შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის ქურდი (II თავი)


16-02-2017, 23:02
ავტორი D-I-A-N-A
ნანახია 2 459

II თავი.
-შენ სულ გადაირიე ? ავალიანმა მაგიჟებო შენ კიდე რა გააკეთე ?! გაიქეცი , ალექსა ,გაიქეცი ! -კლუბიდან გამოვვარდი , ტასოც გამომყვა .
-ანასტასია , მე გავგიჟდი ?! აბა რა მეთქვა ,,მეც’’ ? რატო წამომიყვანე აქ ?!
-ანდრეამ მთხოვა და მაგიტომ . - ტასომ თვალები მომარიდა და თავის ხელებს შეხედა.
-ტასო არ მითხრა რომ დაგაშინა ! -ტასოს შევხედე და მივხვდი რომ ანდრეამ ის ნამდვილად დააშინა. მე მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა დაშინება. -აქ იდექი ! არ გამომყვე !- ტასოს ,,ვუბრძანე’’ და კლუბში შევვარდი .
-ალექსა ... არ გინდა ...გაჩერდი. -ტასო ჩემს გაჩერებას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ ... მივუახლოვდი ანდრეას რომელიც ,,ვისკს’’ სვამდა მეგობრებთან ერთად .
-ალექსა ?- შემომხედა გაოცებულმა . მაგრამ გაოცებამ მაშინვე გადაუარა როცა სახეში დავარტყი .
-როგორ გაბედე ! ადამიანები შენი სათამაშოები არ არიან რომ გამოიყენო ! აღარ გაბედო ჩემი მეგობრის დაშინვა და ჩემთან მოკარება ! თორე იცოდე...-ანდრეამ არ დამასრულებინა .
-თორემ რა ? დამარტყვავ ?-ცინიკურად გაიცინა და ,,ნატკენ’’ ლოყას ხელი გადაუსვა .
-ამაზრზენი ხარ ! გული მერევა შენზე !- ვუთხარი და წასვლა დავაპირე მაგრამ მან მაჯაზე ძლიერ მომკიდა და თავისკენ შემომაბრუნა .
-რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს ?! -გამწარებულმა შემომხედა .
-იმდენის რამდენსაც შენ მიბედავ ! ანდრეა სათამაშო გგონივარ ? - ანდრეა ხელს უფრო მიჭერდა რის გამოც თვალები ცრემლებით ამევსო.-მართლაც რომ ამაზრზენი ხარ ! ლაჩარი ! ამბობ რომ ქალზე გიჟდები და იმავე ქალს სტკენ ?-მაჯაზე მივუთითე რომელის მთლიანად გაწითლებულიყო . უცებ მან ხელი გამიშვა და მეც ამოვისუნთქე ... -აღარ მომეკარო ! - ყოველთვის ასეა როცა ვჩხუბობ ყოველთვის მეტირება , თითქოს ბოღმა მახჩობს ახლაც ასე მოხდა ანდრეას თვალწინ ცრემლები წამომივიდა მას კი სახეზე ფერი გადაუვიდა ...
-ალექსა...
-ნუ მეძახი ეგრე მე შენთვის ალექსანდრა ვარ და არა ალექსა ! -მკაცრას ვუთხარი და ტასოსთან ერთად კლუბი დავტოვე .
***
მთელი ღამე არ მეძინა ვფიქრობდი ანდრეაზე ...დილით წერილი მომივიდა უცნობი ნომრიდან. მივხვდი რომ ანდრეა იყო ამიტომ ტელეფონი გავთიშე . ,,ალექსა , გთხოვ მაპატიე . არ მინდოდა რომ რამე გტკენოდა. ხო გართობა მინდოდა მაგრამ იმ ღამის შემდეგ სხვა თვალით შემოგხედე . არ ვიცი ეს რა გრძნობაა ... გთხოვ მაპატიე ‘’ . ის ისეთი უხეშია მაგრამ თან ნაზია ... ოო ერთი დღის გაცნობილი ტიპის გამო სკოლა რატო უნდა ვაცდინო ? მაგრამ სკოლაში წასვლაც არ მინდოდა...გაცდენაც არ შემეძლო ამიტომ ავკრიფე სასკოლო ნივთები და ტასოსთან ერთად წავედი სკოლაში.
-არ გეძინა ხო ? ხელიც გტკივა . -ტასომ მორცხვათ მკითხა და ხელზე მანიშნა .ხელი მართლაც რომ მტკიოდა . -ბინტით რატომ არ შემოიხვიე ?
-ტასო ეს შენი ბრალია არაა , დაწყნარდი ...- ვამშვიდებდი მაგრამ არ გამომდიოდა.
მძღოლმა სკოლასთან გაგვიჩერა და ჩვენც გადავედით ...კლასში შევედით და დავინახე ანდეა რომელიც იჯდა თავის მერხთან და ტელეფოს ხელში ნერვიულად ათამაშებდა . როგორც კი დამინახა სკამიდან ახტა და სწრაფად მომიახლოვდა .
-რომ გწერ რატო არ მპასუხობ ?! -აშკარად ეტყობა ნერვიულობდა ბიჭი .
-გაიწიე ! - ცალი წარბი ავწიე და შევეცადე მოვშორებოდი .
-არა , ჯერ უნდა მომისმინო ! - კლასელებმა შემოგვხედეს და ჭორაობა დაიწყეს .
-ტონს დაუწიე ! ვგავარ შენს ნაშას ხმას რომ მიწევ ?!
-ალექსა...-გაგრძელება უნდოდა მაგრამ...
-ალექსანდრა !-მკაცრად შევუსწორე და მოვცილდი , ანდრეა კი იდგა და თავისთვის , ჩუმად იგინებოდა .
***
-ბოდიში ...- ბოლო გაკვეთილზე მითხრა და მერხს შეხედა . მე ხმა არ გამიცია ან რა მეპასუხა ,,კაი არაუშავს გპატიობ ‘’ თუ ,,არ მჭირდება შენი ბოდიში ‘’ ? -გინდა დღეს გავისეირნოთ ?
-კი , რატომაც არა . -ჩემმა პასუხმა არა მხოლოდ ის გააოცა . ვერ ვიჯერებ რომ დავთანხმდი . -პაემანია ? - სერიოზულად შევხედე .
-რაც გინდა ის დაარქვი ...4-ზე მოგაკითხავ .
-კარგი ...-მიუხედავად იმისა რომ მას არ ეღიმებოდა ვიცოდი რომ გულში მაინც უხაროდა . რატო დავთანხმდი ? მინდა გავიგო რატომ აკეთებს ამას . ხო კაი ვის ვატყუებ რაა ?... მინდოდა სეირნობა მაგრამ მარტო გასვლა არ მინდოდა , ტასოსთან არ მინდოდა მოწყენილი ივლიდა ამიტომ ყველაზე კარგი ვარიანტი ანდრეა იყო .
***
4-ის ნახევარი იყო ჩაცმა რომ დავიწყე . მთელი კარადა გადავაბრუნე , ბოლოში კი თეთრი ფერის გახეული ჯინსი , შავი მაისური თეთრი ფერის წარწერით ,,My Heart is Broken’’ და თეთრი კეტები ჩავიცვი. თმები გავიშალე , თვალები კი შავი ფანქრით მოვიხატე ... ზუსტად 4საათი იყო კარზე ზარმა რომ დარეკა , გამეღიმა ... კარი გავაღე და გავშეშდი ჩემს წინ მართლაც რომ სიმპატიური ბიჭი იდგა . აქამდე რატო ვერ ვამჩნევდი მის სილამაზეს ? მოკლედ შეჭრილი შავი თმა , მწავენი თვალება , სწორ ცხვირა , საშუალო ზომის მოვარდისფრო ტუჩებით , მაღალი და ტანადი .ღია ფერის ჯინსის შარვალში და შავ მაისურში ჩაცმული იდგა და მე მიყურებდა ...
-წავიდეთ ? - გონს მოეგო და მკითხა .
-კი ... - კარები დავხურე და გავყევი. დაცვას ვუთხარი რომ საღამოს დავბრუნდებოდი . დასაწყისში ჩუმად მოვდიოდით შემდეგ კი ეს სიჩუმე ანდრეამ დაარღვია.
-მაპატიე ? - არც შემოუხედავს ისე მკითხა.
-ქალის ცრემლები გულს გტკენს ?
-რაა ? -ჩემმა შეკითხვამ ნამდვილად დააბნია ალბად ასეთ კითხვას არ ელოდა .- დამოკიდებულია რამდენს ნიშნავს ის ქალი ჩემთვის ...მაპატიე ?
-არ ვიცი ...
-არ იცი ? ეგ როგორ ? -გაეცინა ... მისი ღიმილი ჭკვას მირევს , აქამდე თუ მაღიზიანებდა ახლა მსიამოვნებს .
-არ ვიცი ...-ორივეს გაგვეცინა .
-წინა ღამეს ისეთი იყავი სიმორცხვე არც გეტყობოდა და ახლა ისეთი ნაზი ხარ მეშინია რომ მოგეკარო არ დადნე. -ისევ მისი ღიმილი . მისი ბოხი მაგრამ ამავე დროულად ნაზი ხმა...
-თქვენ კაცებს ვერ გაგიგებთ რაა ... თუ ჩუმად ვართ ,,რატო ხარ ჩუმად’’ თუ ვღრიალებთ გაჩუმდის გვეუბნებით .
-შენ რა იცი როგორები ვართ? ბევრი გყავდა ?
-მხოლოდ ერთი და ისიც შეცდომა იყო.
- შეცდომა ? რატო ?
-არ მინდა მასზე საუბარი .- გამახსენდა ნიკა რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება . ის ...ის არანორმანული არსება რომელმაც ბოლო წელი ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია .
- როგორც გინდა . არ დაგაძალებ როცა მოგინდება მაშინ მომიყევი .
-და შენ ?
-რა მე ?
-ბევრი გყავდა ?
-უფფ . სიმართლე გითხრა და შეყვარებული არ მყოლია , მხოლოდ ნაშები .არამგონია გაინტერესებდეს. წამო გავისეირნოთ .
-წამო .
***
-მადლობა რომ მომაცილე ... გინდა შემოხვიდე ?
-ალექსა ჯერ ერთი მარტო ხარ და არავის უნდა ენდო მათ შორის მეც , მეორე კი ეგ მეორე პაემანზე იყო ...-თვალი ჩამიკრა .-გახდები ჩემი შეყვარებული ?
-მეღადავები ? - მართლა მეშინია იმის რომ მეღადავება და დღეს რომ ვუთხრა ,,კი’’ ხვალ ყველა გაიგებს რომ ,,ანდრეა გაეღადავა ახლა გადმოსულს’’ .
-გგონია ?
-და ხვალ ყველას ეცოდინება რომ დამაბოლე ?
-ალექსა ... რეებს ამბობ აბა ? როგორ ფიქრობ რომ მინდოდეს შენი დაბოლება ამდენ საათს შენთან გავატარებდი ?-ცალი წარბი აწია და გაეცინა . რატომღაც მგონია რომ ცრუობს მაგრამ მაინც გავრისკე შემდეგ რომ არ მენანა.
-კარგი .
-რა კარგი ?
-ბოთე თანახმა ვარ -თქო . -ხოო მეც არ მჯერა ამის მაგრამ მაინტერესებს რას ვგრძნობ მის მიმართ . უბრალოდ რაღაც მიზიდავს მასში .
-ღადაობ ? -გახარებულმა გულში ჩამიხუტა . -ახლა კი ადი და დაიძინე .
-ანდრეა ?
-რაა ?
-ხვალ ვიღაცამ რომ თქვას ,,ანდრეამ ახალ გადმოსული გოგო დააბოლა’’ დაგმარხავ . გაიგე ?
-ოო ჩემმა ფისომ გამოაჩინა კლანჭები ? ნუ ღელავ პატარა ეგეთი არაფერი იქნება . ძილი ნებისა . -შუბლზე მაკოცა და წავიდა . მიხარია მაგრამ თან გული ცუდს მიგრძნობს . მეორე მე მეუბნება რომ არასწორედ მოვიქეცი .
***
პარასკევი , დღე რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს . სკოლაში წასვლაც მიხარია ...ჩავიცვი შავი შარვალი ნაცრისფერ მაისურთან ერთად და ნაცრისფერი კეტები , თმა გავიშალე თვალებიც როგორც ყოველთვის შავი ფანქრით მოვიხატე ...კლასში შესვლისას ყველამ მე შემომხედა . და ჩურჩული დაიწყეს ,,ანდრეამ ახალი გოგო დააბოლა ‘’. ვიცოდი ჩემ მეორე მეს უნდა დავუჯერო ხოლმე . ხოლმე კი არა ყოველთვის !. ანდრეა იდგა თავის მერხთან და საძაგლურად მიღიმოდა .
-ერთით ერთი პატარავ . - ეს თქვა და ყველას გაეცინა . ჯერ შოკში ვიყავი , გული , გული მტკიოდა . მან მე მომატყუა ! მაგრამ მერე მივხვდი არ მივცემდი იმის უფლებას რომ დავემცირებინე .
-პატარა ?! ანდრეა რა იყო , ისე ,,დაგევასე’’ რომ სიზმრებშიც მე მხედავ ? -მეც არ მოვაკელი ცინიზმი . ჩემი სიტყვების გაგონებისას სახეზე ღიმილი გადაუვიდა .
-შენ ...
-რა მე ? -მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე .- ორით ერთი , პატარავ . -ბოლო სიტყვა სწერვულად გამოვთქვი რაზეც გაბრაზდა .
-ბავშვებო დასხედით . სწარაფად დაიკავეთ თქვენი ადგილები . -მაკა შემოვარდა საკლასო ოთახში . -მოკლედ ახალი მოსწავლე დაგვემატა . ნიკა დევდარიანი.
-რაა ? -მთელ ხმაზე დავიყვირე და წამოვხტი სკამიდა .
-ალექსანდრა ძვირფასო რა გაყვირებს? -მისი ხმა ...მისი ბოხი ხმა რომელიც ჯერ კიდევ მაგიჟებს .
-ნიკა ... აქ რა გინდა ? როგორ მიპოვე ? -აკანკალებული ხმით ვკითხე .
-გულმა გიპოვა , ბუტია , გულმა . მომენატრე სიხარულო . -ხელები გამოწია რომ ჩამხუტებოდა . ბავშვები და მასწავლებელი გაკვირვებულები გვიყურებდნენ .
-ხელები გაწიე სანამ არ დაგამტვრიე . -შევუბღვირე და ზურგით მასწავლებლისკენ წავედი რომელიც დაფასთან იდგა .
-როგორ მიყვარს შენი მწარე ენა . ბუტია მომენატრე . -ისევ გაიცინა . ანდრეა კი იჯდა გაბრაზებული და გვიყურებდა .
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს ? (მაკა)
-ძალიან კარგად . ეს ანგელოზი ჩემი შეყვარებულია და მომავალი ცოლი ...ალექსა მოდი ჩაგეხუტო , მომენატრე .
-ყოფილი...ნიკა ისევ იწყებ ? - თვალები ცრემლებით ამევსო და ტირილისთვის მოვემზადე .
-არ გაბედო და არ იტირო ! ...ხომ გითხარი ნუ ტირიხარ ! - ნიკამ ხმას აუწია და მოახლოვება ეცადა .
-მომშორდი . კედევ იწყებ ხო ? კიდევ ?! დავიღალე ნიკა დავიღალე ! - დაფასთან დავვარდი და ტირილი დავიწყე .
-ნუ ტირიხარ ...გთხოვ ...
-აქ რა გინდა? -ცოტათი დავწყნარდი და ვკითხე.
-შენს გამო ვარ .
-ნიკა სადამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი ? არ დაიღალე .
-არა სულაც არ დავღლილვარ უბრალოდ მიყვარხარ შენ კი ეს ვერა და ვერ შეიგნე .
-ამაზე ამბობდი ? (ანდრეა )
-ეს შენი საქმე არაა !-შევუბრვირე მას . ანდრეამ მკაცრად ამომხედა . -გენატრებოდი ? -ისევ ნიკას დავუბრუნდი .
-ძალიან . -მჯერა მისი . ნიკა შეიძლება არაა მთლად ნორმანული მაგრამ არასდროს ცრუობს .
-მჯერა . - ვუთხარი და ჩავეხუტე . რატო ჩავეხუტე თუ ამდენი ხანი გავურბოდი ? არა არ ჩავხუტებულვარ იმისთვის რომ ანდრეას ვატკინო ჩავეხუტე იმიტომ რომ არ შემიძლია ვთქვა რომ ნიკა ყოველთვის მტკენდა , არ შემიძლია რადგან ერთ დროს ის მაბედნიერებდა . ის მაძლევდა სითბოს . ჩემი მოყოლილიდან ალბად გგონიათ რომ ნიკა გიჟია , სინამდვილეში მე ვატკინე მას... მე ვაქციე ისეთად როგორიც ის ახლაა.
-ბუტია მიყვარხარ !-თავზე ხელი ნაზად გადამისვა და ჩამეხუტა .
-გულს აღარ მატკენ ?
-აღარასდროს !
ალბად გაინტერესებთ ვინ არის ნიკა დევდარიანი . ნიკა ჩემი ყოფილია ერთ დროს მიყვარდა კიდეც მერე ვუთხარი რომ უნდა დავშორდეთ რადგან ზედმეტად მაკონტროლედა . ნიკა შავი თმით ,ყავისფერი თვალებით , სწორი ცხვირით , დიდი ტუჩებით , მაღალი და საშუალოდ დაკუნთული ბიჭია . ხო ძალიან სიმპატიურია. ერთხელ 3 ბიჭი ცემა იმის გამო რომ უბრალოდ შემომხედეს და ჩემზე ჩურჩული დაიწყეს . ხო ზოგ გოგოს მოეწონება რომ მისი ,,პარტნიორი’’ იცავს და ეჭვიანობს მასზე . მაგრამ ნიკამ მე მიმისაკუთრა როგორც ნივთი . ნიკამ მამის მემკვიდრეობა 17 წლის ასაკში მიიღო . მამამისი იყო მამაჩემის პარტნიორი და ოჯახებითაც ვმეგობრობდით .ჩვენი დაშორებიდან ერთი კვირის შემდეგ ლევანი ბიძია გარდაიცვალა . მამის სიკდილის შემდეგ ნიკა განადგურებული იყო . მე ვცდილობდი გამემხიარულებინა მაგრამ ტყუილად ვცდილობდი ნიკამ მომიშორა ,გამაგდო მითხრა რომ აღარ უნდოდა ჩემი ნახვა .შემდეგ სულ ახალ გოგოებთან ერთად დადიოდა მე არაფერს ვამბობდი .ის გულაობდა , მე ვსწავლობდი . როცა ბიჭი მეკარებოდა შემდეგ დღეს ნაცემი მოდიოდა და მეუბნებოდა არაფერი გამოგვივაო. მე ვეცადე ნიკა გონს მომეყვანა მაგრამ არაფერი გამომდიოდა მის გამო ყველაფერს ვაკეთებდი მან კი ფეხებზე დამიკიდა. ნიკა სულ დამზდევდა და როცა მოვუახლდებოდი ისეთებს მეუბნებოდა რომ ტირილს ვიწყებდი .ამიტომ ნიკას რომ აღარ ვენახე მამამ იქიდან წამომიყვანა. გადავედი ახალ ქალაქში ორი დღის შემდეგ ნიკამ მიპოვა , . აქ ცამოსვლამდე კიდევ ორი ქალაქი გამოვცვალე . მეგონა ნიკა ვერ მიპოვიდა მაგრამ შევცდი . მან მაინც მიპოვა ...
***
-ალექსა , ჩემო ცხოვრებავ აბა მომიყევი უჩემოდ ერთობოდი ? -დასვენებაზე ნიკა მომიახლოვდა და ვითომ ტკბილი ხმით ცდილობდა გაეგო მქონდა თუ არა ვინმესთან ურთიერთობა .
-არა ...-არც შემიხედავს ისე გავეცი პასუხი .
-შემომხედე !
-რა გინდა ?
-რატო არ მიყურებ , მატყუებ ხო ? ის ბიჭი ვინაა? -ანდრეას შეხედა .
-კლასელი .
-მაგას მეც მივხვდი ... მე გეკითხები რა პონტში ჩაერია ჩვენს საუბარში.
-აუ დაიკიდე რა ! თუ ისევ იწყებ ?!-იმხელა ხმაზე ვთქვი რომ ყველამ ჩვენ შემოგვხედა ანდრეას ჩათვილით .
-ხმას დაუწიე ! ...-ჩანს რომ გაბრაზდა მაგრამ მერე მოდუნდა .-უბრალოდ გკითხე .
-ხო და ნუ მეკითხები ეგ შენ არ გეხება !
-მეხება , შენ ჩემი ...-უნდოდა ეთქვა მაგრამ.
-შეყვარებული ?! ყოფილი! ყო-ფი-ლი! -წინ დავუდექი და თვალებში შევხედე , მაგრამ შემდეგ ქვემოთ დავიხედე . რატო ? ნიკას თვალებში როცა ვუყურებ ყველაფერს ხვდება .
-ქალბატონა აბა ერთი თვალებში შემომხედე ...-ჩემი სახე აწია და თვალებში შემომხედა . ყველა ანდრეას ჩათვლით გაკვირვებულები გვიყურებდნენ . კიდევ კარგი დიდი დასვენება გვქონდა თორემ ჩვენ ჩხუბს გაკვეთილზეც გავაგრძელებდით . -იტყვი რისი თქმა გინდა ? ხო იცი თუ არ იტყვი იტირებ . -გაეცინა .
-ისევ შენი ხრიკები ? ნუ მიყურებ თვალებში !
-ჩემო პატარა შენ ჩემი ხუთი თითივით გიცნობ ხო იცი რომ ვერაფერს დამიმალავ .
-ნიკა ...მომწყდი თავიდან სანამ სკამი არ გადაგატეხე მაგ უტვინო თავზე.
-კიდე გახსოვს ის ილეთები ? უიმ მეც რას გეკითხები რა , ხო ვიცი რომ კარგი მასწავლებელი გყავდა . -ორივეს გაგვეცინა მაგრამ მერე მოვტვინე და დავსერიოზულდი.-კაი რა პაწ , ძალიან გიხდება ღიმილი . გამირიმე კიდე რა ...
-ჩემი ღიმილის ნახვის ღირსი არ ხარ !
-მაკოცებ ?
-რეებს ბოდავ შენ ?!
-მოდი ჩემთან ...-ეს მითხრა და თავისკენ მიმიზიდა .
-ნი...კა...
-ვიცი რომ გინდა მაკოცო . მეც მინდა ...მომენატრა შენი ბაგეები .
-გთხოვ...არ გინდა ...-დახედა ჩემს ტუჩებს და ყურში ჩამჩურჩულა- ისევ ისეთი ხარ როგორიც წინათ ?
-სულაც არა !
-ანუ არ შეცვლილხარ .
-და შენ ? შენ შეიცვალე ?
-კი ... მივხვდი რა შეცდომებიც დავუშვი ამიტომ ჩამოვედი რომ დაგიბრუნო .
-დამიბრუნო ? ვგავარ მე ნივთს ? ნიკა გამანებე თავი რა !
-მერე დაგელაპარაკები !-ნიკა ჩემს მერხს მოსცილდა რადგან ანდრეა უნდა დამჯდარიყო . თანაც გაკვეთილი დაიწყო .
***
-ამაზე ამბობდი ? - შუა გაკვეთილში ნიკამ გადმომხედა . მასწავლებელი კი გაკვეთილს ხსნიდა.
-რაა?-გავხედე.
-ყოფილი მყავსო რომ თქვი ესაა ?
-რა შენი საქმეა ?
-ნუ მიბღვერ !
-აუ როგორ დავიღალე რა ერთი ,,ტონს ნუ უწევ ‘’ მეორე ,,ნუ მიბღვერ ‘’ ვაფშე არ გინდათ დაა***ოთ ?!-ჩუმად მაგრამ მკაცრად ვუთხარი .
-წესივრად !- მე კი ჩუმად ვლაპარაკობდი ამან კი ხმას აუწია რის გამოც ნინო(ქიმიის მასწი) გაბრაზდა .
-ავალიანი , აბა გამოდი აუხსენი ბავშვებს გაკვეთილი . ისე კარგად იცი ეს თემა რომ სალაპარაკოდ მოიცალე ?!-აუ ამ მასწავლებლებმა რა იციან რა . თან ერთი და იგივეს რომ იმეორებენ .
-მას , ნუთუ მარტო ავალიანი საუბრობდა ? იმდენადაც არ აკლია თავის თავს რომ ესაუბროს ? თუ მას სჯით მეც დამსაჯეთ .-ვერ ვიტან უსამართლობას . ჩემ მტერსაც დავიცავ თუ უსამართლოდ მოექცევიან .
-ალექსანდრა საყვარელო შენ ნუ ღელავ. -ანდრეამ გამიღიმა და დაფას მიუახლოვდა . ხუთ წუთში დაფაზე მთლიანი გაკვეთილი დაწერა რამაც ,,მასწი’’ გააოცა შემდეგ კი ყველაფერი დაწვრილებით ახსა .
-კაი , დაჯექი ავალიანი 10. -ანდრეამ სწერვულად გაუღიმა და დაჯდა .
***
7-ის ნახევარი იყო რომ ფიზიკის მასწავლებელთან წავედი . მძღოლი სახლში გავუშვი , რადგან სეირნობა მინდოდა . 7-ი იყო მასწავლებელთან რომ მივედი 8-ზე კი გამომიშვა. ძალიან დაღლილი მოვსეირნობდი . მომიწია ერთი უბნის გავლა , რომელზეც ამბობდნენ რომ ყველა ,,ცუდი ტიპი’’ საღამოობით აქ იკრიბებოდა. უცებ რაღაც ხმები მომესმა .
-ჰეი ლამაზო ! ხომ არ დაგეხმაროთ ? - შევბრუნდი და სიბნელეში 6 ბიჭი დავინახე რომლებიც მიყურებდნენ და იცინოდნენ.
-საჭირო არაა ...მადლობა შემოთავაზებისათვის . -მივბრუნდი და წასვლა გადავწყვიტე .
-მოიცა სად მიდიხარ ? ჯერ გაგვართე .
-ვგავარ მასხარას ?!-ტონს ავუწიე და ისევ მივუბრუნდი .
-ეე მოიცა შენ ის არ ხარ ?-მეორე ბიჭი ჩაგვერთო ლაპარაკში .
-ვინ ის ?
-ავალიანის გოგო ... მოიცა რა გერქვა ალე...ხო ალექსანდრა ...
-ხო ალექსანდრა ვარ მაგრამ ...-ვაპირებდი მეთქვა რომ ,,ანდრეას გოგო არ ვარ ‘’მაგრამ არ დამაცადეს .
-ბიჭო გაანებე თავი... ანდრეამ რომ გაიგოს ხო იცი მაგარი დაგ***ძრევა.
-მკი*ია!
-არ გირჩევდით !-ანდრეა?! ნამდვილად მისი ხმა იყო .
-ოო ვინ მოსულა ...-ვითომ გაუხარდა მათ ,,ლიდერს ‘’
-წამოდი ალექსა ... -ხელი მომკიდა და ბიჭებს შეუბრუნდა.-თქვენ მერე მოგხედავთ !-მკაცრად უთხრა და წინ გამიძღვა.-ამ უბანში რა გინდოდა?-როცა მოვცილდით ბიჭებს საუბარი დაიწყო.
-და შენ ?
-მე პირველმა გკითხე .
-მასწავლებლისგან მოვდიოდი .
-აქ აღარ გაიარო .
-რატო?
-არ გაირო და ,,ვსიო’’ რა .
-კაი ...რატო გადამარჩინე ?
-უნდა დამეტოვებინე ?
-და რატომაც არა ?! ... ვიცოდი რომ ტყუილი იყო შენი ,,სიყვარულის ახსნა’’
-მაგრამ დამიჯერე .-სერიოზულად მითხრა და წინ გაიხედა.
-ხოო... დებილი ვარ და მაგიტომ ...
-შენ კი არა მე ვარ დებილი ... არ უნდა მოვქცეულიყავი ეგრე ...
-წარსულს ვერ დავაბრუნებთ .
-ხო მაგრამ აწმყოში მომავლის შეცვლა შეგვიძლია ...შევცვალოთ?.
-ნწ. აღარ მჯერა შენი...მადლობა რომ დამეხმარე და მომაცილე ...- ვეცადე გამეღიმა მაგრამ... სახლში შესვლისას ფრთხილად გავიხედე გარეთ .ანდრეა ისე მანდ იდგა , ხელები შარვლის უკანა ჯიბეში ჩაეწყო და იმ ადგილს უყურებდა სადაც წინა ღამით ,,სიყვარული’’ ამიხსნა .
***

ვიცი ცუდი თავია მაგრამ ვეცადე კარგი გამომსვლოდა . რაღაცეები წავშალე და ეს დამრჩა . პირველად რომ დავწერე ნიკა და ალექსა ისევ დავაახლოვე მაგრამ მერე გამახსენდა რომ ეს ანდრეას და ალექსას ისტორიაა ამიტომ შევასწორე:დდდ . იმედია მოგეწონებათ <3 <3 მადლობა რომ კითხულობთ და გთხოვთ გრამატიკა მაპატიეთ <3 მიყვარხართ <3



№1  offline წევრი snoopy

ვაააიჰჰ...

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

snoopy
ვაააიჰჰ...

იმედი მაქვს მოგეწონა :დდდ

 


№3  offline მოდერი bla.ell

Jandabaaaa aiiii magaria momeaonaaa da male dade ar manerviulo tu dzma xar rajoy❤❤

 


№4  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მართლა მაინტერესებს რა მოხდება. ნუ შეიძLება რაღაცით გავს სხვებს სიუჟეტი თუმცა პერსონაჯები იმდენად განსხვავებული და საინტერესოები არიან მე მართლა მაინტერესებს რა მოხდებ ველი შემდეგს!!!!

 


№5 სტუმარი niniko--

kargi iyo <3 moutmenlad veli shemdegs ^_^

 


№6  offline წევრი D-I-A-N-A

bla.ell
Jandabaaaa aiiii magaria momeaonaaa da male dade ar manerviulo tu dzma xar rajoy❤❤

ვეცდები მალე დავდო ♥♥♥

nawkas12345
მართლა მაინტერესებს რა მოხდება. ნუ შეიძLება რაღაცით გავს სხვებს სიუჟეტი თუმცა პერსონაჯები იმდენად განსხვავებული და საინტერესოები არიან მე მართლა მაინტერესებს რა მოხდებ ველი შემდეგს!!!!

დიდი მადლობა .♥♥♥

niniko--
kargi iyo <3 moutmenlad veli shemdegs ^_^

მადლობა რომ წაიკითხე♥ შაბათს ან კვირას დავდებ ♥

 


№7 სტუმარი Nia

Magaria momewona umagresi xar shemdeg tavs rodis dadeb?

 


№8  offline წევრი D-I-A-N-A

Nia
Magaria momewona umagresi xar shemdeg tavs rodis dadeb?

დიდი მადლობა <3 შაბათს ან კვირას <3 . მადლობა რომ წაიკითხე ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს <3 <3

 


№9 სტუმარი Guest Ketu

ძალიან მომწონს ისტორიის არსი... მაგრამ რაღაცას გეტყვი ცუდად თუ არ გამოგებ კარგი? ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს ჩქარობ,მშრალია ცოტა. აზრები,ქცევები,გრძნობები უკეთ გადმოეცი რომ გავითავისოთ. წარმატებები გენაცვალე. აბა შენ იცი... ველოდები შემდეგს

 


№10  offline წევრი D-I-A-N-A

Guest Ketu
ძალიან მომწონს ისტორიის არსი... მაგრამ რაღაცას გეტყვი ცუდად თუ არ გამოგებ კარგი? ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს ჩქარობ,მშრალია ცოტა. აზრები,ქცევები,გრძნობები უკეთ გადმოეცი რომ გავითავისოთ. წარმატებები გენაცვალე. აბა შენ იცი... ველოდები შემდეგს

ცუდად ნამდვილად არ გაგიგებ რადგან მე თვითონაც ვიცი რომ ვჩქარობ . უბრალოდ ე.წ. მუზა არ მაქვს მაგრამ მაინც ვწერ რომ დიდი ხანი არ ვალოდინო ჩემი მკითხველი . კარგია რომ მოგეწონა <3 მადლობა რომ წაიკითხე <3

 


№11  offline წევრი HappyForever

dzaan kaia momewona velodebi shemdeg tavs

 


№12 სტუმარი გიჟუნია

აუუუუ ეს რა იყოოო..
ძალიან მომწონს ეს ისტორია..
ერთი სული მაქვს მომდევნო წავიკითხო..
ვფიქრობ რომ მომდევნო თავებში გასაოცარი ამბები მოხდება რადგან ჩვენი ანდრეა და ნიკუშა ერთმანეთს დასცხებენ ჩემი გოგოს გამო..
აუ ძალიან მაგარი ისტორიაა.. და ძალიან მაგარი და საყვარელი მწერალი..
მომდევნო მალე თორე მივიღე გულის შეტევა

 


№13  offline წევრი D-I-A-N-A

HappyForever
dzaan kaia momewona velodebi shemdeg tavs

მადლობა საყვარელო <3 ძალიან მახარებს ასეთი კომენტარები <3

გიჟუნია
აუუუუ ეს რა იყოოო..
ძალიან მომწონს ეს ისტორია..
ერთი სული მაქვს მომდევნო წავიკითხო..
ვფიქრობ რომ მომდევნო თავებში გასაოცარი ამბები მოხდება რადგან ჩვენი ანდრეა და ნიკუშა ერთმანეთს დასცხებენ ჩემი გოგოს გამო..
აუ ძალიან მაგარი ისტორიაა.. და ძალიან მაგარი და საყვარელი მწერალი..
მომდევნო მალე თორე მივიღე გულის შეტევა

დიდი მადლობაა <3 <3 დასაწისში ყოველთვის მიჭირს წერა <3 ახალ თავებს უფრო კარგს და გრძნობებით სავსეს დავწერ <3 მადლობა რომ წაიკითხე ეს ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent