შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! (დასასრული)


15-02-2017, 23:37
ავტორი annabelle
ნანახია 2 644

მარის დაბადების დღის წვეულებაზე წასასვლელად ვემზადებოდი,მამაჩემმა რომ დამირეკა.ვახშამზე დამპატიჭა... მიუხედავად იმისა არ მეხალისებოდა მის ბედნიერ ოჯახთან ერთად ვახშმობა,უარი მაინც ვერ ვუთხარი! ვიცი,რომ ეგოისტი და აუტანელი ვიყავი.არ შემეძლო ამის კონტროლი!
-ძვირფასო! ის უცნაური ჰაბიტუსის მქონე ბიჭი გარეთ გელოდება!-შემომძახა ნინამ. იმაზე მეტად თბილად იქცეოდა ვიდრე აქამდე! იქნებ მართლა ნანობდა მის საქციელს? იქნებ როდესმე მეც შევჩვეოდი ,,ახალ დედას“...
-ახლავე გამოვალ-ვუპასუხე ანერვიულებულმა.სარკეში ბოლოჯერ შევხედე ჩემს ანარეკლს,ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.
-დღეს დაბრუნდები?-მკითხა დედაჩემმა ცოტა არ იყოს უკმაყოფილოდ.
-არვიცი!-ვცადე უხეშად არ გამომსვლოდა.ჩემს თავზე ვმუშაობდი მასთან ჩხუბის შემდეგ.
-კარგი, დროებით...
-მომაძახა სანამ კარებს მივხურავდი.
გარეთ გასულს თავი მანამ არ ამიწევია სანამ მანქანაზე მიყრდნობილ შრეკს არ მივუახლოვდი.
-გამარჯობა!-ტუჩზე ვიკბინე ღიმილის დასაფარად.იმაზე მეტად სექსუალურად გამოიყურებოდა ვიდრე მოველოდი.შავი ტანზე მომდაგრი შარვალი,შავი,მაისური და შავივე პიჯაკი საოცრად მომხიბვლელს აჩენდა.
-დოქტორო ბოროტებავ! დღეს ისე გამოიყურები,იქნებ დროებით სხვა სახელი შეგირჩიო?!-ენა ქვედა ტუჩზე გადაისვა და ჩვეული ღიმილით მომხვია ხელი წელზე.
-მეც იგივეს გეტყვი! იქნებ დროებით ფიონა დაგიძახო?-ჩავიხითხითე და ჩემს საყვარელ ღრმულებს მოუთმენლად მივადე თითი, მის ლოყაზე.როგორც ყოველთვის მუცელში რაღაც სითბო ვიგრძენი.
-დღეს ისეთი ლამაზი ხარ,შენი გესლიანი ენაც კი საყვარლად მეჩვენება-გაეცინა და მანქანის კარი გამიღო.-მემ?!
-გმადლობთ-ფილმებიდან ნასწავლი მოძრაობით დავუკარი თავი და მანქანაში,მძღოლის გვერდით სავარძელზე მოვთავსდი.
888
მარის სახლი ისეთივე იყო,როგორსაც წარმოვიდგენდი.დიდი ეზოთა და აუზით.მთელი ბაღი ნათურებით მოერთოთ,მუსიკის ხმა ზედმეტად ხმამაღალზე ჰქონდათ ჩართული.
-არამგონია ჩემი დანახვა გაუხარდეს!-ღიმილით ვუთხარი მწვანეთმიანს,მანქანა იქვე ახლოს დავტოვეთ და ხალხს შევერიეთ.
-ხომ იცი როგორ უყვარხარ?
-ჰო, უჩემოდ ვერ იძინებს!-გამეცინა.შრეკმა თითები ჩემსაში ახლართა და სახლისკენ წავიდა.
-მოხვედი?-გავიგე მარის ბედნიერი წამოძახილი.-როგორ გამიხარდა-აღბრთოვანებით წამოიწყო,მაგრამ როგორცკი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა თავს ძალა დაატანა ღიმილი შეენარჩუნებინა სახეზე.
-გილოცავ!-გავუღიმე მისი რეაქციით გამხიარულებულმა.წამით ჩვენს ხელებს მიჩერდა,მერე სასწრაფოდ აიძულა თავს გამოფხიზლება და გადამეხვია.
-მადლობა საყვარელო!-მითხრა და შრეკს ისე მოხვია კისერზე ხელები,იძულებული გავხდი ხელი გამეშვა მისთვის,მაგრამ მწვანე თმიანმა არ მომცა უფლება.ტუჩზე ვიკბინე სიამოვნებისგან გამოწვეული ღიმილის დასამალად.
-როგორ მოგწონთ აქაურობა?-მოშორდა თუ არა შრეკმა მისკენ მიმიზიდა და გვერდზე მიმიკრა.
-ლამაზია!-ვუთხარი გულწრფელად,მიუხედავად იმისა არ მომწონდა ასეთი წვეულებები.
-მადლობა-ისევ სცადა გაეღიმა.წამით დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა მის გამო.ვხედავდი,როგორ უყურებდა მწვანე თმიანს! ჩემს მწვანეთმიანს!..
-ისიამოვნეთ,ცოტახნით დაგტოვებთ!-გვითხრა და სასწრაფოდ გაგვეცალა.
-დაბადებისდღე ჩავუშხამე-საწყლად ამოვიოხრე,მაგრამ მაინც გამეცინა.
-რა საზიზღარი ხარ!-თავი სიცილით გაიქნია შრეკმაც.
-არა,მართლა ვწუხვარ მის გამო. მგონი გიჟდება ისე უყვარხარ-თვალები გადავატრიალე.
-იქნებ,დაბადების დღის საჩუქრად გამაჩუქო?-წარბები ზემოთ აზიდა.
-არ მიყვარს ჩემი საკუთრების გაჩუქება-ვცადე სერიოზულად მეთქვა მაგრამ სიცილი წამსკდა.-რა სისულელეებს ვამბობ!
-ნამდვილად!-დამცინა,ორივე ხელი წელზე შემომიცურა და ტუჩები შუბლზე მომაწება.-იცეკვებ ჩემთან ერთად?
-ხომ იცი...
-მშვენივრად ცეკვავ დოქტორო!-თვალები ჩემსავით აატრიალა-ნახე,შენი ქცევები გადამედო!-მოჩვენებითი უკმაყოფილებით წარმოთქვა და მაიძულა მოცეკვავეებს შევრეოდით.
-დამცინებენ!-ჩუმად ჩავჩურჩულე,კისერზე მოვეხვიე და სხეულზე ავეკარი.მისი პიტნის სურნელი მძაფრად შევიგრძენი.
-იქნებ გაჩუმდე?-საყვარლად ჩაიხითხითა და ნიკაპი თავზე ჩამომადო.
-მამაჩემმა მასთან დამპატიჟა.
-უნდა წახვიდე!-ჩურჩულებდა ისევ.მუსიკა ხმამაღლა იყო მაგრამ მაინც მესმოდა მისი ხმა.
-არ შემეძლო უარის თქმა-ამოვიოხრე,თავი მხარზე ჩამოვადე და ნელი მოძრაობა განვაგრძეთ.-წამოხვალ ჩემთან ერთად?
-ჰო, თუ შენ გინდა-ვიგრძენი გაეღიმა.
-მინდა!
888
-ჯანდაბა! დამშვიდდი დედა...-შრეკის ხმა ჩამესმა ყურში.ნელა გავახილე თვალები და მის შიშველ ზურგს მივაჩერდი.ლოგინზე იჯდა,თითებს ნერვიულად იცურებდა თმებში.საბანი ტანზე მჭიდროდ შემოვიხვიე და წამოვიწიე.-ახლავე წამოვალ.არ იტირო კარგი? მეც მიყვარხარ...-მისმა სიტყვებმა უსიამოვნო შეგრძნება დამიტოვა.ტელეფონი გათიშა და კომოდზე მოისროლა.
-ყველაფერი კარგადაა?-ვთქვი ბრთხილად შერჩეული ტონით.არ მინდოდა გამეღიზიანებინა,მაგრამ არაფერი მიპასუხა.სახე ხელებში ჩარგო და დამუნჯდა.სწრაფად წამოვდექი,იატაკიდან მისი მაისური ავიღე,ჩავიცვი და მის პირდაპირ მუხლებზე დავჯექი.
-რა მოხდა?-თითის წვერი ფერზე შევახე.შეკრთა და საწყლად შემომხედა.მისი სახის დანახვაზე ტკივილი ვიგრძენი.
-მამაჩემი გარდაიცვალა...-ამოიხავლა.
-ღმერთო...-მეტი ვერაფერი ვთქვი,ხელები ძლიერად მოვხვიე კისერზე.-ძალიან ვწუხვარ...-ჩავიჩურჩულე და ტუჩები კისერზე შევახე.
-ისე მოკვდა არ მაპატია... ვერც მე ვაპატიე!-თავი გაიქნია.მე კი უფრო მაგრად ჩავეხუტე.ბოლოს მანაც მომხვია ხელები.ისე ვყავდი მკერდზე მიკრული,თითქოს მეც ვაპირებდი სადმე წასვლას.
888
მწვანე თმიანის მამის გარდაცვალებიდან ორი წლის თავზე,ნინას წინააღმდეგობის მიუხედავად,გადავწყვიტეთ მასთან გადავსულიყავი საცხოვრებლად.ვერ ვიჯერებდი,რომ ასეთი ცხოვრება მერგო წილად.ყველაფერი ყოველთვის ბედნიერად არ მთავრდება მაგრამ იმ წამს იმაზე მეტად ბედნიერად ვგრძნობდი თავს,ვიდრე ამას ვისურვებდი. იქნებ სულაც არ დასრულებულიყო ჩვენი ცხოვრება ბედნიერად,იქნებ შრეკი ზედმეტი დოზისგან დაღუპულიყო,ან ჩემთვის საბოლოოდ მოღო დიაბეტს ბოლო,მაგრამ იმ მომენტში არ გვადარდებდა რა იქნებოდა მომავალში.მისი მანქანის წყალობით,რომელიც ერთ დღეს დაზიანდა და შრეკსაც მეტროთ მგზავრობა მოუწია,ერთმანეთს შევხვდით! საოცარი ისტორიაა...
888
-მიყვარხარ მე შენ,დოქტორო ბოროტებავ!-მაცდური ღიმილით ჩამჩურჩულა მწვანე თმიანმა.პომიდვრის სოუსისთვის ხახვს ვჭრიდი სამზარეულოში,რომ შემოვიდა.დანა ხელიდან გამომართვა და მისკენ მიბრუნება მაიძულა.
-სიყვარულის ბუშტი გაგიფართოვდა?-გამეცინა მისი საყვარელი ღიმილის დანახვაზე.მიუხედავად ხახვის წვენით დასვრილი ხელისა,მაინც მივადე ლოყაზე გაჩენილ ფოსოზე თითის წვერი.
-არა მარტო!-ჩაიხითხითა.
-რა გარყვნილი ხარ!-ხელი მსუბუქად მივარტყი მხარზე და გამეცინა.-თუ არ მაცდი ტაფა დაიწვება.
-კარგი-ხელები ზემოთ ასწია დანებების ნიშნად-მაგრამ მანამდე,ქრთამს ვითხოვ!-მხრები აიჩეჩა.თვალები ავატრიალე,მის მაისურს ჩავეჭიდე და ტუჩზე ვაკოცე.მან ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა.ვაპირებდი თითები მის თმებში შემეცურებინა მაგრამ მაჯაში მწვდა და შემაჩერა.
-მაგ გაწებილი ხელით აპირებ ჩემს თმებზე შეხებას?-სასაცილოდ ამოილუღლუღა ისე,რომ თუჩები ისევ ჩემსაზე ჰქონდა მოკრული.
-ფუ,რა იდიოტი ხარ-სიცილი ვერ შევიკავე,ბოლოჯერ ვაკოცე და მოვშორდი.
-იდიოტი?-თვალებ დაწვრილებულმა შემომხედა.მის ნათქვამში რაღაც სხვა,ნაცნობი ტონი იგრძნობოდა.
-ხომ გშია? იქნებ მაცადო?-ენა გამოვუყავი და ზურგი ვაქციე.ისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდი.
-უკვე გითხარი ხომ,რომ ძალიან მიყვარხარ?-რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ გავიგე,მისი სიცილი,უკმაყოფილოდ მივბრუნდი მისკენ,როცა მოულოდნელობისგან წამოვიკივლე.წამის შემდეგ კი მოხარშული სპაგეტი ყურებზე და თმაზე ჩამომეკიდა...
-ჯანდაბა!!!
===================================================================================
ესეც დასასრული :დ მოვრჩი! გული კი მწყდება მაგრამ ძალიან გაიწელა :( <3 ძალიან ძალიან მიყვარხართ ყველა,ვინც კითხულობდით.განსაკუთრებით კი ისინი ვინც აკომენტარებდით და სე ელოდით თითოეულ თავს <3 არც კი იცით ისეთ ბენიერებას მანიჭებდით <3 ვცდილობდი კარგად დამეწერა მაგრამ მცდელობის მიუხედავად მაინც ასეთი გამოვიდა! :დ მიყვარხაართ <3



№1 სტუმარი Guest nita

rogor mikvars es istoria.madloba shen chemo kargo :-*

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე როგორ დამწყდა გული ვერც კი წარმოიდგენ რომ დაასრულე.რას ერჩი კარგი იყო,დასასრული მითუმეტეს არანაირი ბანალური,განსხვავებული და მხიარული,როგორიც ეს ისტორია იყო თავიდან-ბოლომდე.
--------------------
ლანა

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ehh m9menatrebaaa
Dzaan shemiyvarda es istoria da vici rom tu odesme sevda shemomawveba amas wavikitxav. Dzaan miyvars da veli shemdeg motxrobas!!!

 


№4 სტუმარი Guest კოკი

vaiiihhh ...ისეეე დროგამოშვებით ახერხებდი დადებასს რომ მომიწია ბოლო რამდდენიმე თავიი ხელახლა წამეკითხააა :დ ძააან მომეწონა დასასრულიცც და საერთოდ ისტორიაც მაგარიააა ^^ გილოცავვ დასრულებასსს :დ არც ჩვენ დაგვტანჯავ და არც შენნ შეგაწუხებს სინდისი .. სიმართლე გითხრაა ამ ისტორიის დასასრულიი ვერ გავთვალე როგორი იქნებოდააა და სწორედდ ამიტომაც იყოო რაღაცნაირად განსხვავებული და საინტერესოო ^^

 


№5  offline წევრი Ana Imnadze

უბრალოდ ვგიჟდები მე ამ მოთხრობაზე !
ძაან საყვარლობა იყო <3

 


№6  offline მოდერი CeCe))

ისე მეწყინა,რომ დამთავრდა...
მთელი ცხოვრება,რომ გაგეგრძელებინა
ბოლომდე გამოგყვებოდი,
ისე მომწონდა
და
მიყვარდა.
აი თითქოს ჰო არაფერი,მაგრამ
ძალიან სასიამოვნოდ მეკითხებოდა ყველა თავი.
მომენატრება ჩემი შრეკი და
ჩემი დოქტორი ბოროტება!

 


№7  offline წევრი annabelle

მიყვარხართ ძალიაან heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი ანნა

წამომიარა და ისევ წავიკითხე! <3

 


№9  offline წევრი annabelle

სტუმარი ანნა
წამომიარა და ისევ წავიკითხე! <3

მადლობა, რომ ასე გიყვარს ????

 


№10 სტუმარი მარიამი (დ)

საუკეთესო ხარ! რატომ დამთავრდააა ???? ????

 


№11  offline წევრი annabelle

მარიამი (დ)
საუკეთესო ხარ! რატომ დამთავრდააა ???? ????

მადლობაა <3 ლოგიკურად ცუდათ უნდა დამთავრებულიყო, მე კიდე ისე შემიყვარდა ორივე ვარჩიე ასე დამემთავრებინა და აღარ გამეგრძელებინა ^_^ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent