იძულებითი ქორწინება (11)
*ჯონკუკის დაბადების დღე, დილა * -მის ჰეილი!- გასახდელში შემომივარდა სიუ, თან ბოლოხმაზე კიოდა და ძვლივს სუნთქავდა. ახლოს მოვიდა, წელში გასწორდა და 32 კბილით გამიცინა -საქმრო გირეკავთ. -კარგი, მადლობა- მეც გამეღიმა, ისეთი საყვარელი იყო.-გისმენ ჯონკუკ. -დილამშვიდობისა პატარა ქალბატონო- მისი ნამძინარევი ხმა უკვე ჩემი ყვალაზე საყვარელი მოსასმენი გახდა დილაობით. -ნუ მეძახი მასე -როგორ ხარ აბა? ემზადები?- ხმაზე ეტყობოდა ჯერ არ ამდგარა ლოგინიდან. -შენთან შედარებით კი -დღეს ფურორი უნდა მოვახდინოთ ხო იცი? -ვიცი, ვიცი- ინსტიქტურად გამეღიმა -კარგი მაშინ დარბაზში შეგხვდები, პატარა ქალბატონო - პაუზის შემდეგ მითხრა მან -თეთრები მეცმევა და მიცნობ -რათქმაუნდა გიცნობ, ყველაზე ლამაზი შენ იქნები დარწმუნებული ვარ- მის ხმაში სიმშვიდე იგრძნობოდა, ხოლო მე კი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ცოტაც და გული ამომიხტებოდა. არ მინდა ეს მოხდეს... არ მიდა შეიყვარდეს ისე ძალია რომ ამ გეგმის დასრულების შემდეგ ვინანო რომ საერთოდ დავწყე... -კარგი გნახავ საღამოს-უცებ მივაყარე გაწითლებულმა და გავუთიშე. წვეულება 6 საათზე იწყება. მე ორი საათით ადრე უნდა მივიდე რომ მოვემზადო. მაგრამ ჯერ კიდევ 11 საათია და რა ჯანდაბისთვის გამაღვიძეს ვერ ვხვდები. გასახდელში ვზივარ და ველოდები ვიღაც გოგოს რომელმაც წესით ფრჩხილები უნდა გაიკეთოს, მაგრამ როგორც ყველას, პუნქტუალურობა არც მას ახასიათებს. დღევანდელი წვეულება ჩვენს გეგმაში ძალიან დიდ როლს ასრულებს, დღეს საღამოს ჩვენ მშობლებს, ირგვლივ მყოფ საზოგადოებას და მთელს მსოფლიოს იმ ნაწილს რომელიც ჩემი ცხოვრებით არიან დაინტერესებული უნდა დავაჯეოთ რომ მე და ჯონკუკს მართლა გვიყვარს ერთმანეთი, ამისთვის კი ორივემ მსახიობობს უდავო ნიჭს უნდა მივმართოთ, მაგრამ ჩემს ამ წამინდელ გრძნობებს თუ გავითვალისწინებთ, არ დამჭირდება მსახიობობა... *5 საათის შემდეგ* წვეულება ჯერ არ დაწყებულა, მე კი უვე ძალიან დავიღალე, ერთი საათია დედაჩემი ლექციას მიტარებს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია, კიდევ კაბა, მაღაზიიდან 1 საათის წინ უნდა მოეტანათ, მაგრამ რათქმაუნდა არ მოუტანიათ, ირგვლივ ძალიან ბევრი შუქია, ყველა დარბის, ზოგი რას დაათრევს ზოგი რას. მე გასახდელში ვზივარ, უკვე დარბაზში და ველოდები როდის მოიტანენ კაბას, მერე მაკიჟს. ამდენი ქაოსით ისე დავიღალე... მინდა ახლა ვიჯდე სადმე სიჩუმში, სადაც არ ცხელა, ხელში ყავით, მოხერხეხული ტანსაცმლით და ჩემს წინაშე გადაშლილი ულამაზესი ხედით. ჩემს ფლეიერს ვიღებ ჩანთიდან რომლის შესახებ დედაჩემმა არ იცის ყურსასმენებს ვიკეთებ და ვრთავ ჩემს საყვარელ სიმღერას Jin- awake, რაღაცნაირად მამშვიდებს ეს სიღერა, ამ წუთას თვალების დახუჭვა ძალაინ სასიამოვნოა, ისევ ჰარმონია ირგვლივ და არავინ ხმაურობს შემაწუხებლად. ძალიან მშვიდად ვგრნობდი თავს სანამ სიუმ არ შემეხო მხარზე და არ გამომაფხიზლა, მუსიკა დამთავრებულიყო მაგრამ მე ვერ შევამჩნიე, წამიერად გავითიშე. -ჩაცმის დროა მის ჰეილი- ცოდვილი სახით მითქრა მან და გოფერში გახვეული კაბა მომაწოდა, მეც გავუღიმე კაბა გამოვართვი და დახურულ პატარა სივრცეში შევედი სამი მხრიდან სარკით. რამოდენიმე წუთში ჩავიცვი ის შესანიშნავი კაბა რაც მხოლოდ მე მეკუთვნოდა, ჩემს ტანზე შეკერილი და მხოლოდ 1 ეგზემპლარი მხოლოდ ჩემთვის. ორი წუთით ჩემს თავს დავაკვირდი, ორი წუთიც კი ზედმეტი იყო რომ დამენახა ის საცოდავი არსება რომელიც სარკიდან მიმზერს, რელიგიას არასდროს ვაქცევდი დიდ ყურადღებას, მაგრამ კორეელების რელიგიის თანახმად, ადამიან აქვს ოთხი სიცოცხლე, რომელსაც ოთხი საუუკუნის განმავლობაში ცხოვრობ და ყველა სიცოცხლეში ძალიან კარგად უნდა იცხოვროს რადგან წინა ცხოვრების ცოდვები მომავალიც გამოიჩენს თავს. თუ ეს ყველაფერი მართალია, თუ წინა ცხოვრება არსებობს, მაშინ რა ჩავიდინე ასეთი რომ ახლა ასე ვისჯები? *ჯონკუკის P.O.V. * წვეულება შესანიშავად არის მოწყობილი, მიუხეავად იმისა რომ ვიცი ჰეილის დედას რა საშინელებები აქვს ჩადენილი, მის ნიჭს ნამდვილად ვერ დავუკარგავ. ტანზე მხოლოდ ჩემთვის შეკერილი თეთრი სმოკინგი მაცვია, შავი გულით და ვარდით ჯიბეში. ვიყურები სარკეში და ვხედავ ბიჭს რომელიც გამალებით ცდილობს ჩამოიღოს ის მასკა სახიდან რომელიც ძალით გაუკეთეს მშობლებმა, ირგვლივ საზოგადოებამ, ახლობელმა ადამიანებმა რომელიც „ნამდვილები“ ეგონა მაგრამ სინამდვილეში ფულის მონები აღმოჩნდნენ. ამას ჩემითვალით ვხედავ და უფრო მეტი მოტივაცია მემატება, უფრო მინდება შევწყვიტო ეს უმსგავსობა, გადავარჩინო საკუთარი „მე“ და კიდევ ის რომელიც მელოდება და სჯერა ჩემი, იცის რომ ამას შევძლებ, არა.. შევძლებთ. გასახდელიდან გამოსული პირდაპირ ჰეილის ოთახს მივადექი, რომლის წინაც ჩემზე დაბალი ლურჯ კაბაში გამოწყობილი გოგონა დამხვდა რომელიც რაღაცით უკმაყოფილო იყო. მივხვდი ჰეილის თანაშემწე იყო და თავში ცუდმა აზრებმა გამირბინა... -რამე მოხდა?- ვკითხე დაბნეულმა გოგონას რომელმაც მხოლოდ ახმლახანს შემამჩნია, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ცხვირ წინ ვედექი და ისეთი სახე მიიღო მეგონა სადმე აჩრდილი დაინახა -მსიტერ ჯოენ -საწყლად თქვა მან -რა არის, მითხარი ნუ მალოდინებ - უკვე შემეშინდა მაგრამ შევეცადე რომ სიმტკიცე არ დამეკარგა. -მის ჰეილი... ის -რა ის მითხარი- ახლა რა ვყვირი? მე ? ღმერთო პირველად ხდება ასე რო გოგოს გამო ვყვირი, საინტერესო გრძნობაა -ის ოთახში შეიკეტა და არ გამოდის - ძალიან ჩუმად თქვა გოგონამ. -რას ნიშნავს არ გამოდის? -ნუ ქმნით პრობლემებს აქ ვარ - კარიდან გაისმა ჰეილის ხმა მიუხედავად იმისა რომ ვერ დავინახე, საოცრად გამაჟრჟოლა ტანში. -ცოტა ხანი მოგვეცით და გამოვალთ- სწრაფად მიაყარა უკვე ფერ დაბრუნებულმა გოგონამ და თეთრი კარი ცხვირ წინ მომიხურა. მე კარის წინ კედელს მივეყრდენი და ველოდებოდი როდის მოემზადებოდა. ღმერთო ყველა გოგოს რატომ სჭირდება ამდენი დრო სარკესთან? რომ არ არსებობდეს სარკე რა ეშველებოდათ. გოგონა ლურჯ კაბაში კი გაუთავებლად შედიოდა და გამოდიოდა ოთახიდან. 20 წუთია ასე კედელზე მიყრდნობლი ველოდები როდის გამოვა და ცოტაც და ვიფეთქებ, მაგრამ ამ დროს გოგონა ლურჯი კაბით ოთახის კარებს აღებს და ჰეილის აფრთხილებს რომ 10 წუთი დარჩა. რამოდენიმე წამში კი თეთრი კაიდან ულამაზესი სილუეტი იკვეთება. რამოდენიმე წამი გავშეშდი, ასეთი არაფერი მინახავს არასდროს... მთელი ცხოვრების განმავლობაში ძალიან ბევრი დაუვიწყარი მომენტი მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე მათგანი მახსოვს ყველაზე კარგად, ზუსთად დეტალებში და ამ წუთას ამ ცოტა ოდენ რიგს ჩემი ცხოვრებიდან უსიტყვდ დაემატა ჰეილი... მისი ყველა დეტალი ულამაზესია, რომ მცოდნოდა თეთრ კაბაში ასეთი ლამაზი იქნებოდა, კიდევ ერთხელ დავფიქრდებოდი ქორწილის ჩაშლის შესახებ. მასში ყველაფერი იდეალურია. თქვენ ალბათ წარმოიდგინეთ ძალინ ლამაზი, მაკიაჟით გალამაზებული გოგო, რომელსაც ძალინ თეთრი კაბა აცვია და მის თეთრ კანს უთრო მეტ სითეთრეს მატებს. არა არსწორია მინდა გითრათ რომ ახლა ის სულ სხვანაერია, ძალინ უბრალოდ აქვს გაშლილი მისის ულამაზესი წაბლისფერი თმა და დატალღული ბოლოები ზურგზე ეფინება ისე ფაფუკად, რომ პირდაპირ ითხოვს ხელი მომკიდეო, მისი მაკიაჟი, საერთოდ უსვია რამე? მემგონი არც არაფერი, მისი ბუნებრივი სახე უფრო მეტ სილამაზეს მატებს მის კაბას და უფრო მშვენიერს ხდის მის სულს. მისი მალინისფერი... არა მარწყვისფერი ტუჩები კი დადებით მუხტს მატებს მის სახეს. კაბა კისერზე მოჭრილია და მოშიშვლებულ კისერზე არაფერი უკეთია, ისე როგორც მე ვთხოვე. მართალი ვიყავი როცა უთხარი რომ მარტივად ვიცნობდი მისი სილამაზის გამო, 100% დარწმუნებული რომ მასზე ლამაზს ახლა ვერაფერს დამანახებთ. მივხვდი რომ დებილივით ვდგავარ და ვაშტერდები, ის კი უბრალოდ მათვარიელებს და სახეზე ეტყობა რომ კმაყოფილია იმით რასაც ხედავს. -საოცრად გამოიყურები- ძვლივს წარმოვთქვი ეს რამედენიე სიტყვა და ძალა მოვიკრიბე რომ შემდეგიც მეთქვა -შენი კაბა... ისეთი ლამაზია...- „რა კაბა ? ღმერთო ჯონკუკ დებილი ხარ კაბა კი არა ის უნდა შეგექო“ გავიფიქრე და არ ვიცოდი სად დამემალა ჩემი დაბნეულობა. -მადლობა შენც ჯონკუკ, დაბადებისდღეს გილოვცავ -ისეთი კრიალა ხმით მითხრა კინაღამ დავდნი. ჩავახველე რომ ცოტა აზრზე მოვსულიყავი. ხელი ჩემს მკლავზე ჩამოვადებნე და დერეფანს გავუყევით. მის ბოლოს უზარმაზარი სარკე ეკიდა, რომელშიც შესანიშნავად ვჩანდით ორივე. ამ წუთას რომელიმე საპნის ოპერის გმირებს ვგავდით, მაგრამ შესანიშნავი შეგრძნება იყო, ამ წუთას მართლაც რომ პრინცი და პრინცესა ვიყავით. მის ანარეკლს სარკეში თვალს ვერ ვაშორებდით და თავში მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდებოდა, რა იქნებოდა ერთმანეთი ცოტა სხვანაირად რომ გაგვეცნო?. -მზად ხარ? -რათქმაუნდა არა -მიპასუხა აღელვებული ხმით, არც მე ვარ მზად მაგრამ ეს რომ ვუთხრა უფრო შეშინდება. დღევნდელი დღის მისია მხოლოდ ის არის რომ დავაჯეროთ მშობლებს რომ ერთმანეთი მართლა მოგვწონს, ეს ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ სინამდვილეში იმზე რთულია ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. -მაშინ წავედით- შევეცადე ცოტა გამეხუმრა, რომ ხასიათზე მომეყვანა, მანაც გაიღიმა ეს კი საკმარისია. *ჰეილის P.O.V * კარის გაღება დიდი ტრაგედიის ძალიან ნათელი დასაწყისი იყო. ჩვენს წინ უზარმაზარმა მოოქროვილმა კარმა ნელ-ნელა იწყო გაღება და ეს უფრო მაშინებდა. ჯონკუკის მკლავს გაუაზრებლად ვუჭერდი ხელს, დღეს ისეთი არაფერი არ მაქ გასაკეთებელი, გარდა ცოტა ეშმაკობისა, მაგრამ ისე ვნერვიულობ, მგონია რომ რაღაც, დაუგეგმავი, რაღაც უცაბედად გამოხტება და შეგვიშლის ხელს. კარი გაიღო და ფოტოაპარტის შუქმა თვალი მომჭრა, დაახლოებით 50 ფოპოაპარატი სხვადასხვა მიმართულებიდან გვიღებდა ფოტოებს, პოტოგრაფები გამალებით ცდილობდნენ ყველა დეტალი გადაეღოთ, რათა მერე კარგი სტატიები დაეწერათ, თუ როგორ გამოიყურებოდა მდიდარი, პრინცესა მის ნიშნიბაზე?, რამდენი ფული დაიხარჯა მის კაბასა და აქსესუარებზე?, ასევე როგორ გამოიყურებოდა კორეის დაფასებული პრინცი?, რა ეცვა? , რას გრძნობდა? ასევე გამალებით ცდილობდნენ რომ დაეფიქსირებინათ რამე უცნაური, მაგალითად ჩემი ცოტათი გაზრდილი მუცელი, ან ლაქა კისერზე კარგი სექსიგან, მაგრამ ეს ჩვენ გეგმებში არ შედიოდა და მსგავს ვერაფერს ნახავდნენ. ჩვენ მკლავში ხელ გამოდებული მივაბიჯებდით, წითელ ხალიჩაზე, ისე თითქოს ბოლომდე დარწმუნებულები ვიყავით ჩვენ გადაწყვეტილებაში, მივაბიჯებდით და ვიღიმოდით, ყალბი, მატყუარა ღიმილით, რომელიც აიძულებს ხალხს სჯეროდეთ რომ სიმდიდრე და დაძალაუფლება ხელშეუხებელი ნივთია რომელიც მხოლოდ რამოდენიმე ადამიანს ერგება ლანგარით, დანარჩენებმა კი ბოლომდე უნდა გაისარჯონ, რომ ამას როგორმე არ ჩამორჩენ. უამრავი ფოტოს გადაღების შემდეგ შევედით დარბაზში რომელიც ასევე ოქროსფერში იყო მორთული, ლამაზი იყო, მდიდრული მაგრამ ეს ჩემში ზიზღის მეტს არაფერს იწვევდა. როცა ვოცნებობდი ჩემს ქორწილზე, ყოველთვის წარმომედგინა, მუხლებამდე უბრალო თეთრი კაბა, თმა უბრალოდ გაშლილი, უამრავი ბრილიანტით გაწყობილი დიადემის მაგივრად, ველური მინდვრის ყვავილებით დაბრწნილი გვირგვინი, დაბალი შესაფერისი ფეხსაცმელი, ხელში მინდვრის გვირილების ბუკეტი, ირგვლივ არავინ, მხოლოდ მინდორი, ჩიტები, ადგილობრივი პეპლები და ნათელი მზიანი დღე, მხოლოდ მე და მხოლოდ ის და კიდევ მღვდელი რომლიც წაიკითხავდა ჩვენს საქორწინო სიტყვას და უბრალო ორი ერთნაერი ბეჭედი წყვილისთვის, არანაირი თვლით და ძვირფასი თეთრი ოქროთი, უბრალო რგოლები რომელიც სიყვარულის უსასრულობას აღნიშნავდნენ, და იქნებოდა ყველაფერი მშვენიერი მშვიდი და დალაგებული, პრობლემების გარეშე და მხოლოდ სიყვარულით. მაგრამ აი რა არის ჩემ წინ, ხალხი სვადასხვა მდიდარი ოჯახებიდან, ისეთივე სიმდიდრით როგორითაც მამაჩემია მდიდარი, ჩაცმული ძვირფას ტანსაცმელში რომელიც ბინძური ფულით არის ნაყიდი. მე კი რას ვაკეთებ უბრალოდ ვუღიმი ყველას, ვესალმები, ყველას იმ ენაზე ვესაუბრები რაც მათ აწყობთ, ზოგს ინგლისურად, ზოგს ჩინურად ან ფრანგულად, რათქმაუნდა კორეულადაც. ამ წუთას სარკიდან ჩემი თავი რომ დავინახო ალბათ აქვე მოვკვდები, მაგრამ უნდა გავუძლო, რომ დავამთავრო ამდენი სიბოროტე რომ ჩავანგრიო ყველა ხიდი რაც სიბოროტესთან მაკავშირებს. ასე გავიდა საათები, ხელში მხოლოდ ერთი ბაკალი შამპანიური მიჭირავს რომელსაც სხვადასხვა, ნაცნობ თუ უცნობ ხალხს ვუჭახუნებ ჭიქაზე და სადღეგრძელოზე მხარს ვუბამ მაგრამ არ შემიძლია მოვსვა, სინდისი მჭამს, ერთადერთი ძალა რაც ამ წუთას მიჭერს ჯონკუკის ხელია, მიჭერს რომ არ დავეცე, მაძლევს ძალას რომ ვიყო ის რაც არ ვარ, ცოტა ხნით. შიგადაშიგ ჩემკენ გადმოიხრება შუბლზე მაკოცებს ყველას თვალ წინ და ეს მავსებს, ეს უფრო მეტ თავდაჯერებას მმატებს. -ვიცეკვოთ?- შემომთავაზა ჯონკუკმა როცა კიდევ ერთ მაგიდას მოვშორდით სადაც გაბღენძილი მოხუცი ბიზნესმენი იდგა მისი 20 წლის ცოლთან ერთად. -კი- უბრალოდ დავთანხმდი, რომ ცოტა ხანი დამესვენა ამ ხალხისგან ირგვლივ. მუსიკა ნაზი და მშვიდი იყო, ყურში ძალიან კარგად მხვდებოდა. ჯონკუკმა ხელი წელზე შემიცურა და მასთან ახლოს მიმიკრა, მის მკერდ მივეყრდენი და ძალადაკარგულმა თავიც იქვე ჩამოვდევი, ცოტა ხანი თვალებიც დავხუჭე რომ დამესვენა ამდენი შუქისგან. ჯონკუკმა ჩემმი ხელის გული მისაში მოიქცუა და თავი ჩამალა ჩემს თმაში. მუსიკას ვაყოლებდით ტანს, რიტმას არ ვრჩებოდით, მივყვებოდით რხევით მშვიდად, ვგრძნობდით რომ მზერა მხოლოდ ჩვენზე იყო, მაგრამ მაინც ისე ვგრძნობდით თავს თითქოს ირგვლივ არც არავინ იყო, თითქოს არც მუსიკა და ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის გულისცემის რიტმაზე ვცეკვვავდით. - ყველაფერი კარგად გამოგდის, მაგარი გოგო ხარ ჰეილი- ჩამჩურჩულა მან -მადლობა, მაგრამ ცოტაც და გადავიწვები, გთხოვ წავიდეთ აქიდან, წამიყვანე რომ დავისვენოთ, რომ აღარ ვხდავდე ამ ხალხს გთხოვ- თავი ავწიე მისი მკერდიდან და პირდაპირ თვალებში ჩავხედე -კარგი, პატარა ქალბატონო, როგორც გინდა ისე ვქნათ, მუსიკის დასრულების შემდეგ რამოდენიმე წუთი მომეცი და როცა ტეჰიონი განიშნებს მაშინ შემოდი იმ კარში კარგი? -ვიცი 100-ედ მითხარი უკვე ეს გეგმა ვიცი რაც უნდა ვქნა. -კარგი მაშინ ახლა მომეცი უფლება დავტკბე შენით სანამ მუსიკა არ დამთავრებულა- ისევ ტკბილი ხმით განაგრძო მან და დამატრიალა, მერე ისევ მიმიკრა მკერდზე და მომცა ნება გავსებულიყავი მისი არომატით. მუსიკა მალევე დამთავრდა და ჯონკუკიც მოკრძალებით მომშორდა. ახლა გავაგრძელე მარტო სიარული ხალხს შორის და თან ტეჰიონისკენ ვაპარებდი თვალს რომელიც ნიშნის მოცემას არ ჩქარობდა. მეც დავდიოდი ხალხს შორის და ვესალმებოდი ყველას, ვკითხულობდი ოჯახის ამბებს, ასე გავიდა დაახლოებით 20 წუთი, უკვე შევშინდი ამდენი ხანი არ უნდა მოენდომებინა. ისევ გავაპარე თვალი ტეჰიონისკენ რიმელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა და აშკარად ჯონკუკს ელაპარაკებოდა. მერე მობილური ყურიდან ჩამოიღო და მანიშნა რომ შევსულიყავი. ეჭვიანობის სცენა უნდა მოგვეწყო. თითქოს ისე უნდა ყოფილიყო რომ იმ კარის მიღმა ჯონკუკი დავინახე ვიღაც გოგოსთან, მერე გაბრაზებული უნდა გავარდნილიყავი დარბაზში, ყველას ყურადღება მიგვებყო, ერთი გემრიელად უნდა მელეწა სახეში მისთვის და წავსულიყავი ტეჰიონის მანქანით ჯონკუკის აგაკზე, რომელიც ნამდვილად არ ვიცი სად იყო მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა რაც მთავარია აქაურობისგან შორს. მოკლედ და კონკრეტულად გაქცეული პატარძალი უნდა მეთამაშა. კარი შევაღე და ახლა ვიგრძენი რატომ დამზდევდა მთელი დღე ეს ცუდი გრძნობა, გრძნობა რომელიც მაფრთხილებდა რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, რომ რაღაც გეგმის გარეშე წავიდოდა და აი ისიც. ეს იდიოტი, ხომ იცის რომ ვერ ვიტან გეგმებიდან გადახვევას, მაგრამ ახლა დგას კედელთან ვიღაც გოგო ყავს აკრული, როგორც მაშინ და ნამდვილად წრფელი მონდომებით კოცნის, ამას კოცნაც კი არ ქვია, ისინი ფუ არც კი შემიძლია ვთქვა... თვალებში ძალაუნებურაად ჩამიდგა ცრემლები, ის რაც სპექტაკლი უნდა ყოფილიყო მართალი იყო, ჯონკუკი ბედნიერად კოცნიდა ვიღაცას მე კი აქ ცრემლად ვიღვრებოდი. რამოდენიმე წამიანი შეტოკების შემდეგ კარები მკაცრად გამოვიჯახუნე და დარბაზში გამოვედი. უეცრად მუსიკა გაჩერდა და ყველას თვალი ჩემზე იყო. მალევე გამომყვა უკან ჯონკუკიც რომელიც საროჭკის კვრით მომყვებოდა. დეგენერატი მართლა გააკეთა ეს ვერ წარმომედგინა რომ მართლა იზამდა.... -ჰეილი მომეცი ნება აგიხსნა -ყვირის ის უკნიდან და ცდილობს დამეწიოს -თავი დამანებე ჯონკუკ, არ მჯერა როგორ გენდე -ჩემი ყველა იმედი ისე აორთქლდ ცაში როგორც წყალი 100 გრადუსზე. ცრემლები მახრჩობდა. -ჰეიილი, მაცადე გითხრა, მცადე ბოდიში მოგიხადო - ისევ მომყვება უკან. კიდევ რამოდენიმე ნაბიჯი და მან მარჯვენა მკავში მწვდა, ხოლო ინსტიქტურად მის მარჯვენა ლოყაზე ჩემი თითების კვალი დაეტყო. ისე მოხდა როგორც გეგმაში იყო გათვალისწინებული, მაგრამ ის მახრჩობდა რომ ეს რეალობა იყო, და არა დადგმა, მან ინერციით მარცხნივ გაწეული სახე იქვე დატობა და არც იმას შეწინააღმდეგებია რომ მისი ხელიდან ჩემი მაჯა გამოვგლიჯე. კარებისკენ წავედი და არაფერი მინდოდა გარდა იმისა რომ ახლა სახლში წავსულიყავი და ერთი გვარიანად დამეძინა. ცრემლები მომდიოდა და ცვიოდა ძირს მე კი არ მაღელვებდა, უბრალოდ მივაბიჯებდი და თან თვალებით ტეჰიონს ვეძებდი რომელიც დაბარებულივით უკვე კარში იდგა. ჯონკუკი მოტრიალდა და ყველას ხმამაღლა ბოდიში მოუხადა, ასევე ბედნიერი საღამო უსურვა ყველას და ჩემს გზას დაადგა. სანამ ის გამოვიდა მე მოვასწარი მანქანაში ჩაჯდომა და ტაესაც უბძანე მალე დამჯდარიყო, რადგა არ მინდოდა მასთან ლაპარადი, მაგრამ რად გინდა?! ძმაკაცი რის ძმაკაცია, მან მანქანის გასაღწბი ჯონკუკს ესროლა, მანაც დიდი სიამოვნებით აიღო ის, მეგობას მხარზე დაჰკრა ხელი და მისი მანქანის გასაღები ტეჰიონს მისცა. მერე უცბად ჩაჯდა მანქანაში და დაძრა. დიდი სიამოვნებით გაავხტებოდი მანქანიდ, ახლა უძვირპასესი კაბა და დიადემა რომ არ მეკეთეოს მაგრამ ასე თოჯონასავით გამოწყობილი ვიზივარ ფანჯრისკენ სახით და ვცდილობ დავაკვირდე გზას სადაც მივდივართ, მაგრამ თვალ წინ მარტო ის მიდგას როგორ კოცნის ეს იდიოტი ვიღაცას და მერე საროჩკის კვრით როგორ მომყვება, და ამის ცოლობას მიპირებდა დედაჩემი? -გაბრაზებული ხარ?- ლმობიერი ხმით მკითხა მან. მე ხმა არ გავეცი და ამით მივახვედრე რომ დუმილი თახმობის ნიშანია. ისიც გაჩუმა. ასე სიჩუმეში ვიარეთ დაახლოებით 1 საათი. მერე კი გავჩერდით ადგილას სადაც მხოლოდ ტყე იყო. -რა იყო მოსაკლავად მომიყვანე?- სარკაზმით შევეცადე გამომეტეხა სად ვიყავით -მეგონა არ მელაპარაკებოდი, მალე დანებდი პარატა ქალბატონო- გამიღიმა და თვალი ჩამიკრა მან. მანქანიდან გადავიდა და მეც გადავყვებოდი, მაგრამ ეს კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელი საშინლად მოუხერხებელი იყო. მანქანიდან ვერ გადმოვიდოდი რადგან პირდაპირ ტალახში ჩავაიჯებდი ჩემი ფითქინა ტანსაცმლით, რის გამოც დედა მომკლავდა. ხელები გადავაჯვარედინე და გადავწყვიტე მანქანაში დავრჩენილიყავი, რომ რამოდენიმე წამში ჯონკუკის მკლავებში აღმოვჩნდი. მან ხელში ბუმბულივით ამიტაცა და წამში გადამიყვანა მანქანიდან. რამდენიმე ნაბიჯში პატარა ოთხ საფეხურიან კიბეს მივადექით და მანაც ხის დამუშავებულ იატაკზე ფრთხილად ჩამომსვა. -თვალები დახუჭე.- ეს ბრძანება არ იყო მაგრამ მე მინდოდა ასე ყოფილიყო ამიტომაც ასე მივიღე -რატომ მიბრძანებ?-ხელები გადავაჯვარედინე -არ გიბრძანებ უბრალოდ გთხოვ, მენდე -მე გენდე და შენ კი რა გააკეთე. -მაშინ კიდევ ერთი შანსი მომეცი და ყველაფრს გამოვასწორებ- ისეთი სახით თქვა არ შემეძლო არ გამეკეთებინა. -კარგი აჰა ვნახოთ ერთი რას ამიხისნი- თვალები დავხუჭე და მას გავყევი. მივყავდი სადღაც სახლში ხელ ჩაკიდებული და მიუხედავად იმისა რაც გააკეთა მაინც სითბოს ვგრძნობდი. ამ წუთას ცნობისმოყვარეობა მახრჩობდა მარტო ამიტომ ვერ მოვითმინე -ვინ იყო ის გოგო?- ისეთი ტონით ვკითხე თითქოს არ მაღელვებდა, ნუ მე მიმაჩნია ასე. -იეჭვიანე? -რა სისულეელეებს როშავ? ვინ არის უბრალოდ მაინტერესებს -ერთი ძველი ნაცნობი რა იყო? -არაფერი უბრალოდ გკითხე, შეგეძლო არც გეპასუხა- ამაზუ უბრალოდ ჩაიცინა -და ძველ ნაცობებს ასე ხვდეი?- ისევ გავაგრძელე არ შემეძლო გაჩერება -არა- გაიცინა მან -აბა რატომ კიცნიდი?- გაკვირბებისგან წამოვიკივლე და თვალები გაბახილ, სულ დამავიჭყდა რომ მთხოვა დამეკეტა, მაგრამ მანაც ინტიქტურად ამაფარა თვალებზე ხელი ამიტომაც ვერაფერი დავინახე. -არ გაახილო ხომ გითხარი- დაამატა და უფრო მომიჭირა რომ ვერ დამენახა -არ ვუყურებ არა -გავიბუსე მე -და მაინც რატო აკოცე? -იმიტომ რომ უკეთ გეთამაშა, გაქცეული პატარძლის როლი- სიცილით მითხრა და ის ის იყო უნდა მეყვირა შენ ნორმალური თუ ხარ მეთქი როცა თავლებიდან ხელებ მომაშორა და გავშეშდი, გავფითრდი,ჩემი კაბის ფერი გავხსი. თუ ვინმე ოდესმე მკითხავს როგორ გამოიყურება სამოთხე ამ ადგილს ავუღწერ. აქიდან ამ ერთი წერტილიდან ყველაფერი ისე ჩანს როგორც ხელის გული. ამხელა ქალაქი, სეული დედაქალაქი ასეთი ხმაურიანი ქვეყნისა, და თვითონაც ასეთი ხმაურიანი ახლა სულ პატარა და უმწეო ჩანს, ჩუმი მუნჯინით და ნათელი დღესავით, პატარა ფანრები, რომლებიც რეალურად უზარმაზარ ქუჩებს და გზატკეცილებ ანათებს აქიდან მხოლოდ პაწაწუნა წერტილებად მოჩანს. სახლები და უზარმაზარი კორპუსები რომელიც გოლიათივით დაჰყურებს ქუჩებს აქიდან ჭიანჭველებივით არიან, საოცრება ესეთი ხედი წარმოუდგენელია, ყველაზე ნიჭიერი მხატვარიც კი ვერ დახატავდა ასეთ სილამაზეს. გაშტერებული ვუყურებდ ალბათ ასე, სიკვდილის ბოლომდე, მაგრამ ჯონკუკმა გამომაფხიზლა -მოგწონს? -მომწონს?, ეს ხომ საოცრებაა ჯონკუკ?! სად ნახე ეს ადგილი -შენ პირველი ხარ ვინც ეს ადგილი ნახა ჩემს გარდა, რათქმაუნდა ცოცხლებში- ღიმილით მითხრა მან. - ეს სახლი ბაბუაჩემმა ააშენა და მე ისე მაჩუქა ამის შესახებ საერთო ქონების რეესტრში არაფერი წერია. ამიტომ ახლა ფაქტიურად არსად არ ვართ, ეს ის ადგილია რაც არცერთ ფურცელზე და რუკაზე არ არის მონიშნული. -შესანიშნავია, მარტო მე და შენ ვიცით?- კიდევ ერთხელ გავუმეორე კითხვა, ვერ ვიჯერებდი. -კი მარტო მე და შენ - ისევ გამიღიმა და გულში ჩამიკრა მაგრად, მეც რაც ძალა მქონდა მოვხვიე ხელები და მოვეშვი. -ასე ძალიან კარგია- ამის თქმას არ ვგეგმავდი უბრალოდ წამომცდა. -ვიცი - ღრმად ჩაისუნთქა მან -როგორ ფიქრობ ბევრს დავაშავებ რომ გაკოცო?- მკითხა მან თვალი თვალში გამისწორა და მთელი მისი სითბო ჩემში ჩაიღვარა და მუცელში დაგროვდა. -მაკოცე და გაიგებ- სიმტკიცეს მაინც არ ვკარგავდი, ვფიქრობ ეს ძველი ჰეილია, ახლანდელი ჰეილი ალბათ აქვე მოკვდებოდა. მან გამიღიმა, ოდნავ დაიხარა და მერე იყო შეხება, რაღაც უზომოდ რბილის, ფრთხილის და გემრელის, რომელიც მთელს სხეულში ეკლებს იწვევდა. მისი და ჩემი ტუჩები ამ წუთას ერთი იყო და ის აზრი რაც სარკის წინ გამიელვა თავში ეს სულაც არ ყოფილა აზრი, ეს გრძნობა იყო რაც მე არასდროს მიგრძვნია, ან ოდესღაც მიგრძვნია მაგრამ არ მახსოვს... *********** ყველას გილოცავთ ვალენტინობას <3 ^^ ცოტა დიდი თავია, მაგრამ უნდა დამეწერა რომ გავაგრძელო სიუჟეტი იმედია მოგეწონეათ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.