შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(თავი IV)


17-02-2017, 17:11
ავტორი Marizza0512
ნანახია 1 454

მეორე დილას:
– ნუკა გაიღვიძე დეე,უკვე პირველი საათია,სადილზე საუზმე არ გინდა ?
– ხო დედა ვდგები ხოოო,არ დაგაძინებენ რაა
– სულ დამავიწყდა დილაობით უჟმური რომ ხარ ხოლმე,წადი მოწესრიგდი მამას მოსვლამდე დაემსგავსე ადამიანს,ისეთ სახე გაქვს გეგონება ტანკმა გადაგიარა.
– ისეთი რამ უნდა მითხრა დე რაც არ ვიცი
– მიდი მიდი ბევრს ნუ ლაპრაკობ,მოწესრიგდი.
2 საათში ზურა დაბრუნდა სახლში.ნუკა კი ისევ გამოფხიზლების პროცესში იყო.
– ნუკა,კიდევ არ ხარ მზად ??
– რა ხდება ხალხო პირველად გვაიღვიძე შუადღისას ?
– არა როგორ გეკადრებათ ქალბატონო,ვიფიქრე შეპირებული სიურპრიზის ნახვა გაუხარდებათქო,მაგრამ თუ არ გინდა ,მაშინ კი ბატონო
ნუკას თვალები გაუბრწყინდა,ერთმა წინადადებამ 3 ჭიქა ყავის ფუნქცია შეასრულა.მანაც არ დააყოვნა და მამას კითხვები მიაყარა:
– სად არის ?რა არის ? როგორია?მამა მითხარი თორე ვეღარ ვითმენ..
– დამშვიდდი მამა-სიცილით უთხრა ზურამ, რაზეც ოცნებობდი ამდენი ხნის მანძლზე ამ პატარა ყუთშია
ნუკას სახეზე მცირედი იმედგაცრუება აღიბეჭდა.იფიქრა
– განა რა ოცნება მქონდა ისეთი ამ პატარა ყუთში რომ ჩაეტია?!
გახსნა ყუთი და ერთი ჩვეულებრივი გასაღები ამოიღო.
– ეს რისი გასაღებია მა ?
– რისი და იმ წითელი მინი კუპერის,რომელიც ყოველთვის გინდოდა...
– რაააა? არ არსებობს -ისე ხმამაღლა დაიყვირა,რომ მთელი უბანი ფეხზე დააყენა.მამას ჩაეხუტა და ისეთი სისწრაფით ჩაირბინა ქვემოთ,სინათლის სიჩქარეს გაუთანაბრდა...გახარებულ ნუკას,რომელიც 2 წლის ბავშივით გარშემო ურბენდა თავის ახალ მანქანას,ძლივს წამოეწია ზურა.სული რომ მოითქვა,უთხრა
– ეს ყველაფერი არააა...
– კიდევ რა არის ?
– გახსენი მანქანა და ნახავ.
ნუკამ ძლივს მოხსნა ის გიგანტური ბაბთა მაქანას,კარი გამოაღო და სავარძელზე დაინახა 1000 ლარიანი ვაუჩერი თბილისი მოლში.მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.საკითხავი იყო რომელი უფრო გაუხარდა.
– არ მჯერააა!!! ძალიან დიდი მადლობა მამა,ძალიან.რომ იცოდე როგორ მიყვარხარ..
– მეც მიყვარხარ ჩემო პატარავ,მიდი ახლა ჩაჯექი შენს ახალ მაქნაში და ეს ვაუჩერი დღესვე გამოიყენე.
– აუ რა მაგარია..ახლავე ავალ გამოვიცვლი ,ჩანთას ავიღებ და საუკეთესო მამის საჩუქრებით დავტკბები.
თითქმის ეიფორიაში ჩავარდნილმა აირბინა კიბე,გამოიცვალა,თან მოუთმენლობისგან გულის ცემა გაუხშრდა,უკვე წარმოიდგენდა თავს Pretty women-ად ტანსაცმლის მოზომვისას.
4 საათის შემდეგ დაბრუნდა ,დაღლილი ,მაგრამ ეს ისეთი დაღლილობა იყო,რომელიც ყველა ქალს ,დიდსა თუ პატარასა უსაზღვრო სიხარულსა და სიამოვნებას გვრიდა.უკანა სავარძლები და საბარგული გადატენილი იყო სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმლით,ფეხსაცმლითა თუ აქსესუარებით.მანქანა ფარეხში შეაყენა და სახლში ძლივს აიტანა ამდენი რაღაც.
– მოვედი!! და ყველასთვის საჩუქარი ვიყიდე...აი იქ დევს თქვენები, მე კიდე შევალ და კარადის დალაგებას შევუდგები..
– მიდი,მიდი დე ..არ გშია მაინც ???
– რას ამბობ რა დროს შიმშილია?
– კარგი, მაგრამ იცოდე საჭმელი მაცივარშა,გამოღება და გაცხელება უნდა შეძლო,იმედია არ დაგვიწყებია ..ჩვენ ნუცას და გიოს სასეირნოდ წავიყვანთ ,საღამომდე არ მოვალთ.
– კი მაგრამ საღამოს მე რომ უნდა გავიდე ??
– გადი შვილო მერე რა პრობლემაა, ოღონდ ძალიან არ დააგვიანო და მეორე გასაღები კარადაში,მეორე თაროზე დევს.
– კარგი
ნუკას საძინებელი ნებისმიერი გოგოს ოცნება იყო.მაგრამ განსაკუთრებულ აღფრთოვანებას მისი კარადა იწვევდა,რომელით ერთ დიდ ოთახს იკავედბა.კარს რომ შეაღებდით,სეზონების და ბრენდების მიხედვით იყო განლაგებული.შუაში კი უზარმაზარი სარკე იდგა.კარადის დალაგებისას უყვარდა მუსიკის მოსმენა,ამიტომ ბოლო ხმაზე აუწია Coldplay-ს სიმღერებს.ეს მისთვის ერთგვარი რელაქსაცაი იყო.ეს „ნეტარება“ დაურღვია დათუნასთან უსიამოვნო შეხვედრის მოლოდინმა,მაგრამ რომ არ მისულიყო,სულ სხვა დასკვნის გამოტანის საშუალებას მისცემდა ვაჟბატონს,ამიტომ გადაწყვიტა მის მიმართ ინდიფერენტულობა გამოეჩნა და ისე ჩაეცვა,რომ თვალები გადმოსცვენოდა და პირი ღია დარჩენოდა.რა არის მაინც გოგოს ბუნება,ვინც ეზიზღება იმის თვალშიც კი უნდა საუკეთესოდ გამოჩნდეს და მასზე შთაბეჭდილების მოხდენას და მოწონებას ცდილობს,როდესაც არც უნდა ინტერესებდეს... არჩევანი თავის საყვარელ შავ ფერზე შეაჩერა.ხალხის იმ რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც თვლიდა,რომ შავი ერთდროულად ელეგანტური და სექსუალური იყო.უპირატესობას შარვლებსა და შორტებს ანიჭებდა,თუმც, კარგ კაბაზე უარს ნამდვილად არ იტყოდა. ჩაიცვა შავი, მოტკეცილი და მაღალწელიანი ჯინსი;მოკლე, შავი ტოპი,შავი ბათინკები და ტყავის ქურთუკი.თავისი საყვარელი სუნამო მიიპკურა,იასამნისფერი ტუჩსაცხი წაისვა და მზად იყო დათუნას ყურადღების მისაქცევად და ნერვების დასაწყვეტად.ამ დროს გაისმა ტელეფონის ხმა.
– დიახ..
– ნუკ,ნიცა ვარ ,თუ მზად ხარ ჩამოდი,შენკენ გამოვედით და ჩვენს ძველ ადგილას გელოდებით..
– ვინ ხართ?
– ვინც გუშინ ჩამოგითვალე ისინი.ლაშაცაა და შენი ნახვა ძალიან უნდა...
– დათუნაც ალბათ ხომ ?
– კარგი ახლა...ხომ არ დაგავიწყდა ჩვენი გუშნდელი საუბარი ?
– არა ,არა ..კარგი,ხო !მოვიდვარ.
რამდენიმე წუთში ჩავიდა კიდეც.ძველი მეგობრები დიდი სიხარულით შეხვდნენ მონატრებულ დაქალს.ყველას ჩაეხუტა და გადაკოცნა,განსაკუთრებით კი ლაშას.იქვე ახლოს სკამები იყო და ერთ-ერთზე იჯდა დათუნა,არც კი ამდგარა მის შესაგებებლად.ნუკასაც არ შეუმჩნევია მისი იქ ყოფნა.მაგრამ ისე მოხდა რომ დათუნას პირისპირ მოუხდა დაჯდომა.შეეცადა ის ზიზღი და უკმაყოფილება არ შეემჩნია მის ჯიბრზე და მეგობრებისთვის თავისი ამბების მოყოლას შეუდგა.როგორც ჩანს დათუნა გააღიზიანა ამ ფაქტმა და დაიწყო:
– რაიყო ნუკა ვის გლოვობ???
– ჰაჰ..ვის არა რას,ამ შემთხვევაში კი შენს იუმორის გრძნობას...ვხედავ ევოლუცია ჯერაც არ დაგიმთავრებია..
– კაი ხო რა საჭირო იყო ეს აგრესია.
– აგრესია არაფერ შუაშია,მკითხე და გიპასუხე შემდეგ კი აშკარა ფაქტი ავღნიშნე.ნათელი მაგალითი ხარ იმ დებულების,რომლის თანახმადაც კაცის განვითარება უნიტაზის ათვისებით მთავრდება.
ამაზე ყველა ერთად იცინოდა ბოლო ხმაზე...ოღონდ ნუკას ირონიის გამო კი არა,მათი წაკბენების გამო.
– აი თურმე რა გვაკლდა ამდენი ხნის მანძილზე-სიცილით თქვა ლაშამ
– მაინც რა ?-უკმაყოფილო და გაბრაზებული ტონით ჰკითხეს ნუკამ და დათუნამ ერთდროულად.
– კაი რაიყო არ ჩამქოლოთ...თქვენი ურთიერთობა
– არადა ერთ დროს ვიფიქრე რამდენიმე წელიწადში ცოლადაც მოვიყვან მეთქი-თქვა დათუნამ.აშკარად იწვევდა ნუკას.კარგად იცოდა,რომ ამგვარი რეპლიკები მას აღიზიანებდა.
– აუ მართლა ?? ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ეგ,მაგრამ არ მაღირსე-ირონიულად უთხრა ნუკამ.
– ჯერ ყველაფერი წინაა,თუ კარგად მოიქცევი შეიძლება გადავიფიქრო კიდეც .
– რა სასიამოვნოა ამის გაგება...
– მაგრამ ისტერიულ გოგოებს რაღაც ვერ ვუმუღამებ.
– ხო არა ? მაშინ რატომ დამდევდი ენაგადმოგდებული ძაღლივით ამდენი წელი ??
– ოოჰ... ოცნებას კაცი არ მოუკლავს ქალბატონო...ერთ დროს პოკემონებიც მიყვარდა,მაგრამ ახლა რომ დამანახო სიცილით მოვკვდები ეს ოდესღაც როოგრ მომწონათქო
– ხოდა მაშინ სანერვიულოც არ გაქვს,რატო იძაბები დათუნა.ამ ისტერიული გოგოს სიტყვები,რომელსაც არაფრად აგდებ,ზედმეტად გულთან ახლოს ხომ არ მიიტანე ??
– როგორც ჩანს კიდე ვერ დამივიწყე ხო ნუკ ??
– ყვავმა ყვავს უთხრა შენ რა შავი ხარო..როგორღაც მოინელე რა, რომ ყველაფერი შენს გარშემო არ ტრიალებს...
დათუნას პასუხის გაცემაში ხელი ნუკას ტელეფონმა შეუშალა.იგი გვერძე გავიდა და ვიღაცას ელაპარაკებოდა.ცოტა ხანში კი ისევ მიუბრუნდა მეგობრებს.
– აბა ბავშებო რაზე ლაპარაკობდით?
– იმაზე რომ შენ დღემდე ვერ მივიწყებ
– აუ კარგით რა მართლა და მართლა-ჩაერია ნიცა
– მართალია დავით,დღემდე ვერ ვივიწყებ იმ ნეანდერტალელს,რომელსაც საკმაოდ დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე .სინამდვილეში კი „კაი ბიჭობას“ და იმ თავის კრიალოსანს ,რომელსაც 24 საათი ატრიალებს,თავის კომპლექსებს აფარებს...
ნუკას კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა,მაგრამ მოტოციკლეტის ძრავის ხმამ ყურადგება გაუფანტა,გაეღიმა და კმაყოფილებას არ მალავდა.უკან მიიხედა,წამოდგა და ყველა გადაკოცნა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent