შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანი ეშმაკთან. 2


18-02-2017, 22:46
ნანახია 1 766

-სანდრა გაიღვიძე
მეორე ოთახიდან ნაცნობი ხმის ყვირილი მომესმა, გვერდი ვიბრუნე და საბანი წამოვიხურე. წუთიც არ იყო გასული ოთახის კარი, რომ გაიღო
- სანდრა დამაგვიანდება
ატიტინდა პატარა მიქავა
- მათე გადი!
- დ ა მ ა გ ვ ი ა ნ დ ე ბ ა ა ა ა ა ა ა ა ა ა
აყვირდა და ხტუნვა დაიწყო
- ბებო წაგიყვანს
- ბებომ სანდრა წაგიყვანსო
- გეთრიე ვდგები
- ჩქარა
- აღარ უნდა ტლიკინი გაეთრიე თორე ისე დარჩები !
-ჩქარა ჩქარა ჩქარა ჩქარა
- გაა*ვი !

ბებო ბებოს ძახილით გავარდა ოთახიდან. შპიონი ბავშვი. მივა და ბებოს ეტყვის სანდრამ ასე მითხრაო!
ფიქრი დასრულებულიც არ მქონდა ოთახში დოინჯშემორტყმული მარინე, რომ შემოვიდა
- პატარა ბავშვთან შეიძლება ასეთი სიტყვების ხმარება?
- აბა ტვინი შემიჭამა
- ალექსანდრა ! რამდენჯერ გაგაფრთხილო?? პატარააა ! რა მაგალითს აძლევ შენ ძმას !
- რა აზრი აქვს რა მაგალითს მივცემ. გაიზრდება და ოცდაოთხი საათი გარეთ იქნება, სიგარეტს სხვებს მოსთხოვს, თამაშს დაიწყებს, ყველაფერს გაყიდის მერე ყველა გარეთ დავრჩებით. მაგას კიდე დაიჭერენ. ისეთივე ს*რი იქნება როგორც სხვა ბიჭები !
- შეუძლებელია შენთან ლაპარაკი ! დავიღალე შენი უწმაწური სიტყვების ძახილით და უსაქმურობით ! დედაშენი რომ გხედავდეს გული გაუსკდებოდა ! საწყალი გოგო ალბათ საფლავში ბრუნავს !
- დედაჩემს თავი დაანებე !!! მკვდარიც არ მოასვენო ! დედაჩემი, რომ ცოცხალი იყოს ასეთი არ ვიქნებოდი და შენც არ იქნებოდი აქ.
- წამოდი მათე
ხელი მოკიდა და კარისკენ წავიდა
- ბებო ს*რი რას ნიშნავს?
ჰკითხა მათემ და მარინემ ოთახის კარი მთელი ძალით მიაჯახუნა.


სინამდვილეში ასეთი აუტანელი არ ვარ. მხოლოდ დილაობით, როცა მაღვიძებენ.
ყოველ დილით ასე ხდება, თუმცა მერე ბოდიშების მოხდა და ერთი ორი ტკბილი სიტყვის თქმა, მხოლოდ მე მიწევს . თუმცა დღეს არ ვაპირებ, არაფრის თავი არ მაქვს, მითუმეტეს გუშინდელი დღის შემდეგ. ახლა აქ საერთოდ არ უნდა ვიყო!
საერთოდაც იმდენი შეგნება მაქვს, რომ უფროსებთან უწმაწური სიტყვები არ ვიძახო, მაგრამ დილაობით ყველაფერი მეპატიება ! და მაშინ, როცა გაბრაზებული ვარ. ნერვებს ვერ ვთოკავ და ყოველთვის სისულელეებს ვამბობ.

სწრაფად ჩავიცვი (კედები, დახეული შავი ჯინსი, ამოღებული შავი მაისური, ზემოდან ჟაკეტი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე) და ოტახიდან გავედი.
ჩემი სუსტი და გრძელი ფეხების გამო თითქმის ყოველთვის შარვლებს ვიცვამ, რაც ძალიან მიხდება.
ვერ ვიტან, როცა მეკითხებიან:
- ვაიმეე რა შავი თმა გაქვსს! ბუნებრივია თუ შეღებილი გაქვს?? მეც მინდა !
ღმერთო, ხომ ხვდები, რომ შეღებილი მაქვს და რატომ მეკითხები?!
ჩემი გარეგნობის გამო ხშირად ვარ ყურადღების ცენტრში ( კიდევ ერთი რამ რასაც ვერ ვიტან !) ყველა შენ გიყურებს და წესიერად ცხვირიც ვერ მოგიხოცავს. რამის მოფხანვა, რომ გინდოდეს ხელსაც ვერ გაატოკებ !
იდიოტები !
ორი რამ რაც მომწონს ეს არის ლურჯი თვალები და ჩემი სახელი. „ალექსანდრა“ (რა დიდსულოვნად ჟღერს)

მესამე რასაც ვერ ვიტან ! მეტროთი მგზავრობა ( რაც ხშირად მიწევს)
ყველა, რომ გიყურებს, თანაც უამრავი ხალხია ერთმანეთში „ატყლიზნილი“
და კიდევ საშინელი სუნი დგას. ალკოჰოლის, ოფლის და დაუბანლობის !
რა საზიზღრობაა !!!!
პატარა მიქავა სკოლაში მივაბრძანე. წამოსვლისას ვაკოცე და გაჩერებაზე მივედი.
აქედან სასწალებელში ავტობუსით მიხდებოდა წასვლა. აქაც იგივე სიტუაციაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მძღოლს ერთი საათი უნდა უძახო გამიჩერეო და სანამ ადგილს არ გაგაცელს, მანამდე არ ესმის და არ გიჩერებს.
ალექსანდრა მიქავა 20 წლის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი.



ისეთივე პატარა თავია როგორც წინა. მაგრამ გპირდებით მოცულობას აუცილებლად გავზრდი. მოკლედ იმედია ამ თავით წარმოდგენა შეგიქმენით მთავარ პერსონაჟზე. მადლობა, რომ კითხულობთ.



№1  offline აქტიური მკითხველი La Llorona

Kargad davinaxe rogoria aleqsandra da rogori autanelia(chemi gadmosaxedidan)
magram velodebi eshmaktan kidev ert paemans
mgoni wina tavshi iyo pirveli paemani
gelodebi da male dade
--------------------
M.D

 


№2  offline მოდერი bla.ell

საინტერესოააა მომეწონა და ბოლოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტის ხსენება უფრო მომეწონა...კარგი ხარ ველი შემდეგ თავს საყვარელო❤❤❤❤

 


№3 სტუმარი mariami

Wina istoriaa gaagrdzele gtxov

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent