შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი(თავი V)


19-02-2017, 00:19
ავტორი Marizza0512
ნანახია 1 461

V
– რა ხდება ნუკა?-ჰკითხა ნიკამ
– არაფერი რა უნდა ხდებოდეს,ძალიან გამიხრდა თქვენი ნახვა მაგრამ უნდა წავიდე.შეგეხმიანებით ამ დღეებში და სადმე წავიდეთ ან ლაშქრობაზე,ან საგუნდაოთ ან რავიცი მე კიდე რა.ოღონდ ხალხი კარგად შეარჩიე ჩხუბი თავდან რომ ავიცილოთ..
ნუკა გატრიალდა და უკვე მოტოციკლთან იყო მისული რომ შემობრუნდა და დათუნას მიაძახა
– უი ხო მართლა,დათუნა,გემოვნება დამეხვეწა,ახლა ჩემი მოწონება რომ დაიმსახუროს ბიჭმა ,როგორც მინიმუმ გაწვრთნილ მაიმუნზე სულ ცოტათი მაინც უკეთესი უნდა იყოს ,ანუ ავტომატურად ამოვარდი ამ სიიდან რა.
თვალი ჩაუკრა მას ,დაჩის ჩაფხუტი მოხსნა და აკოცა.გაოცებული მეგობრები მიშტერებულიყვნენ მას.ნუკა კი შემოაჯდა მოტოს,ხელები მოჰხვია და თვალს წამის მეასედებში მოეფარა.
– ეს არის ჩემი გოგო,ეფექტური მოსვლაც და წასვლაც ასეთი უნდა -კმაყოფილებით თქვა ნიცამ
– რა შენი გოგო,მოგეოწონა ეს საქციელი?-ჰკითხა დათუნამ
– რაიყო ხომ არ დაიბოღმე?-ნიშნის მოგებით ჰკითხა
– გეხვეწები რა....
– აბა მაშინ რა პრობლემა გაქვს ?
– არანაირი.. ამ ბიჭთან ერთად დავინახე გუშინ,ნინისთან ერთად ვიყავი და არ მესმის ერთი დღის გაცნობილი ბიჭი ასე ახლოს როგორ მიიკარა?
– და რაიცი რომ ერთი დღის გაცნობილია ??
– ოო ვიციი...
– ხომ არ ეჭვიანობ ?
– 100 წელი,პროსტა სამწუხაროა რა
– რა არის სამწუხარო?მწარე სიმართლე თვალებში გეჩხირება ხო?აბა რა გეგონა შეუცვლელი იქნებოდი ?
– კარგი რა ნიცა,რა სისულელეა და საერთოდაც წავედი მე რა საქმეები მაქვს.
– ნება შენია.
გამოეცალა თუ არა იქაურობას,რაღაც ეშმუაკურად აუბრწყინდა თვალები,ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ნომერი აკრიფა
– მამა,შეგიძლია დამეხმარო?
– რა შარში გაეხვიე ?
– არაფერში ამჯერად,უბრალოდ მინდა ,რომ შენს ბიჭებს გააჩერებინო და ჩამოართვა მოტოციკლი ნომრით”da-125-ci“.
– რა ხდება ?
– არაფერი,ერთი ტიპია და დაიმსახურა რაა ,გააკეთებ თუ არა ?
– ხო კარგი,რადგან ითხოვ ,ესე იგი დაიმსახურა
– კაია მადლობა, დამირეკე მერე და მომოყევი როგორი სიტუაცია იქნება.

გაუთიშა მამამისს და ჩაილაპარაკა:
– მე შენ განახებ გაწვრთნილ მაიმუნს,აზრზეც არ ხარ რა გელოდება ქალბატონო.


დაჩი და ნუკა უკვე ქალაქგარეთ გადიოდნენ,როდესაც გაისმა პოლიციელის ხმა ლინგოფონით
– “Da-125-ci“ გადააყენეთ ტრანსპორტი.
მოულოდნელობისგან გაკვირვებული ნუკა ადგა. მას დაჩიც მიჰყვა.
– რა დავაშავეთ ?
– სიჩქარის გადაჭარბებას თვენ დანაშაულად არ მიიჩნევთ??მოკლედ იძულებული ვარ ჩამოგართვათ მოტოციკლეტი
– კი მაგრამ რატომ? ჯარიმა გამომიწერეთ, ჩამოერთმევა ზედმეტი ხომ არ არის?
– კანონები იცვლება შვილო და კიდევ თუ გააგრძელებ ვაჭრობას, შენს მოტოციკლთან ერთად მოგიწევს წამოსვლა განყოფილებაში.

ნუკას ეს ყველაფერი საეჭვოდ მოეჩვენა და რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა.
– უკაცრავად ხომ არ იცნობთ შემთხვევით ბატონ ალექსანდრე დოლიძეს ?
– დიახ, ჩვენი უფროსია..
– აა გასაგებია
– რა არის გასაგები გათაყვა ?
– არაფერი ჩემს მეზობლად ცხოვრობს და უბრალოდ დამაინტერესა ..
– გასაგებია..მოკლეთ მოტოციკლეტის წასაყვანად განყოფილებაში უნდა მობრძანდეთ...
გაბრაზებულმა დაჩიმ თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად.პოლიციელები რომ წავიდნენ,თავისი ჩაფხუტი მთელი ძალით მიწაზე დაანარცხა
– ამის დედაც,რა უბედურებაა ,არადა როგორ მინდოდა ქალაქგარეთ წასვლა,სიურპრიზი გელოდა თანაც ძალიან მაგარი
– არ ინერვიულო,ჩემთვის ისიც ბევრს ნიშნავს რომ მოინდომე და ორგანიზებაც გაუწია,ამ გაუთვალისწინებელ შემთხვევას ხელი რომ არ შეეშალა ,დარწმუნებული ვარ ყველაფერი ძალიან კარგად წავიდოდა.
– ჰაჰ..კი აბა შემთხვევითობას-გაიფიქრა ნუკამ.დათუნა დოლიძე ვერ გადამირჩება,სადაც დავინახავ იქ მოვკლავ...
– აუუ რა სულ არ მინდოდა ჩვენი გასეირნების ასე დასრულება,მოდი ტაქსი გავაჩეროთ.. ჯერ შენ მიგაცილებ,შემდეგ მე წავალ სახლში.
– არ ინერვიულო კარგი ?-ჩაეხუტა და თავზე ხელი გადაუსვა.შემდეგ კი ლოყაზე აკოცა..
– ძალიან საყვარელი რომ ხარ გითხარი უკვე ხო-სიცილით უთხრა დაჩიმ
– არა მაგრამ არაუშავრს უშენდაც ვიცი-სიცილით უპასუხა
– ძალიანაც კარგი ,უნდა იცოდე საკუთარი თავის ფასი,ჩემი თავმდაბალი გოგო!რომ იცოდე როგორ მევასები...უთხრა ეს და წელზე ხელი მოხვია ,თავისკენ მიითრია ,თვალი თვალში გაუყარა.მძმედ სუნთქვდა,კოცნას აჭიანურებდა, რაც უფრო სასურველს ხდიდა.. ამ დროს გამოიარა ტაქსმა ,რომანტიკული მომენტი კი ჩაუშალათ,მაგრამ რას დაეძებდნენ,უცხო ადგილას გაჩერებას,რომელთანც ტყე ახლოს იყო,ისევ სჯობდა გადაედოთ თავიანთი „საქმე“.
მთელი გზა გულიანად იცინოდნენ ამ ამბავზე.ნუკას დაჩის მხრიდან თავი არ აუწევია.გამომშვიდობებისას გადაკოცნეს ერთმანეთი და ნუკა ავიდა სახლში.როგორც კი ავიდა სახლში,მაშინვე FaceBook-ში შევიდა.სტანდარტულად ჩამუყვა ქრონიკას.ამ დროს ნიცამ მისწერა:
– ვინ იყო ქალბატონო ის ბიჭი?სახელი? გვარი?მამის სახელი?ასაკი??
– ჰეი ჰეი დაატორმუზე :დ :დ ხო მაგარი ბიჭია??
– კი ძაან,სად ბინადრობენ ასეთები მითხარი რა ..:დ :დმართლა როგორ გაიცანი?
– დაჩი კეკელიძე 20 წლის,მამის სახელი ნამდვილად არ ვიცი ,მაგრამ სულ რომ მურმანის ძე იყოს არ დავეძებ :დ :დ
– :დ :დ :დ შენ რომ წახვედი დათუნამ დაიბდღვნა თმა,დაიბოღმა ცოტა მსუბუქი ნათქვამია :დ :დ :3
– ძაან კარგი...იდიოტი ,წმინდა სისხლის თან.:დ რა გააჩალიჩა იციი ? მამამისს დაარეკინა და დაჩის მოტო ჩამოართეს,არადა რაღაც სიურპრიზი ჰქონდა ჩემთვის,ქალაქგარეთ მივდიოდით
– აუუ რა მაგარია <3 მოიცა რაიცი რომ მაგის გაჩალიჩებულია ?
– კარგი რა 5თითივით ვიცნობ,განა არ ვიცი რომ კვდება ისე ეჭვიანობს.თანაც ჩემს ვარაუდს ისიც ამყარებს,რომ როდესაც პოლიციელს მამამისის სახელი ვუხსენე,ჩვენი უფროსიაო აზზრზე ხარ ???
– აუუ დეგენერატი კი არის,მაგრამ აღიარე რომ საყვარელი საქციელი იყო,როგორ ეჭვიანობს, ისევ უყვარხარ <3 :დ
– ჯანდაბამდე გზა ჰქონია,საკმარისად დააშავა რა, არ ვაპატიებ არასდროს.თანაც გუშინ ვიღაც გოგოსთან ერთად შემხვდა.
– ნინო იქნებოდა,2 თვეა რაც ხვდებიან ერთმანეთს
– აბა ჩემგან რა უნდა,ღმერთო როგორ ვერ ვიტან !!!!მაგრამ არაუშავრს მეც გავუჩალიჩებ რამეს..
– იდეები გაქვს ?
– კი და განხორციელებაში შენ დამეხმარები :დ
– მზად ვარ გოგონი ხომ იცი ?
– აბა რა მაგრად გავერთობით.3:) შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს,უბრალოდ შენს სახელს ვახსენებ..
– კაი ეგ იქით იყოს,როგორ გაიცანი დაჩი ?
– გოგო აეროპორტიდან რომ გამოვედი და სახლში რომ მოვდიოდი გზაში,საცობში გავიცანი :დ :დ :დ
– რანაირად? ხიდი გადაუშვით ?? :დ: დ
– უიმეე არა გოგო :დ :დ :დ ჩემი ნომერი ვუკარნახე თითებით და მომწერა :დ
– კაი რა :დ ბიჭის ასე კრეატიულად დაკერვა ჯერ არ გამიგია :დ მეც მინდა ერთი მასეთი საცობი :დ :დ :დ
– კაი გოგო წავედი ახლა მე,გადავივლებ წყალს,შევჭამ და დავიძნებ.ამ დღებში წავიდეთ სადმე რა ,მთელი სამეგობრო წრე.დაჩისაც დავპატიჟებ, გაგაცნობთ და თუ რამეა ვეტყვი ძმაკაცებიც წამოოყვანოს..
– აუუ კი რა :დ მიდი მიდი ხვალამდე <3
მანამდე ტაქსში:
– ბიჭო სად ხარ ?
– სახლში მივიდვარ..
– იმასთან ერთად იყავი ??
– კიი.გეგმები მქონდა,თან სერიოზული,მაგრამ პოლიციამ გამაჩერა და მოტო ჩამომართვეს აზზრზე ხარ ? სიჩქარის გადაჭარბების საბაბით..
– მე მაგათი.....
– გამო რა ჩემთან სადმე წავიდეთ დავლიოთ,თანაც მომიყვები მაგ გოგოზე ორი დღე გამოშტერებული რომ დადიხარ..
– კაი გამოვალ.. ნახევარ საათში მანდ ვარ.
ცოტახანში დაჩი და კოტე წავიდნენ ბარში.
– აბა მოყევი სად ხარ,სად დაგვეკარგე,შენით მეტყვი იმ გოგოს ვინაობას თუ გამოგძალო ?
– ვისზე ამბობ ??–დაჩი შეეცადა გაკვირვებული სახე მიეღო
– კაი რა ?! არ გიცნობდე მაინც.დავაი დაფქვი ახლა ვინ არის სად და როგორ გაიცანი?ვარგა??

– კაი ხოო,ნუკა ჰქვია...აი ძააან მაგარი გოგოა.რაც კი გოგოში მომწონს,ყველაფერი აქვს.
– ოჰ მაინც რა ?
– რავი ბიჭო ყველაფერი:ლამაზია,სექსუალური,გემოვნებიანი,ტემპერამენტიანი,თავის დაცვა ეხერხება, მწარე ენა აქვს და ამაყობს ამით,კაიფობს ცხოვრებით და მაქსიმუმს იღებს მისგან,ხალისიანი და უკომპლლექსო,ჩვენს ძალით მონაზონ ნაშებს კი არ ჰგავს.
– და სახელი არ აქვს შენს „დაცემა გოგოს“ –თითქოს ირონიული ტონი შეაპარა ამ სიტყვებს კოტემ.
– რა გჭირს ბიჭო ,ძმაკაცი რომ არ ყოფილიყავი ვიფიქრებდი ეჭვიანობსთქო–სიცილით უთხრა დაჩიმ
– გაა*ვი რა...
– კაი ბიჭო რა დაგემართა ? ნუკა ჰქვია ,18 წლისაა და რომ მოგიყვე როგორ გავიცანი არ დამიჯერებ..
– ფოტო გაქვს ??
– კი ოხრად.გუშინ წინ გადავიღეთ,მაგრამ მოდი ფეისბუკის ფოტოებს დაგათვალიერებინებ ..
– მიდი
– აი ნახეე,ხო ძაან მააგრია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent