შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(8)


16-02-2017, 11:47
ავტორი lile-eli
ნანახია 2 642

დავასწარი სალოს რომ არაფერი ეთქვა.. ძალიან გამიხარდა ჩემი ღიმილიანი სახე არ გამორჩა ადას, მაგარამ არფერი ვუთხარი..

8.

მართალი იყო სალო, ოჯახში ახალი წევრი გვეყოლება მალე.. ისე მიხაროდა სალოს ვეხუტებოდი და ვკოცნიდი. გოგოები გაფართოებული თვალებით მიყურებდნენ და ახალი ამბავი მათაც ვუთხარით, მაგრამ სალოს სახეზე დაძაბულობა არ შორდებოდა. სამსახურის შემდეგ გოგონები იქვე დავჯექით “მაკდონალდში”, სალოს დამშვიდება ვცადეთ, დავარწმუნე რომ საბას უნდა ბავშვი, ამიტომ დავუგეგმე, რომ საბას დაბადების დღეზე ეტყოდა, მანმადე არავინ ხმას არ ამოვიღებდით. პატარა სურპრიზიც მოვიფიქრეთ..
საბას დაბადების დღეც დადგა, მე სამსახურში ვიყავი გოგონებმა მომილოცეს, ძმის იუბილე.. დამღლელი დღის შემდეგ სახლში ავედი გადავივლე წყალი. ადას ახალი “ბრენდებიდან” ერთ-ერთი მუხლსზემოთ კაბა ღია ვარდიფერი, რომელიც უკვე გადასულ რუჯს უფრო კვეთავდა, შავი მაღალ ქუსლიანიც ჩავიცვი და პატარა ჩანთაც შესაფერისი დავიკიდე გრძელი საკიდით, ცოტა მაკიაჟიც თორემ ადას რა გადაურჩება.. გოგონებმა მომწერეს რომ უკვე გზაში იყვნენ. ჩვენ სამი ვიყავით მოხოლოდ მისასვლელი. რაც უფო ვუახლოვდებოდი რესტორანს, მეტად ვიძაბებოდი, ჩემი ეგო ორად გაიყო ერთს უნდოდა ენახა გიგი, მეორეს კი არა.. ნეტა რატომ? ახლაც არ ვიცი.. არადა სხვას გავკიცხავდი არგუმენტის გარეშე საყვარელი ადამიანის ნახვა არ გინდოდეს.. ტაქსიდან გადავედი.. ვიგრძენი მანქანის დაბალი შუქები, მარცხნივ გავიხედე და გიგის მანქანა იყო.. ალბათ, მელოდებოდა როდის მივიდოდი, როგორც კი დამინახა, დაძრამანქანა და ჩვეული სისიწრაფით ჩამიარა.. ჩემი გულიც გაჰყვა მას, ალბათ დიდი ხანი ვიდგებდი ანა, თამო და ლევანი რომ არ მოსულიყვნენ.. დარბაზში შევედით, დარბაზი მხოლოდ ჩვენთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ძალიან ბევრი ხალხი იყო: მეგობრები, კოლეგები, ექიმები და... გიორგი და ნიკაც იყვნენ ისინი არ სვამდნენ, რადგან თურმე უნდა დაგვარიგონ.. ყველას მივესალმეთ. ბოლოს ჩემს იუბილარს გადავეხვიე საჩუქარი მივეცი, დამატრიალა, კომპლიმენტიც მითხრა, შუბლზე მაკოცა და მის გვერდზე შენახულ ადგილას დამსვა..
საცეკვაოდ დაპატიჟებულ მეუღლეს, სალომ ახალი ამბავიც უთხრა და საბას ყვირილმა ყველა გააჩუმა, მუსიკაც კი.. სალო ხელში აიყვანა და ატრიალა.. ისევ დაიყვირა:
-სალო მიყვარხარ! მიყვარხარ! შენ მე მაგიჟებ!..
-მეც მიყვარხარ!
მორცხვად უთხრა და თავი მკერდზე მიადო, საბამ ცრემლები მოსწმინდა მეუღლეს და ჯერ თვალები, შემდეგ სახე დაუკოცნა და მხურვალე ვნებიანი კოცნით დააგვირგვინა.. ჩვენ ტაშით დავაჯილდოვეთ, მამიდას ცრემლები სდიოდა, ყოველგვარი მიმიკისა და ემოციის გარეშე. Aნასტასია სერგო ძიას ისე აეკრა მემგონი შეეშინდა კიდეც და მე დავისვი კალთაში და ავუხსენი, რომ პატარა ძამიკო ან დაიკო ეყოლება, ეს მამამ ახლა გაიგო.. მანამდეც შემზადებული გვყავდა მე და სალოს.. სიხარულით აღსავსე თვალებით მკოცნიდა. საბა და სალო მოგვიახლოვდნენ ერთმანეთზე მიკრული.. ანასტასია ხელში აიყვანა, მაგრად აკოცა და სიტყვით გამოვიდა:
-ბოდიშით მეგობრებო, მეუღლემ ისეთი საჩუქარი გამიკეთა, რომ თავი ვერ შევიკავე.. მალე კიდევ ერთი პატარა გვეყოლება.. დიტო იმედია ამჯერად მაინც მომინათლავ..
-აბა რა.. გილოცავ ძმაო!
გადაეხვია მეგობარს, მეც მივულოცე და ცხვირზე ხელი ამიკრა
-ეს შენ მოიფიქრე ხომ?..
-რატო მე? სალო ვერ მოიფიქრებდა?
-ეს რას მოიფიქრებდა ისე ნერვიულობს.. ნეტა გული არ წაუვიდეს..
მიიხუტა და ნიკაპი ააწევინა და ისევ აკოცა.. მიყვარს ასეთი საბა, არა ვგიჟდები.. მერე სალოს გადავეხვიე და მაგრად მიმიხუტა მადლობაც მითხრა.. ცრემლები მოვწმინდე და დანარჩენებს დავუთმე.. საბამ სიმღერა მიუძღვნა მეუღლეს მერე ჩემი “ტრიო” ამღერდა და ყველა მხურვალე ქეიფის მორევში გადაეშვა.. სიმღერა ცეკვას ცვლიდა, ცეკვას კი სიმღერა. მე ჩემს ადგილს მყარად მიწეპებული, ნაძალადევი ღიმილით ვუყურებდი, ახლად დაწყვილებულ დიტოს და ანას, მერე მამიდას და ძიას, საბას და სალოს.. ანასტასიას რომელიც პერიოდულად მომიკითხავდა ხოლმე.. დიტომ ანას ისეთი ბრუნი გააკეთებინა უნდა წაქეულიყო და ხელში აიყვანა ტრიალით და მერე ნელ-ნელა დასვა.. გამეღიმა და დიტოს “ლაიქი” ვაჩვენე.. ამოვიოხრე და გიორგის მზერა შევამჩნიე, უფროსწორად შემაწუხა მისმა გამოხედვამ.. გავუღიმე ისევ ამოვიოხრე, წყალი მოვსვი და ჩემთან მოსულ ძიას ნაძალადევი ღიმილით შევხედე..
-ელი, ერთ თხოვნას შემისრულებ? არა ორი თხოვნა..
-რათქმაუნდა..
-ეხლა საბა გარეთ უნდა გავიყვანოთ და მისი ოცნება უნდა ავასრულო..
-არააა, თან ის? “ოცნება”.
-კი ძია ის “ოცნება”.
ისე მაგრად მოვეხვიე ვიღაც იფიქრებდა მე მიყიდა მანქანა. მოკლედ, ჯერ დიტო და ანა დავიხმარე ყველა გავაფრთხილეთ, რომ გარეთ გასულიყვნენ შეუმჩნევლად, მერე საბასთან მივედი გარეთ გაყოლა ვთხოვე..
-ელი რა მოხდა, ნუ მაშინებ..
ხმა არ ამომიღია ისეთი სიბნელე იყო, რომ ერთმანეთის ლანდს ვხედავით და უცებ დავიყვირე..
-საბააა
შეხტა და განერვიულებულმა დამიყვირა, რადგან ვინც მოიკითხა ვერავინ ნახა დარბაზში და ალბათ ფიქრობდა რაღაც მოხდა..
-რა არის ელი? რა გჭი...
-ერთი, ორი, სამიიიიიი გილოცავთ!
ყველამ დავიყვირეთ, შუქებიც აინთო და მანქანის ფარებიც, რომელშიც დიტო იყო და მანქანას ადგილზევე რამდენიმე ბრუნი გააკეთებინა.. “მანქანა მ5”-შავი.. საბამ თავზე ხელები შემოიწყო თმა გაიჩეჩა და ჩაიკეცა.. დიტო მივიდა, წამოაყენა გასაღები მისცა და მაგრად ჩაეხუტა.. ყველამ მიულოცა და ბოლოს ძიას მოეხვია, ალბათ კიდევ დიდი ხანი იქნებოდნენ ჩახუტებულები, ფეიერვერკის წვიმა წამოვიდა. ეს დიტოს სიურპრიზი იყო.. საბას სახე მთელი ცხოვრება მემახსოვრება ისეთი გაოცებული.. მისი გული ალბათ ამოხტებოდა და გაუჩერებლად ირბენდა.. რაზე ამბობდა ჩემ გამო უარს და ცრემლები წამომივიდა, დარბაზში შევედი და იქ ყველაფერი ჩაბნელებული იყო, ისევ სიურპრიზი? გავიფიქრე და უკნიდან ხმა მომესმა:
-სად გარბიხარ გრძელთმიანო? შენ არ ჩამეხუტები?
-საბა გილოცავ..
-მიყვარხარ! ხომ იცი?
-მე უფრო!
-არა მე უფრო, მადლობა ყველაფრისთვის!..
სანთლები აინთო ვიწრო ბილიკით, მუსიკაც ჩაირთო, ბილიკის ბოლოს სალო იდგა, საბას ელოდა, სალომ იმღერა, ოვაციებიც არ დავიშურეთ, მეც დიდი სიამოვნებით ვიმღერებდი, არა ვუმღერებდი.. გავიფიქრე და აზრების გასაფანტად, თავი გავაქნიე და სანამ დავჯდებოდი საბას სიგარეტი ავიღე, ჩამოვჯექი და ბოლში გავეხვიე, რა ძლიერია, თვაბრუსხევა დამეწყო, არ არის ეგ სიგარეტი ჩემი საქმე და რას გადავეკიდე ნეტა?.. “რა ლამაზი დღეა” დაიწყეს სალომ და დიტომ.. დამინახა თუ არა დიტომ, სიმღერა არ შეუწყვეტია ისე მოვიდა ჩემთან, გაბრაზებულმა გამომართვა სიგარეტი, თვითონ გააგრძელა მოწევა და წამიყვანა იქ სადაც მღეროდნენ.. სანთლებიც ჩაქრა.. საბა ყვიროდა:
-გეყოფათ! ნუ გამაგიჟებთ დღეს!..
-ეგ ნაგავი აღარ დამანოხო, იცოდე მეწყინება..
გამოსცრა კბილებში..
-კარგი რა დიტო..
-ელი მე გთხოვ თუ გიყვარვარ, ამას აღარ მიეკარო!..
-კარგი, კარგი ახლა დავჯდები..
გიორგის მზერამ ისევ შემაწუხა, ამჯერად ძალიან ნაწყენი თვალებით მიყურებდა.. გავნერვიულდი ისედაც ვნერვიულობდი, მაგრამ გული საერთოდ გამიჩერდა, ჰაერზე გამოვედი დიდი შეღავათი არ მიგრძვნია, რადგან გარეთაც ცხელოდა, მე არც ზამთრის სუსხი არ მიშველიდა..
-ელი ცუდად ხარ?
-არა გიო კარგად ვარ!..
თავი ავარიდე და ისევ დარბაზში შესვლა დავაპირე.. მკლავზე ხელი მომკიდა..
-ელი მოიცა.. (გიორგი)
-ლილე შენ გეძებ შვილო.. (სერგო ძია)
-გისმენ ძია..
გიორგიმ ხელი გამიშვა.. ძიამ ისეთი თვალებით შეხედა, მემგონი გიგი ეგონა და გავაცანი:
-ძია ეს გიორგია, გიგის მეგობარი..
-ძალიან კარგი, წამოდით ბავშვებო, ლილე მეორე თხოვნაც და ვსიო..
-ესე იგი ლილე შენ ხარ?..
ძია ცოტა რომ ჩამოგვრჩა მაშინ მკითხა ღიმილიანი სახით.. რა თქმა უნდა ვერ მივხვდი, ჩემ გაოცებულ მზერას ისევ ღიმილით უპასუხა.. ძიამ თავისკენ შემაბრუნა და..
-ლილე ჩემო ლამაზო, ახლა მე და შენ ვიცეკვებთ!
-არა!
-ლილე ძიას არ აწყენინებ ხომ?.. დროა უკვე წარსულს თავი დააღწიო და ისინიც გააბედნიერო!
-ძია.. ვერ შევძლე.. რამდენი ხანია არ მიცე..
ასოებს ვაკლებდი სიტყვებს და ძიამ ხელი ჩამავლო, საბასთან მივედით, უჩურჩულა რაღაც და მუსიკაც ჩაირთო “დაისი”..
-ლილე აბა შენ იცი..
ძიამ გამიწვია.. დიდი დროის მიუხედავად შევძელი მეცეკვა, ცოტა მოვეშვი კიდეც, იცის ძიამ როგორ მიმკურნალოს.. ფინალიც კარგი გამოვიდა და საბამ მოირბინა, ძიაზე ჩახუტებულს მომეხვია.. გარეთ გავედით მე და საბა, ჩუმად ვიდექით ჩახუტებულები, სიჩუმე მე დავარღვიე..
-საბა სახლში წავალ..
-გიოს გაყვები? თუ მე გაგიყვანო?
-გავყვები, შენ ნასვამი არ დაჯდე გთხოვ..
ყველას დავემშვიდობე, სახლში გიორგიმ მიგვიყვანა, ანასტასიას ეძინა
და სალოც წამოვიდა. პატარა მივიხუტე, მანქანიდან გადავლისას, მაგრამ გირგიმ გამომართვა და მან დააბინავა, დარჩენაზე უარი თქვა, გასვლისას სანამ ლიფტი მოვიდოდა ჩემი ცნობისმოყვარეობა ვერ ჩავახშე და ვკითხე:
-გიო რატომ მკითხე სახელზე?..
-გიგი გეტყვის თავის დროზე..
მაკოცა და ლიფტში შევიდა, სანამ კარი დაიხურებოდა დამემშვიდობა, მეც იგივე.. “თავის დროზე”.. “გიგი გეტყვის” ამ ფიქრებით შევედი სახლში, სალო უკვე იწვა. მეც ანასტსიას მივუწექი, მალევე დამეძინა.. სასმლის სუნმა და ბუტბუტმა გამაღვიძა:
-როგორ მიყვარს ეს ორი არსება.. დიდი და პატარა ლილე-ანასტასია.. ორი ერთნაირი..
- აუ რა მაგრად ხარ..
-მიწიე უნდა დავიძინო!
-შენ მეუღლეს არ უნდა ჩაეხუტო?..
-არა ის უკვე ჩაეხუტა ნიჟარას.. ცუდად არის და ვერ შევაწუხებ..
დანანებით მითხრა, წამოვდექი და ვანისკენ წაყავანა დავაპირე, იქ სალო იყო.. ერთად დაწოლაზე შევთანხმდით საბა ისე იყო სასმელით გაჟღენთილი, როცა დაიძინა პატარა შემეცოდა, ბარბაცით გადავიყვანე მისაღებში ანასტასია და იქ მოვეწყვეთ.. სალოს მივხედეთ მე და მამიდამ და დილით 12 საათზე თავზე მადგას ვიღაც, უკმაყოფილო ხმით ბუტბუტებს.. გავახილე თვალი საბა..
-მიმატოვეთ ხომ?.. აღარ გიყვარვართ ხომ?.. დამაცადეთ!..
-მამიტო ლა მოთდა?
-მამიკო მთვრალია და ყურადღებას ნუ მიაქცევ..
-ჩაიწე უნდა დავწვე! თქვენთან მინდა!..
-სად ბიჭო აქ როგორ დაეტევი?..
-იუბილარს ხომ არ მაწყენინებთ, ჩემი ლამაზი გოგოები..
-შენი იუბილე უკვე იყო, ახლა ჩემია!..
მაინც მომიწვა.. ანასტასიამ ბებოს მიაკითხა სამზარეულოში, საბამ ჩამიგდო ხელში ისევ ჰქონდა სასმლის სუნი, მაგრამ მაინც მიყვარს ჩემი “მესაკუთრე”.. ჩამეხუტა ისე რომ ადგომას ვცდილობდი და უშედეგოდ, მის მკლავებს ესე მარტივად თავს ვერ დავაღწევდი და თავი მივადე.. ყურთან ჩუმად მიჩურჩულა:
-ხო და რა გაჩუქოს ძამიკომ?
-მმმმ (ფიქრი დავიწყე)..
-შენს მანაქანას დაგიბრუნებ და ხომ ჩამითვლი?..
-ბოროტო! არაფერიც არ მინდა!
ცხვირზე მოვუჭირე ხელი და მანდ “წავაგე”.. გულის შეწუხებამდე მიღუტუნა, თავი რომ დავიძვრინე წამოვხტი ბალიშით დავახტი, მაგრამ გადმომაგდო დივნიდან და ყველა შემოცვივდა მისაღებში. წამომაყენა ჩამიხუტა..
-ნეტა როდის უნდა გაიზარდოთ? ორი შვილის მამას გავს ეს?
-კარგი რა ადა.. დაანებე თავი ბავშვებს..
საუზმეს შევუდექით.. სალოც შემოგვიერთდა მაგრამ მალევე გაიქცა სუნების გამო.. საბაც შეშინებული გაყვა ის ისეთი თბილი და მზრუნველია მეამაყება კიდეც, მისი ასეთი დამოკიდებულება.. საღამოსთვის ჩემი დაბადების დღის გეგმებს ადგენენ.. მე უარი განვაცხადე აღნიშვნაზე..
-ელი ეგრე არ გამოვა ხომ იცი?
ამოვიოხრე და მძიმედ დავიწყე საუბარი..
-ძალიან გთხოვთ სწორად გამიგეთ, არ მინდა ავღნიშნო დაბადების დღე და თუ გამიგებთ ძალიან გამიხარდება..
-არ მესმის ელი და რა გავაკეთო?
-მამიდა არ მინდა ამ თემაზე საუბარი! არც დაბადების დღე!
-ლილე, მე მინდა ბედნიერი იყო და ვალდებული ვარ, რომ შენ იყო ბედნიერი..
-მამი დაბადების დღის აღნიშვნა არ არის ბედნიერება, თქვენთან ერთად ყოფნაც საკმარისა..
-კარგი რა ელი! აღარ გეყო ასეთი ტექსტებით საუბარი? როდის უნდა დაამთავრო? ყველამ იცის შენი დაბადების დღე რომ არის და მე უნდა გავაკეთო! ჩვენები მოსვლას აპირებენ.
-ნუნუ საკმარისია! რას ამბობ?!..
შეუტია ძიამ. ცრემლები მომეძალა, მაგრამ თავს ძალა დავატანე, ძიას შევაწყვეტინე.
-მე არ მინდა ამ ყველასთან! არ მინდა “ჩვენები” მათი სახეების დანახვა, ვინც სიბრალულით მიყურებს და ვისაც საუცხოო შეფასებები აქვთ.. ვერ ვიტან მათ! როცა ყველაზე მეტად მიჭირდა და მტკიოდა მაშინ ჩემი "სარფიანად გათხოვება" მოინდომეს. შეუფერებელ დროს, მგლოვიარეს, ვარაუდით მოსიარულეს, რომელსაც მხოლოდ ინსტიქტებიღა ჰქონდა შემორჩენილი ქორწილზე მელაპარაკებოდნენ.
-ლილე რას ამბობ? რაზე ლაპარაკობ?
-საბა გეტყვის!
გასაღები ავიღე და გავვარდი გარეთ, ჩავჯექი მამას მანქანაში და წავედი, ცრემლები მდიოდა ისე უაზროდ.. ცოტა გონს რომ მოვედი, გამახსენდა მამა გიორგი და დავურეკე.
თავისთან დამიბარა მანქანა მოვაბრუნე. მასთან საუბარმა ისევ შვება მომცა. დაცლილი და დაღლილი მივედი სახში და რამდენიმე საათი ვიჯექი იატაკზე კარებთან. ვფიქრობდი რაც მოხდა ყველაფერს თვალი გადავავლე. დიტოს სიტყვები და მოძღვარის სიტყვები მიმეორდებოდა გონებაში.. “იქნებ გაარკვიო”. არ ვიცი შეიძლება მართლაც უნდა გავარკვიო რა მოხდა? მოვწესრიგდი და გეგმები დავსახე, რომ ჩვენს ადვოკატს უნდა მივმართო, ამ ფიქრებში ჩამეძინა. მალევე, კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა.. ზარის ხმაც არ ჩერდებოდა ტელეფონს დავხედე და თორმეტი სრულდებოდა, შემეშინდა ამ დროს ვინ უნდა იყოს ალბათ მამიდა და საბა, ისისნი არ მოისვენებენ. კართან მისულს ჩურჩული მომესმა ნინის ხმა ვიცანი. გავაღე და ყველა მანდ იყო: კლასელები, დიტო, ანა, თამო, მამიდა, საბა, სალო, ძია და ჩემი გოგო ანასტასია. სიმღერით და ბუშტებით, საჩუქრებით და ჩანთებით. მომილოცეს სახლში შემოცვივდნენ ზოგმა ბუშტებით მორთეს სახლი, მამიდამ სუფრა გაშალა, სალომ ყვავილებს მიხედა. მე კი ვიდექი და ჯერ გაღვიძებას შემდეგ, რა მოხდა იმის გააზრებას ვცდილობდი. ძალიან გამიხარდა როგორ ვუყვარვარ ამ ხალხს, მე კი ამ სიყვარულის საშუალებას არ ვაძლევ. დიტო მოვიდა და მიჩურჩულა:
-ჩაიცვი თორემ შენს ხელს ვითხოვ დღეს ბიძასენს!
გაოცებულმა შევხედე, დავიხედე ტანზე და ზაფხულის საღამურები მეცვა: შორტი და „ბრეტელებიანი“ მაისური.
-რაა პირველად მხედავ?
-არა მაგრამ ახლა “ილიპუპი” აღარ ხარ და..
-ბოროტო!
ხელი ვკარი მხარზე, ჩამეხუტა და თავზე მაკოცა, მოვეხვიე მადლობა ვუთხარი.
-მიყვარხარ ბოთე!
-მეც.
სუფრასთან დავსხედით და ქეიფც დავიწყეთ. მთელი კვირა დღე ასე სიმღერებით, მხიარულებით სავსე იყო. მამიდამ გაიგო ჩემთან ხელის სათხოვნელად რომ იყვნენ მოსული საბას მოუყოლია. ბოდიში მომიხადა ბევრიც იტირა, მაინც მისაყვედურა რომ არ ვუთხარით აქამდე, ფორმაშია საყვედურის გარეშე არ შეუძლია და რა ქნას?.. ჩვენც შევუერთდით მხიარულებას. ისე დაღამდა, დროის შეგრძნება ყველას დაკარგული ჰქონდა, მხოლდ მე მაკლდა რაღაც.. სრული ბედნიერებისთვის, ადამიანი რომელიც მაბედნიერებდა, რომელმაც ამამღერა.. რომელიც მიყვარს.. ჩემი სიმპატიური ძილისგუდა.. დიტომ ანა და თამო წაიყვანა.. გაუაზრებლად საათს შევხედე თორმეტის ნახევარი იყო.. გავიფიქრე “არ მომილოცა, ძალიან ვაწყენინე”.. “გული ვატკინე“.. “ელი არ გეპატიება შენს პირველ სიყვარულს ასე რომ მოექეცი”.. საკუთარი ეგო მლანძღავდა.. კარზე ზარის ხმა მომესმა, ფიქრები გავფანტე.. ნინი წამოხტა:
-დიტოა ალბათ, მე გავაღებ.
-გამარჯობა. ლილე გელოვანი თქვენ ბრძანდებით?
-გამარჯობა. არა, მაგრამ ეხლავე დავუძახებ. ელიი მოდი!
-გისმენთ..
-ეს ლილე გელოვანის სახელზეა, აქ ხელი მომიწერეთ, რომ ჩაიბარეთ.
-მადლობა.
-ნახვამდის.
-ლილე გელოვანო შენ თაყვანისმცემელი გყავს და მე არ ვიცი?.. მე, ნინის ეგ ამბავი რატომ გამორჩა?..
-ვინ იყო?
შემომეგება საბა. დიდი ლამაზად შეფუთული ყუთი დავდე დივანის კუთხეზე და გავხსენი.. “ჩემი” ლამაზი თაიგული, ისევ ისეთი პატარა ბარათით, როგორც პირველად.
“დაბადების დღეს გილოცავ!”
კიდევ ერთი ყუთი იყო თეთრი, გავხსენი და.. ჩემი ფოტოაპარატი.. გული ამომივარდა ლამის ისე ამიჩქარადა, მეორედ მაჩუქეს ეგ ნივთი და ორივეჯერ ვინ? ვისაც ვერასოდეს დავივიწყებ! ორივეჯერ დიდი ტკივილის თანხლებით! იქვე ბარათი იყო, აპარატთან ერთად ამოვიღე..

,, გავიგე ეს ნივთი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გიბრუნებ..
ლილე, მე აღარ შეგხვდები, სანამ ამას შენ თვითონ არ მოისურვებ...”
-,,ათასჯერ მართალიც, რომ იყო, რა მნიშვნელობა აქვს? თუ შენი საყვარელი ქალი ტირის..” საყვარელი ქალი კი შენ ხარ!..

..იქვე კედელს მივეყრდენი, აპარატთან და ბარათთან ერთად ჩავიკეცე, შორიდან ნინის ხმა მომესმა და ამან კიდევ უფრო გამომაცალა ძალა:
-ეს ის აპარატია ელი, მე რომ გიყვებოდი!.. ის ბიჭი მეჩხუბათქო.. შენ იმ ბიჭს იცნობ? ლომიძე შენი შეყვარებულია? ელი რატომ ტირი?..
უკვე ხმამაღლა ვტიროდი, ვგრძნობდი რომ ვკარგავდი და ამას უნდა შევგუებოდი.. რა არის ადამიანი ან უფრო ქალი.. როცა “დაკარგვის შიში” გამიჩნდა კიდე უფრო გავაცნობიერე, რომ მიყვარდა და უფრო მეტად ვიდრე გამოვხატავდი, ვიდრე ვგრძნობდი.. ვიგრძენი საბამ როგორ მიმიხუტა, წაიკითხა ბარათი..
-წამო ელი ოთახში გავიდეთ! იტირე! გულში ნუ ინახავ!
ოთახში შესულს
-საბა მაპატიე.. მიყვარს!. რა ვქნა?..
-ჩემო ლამაზო რა უნდა გაპატიო?.. შენ თავს უნდა აპატიო და მე შენს გვერდით ვარ, ყოველთვის..
ცოტახნის შემდეგ, საბა საწოლიდან დგებოდა და მეც წამოვჯექი თმის გასწორება დავიწყე.. მან ჩემი სახე მის ძლიერ დაძარღვულ ხელებში მოიქცია, რომელსაც ნერვიულობა ეტყობოდა ისე უთრთოდა თვალებში მიყურებდა..
-ელი დამშვიდდი! ვიცი შენ “მიყვარს” უბრალოდ არ იტყვი, ესე იგი დაიმსახურა. ამიტომ დაფიქრდი. მე, გიგის ველაპარაკე და ვიცი, არა დარწმუნებული ვარ მას უყვარხარ! მასთან ბედნიერი იქნები, უბრალოდ ცადეთ ორივემ და რა გამოვა დრო გიჩვენებთ..
-კარგი.
-რა კარგი? შეხვდები?..
-არა ვიფიქრებ..
-ამას ხომ ისედაც აკეთებ.. დიტო მართალს ამბობს, რომ ბოთე ხარ!
მაკოცა და ოთახიდან გავდა, ხმები მესმოდა გოგონები ისევ იქ იყვნენ, უკვე ყველაფერი იცოდნენ, მამიდა კი გაცოფებული იყო და სალო ამშვიდებდა, შეძლებისდაგვარად..
-როგორ არის?
-უკეთესად.
-მოახერხა და გაუფუჭა ყველაფერი ჩემ გოგოს ხომ იცოდა ინერვიულებდა, რატო...
საწოლზე დავჯექი და ფეხები ჩავიხუტე, მუხლებზე დავიდე ნიკაპი.. საბამ საუბარი შეაწყვეტინა მამიდას:
-დედა გაფრთხილებ! რაც მოხდა ეს მხოლოდ მათ ეხებათ და შენ ნუ ჩაერევი! არ გთხოვ! გაფრთხილებ! გაიგე?
კომპიუტერი ჩავრთე და მუსიკის მოსმენა ვარჩიე, რაც მეტს გავიგებ მით მეტად დავიძაბები. მამიდას აზრი ხომ ჩემთვის ყველაფერია. დამეძინა კიდეც. კარზე კაკუნი იყო და ძია შემოვიდა. პლედი მეფარა და მუსიკაც გამორთული იყო..
-მოდი ძია.
-ჩემი შავთვალა როგორ არის?
-კარგად ვარ.
-ელი სამსახურში წახვალ?
-კი რომელი საათია? უი ვაგვიანებ.
-მოემზადე სწრაფად, გელოდები!
მოვემზადე გავედი და ძიაც მზად იყო.. საქმეზე მიდიოდა და მანქანა მთხოვა.
-სად მიდიხარ ძია?
-ერთი ჩემი მეგობარი უნდა ვნახო წასვლამდე. თუ გინდა მანქანას მოგ..
-არა ძია მართვის მოწმობა არ მაქვს, შენ გამიყვანე და დამტოვე!
-კარგი, ჩემო შავთვალა.
მანქანაში სიჩუმე ძიამ დაარღვია..
-ელი მე გიგი ვნახე და ველაპარაკე.
ჩემს გაოცებაზე გაეღიმა და განაგრძო:
-ვიცი რასაც გრძნობ, ამიტომ ვნახე. ხომ უნდა ვიცოდე ჩემი შავთვალა ვის უყურებს?..
-ძია არავის ვუყურებ მე..
-ელი კარგად დაფიქრდი! ალბათ ხვდები, რომ პირველ სიყვარულს, მეორე მხოლოდ რიგითობით შეცვლის და გაითვალისწინე!
-რას გულისხმობ ძია?
სულელურად დავუსვი კითხვა, ალბათ სათქმელს მივუხვდი და იმის მოსმენა მინდოდა.
-რას და მომეწონა შენი რჩეული! ის არაფერ შუაშია. მთავარია შენ შეძლო ამის გაგება.
-მერე მამიდა? ამას ის ვერ გაიგებ?
ვაი ლილე რა კითხვა დასვი, ნეტა თუ გაიაზრე მაინც? აშკარად არა. ფიქრებში მყოფს სიმწრით გამეღიმა.
-მამიდას მე მივხედავ.
კმაყოფილმა ჩაიცინა, თითქოს იცოდა ამას რომ ვეტყოდი, რა თქმა უნდა მან კარგად იცის ლილე რას ფიქრობს! მივედით კიდეც ჩემ სამსახურთან დავემშვიდობე და დამღლელი სამუშაოს პარალელურად დიტოს სიტყვები აზრებს მიფანტავდა “გაამართლეს”, ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი ადვოკატის ნომერი გამეგო ინტერნეტში მოვიძიე და მითითებულ ნომერზე დავრეკე, საღამოს შეხვედრაზე დავითანხმე, მამიდა გავაფრთხილე დამაგვიანდებოდა.. ადვოკატთან მივედი გავახსენე ვინც ვიყავი..
-თქვენ ის ლილე ხართ ხომ, ვის გამოც ექიმს ლიცენზია შეუჩერეს?
-დიახ და ესეც ახლა გავიგე.
-მაგის საქმეზეც მომიწია მუშაობა, რა ერქვა ლაშა..
-ლაშა სამადაშვილი.
-ჩემთან რატომ მოხვედით?
-ავარიის საქმეზე მასალები თუ გაქვთ შენახული გადახედვა მინდა. ვიცი ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ..
-არ ვიცი ვიპოვი თუ არა, მოვძებნი და დაგიკავშირდები, მაგრამ არა მგონია ვიპოვო.
ისე წამოვედი იქიდან რომ ტელეფონის ნომერი რომ შევთავაზე ხომ დამირეკე და ჩავინიშნავო. არ გამომართვა და იმედიც აღარ მქონდა რომ ჩემს გამო თავს შეიწუხებდა. ამიტომ ლაშას სამსახურში მისვლა გადავწყვიტე უკვე იმდენჯერ მითხრეს, “შენს გამო, შეიძლება კარიერა დაეკარგა”.. თავი დამნაშავედ ვიგრძენი ადვოკატმაც კი იცის.. უნდა ვნახო. მოკლედ სახელით და გვარით, კლინიკა გავარკვიე სად არის, ყოვლის მცოდნე “გუგლი” ხომ ამისთვისაა და მითითებულ ნომერზეც დავრეკე, მაგრამ გათიშული იყო. კლინიკის ნომერზე დავრეკე და მითხრეს:
-ერთ საათში დაასრულებს მუშაობას, მაგრამ პაციენტები ყავს და ვერ მიგიღებთ, იქნებ ხვალისთვის ჩაეწეროთ?
-კარგით მადლობა.
მიმღებში მისულმა, ვიკითხე რომელ კაბინეტში იყო, მითითებულ კაბინეტთან მივედი, პაციენტები აღარ იყვნენ და კარი შევაღე კარებთან ახალგარდა გოგო მომეგება, გამოდიოდა კარი გამოიხურა და გაბრაზებულმა მკითხა:
-რა გნებავთ? სამუშაო საათები მორჩა, ექიმი უკვე მიდის!
-დიახ ვიცი, მე პირადულ საკითხზე ვარ მოსული.
ისეთი თვალებით შემომხედა, თვალით რომ შეძლებოდა "მიმაკლავდა" ალბათ. თავი გაყიდა გოგონამ.. გამეღიმა და საუბარი გავაგრძელე.
-ჩემი ძველი ნაცნობია და უნდა ვნახო, მეტი არაფერი.
თავი ვიმართლე და გავაგრძელე გზა, დავაკაკუნე კარის გაღება, რომ დავაპირე. ხელი გამაშვებინა ჩამიხტა, კარიც თვითონ გააღო და დააყოლა:
-იქნებ იცვლის? თან არ უყვარს გაუფრთხილებლად რომ აკითხავენ!
-პირობას გაძლევ ბოდიშს მოვუხდი, აქ ისედაც ამისთვის მოვედი.
-თეა რა ხდება?..
გაბრაზებული ბოხი ხმით დაიყვირა, მაისურს ისწორებდა.. შემრცხვა დავიბენი, თურმე მართლა იცვლიდა.. მე კი იმან გამაოგნა, რომ მიცნო და გაოცებულმა დამიძახა:
-ლილე? ქალბატონო ლილე..
-დიახ. როგორ ბრძანდებით ბატონო ლაშა?
ისე წამოვიდა ჩემსკენ ჩამეხუტა, თითქოს დიდი ხანია მელოდა, თანაშემწის თვალები არ დამავიწყდება, ვაღიარებ ვინანე რომ მივედი, ვინანე ორი წუთის წინ მისი გრძნობებეზე, რომ გამეღიმა. ნეტა გარეთ დავლოდებოდი, მაგრამ ვერ ვიცნობდი მე ის არც მახსოვდა.. ახლა კი ჩემს წინ იდგა ადამიანი დაახლოებით 27-28 წლის მაღალი, სუსტი, წაბლისფერი თმით და მუქი მწვანე თვალებით. ძალიან ლამაზი ღიმილით.
-შემობრძანდი, თეა ყავა მოამზადე რა..
-არა. არ მინადა, დიდი მადლობა. ცოტა ხნით მოვდეი.
-თეა ეს ლილე გელოვანია.
„გაიცანი“ რატომ არ თქვა? კარგი რა მნიშვნელობა აქვს?.. გავიღიმე გოგოს მისამართით.
-ქალბატონო ლილე, ეს ჩემი თანაშემწე თეა.
-სასიამოვნოა ქალბატონო თეა.
-ჩემთვისაც.
ლაშამ სკამისკენ მიმითა, რომ დავჯექი, თეა გავიდა ოთახიდან ცრემლიანი თვალებით.. რატომ გავაბრაზე ასე ეს გოგო არ ვიცი, ისედაც თქვენობით ველაპარაკებით ერთმანეთს.
-ბატონო ლაშა მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი..
-ბატონოს თუ არ დამიძახებ თავს ცოტა ახალგარდად ვიგრძნობ..
ორივეს გამეღიმა და ყავაც მოგვართვა თეამ.
-მადლობა ქალბატონო თეა..
-არაფერს!
-თეა თავისუფალი ხარ, დანარჩენს მე მივხედავ.
-კარგი, ნახვამდის.
-ნახვამდის.
-აბა ლილე რამ შეგაწუხა?
-ბოდიშს გიხდი ჩემს გამო თქვენ პრობლემები გქონდათ.. ის პერიოდი თითქმის არ მახსოვს, მე პრობლემებს შეგნებულად არ შეგიქმნიდით.
-ლილე ეგ ამბავი უკვე დასრულდა ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. თუმცა გამიხარდა, რომ მოხვედი.
-ეს ამბავი ახლა გავიგე. მამათქვენი იყო ჩვენთან სტუმრად ალბათ გითხრათ კიდეც.
-მამაჩემი? რამე გითხრა?
სახე შეეცვალა.
-არა. რა უნდა ეთქვა?. ბოდიში მასაც მოვუხადე, მაგრამ ზოგჯერ ეგეც არ არის საკმარისი..
-მშობლებთან არ ვცხოვრობ! არ ვიცოდი მამაჩემი, რომ ნახე.
და სიგარეტის მოწევა დაიწყო, აშკარად ანერვიულდა, ვცადე განმემუხტა დაძაბულობა. ცოტაც ვიხუმრეთ, სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა ლაშა ექიმი.. ტელეფონმა დამირეკა და მამიდამ მომიკითხა, რომ ვუთხარი ლაშასთან ვიყავი მხიარული ხმით დამემშვიდობა.. ყავა არ დამილევია ისეთი მწარე იყო, მემგონი განზრახ გამიკეთა იმ გოგომ..
-ყავა არ მოგეწონა?
-უშაქროს ვერ ვსვამ.
-თუ დრო გავს სადმე დავსხდეთ და გპირდები იქ ტკბილი იქნება.
-არა უკვე გვიანია, უნდა წავიდე..
-სახლში მე მიგიყვან, ახლა კი მწარე ყავის ვალი მინდა გამოვისყიდო.
-ცოტა ხნით თქვენ იყავით ჩემთან ვალში.
-კარგი ასე იყოს..
-არა ყავას ვერ შევადარებ იმას რაც ჩემთვის..
-ლილე ძალიან გთხოვ, ამ თემას ნუღარ გაიხსენებ! მიხარია რომ მოხვედი!
სახლში მიმიყვანა და დამშვიდობებისას ისევ შემახსენა
-ლილე ვალის დაბრუნებაზე დაგირეკავ.
-კარგი დამირეკე.. ნახვამდის.
-და ნომერს მომცემ, თუ უნდა მოვიპოვო?..
-უკვე გაქვს! სმს ნახე!
-წავშალე. გამოტოვებულ ზარებს არ ვკითხულობ.
-მაშინ მოიპოვე!
გაეღიმა, დავემშვიდობეთ ერთმანეთს. გონებაში საკუთარ თავს ვსაყვედურობდი, რას აკიდე ეხლა ეს ბიჭი?.. სახლში ასულს მამაიდა მომეგება, გახარებული დამდევდა და კითხვები მომაყარა.. საბა კი ძალიან ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ დაიკო უკვე მიუხვდა, რომ ძალიან ნერვიულობს, ზუსტად იმაზე ნერვიულობს, რაზეც საკუთარ თავ ვსაყვედურობ გულში..
-მამი ლაშამ მოგიყვანა?
-კი.
-რატომ არ ამოვიდა?
-არ შემითავაზებია!
-რატომ მერე?! მშვენიერი ბიჭია, სიმპატიური და წარმატებული ექიმი!
-ქალბატონო ნუნუ, მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდოდა და ოცნებებს შეეშვი!..
-კარგი, ხმას არ ვიღებ..
კარზე კაკუნი იყო, საბა ადგა და ჩემი პასუხით კმაყოფილმა თავზე მაკოცა, კარიც გააღო.. ჩემი გადარეული დიმიტრი შემოვარდა ჩქარობდა, დაბლა გველოდებიანო.. მაკოცა და მკითხა:
-ლილე ხომ წამოხვალ? (დიტო)
-სად?
-ჩემი მანქანა “გავტესტოთ” ”დრიფტზე”.
ჩაერია საბა.
-არა!
-ელი გთხოვ რა. (საბა)
-დაანებეთ თავი არ უნდა წამოსვლა ხომ ხედავთ?!
მამიდამ გაილაშქრა და ისინიც წავიდნენ..



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

შემდეგი თავიი როდის იქნება? მომწონს უზომოდ ეს ისტორია.

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ohhhh dzaan magari tavi iyo ai dzaan momewona, moutbrnlad veli shemdegs!!!

 


№3 სტუმარი Guest lile-eli

Anuki96
შემდეგი თავიი როდის იქნება? მომწონს უზომოდ ეს ისტორია.

დიდი მადლობა. როგორ გამახარეთ ხვალ იქნება აუცილებლად.

nawkas12345
Ohhhh dzaan magari tavi iyo ai dzaan momewona, moutbrnlad veli shemdegs!!!

დიდი მადლობა. მახარებს თუ მოგწონთ და ხვალისთვის ახალი თავიც იქნება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent