მებაღე (ნაწილი 20)
20. დრო გადიოდა, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. პატრონს დაცვა ისევ გამაგრებული ჰქონდა, თუმცა არავინ ჩანდა მათი არც მომჩივანი ავად და არც მომკითხავი. დადას უღიმღამო ცხოვრებას ისიც შეემატა, რომ იმ საშიშ თვალებიანმა კაცმა მათთან ვიზიტს უმატა. ისევე, როგორც ადრე, დადას საშინლად არ სიამოვნებდა და აღიზიანებდა მისი სტუმრობა, მაგრამ წინათ თუ შეშინებული უყურებდა, ახლა ცივ გაყინულ მზერას შეაგებებდა და საშიშ თვალება კაცი, ისე თამამად ვეღარ უბედავდა დადას თვალებში ჩაძრომას. დადას ნაცრისფერ დღეებს დრო კიდევ უფრო უფერულს ხდებოდა. ირგვლივ სიმშვიდე იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყო... ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე, მებაღის გამოჩენამდე... ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ადრე... დადას გარდა... ერთ დროს მხიარული, ბედნიერი და ყოველთვის ხალისიანი გოგონა ახლა უკვე ცივი, უხეში, უინტერესო გახდა... დანარჩენი კი ყველაფერი ისევ ისე იყო, როგორც ადრე... მაგრამ პატრონი მაინც ვერ ისვენებდა. გრძნობდა უგოს გაქრობა-გამოჩენა მათ ცხოვრებაში უკვალოდ არ ჩაივლიდა, ამიტომაც მუდამ ფხიზლობდა. დროდადრო ამოწმებდა თავის იარაღის კოლექციას, რომლისთვისაც ფაქტიურად ერთი ოთახი ჰქონდა დათმობილი, კაბინეტთან იარაღების პატარა მუზეუმი ჰქონდა მოწყობილი. დადა აქ არასდროს შემოდიოდა და არც არასდროს იჩენდა ინტერესს იარაღების მიმართ, ამიტომ პატრონს ძალიან გაუკვირდა, როდესაც ოთახში შესულმა დაინახა, რომ დადას ერთ-ერთი მაგიდის საფარი შუშა ახდილი ჰქონდა და იარაღებს ათვალიერებდა, ზოგს ისე უყურებდა ზოგსაც კი ხელს ავლებდა... დადას ყველაფერი აინტერესებდა, პატრონი სათითაოდ უხსნიდა და კარგად ათვალიერებინებდა... დადაც მთელი ინტერესით უსმენდა და გულდასმით აკვირდებოდა. ზოგი ძალიან მძიმე მოეჩვენა, ზოგიც კიდევ მოუხერხებელი, პატრონი სროლის სწავლას და თან იარაღის ჩუქებასაც დაჰპირდა, ისეთს რომელიც მას მოუხდებოდა და მოეწონებოდა, ხელში ადვილად დაიჭერდა და სროლაც კარგად გამოუვიდოდა. დადა სიხარულით უქნევდა თავს, ეტყობოდა, რომ პატრონის წინადადება ძალიან მოსწონდა. თუმცა მის თვალებში სიხარულთან ერთად რაღაც სხვა ნაპერწკალმაც გაიელვა, რაც პატრონის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია. ვერ მიუხვდა დადა შურისძიებას აპირებდა თუ?... ან როგორ უნდა ეძია შური... სად უნდა ეპოვნა უგო... ,,ზეკს მაგიტომ უფრო ხომ არ დაუმეგობრდა, რომ უგოს პოვნაში დაიხმაროს?... მთავარია თავის თავს არაფერი ავნოს და...’’ ფიქრობდა პატრონი. ეჭვმა აღარ მოასვენა და ზეკთან სალაპარაკოდ გაეშურა. სასტიკად განრისხდა, როცა გაიგო, რომ ზეკი თურმე რა ხანია დადას სროლას ასწავლიდა და არც თუ ისე ცუდი მოსწავლე ყოფილა. ,,რა იყო რა ამბავი ატეხე?.. დადამ თვითონ მთხოვა სროლა მასწავლეო და მერე რა?..’’ გაკვირვებული პასუხობდა ზეკი. პატრონი კი უხსნიდა ,,მერე თავის თავს რომ ავნოს?.. მაგაზე თუ დაფიქრებულხარ?’’ ზეკმა მხრები აიჩეჩა: ,,არა მგონია... მაგას არ ჩაიდენს... თუმცა... ‘’ ზეკი გაჩუმდა, პატრონს მოთმინება აღარ ჰყოფნიდა: ,,რა თუმცა?.. მითხარი კიდევ რა იცი?.. რას მიმალავ!’’ ზეკი გაბრაზდა: ,,რას უნდა გიმალავდე?... , რომ უნდოდეს, მაშინ ამდენი ხანი რაღას უცდის? ორ ლულიანი თოფითაც კი დაინტერესდა... სანადიროდ წაყვანაც კი მთხოვა...’’ პატრონი ჩაფიქრდა, ვერ მიმხვდარიყო თუ რა მიზნები ამოძრავებდა დადას. არა, მისი ეს ინტერესი სულაც არ ჰგავდა თვითმკვლელობის მცდელობას, ეს უფრო მეტად შურისძიებას... კარგად მოფიქრებული გეგმის სამზადისს უფრო ჰგავდა... ,,დადა... დადა.... როგორ შეიცვალე ასე... ნეტა რას ფიქრობ და რას აპირებ?’’... პატრონმა ახლა დადასთან დალაპარაკება გადაწყვიტა, სანამ მართლა გვიანი არ იყო, უნდოდა ყველაფერი სცოდნოდა. მისდა გასაკვირვად დადა თურმე არც ს აპირებდა და არც ვინმეზე შურისძიებას, მას მხოლოდ და მხოლოდ ოჯახის დაცვა უნდოდა, მასაც სურდა მიეღო მონაწილეობა სახლის დაცვაში, და ყველაფრისთვის მზად ყოფნა უნდოდა. ცხადი იყო დადამ რაღაც იცოდა ,,ნეტა რა უთხრა უგომ წასვლის წინ?’’ ფიქრობდა პატრონი, თუმცა რაც მებაღე გაუჩინარდა მას მერე დადასთან არასდროს არ უხსენებია. მითუმეტეს, რომ აღარც დადა იჩენდა ინტერესს. LEX·2016 წლის 7 მარტი, ორშაბათი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.