შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შთაგონების წყარო (III ნაწილი)


18-02-2017, 19:45
ავტორი DarkRoses
ნანახია 1 298

- რატომ დაიგვიანე? - ლილიანის ხმა მესმის, როდესაც სამზარეულოში შევდივარ და დაბარებული პროდუქტების ამოლაგებას ვიწყებ. მისი ხის გაგონებისას მეღიმება, ტკბილი, ძალიან საყვარელი ხმა აქვს, ისეთი რომც გაბრაზდეს მისი ხმის მიხედვით ამას მაინც ვერასდროს მიხვდებით. მისკენ მივდივარ და გულში ვიკრავ. ყველაზე მეტად მიყვარს, თან რაც არ უნდა ცუდი საქციელი იყოს მისი შეცოდება ძალიან მეცოდება იმიტომ რომ ცხოვრებაში ისედაც ბევრის გადატანა მოუწია.
- რაღაც საქმეები მქონდა, - ვუღიმი და ლოყაზე ვკოცნი, - ანი სახლშია? - ჩემ დაზე ვეკითხები და მის გვერდზე სავარძელში ვჯდები. დაღლილი სახე აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ეს არ მაგრძნობინოს.
- არა, მეგობრებთან ერთად წავიდა სასეირნოდ, - მიღიმის და მოტანილ შოკოლადს პირში პატარა ბავშვივით იტენის, ხმამაღლა დავცინი, ის კი სავარძელში დადებულ ბალიშს მე მიმიზნებს და ზუსტად თავში მარტყავს.
მიუხედავად დაღლილობისა დღეს დედა საოცრად კარგ ხასიათზეა, ან უბრალოდ ცდილობს რომ ამაში დამაჯეროს.
ცოტა ხანი მას ვესაუბრები, შემდეგ კი ჩემს ოთახში შევდივარ და ქურთუკის ჯიბეში ჩატენილ ქუდს ვიღებ. ჩემდა გასაკვირად ქუდს პარფიუმერიის სურნელი აქვს, პირველად ვარ იმით ბედნიერი რომ ქალები სუნამოს ყველგან და ყოველთვის ისხამენ. სავარაუდოდ რომელიმე ძვირიანი სუნამოს სურნელია, ისეთის ფულზე და ასეთ ნივთებზე დახამებული გოგონები ეგრევე რომ ამოიცნობენ.
"შანელია?" ვკრიფავ სწრაფად და ვუგზავნი, არ მაინტერესებს, ალბათ ახლა ამას ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ მინდა რომ მომწეროს, მინდა რომ კიდევ მითხრას და გამიზიაროს მისი აზრები. შეტყობინება აღარ მომდის, ბოლოს უკვე იმედი მიცრუვდება. აბაზაში შევდივარ და ცივი წყლის ქვემოთ ვდგები. ორ წაში უკვე თითქმის სრულიად სველი ვარ, წვეთები ზემოდან ქვემოთ შეუჩერებლად მიიწევენ და სხეულზე უცნაურ შეგრძნებას მიტოვებენ. ვიყენები, მაგრამ ხელის აწევაც კი მეზარება იმისთვის რომ ცივი წყალი თბილით შევანაცვლო და ნორმალური ადამიანივით მივიღო შხაპი. ბოლოს პირსახოც მოხვეული გამოვდივარ აბაზანიდან, მისაღებში შეკრებილ ანის მეგობრებს ყურადღებას არ ვაქცევ და პირდაპირ ჩემ ოთახში შევდივარ.
"არა, როდრიგესია" ვკითხულობ როგორც კი თავს ვიწესრიგებ და საწოლში ვწვები. ვიცოდი რომ მიხვდებოდა და სხვა გოგონებივით თავს არ გაისუსულებდა, ზუსტად ეს მომწონს და მხიბლავს მასში. ის რომ ჩემი სხვა, ძველი გოგონებისგან და უკვე მართლა ჩამოყალიბებული ქალებისგან რადიკალურად განსხვავდება.
"მოგწონს? ჩემმა ძველმა შეყვარებულმა მაჩუქა, ის არა, მაგრამ თვითონ სუნამო ძალიან მომწონს, დიდად სხვებისგან არ განსხვავდება, მაგრამ მაინც აქვს ის რაღაც
რაც ერთფეროვნებას არღვევს. სასაცილოა, მინდა სუნამოს ვგავდე და სხვადასხვა სურნელი მქონდეს, ხომ ვთქვი გიჟი ვარ-თქო"
უნებურად ისევ ვიღიმი, ამჯერად მის სისულელეზე მეღიმება. როდესაც პირდაპირ სახეში უყურებ ისეთი სერიოზული, ამავროულად კი საყვარელი ჩანს რომ ვერც კი ვიჯერებ რომ ახლა ამას მწერს.
"ხო, ნამდვილად გიჟი ხარ." ვწერ სიცილით, ვიცი, ისევ მიხვდება რომ ამას სერიოზულად არ ვამბობ.
"კარგია რომ აღიარებ, მიყვარს, როდესაც სხვებიც ანალიზებენ იმას რომ მართალი ვარ" კომენტარს თან კმაყოფილ სმაილს ურთავს.
"კარგი გრძნობაა ხო?"
"უბრალოდ კარგი არა, საოცარი."
"კიდევ რა გიყვარს?" ვცდილობ უფრო მეტი ვათქმევინო და ასე უბრალოდ ხელიდან არ გავუშვა მასთან დალაპარაკების კიდევ ერთი შანსი. გვიანია, მაგრამ არამგონია ეძინებოდეს.
"რა აზრი აქვს რამის სიყვარულს?" ახლად მოსული შეტყობინება მაბნებს, რამდენიმე წუთი პასუხის დაწერას ვაყოვნებ.
"სიამოვნების მიღება, ალბათ."
"ჰო, შეიძლება მართალიც ხარ, ახლა, როდესაც ყველაფერი ასეთი განვითარებულია ათასი ფილმი და სერიალი მაქვს ნანახი და ვიცი რომ სიყვარული გულის წყენის და ტკივილის გარეშე არ არსებობს, მე კი არ მინდა გული მატკინონ, ამის არც თავი და არც დრო მაქვს" ტექსტის გვერდზე ოდნავ დიდი ზომის მოთავსებულ სმაილს ვაკვირდები. ერთი თვალი ჩაკრული აქვს, პირიდან ენა გამოყოფილი, ლოყები კი ოდნავ შეფარკლული. მგონი ეს სმაილი მის შეტყობინებას აზრს უკარგავს.
"როგორი ფრთხილი ხარ, ამიტომ ვართ ჯერ კიდევ უცნობები?"
"მეტის მოლოდინი გაქვს?" ისევ მაბნევს, წესით ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, მე უნდა ვწერდე ამას და მე უნდა ვაბნევდე მას და არა ის მე, მაგრამ ვხვდები რომ ამაზე რამდენიც არ უნდა ვიწუწუნო მაინც ვერაფერს შევცვლი. ის არის იდუმალი, ის არის განსხვავებული და არა მე.
"შეიძლება, ელიზაბეტ." ახლა, როდესაც მის სახელს ვახსენებ, მაინტერესებს როგორი რეაქცია ექნება, რას მომწერს ან საერთოდ მომწერს თუ არა. იგვიანებს
ძალიან იგვანებს. მისი შეტყობინება მხოლოდ ოცი წუთის შემდეგ მომდის.
"ველოდებოდი ჩემს სახელს როდის იტყოდი, მაინტერესებს როგორ ჟღერს შენი წარმოთქმული ელიზაბეტი."
"ვფიქრობ, მოგეწონება, ყოველთვის მიქებდნენ აქცენტს."
"ვნახოთ, გაბრიელ, აუცილებლად ვნახავთ."
ტელეფონს ტუმბოზე ვდებ, კმაყოფილი თვალებს ვხუჭავ და მხოლოდ შემდეგ ვხვდები რომ მან ჩემი სახელი იცის. მეცინება თუ მეღიმება ამას მეთვითონვე ვერ ვარკვევ, მგონი ორივე ერთად, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია.
"ვერ ვიძინებ. ჩემი საწოლი ფანჯარასთან დგას, ვარსკვლავებს ვუყურებ და ვითვლი, ასე თუ გავაგრძელებ ვერასდროს მოვრჩები.
რა არის ისეთი რამ რაც შეგიძლია მთელი ცხოვრება აკეთო?"
როდესაც ტელეფონი კიდევ ერთხელ გამოსცემს ხმას, პირველ რიგში ვცდილობ გავარკვიო მართლა მომწერეს თუ არა, შემდეგ ხელს ვწევ და ცოტა ხნით ვცდილობ შუქს შევეგუო. ტექსტის აკრეფვას სწრაფად ვიწყებ.
"შემიძლია მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი ვხატო, ამოჩემება ძალიან ცუდი ჩვევაა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. პეიზაჟები საკმარისი არ არის იმისთვის რომ ჩემი გრძნობები ფურცელზე გამოვხატო."
"პეიზაჟები საკმარისი არ არის იმისთვის რომ ჩემი გრძნობები გამოვხატო." ტექსტის ნაწილი ისევ უკან მომდის, ვხვდები, რომ ჩემ ნათქვამს აციტირებს.
"იმაზე უფრო საინტერესო ხარ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, გაბრიელ"
ჩვენი მიმოწერა ამით სრულდება, არ ვაპირებ სულელურად დამშვიდობებას, ეს ზედმეტი იქნება ჩვენთვის.

***

დილა ყველაზე ნაკლებად მიყვარს, არა იმიტომ რომ ადრე გაღვიძება მიჭირს ან საწოლზე დაცემული მზის სხივები მაღიზიანებს, არამედ იმიტომ რომ დღის ეს მონაკვეთი უბრალოდ არ მომწონს, ამ დროს სახლში ყოველთვის გაბრუებული გადავაადგილდები და მხოლოდ ცხელი ამერიკანოს დალევის შემდეგ ვახერხებ გამოფხიზლებას. დღის უმეტესი ნაწილი ნახატზე დაკვირვებით გამყავს, ვცდილობ კარგად გავიგო რა არის შესაცვლელი, რა კი გასაუმჯობესებელი, შემდეგ, საღამოს კი ინსპირაციის საპოვნელად უბრალოდ ქუჩებში სიარულს ვიწყებ.
ამჯერად ჩემს გვერდზე ჩემი ძველი კლასელი, სკოლის ყველაზე პოპულარული გოგონა დგას და ჩემთან ერთად სეირნობს. ბარბარე დარასელი ყოველთვის ის გოგონა იყო, რომლის მიღებაც აბსოლიტურად ყველა ბიჭს სურდა, ჩემი ჩათვლის. ლამაზი თვალები ჰქონდა, სწორი, პატარა ცხვირი, მარწყვივით ვარდისფერი ტუჩები და სწორი ლავიწის ძვალი. შორიდან რომ შეხედავდით დედოფალი გეგონებოდათ, ქართული სილამაზის ნაპერწკალიც არ ჰქონდა, დედისგან რუსული სილამაზე ერგო, რუსეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილივით საოცრად სწორი ქერა თმა ჰქონდა, ჩვეულებრივზე უფრო დიდი ტუჩები და ღიაზე უფრო ღია ცისფერი თვალები. ერთი შეხედვით უზადო გოგონაა, რომელიც მომენტებში იმაზე უფრო გამაღიზიანებელი იყო ვიდრე ნორმალურ, საინტერესო ადამიანს შეეფერება. ახლაც ერთ ხელს ჩემკენ ნელა აცურებს და ხელს მკიდებს. მთელი ძალით ვცდილობ ჩვენს შეერთებულ ხელებს ადამიანური გამომეტყველებით დავხედო. ძალიან მაინტერესებს თუ რამ გამოიწვია ჩემდამი ამხელა ინტერესი ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც სკოლაში ზედაც არ მიყურებდა, საერთოდ არ ვაინტერესებდი, ყოველთვის მის შეყვარებულს დაყვებოდა უკან და ზოგჯერ საწყენ და გამაბრაზებელ კომენტარებს აკეთებდა. მახსოვს თუ რამხელა აჟიოტაჟი შეიქმნა იმის შემდეგ რაც გაირკვა რომ მეცხრე კლასელი ბარბარე დარასელი მეთორმეტე კლასელს ხვდებოდა. არასდროს მესმოდა ნაადრევი ურთიერთობების, როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ მესმის.
მე და ბარბარე ზუსტად იმ ბაღისკენ მივდივართ, სადაც ელიზაბეტს უკვე ორჯერ შევხდი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს თვითონ ბარბარეს თხოვნით ხდება და არა ჩემი დაჟინებით, ნელა მივსეირნობთ სანამ არ ვამჩნევ რომ ელიზაბეტი ისევ იქ ზის და ისევ იმ წიგნს კითხულობს. მეღიმება, დღეს განსხვავებულად აცვია მოკლე შავი კაბა და არც ისე მაღალი ქუსლებით არის გარეთ გამოსული, ერთ ფეხს ზემოდან კომფორტულად აზის მეორე კი მიწაზე უდევს. წიგნი ხელში აქვს აღმართული და ისე კითხულობს, მისი სახის დანახვა ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ დაინტერესებული თვალებით უყურებს წიგნს, რომლის კითხვაც მგონი დღეს კიდევ ერთხელ ახლიდან დაიწყო.
- რა საშინელი ჰაერია ქალაქში, ნორმალურად ვეღარ ვსუნთქავ, ამდენი მანქანა ამ პატარა ქალაქში არ უნდა დადიოდეს, - ბარბარეს გაკვირვებული ვუყურებ და ვუღიმი.
მისგან ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ ასეთი შენიშვნის გაკეთებას არანაირად. გოგონას, რომელსაც ყოველთვის ყველაფერზე მეტად ბიჭები და მოდა აინტერესებდა ახლა დაბინძურებულ ჰაერზე მესაუბრება და თავის უკმაყოფილებას გამოხატავს.
- გეთანხმები, - რადგან საუბრის გაგრძელების პერსპექტივა დიდად აღარ მხიბლავს უბრალო დათანხმებით ვიფარგლები, მასთან სიარული და სეირნობა საუბარზე გაცილებით სასიამოვნოა.
წინ ჩამოყრილ თმებს უკან იწევს, ზუსტად ისე როგოც ამას დედოფლები აკეთებდნენ და წელში ამაყად სწორდება. გამუდმებით აქეთ-იქით იყურება და მეც ვეღარ ვხვდები ზუსტად რას უყურებს ან რას ეძებს.
სიარულს არ ვწყვეტთ, ელიზაბეტს ნელ-ნელა ვუახლოვდებით, ის კი ყურადღებას არ გვაქცევს, რაც არც მიკვირს. მხოლოდ იმ დროს იხედება ზემოთ, როდესაც ბარბარე ხმამაღლა უმიზეზოდ იწყებს ლაპარაკს, ჯერ ბარბარეს აკვირდება მერე კი მე მიყურებს და საყვარლად მიღიმის, თან წიგნს ავტომატურად სხვა გვერდზე გვერდზე შლის.
მისი ღიმილი დღეს უფრო გულრწფელია ვიდრე გუშინ, ან თუნდაც გუშინწინ. ყველაფერზე მეტად ვნანობ იმას რომ აქ ბარბარესთან ერთად წამოვედით, რაზე ვფიქრობდი ახლაც კი ვერ ხვდები, ახლა მასთან გამოლაპარაკების შანსი აღარ მაქვს, ბარბარეს აქ მარტო ვერ დავტოვებ, ჩემი მხრიდან ყველაზე უკულტურო საქციელი იქნება, რომლის ჩადენაც ნადვილად არ მსურს.
ელიზაბეტი წიგნს უბრუნდება და კიდევ ერთხელ სხვა გვერდზე შლის, იქვე დადებულ ფანქარს ხელში იღებს და წიგნში რაღაცას ხაზავს, კარგად ვერ ხვედავ რას.
გვერდს რამდენიმე წამში ვუვლით და უკან ვიტოვებთ. უკან დაბრუნება რომ შემეძლოს და ახლა ბარბარე გვერდზე არ მედგას აუცილებლად მივბრუნდებოდი და ადგილს მის გვერდზე დავიკავებდი, დაველაპარაკებოდი და ქუდს დავუბრუნებდი.
ვორჭოფობ, მისი ქუდი ჯერ კიდევ მე მაქვს, უნდა მივცე თუ ჯერ თავი შევიკავო და მერე დავუბრუნო?
საბოლოოდ მაინც უკან მიბრუნებას ვარჩევ, ბარბარეს დალოდებას ვთხოვ და მისკენ მივდივარ, ყველაფერი დეტალურად სხვებმა რომ არ დაინახონ შეუმჩნევლად ვჯდები და ჯიბიდან ოდნავ დაკუჭული და ფორმადაკარგული ქუდი ამომაქვს. ჯერ ქუდს უყურებს, მერე მე და საბოლოოდ ბარბარასკენ იხედება. ქუდს ხელში იქცევს და წიგნს ზემოდან ადებს.
- მადლობა, - ჩახლეჩილი ხმით მეუბნება, მისი ხმა საოცრად წყნარი და საოცრად სასიამოვნო მოსასმენია.
აღარაფერს ვეუბნები, უხმაუროდ და ყველანაირი დამშვიდობების გარეშე მივიწევ ბარბარესკენ და ელიზაბეტს უკან ვიტოვებ.



№1  offline წევრი qarishxali

როგორ ლამაზად წერ იცი?! აი ზოგიერთებმა იციან რაღაცნაირად წერა რომელსაც ვერ ვხსნი, მაგრამ შენ ძალიან ლამაზად გადმოგვცემ მათ ყველა გრძნობას და ელიზაბეტის უცნაურობას...საინტერესო წასაკითხია და ძალიან მომწონს kissing_heart heart_eyes

 


№2  offline წევრი DarkRoses

qarishxali
როგორ ლამაზად წერ იცი?! აი ზოგიერთებმა იციან რაღაცნაირად წერა რომელსაც ვერ ვხსნი, მაგრამ შენ ძალიან ლამაზად გადმოგვცემ მათ ყველა გრძნობას და ელიზაბეტის უცნაურობას...საინტერესო წასაკითხია და ძალიან მომწონს kissing_heart heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
შენი ერთი კომენტარიც კი ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის^^
მიხარია, რომ ასეთი ერთი ან ორი მაინც რომ გამოჩნდა. heart_eyes

 


№3  offline წევრი ჭირვეული

ნიკი,შეგიცვლია და გამომეპარა ახალი ისტორია, თუმცა მაინც მოგაგენი და ძალიან მიხარია! ვფიქრობ,შემდგარი ავტორი ხარ და ჩემთვის უკვე ერთ-ერთი ფავორიტი <3

 


№4  offline წევრი DarkRoses

Chirveuli
ნიკი,შეგიცვლია და გამომეპარა ახალი ისტორია, თუმცა მაინც მოგაგენი და ძალიან მიხარია! ვფიქრობ,შემდგარი ავტორი ხარ და ჩემთვის უკვე ერთ-ერთი ფავორიტი <3

დიდი მადლობა heart_eyes როგორ მიხარია, რომ შენს კომენტარს კიდევ ერთხელ ვკითხულობ, საოცარი სტიმულია ჩემთვის. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent