შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

2 გრამი სიყვარული (თავი 2 )


16-02-2017, 16:43
ავტორი ნიანო
ნანახია 1 994

მთაწმინდაზე_რაც შემეძლო მშვიდად ვუპასუხე და დერეფანში გავედი,ის იყო სასტუმრო ოთახის კარი უნდა შემეღო რომ ლევანის ხმა დამეწია
-რა გინდოდა მთაწმინდაზე?_ჩემი ნერვები პიკს აღწევდა..მოვტრიალდი და გველივით სისინა ხმით ჩუმად ძალიან ჩუმად ვუთხარი
-ვინ გეკითხება?!
ოთახში შესულს დედაჩემი და გიკას რამდენიმე ძმაკაცი დამხვდა...მამა არ ჩანდა..ახლა გამახსენდა რომ არც დილით მინახავს..დედა სავარძელში იჯდა,იდაყვით სახელურს ეყრდნობოდა..აღარ ტიროდა..რა თქმა უნდა ნანა ყაფლანიშვილი ზედმეტად ამაყი იყო იმისთვის რომ საკუთარი შვილის საუკეთესო ძმაკაცების თვალწინ ეტირა..მასთან მივედი,ფეხებთან დავუჯექი და კალთაში თავი ჩავუდე..დედაჩემს ვგავდი საჯაროდ ტირილი არც ჩემი სტილი იყო მაგრამ ვერ გავუძელი ..ვერ გავუძელი იმას რომ ჩემთან აღარ იქნებოდა..იმას რომ მის გარეშე უნდა მეცხოვრა და გავზრდილიყავი..მის გარეშე უნდა წავსულიყავი ბანკეტზე..საერთოდ სამყარო მის გარეშე წარმოუდგენელი იყო..შეუძლებელი
-სად იყავი?_მკითხა დედაჩემმა ძალიან მშვიდი და წყნარი ხმით

-მთაწმინდაზე_ვუპასუხე და თავი ავწიე
-პირველად ხომ..
-ხო გიკამ ამიყვანა პირველად_აღარ ვაცადე დამტავრება
-როგორ შეძელი?მე მის ფოტოებსაც კი ვერ ვუყურებ
-არ ვიცი დედა..არ ვიცი..სხვა გზა არ მქონდა..მიდიდა იქ ვყოფილიყავი..სახლში რომ დავრჩენილიყავი ვერ გავძლებდი..მამა სადაა?
-მამა,ნიკა და სანდრო ავღანეთში მიდიან
-უნდა გადმოასვენონ?
-ხო,ხვალ თუარა ზეგ აქ იქნებიან
-დედა გტკივა?
-აღარ,ძალა აღარ შემრჩა მტკიოდეს.
-მეც_ეს ვთქვი და ავდექი,აქამდე ჩუმად მყოფი ბიჭები აივანზე გასულან,მხოლოდ ლევანი იყო..ღმერთო,ჩემი ძმის სიცოცხლეშივე არ მომწონდა ეს ბიჭი,ყოველთვის ზედმეტს ირებდა საკუთარ თავზე ჩემთან მიმართებაში,ახლა კი ალბათ სისხლს გამიშრობდა.აივანზე გავედი,გიგას,რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა,უკნიდან ჩავეხუტე და თავი მხრებზე დავადე
-ნიტა_მაშინვე მიცნო ) და მოტრიალდა.. მთელი ძალით ჩამიხუტა _როგორ ხარ?
-მენატება..უკვე მენატრება გიგა_დაისევ ავტირდი,
-ჩვენც გვენატრება_მითხრა თოკომ და ცრემლები მომწმონდა
-ნიტა_დაიწყო ისევ გიგამ_შევამჩნიე რომ ვიღაცამ მოგიყვანა ვინ იყო?
-მერე მოგიყვები ახხლა მაგის თავი არ მაქ
-კარგი ჩემო პატარა,როგორც გინდა
-ავალ მე დავიძინებ,უჩემოდ არ წახვიდეთ
-არ მივდივართ ჯერ არსად
როცა გამოვედი თოკომ და გიგამ ლაპარაკი დაიწყეს
-როგორ ფიქრობ მჭედლიძე იყო?
-არვიცი,მაგის მანქანას კი გავდა და
-თბილისში ბევრი BMWა გიგა..
-თოკო, მჭედლიძეს მანქანას ყველგან ვცნობ
-ლაშას ვუთხრათ?
-ჯერ არა,ჯერ არა_ ამით დაამტავრა გიგამ რადგან აივანზე ლაშა გავიდა..
ჩემ ოთახში შევიკეტე და მაშინვე ტელეფონი ჩავრთე. . გამოტოვებული ზარები და რამდენიმე შეტყობინება დამხვდა,ყველა ხელის კანკალით წავიკითხე მაგრამ ლუკასგან არცერთი არ ყოფილა..არც კი ვიცი რა მჭირდა..რატომ მინდოდა რომ ლუკას მოეწერე..მაგრამ როგორ არა ვიცი..რეალობისთვის თვალი უნდა გამესწორებინა..მე ლუკა მჭედლიძე მომეწონა და ამას ვერც ვუარყოფდი.. ამ ფიქრებში ვიყავი როდესაც ჩემმა საუკეთესო დაქალმა ანასტასიამ დამირეკა
-გისმენ
-ჩემო პატარა,როგორ ხარ..ღმერთო რომ გავიგე მოვკვდი,გირეკავდი და გათიშული გქონდა
-ხო არ ვიყავი სახლში
-როგორ ხარ?
-არც კი ვიცი რა გითხრა,ცუდად,მენატრება,იცი ცოტახანს თითქოს დავმშვიდდი მაგრამ მისი გახსენება თავიდან და უფრო ღრმად მიხსნის ჭრილობას
-გინდა გამოვიდე შენთან?
-რა თქმა უუნდა
-კარგი მოვდივარ
-სტასი,მჭირდები.მალე გთხოვ
-მოვდივარ ჩემო ტკბილო,მალე მოვალ_ამ სიტყვებთან ერთად გავთიშე..ახლა ვინც მართლა მჭირდებოდა ანასტასია იყო..უბრალოდ მინდოდა ჩავხუტებოდი და დამეძინა..ეს ახლა ყველაზე კარგიი იქნებოდა ჩემთვის შოკიდან გამოსასვლელად.. თავი საწოლის თავს მივადე და თვალები დავხუჭე..მინდოდა გამეხსენებინა გიკასთან გატარებული ყველა მომენტი მაგრამ არ გამომივიდა..თვალებზე ბინდივით რაღაც გადამეკრა..თვალები გავახილე და რაღაც ყრუ ტკივილმა შემომიტია..ამასობაში ცრემლებმა ჯებირები გადალახეს და მორიგეობით,წყვილ წყვილად დაიწყეს წამოსვლა...ჯერ თვალის უპეები გაიარეს,მერე ლოყები,ნიკაპთან კვანძი შეკრეს და ყელისკენ ეცადნენ წასვლას მაგრამ არ გავუშვი..ცრემლები მოვიწმინდე და ავდექი ..ახლა ვერ ვიტირებდი...ჯერ ადრე იყო..ჯერ კიდევ მჭორდებოდა ენერგია..
სამზარეულოში ჩავედი მინდოდა რამე მეჭამა რომ გული არ წამსვლოდა.შევედი თუარა ლევანიც შემომყვა და კარი მიხურა
-ყავა გინდა?_უემოციოდ უბრალოდ ზრდილობის გამო ვკითხე
-არა,მადლობ_გამოცრა კბილებს შორის_ნიტა!!
-ჰოუ?
-სახლში ვინ მოგიყვანა
ჯანდაბა_გავიფიქრე გულში.-ამან საიდან იცის
-მეგობარმა_ძალიან წყნარი ხმით ვუთხარი და სენდვიჩების კეთება გავაგრძელე
-აჰა და ვინაა ეგ შენი მეგობარი_ცოტა ირონია შეეპარა ხმაში
-რა გინდა?ან რაში გაინტერესებს?_ცალი წარბი ავუწიე ვიცოდი რომ ამას წყობილებიდან გამოყავდა
-ნიტა!! ის მინდა გავიგო როდიდანაა ლუკა მჭედლიძე შენი მეგობარი?
-ლუკა მჭედლიძე?_ვითომ გავიკვირვე_წარმოდგენა არ მაქ ვინაა
-მე გეტყვი,აი ისაა დღეს ლურჯი BMWთი რომ მოგიყვანა სახლში,მაინტერესებს საიდან იცნობ და რა ურთიერთობა გაქთ_ ამან კი ნერვები პიკზე აიყვანა და ავფეთქდი,მაგდაზე ხელებით დავეყრდენი და რაც შემეძლო კატეგორიულად ვუთხარი
-ახლა კარგად მომისმინე,ლევან..გეყო ჩემი ძმის და მამაჩემის როლის თამაში..შენ არავინ არ გეკითხება ვინაა ლუკა მჭედლიძე ჩემი,საიდან ვიცნობ და რა ურთიერთობა მაქ..საერთოდ შენი საქმე არაა ვისთან რა ურთიერთობა მაქ..ახლა არ მითხრა გიკამ შენი თავი მე ჩამაბარაო რადგან ვიცი რომ ასე არაა..მე მამა მყავს და დედა და არც ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილების ნაკლებობას განვიცდი და არ ვაპირებ ვიღაც ორი დღის ძმაკაცისგან ასეთი „რჩევები“ მივიღო..ხო ხო ნუ მიყურებ ასეთი სახით.. თოკო და გიგა ბავშვობიდან გიკას ძმაკაცები არიან და მაგათგანაც კი არ მივიღებ ასეთი ტონით ლაპარაკს..ამიტომ შენი მზრუნველობა შენთვის კარგად შეინახე და ძალიან გთხოვ მეორედ ჩემთან მიმართებაში ნუღა გამოიყენებ..თუ რამე შეგიძლია გააკეთე,ოღონდ ეს მე არ მეხებოდეს..გეფიცები ჩემ სიახლოვეს დაგინახავ და კარგს არაფერ მიიღებ-საკუთარი თავის გამიკვირდა ჩემ ბაგეებს რომ მოსწყდა ეს სიტყვები მაგრამ იმდენად ვიყავი გაცეცხლებული რომ გაჩერება ვერ მოვახერხე..ზუსტად ამ დროს ზარი დარეკეს და დავლოცე ის ადამიანი ვინც ეს სიკეთე გააკეთა თორემ შეიძლება ლევანი იქვე მომეკლა სამზარეულოს დანით..კარი გავაღე და რა თქმა უნდა ჩემი სტასი იყო..მომეხვია და დიდხანს ვიყავიტ ასე..აღარ ვტიროდი..არც მეტირებოდა..თუმცა ახლა ერთი დიდ ხმაზე დაღრიალება მთელ სიცოცხლეს მერჩივნა..სამზარეულოში შევედით ის იდიოტი კიდე იქ იყო,როცა ანასტასია დაინახა მაშინვე გავიდა.. ჩემზე მეტად სტასის არ მოსწონდა ლევანი..საჭმელი ავირე და ჩემ ოთახში წავედით.,.გზაზე დედაჩემს მოეფერა,ბიჭბსაც მიესალმა
-ნიტა,ნანაც წამოიყვანე რა..ცოტა დამშვიდდება_მითხრა ყურში
-ცოტახანში,ჯერ რაღაც მაქ სათქმელი
ოთახში ავედი თუარა კარი გადავრაზე და აივანზე გასასვლელი გავაღე, დახუთული ჰაერი და სიგარეტის კვამლი რომ გასულიყო
-სტას,ლუკა მჭედლიძე ვინაა იცი?_ვცადე მაგრამ ემგონა გიორგითი ეცოდებოდა
-იგივე გიორგი ხო?-ასეც ვიცოდი
-ხო
-მე ახლოს არ ვიცნობ,ერთხელ ვნახე თეკლასთან დაბადების დღეზე,როცა ვეწეოდი გამოვიდა და ისეთ პონტში ვილააპარაკეთ..პროსტა ძაან მაგარი ბიჭია,მთელი თბილისი მაგაზე გიჟდება..და რახდება რატო მეკითხები?
-დღეს გავიცანი
-სერიოზულად?სად მოასწარი?
-მთაწმინდაზე_და ყველაფერი დეტალურად მოვუყევი.მხოლოდ ის გამოვტოვე რომ გიკა გამომეცხადა..გაოგნებული მისმენდა..ყველამ იცოდა რომ მე ერთი ინციდენტის მერე ბიჭები მოვიძულე..და როცა ვუთხარი რომ მომწონს,ჩემი ნომერი ჩაიწერა და სახლში მოიყვანა დადებილდა
-ნიტა,ლუკა ცნობილია რომ გოგოებს facebookით კერავს ძალიან ცოტას ნომერს იწერს და გოგოები მანქანით მხოლოდ სასტუმროში ან ბაითში მიყავს გასართობათ..თავის დაქალებიც კი არ დაყავს მანქანით მიზანმიმართულად..უბრალოდ თუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს მარტო მაშინ..ეს შენ ვერ წარმოიდგენ რას ნიშნავს..ლუკა მჭედლიძეს მოეწონე ნიტა
-ხვალ შეხვედრა მთხოვა,მაგრამ არ ვიიცი დედაჩემს როგორ ავუხსნა,არადა დავპირდი რომ ვნახავდი..
-მაგაზე არ იდარდო,მიდი ახლა შენ რაღაცები ჩაილაგე მე ახლავე მოვალ..თქვა და სიგარეტი საფერფლეს ჩააწვა,სუნამო შეისხა და „დიროლის“ ორი ბალიში გადაყლაპა..
დედაჩემთან ლაპრაკი ყოველთვის გამოსდიოდია მაგრამ ახლა სხვა შემთხვევა იყო..ამიტომ ისევ საწოლზედავწექი და ჭამა გავგრძელე,ცოტახანში სტასი ამოვიდა და გაშმაგებული სახით მიყურებდა
-შენ კიდე არ ჩაგილაგებია?
-რაა?მიშვებს?
-პირიქით თვითონ მთხოვა რომ წამეყვანე,არ უნდა ახლა აქ იყო..ურჩევნია სადმე სიწყნარეში წახვიდე..დავპირდი რომ ხვალ როგროც კი მოისურვებ სახლში დაბრუნდები ასე რომ მალე მოაგროვე რაც გინდა და წავედით,მე ტაქსს გამოვიძახებ თორემ მეტროში მეორედ ფეხს აღარ ჩავდგამ..სანამ ანასტასი ტაქსს იძახებდა ჩემ საყვარელ ზურგჩანთაში რამდენიმე შარვალი,ორი ზედა, პირადი ნიცთები და ერთი დიდი მოსაცმელი ჩავდე..
-შენ ხვალ პაემანზე მიდიხარ თუ სავარჯიშობ_გაოცებულმა შემომხედა სტასიმ
-გაგიკვირდება და წარმოდგენა არ მაქ..წავედით?აღარ მინდა ლევანის სიფათს ვუყურო
-რა უნდა?
-წარმოდგენა თუ მქონდეს შენ თავს გეფიცები..
ქვემოთ როცა ჩავედი დედას მაინც ვკიტხე დარწმუნებული იყო თუარა რომ მას არ ვჭირდებოდი მან კი ღიმილნარევი სახით მითხრა რომ ჯობდა დამესვენა..როგორც კი გარეთ გამოვედი ლევანი დაგვეწია
-ნიტა მოიცა,სად მიდიხარ?
-ვიპარები ლევან..ვერ ატყობ სად მივდივარ?
-და მერე ნებართვა ვის სთხოვე?
-ეე ბიჭო,რამე ხოარ გეშლება შენ? ნუ გამომიხვედი აქ ნიტას ძმა ან მამა შენ ვინ გეკითხება სსად მიდის ან რატო..მიდი რა სახლში შებრუნდი _ანასტასიამ პასუხი ჩემ ნაცვლად გასცა
-და შენ ვინ გეკიტხება საერთოდ?
-განახო ვინ მეკითხება?_არ ჩამორჩა სტასი და ერთი ნაბიჯით წინ გაიწია
-სტასი წავედით_ვცადე წამომეყვანა თორე ვიცოდი რომ მიზეზს ელოდებოდა და ლევანზე გაიწევდა..
-ამას გოგო შ** ხოარააქ ვინ ეკითხება..გამომივიდა აქ მამიკო რა
-აუ რავიცი რაც მოვედი ეგრე ვარ,ჯერ იყო და მთაწმინდაზე რა გინდოდაო მერე ლუკა მჭედლიძეს საიდან იცნობო ახლა კიდე ეს
-აუ აუ ნიტა გაჩუმდი თორე მიუბრუნდები და სახეს აღარ დავუტოვებ
-შენ კიდე რაა,არ ღირს მაგად
ამასობაში სადარბაზოდანაც ამოვედით და გამეცინა.. გამახსენდა ლუკამ როგორ მომიყვანა აქ.. როგორც კი მაკეტთან მივედიით სადაც ტაქსი გველოდებოდა,ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა



№1  offline წევრი D-I-A-N-A

დღეს წავიკითხე ორივე თავი და ამეტირა . ძალიან მაინტერესებს ლევანი რატო იქცევა ეგრე. ლუკა მომწოს .მაინტერესებს გაგრძელება იმედია მალე დადებ ახალ თავს <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

კიდევ ერტი ინტრიგანი... თან რა მწერალიიიი ღმერთო გვიშველე.....
რა იყო ახლა ეს ასეთა დგილას უნდა გაწყვიტო????
ნუ მაგარი ხარ!!! მომწონს ეს მოთხრობა !!! ლევანს ალბათ ნიტა უყვარს!!! მეტ ახსნას ვერ ვუძებნი მის საქციელს ველი შემდეგს!!!!

 


№3  offline წევრი ნიანო

nawkas12345
კიდევ ერტი ინტრიგანი... თან რა მწერალიიიი ღმერთო გვიშველე.....
რა იყო ახლა ეს ასეთა დგილას უნდა გაწყვიტო????
ნუ მაგარი ხარ!!! მომწონს ეს მოთხრობა !!! ლევანს ალბათ ნიტა უყვარს!!! მეტ ახსნას ვერ ვუძებნი მის საქციელს ველი შემდეგს!!!!

თუ გაბედავს რომ ძმაკაცის და შეუყვარდეს თან 10წლით პატარაა... ;დ ხვალინდელ თავში ჩანს მგონი თუ სწორად მახსოვს

D-I-A-N-A
დღეს წავიკითხე ორივე თავი და ამეტირა . ძალიან მაინტერესებს ლევანი რატო იქცევა ეგრე. ლუკა მომწოს .მაინტერესებს გაგრძელება იმედია მალე დადებ ახალ თავს <3

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა <3 ხვალვე დავდებ ახალთავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent