ნოემბრის 13 (დასასრული)
ფანჯრიდან გავიხედე წამით შეუმჩნევლად და დავინახე როგორი გამწარებული იყო როცა მანქანაში ჩაჯდა. არ მეგონა ოდესმე მას ხელს თუ გავარტყამდი. იმდენად გამაღიზიანა აბა რა იქნება... დედაჩემის ნაჩუქარ ვაზას ასე თუ გავტეხდი რას ვიფიქრებდი. საერთოდ დემეტრეზე ასე თუ გავბრაზდებოდი როგორ წარმოვიდგენდი. მთელი ღამე მეძინა, ოღონდ თვალგახელილს. ერთი რამ მიტრიალებდა გონებაში. ჩემსა და მაჩაბელს შორის ალბათ "ჩვენ" აღარ არსებობს. არც კი ვიცი რა ვიფიქრო. როგორ უნდა დავმშვიდდე ისიც არ ვიცი გამთენიისას ჩამეძინა. მაგრამ 9 საათი ხდებოდა სუსხმა რომ გამაღვიძა. ისე ვიყავი წამოწოლილი არაფერი მეფარა. ფანჯარაც ღია იყო. თან ჩემი საძინებელი ისეთ ადგილასაა მთელი ცუდი ამინდი მე უნდა შევიგრძნო. თვალები მქონდა დახუჭული ცივი ჰაერი სახეზე რომ მომხვდა. ხელებიც გამეყინა. საერთოდ სიცივეს ვერ ვიტან. არ მცივა ხოლმე, მაგრამ მაინც ვერ ვიტან. მზე მირჩევნია. საერთოდ მზე ყველაფერს მირჩევნია. ქარიც არ მიყვარს. არც წვიმა. თოვლი მომწონს... აი ისეთი თან რომ თბილა და თან რომ თოვს. ბავშვობაში მე და მარიამი ვგიჟდებოდით თოვლზე. ჩვენს ბავშვობაში მუხლებამდე იყო. აბა ახლა როგორცაა, ზედაპირებზე ისე კი არა. ატალახებულია და გარეთ გასვლის სურვილიც არ გაქვს. ერთი ორჯერ თუ მოვა ნორმალურად თოვლი და მარილს აყრიან. მეორე დღეს საშინელებაა, ის რასაც ფანჯრიდან გახედვის დროს დაინახავ. სულ თავიდან, მე და მარიამი გვერდი-გვერდ სახლებში ვცხოვრობდით. ჩვენ და მთელი უბნის ბავშვები თოვლის დროს სულ გარეთ ვიყავით. წამაქცევდნენ და გუნდებს მაყრიდნენ, კარგად მახსოვს. რამდენთან ვმეგობრობდი. ახლაც იგივე სამეგობრო რომ გვქონდეს, მშობლებიც რომ ისევ მყავდეს რა ბედნიერი ვიქნებოდი არა? დემეტრესთან ისევ ისეთი ურთიერთობა რომ მქონდეს როგორც სულ თავიდან... ღმერთოჩემო. რაზე ვლაპარაკობ. საიდან სად წავედი არა? უბრალო ამინდიდან წარსულს გავყევი და ყველაფერი გავიხსენე. ნეტავ რაიმის დაბრუნება და შეცვლა მაინც შემეძლოს. -დილამშვიდობისა! -დემეტრეს ზარმა გამომაფხიზლა წარსულის ფიქრებიდან. მაშინვე ვუპასუხე როგორც კი დარეკა. მერე ვინანე კიდეც... ალბათ ჩვევაში მაქვს გადაზრდილი მისი ნომრის დანახვისას გულის აჩქარება. ინსტიქტურად ვუპასუხე. შეიძლება ითქვას გაღვიძებისთანავე იმიტომაც დავაცქერდი ტელეფონის ეკრანს რომ მის ზარს ველოდებოდი. -გამარჯობა -თბილად არ მივსალმებივარ? -ალბათ იმიტომ რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ -როგორ ხარ? -უმნიშვნელოდ მკითხა. შეიძლება არც აინტერესებდა და უბრალოდ ისე მკითხა, როგორც ჩვეულებრივი ორი ადამიანი იქცევა ტელეფონზე საუბრისას. ზუსტად ასეთი არაა ჩვეულებრივი დიალოგი? მისალმება და მოკითხვა. ამდროს ცოტა ინტერესი ხომ მაინც უნდა გამოიხატებოდეს არა? ზრდილობის გამო. -არამიშავს... შენ? -მიკვირდა რომ არ ვუთიშავდი. თითქმის უკვე იმ დასკვნამდე მივედი რომ დავშორდით გუშინდელი დღის გამო -რავიცი... -გაღიმებას ცდილობდა ალბათ. ამ დროს სულ ასეთი ხმა აქვს. ზეპირად ვიცი, როდის როგორ. -ახლა რას აკეთებ? -რა გინდა დემე? -აი გამოვაჩინე ჩემი პირქუშობაც -ისე მისვამ ამ შეკითხვებს თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდეს პასუხს. თითქოს მართლა გაინტერესებდეს. თითქოს და არაფერი მომხდარა გუშინ! -ტონს ნელნელა ვუწევდი -ლოგინზე ვზივარ და უბრალოდ შენ გელაპარაკები, მერე? კიდევ რამეზე უნდა გიპასუხო? -რა იყო ქეთი, დაგირეკე და მოგიკითხე. ასე არ ვიქცევი ხოლმე ყოველდღე? რამეს ვაშავებ? -ახლა არაფერს, იცი შენ როდის დააშავე -როდის? -დაჟინებით მკითხა -ნუმასულელებ... და თავსაც ნუ ისულელებ, გთხოვ. შენ ეჭვი შეგეპარა ჩემში. რას წარმოვიდგენდი ამას თუ იფიქრებდი. როგორ შეიძლებოდა საერთოდ ასე გგონებოდა. რა ამბავი ატეხე ბარში უბრალოდ დალევის გამო... -მართლა ვსაყვედურობდი. -როგორი ადვილია შენთვის თურმე ამის თქმა -ჩაეცინა. ტელეფონშიც გავიგე ეს -უბრალო დალევას ეძახი გოგო ამას? -მსუბუქად დაიყვირა -ეს უბრალოდ რამ გგონია? კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრა რომ ოდნავ ზედმეტიც რომ დაგელია ქეთი ახვლედიანო რაღაც აუცილებლად მოხდებოდა. რაღაც ძალიან ცუდი. ის რაც ერთ დროს მე დამემართა. -მტკიცედ გამოთქვამდა თავის აზრს -რატომ გგონია რომ თავს ვერ გავაკონტროლებდი? -ნამდვილად შევეკამათე. ალბათ ჩვენი ჩხუბი ახლიდან დაიწყო. -დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მაშინაც ვერ აკონტროლებდი თავს, გაცილებაზე რომ დათანხმდი. -მაგას როგორ ამბობ?! -გაკვირვებული ვიყავი -თითქოს ტყუილი იყოს... გასაგებია რომ შენც არ გინდოდა მასთან ასეთი რამ მაგრამ იმდენი არ უნდა დაგელია, რომ ამის საშუალება მისცემოდა. არ აქვს მნიშვნელობა ქეთი 1 ჭიქა იყო, 2 თუ საერთოდ 10... იმ არაკაცთან ერთად დალიე, დათვერი და მერე კარგად იცი რაც მოხდა. ან თავი როგორ უნდა გაიმართლო ან გიორგი, არ მესმის. მხოლოდ იმას დავასკვნი, რომ არასწორად მოიქეცი. არ განგსჯი, და არც შენს საქციელს განვკიცხავ. უბრალოდ მინდა გითხრა რომ არ ჰგავდა ეს შენს საქციელს. ესეთი ქეთი ახვლედიანი არ ვიცი მე! მე სულ სხვანაირს გიცნობ. დალიე, რამდენიც გინდა იმდენი დალიე, ოღონდ იმ არაკაც ჩიქოვანთან და კიდევ მისნაირებთან ერთად არა! -დაამთავრე?! -თითქოს მის ნათქვამს ჩემთვის საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა. არადა გულში ღრმად ჩამწვდა. აბლათ პასუხი იმიტომ ვერ გავეცი, რომ თავი დამნაშავედ ვიგრძენი. -დავამთავრე! -წარბი შეეხრა ალბათ -რაღაცის კითხვა მინდა. -დავიწყე და მის პასუხს არც დაველოდე ისე განვაგრძე -ასე უცბად ჩემს სახლთან როგორ გაჩნდი როცა ჩიქოვანი რაღაცას აპირებდა? ესე მხოლოდ ფილმებში ხდება ხოლმე. მეეჭვება ჰოლივუდში ვიყოთ. -ისე ვუთხარი თითქოს ეს თვითონ არ იცოდა. ჩემს სულელურობას საზღვარი არ ჰქონდა. ეს კითხვა აუცილებლად უნდა დამესვა. ჩემი ინტერესი რომ დამეკმაყოფილებინა. -რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას?! -კითხვაშემომიბრუნა. თუმცა ეს კითხვას არ ჰგავდა. -მითხარი, რა! -წავიბუზღუნე. არადა წესით მასთან ეს ტონი არ უნდა გამომეყენებინა. აზრი აღარ ჰქონდა. "ჩვენ" ხომ ისედაც დამთავრების ზღვარზე იყო -კარგი რა... მოგწერე მიყვარხარ მეთქი. მომენატრე თქო... შენც იგივეთი მიპასუხე და გეგონა სახლში გავჩერდებოდი? კარგად მიცნობ შენ მე და როგორ ფიქრობ უმოქმედოდ ვიჯდებოდი? ტყუილად კი არ მიყვარხარ! -ამის მოსმენისას ჩემს გულს მძიმე ლოდი დააწვა. არ მოველოდი ამას და ალბათ იმიტომ. -გასაგებია!-მხოლოდ ამ სიტყვის თქმა შემეძლო -ჰო -უაზროდ დამეთანხმა. რა საჭირო იყო ვერ მივხვდი -გავთიშო? -მოულოდნელად და გაუცნობიერებლად ვკითხე -მე, თვითონ გავთიშავ! -თქვა და ასეც მოიქცა.მაშინვე ამ პასუხმა უფრო გამაკვირვა ვიდრე ჩემმა დაუფიქრებელმა შეკითხვამ -როგორც გინდა... ნახვამდის -ჩემთვის ვთქვი. აბა თვითონ ვეღარ გაიგებდა, ან რა აზრი ჰქონდა, უკვე გათიშული ჰქონდა. მაშინვე სხვა ნომერი ავკრიფე. დიდხანს რომ არ დამირეკავს, სწორედ იქ დავრეკე. ვისაც დიდხანს არ დავლაპარაკებივარ, სწორედ მასთან ლაპარაკი გადავწყვიტე. -ქეთო! -თბილი მომმართვით მომმართა რამაც დიდი ტკივილი სულ ცოტახნით მაინც დამავიწყა -დაჩი! -ასევე თბილად შევეგებე მის პასუხს. -როგორ ხარ?! -მონატრებული იყო, ჩანდა. -არვიცი. შენ? -გაურკვეველ პასუხს ვცემ კითხვაზე და საძინებელი ოთახიდან გავდივარ ქვემოთ, პირვლი სართულის კიბეებზე სირბილით ჩავდივარ. -როგორ თუ არ იცი? -დაიბნა -მე ნორმალურად. -რავიცი... რაღაცეები მოხდა რა -პირდაპირ არ დამიწყია ამ თემაზე საუბარი. არ მეგონა ისეთ რამეზე მელაპარაკა მასთან რაც არ აინტერესებდა. ამიტომ გადავწყვიტე მისი კითხვების შემდეგ მეპასუხა -მაინც? რამე ცუდია? არ დამიმალო... -თხოვნას უფრო გავდა ბოლო ფრაზას -კარგი, რა იყო. ისეთი არაფერია. ნუ ღელავ. -დავარმწუნე და სარკესთან დავდექი. ჩემი გრძელი თმა ნაზად ჩამოვივარცხნე -მომიყევი მაშინ. -მიმითითა -ნუ თუ საჭიროდ არ თვლი რომ რამე მომიყვე მაშინნ კარგი... -მოიღუშა ალბათ. მისი ხმა ასეთი ჩანდა -არა რასამბობ. მოგიყვები! -სწრაფად ვუთხარი -ჰოდა, დღეს გცალია? -დაჟინებით მეკითხება -არ მითხრა რომ უნდა შემხვდე -მოუთმენელმა სიხარულმა შემიპყრო. -აბა რა უნდა ვქნა... დღეს, 12 საათზე კაფე "პიანოსთან" მოხვალ? ტაბიძეზეა. იტალიური სამზარეულო.. თუ გინდა სხვა ადგილი იყოს. -ვიცი ვიცი... არ ვყოფილვარ მანდ. მაგრამ ვიცი რომ ძალიან კარგია ამიტომ თანახმა ვარ. -თვალები გამიბრწყინდა როცა გავიგე მისი ნახვა შემეძლო. -ჰოდა ძალიან კარგი. -მასაც ძალიან გაუხარდა -ისე... ამ ამბის გამო არ იწვალო თუ არ გცალია ან რამე... -კაი რა ქეთო. ისედაც იმის მერე არ მინახიხარ რაც კახეთიდან წამოვედი. მართალია ბევრი საქმეები მაქვს ხოლმე, მაგრამ დღეს რატომღაც მცალია... ჰოდა ნუ დამაკარგვინებ ამ დროს ტყუილად. ვნახოთ ერთმანეთი და ვილაპარაკოთ. თან რა მაგრად მომენატრე შენ ხო არ იცი... -მშვენიერია. 12 ზე "პიანოსთან" ვიქნები. შენ არ დააგვიანო... -დავიწუწუნე -რა სისულელეა. როდის იყო მე ვაგვიანებდი... ხომ იცი რა პუნქტუალური ბიჭი ვარ! -ამაყად თქვა და ჩაიცინა. მეც გამეცინა -რავიცი... ჯერ არ მომცემია საშუალება, ეგ რომ გამეგო. -ჩავიხითხითე -დღეს გაიგებ. -კარგი წავედი.. მივალაგებ სახლს. გუშინ გვიან მოვედი სახლში და ნეტა იცოდე რადღეშია აქაურობა -მისაღები ოთახი შევათვალიერე და გადაღლილმა ვთქვი -კარგი დროებით! -დამემშვიდობა და გათიშა სადილი მოვამზადე, სახლი მივალაგე და მერე გავემზადე კაფეში წასასვლელად. როცა გავაცნობიერე საქმე რრომ არაფერი მქონდა უბრალოდ დივანზე მოხერხებულად ჩამოვჯექი და 12 ის ნახევარს დაველოდე სახლიდან რომ გავსულიყავი. ტელევიზორის წინ ვიჯექი მაგრამ ყურადღება სულ სხვარამისკენ იყო გონებაში. დემეზე ვფიქრობდი, ოღონდ ჩემდაუნებურად. როცა საათს კიდევ ერთხელ გავხედე და მივხვდი რომ წასვლის დრო იყო ფეხზე ავდექი, ფეხსაცმელები ჩავიცვი, ტყავის კურტკა შემოვიცვი და სარკეში კიდევ ერთხელ ავღვიქვი ჩემი გამოსახულება. თმა გაშლილი დავტოვე და რამდენჯერმე გავისწორე, მაგრამ როცა მივხვდი რომ ასეთ ქარში აზრი არ ჰქონდა თმის გაშლას, მაღლა ავწიე და შევკარი. მაგრად მოვუჭირე. საათი მაჯაზე მოვირგე, სახლი შევამოწმე, რამე ხომ არ დამრჩა ჩართული და გასვლა დავაპირე. კარი გავაღე მაგრამ ისეთი სასტიკი სიცივე მომხვდა სახეზე და მოშიშვლებულ ყელზე, რომ შევწუხდი. შიგნით შევბრუნდი და ლურჯი შარფი მოვიხვიე. მე რომ მიყვარს ის შარფი... დემემ მაჩუქა 3 წლის წინ. ჩემი საყვარელი ფერია. ძალიან მუქი ლურჯი. აი ღამის ფერია... დაბლა რომ ლამპიონები ანათებს და ცას რომ ახედავ და მისი განათებული სიმუქე რომ გსიამოვნებს. როგორ ვიცი ხოლმე ამ გარემოებების აღწერა. დაწვრილებით ლაპარაკი არ მიყვარს მაგრამ მაინც ასე გამომდის. ძირითადად იმაზე მეტს ვწერ ვიდრე ვლაპარაკობ. დიდი ხანია არაფერი დამიწერია. არადა როცა თავისუფალი დრო მქონდა სულ კალამი და ფურცელი მეჭირა ხელში. რა... ახლაც ხო ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. მაგრამ სიტყვაც არ დამიწერია. იმიტომ რომ მე კი არა, ჩემი გონებაა გადატვირთული. სხვანაირად ვერც იქნება და... ჩემს გონებას არ სცალია რამე ისეთი მოიფიქროს, რაც დასაწერად ღირს. დაკავებულია და მხოლოდ დემეტრეზეა გადართული. დემეტრეზე და ჩემზე ხომ არ დავწერ არა? ამჯერად სახლიდან მართლა გავედი. კარი ჩავკეტე, შეშინებულმა. სამსაფეხურიანი კიბე რომ დამთავრდა გულზე რაღაც მძიმე დამაწვა. სისხლის ლაქები დავინახე იქვე ახლოს. ჩიქოვანის სისხლი იყო. აი დემეტრემ რომ მაგრად დაარტყა გუშინ და წარბი გაუხეთქა. ნეკნებში რომ ურტყამდა ეგ ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. წამიერად მინდება რომ იგივე სიტუაცია გამეორდეს. ჩიქოვანისთვის იმის უფლება რომ არ მიმეცა, ეფიქრა, რამე შეეძლო. დემეტრეც აღარაფერს იზამდა. არც პოლიცია ჩაერეოდა, არც სასწრაფო და ყველაფერი მშვიდად ჩაივლიდა რა. მაგრამ მერე ის უფრო მექნებოდა სადარდებელი ჩიქოვანი ჩემთან ხშირად რომ მოვიდოდა. ეგ ისეთი ბიჭია, ერთხელ რომ გაუღიმებ მეორედაც მოვა. ერთხელ რომ დაელაპარაები მეორედაც მოუნდება. საერთოდაც, ერთხელ რომ გაიცნობ მერე თავს აღარ დაგანებებს. რაღაცნაირი გადაკიდება იცის. ერთ სიტყვით მაგარი უაზრო პიროვნებაა რა... უსაქმურია და უბრალოდ მამის ფულებითაა განებივრებული. ოდნავი სერიოზულობაც კი არ გააჩნია. სისხლს თვალი ავარიდე და მანქანამდე კანკალით მივაღწიე. დავქოქე და ეზოს გავცდი. იმ კაფემდე მალევე მივედი. სამი წუთით გადაცდენოდა 12 საათს ამიტომ დიდი სიხარულითა და სისწრაფით გადავედი გაჩერებული მანქანიდან. ჯერ გარედან შევათვალიერე შიგნით მყოფი გარემოება. არაფერი ჩანდა ამიტომ შიგნით შევედი. ვიცოდი რომ დამხვდებოდა. თვითონ არ თქვა პუნქტუალური ვარო? ასეცაა... იქ დამხვდა. მივირბინე მასთან და ჩავეხუტე. თან ფეხისწვერებზე ავიწიე. დაჩი ხომ ჩემზე მაღალია. როგორც კი დამინახა მაშინვე ფეხზე წამოდგა. ძლიერად ჩამეხუტა. -ვაიმე ქეთი როგორ მომენატრე -ღიმილი ძველებურად უხდებოდა -სულ არ შეცვლილხარ -აღტაცებულმა წარმოვთქვი -თვენახევარში რას შევიცვლებოდი გოგო -გავიცინე და მანაც გაიცინა. -მოიცა მეტი დრო არ გასულა? -დავფიქრდი -მოიცა მარტში არ წამოვედი იქიდან? შენი დაბადების დღიდან მეორე დღეს. -ისიც დაფიქრდა -ჰოო, ზუსტად თვენახევარი გამოდის. ახლა აპრილის შუარიცხვებია, მაშინ მარტის დასაწყისი იყო. აღარ მახსოვდა. -ვუთხარი და კიდევ ერთხელ გადავეხვიე, მონატრებულზე. -რაარის ქეთო საჭმელს საერთოდ არ ჭამ? როგორ ძალიან გამხდარხარ... -შემათვალიერა -ისევ ცეკვავ ხო? -იმედიანად მკითხა -კიი ვცეკვავ. რა ვქნა ხო იცი მაშინაც როგორი გამხდარი ვიყავი. მე რა გამასუქებს... ჭამითაც ცოტას ვჭამ. ისიც მსუბუქად. -გავუღიმე -ჰო მაგრამ ესეც არ შეიძლება. ცუდად არ გახდე. მოდი დავსხდეთ. -მაგიდისკენ წავიდა. -ამ ადგილას აქამდე არ ვყოფილვარ. რა სიმყუდროვეა. -იქაურობას მოვავლე თვალი. მართლაც ძალიან მესიამოვნა. სუნიც ისეთი სასიამოვნო იდგა. ახალგაზრდა წყვილები ისხდნენ და მშვიდად საუბრობდნენ. -რას შეუკვეთავ? -მომმართა და მიმტანს დაუძახა -შოკოლადის ნამცხვარს. და რომელიმე წვენს. მეტი არ მინდა არაფერი -თავაზიანად ვუპასუხე მანაც ნამცხვარი შეუკვეთა და ჩემკენ მოტრიალდა. -აბა მოყევი რა მოხდა -მკითხა როცა შეკვეთა მოიტანეს -შენ ისევ შავებში ხარ გამოწყობილი... -ფაქტი დაღონებულმა აღვნიშნე -აბა გადამივლიდა? ესე უცებ როგორ გაქრებოდა ეს ტკივილი. -ხელები გადააჯვარედინა -მესმის დაჩი. არც გამტყუნებ. ისედაც ასე უნდა იყოს... -თბილად გავუღიმე -კარგი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, შენ მოყევი რა ხდება -ჩამაცივდა -მოკლედ... დემეტრეს ძმა გარდაეცვალა, ერთი თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ. მერე, დიდხანს არ მქონდა მასთან ურთიერთობა. ვწერდით ხოლმე, ვლაპარაკობდით ტელეფონზე. მაგრამ არ შევხვედრივართ. ბარში ვიჯექი. ისე, უბრალოდ. ვინ მოვიდა იცი? ჩიქოვანი გახსოვს? აი ეგ... ერთად ვიყოთ ისევო, მომენატრეო, შენთან მინდაო. აფერისტულად რა, ხო ხვდები. მაგას არაფერი აინტერესებს ისედაც. მერე დემეზე ვუთხარი. შეყვარებულები ვართ მეთქი. მერე დასალევი შეუკვეთა. ცოტა დავლიოთო რა. ჯერ უარზე ვიყავი მერე ხო იცი როგორც იციან. რო ჩაგაცივდებიან და თავს არ განებებენ. ვისკი მოიტანა რამოდენიმე ჭიქა დავლიეე და ასე თუ ისე დავთვერი. თავს ჩვეულებრივ ვაკონტროლებდი. მაგრამ ის ჩემზე მაგრად დათვრა. გინდა თუარა გაგაცილებ. შენით ვერ წახვალო. საჭესთან ამ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ დავჯდებოდი. ამიტომაც სხვა გზა რომ აღარ მქონდა დავთანხმდი გაცილებაზე. -მერე? -შემაწყვეტინა და გაგრძელება მომტხოვა. კახეთშიც ესე იქცეოდა. თან არც მაღიზიანებს. ალბათ იმის იმპროვიზირებას ახდენს ამ სიტყვით, თუ როგორ მისმენს. -ნუ მერე ბარბაცით მივაღწიეთ ჩემსახლამდე და მერე ზედმეტი მოუვიდა. ახლოს იწეოდა. შენთან მინდაო, ესაო ისაო, ძალას იყენებდა მოკლედ რა. მერე დემე მოვარდა. ძირს დააგდო და ურტყამდა. მთელი ძალით... წარბი გაუხეთქა, ტუჩიც. მერე ნეკნებში ურტყამდა ფეხს. მუცელშიც რამდენჯერმე დაარტყა. გიორგიმაც ერთი ორჯერ იხელთა დრო მაგრამ ისე მაგრად დასუსტდა რო ვერაფერი შეძლო. პოლიცია გამოუძახებია მეზობელს. სასწრაფომ გიორგი წაიყვანა. მე პატრულის მანქანას გავყევი განყოფილებაში. ჯერ დემეტრე დაკითხეს, მერე მე. წამებიღა იყო დარჩენილი, უნდა მეთქვა რაც მოხდა სინამდვილეში და ვინც კითხვებს მისვამდა იმასთან ერთი ბიჭი შემოვიდა. დეტალებს რომ განიხილავენ რა... ხომ იცი. ჰოდა მაგ ბიჭმა თქვა ჩიქოვანი არ ჩივისო. ჩივილს არ აპირებს და ასე უთქვამს მეგობრები ვართ მე და მაჩაბელიო. მეც რაღა უნდა მეთქვა. უარი ვთქვი ჩივილზე. ვუთხარი ორივეს მოვწონვარ და ამის გამო უბრალოდ შეკამათება მოუვიდათ თქო... გამომიშვეს. დემეც გაათავისფულეს. ერთად წამოვედით და ვიჩხუბეთ ბოლოჯამში გზაში. საჩივარი უნდა შეგეტანაო. არასწორად მოიქეციო. დიდი სისულელე ჩაიდინე მაგ არაკაცთან ერთად რომ დალიეო და ბოლოს უკვე ჩემ სახლთან რომ ვიდექით, მითხრა კიდევ უფრო მეტი რომ დაგელია იქნებ შენი სურვილით მომხდარიყო ის რაც ჩიქოვანს ძალის გამოყენებით სურდაო... ავდექი და ხელი გავარტყი. მერე შევედი სახლში და კარი მივაჯახუნე. დღეს დილით დამირეკა და ცივად ვილაპარაკეთ. ეგ იყო ად ეგ-თავი დავხარე და როგორც პატარა ბავშვი ლაპარაკობს მორცხვად, დამნაშავესავით ზუსტად ისე ვლაპარაკობდი. -აუ ქეთო... -ორივე ხელს ჩამოეყრდნო და ჩემკენ წამოიწია. -რა უაზრობა მომხდარა. -მომეცი რა მისამართი, იმ ჩიქოვანის, თუ ვინცაა და შენთავს ვფიცავარ მიწასთან გავასწორებ. როგორ გაბედა. იმ ხელებს დავაჭრი, შენ რომ მოგეკარა! ლაჩარია... მეტი არაფერი. -არა რა მისამართი, გაგიჟდი? დაწყნარდა ყველაფერი. იცის რომ ვეღარ მომეკარება. პოლიციის ადრეც ეშინოდა და ეხლაც. თან არც ვიცი სად ცხოვრობს. არც მაინტერესებს... ვიმედოვნებ რომ ყველაფერი ჩაწყნარდა. ახლა მხოლოდ დემეტრესთან ურთიერთობის გარკვევას ვეცდები. მეტს არაფერს... -ვთქვი და ნამცხვრის ბოლო ლუკმა დავაგემოვნე. წვენიც მოვსვი და მის ლაპარაკს დაველოდე. -არ გეწყინოს მაგრამ მართლა არ უნდა დაგელია იმასთან ერთად. ეს არ უნდა გაებედა -ფრთხილად მითხრა -ვიცი დაჩი. გგონია მე არ ვნანობ ამას? ნეტა იმ დროს იმ ბარში არც შევსულიყავი. რა სისულე დამემართა ახლაც ვერ ვიჯერებ. -კარგი რაც მოხდა, მოხდა. ვეღარ შეცვლი. უბრალოდ უნდა მოაწესრიგო და გამოასწორო. -თავის თავში დარწმუნებით მითხრა. იმ ბოლო ფრაზას, რაც დემემ გითხრა არ ვეთანხმები. მაგრამ მისი მესმის. მაგ მომენტში მეც ეგრე ვიფიქრებდი ალბათ. რაღაცნაირი სიტუაციაა ხო ხვდები. -ისიც სინანულით ლაპარაკობდა. როგორც ჩანს კარგად ამიგო. თავიც არ მომიბეზრებია მგონი -რა ვქნა არ ვიცი დემესთან. ამის გამო როგორ უნდა დავშორდეთ. ისედაც ამდენი რაღაც გამოვიარეთ და ეხლა ისევ უნდა დავშორდეთ? ვინ იცის კიდევ შევრიგდებით თუ არა. -გინდა რაღაც გითხრა? -იკითხა მაგრამ პასუხს არც ელოდებოდა. იმიტომ რომ ისედაც გააგრძელებდა -შენ უნდა გადადგა ამჯერად პირველი ნაბიჯი. შენ უნდა შეიყვარო ახლიდან. თუ გინდა ბოდიში არ მოუხადო, მაგრამ უნდა გამოასწორო რა... უნდა დამშვიდდე, აწონ-დაწონო ყველაფერი და აპატიო. მანაც უნდა გაპატიოს. გახსოვს მე რა გითხარი? ბანალური სიყვარული, სიყვარული არარის თქო. ის რა სიყვარულია არაფერი თუ არხდება. ეს ცხოვრება ისედაც სიგიჟეებისგან არ შედგება? ერთფეროვნება რადგინდა. მე შემხედე... შავები მაცვია უკვე რამდენი ხანია მაგრამ მაინც ყველგან მრავალფეროვნებას ვეძებ. გგონია რამის ხალისი მაქვს? გგონია სულ მხიარული ვარ? უბრალოდ ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვნად ვუყურებ რა. რეალურზე უნდა იოცნებო, მაგრამ მაგრად. მაგრად უნდა იოცნებო... უნდა მიაწვე და შეძლო კიდეც რა... ამ ცხოვრებას ახლა თუ არ დააფასებ, აბა მერე რაღა აზრი აქვს? მოკლედ უნდა დატკბე რა! წადი და იბრძოლე. გგონია გოგოებს ბრძოლა არ შეუძლიათ? ფიქრობ შენ ვერ მოაგვარებ? დამიჯერე. წადი და შემოირიგე. ადვილი ნამდვილად არაა მაგრამ შენ უნდა გააადვილო. შენი თავი დაარწმუნე რომ ბედნიერი მომავალი გაქვს და ეგაა რა. შენ თუ გიყვარს და მასაც თუ უყვარხარ, ესეიგი ყველაფერი გამოვა რა. მთავარია სწორად მოიქცე და მერე დრო მოიტანს ყველაფერს! დემეტრე ერთი კვირა გავიდა. ჩემსა და ქეთის შორის ისევ იგივე უთანხმოება, დაძაბულობა და გაურკვევლობაა. არცერთმა არ ვიცით რას ვაკეთებთ. იმან რამდენჯერმე მომწერა. მე ვურეკავდი. როგორც ყოველთვის ისევ მე ვდგამდი პირველ ნაბიჯებს. საღამოა... ბუხარი ანთია, ფაჯარა ღიაა. კარი ჩაკეტილი. ისეთი სითბო ტრიალებს ირგვლივ, სიგრილეში რომ არის შერეული. დიდი ტელევიზორი ხმადაბალზეა ჩართული. დივანზე ვარ წამოწოლილი. 6 საათი გახდებამალე. დივნის წინ მაგიდა დგას რომელიც ჩემკენ მოვწიე მასზე დადგმულ ღვინის ბოთლს ადვილად რომ მივწვდომოდი. ნელ-ნელა ვსვამ და თან ვფიქრობ. ჭერს ისე გავყურებ თითქოს რამე ეწეროს და ვკითხულობდე. ტელეფონი რეკავს... მისი ხმაც ძლივს ჩამესმის ყურში. ისეთ ფიქრებში ვარ ჩაძირული როგორ უნდა გამეგო. -ქეთი? -ვკითხე, თუ ფაქტი აღვნიშნე ვერ მივხვდი. უბრალოდ ის სახელი წარმოვთქვი გაკვირვებულმა, რაც ამ ნომრიდან შემოსულ ზარს დართვოდა. -დემეტრე! -აი მან ნამდვილად ფაქტი აღნიშნა -როგორ მოხდა, შენ რომ დამირეკე. -გავიცინე მაგრამ ასი პროცენტით შემეძლო დარწმუნებული ვყოფილიყავი რომ ამ სიცილით არანაირ ირონიას არ გამოვხატავდი. უბრალოდ ვუთხარი რა... -რავიცი გადავწყვიტე დამერეკა და დავრეკე კიდეც. -ხმა როგორი ჰქონდა იცით? აი არაფერს რომ არ გამოხატავს. არც სიბრაზეს, არც სიხარულს არც ბედნიერებას და არც სიყვარულს. შეილება ოდნავ სიყვარულს გამოხატავდეს. ყველაფრის მიუხედავად ხომ მაინც ვუყვარვარ არა? მეც ხომ ძალიან მიყვარს. ჩემი გაურკვევლობაც მაკვირვებს. თავს ვერც ვიდანაშაულებ და ვერც ვიმართლებ. -მშვენიერია. -ისევ უბრალო ტონი -ლაპარაკი მინდა შენთან. მართლა მინდა... -თითქოს ჩემს დაჯერებას და დარწმუნებას ცდილობდა. -შევხვდეთ? -სწრაფად ვკითხე იმიტომრ ომ პირადად მე მინდოდა ეს. -არა. არ მინდა სხვაგან წასვლა. ან შენ მოდი ან მე მოვალ. -თითქოს მთხოვდა? არ ვიცი... -ჩემი ახალი სახლი ხომ არ გაქვს ნანახი. ამიტომ რავიცი... კარგი იქნებოდა შენ თუ მოხვიდოდი. -მე რომ ვთხოვე ეგ ზუსტად ვიცი -ჰოდა მოვალ. ორ საათში... მისამართი ვიცი. ლაშამ მითხრა ერთხელ. -კარგი მაშინ რამეს მოვამზადებ. ბიჭი ვარ მაგრამ ჩემი მომზადებული რამე ხომ უნდა გაგასინჯო. კარგად ვამზადებ. ხომ იცი რა ჭკვიანიც ვარ. -ჩავიცინე და გამიკვირდა მისი სიცილის ხმაც რომ გავიგე -კარგი... 8 ის მერე შენთან ვარ! დროებით. -მითხრა და გათიშა. ბევრი ვიწვალე. ხან რა დავწვი ხან რა. მაინც მოვამზადე. უბრალოდ ნერვიულობისგან დამემართა. მეგონა მომზადებული ვერ დავხვდებოდი. 7 ხდებოდა. კარზე ზარია... ახლა ნამდვილად არ ველოდი ამას. ერთი საათით ადრე რომ მოვიდა არ მესიამოვნა. ვერ მოვასწარი ბოლომდე. ხელები დასვრილი მქონდა. სწრაფად გადავიბანე, შევიმშრალე და კართან მივედი. ღიმილით გამოვაღე მაგრამ ეს ღიმილი ზღურბლს მიღმა მდგომმა ადამიანმა მალევე შეცვალა ზიზღით როდესაც ის ჩემს თვალთა ხედვაში გაჩნდა -სხვას ელოდებოდი ალბათ.. -ჩიქოვანის ირონიული ღიმილი იმდენად მაღიზიანებდა რომ თავს ძლივს ვიკავებდი. -რა გინდა მითხარი დროზე და აახვიე აქედან! -რატო ასე უხეშად? ღმერთო როგორ გავხართშენ და ქეთი ერთმანეთს. მოიცა შენ და ლაშა როგორ ეძახით? ქეთო ხო? -შენ ქეთის ნუ ახსენებ გაიგე?! -მასთან ახლოს მივედი. საყელოში მსუბუქად ვწვდი და კბილებში გამოვცერი. ხელი მალევე გავუშვი რადგან უცბად პოლიციის განყოფილება გამახსენდა -შენ რატომ უნდა დამიშალო მე ვისზე, როგორ უნდა ვილაპარაკო? -ისევ გაიღიმა. მწარედ... -მოდი ნუ მეკაჩავები რა და ნორმალურად, ადამიანურად მელაპარაკე. ისე როგორც ორი ჩვეულებრივი ადამიანი ლაპარაკობს! -ვთქვი და ზღურბლს გადავაბიჯე. გარეთ გავედი და კარი გამოვკეტე. -არ გეკაჩავები. მეც ლაპარაკი მინდოდა შენთან. ამიტომ მოვედი. -მხარზე ხელი დამკრა მაგრამ სწრაფი რეაქცია მქონდა ამაზე. გაღიზიანებულმა დავაშვებინე ქვევით. -ჰოდა ვილაპარაკოთ. -ცივად ვუთხარი. -მოკლედ არ გეგონოს რომ შენი ქეთი მაინტერესებს. არ დაგიმალავ და ფეხებზე -წესიერად ილაპარაკე თორემ გეფიცები აქვე გავთხრი საფლავს შენთვის -თავდაჯერებულმა ვუთხარი. -დამაცადე რა -თვალები გადაატრიალა -ნეტა იცოდე როგორი არაკაცი ხარ! -თავი გავაქნიე -არ გკიდია ძმაო? -მე შენი მეგობარი და ძმაკაცი არ ვარ ამიტომ ასე ნუ მომმართავ -თავს ძლივს ვიკავებდი -დამასრულებინე... მაგრად ფეხებზე ეგ შენი ქეთიც და შენც. აქ ქეთის გამო არც მოვსულვარ. არ გეგონოს რომ რამეში გეჯიბრები. ისე სხვათაშორის შენ რა იცი იქნებ ყველაფერი ჩემი სურვილით არ ხდებოდა იქ... -ამჯერად ცალყბად ჩაიღიმა. რაც უფრო შემზარავს ხდიდა მის პიროვნებას -ჰოდა... მინდა იცოდე რომ კარგად უნდა მიცნობდე. ვინ ვარ უნდა იცოდე. არ მინდა იფიქრო რომ შეგრჩება ის რაც ერთი კვირის წინ მოხდა. არ გეგონოს ამას ასე დავტოვებ. -მემუქრები?! -ამრიზად ვკითხე -გაფრთხილებ! ნუ ჰო... გემუქრები კიდეც. თან უახლოეს მომავალში მიმდინარე სიტუაციას გაცნობ. -ეს მუქარა რაში მდგომარეობს. -დაცინვით ვკითხე -გააჩნია როგორ განვითარდება მოვლენები -მოდი უბრალოდ ამიხსენი რა გინდა და დალაპარაკების გზით მოვაგვაროთ ყველაფერი. -სიმშვიდისკენ მივუთითე, რომლის იმედიც არ მქონია -კიდევ ერთხელ მინდა გითხრა რომ ქეთისთან უბრალოდ ვერთობოდი ადრეც და ახლაც. სერიოზულად ნუ აღიქვამ... შენთვის წართმევას არ ვაპირებ -მასზე ისე ნუ ლაპარაკობ, თითქოს სათამაშო იყოს... -კიდევ ერთხელ ჩავავლე საყელოში ხელი -შენ ვერ დამიშლი თქო არ გითხარი? -თავისას არ იშლიდა -უნდა იცოდე რომ მე რამე თუ ჩავიფიქრე აუცილებლად ავასრულებ. მიზანს ყოველთვის ვაღწევდი, ადრეც და ახლაც. ამაში კი ვერც შენ შემიშლი ხელს და ვერც შენი ძმაკაცი ლაშა. -თავის თავში იმდენად იყო დარწმუნებული რომ წარბიც არ შეუხრია -ეხლა შენ მომისმინე. -ახლოს მივედი და გვერდით დავუდექი. მისი დგომის საპირისპირო მიმართულებით ვიდექი. მხარზე ხელი დავადე -სულ რომ მოვკვდე ქეთის თავს არავის დავუთმობ! რაც არ უნდა იყოს, როგორც არ უნდა იყოს და როცა არ უნდა იყოს მას არავის დავაჩაგვრინებ. სულ რომ სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. ბოლომდე ვიბრძოლებ მისთვის და ვიამაყებ კიდეც! შენ ამაში ვერასდროს შემიშლი ხელს, თუნდაც შენი მოკვლა დამჭირდეს... -ჩემი სათქმლის დასრულებაც არ დამცალდა ჩემს სხეულში ცივმა ლითონის სხეულმა რომ გაიარა. მარცხნივ, გულის მხარეს... ნახევრამდე მიაღწია და იქ დარჩა. გულს აცდა, მაგრამ ამისდამიუხედავად ვიცი რომ კარგი არაფერი მელის. -ახლა მე გლავ ხედავ? არ გაცალე ბედნიერება -მის მხარს ვებღაუჭებოდი როცა მელაპარაკებოდა. ფეხები მეკეცებოდა. ძალას ვკარგავდი. ყველანაირად ვსუსტდებოდი. ვიყინებოდი... თან მცხელოდა. ვეღარ ვიგებდი. -შეიძლება ქეთისაც შენთან უნდოდა მაგრამ რას ვიზამთ. თურმე შემძლებია ის რის გაკეთებასაც ვაპირებდი. თან თურმე პირობასაც ყოველთვის ვასრულებ... -ნაძირალა ხარ, მეტი არაფერი! -ამის თქმა შემიძლია. მეტი ვერაფერი ამოვღერღე. ჩაბღაუჭებული ხელი მოიშორა და ძირს დამაგდო. -ხდება ხოლმე... გითხარი არ შეგარჩეენთქო. შეიძლება იმ დროს არაფერი შემეძლო, როცა მირტყამდი მაგრამ ახლა ხო შემიძლია. -თქვა და თავისი მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. -თუ არ მოკვდები, ისე მაინც მოხდება, რომ ვეღარაფერს იზამ ჩემს წინააღმდეგ. -მომაძახა და წავიდა ძირს ვეგდე. სახლის კართან მოშორებით. ვერ ვინძრეოდი. ტელფონიც არ მქონდა. წუთები გადიოდა მაგრამ მე ვერავინ მშველოდა. ყველაზე საშინელება ის იყო გონებასაც რომ ვერ ვკარგავდი. უბრალოდ ვიწექი და ტანჯვასა და ტკივილს შევიგრძნობდი. ხელი ძლივს მივიტანე დანამდე რომ სხეულიდან ამომეღო. სისხლი დიდი რაოდენობით წამოვიდა. ხელი დავაჭირე ვითომ რამეს შევაჩერებდი ამით. ხელი ჭრილობაზე მედო და ვაჭერდი. ძალა არ მქონდა მაგრამ როგორც შემეძლო ისე ვაკეთებდი. საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას თავადვე ვცდილობდი. ტკივილზე მეტად ზიზღს უფრო ვგრძნობდი... ვერც კი ვიაზრებ როგორ დავუშვი რომ ასე მომხდარიყო. ვისთვის უნდა დამეძახა. ხმაც არ ამომდიოდა. მეზობლებსაც ვერ მივაწვდენდი. თან არავის ვიცნობ აქ სახელით რომ მივმართო. ქეთის იმედი მაქვს. მხოლოდ იმას ვდარდობ მოსვლა არ გადაიფიქროს. აი მერე უკვე ნამდვილად დამერხევა. ვინიცის კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდა ჩემი ასე ყოფნა. ძლივს გავარჩიე ქეთის მანქანის ძრავის ხმა. ჩემს ეზოში გაჩერდა და სწრაფად გადმოვიდა. ნაბიჯებიც სწრაფი იყო. სირბილს უფრო ჰგავდა. -დემე! -ყვირილით მომვარდა სისხლის გუბეში მწოლიარეს -ქეთი! -აღმომხდა. -რა ხდება... -ჩემი სხეულის გვერდით მუხლებზედაეცა -გთხოვ, სასწრაფოში დარეკე და ჩემთან დარჩი რა... დამეხმარე რომ გადავრჩე. სიკვდილი არ მინდა! ქეთი სრული შოკი განვიცადე ამ ყველაფრის დანახვისას. უკვე მერამდენედ შეიძლება ასეთი დარტყმების მიღება. არ ვიცი სადამდე უნდა გავუძლო ამ ყველაფერს. მისი სხეულის გვერდით მუხლებზე ვემხობი. დაბნეულობის ზღვარზე ვარ. არადა ამ დროს არ შეიძლება ასე... სკოლაში ბევრ რამეს მასწავლიდნენ ამაზე. სიმშვიდე და გონების კონტროლი უნდა შეინარჩუნო ადამიანის ამ მდგომარეობაში დანახვისას. მაგრამ ახლა? ყველაფერი ერთიანად დამავიწყდა. ნერვიულობის მეტი არაფერი შემეძლო. სისხლი თქრიალით მოდიოდა მისი ორგანიზმიდან და ამ სისხლისგან შემდგარ გუბეში იწვა მაჩაბელი. -პოლიციაშიც დარეკე რა, გთხოვ! -მემუდარა თითქოს -დარწმუნებული ხარ? -ყოყმანით ვკითხე -სულ გაგიჟდი შენ ხო? -გაბრაზდა -შემომხედე! -ჭრილობაზე თვალით მანიშნა -ამ მდგომარეობაში იმ ჩიქოვანმა ჩამაგდო. კიდევ მეკითხები დარწმუნებული ვარ თუ არა? ეს ბიჭი ნამდვილი უბედურებაა, დიდი უბედურება! მაინცდამაინც ამ მდგომარეობამდე უნდა მივეყვანე ასე მოკლე დროში? -ვრეკავ! -აღარაფერი მიკითხავს, პირდაპირ სამციფრიანი ნომერი ავკრიფე ლაპარაკი რომ დავასრულე ისევ მასთან მივედი -თავს როგორ გრძნობ? -მზრუნველობას ვიჩენდი -გულს აცდა... -გაღიმებას ეცადა. გაიღიმა კიდეც, მაგრამ ამ ღიმილში ტანჯვისა და ტკივილის მეტი არაფერი ჩანდა. -არ ვიცი ამ დროს რა უნდა გავაკეთო! -არც მე ვიცი დემე, რა ვქნა! -ისეთივე თქრიალით მომდიოდა თვალებიდან ცრემლები, როგორც მისი ჭრილობიდან სისხლი. -აუ რა მაგრად მეშინია იცი? ახლა ყველაზე ნაკლებად სიკვდილი მინდა... -თვალები გადაატრიალა -არც მოკვდები! -ალბათ ვუბრძანე -მაშინ აქ იყავი რა. გთხოვ, შემენაცვლე და ამ ჭრილობაზე ხელი შენ დააჭირე. მეტი ძალა აღარ მაქვს. უბრალოდ დააჭირე. -მის სურვილს დავემორჩილე. ჯერ ერთი ხელი დავადე ჭრილობას, შემეგ მეორე დავაჭირე მას. -არ გტკივა? -შიშმა შემიპყრო. შემეშინდა ჩემმა ქმედებამ უფრო ცუდად არ გახადოს -კი... მაგრამ არაუშავს. მთავარია ეს სისხლის გუბე აღარ გაიზარდოს. -ამოიხვნეშა -იცი რა? არანაირი სამედიცინო გამოცდილება არ მაქვს მაგრამ ვიცი რომ თვალები არ უნდა დახუჭო, უნდა ისუნთქო და ჩემთან დარჩე! -ისე ეგ რომელ სამედიცინო კანონში წერია, შენთან რომ უნდა დავრჩე! -სუსტად ჩაიხითხითა და კკბილები გამოაჩინა. სიცილის ძალაც არ ჰქონდა და დაახველა. ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობდა -მე შევადგინე ეს კანონი -ვეცადე, რამენაირად შემემსუბუქებინა მისი ტკივილი და მეც გავიცინე -მოცეკვავესთან ერთად, მოსამართლეც ყოფილხარ! -კანონებს მოსამართლეები ადგენენ? -ცალი წარბის აწევით ვუთხარი -ვხუმრობ, ხო იცი! -ძლივსღა ლაპარაკობდა -რა ლამაზად გაქვს თმა - არ ვიცი რატომ წამოჭრა ამ მომენტში ეს თემა -მატყუებ? -თავი ჩემ მხარზე ჩავასრიალე რომ ცრემლები შემემშრალებინა -არანაირად! -ცალყბად გაიღიმა -მადლობა მაშინ. -მისმა კომპლიმენტმა რამოდენიმე წამით სულ გადამავიწყა აქ მიმდინარე სიტუაცია -შენ მაინც ნუღარ ტირიხარ რა... -მთხოვა, როცა ჩემი ცრემლები ისევ შენიშნა. -სხვანაირად არ გამოდის! -თავი შევატრიალე რომ აღარ დავენახე თუმცა სხვანაირად ჭრილობას ხელს ვერ ვაჭერდი -გეშინია რომ მოვკვდები? -თავი გვერდით გადმოხარა და სინანულით მომხედა -კი... -თავი აღელვებულმა დავუქნიე -იცი რა საშინელება იყო იმან თავისი კუპრივით შავი თვალები რომ შემომანათა და დანამ ჩემს სხეულში გაიარა? -კანკალებდა. ოღონდ სიმწრისგან -კარი რატომ გაუღე? -ვუსაყვედურე მგონი -შენ მეგონე... -სინანულით თქვა -გტკივა? -ხელი უფრო სწორად დავადე ჭრილობას -მტკივა -აღმოხდა -უძლებ? -დაჟინებით დავაცქერდი ზემოდან მის თვალებს -ვუძლებ, სხვა გზა არ მაქვს! -მიპასუხა და თვალები მილულა -ნუ ხუჭავ რა! -ვთხოვე და თან ვუბრძანე -შენ არ შეგეშინდეს თუ სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს -თბილად გამიღიმა. -ახლა როგორ ხარ?! -ვკითხე შეშინებულმა -ყოველ წუთს ამ კითხვას ნუ მისვამ, თორემ უფრო და უფრო მტკივდება როცა ვფიქრდები ამაზე... რაღაც მძიმე მაწევს თიქოს გულთან, ძალიან მცივა, ვეღარ ვსუნთქავ ქეთი. მეშინია, ძალიან მეშინია... თანდათან სმენას ვკარგავ, თვალებზეც თითქოს რაღაც შავი მეკვრება, გამილურჯდა ტუჩები არა? კანიც გამითეთრდა. მგონი მართლა ვკვდები, ქეთო! ყველაფერი მტკივა... თითქოს ძარღვებში სისხლი აღარ ჩქეფს. -არაუშავს! -დავუყვირე -მალე მოვა სასწრაფო დახმარება და ჩვეულებრივ გამოკეთდები. ასე ნუ შიშობ, ყველაფერი კარგად იქნება! -თან გავამხნევე და თან ჩემი შიშიც იმატებდა. ხელიდან მეცლებოდა, თითქოს. ვკარგავდი მე დემეტრეს! -კიდევ იცი რამდენი ხანია ასე ვწევარ? სულ დავიცალე სისხლისგან. რაღა მიშველის ახლა. იქნებ სასწრაფომაც ვერ მოასწროს -მოასწრებს! -თავი დავიქნიე, ოღონდ ამით ჩემს თავს ვამხნევებდი. -სისხლი მაინც გადმოდის... აუშვი ჭრილობას ხელი. აზრი აღარ აქვს. -სისხლიანი ხელი, თავისი სისხლითვე დასვრილ ჩემს ხელს დაადო. -ნუ ამბობ ამას! -ვუყვირე. სისხლის გუბეში მწოლიარეს ვუყვირე -მზად ხომ უნდა ვიყოთ მეც და შენც. -უფრო და უფრო ფითრდებოდა. -ამისთვის ტყუილად მზადება საჭირო არაა! -აქეთ-იქით ვიხედებოდი იმის შესამჩნევად ვინმე ხომ არ მოდიოდა, რომ დასახმარებლად დამეძახა. -ამ დანას შეხედე! -თავი გადმოხარა და თალით მანიშნა გვერდით დაგდებულ ბასრ იარაღზე -მერე? -ზიზღით დავხედე -ძლივს მოვაშორე ჩემს სხეულს ეს რაღაც! დანაც არ წაიღო, აზრზე ხარ რა დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე? თავისი მოკლე ჭკუით იფიქრა რომ შემეშინდებოდა და ვერ ვუჩივლებდი. -ანაბეჭდები? როგორ ამოიღე? -პირდაპირ იმას მოვკიდე ხელი, რაც ჩარჭობილი იყო. -ლაპარაკის დროს სუნთქვა უფრო და უფრო უძნელდებოდა. -დაიჭერენ! -დავასკვენი. არადა ისედაც ფაქტი იყო ეს. -ჰოო -დამეთანხმა -დაიჭერენ და ყველაფერი დამთავრდება. კარგად ვიქნებით, მეც და შენც. -მტკიცედ ვთქვი -იმედია... -თვალების გახელა სცადა -ისევ გტკივა? -ვიკითხე მაგრამ მივხვდი რომ ეს ძალიან სულელური შეკითხვა იყო. რამე შეიცვლებოდა ასე მალე? -თუ მოვკვდები... -არ მოკვდები! -ისევ დავუყვირე -თუ მოვკვდები, შენ კარგად უნდა იყო! -სისხლით დასვრილი ხელი ჩემს ხელს მოუჭირა. თითქოს მთლიანად შევიგრძენი მისი ტკივილი -რაც არ უნდა იყოს, გაიღიმე ხოლმე. შენც კარგად იცი ღიმილი როგორ გიხდება. აბა სულელი კი არ ვარ, თყუილად რომ დავტკბე... გათხოვდები, შვილები გეყოლება. ოჯახს შექმნი ბოლოსდაბოლოს! ოღნდ მე არ დამივიწყო რა... მინდა სულ გახსოვდე. დამიჯერე სხვის შეყვარებას შეძლებ და ბედნიერი იქნები. რა მნიშვნელობა აქვს მე ვიქნები თუ სხვა. მთავარია შენ იყო კარგად! ის ლურჯი კაბა ხშირად ჩაიცვი ხოლმე, მე რომ მიყვარს. კიდევ ის ფეხსაცმელები, შავი, სქელი ძირით. თმაც გაიშალე ხოლმე. მაგრად გიხდება. მარიამთან და ლაშასთანაც ხშირად მიდი. ჩემზე ბევრი არ იფიქრო, რომ არ დაიტანჯო. უბრალოდ გაიღიმე რა. ისე როგორც გჩვევია... ახლა თვალებს ვხუჭავ და არ შეგეშინდეს. მეტს ვეღარ ვუძლებ. ოღონდ არ გეგონოს, რომ ვნებდები! თვალები მართლა დახუჭა. ოღონდ მისი ხმა, საუბრისას სასწრაფოს მანქანის ხმამ გადაფარა. პოლიციის მანქანაც მოყვა ამას და ასე... დემეტრეს სიცოცხლის იმედი მომეცა. -გაიწიეთ! -ერთერთმა ექიმმა მომმართა და დემეტრესკენ წამოემართა. -სისხლი... სისხლი მოსდის. როგორ გავიწიო. არ შემიძლია... -დავიბენი და აღელვებული ვლაპარაკობდი. -ქალბატონო აუშვით ჭრილობას ხელი, ჩვენ მივხედავთ. დამშვიდდით! -ეს ბრძანებასავით მივიღე და დავემორჩილე -კარგად იქნება? -ვკითხე მეორე ექიმს, რომელმაც საკაცე გადმოიღო მანქანიდან. არ მპასუხობდა. თავისს საქმეს განაგრძობდა. რაღაც პროცედურები ჩაატარეს იქვე და მაჩაბელი საკაცეზე დააწვინეს -კარგად იქნება?! -გავუმეორე როცა მანქანაში გადაყავდათ საკაცით. ამჯერად ხმამაღალი ტონი გამოვიყენე შეკითხვის დასმისგან. -გამოგვყევით! -ახლაც უპასუხოდ დამტოვეს. უსიტყვოდ დავემორჩილე. დემეტრე უგონო მდგომარეობაში იყო. მე ვიჯექი ჩემთვის და ვუყურებდი, როგორ ცდილობდნენ მისთვის ეშველათ. თვალებზე ცრემლები შემაშრა. -გული უჩერდება! -ერთერთმა თქვა და რაღაც მოამზადა. გულმკერდზე დაადეს და სამამდე დაითვალეს. რაც შემეძლო, ყველანაირად ვიწეოდი ბოლოში. არ მინდოდა მათთვის ხელი შემეშალა. დიდ მანძილს ვინარჩუნებდი ჩემსა და მათ შორის. -რამდენი ხანი იყო ასე? -რაღაც მომესმა იმდენად ვიყავი დემეტრეს სიკვდილზე ფიქრებით შეპყრობილი რომ მე უფრო ვგავდი მკვდარს, ვიდრე ის მომაკვდავს. უძრავად ვიდექი და ძლივს გავარჩიე ხმა, რომელიც ჩემკენ იყო მომართული -უკაცრავად... -მის სხეულს თვალი ძლივს მოვაშორე და ექიმს ავხედე. ლამის ჩაკეცილი ვიყავი -მე გკითხეთ, რამდენი ხანია რაც დაჭრილია! -ხმას აუწია. იმიტომ კი არა რომ მიბრაზდებოდა. უბრალოდ ცდილობდა ხმა მოეწვდინა ჩემთვის -მე 15 წუთის წინ მივედი იქ. მანამდე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში იყო მარტო. ანუ სულ 40 წუთია... -ჩემს არსებობას მხოლოდ სუნთქვითა და პირის მოძრაობით ვადასტურებდი. თავის ხელში აყვანას ვცდილობ. დამშვიდება მინდა და ამაში აქ მყოფი სიტუაცია ხელს მიშლის -რთულადაა საქმე -ისევ მისკენ შეტრიალდა. უამრავ რაღაცაზე იყო შეერთებული -მუხტი სამასამდე გაზარდეთ! -მეორე აჰყვა. მე გაოგნებული ვუყურებდი. ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. სიტყვები, ფერები, ხმები... სამედიცინო ტერმინებიდან არაფერი მესმოდა მაგრამ ყველაფრის გაანალიზება მინდოდა. თოვლივით გათეთრებულიყო დემეტრეს კანი. -... -რამოდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა -პულსი გვაქვს! მაგრამ სუსტი. -ირგვლივ სიჩუმე ისე დაირღვა, როგორც ჩემს გონებაში შიში. ამოვისუნთქე მეც და სხვებმაც. სამი წამის განმავლობაში ხელები სახეზე მქონდა აფარებული და უდიდეს შვებას ვგრძნობდი. ამ ყველაფრის მიუხედავად მივხვდი რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა -მალე მივალთ? -ძლივს წარმოვთქვი -უკვე მოვედით. -ვინ მიპასუხა ისიც არ ვიცი. მანქანა გაჩერდა. სასწრაფოდ შეიყვანეს საავადმყოფოში. მეც შევყევი. სწრაფად მიაქროლებენ კალიდორში. -დაჭრილია... გულთან ძალიან ახლოს. გზაში გაუჩერდა გული, მაგრამ მალევე ავამუშავეთ. 40 წუთია ამ მდგომარეობაშია. გონზე იყო მანამ სანამ ჩვენ არ მივედით. -სიტუაციის მდგომარეობას ხსნიდა ერთერთი ფორმიანი. -მე ვერ შემოვალ? -ამ კითხვაზე პასუხი ისედაც ვიცოდი მაგრამ მაინც ვიკითხე. ყოველი შემთხვევისთვის -დერეფანში დაელოდეთ. დაბრძანდით. გაგაგებინებთ ყველაფერს. ვინ ხრთ მისი? -შეყვარებული! -მოულოდნელად ვუპასუხე. -ოჯახის წევრებს შეატყობინეთ! -მითხრეს და კარი მიხურეს. გაქრნენ ჩემი თვალთახედვიდან. უკან დავიხიე. ნელი ნაბიჯებით. ირგვლივ მიმოვიხედე. აღარ მახსოვდა კაბა რომ მეცვა და ჯიბეში ტელეფონის ძებნა დავაპირე. არაფერი მქონდა. არც ჩანთა, არც ტელეფონი და გასაღები. ყველაფერი ჩემს მანქანაში დამრჩა, დემეტრეს სახლთან. სისხლიან ხელებს დავხედე. უცებ ავკანკალდი. -სად შევიდე... -ერთ-ერთ ექთანს მივმართე ჩემს წინ რომ უნდა ჩაევლო. თან სისხლზე ვანიშნე. -საპირფარეშო მარჯვნივაა. -შემათვალიერა და მიპასუხა. -თქვენც დაჭრილი ხართ?! -არა არა... გმადლობთ! -თავი დავუქნიე და საპირფარეშოში შევედი. სარკეში ჩემი სისხლიანი სახე რომ დავინახე ავღელდი. ისტერიულად ვიქნევდი ხელებს. ვკანკალებდი და სისხლს ვიშორებდი. თმაზეც კი სისხლი მესვა. ორ წუთში გამოვედი იქიდან. -დარეკავთ? მე ტელეფონი არ მაქვს -მიმღებში ვიკითხე -რათქმაუნდა! -თბილად მიპასუხეს დახლს დავეყრდენი. ლაშასთან და მარიამთან დავარეკინე. -თქვენ დაელაპარაკებით?! -არა. თქვენ, თუშეიძლება. უთხარით რომ დემეტრე მაჩაბელი საავადმყოფოშია და აქ მოვიდნენ. ისიც უთხარით რომ ქეთი ახვლედიანიც აქაა... -დასუსტებულმა ვუთხარი მე დახლს გამოვეცალე და აქეთ გამოვედი. -ცუდად გამოიყურებით -წინ გადამიდგა ექთანი. ოღონდ ამჯერად სხვა იყო. -ჩემი შეყვარებული დაჭრეს... -დაბნეულმა წარმოვთქვი -ვიცი ვინც ბრძანდებით! კარგად ხართ? -ყველანაირად იჩენდა ეს გოგონა თავაზიანად. -არ ვიცი... -თავბრუსხვევას ვგრძნობდი. აქეთ-იქით ვიყურებოდი ადგილის აღსაქმელად. რასაც ვხედავდი, იმის გარჩევას ვცდილობდი -ცუდად ხართ. -ფაქტი აღნიშნა. -ჰო -დავეთანხმე და კედელს მივეყრდენი. -პალატაში წამომყევით. სუსტათ ხართ. უნდა წამოწვეთ! -ხელი მკლავზე მომხვია და წამიყვანა. -შეიძლება? -ფრთხილად ვკითხე -რათქმაუნდა, წამობრძანდით. გაგსინჯავთ. -მადლობა! -გავყევი მას. მაშინვე წამოვწექი. ჩვეულებრივ გამსინჯეს. დაბალი წნევა მქონდა. ფერი არ მედო სახეზე... რაღაც დამალევინეს, არ ვიცი რა. არც მაინტერესებდა. 15 წუთი ვიწექი. ძალიან მაწუხებდა საავადმყოფოში მდგარი წამლების სუნი. უფრო ცუდად მხდიდა. ჩემგარდა არავინ იყო პალატაში. წამოდექი და ფრთხილად გავედი პალატაში. ის ექთანი შემხვდა ვინც აქამდე მომაცილა. -ახალი არაფერია? -მივმართე -გაგაგებინებთ. თქვენ წამოწექით... -ისევ პალატისკენ მიმითითა. -ექიმი მალე გამოვა? -ისევ ყველაფრის გაგებას ცდილობდა -არა... -მიპასუხა და კარი მიხურა. -ღმერთოჩემო ქეთი! -შეშინებული მარიამი შემოვიდა და მომვარდა. მას ლაშა შემოყვა. -როგორც იქნა! -ლოგინზე წამოვჯექი -რა ხდება? სადაა დემეტრე? შენ გიკითხეთ მისაღებში და ეს პალატა გვითხრეს... რა მოხდა? -კითხვები დამაყარეს -ქეთი, დემე სადაა?! -დაძაბული დადგა ლაშა ჩემწინ. -ჩიქოვანმა დაჭრა. ერთი საათის წინ... მასთან მივდიოდი. დავურეკე სალაპარაკო გვაქვს მეთქი. სადილს მოვამზადებო და მანამდე შენც მოხვალო. ერთი საათით დამასწრო... ძალიან ცუდად ვარ. სასწრაფოს მანქანაში გული გაუჩერდა, ძლივს აუმუშავეს. ეხლა კიდე შეყვანილი ჰყავთ 20 წუთია და არავინ გამოსულა. არ ვიცი რა ხდება... -სერიოზულად?! -სახე წაეშალა მას. სახეზე ხელები აიფარა და ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა -ჰოო ლაშა -დამწუხრებულმა გავხედე -დაიჭირეს? -სიბრაზემ შეიპყრო -არვიცი. პოლიცია რომ მოვა დასაკითხად, ვეტყვი ყველაფერს. -მერე დაიჯერებენ? -დანა იქ დატოვა, სახლთან. შეიძლება დაავიწყდა. ან უბრალოდ იმიტომ დატოვა რომ ეგონა არ უჩივლებდა. ამიტომ მაგაზე არ იღელვოთ... -დავამშვიდე -ქეთი და მარიამ! -დაიწყო ლაშამ -თქვენც მოწმეები ხართ ახლა რასაც ვიტყვი! ყველას და ყველაფერს ვფიცავ, ჩემს ძმაკაცს რომ რამე დაემართოს, იმ ჩიქოვანს თავისივე დანით დავასახიჩრებ. მოვკლავ იმ არაკაცს! თვალსაც არ დავახამხამებ ისე! -დაიღრიალა -დემეტრე მაჩაბელი ჩემი ძმაა და მის გამო ყველაფერს გავაკეთებ. მე მოვკვდები და მას მაინც ვაცოცხლებ! -ყვირილითვე დაამატა ბოლოს ყვირილზე ისევ ის ექთანი შემოვიდა. ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა მისი ამდენჯერ უმიზეზოდ ნახვა -რა ხდება? -არაფერი. -მოკლედ მოვუჭერი -დემეტრე მაჩაბელი როგორაა? -ლაშამ ჰკითხა -არ ვიცით ბატონო. მე ვერ შევალ ამის გასაგებად. ექიმი გამოვა და იტყვის. -მალე გამოვა? -იგივე კითხვებს უსვამდა რასაც მე -არა! -მკაცრად თქვა და გავიდა. -რა უხეში ადამიანია! -იმ გოგონათი შეწუხებული მარიამი ჩემკენ შემოტრიალდა. -გაღიზიანდა უბრალოდ. -თითქოს გავამართლე. -შენ როგორ ხარ, ქეთო? სულ დამავიწყდა რომ მომეკითხე. -ხელი მომხვია ლაშამ -ან აქ რატომ ხარ? -მეც ცუდად გავხდი... ნერვიულობისგან. წნევა დამივარდა თავბრუ მეხვეოდა. ექთანმა აქ შემომიყვანა რომ დამესვენა. -თმაზეც სისხლი გისვია... -დამწუხრებულმა თქვა -ჰო! ხელი ჭრილობაზე მეჭირა. თმა გაშლილი მქონდა და წინ ჩამოიყარა. მერე თმის გასწორება ვცადე და ასე... -ღმერთო, როგორ მინდოდა ყველაფერი რაც ამ ერთი საათის განმავლობაში ხდებოდა, უბრალოდ სიზმარი ყოფილიყო. ამის მაგივრად მხოლოდ წამლების სუნი და გაურკვევლობა ტრიალებდა ირგვლივ. -წარმომიდგენია როგორ მდგომარეობაში იქნებოდი ქეთი! -მარიამი გადამეხვია -მოდი მე დემეს სახლთან წავალ რამდენიმე წუთით... მანქანას წაომვიყვან. ყველაფერი იქ მაქვს. ლოგინიდან დასუსტებული წამოვდექი და წავბორძიკდი -შენ ისევ სუსტად ხარ, მე წავალ. -დაჟინებით თქვა მარიამმა და კურტკა შემოიცვა. -დარწმუნებული ხარ? -კი, კი. -რა წამოვიღო? -დემეტრეს სახლის კარები დახურე, ტელეფონიც გამოიტანე და იქვე უნდა ეგდოს მანქანის გასაღები. მერე ჩემს მანქანაში ჩაჯექი და წამოდი... ჩემი ნივთები იქაა. -და მარიამ, რითი წახვალ? -მზრუნველად ჰკითხა ქმარმა. -ტაქსით. და მერე იქიდან ქეთის მანქანით წამოვალ. თქვენ აქ იყავით. მეორე გზით წავალ რომ საცობში არ მოვყვე და 15 წუთში აქ ვარ... მაინც ძალიან ცუდის მოლოდინში ვიყავი. მოლოდინში, მაგრამ მზად ნამდვილად არა. არადა თვითონ დემემ მითხრა მზად უნდა იყოო. რა ვქნა არ ვიცი. თითქოს ყველაფერი მტკივა, მაგრამ კონკრეტულად არაფერი. დიდ სიმძიმეს ვგრძნობ თავში. -ლაშა! -მივმართე მას -რა იყო... -ჩაფიქრებული იყო და შეშინებულმა შემომხედა -თავი ძალიან მტკივა! -ცრემლები წამომივიდა -ექიმს დავუძახებ, კარგი? -კარები გამოაღო -არა, გთხოვ! ექიმი არ დამანახო -შევაჩერე -მაშინ გვერდით მოგიჯდები და დაგამშვიდებ! -თქვა და ასეც მოიქვა ჩემითავი მხარზემიიდო და ხელი მომხვია. -არ ინერვიულო, კარგი?! -შენ და მარიამი რომ არ მყავდეთ.. -გული ამიჩუყდა -და თან დემეტრეც რომ დავკარგო, მერე რაღა ვქნა? ავდგები და თავს მოვიკლავ! -სწრაფად დავასკვენი -ეგ მეორედ აღარ თქვა! -მიბრძანა. -ხომ იცი მე და მარიამი სულ შენს გვერდით ვართ. დემეტრეც ისეთი ძლიერია, ყველაფერს აუცილებლად გადაიტანს! დემეტრე მაჩაბელი ძალიან მაგარი ვინმეა ხო იცი... ამაზე უარესები გადაუტანია! -მადლობა ლაშა! -თბილად ვუთხარი მარიამი მართლა მალე მოვიდა. -შეტყობინება მოგივიდა ტელეფონზე... -შემოსვლისთანავე თქვა -თეკოსგანაა. არ გამიხსნია, შენ ნახე! -გამომიწოდა "-ქეთი, ორ დღეში რეპეტიციები იწყება, აუცილებლად მოდი! საზღვარგარეთ გასვლებზე ვემზადებით. სამ კვირაში მივდივართ. გერმანია, იტალია, საფრანგეთი. შეიძლება ლონდონიც. ერთი კვირა გრძელდება ერთ ქვეყანაში ყოფნა" "-ისევ გერმანია?" -კითხვით დავუბრუნე პასუხი. "-წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ჰო!" -გამარკვია მან. -სამ კვირაში მივდივარ. -ლაშას და მარიამს მივმართე. -საზღვარგარეთ გასვლებზე ხო? -მაშინვე მიხვდნენ -ჰო... -რამდენი ხნით? -ერთი თვით! -ვუპასუხე -ამდენი ხანი შენს გარეშე? -შეიცხადა მარიამმა. -ჰო რა მოხდა... -მხრები ავიჩეჩე. ჩემს თავთან მაინც ვაღიარებ რომ გული ძალიან დამწყდა -რა ქვეყნებია?! -ლაშა დაჟინებით მომაცქერდა. -გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ლონდონი! -ჩამოვუთვალე -გოგო, კახეთში იყავი ერთი თვით და გვეგონა მოკვდი და იქ რო წახვალ რაღა დაგვემართება! -ხმას თავისდაუნებურად აუწია. ეშინია როგორც ჩანს. ორივეს ეშინია... უფროსწორად სამივეს. დემეტრეც ხომ შეშინებულია. -უნდა წავიდე რა ვქნა... -და რომ არ წახვიდე? -რომ არ წავიდე მაშინ სულ უნდა შევწყვიტო ცეკვა. თან მინდა ამ ქვეყნებში წასვლა. როგორ მომწონს გერმანია ხომ იცით. -თავი ბალიშზე დავდე -მაშინ ფრთხილად იყავი! -გამაფრთხილა მარიამმა. თავი რომ დავდე 2 წუთში ჩამეძინა. შუაღამისას პალატის კარზე კაკუნმა გამაღვიძა. მე ლოგინზე ჩამეძინა, მარიამს ჩემს გვერდით, ლაშას კი სკამზე. ფრთხილად წამოვდექი რომ სხვები არ გამეღვიძებინა. კარი გამოვაღე და ისევ და ისევ ის ექთანი... -გისმენ! -რატომღაც თქვენობით აღარ ველაპარაკები. -ექიმი გამოვიდა. თქვენ გელოდებათ... უნდა შემოვიდეს. უდიდესმა შიშმა შემიპყრო. სასწრაფოდ გავაღვიძე ლაშა და მარიამი. მაღალი, თეთრხალათიანი ექიმი შემოვიდა. პირბადე მოიხსნა და მოგვმართა: -ოპერაცია გავუკეთეთ დემეტრე მაჩაბელს. -დაიწყო მან -რა ოპერაცია?! -გავოგნდი -მართალია დანა გულს აცდა, მაგრამ რაღაც დაზიანება მაინც მიაყენა. საჭირო იყო. რამოდენიმე საათს გაგრძელდა. -გადაღლილი ლაპარაკობდა -მერე როგორ ჩაიარა? -ძალიან ავღელდი. ავნერვიულდი. -გართულებები იყო... -ანუ? -შეშინებულმა ლაშამ შეაწყვეტინა და თან გაგრძელება მოსთხოვა. ეს ყველაზე სულელური რამაა. -ანუ... ყველაფერი კარგადაა. პალატაში გადავიყვანეთ. შეგიძლიათ ხვალ მოინახულოთ. გართულებები აღარ იქნება. რამოდენიმე დღეში გავწერთ. სანერვიულო აღარაფერია. -გაიღიმა ექიმმა. -ღმერთოჩემო! -აღმომხდა და ექიმს ჩავეხუტე. -ძალიან დიდი მადლობა! -არ ვიცი მადლობას რატომ ვუხდიდი. ალბათ დემეტრეს გადარჩენისთვის. ძალიან გახარებულები ვიყავით. ამდენი ემოციების დამთავრების შემდეგ სახლში წავედი, შხაპი მივიღე და მერე ლაშას და მარიამს გავუარე სახლში რომ ერთად წავსულიყავით დილით საავადმყოფოში. -გაიღვიძე ძმაო? -იკითხა ლაშამ როცა დემეტრეს პალატაში შევედით -როგორ ხართ?! -თვითონ დასვა ეს შეკითხვა. არადა ჩვენ უნდა დაგვესვა. -გადარჩი! -წამოვიყვირე -ხომ გეუბნებოდი -ღიმილი არ მომშორებია სახიდან -შენ კაი ვინმე ხარ! -ბალიშზე ქონდა თავი მიყუდებული. თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. სიხარულის წვიმით მოფენილიყო იქაურობა. ემოციების ორომტრიალი დადგა! ჯერ კიდევ სიხარულს განვიცდიდით მისი კარგად ყოფნის გამო. გული უსწრაფესად მიცემდა. -ხმაური არ შეიძლება! -ექიმი შემოგვყვა და ჩაიცინა -სიხარულია, ექიმო, ხმაური კი არა! -ლაშაც თბილად შეხვდა მას -ისე ყოჩაღ, დემეტრე შენ! -დაიწყო ექიმმა. და ხელები გაშალა -ხელები ამიწევია. სიმართლე რომ გითხრათ რომ დავამთავრე ოპერაცია და უკვე მივხვდი რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა ძალიან გამიკვირდა. რას გაუძელი იცი შენ? თან თურმე რამდენი ხანი იყავი ამ მდგომარეობაში... -ექიმო, მე უკვე დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ ვერ გადავრჩებოდი. -ამოიხვნეშა დემემ -მთავარია იბრძოლო და აჰა... ხო ხედავ გადარჩი! ეხლა უნდა გავიდე მე. თქვენ! -მე, მარიამს და ლაშას შემოგვიბრუნდა -ეს ბიჭი არ გადაღალოთ. არ შეიძლება ხმაური. დასვენება სჭირდება. შეგიძლიათ ხშირად შემოხვიდეთ ხოლმე, მაგრამ დიდი ხნით არა. -დიდი ხანი გაგრძელდება ეს ტკივილი? -გულმკერდზე ხელი დაიდო დემეტრემ -ახალი ნაოპერაციებია, აბა როგორ გინდა. მალე გაგივლის ძალიან. დღეს ხო შაბათია. ჰოდა ორშაბათს ან სამშაბათს სახლში წახვალ. -აუ რამაგარია! -სიხარულს ზუსტად გამოხატავდა -თავს მოუფრთხილდი! -თქვა ექიმმა და კარი გაიხურა დემეტრემ ხელი შუბლთან მიიტანა და ღიმილით კაპიტნის ჟესტი გაიმეორა. -ახლა მომისმინეთ! -დაიწყო მან -ლიკას და ზურას -თავისი მშობლები ახსენა -არაფერს ეტყვით. ლაშა თუ შენ დაგირეკავს რომელიმე ეტყვი რომ წყნეთში ვართ ჩვენ ოთხნი წასულები... მოიფიქრებ რამეს როცა მე ვერ ვუპასუხებ. ტელეფონი დავკარგე, მძინავს, გარეთ ვარ და ნუ ასე შემდეგ. -სერიოზულად? -ჩავერიე მე -შენმა მშობლებმა არ უნდა იცოდნენ რომ დაჭრილი ხარ და საავადმყოფოში წევხარ? -და რა ვუთხრა? ჩემი შეყვარებული თავის ყოფილთან ერთად დათვრა, მერე სახლში აცილებდა და ძალის გამოყენებას ცდილობდა ეს ბიჭი, მერე ქეთიმ საჩივარი არ შეიტანა და ახლა ასე მოხდა მეთქი? -დაძაბულობა დაატანა თავის საუბარს და ტკივილმა შემოუტია -ამაზე რომ მერე ვილაპარაკოთ არა?! -სახეზე ღიმილი მივიხატე და თავი დავხარე. -კარგი! -მოკლედ მომიჭრა მაგრამ ფაქტია არ დასრუებულა ს თემა. -ძმაო, შენ არ ინერვიულო, ჩვენ მოგხედავთ რა... ყველაფერს მოვიტანთ -ლოგინის გვერდით სკამზე ჩამოჯდა. -უნდა წავიდე. -ფეხზე წამოვდექი და ჩანთა მხარზე ჩამოვიკიდე -სად მიდიხარ? -მაჩაბელმა მომაძახა -სახლში. -ნახევრად შევტრიალდი მათკენ, როცა კარისკენ მივდიოდი -სახლში რა გინდა -მარიამს გაუკვირდა -უნდა მოვწესრიგდე. საღამოს მოვალ. დროებით. -უმნიშვნელო ტონით ვთქვი და პალატიდან გამოვედი ფაქტია არა? აშკარაა ხო, ძალიან რომ მეწყინა მისი ნათქვამი? სახლში მივედი. მანქანაში რომ ვიჯექი თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ მეტირა. რაღათქმაუნდა ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. შხაპი მივიღე, თმა გავიშრე, გამოვიცვალე და ტელევიზორის საყურებლად მოვკალათდი. მხოლოდ ახლა მივხვდი რომ ძალიან მალე მწყინს ყველაფერი. თან წესით მაშინვე უნდა წავსულიყავი საავადმყოფოში, მაგრამ უბრალოდ საღამოს დაველოდე. 7 საათი გახდა თუ არა სახლიდან გავედი. პოლიცია მისული დამხვდა უკვე. მარიამმა მაცნობა ამის შესახებ. დემეტრე დაუკითხავთ და პირდაპირ ჩემზე გადმოვიდნენ. გამიკვირდა განყოფილებაში რომ არ წამიყვანეს. მერე მითხრეს რომ უბრალოდ მოწმის ჩვენება იყო. ყველაფერი დავადასტურე. ისიც ვახსენე მაშინ ძალის გამოყენებას რომ აპირებდა. მთელი საქმე მის წინააღმდეგ წავიდა. ძალიან მალევე დამთავრდა ეს უბრალოდ მოწმის ჩვენება. პალატაში შევედი. ჯერჯერობით ისე არ მოხერხდა რომ მარტო ვყოფილიყავი დემეტრესთან. ლაპარაკი ხომ აუცილებელი იყო. მარიამი და ლაშაც სულ იქ იყვნენ. ყველაფერმა ჩვეულებრივ ჩაიარა. ექიმიც რამდენჯერმე შემოვიდა. იმ საღამოსვე წამოვედი. დემეტრეს სახლში გავიარე რაღაცეების მოსაწესრიგებლად. ეზოში მანქანა გავაჩერე და ფრთხილად გადავედი. შიშით მოცული მზერით ვიყურებოდი აქეთ-იქით. სულ იმის შეგრძნება მქონდა რომ ვიღაც მომდევდა და მითვალთვალებდა. ეს უფრო მთრგუნავდა. ამ სახლის ინტერიერი მომწონს... ექსტერიერიც. გარეთ ხის მაგიდა და სკამებია. ჰამაკიც იქვეა. სასიამოვნო გარემოა. კარების პირდაპირ, კიბეებთან სისხლის დიდ შემშრალ გუბეს თუ არ ჩავთვლით. ლაქასავით დარჩა. ჩანთიდან სახლის გასაღებს ვიღებ და შიგნით შევდივარ. თბილზე თბილია აქაურობა. შუქს ვანთებ და თვალებს აქეთ იქით ვაცეცებ. ერთი თვის შეძენილია ეს სახლი და ასე მაგრად როგორ მოაწყო მიკვირს. უზარმაზარი მისაღებია. თანხაც უზარმაზარი დაჯდებოდა ამ სახლის შესაძენად. გული მინათდება როცა თითქმის ყოველ კედელზე თაროს ვხედავ, წიგნებით გავსებულს. მისაღებში მაგიდაზეც აქა-იქ რამოდენიმე წიგნი დევს. სანიშნია შიგნით ჩადებული. არ ვიცოდი კითხვა ასე თუ უყვარდა. სხვა კედლისკენ შემოვტრიალდი, რომელიც ჯერ არ შემიმჩნევია. სურათს ვხედავ, ზედ თორნიკესა და დემეტრეა აღბეჭდილი. ჩანს ახალი გადაღებულია. ორივე მაჩაბელი მხიარულად დგას. ხელი აქვთ ერთმანეთზე გადახვეული. ბედნიერად იღიმიან. ჩარჩოში ჩასმული სურათი ფრთხილად შემოვატრიალე და წარწერა წავიკითხე. "მისი უკანასკნელი დაბადების დღე" ცრემლების შეკავება ვცადე და სურათი ისევ პირვანელ პოზიციაში დავაბრუნე. ამ ორი მაჩაბელიდან ერთ-ერთი გარდაცვლილია, მეორე კი გუშინ იყო მომაკვდავი. უზარმაზარი ტელევიზორი დგას იქვე დიდი დივნის პირდაპირ. მაგიდაზე დისკი დევს. შავი მარკერით აწერია დიდი ასოებით მის ჩასადებს "ნოემბრის 13" სასწრაფოდ მოვათავსე დისკი საჭირო ადგილას და ჩავრთე. -იღებ? -ჩემი ხმა მომესმა და ვხვდები როგორი მთვრალი ვარ. -ვიღებ! -თავის დაქნევით დამეთანხმა -რად გინდა ეს ვიდეო?! -თავზე მხარს ვადებ და ვიცინი -სამახსოვროდ არ უნდა დაგვრჩეს? ნახე რა მაგარი დღეა. -მხიარულად უწევს ხმას -მართალი ხარ! -ვხითხითებ კადრი ლაშასა და მარიამისკენ იწევა. ჩვენს მოპირდაპირე დივანზე სხედან. ერთი ერთ კუთხეშია მიჩოჩილი, მეორე კი მეორე კუთხეში. ორივე მთვრალია... მარიამი შუშის მაგიდაზე მდგომი ყუთიდან მის საყვარელ შოკოლადს არჩევს -იმდენს ჭამ გასუქდები და მერე დიდი მუცელი გექნება. მსუქანას დაგიძახებ ხოლმე! -მწარე ენით კბენს ლაშა. ეს ის დროა ერთმანეთს რომ ვერ იტანდნენ. არადა მაგრად რომ მოწონდათ ერთმანეთი. სულ რომ ჩხუბობდნენ და კინკლაობდნენ -მე მხოლოდ იმ შემთხვევაში მექნება დიდი მუცელი, ფეხმძიმედ რომ ვიქნები! -ბუზღუნით პასუხობს და ეჭყანება -შენ ვერ გათხოვდები დამიჯერე. -დაცინვით ამბობს ლაშა -რატო ვითომ! -წარბებს კრავს და სადაცაა ცრემლებს გადმოყრის. -სულ ვიღაცას ეჩხუბები და ყვირიხარ. მოუსვენარი ხარ თან... -მხრებს იჩეჩს ჩემი დაქალი თავს მარჯვნივ ატრიალებს. ისე რომ არავინ დაინახოს. შოკოლადს ისევ ყუთში ყრის და ბალიშს მუხლებზე დებს. ერთ ხელს სახეზე ნაწილობრივ იფარებს. და აი მისი ცრემლებიც. თან ის მომენტი იყო ყველა რომ გაჩუმდა. -აუუ კარგი რა ლაშა! -დემეტრე გამოჩნდა კადრში. აღმოჩნდა რომ ვიდეოს მე ვიღებ ამ დროს. -მერამდენედ უნდა გააბრაზო ეს გოგო -წინ იწევა, მიწვდენას ცდილობს და ფეხს ფეხზე აბიჯებს. -მე რა გავაბრაზე, თვითონ გაბრაზდა! -სიმთვრალე ლაშასაც ძალიან ეტყობა მარიამი ხშირად არ ტიროდა. არ იყო ესეთი გოგო. უბრალოდ ხომ ხვდებით... სასმელმა იმოქმედა. თან ხო უნდა აგრძნობინოს ბიჭს რომ დამნაშავეა -კაი რა, მართლა ტირიხარ? -თავს მარიამისკენ წევს -აბა ტყუილად? -მის მაგივრად მე ვპასუხობ და თავს ვიკავებ რომ არ გამეცინოს რამოდენიმე წამით სიჩუმეა ჩამოწოლილი. დემეტრე თვალით ანიშნებს ლაშას რაღაცაზე. ისიც დგება, დივნის გვერდით მდგომ სკამს მარიამისკენ აჩოჩებს და მის პირდაპირ ჯდება -სერიოზულად? -ჯერ იცინის, მერე ჩუმდება და მის სახეს აცქერდება. -კაი რა, ხო იცი ვხუმრობ... -თავზე ხელს უსვამს და თითქოს ეფერება. -გგონია ვიტყუები? -დაიწუწუნა ჩემმა დაქალმა -რა იყო, განა მართლა იმას ვფიქრობ რასაც ვამბობ ხოლმე! -თქვა და წაბორძიკდა, კინაღამ სკამიდან გადავარდა. ამ დროს ჩემი და მაჩაბელის ხმამაღალი სიცილი ისმის. -სულ ასე მაბრაზებ! -ისევ წუწუნებს. -კაი მაშინ მითხარი როგორ ბიჭზე უნდა გათხოვდე. -სახეზე აფარებულ ხელებს დაბლა აწევინებს და თმას უსწორებს ყურთან. თან უღიმის. კადრში არ ჩანს მაგრამ ვხვდები როგორი ეშმაკური ღიმილი გვახატია მე და დემეს სახეზე -როგორზე და -იწყებს ის -მაღალი უნდა იყოს, შავგვრემანი, მოკლე თმიანი, მუქი ფერის თვალებით, ეშხიანზე, საყვარელზე, მხიარულზე, გამხდარზე, განათლებულიც რომ იყოს და მანქანაც ქონდეს. გოგოს პატივისცემა რომ იცოდეს და ზრდილობიანი იყოს! -ჩამოაყალიბა თავისი აზრი და გაიღიმა -რა არის, მე თუ მეძებდი აქ არ ვიყავი? რაღა შორიდან მივლი! -ამაყად ამბობს და კამერისკენ იხედება, გაკრეჭილი. -შენ კი არა, შენზე უკეთეს! -ხმამაღლა ამბობს მარიამი და ბალიშს თავში ურტყამს -ხო გითხარი ვერ გათხოვდები თქო! -ისევ თავის ნათქვამს უბრუნდება და აქ უკვე ბალიშებით ომი იწყება. -მე და ქეთი არ ვერთვებით ამ ომში! -თავისკენ ატრიალებს მაჩაბელი კამერას. თვითონვე უჭირავს. -ისიც არ ვიცით, ამ დალევის მიზეზი რა არის. შევიკრიბეთ ჩვენ ოთხნი და ვსვამთ. -მე ვიცი! -ვამბობ და თან თმას ვიკრავ -რა იცი, აბა თქვი! -დაჟინებით მეკითხება -დაგეგმილი გვქონდა, ერთხელ ისე დავლიოთ მეორე დღეს არაფერი რო არ გვახსოვდესო. დრო როცა გავა გავიხსენებთ და ვიცინებთო! -ბედნიერად ვპასუხო და ღვინისნახევრად სავსე ჭიქას ბოლომდე ვცლი -ცოტახანში სადღაც უნდა წაგიყვანო! -გარკვევით ამბობსმაგრამ იცის ტონი ისეთია რომ არ უნდა ჩავაცივდე. ეს ის ადგილია კახეთში რომ ვიყავით. რომ ცდილობდა ეთქვა, თუ როგორ ვუყვარვარ. ამ დისკზე ის ბოლო დღეა ჩაწერილი, ჩვენ ოთხმა რომ ბედნიერად გავატარეთ. 13 ნოემბერი... უკანასკნელი ბედნიერებასავითაა, მაგრამ იმედია უკანასკნელი არ იქნება -რა საყვარელი ხარ! -დაჟინებით მაცქერდება და წითლდება. -მართლა? -ვიღიმი და კამერას მას ვაწვდი -ახლაც? -თმას სასაცილოდ ვიკრავ და ვიკრიჭები. ამ დროს სამივე იცინის. -ახლაც! -დამიდასტურა მაჩაბელმა და თვალი ჩამიკრა. თან წარბები აათამაშა. ვიდეოს ბოლოს ფოტო ჩნდება ეკრანზე სადაც ჩვენ ოთხივენი ბედნიერები ვართ. მე ის სასაცილო ვარცხნილობა მაქვს. დემეტრე იკრიჭება. მარიამს თვალები აქვს დახუჭული და იღიმის, ლაშა კი ლოყაზე კოცნის. უბედნიერესი ოთხეულია... ჩნდება წარწერა სახელად "ნოემბრის 13!" დისკს თავის ადგილას ვაბრუნებ. ახლა მივხვდი როოგრ ვცდილობდი ფიქრებით ამ დროში დაბრუნებას. იდაყვებით მუხლებს ვეყრდნობოდი და მთელი გულითა და სულით ვუსმენდი თურმე. როცა ეკრანი გაშავდა ჩემი გამოსახულება დავინახე. გაღიმებული სახე მქონდა. ვნატრობდი ის დღე დაბრუნებულიყო. ფეხზე ავდექი. სულ ორი ოთახი იყო პირველ სართულზე. ორივეში შევედი. ერთი ჩვეულებრივი ოთახი იყო. მწვანე კედლებით... მეორე მთლიანად ლურჯი. ხის კიბეებზე ავედი და მყუდრო დერეფანი ფრთხილად გავიარე. 4 ოთახიდან რატომღაც პირდაპირ ის ამოვარჩიე რომელიც მისი საძინებელი იყო. არ ვიცოდი ბიჭს თუ შეეძლო ასეთი მოწესრიგებული ყოფილიყო. გვერდით წიგნების უდიდესი ოთახი. ბიბლიოთეკას უფრო გავდა. კანონზომიერებაა დაცული. მის ოთახში დაუფიქრებლად ვაღებ გარდერობის კარებს და როცა მის ტანსაცმელებს ვხედავ მაშინვე ვხურავ. ლოგინიც ალაგებულია. ყველაფერი ისე ადაწყობილი, რომ გესიამოვნება. სახლის დათვალიერებას რომ მოვრჩი გარეთ გავედი და შემშრალი სისხლის მოწმენდა ვცადე. აღელვებული ვაცლიდი ლაქას მაგრამ არ ამოდიოდა. ერთი საათი ვწმენდდი ალბათ. გავსწორდი და ზემოდან დავხედე. ბოლომდე არ წაიშალა. დაეტყო. მკრთალად, მაგრამ მაინც დაეტყო ლაქა. გადაღლილი შევდივარ სახლში და მის ზრგჩათანს ვიღებ იქვე ჩამოკიდებულს. შიგ ვდებ რამოდენიმე მაისურსა და ორ შარვალს. ჟაკეტი და ქურთუკი არ ჩაეტია ჩანთაში ამიტომ მანქანაში უკანა სავარძელზე დავდე. ყველაფერი მოვაწესრიგე, შუქები ჩავაქრე და კარი ჩავკეტე. ცოტახნით ჩემს სახლში გადავწყვიტე შევლა. არ ვიცი რა დამემართა მაგრამ დივანზე რომ ჩამოვჯექი და წამით თავით მივეყრდენი საზურგეს, ჩამეძინა. იქნებ მხოლოდ ერთი რამ ხდება. მგონი თვს დამნაშავედ ვგრძნობ და ჩემს ქვეცნობიერს ურჩევნია დაიძინოს, ვიდრე იქ მივიდეს და დიდი გულის ტკივილი იგრძნოს. დილით ისევ შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და შუადღე იწყებოდა საავადმყოფოში რომ წავედი. ლაშა დამხვდა. მარიამი მერე უნდა მოსულიყო -აბა როგორ ხარ? -თბილი ღიმილი და თბილი მზერა მისკენ წარვმართე -კარგად! -მადლიერი გამომეტყველება ჰქონდა. თავი დამიქნია და თვალებით მკითხა შენ როგორ ხარო -ნორმალურად. ექიმი რას ამბობს? -ამჯერად ლაშას მივმართე. -ყველაფერი კარგადაა და არაფრის შეგეშინდეთო. წოლითი რეჟიმი უწევს გაწერის მერე... -ამიხსნა -ჩიქოვანი? -უცბად ვახსენე. -რა ჩიქოვანი! -გაღიზიანდა დემეტრე. წესით უნდა მიმხვდარიყო ვინ ვიგულისხმე და რატომ. მიხვდა კიდეც. უბრალოდ თავისი გაღიზიანებულობის იმპროვიზირებას ახდენდა -მაგ საქმეზე რა ხდება? -ინტერესი გამოვიჩინე. -ჯერ არ ვიცი. დღეს იტყვიან. -ტანსაცმელები მოგიტანე! -თემა შევცვალე ზურგჩანთა გავხსენი. -ეს მაისურები, ეს შარვლები და აი ჟაკეტი და ქურთუკიც -სკამზე გადავკიდე ყველაფერი და მას დავანახე -დიდი მადლობა. რატომ შეწუხდი? არ დაგეზარა? -გვერდულად ჩაიღიმა -არა რათქმაუნდა. დღეს რეპეტიციებზე მივდივარ! -თითქოს ახალი ამბავი ვაცნობე. ისედაც ახალი ამბავი იყო მაგრამ რაღაც არ მგონია საჭირო ყოფილიყო ამის თქმა. -რეპეტიციაზე? რად გინდა... -რა? -ვერ გავიგე მისი კითხვა -ვიგულისხმე, რა საჭიროა მეთქი... -გამიმეორა -ისე, კონცერტები და რამე, ხო ხვდები! -მხრები ავიჩეჩე. -სადმე მიდიხარ?! -გაიკვირვა, თან ფაქტის აღნიშვნას ცდილობდა და თან კითხვას სვამდა. -არა! -ნაუცბადევად ვუპასუხე. ტყუილად ითვლება ჩემი ნათქვამი არა? აშკარაა, სიმართლე დავუმალე. -უნდა გავსინჯოთ -ექთანმა კარი შემოაღო და გასვლისკენ მიგვითითა. -მე წავალ და საღამოს დავბრუნდები! -ხელი დავუქნიე და გამოვედი. თავს ისევ დამნაშავედ ვგრძნობდი მაგრამ მის მიმართ ძალიან თბილად ვიყავი განწყობილი. ლაშასაც დავემშვიდობე და რეპეტიციაზე წავედი. ბევრი ვივარჯიშე და მალე გავიდა დრო. მე და თეკომ საზღვარგარეთ გასვლებზე ვისაუბრეთ, ყავა დავლიეთ და უკვე მოსაღამოვებულიყო საავადმყოფოში რომ დავბრუნდი. იმდენი გზა მჭირდებოდა აქეთ-იქით... ხან ჩემს სახლში, ხან საავადმყოფოში, ხან მარიამთან და ლაშასთან, ხან დემეტრეს სახლში. ერთმანეთში მერეოდა. დაბნეული დავდიოდი. პალატის კარი შევაღე და გამიხარდა არავინ რომ არ დამხვდა. დემეტრესაც ჩვეულებრივ ეღვიძა და ლოგინზე წამომჯდარიყო. -სად არიან? -ცოტა არ იყოს გამიკვირდა -მე ვთხოვე წასულიყვნენ. სულ აქ ხომ არ იქნებიან. თან მე კარგად ვარ. ხვალ ან ზეგ გამწერენ... -ისევ გაიღიმა. სკამი მის ლოგინთან ახლოს მივაჩოჩე და მოხერხებულად ჩამოვჯექი. -გშია? -მზრუნველად ვკითხე -არა, სანამ წავიდოდნენ, მარიამმა პიურე მომიმზადა. იცი რა საზიზღრობა იყო უცხიმო და უმარილო? -სახე დაემანჭა -მე ეგეთი არ გამისინჯავს, ამიტომ არ ვიცი. რას ვიზამთ ასეა საჭირო. კვება უნდა აკონტროლო -ჰო -დამეთანხმა -პასუხი არის? -ისევ იგივე თემა ჩავრიე ჩვენს საუბარში -რაზე -დაზუსტება სცადა -ჩიქოვანზე. -მოკლედ ვუთხარი. მან კი მაშინვე წარბები შეკრა -ჰოო, დაიჭირეს! -თან გაუხარდა -როგორც იქნა! -მეც გახარებულმა შევძახე -მოდი ვილაპარაკოთ რა! -მთხოვა, თუ მომთხოვა ვერ ვხვდებოდი -რაზე -მეც დაზუსტება ვცადე. უფროსწორად გარკვევა. მართლა ვერ მივხვდი რას ამბობდა -ჩვენზე და ჩვენს ურთიერთობაზე. -თვალებში არ შემოუხედავს ისე მითხრა -ახლა ამის დროა?! -გავიკვირვე -სწორედაც რომ ამის დროა. მისმინე, სხვა დროს ვეღარ ვილაპარაკებთ. -არა დემე, სხვა დროს უნდა ვისაუბროთ! -თითქოს უკვე მთელი პრობლემა გადავჭერი -ხედავ რა სისულელე გააკეთე?! -მოულოდნელად დაიწყო მან -დემეტრე კარგი რა... -თითქმის ზურგი შევაქციე ისე დავჯექი -ჯერ დალიე, მერე დათანხმდი რომ გაეცილებინე, მერე ძალის გამოყენებას ცდილობდა და შენ არც კი უჩივლე. ხედავ ამას რა მოყვა? სასიკვდილოდ დამჭრა და ძლივს გადავრჩი! -ბოლო ფრაზის წარმოთქმისას ხმას აუწია -ამ ყველაფერს მეც ვნანობ, მაგრამ ამხელა ამბავი უნდა ატეხო ამის გამო? -ისტერიულად ჩამეღიმა -ასე უმნიშვნელოდ თვლი ამ ყველაფერს? -თავი გააქნია -კი! -თავდაჯერებულმა ვთქვი -... -ირონიულად ჩაიცინა -ანუ ვშორდებით მე და შენ? -შეშინებულმა ვიკითხე -მისმინე ქეთი... -ხელი ხელზე დამადო -გისმენ! -არ ვიცი ეს რატომ ვთქვი -ხო ხედავ... ეს ურთიერთობა როგორ აგვერია. რაც უფრო ვცდილობთ ამ ურთიერთობის დალაგებას, მით უფრო ვურევთ და ჩვენც ვირევით. ჯერჯერობით უნდა შევწყვიტოთ გარკვევა, რა ხდება ჩვენს შორის. გგონია არ გპატიობ შენს შეცდომას? უბრალოდ დაფიქრება გვწირდება რა. -ანუ ვშორდებით?! -ისევ იგივე გავუმეორე, ამჯერად წყნარად -არა! -აბა? -უბრალოდ ცოტახნით შევწყვეტთ ამ გაუგებრობას. კარგად ვიქნებით ერთმანეთთან. შეყვარებულები არა მაგრამ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვექნება. არ ვშორდებით! უბრალდოდ უნდა დავლაგდეთ. არც მე ვარ კარგად და არც შენ. არ მინდა უარესად გაფუჭდეს ეს ურთიერთობა. -არ გიყვარვარ? -ეს არ უნდა მეკითხა. ნამდვილად არ უნდა მეკითხა. -მიყვარხარ! მაგრად მიყვარხარ! უბრალოდ ცოტახნით ამ გაუგებრობას შევაჩერებთ და მერე საღ, დალაგებულ გონებაზე გადავწყვეტთ ჩვენს შორის რა ხდება. ვიცი შენც გიყვარვარ მაგრამ ვხვდები რომ საქმე უფრო ცუდად მიდის როცა მოგვარებას ვცდილობთ. მართლა არ მინდა შენი დაკარგვა... -კარგი. გასაგებია! -ყალბი ღიმილით ვთქვი და სკამიდან წამოვდექი -რას იტყვი... -ფრთხილად მომმართა -რასაც შენ. თანახმა ვარ, იყოს ასე. -თავი ნერვიულად დავაქნიე -გეფიცები საჭირო რომ იყოს ამას არ ვიტყოდი. უბრალოდ მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავერკვეთ, ვიდრე მუდამ გაურკვევლობაში ვიყოთ. -ანუ აღარ ვართ შეყვარებულები. -კიდევ ერთხელ ვცადე დაზუსტება -აღარ! -თავი გააქნია -გასაგებია -წყენითა და ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი -დროებით ქეთი! -თქვა როცა მის ლოგინს მოვშორდი -გავიგე! -მოკლედ მოვუჭერი -მგონი ვერ გაიგე. -წარბი შეერხა -გავიგე, ყველაფერი გავიგე! -კარისკენ წავედი -ნაწყენი ხარ! -აღნიშნა -არ ვარ. -გავუღიმე ოღონდ სიყალბის დამალვას ვცდილობდი. -მაშინ იმედია ჩემი გესმის... -ჰო მესმის! ვთქვი და კარი გამოვაღე -დიდხანს არ გაგრძელდება ეს! -მომაძახა -კარგი. მე წავალ ახლა... დავისვენებ. -კარის მიხურვა დავაპირე -ნახვამდის! -ამ სიტყვამ წამით შემაჩერა, მაგრამ მალევე გავედი პალატიდან. კალიდორში ცრემლმორეული თვალებით მივაბიჯებდი. -კარგად ხართ? -რომელიღაც, ფორმიანმა მკითხა -კარგად ვარ! -ვუპასუხე და თავი ვეღარ შევიკავე. ტირილით მოვშორდი საავადმყოფოს. ტირილითვე ჩავჯექი მანქანაში. ისეთი რაოდენობით მდიოდა ცრემლები თვალებიდან, როგორც ციდან წვიმა. როგორ ჩაიარა ამ ერთმა თვემ? ყველანაირად უაზროდ. ჩვეულებრივი დღეები, განსაკუთრებული არცერთი. რეპეტიციებზეც დავდიოდი, კარგადაც ვიმეცადინე, რამოდენიმე წიგნი წავიკითხე. დემეტრე? დემეტრესგან არაფერი... საერთოდ არაფერი. ბევრჯერ ვნახე ბოლო სამი კვირის განმავლობაში. ოღონდ ისე როგორც ადრე, არა. წოლითი რეჟიმი რომ ჰქონდა რამოდენიმეჯერ მე და მარიამი მივედით. ლაშა დღის უმეტეს ნაწილს იქ ატარებდა. ხან იქ რჩებოდა. ჩვენს ურთიერთობას რაც შეეხება... არაფერია! უბრალოდ მეგობრები ვართ რა. ამას ვერც მეგობრობას უწოდებ. არც ვწერთ ერთმანეთს, არც ვეხმიანებით, და რამდენჯერაც მის სახლში ვიყავით სულ რამოდენიმეჯერ მოგვიწია ჩვეულებრივი დიალოგის წარმართვა. "ხომ არ გშია?!"-ეს მაშინ ვკითხე სიჩუმე რომ ჩამოწვა. უხერხული სიტუაციისგან თავის დასაღწევად რას აღარ ვამბობ ხოლმე... პრინციპში არც იყო სულელური წინადადება. ხან მე ვუმზადებდი სადილს, ხან მარიამი. ფაქტია აღარ შევრიგდებით. ასე დავრჩებით, მეგობრებად. რა საჭიროა ტყუილ იმედებზე დაყრდნობა და გულში ჩატოვება. რა საჭიროა ვიფიქრო იმაზე რაც უკვე წარსულს ჩაბარდა. მან თქვა ცოტახნით "შევისვენოთო." სისულელეა... 1 თვე ცოტახანია? 1 თვის მერე კიდევ უნდა ველოდო კარზე ან ტელეფონზე ზარს და მის ნათქვამს "მოდი გავაგრძელოთ ურთიერთობა"?! არ ღირს... ვფიქრობ შერიგებაც აღარ ღირს. ალბათ ასე იყო საჭირო. მაგრამ მაინც არ ვამართლებ მის საქციელს. ყველაფერი ისედაც კარგად შეიძლებოდა ყოფილიყო იქვე რომ გვესაუბრა. ბოდიშის მოხდისთვისაც კი მზად ვიყავი მაგრამ მან ასე არჩია? ხომ არ შევეხვეწები? განა არ მინდა მასთან ვიყო? უბრალოდ თვითონ დაიღალა... როგორ ვნანობ სულ გაურკვევლობაში რომ ვამყოფებდი ამ ბიჭს. როგორ ვნანობ მაშინვე რომ არ ავაწყე მასთან ურთიერთობა. რაღას ველოდებოდი? ამ ყველაფერს? აი ასე... მეგობრები ვართ. უბრალოდ მეგობრები... რაღაცნაირი მეგობრები! ერთმანეთი რომ უყვართ და მაინც ძალაუნებურად მეგობრობენ. ვაღიარებ, ჩემს სიყვარულში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. მის სიყვარულში კი ეჭვი მეპარება. მხოლოდ უაზრობა და სისულელე თუ შეუშლის ხელს ურთიერთობაში ორ ადამიანს, რომელთაც ერთმანეთი სიგიჟემდე უყვართ. დასკვნაც კი გამოვიტანე. ფაქტია ის ამ ყველაფერს არ თვლის უაზრობად. ანუ გამოდის... თანაბარი სიყვარული ჩვენს შორის აღარ არსებობს! ახლა სასტუმროში ვარ. გერმანიის სასტუმროში. არ ვიცი რატომ ან როგორ დაემთხვა, მაგრამ ზუსტად იმ ნომერში ვარ 4 წლის წინ რომ ვიყავი. ეს ის ადგილია მე და მაჩაბელმა პირველად რომ ვნახეთ ერთმანეთი. რომ შევეჯახე და ცხელი ყავა გადავასხი. რაღაცნაირი შეხვედრა იყო მაგრამ მაინც საუკეთესო. ისე წამოვედი, მხოლოდ მან არ იცოდა ამის შესახებ. უკვე 6 დღეა აქ ვარ. სულ სამი კონცერტი მქონდა აქ... კიდევ უამრავი მელის. ხვალ დილით საფრანგეთში მივდივართ. მგონი ერთადერთი ვარ ამ ანსამბლში, რომელმაც ცალკე ნომერი დაიქირავა სასტუმროში. სხვა ნომრებში ორ-ორნი ან სამ-სამნი არიან. ზოგან ოთხნიც... მე როგორც ყოველთვის მარტო ყოფნა მირჩევნია. ვერ ვიტან ხმაურს და ვერ ვიტან სიტუაციას, მე რომ ვერ ვერთობი. მირჩევნია ჩემთვის ვიჯდე, წიგნი ვიკითხო, მუსიკებს ვუსმინო და რამე ფილმს ვუყურო ვიდრე ხელს მიშლიდნენ და მიმითითებდნენ როდის რა უნდა გავაკეთო. ლოგინზე გადავეშვი და მუხლებზე ნოუთბუქი დავიდე. სკაიპი ჩავრთე და ეგრევე მარიამთან გადავრეკე. -როგორ ხართ?! -ხელი დავუქნიე კამერაში. ლაშაც ჩანდა, ლუდის ბოთლით ხელში. -უშენოდ როგორ ვიქნებით. -მხრები აიჩეჩა მარიამმა -შენ როგორ ხარ? კარგად ერთობი? -წარბები აათამაშა ლაშამ -რას ვერთობი. -თავი შეწუხებულმა გავაქნიე. -მაგრად ვიღლები -დავიწუწუნე -საღამო იყო რომ ჩამოვედით და ეგრევე ჩამეძინა. მეორე დილას რაღაცეები დავათვალიერეთ. მერე კონცერტი მქონდა. მერე სადღაც კლუბში ვიყავით და იმდენი დავლიე შემდეგი ორი დღე თავი მტკიოდა. შემდეგ ისევ კონცერტი... დღესაც კონცერტი მქონდა და ეხლა ბარგი უნდა ჩავალაგო რომ დილით წავიდეთ. -სად მიდიხართ ხვალ? -ხვალ საფრანგეთში. აუ როგორ მინდოდა პარიზის ნახვა... -აუუ მეც მინდა პარიზში -დაიწუწუნა მარიამმა -მერე ერთად წავიდეთ. -გაიღიმა ლაშამ -ჩვენ ოთხნი! -დაამატა ბოლოს -ვინ ოთხნი? -ვკითხე. არადა არ უნდა მეკითხა. ისედაც ხომ ვიცოდი ვის გულისხმობდა -მე, მარიამი, შენ და დემეტრე! -სწრაფად ჩამოთვალა -ვნახოთ... -ტუჩები ძალაუნებურად გავჭიმე რომ მათ დასანახად მაინც გამღიმებოდა. -მისმინე! -მომმართა ჩემმა დაქალმა -ისევ არაფერი გითქვამს დემეტრესთვის ხო? -თვალები გადაატრიალა -არა. -აი რატო არ ეუბნები?! -ლუდის ბოთლი ხელში დაატრიალა ლაშამ და თან მე მისაყვედურა -და რა საჭიროა? -შესაფერისი ტონი გამოვიყენე თმის დავარცხნა დავიწყე -და რატო არაა საჭირო? სულ გაწყვიტეთ თქვენ ურთიერთბა? -ხელები გაშალა და გაურკვეველი გამომეტყველება მიიღო. -არ გაგვიწყვეტია, მეგობრები ვართ! -უმნიშვნელოდ ვთქვი და თმა შევკარი -და მერე? მეგობარს მაინც არ უნდა უთხრა რომ ერთი თვე საქართველოში არ იქნები?! -თვალები დააწვრილა და წარბები შეკრა. -და რას ამბობს თვითონ? -ვითომ უინტერესოდ, მაგრამ სინამდვილეში დიდი ინტერესით ვიკითხე -ქეთი სად არისო, რატო არ ჩანსო... კითხვას არ სვამს, უბრალოდ უკვირს. -მპასუხობს ის -გასაგებია ჰოდა. რომ აინტერესებდეს სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ მომწერდა, ან დამირეკავდა. -რა მაინტერესებს იცი? თუ ჩვეულებრივ იღებ იმ ამბავს რომ მეგობრები ხართ მაშინ რაღატო გწყინს? -დაჟინებით მკითხა -არ მწყინს საერთოდ. -მტკიცედ ვუთხარი. თითქოს ჩემ თავში ვიყავი დარწმუნებული. -ხომ იცი რომ ისევ უყვარხარ? ისიც ხომ იცი რომ შერიგდებით? -თქვენ არ თქვათ არაფერი და რამნიშვნელობა აქვს სად ვარ და რამდენი ხნით... -მხრები ავიჩეჩე -მე ვუთხარი უკვე -ჩუმად თქვა მარიამმა -რა უთხარი -დიდად არ გამკვირვებია. ასე თუ ისე ცოტათი მაინც მინდოდა რომ გაეგო -საზღვარგარეთ გასვლებზე რომ ხარ ცეკვიდან. და ახლა რომ გერმანიაში ხარ ისიც ვუთხარი. -როდის უთხარი? -სწრაფად ვკითხე -ორი დღის წინ. -თავი დახარა და ჩაეღიმა. -მარიამ... რატო უთხარი -ნაკლებად ვუსაყვედურე -მკითხა ქეთი სად არისო და რა უნდა მექნა... -წარბის აწევით მითხრა -აი ამიტომ მიყვარს ჩემი ცოლი რა! იცის სად, როდის და როგორ უნდა თქვას! -შუბლზე კოცნის ლაშა თავის ცოლს -ჰო კარგი კარგი. -დავნებდი -ფოტოებს რატო არ გვიგზავნი? -გამოვგზავნი დღეს. სანამ ჩამეძინება... ეხლა წავედი დავიძინო, თორემ დილით ადრე ვერ ავდგები და დავრჩები გერმანიაში. ანსამბლიდანაც გამომაგდებენ და ჩემი ცეკვის კარიერაც შეწყდება -ისე ვამბობდი ვითომ არაფერი მაღელვებდა მაგრამ სინამდვილეში დიდი ირონია ჩანდა. თან ვიღიმოდი. -მიდი მიდი... დაისვენე. კარგად! -ერთად დამემშვიდობნენ გამოცვლა დავაპირე კარზე რომ დააკაკუნეს. არც დავფიქრებულვარ, მაშინვე გაღება დავაპირე. მომსახურე პერსონალია ალბათ. ჯერ სარკეში ჩემს გამოსახულებას ვათვალიერებ და შემდეგ კარის სახელურს დაბლა ვწევ. ზღურბლს მიღმა დგას პიროვნება რომელიც თავდაყირა აყენებს ჩემს გონებასა და ფიქრებს, აჩქარებს გულის ცემას, წყვეტს სისხლის მიმოქცევას. მისი დანახვისას ჩემს ყველა კიდურს სურს მოდუნდეს. ჩემს პირდაპირ მდგარი ადამიანი ერთ ხელს კედელს აყრდნობს, მეორეს კი თმაზე მომხიბვლელად ისვამს და თან იღიმის. როგორც მას ჩვევია ისე... არ ვიცი ჩემი ყურადღება მაშინვე მისი სუნამუს სურნელს რატომ ეპყრობა... ალბათ იმიტომ რომ გასაგიჟებელია! შავი სათვალეც როგორ აკვდება. მაგარ ფორმაშია. თვითონ რომ "უსწორდება" ისეთში. და თან სხვასაც რომ ადნობს... -წამო, წავიდეთ! -სერიოზული გამომეტყველებით მიყურებს -სად?! -მაშინვე პასუხს ვცემ. უფროსწორად კითხვას ვუსვამ. -საქართველოში -წარბები აზიდა -ეგ როგორ... -ვიბნევი -ჩვეულებრივად -ისედაც აშკარააო, ისეთი ტონი ჰქონდა -რა ხდება დემეტრე? -გაურკვევლობაში ვვარდები -ჯვარს ვიწერთ. -ისევ იღიმის -როდის -ხუმრობად ვთვლი ამ ყველაფერს და მეც ვყვები ხუმრობაში. -ძალიან მალე -მხრებს იჩეჩს -რატომ?! -ვსერიოზულდები -უარზე ხარ? -მიახლოვდება -არა.. -ვპასუხობ და ჩემი გული კიდევ უფრო ჩქარდება -ჰოდა წამოდი! -ხელზე ხელს ნაზად მკიდებს -რაგჭირს! ყნოსვას ვამძაფრებ რომ გავიგო მთვრალია თუ არა -მიყვარხარ! -ხმას უწევს და სახეზე დიდი სიხარულის გამომხატველი ღიმილი ეხატება -მართლა? -ტუჩები შემერხა. გაღიმება მინდა მაგრამ თავს ვიკავებ -მე არასოდეს ვიტყუები ქეთო! -ამაყად ამბობს -რამ გადაგაწყვეტინა? -ხელები გადავაჯვარედინე -უშენობამ! -წითლდება -რა გინდა აქ ვერ ვხვდები... -მორცხვად ვამბობ და თავს ვხრი -რას ვერ ვხვდები, მომენატრე. დავრწმუნდი რომ შენსგარეშე არავინ და არაფერი ვარ! -კიდევ უფრო მიახლოვდება და ნიკაპზე ხელს ნაზად მახებს. თავს მაწევინებს და თვალებში ჩამცქერის -მერე? -თვალები მიბრწყინავს -რაღა მერე, მიყვარხარ! -თვალს მიკრავს -გავიგე! -თვალს არ ვაშორებ. მზერა მისი ტუჩებისკენ გამირბის. -რაღას მამეორებინებ... -თმას ისწორებს. -მე არ მითხოვია გამიმეორე თქო! -წარბები შევკარი -აბა რა გინდა. -ისიც დაიბნა -ამ სიტუაციაში გარკვევა! -თავი დავუქნიე. ოღონდ არ ვიცი რატომ -მიმყავხარ! -ჩემს სახეს ხელებში აქცევს -შენ? -ვწითლდები -აბა სხვას ვინმეს ხედავ აქ? -ისევ მშორდება და თვალებს აწვრილებს -რატომ მეუხეშები... -ყალბი წყენა ვითარდება ჩემში -სანამ ჩემთან არ იქნები თბილი ვერ ვიქნები. -ისევ მხრებს იჩევს. -კონცერტი მაქვს! -ფრთხილად მივმართავ -მერე რა -უმნიშვნელოდ ამბობს -როგორ თუ... -გაკვირვება მემჩნევა -ველაპარაკე იმ გოგოს... რა ქვია? შენი ხელმძღვანელი. თაკო.. -თეკო! -შევუსწორე -ჰოდა არაფერი დაშავდება. ნება დამრთო -იკრიჭება -ეს სასტუმრო იცანი? -მოულოდნელად ვკითხე -აბა რომ არ მეცნო აქ რამინდა? -იქაურობას თვალი მოავლო -ისტორიამეორდება? -თავს დაბლა ვხრი და ქვევიდან ავყურებ -როგორც ჩანს! -თავს მიქნევს -რა ხდება? -თავს აქეთ-იქით ვატრიალებ და ღრმად ვსუნთქავ -მაშინაც შემიყვარდი და ახლაც! -ისევ დაჟინებით მაცქერდება და ჩემს თვალებს უსასრულობაში ძირავს. -ასე ადვილად იხსნება? -თავს აღარ ვიკავებ, საშუალებას ვიყენებ და ვიღიმი. -როგორც ხედავ! -ცალყბად იღიმის, ლოყა ეჩვრიტება და თვალს მიკრავს. -კარგია... -ბედნიერად ვიღიმი და მისი დანახვისას გამოწვეულ სიხარულს არ ვმალავ -ჯერ საქართველოში დავბრუნდებით, მერე ჯვარს დავიწერთ. უზარმაზარი ქორწილი გვექნება -ხელებს ბავშვივით შლის და იკრიჭება -უფროსწორად შენ როგორიც გინდა ისეთი... გეფიცები, საფრანგეთშიც წაგიყვან, იტალიაშიც და ლონდონშიც! ცეკვასაც გააგრძელებ! -მართლა?! -კარს ვეყრდნობი. -ჰოო მართლა! შენც ხომ გინდა ჩემი ცოლი იყო?! მე კი შენი ქმარი... -ყურთან თმას ნაზად მისწორებს -რათქმაუნდა! -დაბნეული აღარ ვდგავარ. -მაგიჟებ! -თავს აქნევს -ყველაფერი ვაპატიეთ ერთმანეთს? -ფრთხილად ვსვამ შეკითხვას -რათქმაუნდა! -წარბები აათამაშა უცებ თავს უკან წევს და ხარხარებს. სიცილს არ წყვეტს -რა გაცინებს? -თვალებს ვაწვრილებ -გახსოვს რომ გაბრაზებდი და ქეთევანს გეძახდი? აი ისე როგორც შენი მეზობელი ნანა! -კიი მახსოვს -სიცილში ავყევი -წამოდი, იმ რესტორანში წავიდეთ მე და შენ რომ ერთმანეთი გავიცანით! -თითქოს ეს იდეა უცბად მოაფიქრდა -ჩვენ ერთმანეთი ამ სასტუმროში გავიცანით. პირველ სართულზე, დივანთან! -შევუსწორე ალბათ -აქ შევხვდით, მაგრამ იქ გავიცანით! -თვალებს აფართოებს -მართალი ხარ! -ვეთანხმები და თავს ვუქნევ -ახვლედიანო, მიყვარხარ მე შენ! -ბოლო ხმაზე ამბობს -ცოტა ჩუმად! -ვიცინი და ზღურბლს ვაბიჯებ იმის დასაზუსტებლად ვინმემ ხომ არ გაიგო -მე ისე ავუხსნი ჩემ გოგოს სიყვარულს, როგორც მინდა და ამას დამიჯერე ვერავინ დამიშლის! -ხელები გადააჯვარედინა და ღიმილი შეეპარა მის სახეს -შეიძლება ჩაგეხუტო? -მორცხვად ვეკითხები ის პირდაპირ ხელებს შლის. მე ვყოყმანობ. -ჩამეხუტე თორემ თავს უკანასკნელი იდიოტივით ვიგრძნობ ასეთ პოზიციაში უაზროდ დგომის გამო! მისკენ ვიწევი, თითქმის მივრბივარ. ორი ნაბიჯია მაგრამ მაინც! მთელი გულით შევიგრძნობ მას და ვეხუტები. -მომენატრე! -შუბლზე მკოცნის და თმაზე ნაზად მეფერება -მეც! -თითქოს დასკვნას ვაკეთებ -შენ გასაგიჟებელი გოგო ხარ! სულ თავს როგორ მაკარგვინებ! -თბილად მისაყვედურა -რა სუნამოა? -მოულოდნელად წამოვჭერი ეს თემა -შენ ისევ მოგწონს ჩემი სუნამოები? -ხითხითებს -კი! - უფრო მაგრად ვეკრობი მას. -მივდივართ? -ინტერესით მეკითხება -სად... -კითხვითვე ვპასუხობ -ჯერ რესტორანში და მერე სადაც შენ გინდა! -ჩემს თბილ შუბლს მისი ტუჩები ისევ ეხება -ჩანთას ავიღებ! -სულ რაღაც 10 წამში შევასრულე ეს ქმედება და კარი ჩავკეტე -წავედით?! -იმედიან გამომეტყველებას მაპყრობს -წავედით! -მტკიცედ ვამბობ და დერეფანში მივაბიჯებთ. არ ვიცი ასე სწრაფად როგორ მოხდა ყველაფერი... -აი ახლაც! -ჩერდება კიბეებთან და ხელებს შლის -ისევ თავიდან შემიყვარდი! -ძლიერად მეხუტება. ბოლო ხმაზე, ბედნიერად ვიცინით, მეც და ისიც! -მერე? -ოქროსფერთმიანი მწვანეთვალება გოგონა ფრთხილად მეკითხება და კისკისებს -საქართველოში როგორც კი ჩამოვედით დავქორწინდით. დიდი და ლამაზი ქორწილი გვქონდა... მალევე გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი და მერე შენ და ლუკა გაჩნდით! -ჩუმად ველაპარაკები ლოგინში მწოლიარე ხუთი წლის ანანოს... -მამათქვენი ძალიან მაგარი ბიჭია! -დედა, ხვალ ბაღში უნდა წამიყვანო? -სახლში ყოფნა უყვარს, მაგრამ მაინც იმის იმედით მიყურებს რომ თავს დავუქნევ -კი! -დავეთანხმე და თმა გავუსწორე -დედა, მე და ლუკა რატომ ვგავართ ასე ერთმანეთს? -ისევ კისკისებს და წამით საბნის ქვეშ მემალება -ტყუპები ხართ და იმიტომ! -თბილად ვპასუხობ და შუბლზე ვკოცნი ჩემს ორ შვილს... შუქს ვაქრობ, ოთახიდან გავდივარ და კარს ვკეტავ დემეტრე მაჩაბელი და ქეთი ახვლედიანი! წყვილი რომელიც უზარმაზარ, ძლიერ სიყვარულს ამტკიცებს. რამდენი თბილი საუბრები და დიალოგები აქვთ ამათ არა? როგორი თბილი სიყვარული შეუძლიათ თურმე. ცხრა წელია უყვართ ერთმანეთი. უფროსწორად... ცხრა წელი და ცოტა მეტი. რამდენი რამ გადაიტანეს არა? და მაინც ისევ ერთად არიან. ორ შვილს ზრდიან და მალე კიდევ ერთი ეყოლებათ! "11 ივლისი... 2012 წელი კიბეები სწრაფად ჩამოვირბინე და გერმანიის სასტუმროს დერეფანში ჩემს მეგობრებს ვეძებდი. უამრავი ადამიანი ტრიალებდა იქვე. დივანზე ორი ბიჭი იჯდა, რომლებმაც ჩემი ყურადღება ასე თუ ისე მიიქციეს. ორი წამით მოვკარი მათ თვალი მაგრამ არცერთის სახე არ დამინახავს. შევამჩნიე რომ ერთ-ერთო ბიჭი წამოდგა და თვალი მოვაშორე. არ მინდოდა დაენახა რომ ვუყურებდი. ცხელი ყავა ვიყიდე, ხელები დაკავებული მქონდა. ძლივსძლიობით ამოვიღე ტელეფონი რადგან ჩემი ანსამბლის ერთ-ერთ მოცეკვავესთან, სალომე კერესელიძესთან უნდა დამერეკა... როგორც კი ნომრის აკრეფვა დავიწყე მაღალ, გამხდარ, მოკლეთმიან სიმპატიურ ბიჭს შევეჯახე. ეს ის ბიჭია წეღან რომ თვალი მოვკარი. სირცხვილისგან თვალების გახელა არ მინდოდა როცა მივხვდი რომ ჩემი ჭიქა დაცარიელდა და მთელი ყავა მის ტანსაცმელზე გაიჟღინთა. ჩემს თავზე ამეშალა ნერვები.. ტელეფონიც ხელიდან გამეშვა და ჩანთაში რაც მქონდა ყველაფერი გადმოიყარა. კოსმეტიკის ნივთები, სავარცხელი, საფულე, საბუთები და ფული... ვბრაზობდი ჩემს საშინელ მოხერხებულობაზე. მთლიანად გავწითლდი. სახეზე ჭარხლის ფერი დამედო... თან შიშისგან ფეხები ამიკანკალდა მაგრამ რისი მეშინოდა არ ვიცი. როგორც იქნა თვალები გავახილე და ველოდებოდი როდის დაიწყებდა ჩხუბსა და ყვირილს ჩემს წინ მდგომი ბიჭი. დაბნეული ვუხდიდი ბოდიშებს. ინგლისური კარგად ვიცი მაგრამ ამ დროს ვერ ჩამოვაყალიბე რა უნდა მეთქვა. თავსაც ვერ ვიმართლებდი. რუსულად, გერმანულად, ფრანგულად თითქმის ყველაფერი ვუთხარი რაც ვიცოდი. გაჩერებას ალბათ მანამდე არ ვაპირებდი სანამ თვითონ არ შემაჩერებდა... -უკაცრავად?! -თქვა და მისმა მომხიბვლელმა ღიმილმა დამატყვევა. ქართველი აღმოჩნდა. -მაპატიეთ... ხელები დაკავებული მქონდა და ნომერს ვკრეფდი.. ვერ დაგინახეთ და ამიტომაც შეგეჯახეთ.. გთხოვთ მაპატიეთ... -ხელსახოცებს ვაწვდიდი და ნერვიულად ვცდილობდი დანაშაულის გამოსწორებას. -ძალიან ცხელია! -სახე შეჭმუხნა -არ მინდოდა.. ბოდიშს გიხდით! -თავი დავხარე რადგან თვალებში ვერ ვუყურებდი. ამის ორი მიზეზი მქონდა. ერთი ის რომ შევრცხვი და მეორე ის, რომ ვდნებოდი მისი სახის დანახვაზე. თან მისი სურნელიც მთიშავდა. -დაწყნარდი! -ღიმილით მიბრძანა მან. -მე დემეტრე... დემეტრე მაჩაბელი! -თავისი სახელი და გვარი მითხრა და ჩამოსართმევად ხელი გამომიწოდა. -ქეთი ახვლედიანი.. -მორცხვად ვუთხარი მას და ხელი ჩამოვართვი. -არვიცოდი ქართველი თუ იყავით.. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს! შემიძლია ეს სიტუაცია რამით მაინც გამოვასწორო? -ვფიქრობ შეგიძლია... -ცალი წარბი აზიდა. მისმა ნათქვამმა უფრო შემაშინა. -უნდა შემხვდე საღამოს.. სადმე დავსხდეთ, ყავა დავლიოთ ანნ საერთოდაც ვივახშმოთ. -გაუხარდა მას. -ვატყობ მეგობართან ერთად ხართ.. -მეორე ბიჭს გავხედე, რომელიც წვენს სვამდა და ჩვენ გვიყურებდა. -ალბათ რაიმე საქმეზე ხართ.. -მართალია საქმეზე ვართ. დღეს მოვაგვარეთ უკვე ეს საქმე, ხვალ საბუთებს ავიღებთ და ზეგ მივდივართ. აბა რას იტყვი შემხვდები თუ არ მოგწონს ჩემნაირი ტიპები.. იქნებ არ გინდა ჩემი გაცნობა! -სახე მოეღუშა -იცით მე... -არა, თუ დღეს არ შეგიძლია არაუშავს.. ხვალ იყოს! -სწრაფად თქვა როცა ჩემი დაბნეულობა შენიშნა. -ხვალ კონცერტი მაქვს.. -კონცერტი? -თითქოს გაიოცა. -ვცეკვავ.. სოლოში გამოვდივარ. -გამიხარდა როცა ამ თემას შევეხეთ. მიუხედავად იმისა რომ სულ უცხოს ვესაუბრებოდი. -ანუ მოცეკვავე ხარ! -აღფრთოვანდა ის -ჰო.. ასეა! -შევიფერე და ჩემი სიმორცხვე შემცირდა. -მშვენიერია!.. -ცალყბად გაიღიმა -ზეგ... -ზეგ საქართველოში ვბრუნდები -სწრაფად შევაწყვეტინე. -სწორედ ამის თქმა მინდოდა. მეც საქართველოში ვბრუნდები. ანუ ვერ შევხვდებით? -ღიმილი სახიდან წაეშალა. -მე ხომ არ მითქვამს რომ დღეს არ შემიძლია... -ჩამეცინა. -ანუ? -თვალებში დაჟინებული იმედით მომაცქერდა. -ანუ ის რომ დღეს ვივახშმებთ! -პირველად დავთანხმდი ბიჭს შეხვედრაზე.. -ესეიგი ჩემს გაცნობაზე უარს არ ამბობ.. -ისევ გაეღიმა, ოღონდ ამჯერად თითქოს თავისდაუნებურად. -არა რათქმაუნდა.. -კარგი მაშინ საღამოს 8 საათზე ზუსტად აქ, ამ ადგილას შევხვდებით. -ჩამოსართმევად ხელი ისევ გამომიწოდა. დამემშვიდობა და ნივთების აკრეფვაში დამეხმარა." -2012 წლის 11 ივლისი. მათი პირველი და სამუდამოდ დასამახსოვრებელი შეხვედრა! "13 ნოემბერი... 2014 წელი! -გცივა? -მზრუნველი ტონით მკითხა და ჩემსკენ მომართული დიდი ტოტი ხეს მოსწყვიტა, მუხლზე გადაიტეხა და მინდვრებისკენ მოისროლა -შენი აზრით?! -ვერ ვსაყვედყრობდი, ალბათ იმიტომ რომ ამას ოდესღაც ჩემი სიყვარული განაპირობებდა დემეტრეს მიმართ. როცა დროის ამ აღმნიშვნელ სიტყვას ვიყენებდი ეჭვი მეპარებოდა, რადგან არვიცოდი ზუსტად შეეფერებოდა თუ არა ამ სიტუაციას. ვფიქრობ დარწმუნებული არ ვარ მომწონს თუ არა ის მოსაზრება რომ შესაძლოა მე ის ახლაც მიყვარდეს. კიდევ უფრო ვიძირებოდი იმ რაღაც უაზრო ფიქრებში რომლებიც საშუალებას არ მაძლევდნენ რაიმეში გავრკვეულიყავი. თუნდაც იმაში, რა მინდოდა ამ ცხოვრებისგან. პასუხები კითხვებზე, თუ უბრალოდ ბედნიერება. ჩემი ფიქრები ოცნებას უფრო გავდა და თან ეს ოცნებები არც ამტკიცებდა რეალობას. ყველაფერი ფანტაზიით და წარმოსახვის უნარით განისაზღვრებოდა... სულ ყველაფერი! -როგორ გგონია.. -განვაგრძე მასთან ყალბი კამათი. -შემოდგომაზე, ნოემბერში, ამ სიცივეში აქ.. ტყეში რომ მოგყავდი არ შემცივდებოდა? მგონი ტვინიც კი გამეყინა და ვეღარ ვაზროვნებ. -ბოლო წინადადების დროს წავიბუზღუნე მან კი მკვეთრად გადაიხარხარა. არც ცდილობდა სიცილის შეკავებას მხოლოდ იმიტომ მაინც რომ არ მწყენოდა. მაგრამ რა სისულელეა... რა უნდა მწყენოდა. პირიქით, მაბედნიერებდა მის გვერდით, თუნდაც ამ სიცივეში ყოფნა და მხიარულება. რომელიც ბოლო იყო... -სამაგიეროდ ჩვენს გულებშია სითბო.. -თვალები გადაატრიალა და მომხიბვლელად ჩაიცინა. გაუცნობიერებლად მივაშტერდი მის სახეს რადგან ვდნებოდი.. მისი თვალისმომჭრელი ღიმილი გულს მიჩქარებდა. ქათქათა კბილები კი თითქოს იქაურობას ანათებდა და სხივებს ჰფენდა. ცალი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორე კი ჩემს მარჯვენა მხარზე ედო. უფრო და უფრო ცდილობდა ჩემს მიკრობას.. ცოტა არ იყოს იმ დროს მეშინოდა ჩემი გატაცებები და სიხარული უბრალოდ წამების ამბავი არ ყოფილიყო.. მართლაც რომ მეშინოდა, სხეულს უფრო მიყინავდა ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ეს წამებიც კი ტყუილი ყოფილიყო. არადა მართლაც ტყუილი აღმოჩნდა!... -კარგი რა გამხიარულდი. რაიცი კიდევ როდის დადგება ეს მომენტი.. -ამ უბრალო ნათქვამმა ის დაამტკიცა რომ აღარც არასოდეს დამდგარა.. წუთები რომლებიც ასე მაბედნიერებდა უბრალოდ გაქრა.. გაქრა სამუდამოდ! -რომ მცოდნოდა აქ წამოვიდოდით ამ საღამოთი მაღალქუსლიანებს და კაბას არ ჩავიცვამდი.. -საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ეს ყოველთვის კარგად გამომდიოდა. -ვარსკვლავებს უყურე და გათბები.. ანდაც მე მიყურე! -ოთხი ჭიქა ჰქონდა დალეული მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ ლაპარაკს დალევა არ განაპირობებდა. უბრალოდ უფრო გაბედულად იქცეოდა იმასთან შედარებით ვიდრე მას ახასიათებდა. -ხომ არ გინდა რომ წავიდეთ?! -ამას ჩემი სურვილიდან გამომდინარე ვამბობდი -სად უნდა წავიდეთ ჯერ ეხლა არ მოვედით? თან ჩემი სათქმელი ჯერ არც დამიწყია -მაჯის საათზე დაიხედა, შემდეგ კი მისი ქურთუკი მხრებზე ფრთხილად დამაფინა. -დამიჯერე სათქმელს ქცევებითაც გამოხატავ.. -ისეთი ტონი გამოვიყენე თითქოს ეს ისედაც აშკარა და ნათელი იყო -მთავარი სიტყვებია ქეთუშ.. -ეტყობოდა რომ თავის ნათქვამში დარწმუნებული იყო. -ვფიქრობ უმჯობესი იქნება იმ სახელს თუ დამიძახებდი რაც მქვია. -პირქუშად მივმართე. ამას ის განსაზღვრავდა რომ ყოველთვის გართულება მქონდა სახელზე. მიმართვასაც დიდ ყურადღებას ვაქცევდი -რა პრეტენზიული ხარ.. -ძალიან მოკლე თმაზე ხელი მომხიბვლელად გადაისვა. იმდენად მოკლეა მისი თმა რომ ხელსაც ვერ მოჰკიდებ, ეს კი ძალიან მომწონდა. უხდებოდა... თან იცოდა რომ მომწონდა და ძალიან ხშირად იჭრიდა თმას. -პრეტენზიული კი არა მომთხოვნი ვარ.. ჰოდა შეეგუე! -შევეცდები! -თქვა და მისი თბილი ტუჩები ჩემს გაყინულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო. იმდენად ფრთხილად რომ ყოველი წამი საუკუნედ გაიწელა. ეს საუკუნეები უფრო ბედნიერს მხდიდა" -ეს ის დღეა ბოლოჯერ რომ ნახეს კახეთში ერთმანეთი, მაგრამ მაინც თავიდან რომ შეუყვარდათ ერთმანეთი! "გადიოდა წამები, წუთები, საათები და დღეები! ის არ ჩანდა... მაგრამ ქალაქს კიდევ ერთი ამბავი შეემატა... - "მაჩაბელი საქართველოშია!" -ორი წლის შემდეგ პირველად რომ ნახეს ერთმანეთი... "-ხელს რა გვიშლის? -ხელები ნელა მომაშორა. -გრძნობები ქეთი... გრძნობები! -განქორწინების საბუთები ხელში სწრაფად აიღო და კარისკენ უკუსვლით წავიდა. -როგორ შეგვიძლია ვიყოთ მეგობრები, როცა ასე ძალიან მიყვარხარ! განა ვერ მიხვდი რატომ არ ვიქნები ლაშას მეჯვარე? იმიტომ რომ ჩემი მომავალი ცოლი ნათესავად არ უნდა მეკუთვნოდეს! უკვე გაგაფრთხილე და იცოდე მუდამ გაგიმეორებ რომ იქამდე არ გავჩერდები, სანამ გულწრფელად არ მეტყვი, რომ აღარ გიყვარვარ და არც გყვარებივარ!!! -ზღურბლს გადააბიჯა და კარი მიიხურა."-ამ დროს პირველად უთხრა მიყვარხარო! "-მოგესალმებით ყველას! -მიმართა იქ მყოფ სტუმრებს მაჩაბელმა. მისი ხმის ამოღებისას გული უფრო ამიჩქარდა. -პირველ რიგში მინდა მივულოცო ახალდაქორწინებულ წყვილს გაბედნიერება. ჰოო... ეს ხომ ტიპიური ფრაზაა, რომელიც ყოველ ქორწილში ისმის. ძალიან მიყვარხართ ლაშა და მარიამ... თქვენით ვცოცხლობ და თქვენით ვხარობ... ლაშას მთელი ცხოვრებაა ვიცნობ მარიამი კი 4 წლის წინ გავიცანი! თქვენ მასწავლეთ მე ცხოვრება და თქვენ მაბედნიერებთ. -არ ვიცი რა უნდა ვიფიქრო როცა მე არც კი მახსენებს. -აქ რათქმაუნდა იმყოფებიან მარიამის დედ-მამა, ნინო და ლევანი, რომლებმაც უძალიანმაგრესი ადამიანი აღზარდეს.. და საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ მათი ერთადერთი შვილის ქორწილში. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ამ ყველაფრისთვის. ასევე მადლობას ვუხდი ლიკას და ირაკლის... ლაშას მშობლებს. ბავშვობიდანვე მიცნობენ და კარგად იციან როგორიც ვარ. ვინიცის რამდენი ბედნიერი დღე მახსოვს ამ ოჯახთან დაკავშირებით. -თვალებში ერთხელაც კი არ შემოუხედავს ჩემთვის და ეს მკლავდა. -კიდევ რაღაცის სათქმელად ამოვედი აქ. და მოხარული ვიქნები თუ მომისმენთ. ვიცი ძალიან ბევრი კითხვები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით... წეღანაც შევნიშნე თქვენი მზერა როცა მე და ერთი ადამიანი ვცეკვავდით. -სული შემეხუთა ამის მოსმენისას. -ქეთი 4 წლის წინ გავიცანი. ზუსტად მან გამაცნო იმ დროს მარიამი.. კარგად გახსოვთ ყველას, როგორი ურთიერთობა გვქონდა მე და ახვლედიანს. რამდენს გეგონათ რომ შეყვარებულები ვიყავით არა?! არადა არ ყოფილა ასე.. ძალიან შემიყვარდა მაშინ, მაგრამ არაფერი მითქვამს მისთვის. -მე არ მომმართავდა. ხალხს ელაპარაკებდოდა -რამხელა შეცდომა დავუშვი არა? რას ველოდებოდი. მისთვის ისიც კი არ მითქვამს რომ მიყვარს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან კარგად იცოდა ეს. მაინც აუცილებელი იყო სიყვარულის ახსნა. ვიცი რომ მასაც ვუყვარდი. ისიც გახსოვთ რომ ორი წლის შემდეგ საქართველოდან წავედი. ცოლი მოვიყვანე და შვილი მეყონა არა?! გგონიათ ჭორია?! სულაც არა... მართლა მყავდა მე ცოლიც და შვილიც. ცოლი რომელიც მთელი 2 წელი მატყუებდა. მატყუებდა რომ ლუკა ჩემი ნამდვილი შვილი იყო. იცით როგორ მიყვარდა ლუკა? ისე როგორც საკუთარი შვილი. ასეც მეგონა... იცით რამდენი რამ დავგეგმე მის მომავალთან დაკავშირებით? იცით როგორი შვილი უნდა აღმეზარდა? სამაგალითო! ყველაფრის გაკეთებას ვაპირებდი. ცოლს, რომელიც არ მიყვარდა არაფერს ვაკლებდი. შეცდომა დავუშვი ხალხო! შეცდომა... მახსოვს ჩემი უახლოესი ადამიანის, ცოტნე ნაკაშიძის ქორწილი იყო. იმ დროს წავედი მე ქეთისგან. იცით როგორ ვნანობ?! როგორ მინდა იცით?! არა... ამის აზრზეც კი არ ხართ! მარტო ზურგს უკან ლაპარაკობთ და გგონიათ ამით არაფერი ხდება. წარმოდგენაც კი არ გაქვთ რადღეში ვიყავი მე... ისიც კი არ შემეძლო რომ ბოლო წუთებში მაინც დავლაპარაკებოდი ქეთის და მიზეზი ამეხსნა. მისი ცხოვრებიდან ისე გავქრი უკან არც მომიხედავს. გგონიათ ჩემთვის ეს ყველაფერი ადვილი იყო არა? მთელი ორი წელი განხილვის საგნად მთვლიდით და მაკრიტიკებდით. მე ახლა თავს არ ვიმართლებ... უბრალოდ მინდა გაგაგებინოთ რა არის სწორი და რა არასწორი. ვწყევლი იმ დღეს როცა მე ავდექი, ბარგი ჩავალაგე და წავედი. იცით რა მემართებოდა გერმანიაში? წუთი არ გავიდოდა ქეთიზე რომ არ მეფიქრა. რადგანაც ბიჭი ვარ გგონიათ ცრემლების შეკავებას შევძლებდი?! რამდენჯერ ჩავამტვრიე მანქანის შუშა მუშტებით იცით? რამდენჯერ მიფიქრია იცით რომ ჩამოვსულიყავი აქ, საქართველოში და ქეთი უბრალოდ მომეტაცებინა? წამეყვანა ისეთ ქვეყანაში სადაც ვერავინ გვნახავდა. ამის მაგივრად? ჩემს ტყუილ მოვალეობას ვასრულებდი. ზუსტად იმ დღეს ვნახე ამდენი ხნის შემდეგ ქეთი პირველად, როცა იმ იდიოტმა ჩიქოვანმა მიატოვა. ვინ იცის რამდენჯერ ვცადე უკვე მასთან თავიდან დაახლოვება... ვინ იცის რამდენჯერ შემიყვარდა თავიდან! ერთი თვის წინ ჩავეხუტე.. და იცით რა დამემართა? გულში ცეცხლი დამენთო... მას ისევ არ უნდა ჩემთან ყოფნა. მართალია მინდა რომ შემირიგდეს, მაგრამ არ ვამტყუნებ მის ქმედებას. ზუსტად ერთი თვეა რაც მასთან არ მილაპარაკია. თვალებშიც კი არ ჩამიხედავს ნორმალურად და არც ახლა ვუყურებ.. მიჭირავს ეს საშინელი მიკროფონი და იმის მაგივრად რომ მის წინ ვიდგე და მეორე პირში ველაპრაკო აქ ვდგავარ და თქვენ გიხსნით ჩემს სიყვარულს მის მიმართ. შეცდომა დავუშვი. ღალატის ტოლფასი იყო იმ გოგოს ცოლად მოყვანა. საერთოდ ის ქმედებაც არ უნდა დამეშვა რომ შესაძლებელი ყოფილიყო მე მისგან შვილი მყოლოდა. თითოეულ წამს მასთან უნდა ვყოფილიყავი. მაშინაც კი როცა მშობლები გარდაეცვალა. ერთი თვის წინ ლაპარაკის დროს ვუთხარი რომ არ დავნებდებოდი და ამ სიყვარულისთვის ვიბრძოლებდი... მთელი ამ დღეების განმავლობაში არაფერი გამიკეთებია, და იცით რატომ? მეგონა გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარებოდი ამით. მეგონა ერთი წამით მაინც დაფიქრდებოდა თავის გრძნობაზე. მეგონა თავს მოვანატრებდი და სწორედ ეს დავისახე ბრძოლის მიზნად... მინდოდა თვითონ მისულიყო სწორ ნაბიჯამდე. ვინიცის როგორ დააფიქრა იმ ფაქტმა ყურადღებას რომ არ ვაქცევდი. ალბათ ეგონა რომ დავნებდი.. არა ხალხო, მე არასოდეს დავნებდები! არ შემიძლია ამ საქმეს შევეშვა. პირველ რიგში იმიტომ რომ ქეთი ახვლედიანზე ვგიჟდები და მეორე ის რომ მინდა ჩემი დანაშაული ყველანაირად გამოვასწორო. ვფიქრობ ეს ქორწილი ამ სიტყვის წარმოსათქმელად საუკეთესო საშუალებაა. მაპატიეთ თუ ხელს გიშლით, უბრალოდ სხვა ადგილი ვერ ვნახე სადაც ამ ყველაფერს ვიტყოდი. 300 კაცი იმყოფება ამ დარბაზში და მინდა ყველამ გაიგოს ჩემი გრძნობის შესახებ. იცით რა ლამაზია ქეთი? თავად ნახეთ... მე ვერ შევხედავ, თქვენ შეხედეთ. ახლა მას ერთი წამითაც რომ გავხედო ვერ ვიცოცხლებ. დავიბნევი და ჩემს აზრებს ვერ ჩამოვაყალიბებ. უყურებთ? თვალებიც ხომ ლამაზი აქვს.. თმა? თმაც ხომ ძალიან უხდება ასე. გაშეშებული დგას არა? ხმას ვერ იღებს ხო? იცით როგორ მინდა იმავე გრძნობით რომ მიპასუხოს? არაფერს ვაძალებ. უბრალოდ მინდა დამეხმაროს დანაშაულის გამოსწორებაში და მომცეს საშუალება თავი ისევ შევაყვარო! ტანი? ტანი როგორი აქვვს... ვერ ვხვდები როგორ არ უნდა უყვარდეს ის ადამიანს. როცა გავიგე მოცეკვავე იყო ამან სულ გამაგიჟა... თვითონ ქეთი მაგიჟებს მე! მის გარეშე ვერ ვსუნთქავ... სიცოცხლე არ შემიძლია. არარაობა ვარ როცა ჩემგვერდით არ დგას! გული არ მიცემს როცა ის არ მეხუტება. თვალი უგრძნობია, როცა მას ვერ ხედავს. სმენაც კი დაქვეითებულია როცა მის ხმას ვერ ვიგებ! არ შემიძლია მე მის გარეშე არსებობა! იცით რა მემართება როცა მას ვეხები? სული მეხუთება და გული მეკაწრება. ოდესმე გაიგონებდით ფრაზას "ადამიანს ცვლის ტკივილი ან საფლავი". მე მან შემცვალა. ქეთია ჩემი ცხოვრების მიზანი, აზრი და არსებობა! ახლა თქვენს გაოცებულ თვალებს ვხედავ, ჩემკენ მომართულს. წამიერად ქეთის გახედავთ ხოლმე და ალბათ ფიქრობთ როგორ მოგვაბეზრა ამ ბიჭმა თავისი ლაპარაკით თავიო... მაპატიეთ გართობაში თუ ხელს გიშლით. აი... მარიამის თვალიდან ცრემლი ჩამოგორდა. ეს უკვე კარგის ნიშანია! ესეიგი ჩემი ნათქვამი რაღაცას ნიშნავს. რადგანაც ახლა ყველა ჩუმადაა და მისმენს, ესეიგი ღირს მოსასმენად ჩემი საუბარი. თუ ჩემი თითოეული სიტყვა გაიაზრეთ იმასაც მიხვდებოდით რომ სიყვარულს არ ვუხსნი მას.. უბრალოდ მთელი სამასი კაცის წინაშე განვიხილავ ჩემ ცხოვრებას, რომელიც ქეთისთვის გრძელდება! ვინიცის რამდენ სიზმარს ვხედავ ყოველ ღამე მასზე. ვინიცის რამდენჯერ ამჩქარებია გული მისი ღიმილის დანახვისას. რომ იღიმის მე უსულო სხეულად ვიქცევი ხოლმე. წეღან.. წეღან რომ ვცეკვავდით და თავი რომ დამადო იცით რა დამემართა? თითოეული წამი თვალწინ დამიდგა. თითოეულმა მოგონებამ თავი გამახსენა. მეც კი გამიკვირდა თურმე რა ძლიერი სიყვარული მცოდნია! ღმერთს მადლობას ვუხდი ქეთის რომ შევხვდი. სანამ მას გავიცნობდი... რა ვიყავი მე?! ბიჭი რომელიც ყოველდღე სხვადასხვა გოგოს ეარშიყება და არ იცის მნიშვნელობა სიყვარულისა. ვფიცავ... რომ მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მას ჩემგვერდით არაფრის შეეშინდება. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და სიცოცხლეს მირჩევნია. ყველაფერს დავთმობ მისთვის და თავსაც გავწირავ კარგად რომ იყოს!!! ეს სიტყვები კიდევ არაა საკმარისი ჩემი გრძონბების ასაღწერად მაგრამ ჯობს გავჩუმდე, მოგცეთ საშუალება არ დაითრგუნოთ ჩემი მონოლოგით და გაერთოთ. საუბარს ვწყვეტ. ამ წუთიდან ეცოდინება ქეთი ახვლედიანს რას ვფიქრობ მე. პირობას ვდებ რომ აღარ შევაწუხებ. მეყვარება.. სიგიჟემდე მეყვარება მაგრამ ჩემთვის! ჩემს გულში იქნება ეს დამალული. დაველოდები მაშინაც კი სულ რომ მთელი ცხოვრების გაფლანგვა დამჭირდეს. მეყვარება მაშინაც კი თუ ჩემი სიკვდილი ენდომება. მეყვარება სასწაულად... მისთვის ვიბრძოლებ და მისთვისვე ვიცოცხლებ! თავს აღარ მოგაწყენთ.. უბრალოდ ერთს დავამატებ.. აღარ მივცემ თავს უფლებას თავი მოვაბეზრო სიყვარულის ახსნებით. მთავარია ახლა ვთქვი ყველაფერი და ეს სამუდამოდ ეცოდინება. ჩემი კითხვა უკვე იცის... პასუხს კი სამუდამოდ დაველოდები. მადლობა აქ მყოფ თითოეულ ადამიანს ვინც ჩემი ერთი სიტყვა მაინც მოისმინა. და მადლობა ქეთის რომ ასეთი კარგია! " -მარიამის და ლაშას ქორწილი... სცენაზე რომ ავიდა დემეტრე და მესამე პირში აუხსნა ქეთის სიყვარული! "რა არის სიყვარული?! დავსვათ კითხვა, რომელზეც ჩემი აზრით პასუხები არ არსებობს. უბრალოდ არის პირადი მოსაზრებები და ვარაუდები.. ამაზე მსჯელობა კი ვფიქრობ უბრალოდ სისულელეა.. ადამიანის ცხოვრება ისეთია ალბათ ყველასთვის ყოფილა მსგავსი მომენტი სიყვარულზე გული რომ უცრუვდება და იძახის რომ ის მისთვის არ არსებობს. მგონი ესეც დიდი სისულელეა. ყველა ადამიანს ადრე თუ გვიან მაინც ეწვევა ის... რომელიც არასდროს იკარგება. შეიძლება პირველი არ იყოს და იყოს მეშვიდე.. მაგრამ იყოს ნამდვილი და სამუდამო სხვა დანარჩენებისაგან განსხვავებით. როცა გიყვარს თითქოს სამყაროს ეთიშები. სხვაგან გადადიხარ... იქ სადაც მხოლოდ იმ ერთადერთზე ხარ დამოკიდებული. მხოლოდ მასზე ფიქრობ და მას ეკუთვნი. გძინავს თვალგახელილს და გაღიმებულს. ძილის წინ ფიქრობ, და ჰქმნი ფანტაზიებს სადაც იქცევი შენი სურვილისამებრ ამ სიყვარულის მიმართ. ნებისმიერ წამს შეიძლება შენდაუნეუბურად გაგეღიმოს და ამან გარშემომყოფების გაკვირვება გამოიწვიოს. გვიჭირს ავხსნათ ჩვენი გრძნობები, ჰოდა არც არის საჭირო სიტყვებით ახსნა. უბრალოდ ქცევებით უნდა გამოხატო... ხანდახან ძალიან ძნელია გაიგო გიყვარს თუ არა ადამიანი რადგან ამას გულიც ვერ გკარნახობს. სიყვარულის დროს თითქოს შენს ცხოვრებას აზრი ეძლევა. გგონია რომ რაღაც განსაკუთრებულისთვის იღვიძებ და ცოცხლობ..." "-ახვლედიანო, მიყვარხარ მე შენ! გეფიცები შეგეშვი. დაგანებე თავი, დამიჯერე... მაგრამ უბრალოდ ფაქტს ავღნიშნავ იმის თქმით რომ ვგიჟდები შენს არსებობაზე. მომენატრე!" -"მეც!" -ეს დიალოგი ყველაზე დასამახსოვრებელია... ქეთის კარხეთში ყოფნისას რომ მიწერეს ერთმანეთს. "-კიდევ ერთხელ შეეხები ან გაეკარები ჩემს მომავალ ცოლს და ჩემი გარდაცვლილი ძმის, თორნიკეს სულს ვფიცავარ ჩემი ხელით გაითხრება შენთვის განკუთვნილი საფლავი! -ამით დაამთავრა თავისი სიბრაზე -არ გაცოცხლებ! -დაამატა ბოლოს" -ჩიქოვანს რომ სასტიკად დაემუქრა. ქეთი რომ მომავალ ცოლად მოიხსენია ეს ის დრო იყო. "-ვინ იცის, კიდევ რამდენჯერ შემიყვარდი თავიდან!" მარიამი და ლაშაც ერთად არიან. 6 წლის ბიჭი ჰყავთ, სანდრო. ეს ოთხი ადამიანი, მარიამი, ლაშა, დემეტრე და ქეთი ბედნიერად ცხოვრობენ! ძალიან ბედნიერად! მისაღებში გავდივარ. ტელევიზორის წინ დივანზე ვჯდები მოხერხებულად, ხელში წიგნი მიჭირავს, დემეტრეს მხარზე თავს ვადებ. -ლუკა შენ დააძინე? -თბილად ვუღიმი ქმარს. -ჰო... -ამაყად ამბობს და ხელს მხვევს -კარგი ბიჭი ხარ! -ლოყაზე ვკოცნი -ეგ რა წიგნია? ინტერესით იკითხა -ჩემი წიგნია! -ვსწორდები და მუხლებზე ვდებ წიგნს. -ანუ? -დაიბნა -გახსოვს რაღაცას რომ ვწერდი? -იმედიანად, ფრთხილად ვკითხე. -კი. ერთი სიტყვაც რომ არ წამაკითხე! -ცალი წარბის აწევით მეუბნება -მერე? -ინტერესი ემატება -ჰოდა... დავბეჭდე! -წამოვიყვირე. -სერიოზულად? აქამდე რომ არ გითქვამს? -სიხარულისგან გაოგნდა -გეფიცები არ ვიცოდი დასტურს თუ მომცემდნენ. იცი როგორ ვნერვიულობდი? რამდენი ხანი დასჭირდა იცი? ნახე ყდაც როგორია... ნახე რა მაგარია! -ვერ ვმალავდი ემოციებს -გილოცავ! -შუბლზე მკოცნის და წიგნს მართმევს სათაურს აკვირდება და ამბობს: "ნოემბრის 13" -აი ახლაც! -ჩერდება და თავის გამომეტყველებას სერიოზულს ხდის -ისევ თავიდან შემიყვარდი! -ბედნიერება დასთამაშებს სახეზე და ძლიერად მეხუტება. ვიცინით მეც... და ისიც! ეს სიყვარული კი გრძელდება სამუდამოდ. უსასრულოა... დ ა ს ა ს რ უ ლ ი ! "ნოემბრის 13!" ავტორი: ნანიკო მთვარეზე მოხეტიალე! მოკლედ ვიცი ბევრს არ მოგეწონათ. არც მე ვიცი როგორია... უბრალოდ მთელი გულითა და სულით დავწერე. ყოველი ემოცია და გრძნობა ჩავაქსოვე დიდი მადლობა რომ დრო დაკარგეთ და დიდი მადლობა თუ სულ ცოტათი მაინც მოგეწონათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.