შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(7)


15-02-2017, 15:25
ავტორი lile-eli
ნანახია 2 636

-ელი ცუდად ხარ? ელი..
ვიგრძენი ხელში ამიყვანა..

7.
მეტი არაფერი მახსოვს.. გონს, რომ მოვედი საავადმყოფოში ვიყავი, წვეთოვანი მედგა..
-აი გონს მოვიდა. ელი როგორ ხარ? (მამიდა)
-რა მოხდა?
-გონება დაკარგე. მოდი ანალიზის პასუხებს დაველოდოთ და ხვალ გეტყვით ყველაფერს..
საუბრის და წინააღმდეგობის თავი არ მქონდა, მოკლედ იმ საღამოს დამტოვეს და წვეთოვანში დამამშვიდებელი გაურიეს რადგან დამძინებოდა.. ამას ადა გააკეთებდა. არ ვიცი რა დრო იყო გიგის სუნამოს სუნი ვიგრძენი, შეიძლება იმდენად მინდოდა მისი ნახვა, რომ მესიზმრა თვალების გახელა ვცადე, მაგრამ ვერაფერი ვერ დავინახე, ხელზე მომეფერა და რომ მიშვებდა მოვუჭირე.. მან მაკოცა, ხელი არ გავუშვი.. ვგრძნობდი მისი ხელი იყო.. ვგრძნობდი წასვლას არ აპირბდა, ვცდილობდი არ დამძინებოდა.. დილით გამეღვიძა და საბანი მეჭირა ხელში და იმას ვუჭერდი ხელს, ოთახში არავინ იყო..
მნახველებიც მოვიდნენ და მომიკითხეს, კარისკენ ხშირად ვიყურებოდი გიგის ველოდი რატომღაც.. დიტოც შემოვარდა ხმაურით:
-გოგო რატომ მანერვიულებ? ასე თუ გინდოდა ჩემთან შერიგება გეთქვა ტო. გულის წასვალა რა საჭირო იყო..
მაკოცა ჩამომიჯდა და მაწვალებდა, ექიმიც შემოვიდა.. ისეთი სახე ჰქონდა შემეშინდა.. ყველა დაიძაბა, პასუხების მოლოდინში, მეგონა გული ამომივარდებოდა, ფეხებს გამოიბამდა და ოთახში დაიწყებდა სირბილს.. ექიმმა გაბრაზებული ტონით იკითხა:
-ქალბატონო ნუნუ, ეს არის პასუხები.. ბოლოს როდი ჭამა საჭმელი? ასე როგორ შეიძლება?!
-ადას სახე შეეშალა, ფურცელს რომ დახედა.. თან გადასხმას მიდგამდნენ ისევ..
-რა ხდება?
დაბნეულმა ვიკითხე
-ლილე შვილო ამ პასუხებით მე სახლში ვერ გაგიშვებ!
-რაატოომ?
-საშინელი პასუხები გაქვს და იმიტომ! ან აქამდე როგორ დადიოდი?!..
მამიდამ გაბრაზება ვეღარ დამალა..
-სამსახურს ვერ გავაცდენ..
ვლუღლუღებდი
-რას ამბობ შვილო, მე რომ გაგიშვა გავლას ვერ შეძლებ.. სასწრაფოდ კვება და წვეთოვანი..
ექიმის ხმაში სიმკაცრე იგრძნობოდა
-სამსახურში პრობლემები შემექმნება..
-პრობლემები უკვე გაქვს ელი!
დამიყვირა მამიდამ..
-ლილე მომისმინე! ანემია გაქვს, ლეიკემიისა პოტენციური კანდიდატი ხარ და ეს ძალიან კარგად იცი რაც არის!.. მალე ანორექსიის კანდიდატიც გახდები ამას ახლავე თუ არ მიხედავთ და შენ უნდა დამიჯერო. ერთად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა..
-ელი ნუ გეშინია სამსახურში მოვაგვარებთ.
საბა მომეფერა, ექიმმა მითითებები მომცა და ყველაზე მცირე ერთი კვირა საავადმყოფოში დარჩენისა და მკურნალობა მოითხოვა.. ყველანი ცდილობდნენ თავი მარტო არ მეგრძნო, იმ დღესვე მოვიდნენ სანახავად ანა და თამო, მითხრეს, რომ მენეჯერთან უკვე მოგვარბულია საქმე და არ უნდა ვინერვიულო.. ლია დეიდამ მომინახულა, დიტო თავისებურად ისევ მაწვალებდა, ჩუმად მითხრა:
-აუ როგორ შემაშინე, ორსულად მეგონე ტო..
-დიტო მოგკლავ!
მხარზე ხელი ვკარი და საწოლიდან გადავგდე, ლია დეიდამ უსაყვედურა..
-გამოდი აქეთ ნუ უშლი ნერვებს!
-კარგი წავედი მე.. ანა წამოხვალ?
-კი წამოვალ..
-დიტო შენთან საქმე მაქვს! ჩემთან წავიდეთ. ლია ხომ წამოხვალ?
მამიდამ დაპატიჟა ორივე..
-ანას გავიყვან, ცოტა ამასაც გავაწვალებ და მოვალ..
-დიტო, მე ნუნუს გავყვები და იქ მოდი..
უთხრა ლიამ.
-ლილე დამამშვიდებელს გაგიკეთებენ, რადგან სადმე არ გაიპარო..
გავიფიქრე ყველაფერი იცის, რადგან დავიტუქსე.. ასეც მოიქცნენ დამამშვიდებელი გამიკეთეს წვეთოვანთან ერთად.. საღამოს გვიან ისევ ისე მოხდა გიგი მოვიდა.. არ ვიცი ალბათ სიზმარი იყო, მაგრამ სასიაოვნო სიზმარი, რომლის გაშვებაც არ მინდოდა.. მეორე დღეს დიტო არ მოსულა, რომ მეკითხა გიგიზე.. არც მესამე დღეს და დავურეკე საღამოს, ბოდიში მომიხადა და ქალაქში არყოფნა მოიმიზეზა, ხმაზე მივხვდი მოწყენილი იყო და ალბათ ადა ეჩხუბა.. ცოტა გამოვკეთდი, მაგრამ თავბრუსხვევა ისევ მქონდა პერიოდულად.. მთელი კვირის მანძილზე ერთხელ მოვიდა დიტო, გაწერის წინა დღეს, როცა ყველა წავიდნენ, ცდილობდა ისევ ისე ეხუმრა, მაგრამ ნაწყენი იყო ვგრძნობდი.. მაგრამ რაზე არ მითხრა..
-დიტო რა გჭირს?
-არაფერი ჩემო ლამაზო, ცოტა დავიღალე..
-დიტო, რაღაც უნდა გკითხო..
-გისმენ..
-გიგი იყო აქ მოსული?
-არა საიდან მოიტანე!?
ისე მკითხა შემრცხვა, აღარ გავაგრძელე საუბარი, ალბათ მართლა სურვილი და სიზმარი იყო..
-შენ და ანა როგორ ხართ?
-რავი ვართ რა..
-ეგ რა პასუხია? რას აპირებთ?
-მოკლედ ელი, თუ ყველაფერი კარგად იქნება მალე დავინიშნებით. ოღონდ მან არ იცის მე მინდა..
-მერე დაბადების დღეზე გავუკეთოთ სიურპრიზი..
-აუ ხო მაგარი იქნება..
-აბა როგორ ხართ?
ექიმი შემოვიდა და მომიკითხა, წასვლამდე ასე იქცეოდა სულ.. ნუნუს და სერგოს გამო კოლეგები თავს არ ზოგავდნენ.. დიტო ფეხზე წამოდგა ხელი ჩამოართვა და იოხუნჯა..
-გამარჯობა ექიმო, ჩემი ცოლი როგორ არის?
-აბა ის ბიჭი ვინ იყო გუშინ?..
-წამო გავიდეთ რაღაც უნდა გითხრათ.
სასწრაფოდ გარეთ გაიყვანა ექიმი დიტომ და მივხვდი რომ მომატყუა.. ძალიან გამიხარდა არ დამსიზმრებია, მართლა მოვიდა, ჩემთან მოვიდა და აქ იყო.. გული ისე მიცემდა მეგონა ცოტა ხანში სუნთქვას ვერ შევძლებდი, დიტო შემოვიდა ჩემი გამოხედვით, მიხვდა რომ ტყუილში დავიჭირე..
-ელი მე წავედი და გინახულებ..
-დიმიტრი ლომიძე მე უნდა მოგკლა?!
-კარგი რა ელი, ხომ იცი როგორ მიყვარხარ.. ანაზე მერე ვილაპარაკოთ და დავგეგმოთ.
დიტომ სასწრაფოდ მაკოცა და გასვლისას ძლივს მოვასწარი მეთქვა:
-ხვალ სახლში მივდივარ და ხომ მოხვალ?
-მოვალ.
იმ ღამეს ექიმს ვთხოვე, წამლის გარეშე დაედგათ წვეთოვანი და ასეც მოიქცნენ, რადგან თუ გიგი მოვიდოდა, ამჯერად მაინც შევძლებდი მისი სახის დანახვას.. მომენატრა, მისი ღიმილი, სახე, შავი თვალები, ყველაფერი მომენატრა.. მთელი ღამე იმის ლოდინში გავათენე, მაგრამ არ მოსულა, დილით ჩამეძინა და საბას ხმა მომესმა დერეფანში, სანამ შემოვიდოდა, წამოვჯექი საწოლშივე.. შელომალგდნენ სუყველა, მეგობრებიც და ანა და თამოც კი, მაგრამ დიტო არ მოსულა..
-ელი როგორ ხარ? (მამიდა)
-კარგად. (ლილე)
-მივდივართ სახში, აი ეს ჩაიცვი..
მომაწოდა მამიდამ ჩანთა, სადაც ჩემი ტანსაცმელი ეწყო.. ჩავიცვი და რომ შემოვიდნენ პალატაში დიტო ისევ არ ჩანდა და ვეღარ მოვითმინე..
-საბა დიტო სად არის?
-არ ვიცი..
-გუშინ მითხრა მოვალო.
მხრები აიჩეჩა და ადასკენ გამახედა, ამას კითხეო..
-ადა რა მოხდა?
-არაფერი.
-ადა.. დიტოს რა უთხარი?
-ავუხსენი რომ ამ ეტაპზე შენთან შეხვედრისგან თავი შეიკავოს..
ანას სახე ისეთი ჰქონდა ძალიან შემეცოდა, შემრცხვა ამ საუბარს რომ შეესწრო მაგარამ, ცხოვრების უმეტს შემთხვევაში, არც დრო და არც სიტუაცია, ისე არ ემთხვევა, როგორც ჩვენ ადამიანებს გვინდა ხოლმე, ამიტომ საუბარი გავაგრძელე..
-რაა? ადა! მამიდა გთხოვ დიტოს დაურეკე და უთხარი მოვიდეს..
-თუ მორჩი წავიდეთ!..
-ასე რატომ იქცევი? დიტო რა შუაშია?
-თუ დიტოსთან იქნები მასთანაც მოგიწევს შეხვედრა და იმიტომ!
-ნუნუ, მას სახელი აქვს და ძალიან კარგი ადამიანია. არ იცნობ, ამიტომ შეფასებებს ნუ გააკეთებ გთხოვ.. დიტოს ვერ დავკარგავ, ისედაც ბევრი დავკარგე უკვე..
თვალები ცრემლებით ამევსო, ადას ზურგით დავუდექი, იმის შიშით, რომ ვინე მომაძახებს “შე საწყალო”-ს ან რამე ამის მსგავსს.. ეს ადამ კარგად იცის და ტელეფონი აიღო გარეთ გავიდა.. საბა მოვიდა ჩამეხუტა თავზე მაკოცა..
-ჩემი ძლიერი გოგო..
ადა შემოვიდა და მხიარული სახით ტელეფონი მომაწოდა..
-ელი შენთან უნდა საუბარი.
-სად ხარ დიტო?
-სახში, ვემზადები და გამოვალ..
-ჩვენ სახში წავალთ და იქ მოდი..
-კარგი ჩემო “ცოლო”..
-იცოდე ანას ვეტყვი!
მაღალ ხმაზე ჩავრთე ტელეფონი..
-უთახრი მერე, ის მეორე ცოლი იქნება..
-ბატონო დიმიტრი მეკითხები თუ უკვე გადაწყვიტე?
-ანას ასმენინებ გოგო?..
-ამიტომ ჭკუით ილაპარაკე, გელოდებით სახში!
-კარგი გამოვედი უკვე..
მამიდას სახლში გულშემატკივრებთან ერთად შევლაგდით, სუფრა გაშლილი იყო სალოს, ნატო დეიდას და ანასტასიას უზრუნიათ ამ საკითხზე.. ამჯერად ყველამ მოვილხინეთ, სალოს ოჯახი ძალიან მხიარული ხალხია.. დიტოც მოვიდა, ტრიომ იმღერა კიდეც.. ადას ჩამოტანილ საჩუქრებს თვალი მოვავლე, ყველასთვის თოთო ჩემოდანი “ბრენდებით” სავეს, სალოს და ანსტასიას საჩუქრებიც ვნახე მომეწონა, კიდევ ერთი კვირა სახში ვიყავი, რადგან სისუტე ისევ მახსენებდა თავს და თავბრუსხვევა მქონდა პერიოდულად..
სამსახურიც მომენატრა და დილით მისულს ბუშტებით და ტორტით დამხვდნენ გოგონები, მენეჯერმა ჩამიხუტა კიდეც.. დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, საღამოს სასაფლაოზე ავიარე ცოტა ხანი.. სახლში შესულს საბას და ადას კამათის ხმა მესმოდა შესასვლელში..
-ადა ერთხელ მაინც მოუწევს შეხვდეს და შენ ხელს ნუ შეუშლი, ხომ იცი შენს აზრს გაითვალისწინებს..
-რატომ მოუწევს? ჩემ გოგოსთან რა ესაქმება? არ არის საკმარის რაც მოხდა?
-ნუნუ ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ხვდები ეს რას ნიშნავს?
-მისი არც ნახვა მინდა და მითუმეტეს ლილეს მიეკაროს, ისიც მეყოფა რაც მოხდა მეთქი!..
ისე იყვნენ კამათში გართული, ვერ შემამჩნიეს, ალბათ დიდი ხნის დაწყებული ჰქონდათ.. შესასვლელთან ვიდექი და ვუსმენდი საუბარს ისე, რომ არ დავმალულვარ.. მამიდამ დამინახა და შეცბა..
-ნუ ნერვიულობ ადა, არვისთან შეხვედრას არ ვაპირებ.. უბრალოდ გთხოვ გიგიზე ცუდს ნუ იტყვი, ამას არ იმსახურებს..
ოთახიდან ჩემი კომპიუტერი ავიღე და ჩემს სახლში გადავედი.. დიტომ დამირეკა ალბათ საბამ უთხრა რაც მოხდა, ანას სიურპრიზზე დავილაპარაკოთო, მასთან ყოფნა მართლა მინდოდა და სახში დავიბარე.. მალეც მოვიდა და.. ყვავილების თაიგული ჰქონდა ხელში.. ზუსტადი ისეთი, როგორიც გიგიმ მაჩუქა..
-ისეთი სახე გაქვს იცოდი რომ მოგიტანდი?..
-ასეთი უკვე მქონდა და იმიტომ..
-აჰა.. ესე იგი იცი ვიგანაც არის..
მაკოცა და მისაღებში დაჯდა.. მე სამზარეულოში ყვავილების მოვლას შევუდექი..
-ელი ყავას გამიკეთებ?
-კი მოდი..
ყვავილები დავდგი მაგიდაზე და მოვეფერე, ფიქრმა გაირბინა თავში რომელიც, ხმამაღლა წარმოვთქვი..
-ასეთი სილამაზის ავტორს როგორ შეიძლება “მკვლელი” ერქვას?..
-იქნებ არც არის?..
შევცბი არ მეგონა, რომ ხმამაღლა ვთქვი.. წყალიც ადუღდა, ყავა გავაკეთე.. იქვე ჩამოვჯექით.
-ელი გახსოვს, რომ გიკვირდა დაბადების დღეზე მამა ორ საჩუქარს რატომ გიგზავნისო?..
-კი როგორ არა.
-ორივეს გურამი ძია მყიდულობდა, მეუბნებოდა ჩამოსვლა ვერ შეძლო და გამოგიზავნაო და მეორეს თავისი სახელით მჩუქნიდა, ეჭვი რომ არ გამჩენოდა..
-აქამდე რატომ არ გითქვამს?
-არ ვიცოდი და იმიტომ. მოსკოვში რომ ვიყავი მაშინ მივხვდი და იმედი გამიცრუვდა კიდეც.. მანქანა რომ მაჩუქა ვითომ მამამ? გურამიმ მითხრა: მამაშენმა კარგად თუ ისწავლისო მანქანას ვუყიდიო და ხომ გახსოვს როგორ მოვინდომე..
-მაგას რა დამავიწყებს. არ გშია? კარტოფილი შევწვათ..
-კარგი მოგეხმარები.. იცი მაშინ გიგის მანქანა არ ყავდა და ძიამ მე მიყიდა.. ყოველთვის მიკვირდა, რატომ მანებივრებდა. გიგის კი მკაცრად ექცეოდა და ამაზეც მოსკოვში მივიღე პასუიხი..
თვალები ჩაუწითლდა და სიგარეტის მოწევა დაიწყო.. ავდექი და მოვეხვიე, თავზე ვაკოცე.. არაფერი მითქვამს..
-თუმცა აქ მყავს ძალიან მაგარი ხალხი და მშობლები.. ელი, გურამი მართლა კარგი ადამიანია. ძალიან განიცდის იმას რაც მოხდა, იმ ამბის შემდეგ გარეთ არ გადის..
-ამ ამბის გამო, გიგი მამამის ეჩხუბა?
-არა. რატომ მეკითხები?
-რავი ისე..
-გიგის, გურამი ძალიან უყვარს! და შენ, რატომ მკითხე?
-აქ იყო მოსული.
-რა?... ელი ხომ არ ფიქრობ რომ გიგიმ უთხრა აქ მოს..
-არა, არა. საიდან მოიტანე?
თავზე ორივე ხელი მოიკიდა და კითხვებით სავსე თვალებით მიყურებდა, მელოდა რომ მოვუყვებოდი..
-რა გითხრა?
-არაფერი, ძალიან ნერვიულობდა და.. მეც, ვერ შევძელი მასთან საუბარი..
ცრამლები წამომივიდა, გათლილი კარტოფილის რეცხვა დავიწყე ნიჟარაში, დიტო ადგა და ხელი გადამხვია, თავზე მაკოცა..
-მესმის შენი, არვინ არ გამტყუნებს.. უბრალოდ გთხოვ, იმ ავარიის საქმე შეგიძლია გამოითხოვო და ნახო, რადგან სასამართლომ გაამართლა.
-რა? ვინ გაამართლა? რატომ? როგორ?
-ელი დამშვიდდი. ყველაფერში არა, მაგრამ..
-დიტო მოვრჩეთ!
-კარგი, როგორც გინდა..
ვარჩიე გაჩუმება, რადგან შეიძლება ბევრი ცუდი მეთქვა.. ვივახშმეთ, ცოტა ანაზეც ვილაპარაკეთ, დავალებაც მივიღე რაღაცეების გარკვევა დამევალა.. წავიდა დიტო ცოტა მივალაგე და გონებაში “სასამართლომ გაამართლა” ისე ჩამესმოდა, თითქოს დიტო ისევ იქ იყო და მიმეორებდა ერთი და იგივეს.. მეორე დილით საფლაოზე წასვლისთვის ვემზადებოდი და ტაძარში წასვლის სურვილი გამიჩდა..
-კითხვებზე პასუხი.
ჩავილაპარაკე და გრძელი ქვედაბოლო მოვძებნე, რომელიც დიდიხანია არ ჩამიცვამს. მოვაწესრიგე, შარფი გავიკეთე და სახლთან ახლოს ტაძარში შევედი, სანთლები დავანთე ხალხი ცოტა იყო.. თვალით მოძღვარს ვეძებდი და ერთ-ერთი, რომელიც თავის სულიერ შვილს გამოემშვიდობა მივედი..
-დამლოცეთ მამაო..
-უფალმა დაგლოცოს შვილო!
-თქვენი დახმარება მჭირდება..
-გისმენ..
-წლების წინ ტაძრის კარი დავხურე და ახლა გაღებას ვცდილობ..
სასიამოვნოდ გამიღიმა, საოცრად მშვიდი გამოხედვა ჰქონდა, მხარზე ხელი დამადო..
-ჩვენ ერთად გავაღებთ კარს, რა გქვია შვილო?
-ლილე
-რაა?
-ლილე გელოვანი, ნათლობის სახელი არ ვიცი, მამიდას ვკითხავ..
შევხედე და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ვიღაც დაინახა, ისეთი ვისი ნახვაც უნდოდა, მაგრამ არ ელოდა.. უკან მივიხედე და არავინ იდგა. მიხვდა უკან რატომაც გავიხედე და თვითონვე დამასწრო კითხვა..
-ლილე რატომ გადაწვიტე აქ მოსვლა?
-ერთმა ადამიანმა მირჩია, რომ მოძღვარი დამეხმარებოდა კითხვებზე პასუხის მიღებაში..
მშვიდი და მომღიმარი სახით მკითხა:
-სად არის ახლა?
-არ ვიცი..
ცრემლი ჩამიდგა თვალში, თვითონე შემაწყვეტინა და დამშვიდებისკენ მომიწოდა და მთხოვა თავიდან მომეყოლა ყველაფერი რაც გადავიტანე, რაც მოხდა შორეულ თუ ახლო წარსულში.. ბევრი ვისაუბრე, ამდენი ბოლოს როდის ვილაპარაკე არ მახსოვს.. იმდენად მშვიდი და სასიამოვნოდ მოსაუბრე მოძღვარი იყო მამა გიორგი, რომ ყოველ დეტალს ვუყვებოდი, რაც კი მახსენდებოდა. ის კი დიდი მოთმინებით ისმენდა, ჩემს მონაყოლს.. დარიგებაც მომცა:
-ლილე შვილო კარგად უნდა დაფიქრდე და გავარკვიო სინამდვილეში რა მოხდა, რადგან შენ თვითონვე გეტყობა საუბარში, რომ ეჭვი გაქვს..
-მადლობა მამა გიორგი.
გამოვემშვიდობე მოძღვარს რომელიც უკვე ჩემი ტკივილის მოზიარე იყო.. თითქოს მომეშვა ამდენი ლაპარაკისგან დაღლილი გამოვედი ტაძრიდან და უკან შევბრუნდი პატარა “ლოცვანი” ვიყიდე.. გარეთ გამოსულმა დრო ისე გასულა ვერც გავიგე, ტელეფონს დავხედე და უამრავი ზარი, სმს.. დამირეკა დიტომ
-ხო დიტო..
-ელი სად ხარ? ასე რატომ იქცევი ტო?!
-რა არის? რა მოხდა? სასაფლაოზე მივდიოდი და..
-რას ჰქვია რა მოხდა, ყველა შენ გეძებს.. სად ხარ? მოვალ!
-არ მინდა ეკლესიასთან ვარ და მოვალ ათ წუთში.
-საბასთან მოდი!
სახლში მისულს ყველანი საშინელი სახეებით დამხვდნენ, მართლა ვანერვიულე.. დრო ისე გავიდა ვერ გავიგე, თან რას ვიფიქრებდი საყოველთაო ძებნას თუ გამოაცხადებდნენ.. შევამჩნიე დიტოს ტელეფონი ურეკავდა აიღო და მოკლედ უპასუხა:
-მოვიდა.
-სად ხარ გოგო, ასე რატომ იქცევი? როდემდე აპირებ ასე მოქცევას?
ადა ისეთი გაცოფებული იყო, სერგო ძია რომ არა, შეიძლება არც გაჩუმებულიყო, არავინ ერეოდა მის საუბარში, საბაც და სალოც ნაწყენი თვალებით მიყურებდნენ.. მეც ჩუმად ვიდექი.. ძია მოვიდა ჩამიხუტა და შეძლებისდაგვარად მშვიდად მკითხა:
-ელი ჩემო ლამაზო სად იყავი?
-ძია ეკლესიაში ვიყავი მოძღვარს ვესაუბრებოდი და დრო ისე გავიდა ვერც შევამჩნიე, ტელეფონის ზარი არ გამიგია ჩანთაში მედო..
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ. ეს კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ როცა სადმე წახვალ მითხარი და თუ მეცლება მეც წამოვალ.
-ბოდიში არ მინდოდა გენერვიულათ, ისედაც ამდენი პრობლემები შეგიმენით..
ოთახში გავედი სანამ ცრემლი წამოვიდოდა, მაგრამ არ მიტირია.. ფიქრში ჩამეძინა.. კარზე კაკუნმა გამაღვიძა, საბა იყო:
-შემოდი საბა
-წამო რა ვჭამოთ..
-უი წამალი სახლში მაქვს..
-მოვიტანე უკვე..
კარებთან მისულს მაკოცა შუბლზე და ხელი გადამხვია, დიტო წასული იყო, ვივახშმეთ. მამიდა ისევ ნაწყენი იყო და ვცადე გამემხიარულებინა. ამყვა ხუმრობაში მაგრამ ისევ სევდიანი იყო:
-ადა რა მოხდა?
-არაფერი მამი, წამო დავჯდეთ..
ცოტა მომეფერა და გამახსენდა დედას ნაწნავიდა ადას ვთხოვე..
-აუ ადა ცხრათითას გამიკეთებ, ხვალ სამსახურში ნაწნავით წავალ?..
-კი მამი, იბანავე და მოდი..
აბაზანიდან გამოსვლამდე სარკესთან თმას ვიშრობდი პირსახოცით, როცა საბას და მამიდას კამათი მომესმა ისევ:
-რა დაბადების დღე, ახლა ამის დრო არ არის ადა..
-მამაშენს ნათქვამი აქვს უკვე მეგობრებისთვის და რა ვუთხრა საბა არ არის განწყობაზეთქო?
-ადა ნერვებს მიშლი.. ელი ახლა ამის ხასიათზე არ არის. მითუმეტეს მე თუ სუფრას გავაკეთებ გიგი უნდა დავპატიჟო..
-რა? ვინ უნდა დაპატიჟო, შენ ნორმალური ხარ? იმას ჩემს ოჯახში რა უნდა საბა?..
ჩუმად კარი გავაღე და გამოვედი მათი საუბრის მოსმენის “ოსტატი” გავხდი..
-დედა ახლა კარგად მომისმინე! გიგის არაფერი დაუშავებია და ის ისეთი ადამიანია, როგორიც მე ჩემი ელისთვის მინდა, მასთან ყველაფერი გავარკვიე და თუ ოდესმე სუფრა მექნება, გიგი ლომიძე იმ სუფრაზე ყოველთვის იქნება, რადგან ვიცი ელიც ასე ფიქრობს.. ახლა კი ეს თემა დავხუროთ.
-ყველაფერი შეკვეთილია და როგორ გავაუქმო?..
-არ მინდა მეთქი!..
-ელი შვილო აქ ხარ?
-აქ ვარ და საბასთან სალაპარაკო მაქ!
-ელი არასწორად გაიგე.. იმის თქმა მინდა, რომ გიგის ბრალი არაფერია და..
მამაიდა სამზარეულოში შევიდა, მომდგარ ცრემლს იშორებდა თვალიდან, თუმცა იქ ყველაფერი კარგად ისმის რასაც მისაღებში იტყვი..
-საბა დაბადების დღეს არ გააუქმებ! და იმას დაპატიჟებ ვინც გინდა!
-ლილეეე..
-დედაშენი და მამაშენი ამ დღეს მთელი წელი ემზადებიან, რომ ყველა საყვარელ ადამიანს, მეგობარს მოეფერონ. შენ ეუბნები ყველაფერი გააუქმონ, იცი მაინც რას უკეთებ ამით?
-ელი მე ვიცი შენ არ მოხვალ და ესეთი დაბადებისდღე არ მინდა!..
-რატომ არ მოვალ? არ მეპატიჟები?!
-რაა? ელი გეპატიჟები? შენ?
ძლივს მოუყარა თავი კითხვებს და ალბათ აზრებსაც..
-საბა დევდარიანო აბა მითხარი სად ვქეიფობთ?..
ისეთი გაოცებული მიყურებდა, მერე ხელში ამიყვანა და მატრიალა, სანამ ცუდად არ გავხდი არ დამსვა.. მამიდა შორიდან ტირილ-ნარევი სიცილით ჩემ დასმას სთხოვდა..
-ცუდად ხარ? (საბა)
-ხო! წყალი მომიტანე რა..
სანამ საბამ წყალი მომიტანა მამიდა ჩამომიჯდა და ჩამიხუტა. წყალი მოვსვი, ცოტახანში გამიარა თავბრუსხვევამ, კარზე ზარი იყო..
-შედი გოგო ოთახში!
-რატომ?
-ბიძაშენი იქნება და ვიღაცეები ეყოლება!
ტანზე მოხვეულ პირსახოცზე მიმანიშნა, მეც გავიქეცი სასწრაფოდ ჩავიცვი, რაც მოვძებნე ჯინსის შორტი და თეთრი მაისური იყო.. მართლაც სტუმრები გვყავდა, სალოც მოვიდა პატარა ყავდა ეზოში. სუფრა სწრაფად გავშალეთ, ერთი კაცის მზერა მაწუხებდა, მაგრამ არ ვუყურებდი, თუმცა ძალიან გავბრაზდი ამხელა კაცი ასე რატომ მიყურებსთქო და შევხედე. Iსე არასასიამოვნო გამოხედვა ჰქონდა გავბრაზდი, მაგარამ ძიას ხათრით არაფერი ვაგრძნობინე. სამზარეულოში შესვლისას გავიგონე სერგოს რომ ჰკითხა, ჩემზე ვინ ვიყავი და პასუხმაც არ დააყოვნა:
-ეს ჩემი ქალიშვილა რომელიც, უკვე დიდი გოგოა, მაგრამ შენ ტყუილა უყურებ, არ გაგატან!..
გადაიხარხარა სერგომ, გამიკვირდა რადგან ასეთი საუბარი არ უყვარს და ეს კაცი ვინ არის დავინტერესდი, საბაც მოვიდა მაღაზიიდან, მაგრამ შეუერთდა კაცებს.. ამიტომ ადა გამოვიჭირე..
-ადა ის კაცი ვინ არის?
-ნიკოლოზ სამადაშვილი, ცნობილი ტრავმატოლოგი და ლაშას მამა..
გამიღიმა ადამ, მეც გავუღიმე, მაგრამ ჩემთვის არაფრის მთქმელი პასუხი იყო, არც ერთი მეცნო და არც მეორე. სუფრასთან მისულს, კაცმა ურცხვად მკითხა:
-თქვენი სახელი ლილე ხომ?
-დიახ.
გაოცება ვერ დავმალე, ამიტომ ძიამ სცადა ჩემი გარკვევა..
-ჩემო ლამაზო ეს ნიკოლოზ სამადაშვილია და ლაშას მამა..
უკვე, მეორედ მესმის ეს ტექსტი გავიფიქრე და გამეღიმა, ძიამ განაგრძო..
-შენი “ტრავმატოლოგი” ლაშა სამადაშვილი ხომ გახსოვს?
-გასაგებია, სასიამოვნოა.
ხელი გამომიწოდა, გამიღიმა. თვალი ისე მომავლო, როგორც ბიჭები აკეთებენ ხოლმე.. ამხელა კაცი რამ გადარია, ალბათ შორტის გამო, გავიფიქრე და უკან გამოვედი.. მერე მამიდა ოთახში შევიყვანე და თმის გაკეთება ვთხოვე.. იმ კაცზე ვფიქრობდი, რა უტაქტოა მეთქი და მამიდამ გმომაფხიზლა..
-ელი რა გჭირს?
-არაფერი ადა იმ კაცზე ვფიქრობდი.
-ვისზე ნიკოლოზზე თუ ლაშაზე?
გემრიელად გაიცინა, რაც ჩამოვიდა ასე გაცინებული არ მინახავს..
-ადაა რა გაცინებს?
-რა და მისმა შვილმა, ლაშამ კინაღამ სამსახური დაკარაგა ლიცენზიაც შეუჩერეს, ბატონი ნიკოლოზი შენზე ძალიან იყო გაბრაზებული, ახლა კი..
-რაა? ვერ გავიგე რას ამბობ..
სანამ თმას მიკეთებდა მიყვებოდა იმ ავარიის შემდეგ რაც მოხდა..
-შენ რომ მიშას სანახავად გაგიყვანეთ შენი მდგომარეობა დამძიმდა და გართულდა, ამას ლაშაც გვაფრთხილებდა თუ გახსოვს, შენ კი უყვირე იმ საწყალს.. ლაშას მოსთხოვეს პასუხი, შენი ცუდად გახდომის მიზეზი, ფეხზე ადგომა იყო, არა მარტო ეგ, მაგრამ როგორც მივხვდი ეგ ვიღაცამ მოუწყო, მისი ადგილი უნდოდათ და იმიტომ.. მოკლეთ სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ჩვენც დავეხმარეთ, საბა და სერგო დაყვებოდნენ.. თავი გაიმართლა და აღიდგინა, მაგრამ იმ საავადმყოფოში აღარ დაბრუნდა, სხვაგან არის და უკეთესადაც..
-ჰქონია გაბრაზების მიზეზი, მე კი “პედოფილი” მეგონა..
-ჩუ გოგო! მოვრჩი და ნახე, როგორ გიხდება მამიდას ლამაზო..
-მადლობა ადაა..
ჩავკოცნე მაგრად ორივე ლოყაზე და გავედით ისევ მისაღებში, ანასტასია მოვიდა და ხელში აყვანა მთხოვა, ჩამეხუტა
-ელი რა მაგარია..
-როგორ გიხდება..
ვარცხნილობაზე მითხრეს სალომ და საბამ..
-ადას შემოქმედებაა..
-მომენატლე.
პატარამ მიჩურჩულა
-მეც მომენატრე და მყვარხარ გულში..
-ელი ნაკინი ლოდის უნდა მატამო?..
-ხვალ საღამოს..
-მაგალია, მაგალია.. გიგი დიაც ტამოვა?
-არა, გიგი ძია ვერ წამოვა..
-ლატო?
-წამო დავხატოთ..

უხმოდ გამყვა ოთახში, სალოს ცრემლიანი თვალი შევამჩნიე.. უნდა ვაღიარო იმ კაცის გამოხედვა არ შეცვლილა, მაგრამ აღარ ვამტყუნებდი და ბოდიში მოვუხადე, ძალიან ესიამოვნა და მომეხვია.. მე კი მაინც მრცხვენოდა მისი, ამიტომ ვცდილობდი მისკენ არ გამეხედ.. ოთახში მუსიკა ჩავრთე საბას კომპიუტერში დაბალ ხმაზე და ვხატავდით მე და Aნასტასია.. სალომ მოგვაკითხა ოთახში ვსაუბრობდით და საბამ დაუძახა, სწრაფად წამოდგა და უცებ ფერი დაკარგა, მოწყვეტით დაჯდა საწოლზე..
-სალო ცუდად ხარ?
-არა გამივლის.
-რა გჭირს, რა მოგივიდა?
-არ ვიცი ეს დღეები ცუდად ვარ.
-ალბათ ნერვიულობის ბრალია.
-არა, მემგონი ორსულად ვარ..
-სალო რა მაგარია, ტესტი გაიკეთე?
-ვერ მოვახერხე.. თან არ ვიცი საბას..
-რათქმა უნდა სალო, მოდი ხვალ ჩემთან კლინიკაში და ყველაფერი გავიგოთ..
-სად ხარ ცოლო.. რა გჭირს?
-არაფერი მოვდივარით.
დავასწარი სალოს რომ არაფერი ეთქვა.. ძალიან გამიხარდა ჩემი ღიმილიანი სახე არ გამორჩა ადას, მაგარამ არფერი ვუთხარი..



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან კარგი თავი იყო. იცი მესმის ლილესი მაგრამ მინდა რომ გიგის შეურიგდეს, ჩემი აზრით სულაც არაა გიგის ბრალი რამე და ამას ლილც ხვდება უბრალოდ იმას ფიქრობს რომ სულ იმ ავარიას გააახსენებს მამამისი.
ძაან მომწონს პერსონაჯები. ეს კაცი მეც მაშIნებს, მართლა პედოფილისავით იქცევა :D:D:D:Dდ
ხოდა ოკლედ ველეი შემდეგს მოუთბენლად. შემდეგიც ამხეალ დადე რა ძაან სასიამოვნო ასაკითხი იყო:დ ორსულად მეგონეო ეგეც კარგი იყოო:D

 


№2  offline წევრი lile-eli

დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარისთვის. ხვალაც იქნება ახალი თავი და ვეცდები კიდევ უფრო საინტერესო იყოს.
მადლობა ყურადღებისთვის. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent