შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(თავი III)


15-02-2017, 12:57
ავტორი Marizza0512
ნანახია 1 495

III
–ვაა! ნუკა?! შენ ხარ ტო ?
–დათუნა ?? რამდენი ხანია არ მინახავხარ...–ანერვიულებული ხმით უთხრა ნუკას აშკარად შეეტყო რომ ამ მოულოდნელმა შეხვედრამ დიდად არ გაახარა .
–ხო იმის შემდეგ რამდენი ხანი გავიდა...როგორ ხარ ??თუმცა ვხედავ როგორც ხარ–უთხრა ირონიული ტონით და მასეთივე გამომეტყველებით.
–ჰაჰ..! ვხედავ დრო არც შენ დაგიკარგავს..–უპასუხა ნუკამ ნიშნის მოგებით და ის გოგო ისე აათვალიერ–ჩაათვალიერა,მისთვის მასე რომ შეეხედათ, ალბათ, კარგ დღეში ჩაააგდებდა.
დათუნას ჩაეცინა ამაზე.დაჩი კი გაკვირვებული იყუყრებოდა,ცნობისმოყვარეობა ალბათ როგორ სტანჯავდა,მაგრამ არ შეიმჩნია.
–კარგი ნუკა აღარ მოგაცდენ...გამიხარდა შენი ნახვა
–აჰამ...კარგად,წარმატებები!!!
ზედაც არ შეუხედავს ნუკას.უკმაყოფილო და ნერვებმოშილი გამომეტყველება ვერ მოიშორა.
–ვინ იყო ასეთი,ასე რომ მოგიშალა ნერვები ?
–ერთი ჩემი ძველი ნაცნობი ...–დეტალებში აღარ ჩაღმავებულა და აშკარად აგრძნობინა,რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ სურდა.დაჩის ეს არ გამორჩენია ,ამიტომ სტაცა ხელი ,აიყვანა ხელში და სირბილით მიიყვანა მოტოციკლამდე.სანამ არ დასვამდა ნუკას ისტერიული სიცილი და „ჩამომსვის“ ძახილი არ გაჩერებულა,თუმცა ,რა თქმა უნდა,ეს არ უნდოდა .რომ ჩამოსვა,ნუკამ კისერზე მოჰხვია ხელები დაჩის და უთხრა:
– იცი სულ ცოტახანია გიცნობ,მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ შენთან ერთად.
– –მართლა პატარავ ??–ხელები დაუჭირა ჩამოაღებინა კისრიდან და ჩაეხუტა..
– –ხოო..მაგრამ ეს პატარავ არა რა...ძაან არ მიყვარს ბიჭები რომ მეტიპებიან ხოლმე
– –კაი კაი რა პრობლემაა
– –კაი არ გეწყინოს რა
– –აუუ ძაან მეწყინა და კომპენსაცაის ვითხოვ–ჩაეღიმა დაჩის
– ნუკას ჩაეცინა კარგად მიხვდა რა კომპენსაცაიძეც იყო ლაპარაკი,მაგრამ თავი მოისულელა.
– –ოჰ აბა გისმენ
– –მაგას მოსმენა ნამდვილად არ სჭირდება..
– ნუკას გაეცინა მოჰკიდა ხელი და მოტოციკლისკენ გაბრუნდა დაჩიმ კი შემოატრიალა და ისე აკოცა ნუკას, სულ გადაავიწყა დათუნასთან უსიამოვნო შეხედრა.
– –კარგი ახლა მოდი სახლში წაგიყვან ,თორემ შენი მშობლები ინერვიულებენ
– –კაი წავიდეთ.
– –ვაიმე რა საყვარელია,ზედმეტად კარგია ეს ბიჭი და ნეტა ძაღლის თავი უფრო ღმად არ იყოს ჩამარხული–ფიქრობდა ნუკა გზაში.
–აუ რა ტუზი დამეცა,ასეთი მაგარი გოგო ჯერ არ შემხვედრია:სექსუალური,ლამაზი მხიარული,გემოვნებიანი,კარგი მოსაუბრე და თანაც მაგარი კოცნა იცის.ხელიდან ამას არ გავუშვებ,თანაც ბიჭები რომ გაიგებენ რა გოგო გავიცანი ბოღმით გასკდებიან,მაგრამ არ შეიმჩნიო დაჩი ნუკასთან ასე რომ დაგადებილა და არ დააფრთხო იცოდე–საკუთარ ფიქრებში ელაპარაკებოდა თავის თავს.
– –აბა შენ იცი ხვალ შეგეხმიანები კიდევ
– –კარგი დაგელოდები დაჩი..გადაკოცნა და სახლში ავიდა.
– დაჩიმ კმაყოფილი სახე მიიღო გასაღები ააგდო,ისევ დაიჭირა ,დაქოქა და წავიდა.
– ნუკას სახლში ფეხი არ ჰქონდა შედგმული, დედა რომ შეეგება:
– –რადგან გეღირსა დედა მოსვლა რაღა გვიჭირს,რომელი საათია იცი ?
– –კარგი რა დედა რომ არ მცოდნოდა რომელი საათია კი არ მოვიდოდი სახლში–სიცილით უთხრა ნუკამ
– –12 საათზე ცოტა ზედმეტი ხომა რაა ?ან ვისთან ერთად იყავი ქალბატონო ?
– –კარგი რა დედა თბილისს ვათვალიერებდი,ჩემი მეგობრები ვნახე და შევყევით ცოტა...
– –ოჰ ნუკა ნუკა, არ იცვლები რააა.
– –კაი ხო დეე წავალ დავიძინებ
– –მიდი შვილო მიდი.
რა თქმა უნდა, „წავალ დავიძინებ“ თინეიჯერების ენაზე ნიშნავს: „ვიწვები და ფეისბუკში თაიმლაინს ჩამოვუყვები “.შევიდა თუ არა,10 წერილი დახვდა.ყველა ძველი მეგობრებისგან .მათ შორის იყო ნიცა,მისი ბავშვობის მეგობარი და უახლოესი დაქალი,სანამ წავიდოდა იქამდე მაინც.წასვლის შემდეგ მიმოწერასაც მოუკლეს,დარეკვაზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო.სასიამოვნოდ გაკვირვებულმა გაიფიქრა–ასე სწრაფად როგორ მოასწრო დათუნამ ნეტა ? ან არ დაეზარა მაინც ?
– –ნუკა, რომ ჩამოხვედი არ უნდა გეთქვა ? და შენი სირცხვილია დათუნასგან რომ გავიგე ეს ..
– –რაიყო გოგო მომიკითხე მაინც :დ :დ
– –ხო იცი ეს სტანდარტული კითხვა–პასუხი არ მიყვარს რა,მაინც გაზეპირებული პასუხი უნდა გაგეცა და რა ნამუსით მეკითხა რა ხდება ახალითქო,როცა ძველიც არ ვიცი..
– –კარგია შენით თუ აღიარებ :დ
– –ისე არც შენ შეგიწუხებივარ მოკითხვით რააა...
– –ნუ იწყებ ისევ ... საერთოდ დავიწყება მინდოდა ყველასი და ყველაფრის და ახალი ცხოვრების დაწყება..სამწუხაროდ შენც მოყევი მაგ საზღვარზე ..
– –მომენატრე უნამუსო ქალბატონო <3
– –მეეც გოგო <3
– –ჰოდა თუ მოგენატრე ხვალ გამო გნახავთ,შევიკრიბოთ მთელი სასტავი.
– –მოიცა მთელ სასტავში მაინც ვის გულისხმობ ?
– –მე,შენ,ნიკა,ქეთა მარი,კობა,სალო,გუკა,სანდრო,წარბა და დათუნა
– –დათუნა ??მაშინ არ მოვდივარ მე
– –აუ კაი რა რამდენი ხანი გავიდა,თანაც არ უნდა დაანახო ,რომ საერთოდ გადარდებს.ისე გამოვიყვან თთქოს შენ არც კი იცი ეგ რომ უნდა იყოს. ეგეთები შემეშლება ?? არ მიცნობდე მაინც :დ :დ <3
– –აუ რავი რააა
– –რა რავი რა? თანაც დათუნას ძმაც იქნება,ლაშა,სავარაუდოდ.მაგასთან მაინც ხომ კარგი ურთიერთობა გაქვს ?
– –ლაშუნა,მართლა ძაან მომენატრა ,მაგრამ მისი ძმის ნერვები არ მაქვს ...ანდა ...კარგი წამოვალ ,მაგრამ დიდი ხნით ვერ გავჩერდები
– –კარგი<3 შენ გამოდი და თუ მოგინდება წასვლა ვნახოთ აბა :დ
– –არაფერი არ დაგეგმო იცოდე
– არ გრცხვენია ?
– რომ გიცნობ მაგიტომ გეუბნები ,კაი გავედი მე, მეძნება.. ხვალ გნახავ
– შენ ახალი ნომერი გაქვს ?
– კი.577459782.
– კაი აბა შენ იცი <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent