შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოულოდნელი აღმოჩენა (სრულიად)


16-02-2017, 20:43
ავტორი wripawripa123456
ნანახია 5 779

კაფიდან გამოვდივარ, ჯიბიდან სიგარეტს ვიღებ და ისე ვასკდები ვიღაცას ვერც ვხდები.
გულში ჩუმად ვიგინები და გოგონას წამოყენებას ვცდილობ, რომელიც შეშლილი სახით მიყურებს.
-ბოდიში. ვამბობ მე და ვცილობ არ გამეცინოს ამ გოგოს სახეზე.
-გაიცინე, გაიცინე არ დაიხრჩო. მეუბნება ისიც სიცილით და მე გაოგნებული ვარ, რადგან ისტერიკების მაგივრად გაცინების ნებას მრთავს.
-ვა, შენ რა მაგარი გოგო ხარ. მოულოდნელად წამოვროშე მე.
-ვიცი. მიცინის ისევ. მეც მინდა, რომ გავიცნო ჩვეულებრივი ხერხით, მაგრამ ძალიან ბანალური იქნება.
გოგო?-ვაფშე განსხვავებული. ხოდა მეც ვიწყებ.
-აუ შენ ნანუკა არ ხარ? მეცინება მე.-ან სადარის შენი შეყვარებული?
უცებ ძალიან დებილურ რაღაცებს ვიგონებ.
მერე ისევ ჩემი თავისაკენ ვუშვებ გინებას და ასე ვაგრძელებ უსასრულოდ სანამ არ მბეზრდება.
-ვიღაცაში გეშლები, გამეკრიჭა ისევ ის.-მე ნაინა ვარ და არც შეყვარებული მყავს.
ხომ რაც მინოდა გავიგე. ახლა უკვე საკუთარი თავის ქებას ვიწყებ თუ რა მაგარი ტიპი ვარ.
-მე ლუკა ვარ. მეცინება და ხელზე ვკოცნი.
ის იმორცხვება.
მე მსიამოვნებს.
-ორიგინალურად გინდოდა ჩემი გაცნობა ხო? მეუბნება ის და მე სახეზე მკვდრისფერი მედება.
-საიდან მიხვდი? გამეცინა მე, ოღონდ სიმწრით.
-მკითხავი ვარ. მეუბნება ძალიან სერიოზული სახით და ვლოცულობ,რომ ბოლოს დარტყმული ნაპასით არ დავიხრჩო.
შემდეგ ძალიან ხმამაღლა ხარხარებს და ბეჭებზე ხელს მირტყამს.
მე მეღიმება მის ასეთ თავისუფლებაზე.
-მატყუებ ხო?
-აბა რა მეტყობა მკითხაობის ლუკა? უცებ გამიშინაურდა ის.
-აბა საიდან მიხვდი? არადა ქერა ხარ ტო. მეცინება ისევ მე და ხალხის აზრს ვიხსენებ, რომლებსაც ქერები დებილები ჰგონიათ.
-სტერეოტიპს ვანგრევ. ეცინება ისევ ნაინას.
და ვუკვირდები, რომ ძალიან ლამაზი და განსხვავებული სახელია ნ ა ი ნ ა.
მერე მოვდივარ გონს, რომ ასე შუა მარჯანიშვილზე ვდგავართ და ძალიან ხმამაღლა ვიცინით.
მერე ისევ ჩემს თავს ვლანძღავ,რომ ასეთი იდიოტი ვარ.
‘’რა ს*რი ხარ ლუკა.’’-მესმის ალტერეგოს ხმა და ცხოვრებაში პირველად ვეთანხმები.
შემდეგ მწვანეთვალება გოგონასკენ ვბრუნდები.
-ყავა ხომ არ დაგველია?
-არა! უცნობებს არ დავყვები.
სიცილისაგან ცუდად ვიყავით. შემდეგ ტროტუარზე ჩამოვჯექით და მთელი ხალხის ყურადღება მივიქციეთ, რომელიც საერთოდ არ გვაინტერესებდა.
-მე ლუკა დადეშქელიანი ვარ.ვეცნობი თავიდან.-კიდევ უცნობი ვარ? მეცინება ისევ.
სიცილისაგან გაწითლებული მიყურებს და მეუბნება.
-დედის სახელი, ბაბუის, მამის, ბებიის სახელები არ ვიცი, ასევე არ ვიცი შენი ასაკი, რას საქმიანობ, გყავს დედმამიშვილი თუ არა, ვინ არიან შენი ძმაკაცები.
ძალიან სერიოზულად მითვლის ამ ყველაფერზე და მე მინდა გავიქცე, რადგან მგონია, რომ კომუნისტ გოგოს გადავეკიდე.
შემდეგ ჩემს სახეზე ეცინება.
-კაი ხო, გეკაიფები. ახლა ის დამცინის.
და საოცრად უხდება ღიმილი, რომელსაც არასოდეს არ იშორებს აშკარად სახიდან.
-რა უნამუსო გოგო ხარ! ისტერიკაში ვვარდები მე.
-რა ისტერიკიანები ხართ ეს სვანები რა! იწყებს ისევ თავიდან.-ერთ ქვაბში უნდა ჩაგყაროთ მთელი მოდგმა და მოგხარშოთ.
ამდენს ვეღარ ვუძლებ და ისევ სიგარეტს ვუკიდებ.
-რა დაგიშავეთ კი მარა? მართლა ვერ ვხდები მე.
-დაქალი მყავს სვანი, შენნაირი ისტერიკაა.
-სად შემატყვე ისტერიკა ტიპი, რომ ვარ?
-ხმის ტემბრი, რომელიც საგრძნობლად გეცვლება ხოლმე, შემდეგ ძარღვები როგორ გებერება, როდესაც ისტერიკა თუ არა მაგდაგვარი რამე, რომ გეწყება. მაგალითად ეხლაც, როდესაც გიჟს გავხარ.
-მართლა მკითხავი ხარ? ვიკითხე გაოგნებულმა და ხელები მაღლა ავწიე.-ღმერთო რა შეგცოდე? ვეკითხები ღმერთს საცოდავად და ჩემს თავზე თავადვე მეცინება.
-მკითხავი არა, მაგრამ..
-რა მაგრამ? არ ვაცდი დაბოლოვებას.
-დამაცდი? სიცილით კვდება ის, მე - ინტერესით.
-კაი ხო, მიდი. ფარხმალს ვყრი მე.
-მოკლედ ფსიქოლოგი ვარ.
ისე ძალიან მეცინება,რომ არ ვიცი რა გავაკეთო, რომ არ გავიგუდო.
-მაგიტომ ხარ შვილო გაგიჟებული. დამრიგებლური ტონით ვიწყებ ლაპარაკს.
-ბებიაშენი დაარიგე. შუტკას მიხსნის ის და მე ისე შეტევა მაქვს, ოღონდ სიცილის.
-ბებიაჩემისგან რა გინდა? გავიოცე მე.
-არაფერი, მაგარი ქალი იქნება. ეცინება ისევ ნაინას.
-კი ბაზარი არაა, მართლა მაგარი ქალია, შენნაირად ვერ იყო ისიც დალაგებულიახალგაზრდობაში.
ვუყურებ ნაინას და ვხდები, რომ არ გავს არავის.
ერთია და ისიც ჩემს გვერდზე ზის და მინდა ასე დაუსრულებლად, მთელი ცხოვრების მანძილზე ვუყურო.
და ვხდები, რომ მაგარი დარხეული მაქვს.
მოულოდნელად ფეხზე წამოდგა, მეც წამომაყენა.
არადა პირიქით უნდა ყოფილიყო.
მგონი როლები გავცვალეთ.
ლოყაზე მაკოცა და დამემშვიდობა.
-ნომერს მაინც არ დამიტოვებ? მივაძახე საცოდავად.
-არა! დამიყვირა წკრიალა ხმით.
-კიდევ შევხვდებით?
-განგებამ იცის ლუკა.
ეს იყო და ეს.
და ისევ ვფიქრობ თუ რა მაგარი გოგოა.
თავისუფალი, ლაღი.
რაც დღეს იშვიათია.
არა გოგოები კი არიან აი ძაან თავისუფალ ‘’როჟებად’’ და ‘’ძერსკებად,’’რომ მოაქვთ თავი.
რო ტიპობენ და რაღაც.
არადა სოფლის ორღობეს, რომ რამდენიმე კვირის გამოცდენილები არიან.
მეზიზღება ასეთი გოგოები. ნაინასი არ იყოს და სვანებს არა, მაგრამ ასეთ გოგოებს მართლა მოვხარშავდი.
ჩემს ფიქრებზე მეცინება და რამდენიმე წამი იმასაც კი ვერ ვიხსენებ სად დავაყენე მანქანა.
ცუდად იმოქმედა ამ გოგომ ჩემზე.
შემდეგ გზა გადავკვეთე და ნიკუშასკენ ავიღე გეზი.
ჩემი ძმაკაცია, გოგო უყვარს და მოტაცბას ვაპირებთ.
არა განა იმას არ უყვარს.
პროსტა მშობლების ეშინია, რომ გავთხოვდე ასე მალე დავკარგავ სამუდამოდო.
ცოტა ვერც ანასტასია ვერ არი და ვერც მაგისი მშობლები მე თუ მკითხავთ.
ხოდა მაგის ნებით, რომ არ იყო, ეხლა ნიკუშას ნებითაა და ეგ არის რა.
თემაა გაიასნებული.
ხომ ხვდებით?
-ჩამო . ჩავძახე ტელეფონში.
-ხომ მოვცუნცულებ საყვარელო. გამენაზა ის.
-პიდარასტი ხარ ტო? მეცინება ახლა მე.
-შენთვის რაც გინდა ის ვიქნები.
-ჩამოეტიე სანამ გაგინე.
მეცინება ამ ბიჭის ხუშტურებზე და ტელეფონს ვთიშავ.
მიჩვეული ვართ საძმაკაცოში ამის დებილურ ქცევებსა და ჭკვანაკლულ ტვინს.
ახალ წელს თოვლის ბაბუის ფორმაში უნდა გამოგეცხადოთო და მაგის მაგიერ ქალის კაბითა და მაღალქუსლიანებით დაგვადგა.
ეხლაც ძალიან მეცინება მაშინდელ სიტუაციაზე.
ისე რას ვერჩი ანასტასიას, რა მიკვირს, რომ ჯერ ამაზე გათხოვება არ უნდა.
როგორც კი მანქანაში ჩაჯდა საქმიანი კაცივით დაიწყო:
-იტოკში იცის, რომ შენთან ავდივართ წყნეთში რა.
მე თვალები გადავატრიალე.
-მე რომ არ გყავდე რა. შევიფერე ახლა მე.
-ჩემი მზე ხარ. სიცილით მეუბნება და საკოცნელად იწევს.
-გა**ვი ნიკუშა.
-რა ისტერიჩკა ხარ.
დღეს უკვე მეორედ მესმის ეს სიტყვები და ნაინა მახსენდება.
რაღაცნაირად მსიამოვნებს ამ გოგოზე ფიქრი.
სიამოვნებით დავჯდებოდი ისევ იმ ტროტუარზე და ანასტასიას მაგივრად ნაინას მოვიტაცებდი.
ანასტასია ისეთი ლამაზი იყო, როდესაც მანქანაში ჩაჯდა ვიფიქრე პირდაპირ აქვე და ახლავე მე ხომ არ შევითავსო მღვდლობა და ჯვარი ხომ არ დავწერო,სანამ გაგვექცა თქო.
-პრივეტ რძალო. კარგი დაქალივით ვესალმები.
-რა დროს რძლობაა ლუკა. მიღრენს ის.
-რავიცი, რავიცი. ვეუბნები ორაზროვნად და მანქანის ყველა კარებს ვკეტავ, რომ არ გაიქცეს.
-მოგიტაცე სიყვარულო. ეუბენბა ნიკუშა ანასტასიას და გოგოს მიტკლისფერი ედება.
მგონი ინსულტი აქვს ან მინი ინფაქტი.
-რა ქენი?
-მოგიტაცე.
-სულ გააფრინე ხო?
ამის თქმა იყო და მანქანა ისეთი სისწრაფით მოვწყვიტე ადგილიდან მხოლოდ ანასტასიას წივილი მესმოდა.
-მოტაცება კანონით ისჯება. იწყებს თავის კანონებს და თავის ჭკვაში გვაშინებს.
-კრიშა გვყავს სერიოზული, ფეხები არ მოგვჭამონ. ვიწყებ სიცილით მე.
-გაგიჟდებიან ჩემები. ცოტაც და იტირებს ის.
-გიყვარვარ? ნელა აპარებს ნიკუშა თითქოს პირველად ისმენდესო რა!
-ხო. ისევ სლუკუნებს გოგო.
დავიწვი მაგის საცოდავობით.
-ხოდა ვსო რა. დალშე ყველაფერი ასიანზე იქნება.
-მართლა? იმედის ნაპერკალი გაუჩნდა.
-როდის მომიტყუებიხარ?
დედა შენ მიშველე. ვიძახი ჩემთვის, როგორ არ მიყვარს ეს სენტიმენტალები და ამბები.
წყნეთში დავტოვე და იქიდან ისე წამოვედი არც დამშვიდობებივარ.
ცოტახანი დავისვენებ ამათ გარეშე და ეგ იქნება.
ჩემს თავზე მეცინება.
ისე ვარ ამ მარტოობაზე შეყვარებული, შეიძლება უცოლოც კი დავრჩე.
დედაჩემი სულ იმას მეუბენბა შე საცოდავო ვინ უნდა გაგიძლოსო.
ძალიან პრეტენზიული ვარ ხოლმე.
დილით ლოგინთან თუ ყავა არ დამხდა მთელი დღე უჟმურ ხასიათზე ვარ და ვშხამავ ყველას.
სისინა გველს ვემსგავსები ხოლმე.

რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ მარჯანიშვილზე ძალიან დიდი დროს ვატარებდი რაღაცის ძებნაში.
მიზეზი არ მელეოდა იქ გასასვლელად.
ავიკიდებდი ხან ერთ ძმაკაცს, ხან მეორეს ან ორივერ ერთად და დამყავდა ხან კაფეში, ხან სადმე.
იმათაც მუქთა ანახე და...
ხოდა რაღაცას კი არ თქვენც კარგად ხვდებით ვის ვეძებდი.
-წამო მარჯანიშვილზე რა. ვეხვეწები ბექას.
-მარჯანიშვილის გარდა სხვა ადგილი არ იცი?
-რატომღაც მომწონს ამ ბოლო დროს.
პირველკლასელივით ვიწყებ ლუღლუღს.
-რატო? არ მეშვება ის.
-რა იცი ამდენი კითხვები. წამოხვალ თუ არა?
-არა, მეზარება. ტელეფონშიც კი ვხვდები,როგორ ეცინება.
-შენს სისხლს დავლევ ბექა ბარათელო.
-წარმატებები. მეუბნება სიცილით და ტელეფონს მითიშავს.
ხოდა მეც იძულებული ვარ მარტომ „გავისეირნო.’’
კაფეში დავჯექი, ლატე შევუკვეთე და ერთი ღერი ამოვაძვრინე პაჭკიდან.
ყავა და სიგარეტი საოცარ სიამოვნებას მანიჭებს.
ვფიქრობდი ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ნერვები მეშლებოდა.
მომენტალურად გვერდზე გავიხედე.
გოგო იჯდა და წიგნს დიდი ინტერესით კითხულობდა.
შუბლს ხან გახსნიდა, ხანაც შეჭმუხნიდა.
საოცრად ნაცნობი იყო და უცებ ტვინში სისხლი ჩამექცა აქამდე, რომ ვერ ვიცანი.
-ნაინა. ვეძახი და ბედნიერების ტალღა მივლის.
-გამარჯობა ლუკა. ისიც ღიმილით მასაჩუქრებს და ჩემს მაგიდასთან ჯდება.
-როგორ ხარ? ვეკითხები მე.
-როგორ ვიქნები, დავიწყვი თბილისში. შენ როგორ გიკითხო? ისევ მჩუქნის თავის ღიმილს.
-გადასარევად უკვე. მხიარულ ტალღაზე ვდგები აშკარად.-წადი დაისვენე მერე. ვაგრძელებ მე.
-ვმუშაობ.
-შენს უფროსს მე ვეტყვი გაგათავისუფლოს.
-არა, ჯერ ფული მჭირდება. ისევ მიღიმის ის.
-მე მოგცემ. წამოვროშე უცებ და მეღიმება მის სახეზე, რადგან ვიცი აუცილებლად უარს მეტყვის.
-რა თქმა უნდა ლუკა არ მომცემ, მითუმეტეს არც ვალდებული არ ხარ. მიღიმის ძალიან ლამაზად.
-რაში გჭირდება? ინტერესი მკლავს მე.
-მანქანა უნდა ვიყიდო. ეღიმება ისევ.
-ვა, ძალიან მაგარია ვეუბნები მე და ნამცხვარს ვუკვეთავ.
-არ იყო საჭირო, იმორცხვებს ის და ლოყები ეფაკლება. მე კი დაუოკებელი სურვილი მაქვს მისი ჩახუტების.
-ბედისწერის გჯერა? იწყებს მომენტალურად ნაინა.-ან სიზმრის ახდენის.
ისე გადავიხარხარე მთელი კაფე მე მიყურებდა.
ნაინა-მიბღვერდა.
-კარგი, ბოდიში. უცებ ვსერიოზულდები მე.-არა, არცერთის არ მჯერა.
-ძალიან ცუდია. თითქოს გამებუტაო.
-შენ გჯერა? კითხვას ვუბრუნებ მე.
-კი.
-მაშინ დამიმტკიცე. გავმხიარულდი მე.
-რაც გინდა დამტკიცებას ვეცადო სიზმარი თუ თავად არ აგიხდა ვერ დაგაჯერებ, მაგრამ ბედნისწერაზე კიბატონო. ეღიმება ისე, რომ თვალებიც კი უცინის.
-აბა გისმენ. მოხერხებულად მოვეწყვე მე და თვალებში დამაბნებლად მივაშტერდი.
რამაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყო არ გაჭრა.
არ დაიბნა და აქეთ გამოიწვია ჩემი დაბნევა.
ისევ ჩახუტების სურვილი მაქვს, რადგან ყველასაგან განსხვავებულია.
სახელით.
სტილით.
აზროვნებით.
ქცევით.
სილაღით.
სიმშვენიერით.
ნაინა?-გოგო საოცრება.
-აი მაგალითად, ბედისწერა, რომ არა მე და შენ ახლა ამ კაფეში ვერ ვისხდებოდით. ბედისწერაა ის, რომ მაშინ ერთმანეთს დავეჯახეთ. ხომ იცი უბრალოდ არაფერი არ ხდება, მაშინაც ნომერი იმიტომ არ მოგეცი, რომ სადღაც აუცილებლად შეგხვდებოდი.
-ოხ ეს ფსიქოლოგები. გემეცინა მე.-ახლა მომცემ? ღიმილით შევაპარე მე.
-არა! ეცინება ისევ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ბედისწერის შესახებ დაგაჯერო. მესამედაც შევხვდებით დამიჯერე და მერე უკვე მიხვდები ჩემი სიტყვების სისწორეს.
შემდეგ თვალს მიკრავს, მადლობას მიხდის და მიდის.
მე გაოცებული ვარ.
ვუყურებ როგორი ნარნარით მიდის და სურვილი მაქვს უკან გავყვე და ასე ვდიო დაუსრულებლად.
ძალიან მაგარი გოგოა.
მისნაირი არავინ არ მინახავს და მინდა ისევ შევხდე და აღარასოდეს მოვიშორე გვერდიდან.

ბედნიერი სახით გამოვდივარ გარეთ, როდესაც ვიღაც ბიჭი მაჩერებს.
აშკარად ვერ ვიხსენებ ვინ არის.
-ლუკა როგორ ხარ? მეკითხება ის და მეც დაბნეულად ვპასუხობ.
-კარგად, მაგრამ ვერ გცნობთ.
-ხო, ვიშოვეთ ფულები და დავივიწყეთ ნაცნობები. დამცინის ის.
-ბატონო? გავიკვირვე მე.
-კარგი, კარგი. შენი ამბავი, რომ ვიცი მომკლავ, ისედაც კარგად არ მახსოვს გუდამაყრის ბანაკში გატარებული დრო შენთან ერთად.
ძალიან მაგრად მეცინება,როდესაც ამ ბიჭს ვიხსენებ და მის დასიებულ-დალურჯებულ სახეს.
პატარა რაღაცის გამო ისე ვცემე დედამისი ვეღარ ცნოდა.
-გიორგი, მაგ მასხრობის გამო მოგხვდა მაშინაც. ისევ მეცინება მე.
-რას ვიზავთ. ეცინება ისევ.
-როგორ ხარ აბა, როგორ მიცანი ამდენი ხნის მერე? მაინც მიკვირს მე.
-შენს შეკრულ შუბლს როგორ ვერ ვიცნობდი, ისეთი დაღი დამასვი.
და მოულოდნელად ჩუმდება.
სიცილისაგან მუცელი მტკიოდა.
ამდენი კარგა ხანია არ მიცინია.
მერე ერთი-ორი რაღაც კიდევ მითხრა და დავიშალეთ.
ცხოვრებაში პირველად მივუყვებოდი მარჯანიშვილის გზას აღმაშენებლისაკენ მანქანის გარეშე და ათას რამეზე ვფიქრობდი.
ნაინაზე.
მის თეორიაზე.
მწვანე თვალებზე.
მის სიცილზე.
ქერა თმაზე
და
მის ჰაეროვან სიარულზე.
და მგონი ვიჯერებ იმ ყველაფერს რასაც ადრე თავშიც არ გავივლებდი.
ყოველთვის მიკვირდა ადამიანზე, რომ ამბობდნენ სრულყოფილიაო.
მაგრამ ფაქტს როგორ გავექცე ან სად დავემალო.
ნაინა არის გოგო,რომელშიც ნაკლის აღმოჩენას ვცდილობ და ყველა მცდელობა ჩემი მარცხით მთავრდება.
იმ ღამით ნაინა დამესიზმრა.
ზღვის ნაპირზე კისკისით მორბენალი.
და საოცარი სანახავი იყო ერთად ბობოქარი ზღვა და მწვანეთვალება ნაინა.

დილით ტელეფონის წკრიალი მაღვიძებს.
ყველაზე მეტას ეს მომენტი მეზიზღება.
ადრესატისაკენ რამდენიმე გინება გავუშვი და ძლივს ვუპასუხე.
-გისმენთ.
-რა იყო ხოარ გეძინა? ნამძინარევიც კი ვცნობ ნიკუშას ხმას.
-არა ს*რო დილის 6 საათზე ვჭამს, მეძინა აბა რას ვაკეთბდი. გულმოსულმა დავუღრიალე მე.
-ასეთი ახალგაზრდა და ასეთი დანევროზებული? მე ჯერ არ მინახავს. განაგრძობდა ნერვებზე თამაშს ის.
-რა გინდა თქვი თუ არადა ვთიშავ.
-ზღვაზე არ წავიდეთ სასტავი?
-შენ ცოლი ეხლა მოიყვანე რა გებათუმება? გამეცინა მე.-ჯერ მამამისს გადაურჩი.
-ჩამოსული იყო, იწივლა-იკივლა, მაგრამ გავაიასნე რა.
მერე ძალიან ბევრი ვიცინეთ.
-როდის წავიდეთ? მთლად გამოვფხიზლდი მე.
-როცა გინდა.
-ზეგ წავიდეთ, რაღაც საქმეს მოვაგვარებ და.
-კაი, გკოცნი. მეუბნება სიცილით და მითიშავს.
ბიჭმა ცოლი მოიყვანა, მაგრამ ამისი ტვინის საშველი არაა.

შემდეგ ავდექი, წყალი გადავივლე და 9 საათამდე სახლი დავანგრიე.
ოღონდ დრო გამეყვანა და არ ვიცოდი რას ვაკეთებდი.
შემდეგ ოფისში წავედი, რაღაც საბუთებს გადავხედე.
თანამშრომლების გაოცებას ყოველთვის ვიწვევ.
საშინლად არ მიყვარს ოფისში სიარული, ამიტომ ხშირად კი არა ყოველთვის დედაჩემი მოდის ხოლმე.
დღეს რომ დამინახეს ყბა ჩამოუვარდათ.
-დახურეთ ყბები, ხანდახან მეც მოვალ ხოლმე. გამეცინა მე.
-გასაგებია ბატონო ლუკა. ლუღლუღებდა ერთი გოგო.
აშკარად ახალი მიღებულია.
-ბატონოები და ეს ოფიციალური რაღაცები არ გვინდა ჩემო...
-ნინია. უცებ მეუბნება სახელს და ხელს მართმევს.
-ხო ნინია. ამის მერე გეცოდინება.
თვალს ვუკრავ და ოფისიდან ისე გავდივარ, როგორც შემოვედი.
მერე ისევ მარჯანიშვილი.
ისე ის კაფე.
მაგრამ არა ნაინა.
ზედმეტად ამეკვიატა და ვერ ვხდები რატომ.
არასოდეს არ მქონია გოგოს მიმართ ასეთი დამოკიდებულება.
რაღაც განსხვავებულს ვგრძნობ.
კი იყო ჩემს ცხოვრებაში უამრავი გოგო, მაგრამ არცერთის მიმართ არ მიგრძვნია ასეთი რამ.
იყვნენ რამდენიმე კვირიანი თოჯინები და ეგ იყო და ეგ.
და ეს ის მომენტია,როდესაც გინდა, რომ შენს ფიქრებთან მარტო დარჩე.

რამდენიმე დღეში ბათუმის გზას ვედექით.
ყველანი სიჩქარის მოყვარულები.
მე მამის მხირდან რბოლისაკენ მიდრეკილება მაქვს.
მთელი ბავშვობა მასწავლიდა, რომ სიჩქარის არ უნდა შემშინებოდა.
საჭეს პროფესიონალურად როგორ უნდა დავუფლებოდი.
ახლაც 180-ს მიჩვენებს სიჩქარის მაჩვენებელი და სიამოვნებისაგან მაკანკალებს.
მაგრამ გვერდით ისე ჩამიქროლა წითელმა M5 სულ დამავიწყა ყველაფერი.
ისე მოხდენილად ძვრებოდა მანქანებს შორის მე და ნიკუშას პირი დაგვაღებინა.
-დაინახე? მიყვირის ბექა.
-დავინახე. ძლივს ამოვიღე ხმა.
-აშკარად არ იჯდა ბიჭი. ახლა ნიკუშა იწყებს.
-რა სისულელეა. გამეცინა მე.-ასე კარგად გოგო შანსი არაა ვერ ივლიდა.
-უმცირესობაში მაყენებ ლუკა? უკანა მხრიდან ანასტასიას სიცილნარევი ხმა მესმის.
-არა როგორ გეკადრება, მაგრამ სიმართლეა რა. მეცინება ახლა მე.
-დამსვი საჭესთან. მომთხოვა კატეგორიულად.
-არა! დაგვამტვრევ.
-თუ არ დამსვავ ისედაც დაიმტვრევი. მეკრიჭება ის. მერე ნიკუშას უკრავს თვალს და ცოლ-ქმარს ვუყურებ და ვფიქრობ, რომ შარში ვარ.
მერე მანქანას ვაჩერებ და ანასტასიას ვუთმობ ადგილს.
მანქანის კარი არ მაქვს დაკეტილი უცებ, რომ სწყდება ადგილს.
-რას აკეთებ მკლავ? გამეცინა მე.
-არ გიგიმტკიცე ქმრის ძმაკაცო. ეცინება ახლა მას.
ერთი ნაინა მაიძულებს ჩემი აზრების დაგმობას ხოლმე და მეორე ეს გოგო.
საოცრად კარგად მართავდა.
მეც რაღა მიჭირდა.
მშვიდად დავიძინე მანქანაში და ბათუმში ჩასვლამდე არავის არ შევუწუხებივარ.

ჰილტონში დავბინავდით.
მიყვარს ბათუმი.
აქ ყველაფერს ვისტორებ.
თბილისის კლუბები მეზიზღება.
ხშირად ყოფილა ბათუმში კლუბის გამო ჩამოვსილვარ.
-დღეს ვსვავთ ისე, რომ სახელებს ვივიწყებთ. ყვირის ანასტასია.
-რახდება? დაინტერესდა ნიკუშა.
-ჩემი დაქალი ჩამოვიდა დღეს, ძლივს დააღწია სამსახურს თავი.
-და მერე ეგ რა აღსანიშნავია? გავიკვირვეთ ბიჭებმა.
-მხდალო, გამიცინა ანასტასიამ.-თუ გეშინია არ დალიო.
-ლოთს ელაპარაკებით ქალბატონო. დავიწყე მე.
-განახებ, განახებ. ისეთი გოგო მოდის იქნებ ყბა დააღო. ენა გამომიყო და კისკისით წავიდა.
და მერე ვფიქრობ, რომ ნიკუშას გავლენაა.
გადარია გოგო.
ცხორებაში არ დაულევია.

საღამოს სასტუმროსთან მანქანას ვხედავ, რომელმაც პირი დაგვაღებინა.
ქერა გოგო გადმოდის.
ნაინას მსგავსი.
ერთი წამით ვუშვებ იმ ვარაუდსაც, რომ მართლაც ნაინაა.
მერე მისი გეგმები მახსენდება და მეღიმება.
-‘’შარში ვინ არისო?’’-სისინებს ჩემი ალტერეგო.
-მოკეტე. ვბრაზდები მე.
-‘’დან*რეული გაქვს.’’ ისევ აგრძელებს ის.
-წადი შენი.
შემდეგ თავს ვაქნებ, რომ ნაინა და მასთან დაკავშირებული ფიქრები დავივიწყო, მაგრამ სულ ტყუილად.
შემდეგ ანასტასია გვეძახის მოვიდა უკვეო.
ხოდა ბედისწერის ნამდვილად დავიჯერე.
ნაინას ელაპარაკება.
ისიც მზის სხივივით აფრქვევს თავის ღიმილსა და სილამაზეს.
მე ვჩლუნგდები.
პატარა ბიჭივით ვიბნევი.
შემდეგ მიდვივარ და გულში ვიკრავ.
-მჯერა. ვეუბნები და შეუმჩნევლად ლოყაზე ვკოცნი.
-ვიცი. გამიღიმა ახლა მან.
ანასტასია გაკვირვებულია.
ბიჭებს პირი აქვთ ღია.
და მინდა მივაძახო პირი დაკეტეთ ბუზი შემოგიფრინდებათ თქო.
დავინახე და უკვე ვერ ვარ.
-საიდან კი მარა? ახლა ანასტასია კითხულობს.
-მარჯანიშვილიდან. ეღიმება ნაინას.
შემდეგ მეც.
და ყველა ხვდება, რომ მე რაღაც მემართება.
სიტყვებსაც კი ვაკონტროლებ, რაც ჩემში ნამდვილად არ იყო.
თითოეულ მისკენ გადადგმულ ნაბიჯს ვზომავ.
და ვაგრძელებ ასე უსასრულოდ.
-მგონი პირი მართლაც დაგაღებინე. ისევ მიტევს ეს გოგო.
და ვიცი, რომ ცამდე მართალია.
-ხო. ჩუმად ვამბობ მე.
შემდეგ მართლაც სახელის დავიწყებამდე ვსვავთ და გონს ვკარგავთ.
ჰილტონიდან სად წავედით არ მახსოვს.
მაგრამ ბეშუმს ვცნობ.
მანქანებს ვერ ვხედავ.
და გარეთ მძინარე მეგობრებს.
შემდეგ ნაინას, რომელსაც ლოყები აქვს აწითლებული და ტუჩებს აცმაცუნებს.
და ვფიქრობ ძილიც რა მშვენიერი აქვს.
მერე გონზე მოვდივარ და ვერ ვხვდები აქ რა გვინდა.
ან როგორ გავჩნდით.

მერე ბექას ვაღვიძებ მის გაკვირვებულ სახეზე ვხალისობ და სხვების გაღვიძებასაც ვუდგები.
ვერავინ ვერ ვხდებით აქ როგორ ავღმოვჩნდით.
-აუ ჩემი სიზმარი ახდა ისევ. იცინის ნაინა და მე მიყურებს.
-რა სიზმარი? ინტერესით უყურებს ბექა.
-ზუსტად ეს სიტუაცია მესიზმრა და მგონი ვიცი როგორც ამოვედით. ისევ იცინის ის.
-როგორ? ახლა მე ვეჩრები.
-რა მოუთმენელი არსება ხარ ლუკა! ეცინება ნაინას ისევ.-ფეხით. ამბობს დარწმუნებული.
-შენ და შენი სიზმრის ახდენები, რომ არ ვიცოდე არ დაგიჯერებდი, მაგრამ რამდენი აგვხდენია! იცინის ახლა ანასტასია.
-არ არსებობს. ყვირის ნიკუშა და ტბისაკენ გარბის უნდა თავი მოვიკლა კილომეტრები ფეხით როგორ გავიარეო.
მის რეაქციაზე გვეცინება.
ბოლო გზა ავტოსტოპია ან ისევ ფეხით ჩასვლა.
მეორე ძალიან აფსურდია.
ხოდა გოგოები და მათი სილამაზე რა.
ბათუმამდე ჩავაღწიეთ.

მაშინვე აბაზანაში შევედი.
და შემდეგ ჩემი სიზმარი ამომიტივტივდა ტვინში.
და ცოტა არ იყოს სიზმრის ახდენებსაც ვიჯერებ.
ზღვის ნაპირას კისკისით მორბენალი არ იყო, მაგრამ ზღვაზე იყო ჩემთან ერთად.
-„შენთან ერთად არა ლუკა, ყველასთან ერთად.“-მესისინება ისევ ალტერეგო.
საშინლად არ მინდა დავეთანხმო, მაგრამ მიწევს!
ამ ბოლო დროს ადვილათ ვთმობ რაღაც-რაღაცებს.
აღარ დავდევ გოგოებს.
საოცრად ვიცვლები.
დილაობით ყავა ხომ საერთოდ აღარ მახსოვს რა არის.
რადგან ყავა ნაინაზე ფიქრებმა შეცვალა.
და მაინც რა მაგარი გოგოა.
და ვხვდები,რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოულოდნელი აღმოჩენაა,რომელიც თავდაყირა აყენებს ყველაფერს.
რომელიც გამოუსწორებელ ლოთსა და ბაბნიკს ცვლის უკეთესობისაკენ.

საღამოს კლუბში წასვლა და გართობა.
დაბლა ჩავედი და ტვინშერყეულებს ველოდებოდი, როდესაც ნაინა დავინახე მომღიმარი სახით.
ხელი დამიქნია და მეც მისკენ წავედი.
-სამსახურზე რაქენი?
-მივატოვე.
-მანქანა იყიდე?
-კი. და ისე გაეხა სახე ღიმილისაგან, რომ რავიცი.
-გილოცავ. რომელია აბა? ახლა მე გამეღიმა.
-რო ჩავჯდები ნახავ. ისევ მიღიმის.-ბედისწერის დაიჯერე?
-შენ წარმოიდგინე და არა მარტო ბედისწერის სიზმრების ახდენისაც.
-ხომ გეუბნებოდი. რა დაგესიზმრა?
მიხვდი, რომ ძალიან გასუწორდა,თავის თეორიებში, რომ დამარწმუნა.
-შენ დამესიზმრე სანაპიროზე მორბენალი. ახლა მე გამეღიმა.
ნაინას კი მუქი წითელი ვაშლისფერი დაედო.
-და ზღვაზე მორბენალი,რომ არ ვყოფილვარ?
-სამაგიეროდ ზღვაზე ხარ ჩვენთან ერთად.
სანამ ჩემთან ერთად ვიტყოდი გადავაკეთე,რადგან ალტერეგო დაიწყებდა ტვინის ტ*ყვნას.
-რა მაგარი გოგო ვარ რა! შეიფერა უცებ.
-მართლაც მაგარი გოგო ხარ. ჩამეცინა მე.
-კარგი ეხლა, ეგ ისე ვთქვი ეგეთი მაგარიც არ ვარ.
-ხარ!
შეპასუხება ვეღარ მოასწრო, რადგან თავზე დაგვდგომოდა ანასტასია და მკვლელის თვალებით გვიყურებდა.
თითქოს ნარკობარონები ვყოფილიყავით და რაღაცებს ვტენიდით.
ძალიან გავსულელდი.
რეებზე ვფიქრობ.
შემდეგ მე მანქანისაკენ წავედი და ისევ M5-ს ვუყურებდი და ინტერესით ვკვდებოდი ვინ იყო მძღოლი.
ხოდა ეს ინტერესი ისე უცებ გამიქრო ნაინამ და საოცრად გამაკვირვა,როდესაც მოხდენილად ჩაჯდა და უცებ მოსწყვიტა მანქანა ადგილიდან.
-მეორე გაოცება ხო? დამცინის ანასტასია.
შემდეგ კი ბექა ყვება სიცილში.
-იცოდი არა? ნერვები მეშლება მე.
-რა თქმა უნდა! მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენდი შენ, რომ ნაინას იცნობდი.
-მეც ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდი.
ვუთხარი და ყველას მანქანისაკენ ვუბიძგე.

მთვრალ ნაინას ვუყურებ და მსიამოვნებს ამ გოგოს ყურება.
ყველაფერში დასტოინია.
არ აქვს უაზრო და ამაზრზენი ქცევები.
ახლაც უამრავი თაყვანისმცემელი ეხვევა გარს, მაგრამ ყველას თავიდან იშორებს და ცეკვავს ჰაეროვნად.
მე ეჭვიანობაში ვიჭერ თავს.
-ყველაფერი როგორ უხდება არა? გამომცდელად მეკითხება ნიკუშა.
-კი ტო, ძალიან მაგარი გოგოა.
-გაბმული ხარ ხაფანგში. ახლა დაცინვას იწყებს.
მე დუმილს ვამჯობინებ.
-დუმილი თანხმობის ნიშანიაო. ჩამყვირის ყურში ისევ.
-გა*ჯვი ბიჭო.
-შენ და სვანური გამოხტომები რა.
მერე დგება და ანასტასიას ეცეკვება.
ბექამ ვიღაც გოგო ააგდო და მოტყდა.
მე ნაინას ვუყურებ ისევ.
განათების ფონზეც საოცრად ანათებს.
შავ ფერს ნათელს ხდის.
შემდეგ ჩემკენ მოდის.
ხელს მიწვდის და საცეკვაოდ გავყავარ.
ისევ ეს გაცვლილი ადგილები.
ხანდახან მგონია,რომ მე კი არა ნაინაა კაცი.
-მოცეკვავე ხარ? ვეკითხები მე.
-ვიყავი. რამდენიმე თვეა თავი დავანებე ბალეტს.
-ბალეტს? დავიბენი მე.
-ხო. ეღიმება,რადგან აშკარად ვხდები როგორ მოსწონს,როდესაც მაბნებს.
რაც გინდა იყოს გოგოს მხრიდან ყოველთვის ვგრძნობ სიმპატიებს, როგორც არ უნდა ეცადოს დამალვა.
და მე ეს მომენტი ძალიან მომწონს.
რადგან ყველაფერი რაც ჩემში ხდება არ არის ცალმხრივი.
-იმიტომ ხარ ასეთი ჰაეროვანი.
-ალბათ. იფერებს ის.
შემდეგ ისევ გაკვირვებულს მტოვებს.
მოცეკვავეების ჯგუში შედის და წრეში ექცევა.
მეც წინ მივდივარ, რომ დავინახო რას აპირებს.
გოგოს ეჯიბრება ჰიპ-ჰოპში.
ესეც,რომ საოცრად გამოსდის.
შემდეგ ვიღაც ბიჭი ენაცვლება.
ისიც მარცხდება და გახარებული სახით უკან ბრუნდება.
-ჩემი მოულოდნელი აღმოჩენა ხარ! გაუაზრებლად ვეუბნები ამ ყველაფერს.
-ნუ აჭარბებ. ეცინება მას.
შემდეგ დამარცხებული ბიჭი მოდის და სასმელზე პატიჟებს.
-ჩემთან ერთადაა. ვეუბნები გამომწვევად ბიჭს.
-შენ ვინ ხარ? შეტევაზეა ის.
-შეყვარებული. ნაინა ხმას ვეღარ იღებს.
დაბნეული აცეცებს აქეთ-იქით თვალებს,რაც მე ძალიან მომწონს.
ბიჭი კი უკან ბრუნდება,რადგან გოგოს დაკერვის გეგმა ჩაეშალა.
ასეთებს მოხარშულს ვიცნობ.
ნაბი*ვარი ტიპები, რომლებიც დაათრობენ გოგოებს და შემდეგ ლოგინში იწვენენ.
-სულ შენი შეყვარებული ვარ რა! გაეცინა ნაინას.
-გეთქვა მერე არაო და გაჰყოლოდი. გავბრაზდი მე.
-თავიდან მოშორება მინდოდა და დამასწარი რამე ისეთის თქმა. მადლობა და ნუ ბრაზდები ლუკა.
ისევ ეცინება.
-არაფრის. ნაგლად ვეუბნები და მაგიდასთან ვჯდები.
შემდეგ არაყს ვისხავ და წამის მეასედში ვცლი.
-მეც დამისხი. მეუბნება ნაინა.
-არა!
-კარგი, მაშინ მე დავისხავ. მიღიმის ისევ.
შემდეგ ისიც უცებ სვავს და გვერდზე მიჯდება.
დადებითი აურა მოდის ჩემსკენ, რომელსაც ასე აფრქვევს.
-ეს დალევაც არ დასრულდება მგონი კარგად. ვიწყებ საუბარს მე.
-რავიცი, ისეთი არაფერი სიზმარი არ მინახავს და.
ეცინება ახლა მას.
-ვგიჟდები ზღვაზე, რომელიც ასე ძალიან ბობოქრობს ხოლმე და ხალხს თავისკენ იზიდავს.
იწყებს მოულოდნელად საუბარს.
-მეც მიყვარს ზღვა. მეღიმება მე.
-და ხშირად არის, როდესაც ადამიანის ტკივილს ინაწილებს და ითავისებს, შემდეგ კი ადამიანს შვებას გვრის.
საოცრად მონოტორულად საუბრობდა.
მეც მინდოდა მესმინა დაუსრულებლად.
-რატომ ფიქრობ ასე? ვცდილობ ბევრი კითხვები დავუსვა, რომ არ გაჩუმდეს.
შემდეგ ორ ლუდს უკვეთავს ერთს მე მიწვდის.
-წამოხვალ სანაპიროზე?
-წამოვალ.
და ასე დავსეირნობდით ღამის წყვდიადში და ვტკბებოდი ნაინათი.
-არ მეტყვი რატომ ფიქრობ მასე?
-კი, როგორ არა.
-გისმენ.
ერთ-ერთ ქვაზე ჩამოვჯექი და კომფორტულად მოვეწყვე მოსასმენად.
-ყოველთვის, როდესაც ძალიან მიჭირს ზღვაზე მოვდივარ და ჩემს ამბებს ვუყვები. რამდენიმე წლის წინ მეც აქ ვცხოვრობდი მშობლებთან ერთად. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. არაფერი მაკლდა, მყავდა კარგი მეგობრები და საუკეთესო მშობლები. მაგრამ კარგი ზღაპრები ხომ იცი ცუდად მთავრდება.
ლუდი მოსვა და გააგრძელა ისევ.
ვხდებოდი, რომ უმძიმდა ლაპარაკი და ვერ ვაჩერებდი.
მინდოდა დაცლილიყო და ახლა ზღავს კი არა მე განმეცადა მისი ტკივილი და ძალიან მძიმე ლოდი ჩამომეშორებინა მისთვის.
-ავტოკატასტორაში დაიღუპნენ. საშინელი პერიოდი მქონდა,ჩამოვშორდი ყველას და დავრჩით მხოლოდ მე და ზღვა. ყოველსაღამოს როცა სიკვდილამდე მინდებოდა ტირილი და ემოციებისგან დაცლა აქ მოვდიოდი, ზუსტად მანდ ვჯდებოდი სადაც შენ ზიხარ და ვიწყებდი უსასრულოდ საუბარს, ვიხსენებდი ბავშვობას, მშობლებს და საუკეთესო წუთებს, შემდეგ იმ ტკივილსაც,რომელმაც ბოლო მომიღო. ხოდა ისიც დამშვიდებული აბობოქრდებოდა ხოლმე და იმის მერე მგონია,რომ ჩემი ძალიან კარგად ესმის.
მერე ისევ დალია ლუდი და გაჩუმდა.
მე მასთან ახლოს მივიწიე და ფილტვების ატკიებამდე ჩავეხუტე.
და ეს ის მომენტი იყო,როდესაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ რას გრძნობ.
როდესაც ყველა მისი ტკივილი შენი ხდება.
და კიდევ უფრო, რომ გიზიდავს ადამიანი.
არც ის იღებდა ხმას.
არც მე.
და ეს იყო ყველაფერი.
სიტყვებიც.
არ თქმული და ჯერ ბოლომდე არ გაღვივებული გრძნობებიც.
მზის ამოსვლას ვუყურებდით და საოცარ განწყობაზე ვდგებოდით.
თითქოს მძიმე თემაზე არ გვესაუბროსო.
ისევ ისეთი ლაღი იყო.
თვალები უბრწყინავდა.
-სიამოვნებით გადავცურავდი ზღვას, რომ შემეძლოს. დაიწყო ისევ მშვიდად საუბარი.
-ხოდა გადავცუროთ. გამეცინა ჩემს დებილურ იდეაზე და მერე ასე დაუსრულებლად ვიცინოდით.
სასტუმრომდე მანქანით მივედით.
ჩემი ნიკუშამ წაიყვანა.
-ყველაფერთან ერთად მანქანის მართვაც ძალიან მაგრად და ჰაეროვნად შეგიძლია.
-ხო რავიცი. ბოლომდე არ მთანხმდება და თავის ოთახში შედის.
მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ დღეს და იმ მომენტში,როდესაც მასთან ერთად ვარ.
რადგან საოცრებაა.
თავისუფალი.
ლაღი.
უნაკლო
და
ძალიან, ძალიან ლამაზი.
თმით.
სახის ფერით.
ტუჩებით.
თვალებით
და ტანის მოხაზულობით.
ყველაფერი კარგი მასშია.
და ვფიქრობ თუ რამდენადაა ჩემში გამჯდარი ეს გოგო.
და ისეა გაჟღენთილი მისი სურნელი ჩემში, როგორც ალკოჰოლით იყო გაჟღენთილი გუშინ ჩემი ორგანიზმი.
და ნელ-ნელა ტივტივდება ჩემთვის ყველაზე უცხო და უკვე ძვირადღირებული სიტყვა
‘’მიყვარხარ.’’
რომელიც გადმოსცემს მთელს შენს გრძნობებს.
ამბობენ სიტყვები არაფერი არ არისო, მაგრამ ცდებიან.
რადგან ადამიანთა ურთიერთობაში ერთხელ მაინც არის აუცილებელი შენი გრძნობა ამ ჯადოსნური სიტყვით გადმოსცე და შემდეგ უკვე აგრძნობინო მასაც და შენს თავსაც.
რომ სიყარული ცხრა სართულიდან ღრუბლებამდე კი არა უსასრულოა.

მთელი დღე ბედნიერი ღიმილით დავდივარ და მიზეზს ვეძებ ნაინას, რომ ავაკითხო ოთახში.
და ნიკუშაც თითქოს რაღაცას გრძნობსო.
-ნაინას დაუძახე რა. მეუბნება ღიმილით.
მეც გაბადრული სახით მივდივარ მესამე სართულისაკენ.
კარებს თეთრ სარაფანში გამოწყობილი ნაინა მიღებს.
რომლის გარუჯულ კანსაც ასე ძალიან უხდება.
ლოყაზე ფრთხილად ვკოცნი.
ცდილობ არაფერი არ შემეშალოს და ყველაფერი მოვზომო.
თითოეულ გრძნობას ჯერ აწყვეტის საშუალება არ მივცე.
-როგორ ხარ? მეკითხება ის.
-ძალიან კარგად, შენ? სახე ღიმილისაგან მერყევა.
-ჯერ ასე კარგად დილა არ დამიწყია.
ახლა მას ეღიმება.
და ცოტა არ იყოს ასეთ კარგ პასუხზე ვიბნევი.
ასეთ თავისუფალზე.
შემდეგ კიდევ უფრო ახლოს მივდივარ.
ტუჩთან ახლოს ვკოცნი.
ნაინა ჩუმადაა.
მიღიმის.
-სიყვარული,რომ აგიხსნა ახლა ძალიან ს*რი ვიქნები ხო? პანიკური შეტევა მემართება მე და ხელებს თმაში ვიცურებ.
რადგან ასეთი დაბნეული არასოდეს ვყოფილვარ და თავი ორი წლის ბავშვი მგონია, რომელმაც რაღაც დააშავა და ცდილობს დამალოს.
-ფაქტობრივად მიხსნი უკვე ლუკა. ეღიმება მას.
და ისე უცებ ხდება ყველაფერი დარწმუნებული ვარ ვერ იაზრებს.
ძალიან სწრაფად ვიყვან ხელში და კედელზე ვაყუდებ.
შემდეგ მომთხოვნად ვკოცნი ჯერ ქვედა და შემდეგ ზედა ტუჩზე და მისი ვნებიანი ხმა ჭკუიდან მშლის.
-საოცრება ხარ.
ის ხმას არ იღებს.
ისევ წითლდება და კიდევ უფრო მაგიჟებს.
-გეყოს. მეუბნება კისკისით.
და ვხდები, რომ ახლა ორმაგად ბედნიერი ვარ.
რადგან გრძნობა არაა ცალმხრივი.
იმის მიუხედავად,რომ ხმა არ ამოუღია ყველაფერი ნათელია ქცევებით.
რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
-დაბლა გელოდებიან. ვიწყებ ისევ საუბარს მე.
ის თავისი პატარა ჩანთით გამოდის.
ხელს მიწვდის და საოცრად მიღიმის.
-რას იტყოდი ეგვიპტეში წასვლაზე? იქ სადაც მყარად დგანან პირამიდები და შენს სიყვარულს ინახავენ?
-ანუ გიყვარვარ? ვკითხულობ დაბნეულად მე.
-რა უტვინო ხარ ღმერთო. თავში მირტყამს ხელს და ახლა თავისი ინიციატივით მკოცნის.-მეტჯერ აღარ მკითხო.
მეუბნება სიცილით და გასასვლელისაკენ მივდივართ.
ვხედავ მხოლოდ მეგობრების გაუცებულ და ანასტასიას ბედნიერ სახეს,რომელმაც დარწმუნებული ვარ უკვე ყველაფერი იცის.
და ვიღებთ ბილეთს ეგვიპტისაკენ მიმავალს.
სადაც ვიქნებით მხოლოდ ჩვენ ორნი.
მე და ნაინა.
და მაინც როგორი განსხვავებული სახლიცაა ნაინა,ისეთივე განსხვავებულია გოგოც.


დასასრული.
რატომღაც მომინდა ეს ისტორია ისევ დამედო.
ალბათ იმიტომ რომ გამორჩეულად მიყვარს.
მომენატრეთ.
მომენატრა თქვენი კრიტიკა და თბილი კომენტარები.
სიყვარულით თქვენი ნინე.



№1 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან კარგია!! <3

 


№2 სტუმარი curly

Sinamdvileshi ki yvelafers"dro da shemtxveva ganagebs"

 


№3 სტუმარი Anastasia

Dzaan magari istoriaa

 


№4  offline წევრი wripawripa123456

Guest მარიამი
ძალიან კარგია!! <3

curly
Sinamdvileshi ki yvelafers"dro da shemtxveva ganagebs"

Anastasia
Dzaan magari istoriaa

მიხარია თუ მოგწონთ <3

 


№5  offline წევრი tatiko.1995

Dzalian momewona

 


№6  offline წევრი wripawripa123456

tatiko.1995
Dzalian momewona

ბედნიერი ვარ <3

 


№7 სტუმარი Guest baby girl

საოცრებააა ძაან მაგარია მითუმეტეს გოგო BMW M5-ით ფანტასტიკააა <3 kissing_heart kissing_heart

 


№8  offline წევრი wripawripa123456

Guest baby girl
საოცრებააა ძაან მაგარია მითუმეტეს გოგო BMW M5-ით ფანტასტიკააა <3 kissing_heart kissing_heart

მადლობა დიდი <3 <3

 


№9  offline წევრი ლუსიანა

ჰმმ,.. კარგი იყო. თავიდან ძალიან მომეწონა, რომ წარმოვიდგენდი რომ როგორ იცინოდნენ მეც სიცილით ვიგუდებოდი. აი ბოლოში კი რაღაც დამაკლდა და მომეჩვენა რომ ერთბაშად უეცრად განვითარდა მოვლენები . საერთოსაერთო ჯამში კარგი იყო და ვისიამოვნე.
P.S არ გეწყინოს ჩემი ასეთი კრიტიკა. უბრალოდ რჩევას მიიღე. ასეთი კრიტიკოსი ვარ და ზედმეტი თუ რამე მომივიდა ბოდიში

 


№10  offline წევრი wripawripa123456

ლუსიანა
ჰმმ,.. კარგი იყო. თავიდან ძალიან მომეწონა, რომ წარმოვიდგენდი რომ როგორ იცინოდნენ მეც სიცილით ვიგუდებოდი. აი ბოლოში კი რაღაც დამაკლდა და მომეჩვენა რომ ერთბაშად უეცრად განვითარდა მოვლენები . საერთოსაერთო ჯამში კარგი იყო და ვისიამოვნე.
P.S არ გეწყინოს ჩემი ასეთი კრიტიკა. უბრალოდ რჩევას მიიღე. ასეთი კრიტიკოსი ვარ და ზედმეტი თუ რამე მომივიდა ბოდიში

მადლობა ლუსიანა, კრიტიკა მიღებულია, პირიქით მომწონს,როდესაც რამეს მირჩვეენ, მომავალში გავითვალისწინებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent