მებაღე (ნაწილი 5)
5. პატრონი ცდილობდა დადა გაემხიარულებინა. უკვე რამოდენიმე კვირა იყო გასული, მაგრამ მაინც დადას მხიარულებისა და ბედნიერების შეგრძნება დაჰკარგვოდა. არასდროს არავის უნახავს დადას ასეთი რეაქცია. პატრონი კიდევ უფრო ჩააფიქრა... იქნებ დადამ უყურა... ყველაფერი დაინახა, როგორ ამოუხოცეს ოჯახი... იქნებ... სულაც... და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ზეკიც ამასვე ფიქრობდა... იქნებ დადას სიცოცხლე მათ საფრთხეს უქმნიდა... პატრონს, რომ ეთქვა უმალ ყელს ისე გამოღადრავდა, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა... ზეკი დაბღვერილი დადიოდა. ხანდახან პატრონსაც კი უბღვერდა, პატრონი კი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. ზეკი მებაღესაც კარგად დააკვირდა, მასში მეტოქე ვერ ამოიცნო, თუმცა იყო რაღაც ისეთი, რაც არ მოსწონდა ამ კაცში, მაგრამ რა იყო, თვითონაც ვერ ხვდებოდა... მებაღე კი თითქმის არავის ეკონტაქტებოდა, იშვიათად თუ გაიგონებდნენ მის ხმას, მისთვის დღიური ულუფის მიწოდებაც, რომ დავიწყებოდათ ხმასაც არ ამოიღებდა, თითქმის წელიწადზე მეტი იყო, რაც მუშაობდა და მაინც არავინ იცოდა ვინ იყო და საიდან მოდიოდა... თავისთავზე არაფერს ჰყვებოდა, დასმულ შეკითხვებს კი რაც შეიძლება მოკლე პასუხებით ისტუმრებდა და ცდილობდა დროულად გასცლოდა იქაურობას, რომ შემდეგი კითხვა აღარ დაესვათ. მებაღის ასეთ საქციელსა და ქმედებას ყურადღებას არავინ აქცევდა. საწყალი კაციაო - ამბობდნენ და ებრალებოდათ კიდეც, დაძონძილი სამოსი ძველმანებით შეუცვალეს, მებაღე კმაყოფილი იყო და მთელ დღეებს ბაღში მუშაობაში ატარებდა... უქმე დღეებში პატრონმა გადაწყვიტა დადა ქალაქში გაესეირნებინა, მართალია დადას ქალაქი დიდად არ მოსწონდა, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს. ქალაქის ხმაური და აურზაური საშინლად აღიზიანებდა დადას, მაგრამ სამხატვრო სალონში შესვლამ, ახალი ფუნჯებისა და სამხატვრო ნივთების შენაძენმა ძლიერ გაახარა, შემდეგ ტკბილეულის მაღაზიამ ხომ საერთოდ გამოუსწორა ხასიათი. დადას შეეძლო უზომოდ დაუსრულებლად ეჭამა შოკოლადი, მაგრამ ექიმმა დღიური დოზა დაუნიშნა და ამას თავადვე აკონტროლებდა, ზედმეტს არასოდეს ითხოვდა... ყველაზე ნაკლებად კი დადას ტანსაცმლის მაღაზია აინტერესებდა, საერთოდ არ ფიქრობდა ცოტა ქალურად ჩაეცვა, მისი ტოლები რა ხანია დაოჯახებულნიც იყვნენ და შვილებიც ჰყავდათ, დადა კი ისევ პატარა გოგოსავით იქცეოდა, თითქოს ეს ესაა სრულწლოვანი გახდაო და არ ემეტებოდა ბავშვობის დათმობა... ეზოში შესულებს მსახურები გამოეგებნენ, ჩამოართვეს შენაძენი და დადას ოთახისკენ გააქანეს. დადა სახლში შესვლას არ ჩქარობდა, თავის ბაღს ათვალიერებდა, თითქოს ვიღაცას ეძებდაო, მერე შორიდან თვალი მოჰკრა ხის ძირში მჯდომ მებაღეს.. ეიფორიამ შეიპყრო, აღარ იცოდა მებაღისკენ წასულიყო თუ სახლში შესულიყო... პატრონი როგორც ყოველთვის მიუხვდა, ხელკავი გამოსდო და მებაღისკენ წაიყვანა. მებაღე ხის ჩრდილში იჯდა და პატარა ჭიგოებს თლიდა, ძირს რომ არ მოფანტულიყო კალთაში იგროვებდა ნათალებს. მათ დანახვაზე წამოდგომა დააპირა, მაგრამ პატრონმა შეაჩერა, განაგრძე შენი საქმეო... მებაღეს სახეზე ნაიარევი ძლიერ ეტყობოდა, თვალთან ოდნავ აცდენილი ზოლი ღაწვზე გადაიოდა, ცხვირის კიდეს, ზედა და ქვედა ტუჩს უპობდა, წვერიც კი ვერ უფარავდა ნაჭრილობევს... დადა სიბრალულით შეჰყურებდა და ძალიან უნდოდა მოებოდიშებინა მისთვის, ხან პატრონს შეხედავდა, ხანაც კი მებაღეს... მერე უცებ მოისაზრა ჩანთა გახსნა ერთი შეკვრა მისი საყვარელი შოკოლადის კანფეტები ამოიღო და მებაღეს ჩაუგდო კალთაში. მებაღე შეცბუნდა... პატრონმა კი დაასწრო, რომ უარი არ ეთქვა - აიღე შეჭამე, აჩვენე, როგორ ძალიან მოგეწონაო. - ეს თითქოს სადღაც ბრძანებასაც ჰგავდა, მებაღე დაემორჩილა ერთი ცალი გახსნა... რომც არ მოსწონებოდა მაინც უნდა ეთქვა რა გემრიელიაო, თუმცა მართლაც გემრიელი რამ იგემა და სახეზედაც შეეტყო, დადას გაუღიმა ... ასეთი გემრიელი რამ ცხოვრებაშიც კი არ გამისინჯავსო... დადა სიხარულით ცას ეწია... პატრონმა უთხრა - ,,აი ხომ ხედავ მოეწონა და ბედნიერია, ახლა ჩვენს საქმეს მივხედოთ, ხომ იცი აქ ყველა თავისი საქმით არის დაკავებულიო’’ - დადამ კიდევ ერთხელ გაუღიმა მებაღეს და სახლისკენ გაუყვა... LEX·2016 წლის 31 იანვარი, კვირა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.