშალე. მერე განვლილი მასალაც გავიმეორე და ყველაფერს კარგათ დავუდე გული. ყველაფერს რომ მოვრჩი საათს დავხედე ღამის სამი საათი იყო. ავდექი, წელში გავსწორდი,სათვალეები მოვიხსენი, თვალები მოვისრისე და სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი. ოთახში რომ დავბრუნდი, ტელეფონზე მესიჯი დამხვდა:" დაბლა ჩამოდი თუ გღვიძავს, პატარა საქმე მაქვს" ძალიან გამიკვირდა უცხო ნომრიდან რომ ასე მწერდნენ და პასუხად"რომელი ხართ" მივწეეერე. მალევე პასუხი მომდის:"ლაშა". ჟრუანტელმა დამიარა, ფერებმა გადამიარეს, არვიცოდი რატომ მეძახდა, რა საქმე უნდა ჰქონოდა. პიჟამოები არც ჩამიცვამს სამეცაინოდ რომ დავჯექი, ასერომ გამოცვლაც არ დამჭირვებია, ქურთუკი ავიღე და დაბლა ჩავედი. ეზოში ცოტა ციოდა, ლაშა მანქანასთან იდგა, რომ დამინახა ჩემსკენ წამოვიდა. -ხომ არ გაგაღვიძე? -არა, ვმეცადინეობდი არ მეძინა -ჰოომ, ისე ასე არ ვიქცევი ხოლმე, უბრალოდ ძალიან მინდოდა შენი ნახვა. -მართლა? და რატომ? რამე საქმე გაქვს? ნიკას ეხება? რამე ხომარ დააშავა?-კითხვები დავაყარე. -არა ნიკას არა. შენ გეხება! -მე? მე... ისა...-ვხვდებოდი რისი თქმაც უნდოდა და ცოტა ავნერვიულდი. -ემილი საქმე ისაა, რომ დიდი ხანია მომწონხარ. მომწონს შენი თვალები, შენი სუნამოს სურნელი. შეენ... შეენ მომწონხარ ძალიან. არვიცი რას მეტყვი, როგორ გამიგებ, ალბად გგონია ასე უცებ როგორ შევუყვარდიო. მეც ეგ კითხვა მაქვს, არვიცი როგორ, მაგრამ ის ვიცი რომ ძალიან მომწონხარ, კიარმომწონხარ მიყვარხარ. გესმის ემილი მიყვარხარ! გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილზე, არვიცოდი რა მეპასუხა, ჯერ ჩემს გრძნობებში დარწმუნებული არ ვიყავი. -ლაშა-დიდი ხნის დუმილის მერე დავიწყე-ძალიან კარგი ადამიანი ხარ, შეიძლება მეც მაქვა რაღაც გრძნობა შენს მიმართ, მაგრამ არვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა. არმინდა გული გატკინო, გთხოვ ნუ დამაძალებ, პასუხს ვერ გაგცემ და ვერც იმედს ვეერ მოგცემ. -ემილი, დაგელოდები, ცხოვრების ბოლომდე დაგელოდები-მეუბნევა და შუბლზე მკოცნის. -კარგი ახლა უნდა წავიდე, არმინდა მშობლებმა ჩემი არ ყოფნა შეამჩნიონ. -კარგი, მაგრამ გთხოვ ხელი არ მკრა, ჩემთან ურთიერთობა არ გაწყვიტო. -კარგი! ამ სიტყვებით ავემშვიდობე, ლაშა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, მე მთელი ღამე მის სიტყვებზე ვფიქრობდი. მის სახეს და მის ღიმილს ვიხსენებდი, მის სუნთქვას იქ... კლუბში. მასზე ფიქრში ჩამეძინა. დილით მაღვიძარამ დარეკა, საათს შევხედე 07:00 იყო. აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე მოვწესრიგდი და სასაუზმოდ გამოვედი. სახლში ჩვეული სიტუაცია დამხვდა: მამა ყავის ფინჯნით ხელში გაზეთს კითხულობს და დედა გაზქურასთან დგას, საუზმეს ამზადებს. -დილამშვიდობისა-ვესალმები მშობლებს და ორივეს ლოყებს ვუკოცნი-როგორ მომენატრეეთ, აღარ წახვიდეთ ხოლმე არსად. -ჰო ჩვენც მოგვენატრეთ-გაზეთის კითხვას თავს ანებებს მამა-ნანა წავედი მესამსახურში, დღეს ადრე უნდა გამოვცხადდე, შემოწმებაა. -კაი, მაგრამ საუზმე? -იქ ვისაუზმებ. -კარგი, თავს გაუფრთხილდი-და როგორც ყოველთვის ქმარს წასვლის წინ კოცნის. -დეე, დღეს ლექციების მერე უნდა დავრჩე ბიბლიოთეკაში, რაღაც საქმეები მაქვს. შენ არინერვიულო თუ დამაგვიანდა კარგიი? -კარგი, მაგრამ ტელეფონი მაინც არ გათიშო. -არა ჩართული მექნება. აუ ჩაი დამისხი და მეც გავიქცევი, არ დამაგვიანდეს. -დილამშვიდობის-სამზარეულოში ნიკა შემოდის, ჯერ დედას კოცნის და მერე მე. -დილამშვიდობის დეე. -დილამშვიდობის ძამიკო. -დე ჩაის მეც დავლევ, ოღონდ კარაქიანი პური არა რაა-ისევ კნუტის თვალები. -ნიკაა, მე რაგითხარი ? ლაშა მასწავლებელივით დიდი თუგინდა რო გაიზარდო და კაცი იყო, მაშინ უნდა ჭამო. -კაარგი, ოღონდ ცოტა. -კარგი დეე, მე წავედი. -ჭკუითიყავი. -კარგიი. უნივერსიტეტში რომ მივედი ლანა ვნახე, ჯერ ადრე იყო ლექციებამდე 15 წუთი გვქონდა სასაუბროდ. ყველაფერი მოვუყევი. მისი პასუხი კი ასეთი იყო: "ეეე მაგარიიაა, კაი ტიპია არაწყენინო კატავ" . -გადარეული ხარ. -სამაგიეროდ დანამდვილებით ვიცი, რომ შენც მოგწონს. -შესაძლოა. -კაი კაი წავედიი მე, "მპუა"-კოცნას მიგზავნის თან გარბის. -წინიყურე არ წაიქცე. ლექციებზე გნახავ. ნეტავ სად გარბოდა? იგივე აუდიტორიაში მივდივარ მეც. რა გიჟია. აუდიტორიაში რომ შევედი ლანა იქ დამხვდა. -სად გაიქეცი? -პატარა საქმე მქონდა. -ოხ! ლექციამ კარგად ჩაიარა, ვიაქტიურე კიდეც. მერე სასადილოში ჩავედი ყავის დასალევად. ბიჭებიც ვნახე. -ემილი სადდაიკარგე? (გიუშა-გიო) -მოდი დაჯეე ეე(ზურა) -აუუ როგორ მომნატრეეთ გიჟებოო. -ჩვეენც...(ლიკა-ლიკო) ყავა დავლიე, ბავშვებს დავემშვიდობე და ისვ დავუბრჯნდი ლექციებს. ლექციების მერე ბიბლიოთეკაში შევიარე. რამოდენიმე წიგნი გადმოვიღე თაროდან "სამართალი" და "სულხან-საბას ლექსიკონი". ბიბლიოთეკაში კარგახანს შემოვრჩი, სიტყვის მარაგს ვიმდიდრებდი. უკვე ბინდდებოდა, უნივერსიტეტის ეზო რომ დავტოვე. სამარშუტო ტაქსების გაჩერებამდე ფეხით მივედი. სანამ ტრანსპორტს ველოდებოდი, ლაშამგამოიარა მანქანით. -ემილი ჩაჯექი! არმინდოდა მაგრამ უხერხული რომარყოფილიყო ჩავჯექი. -გამარჯობა ლაშა. -რა ლამაზი ხარ! ამ სიტყვების გაგონებაზე ჟრუანტელმა დამიარა და გავწითლდკ კიდეც. -მადლობა.-მისკენ არც მიმიხედია. -თვალს რატომ მარიდებ? -არ გარიდებ! -კარგი მაშინ შემომხედე. მისკენ მივიხედე, თვალებში ჩავხედე და მისი თვალები სულ სხვა ფერი მომეჩვენა, ლურჯი აღარ იყო თითქოს უფრო ღია ფერის იყო. -რალამაზი ხარ ეე, ჩემი მწვანე თვალება ხარ. პასუხი არ გამიცია. მანქანა სტადიონთან გააჩერა. ვიცანი სტადიონი, რამდენჯელმე ვარ ნამყოფი. -ემილი, აი აქ ვარჯიშობს ჩემი გუდნი, პატარა გუნდი დიდი გულის ბავშვებით. იცი?! გუნდის სახელი ყველამ ერთხმად შეარჩია "ავაზა" უხდებათ ხომ? კარგი ბავშვები არიან, მონდომებულები თავის ასაკთან შედარებით, ალბათ სხვაგან ანკეტას არ თხოვენ ბავშვებს ხომ? ანკეტის შევსება ჩემი იდეა იყო, მაინტერესებდა რას დამიწერდნენ... მაქვს ჩემი კარიერა, ჩემი სახლი, პატარა გუნდი, მაგრამ შენ თუ არ მეყოლები მე არაფერი ვიქნები. ემილი გთხოვ შანსი მომეცი, ჩემთან იყავი მე გაგაბედნიერებ გპირდები. ცრემლები მომდიოდა, მის თვალებში უდიდეს სიყვარულს ვგრძნობდი. ჩემი ხელები ეჭირა და ვგრძნობდი როგორ მათბობდა მისი თითები. ვეღარ მოვითმინე და ინსტიქტურად ჩავეხუტე, გულს მოვუსმინე და მაგრად მივეხუტე. მისი მკლავების სილიერე ვიგრძენი, როცა ხელები მაგრად მომხვია და მაღლა ამიტაცა. მისი სუნთქვა კისეში მიღიტინებდა. -ემილი, მიყვარხარ! მიყვარხარ! შენი თმა მიყვარს, შენი სურნელი, შენი თვალები. მიყვარხარ ემილი. მე ჩუმად ვიდექი და მისი სიყვარულით ვტკბებოდი. არვიცოდი რა მეთქვა. მერე ხელი გავუშვი და თვალებში შევხედე. -ლაშა, გული არასოდეს მატკინო. -მაშინ მოვკვდე, როცა სხვისკენ გავიხედო, როცა აგატირო. -მჭირდები ლაშა! -ჩემი პატარა ხარ შენ!-ისევ გულში მიკრავს. კიდევ დიდხანს ვიყავით ერთად. მერე სახლამდე მომიყვანა, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა. სახლში ავედი, ცოტა არიყოს მშიოდა. -დედაა! მოვედიი. -მოდი აქ ვართ ნიკას ოთახში. -ვაა რახდება ააქ? -არაფერი ვსაუბრობდით მე და ნიკო. წამო ვჭამოთ ნიკუშ. შენ არგინდა დეე? -კი მოვალ ახლავე მეც. სამზარეულოში გავედით, კარგათ ვივახშმე. დედას ლაშაზე მოვუყევი. -შენ თუ გიყვარს დეე? -არვიცი, მაგრამ ის ვიცი რომ მასთან თავს კარგათ ვგრნობ, მე ის მჭირდება. -სიყვარულიც მალე მოვა, გაუფრთხილდი დე ლაშას, კარგი ბიჭია. დედას მაგიდა ავალაგებინე, ჭურჭელიც ამოვრეცხე, დედა დასაძინებლად გავუშვი. მალევე ოთაში შევედი. რაღაც პატარა დავალება მქონდა იმასაც მივხედე და დასაწოლად მოვემზადე. ტელეფონზე ლაშას ესემესი დამხვდა:" ძილინებისა, მიყვარხარ" გამეღიმა, პასუხი არ დამიბრუნებია, საბანი გადავიფარე და დავიძინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.