ნინი and დამიანე (XII ნაწილი)
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, არც დამიხედავს ისე ვუპასუხე: -მძინავს._ამოვიბუზღუნე. -ადექი, ადექი._ოხ ეს ბიჭი ნერვებს მიშლის რა. -აუ რა გინდა დამაძინე რა. -არანაირი ძილი. -კარგით, როგორც იტყვით ბატონო დამიანე._ეგრევე ცუდ ხასიათზე გადავერთე. დილა საშინელი ხასიათით დაიწყო. -ბატონო რა საჭიროა? -როგორც ჩანს საჭიროა. -მზად, რომ იქნები მომწერე და გამოგივლი. -არ მინდა ჩემითაც მივაგნებ. -ნერვებს ნუ მომიშლი დილა ადრიან. -სიმართლე, რომ გითხრა არ მაინტერესებს. -არც მე მაინტერესებს, რომ გაემზადები მითხარი თორემ ძალით წაგიყვან._ხმა გაუმკაცრდა და მივხვდი, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. -კარგი._მაშინვე გავთიშე და საწოლიდან წამოვიზლაზნე. აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე, შემდეგ გავემზადე და სამზარეულოში ჩავედი. როგორც ყოველთვის იქ მხოლოდ ბიძაჩემი მხვდება ხოლმე დილით. მაგიდას მივუსხედით და ვისაუზმეთ, დამემშვიდობა და სამსახურში წავიდა. ჩანთა და ქურთუკი ავიღე, დამიანეს მივწერე და სახლიდან გავედი. ცოტახანში დამიანეც გამოჩნდა თავისი მანქანით, ჩავჯექი და ღვედი შევიკარი. მივესალმე და თავი მინას მივადე. -რა გჭირს?_ხელი ხელზე დამადო. -არაფერი._მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა._არც გავნძრეულვარ. -ჰეი, შემომხედე._ლოყაზე ხელი მომადო და მისკენ მიმაბრუნა. -რა გინდა? -გთხოვ, ნუ მენაგლები. გაბრაზებული ხარ ჩემზე? -რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული? -არ ვიცი ეგ შენ უნდა მითხრა. -არა არ ვარ გაბრაზებული. -მაშინ ასე რატომ მექცევი? -დილით, რომ მაღვიძებდი მა რა გეგონა? -ერთი საათი გვაქვს დრო. -რისთვის?_გაკვირვებულმა შევხედე. -მალე გაიგებ._მანქანა დაძრა და სწრაფად მოწყვიტა ადგილს. კორპუსის წინ გააჩერა და გადავიდა, მეც გადავედი და შევედით შენობაში. მის ბინაში შევედით, კარი მიხურა და ზურგიდან მომეკრო, შევხტი ისეთი მოულოდნელი იყო ეს საქციელი. ჩემ თმებში ჩარგო თავი და გაიღიმა, გაშეშებული ვიდექი და არ ვიცოდი რა მექნა. -დამიანე რას აკეთებ? -შენი სურნელით ვტკბები._კისერშივე ამოიჩურჩულა და ნაზად შემახო ტუჩები კანზე, მთელ სხეულში ჟრუნტელმა დამიარა და დამბურძგლა. მოშორება ვცადე მაგრამ უფრო მჭიდროდ მომხვია მუცელზე ხელი. -ამას ნუ აკეთებ._ამოვიბურტყუნე და მისი ხელების მიშორება ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. ხელში ამიტაცა, თავის ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა. გვერდით მომიწვა და ისევ ჩამეხუტა. -რატო მაბრაზებ?_თქვა ჩემი კისრიდან თავის აუწევლად. -როდის გაგაბრაზე? -გუშინ, მთელი დღე მაბრაზებდი. -რითი გაბრაზებდი? -დემე და ჯაბა. -მერე შენ რას გიშლიან? ძალიან კარგი ბიჭები არიან._გავაგრძელე მისი გაბრაზება. -ხოდა ძალიან კარგად გაულამაზდებათ სახეები._გამეცინა, გაუკვირდა და გაშტერებულმა შემომხედა. -და შენ, რომ გაგილამაზონ ეგ სახე, მერე?_წარბები აწია და კარგად დამაკვირდა. -ან შენ გამო ვის უნდა ვეჩხუბო?_აინტერესებდა რას ვიზავდი, ისევ გავიცინე და სულ გადაირია. არა და როგორ მომეშალა ნერვები. -მე რა ვიცი, შენ დაიწყე მაგაზე საუბარი. ისე აღარ მეძინება და აღარც ცუდ ხასიათზე ვარ, შეგიძლია გამიშვა._გავუცინე, ხელები გამიშვა და გვერდით გაიწია. -ხო მართალი ხარ. -მე წავალ მაშინ._საწოლიდან წამოვდექი, ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი. არც გამომყვა იდიოტი, კარი გავიხურე და ბინიდან გავედი. პირდაპირ სამსახურში წავედი, ჩემს ოთახში შევედი, ქურთუკი და ჩანთა საკიდზე დავკიდე და მაგიდას მივუჯექი. ფურცლები გადავათვარიელე და 5 სახლი იყო გასაფერადებელი, საქმეს შევუდექი, საბას მიუწერია, რომელი ოთახი, რომელ მხარესაა ამიტომ უფრო გამიადვილდა საქმე. ყურსასმენები გავიკეთე, სიმღერები ჩავრთე და მუგაობა გავაგრძელე. პირველ სახლს, რომ მოვრჩი კარი საბამ შემოაღო, ხელში ყავის ფინჯნები ეჭირა, ერთ-ერთი მე მომაწოდა და სავარძელში ჩაჯდა. -ჩემი მშველელი ხარ შენ რა. -აბა რა, მე თუ არა სხვა ვინ. -მადლობა._ყავა მოვსვი. -არაფრის ჩემო გოგო._გამიღიმა და ყავა მოსვა. -დღეს გაქვს პრეზენტაცია? -კი, სამი თან._ამოიხვნეშა და თავზე ხელი გადაისვა. -იმ ბავშვის ოთახი როდის შეიღებება? -ხვალ უნდა დაიწყონ. -კედლებს სანამ შეღებავენ მანამდე უნდა მოვხატო ჭერი, თორემ დაისვრება იქაურობა. -ისე ხოო მართლა, დემეტრემ დარეკა._წარბაწეულმა შემომხედა და თვალი ჩამიკრა. -რა მერე? -შენთან უნდა შეხვედრა. -კიდე რა გინდაო ვერ კითხე?_გაეცინა. -დღეს მოვა. -მშვენიერია. -3-ზე. -მაგ დროს ლექციები მიმთავრდება. -ხოდა დაურეკე და უთხარი. -ოხ შენ ვინ ხარ მოკლედ რა. ძალიან გთხოვ ის ქერა მდივანი არ დამანახო გულს მიკლავს._ამოვიოხრე და ნერვიულად გავიღიმე. საბას გულიანად გაეცინა. -რას გიშლის? -ეს ამპარტავნული გამოხტომები მკლავს._თვალები გადავატრიალე და საზურგეს მივეყრდენი. -უფროსთან დაძვრება და იმიტო._ოპაა, გულზე დამკრა ამ სიტყვებმა, რას ველოდი? არაფერს, ამის მეტს რას უნდა ელოდე. სახე ამეწვა და თვალებში დამიბნელდა, მაგრამ არ შევიმჩნიე და საბასთან საუბარი გავაგრძელე. -ნუ ხარ ჭორიკანა._ენა გამოვუყავი და გავუცინე. -შენ კიდე ასეთი საყვარელი ნუ ხარ._ფეხზე წამოდგა და ხელი ლოყაზე მომადო. -კაი, კაი მიდი საქმეს მიხედე ეხლა._გავუცინე,ღიმილით მომშორდა და ოთახიდან გავიდა. მიიხურა თუ არა კარი მაშინვე დამიანე ამომიტივტივდა გონებაში, როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი და მისი სუნამოს სურნელი მეგრძნო. სულ ნუ გამოშტერდები ეხლა, დამგესლა მეორე მემ. ფიქრებიდან გამოვერკვიე და ახლა მეორე საზრუნავი ამოტივტივდა ''ახალ წლამდე დარჩა 10 დღე'' შუბლზე ხელი მივირტყი და ფეხზე წამოვხტი. ოთახიდან გავედი და თვალებით საბა მოვძებმე, ობიექტი, რომ ვიპოვნე მასთან მივედი და გაღიმებულმა ვკითხე: -აქ ახალი წელი რატომ არ იგრძნობა? -ვაიმე ახალი წელი._თავში წაიშინა ხელი. -მეც ეგეთი რეაქცია მქონდა, რომ გამახსენდა._გავუცინე, მასაც გაეცინა. -ბატონ ირაკლის უნდა დაელაპარაკო. -მე რატო? -დიზაინერი ხარ და იმიტომ. -მაშინ შენც წამოდი. უშენოდ ვერ ვძლებ ხომ იცი._გავეკრიჭე, ლოყებზე მიჩქმიტა და გამიღიმა. -კარგი, კარგი._საყვარლად მითხრა. ბატონ ირაკლისთან შევედით, ღიმილით მოგვესალმა და სავარძლებზე მიგვითითა. დავსხედით და საუბარი დავიწყე. -ბატონო ირაკლი ახალ წელთან დაკავშირებით მინდა საუბარი._გაეღიმა. -ისევ შენ თუ გაგახსენდებოდა შვილო, აქ ყველა ისეა საქმით გართულო, რომ ავიწყდებათ. -მეც ზუსტად ამიტომ ვარ აქ. მინდა რამე ისეთი გავაკეთო რაც ყველა თანამშრომელს გაახალისებს. -ძალიან კარგი შვილო, თანხას გამოგიყოფ და იზრუნე მაგაზე. -აუცილებლად. -დღესვე იქნება თანხა. -მაშინ დღესვე შევუდგები საქმეს._კაბინეტში დამიანე შემოვიდა, რომ დამინახა გაუკვირდა. -კარგი შვილო, წარმატებები. -ჩვენ დაგტოვებთ._დამიანეს გვერდით ჩავუარე და კაბინეტიდან გავედით. ისევ საქმეს დავუბრუნდი სანამ უნივერსიტეტში წავიდოდი. სულ 4 დავასრულე, მხოლოდ ერთი სახლიღა დამრჩა. ქურთუკი და ჩანთა ავიღე, კაბინეტი დავტოვე. ლიფტთან დამიანე შემეჩეხა, ყურადღება არ მივაქციე გვერდი ავუარე და შიგნით შევედი, ისიც შემოვიდა. ჩემ წინ დადგა და ლიფტის კედელს მიეყრდნო, მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა. შევხედე და მზერა გავუსწორე. -რა გინდა?_ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე, გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა. მისკენ მივბრუნდი და ზურგით ლიფტს ავეკარი, წამებში დაფარა მანძილი და სხეულზე ამეკრა. გული ამიჩქარდა და მთელი სხეული ამეწვა, ხელი წელზე მომხვია და ტუჩებთან დაიხარა. მეორე ხელი ლოყაზე ნაზად ჩამოატარა და ყელს ჩაუყვა, დამბურძგლა და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. თვალები დამეხუჭა, მის სუნთქვას კანზე ვგრძნობდი, ისე ნელა მიკიდებდა ცეცხლს მეგონა ცუდად გავხდებოდი. ცხელი ტუჩები ყელზე მომაკრო და ჩამეხუტა. -რატომ გადაგყევარ ჭკუიდან?_ამოიჩურჩულა და ისევ მაკოცა. -ამას ნუ მიკეთებ._ამოვიკნავლე და თავი დავხარე. ნიკაპზე თითები მომადო და თავი მაღლა ამაწევინა, გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. -არ გამიბრაზდე, უბრალოდ თავს ვერ ვიკავებ, როცა ასე დგახარ და არც კი მიყურებ. -რატომ ვერ იკავებ მერე, გინდა, რომ გული გამისკდეს?_ამოვიკნალე ისე და აცრემლიანებულ თვალებზე გადავისვი ხელი. -არ იტირო გთხოვ._თვალები დამიკოცნა და შუბლზე მაკოცა, ხმა არ გავეცი. ლიფტი, რომ გაიღო სულ ოდნავ მომშორდა და გამოვედით. გაბუტული მივაბიჯებდი, წელზე ხელი მომხვია და მისი მანქანისკენ მიბიძგა. -არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა._გაბუტულმა ვუთხარი, ზურგიდან მომიახლოვდა და ყურთან დაიხარა. -გთხოვ._წელზე შემეხო და ისევ მანქანისკენ მიბიძგა. ჩავჯექი, რადგან სრულიად უძლური ვარ მის წინაშე, არ შემიძლია შევეწინააღმდეგო როცა ასე ახლოსაა. ჩვეულებრივად შეუძლია ერთ წამში ჭკუიდან გადამიყვანოს. საჭესთან დაიკავა ადგილი, გამომხედა და საყვარლად გამიღიმა. უნივერსიტეტში მიმიყვანა, გადმოსვლისას ლოყაზე მაკოცა და წავიდა. ლექციაზე უბრალოდ ვიჯექი, ფიქრებით კი დამიანეს დავტრიალებდი თავს. სანამ სამსახურში დავბრუნდებოდი გოგოებმა ყავა დავლიეთ, სამსახურში წამომყვნენ ეს გადარეულები. მარიამმა „ იქ მაინც ვნახავ მამასო“ მოიმიზეზა და წამოვიდა. ჯერ ჩემი ოთახი ვაჩვენე ორივეს, შემდეგ კი მარი ბატონ ირაკლისთან შევიდა. სალო ჩემთან დარჩა, ცოტახანს ვისაუბრეთ და მერე ავთოს სანახავად წავიდა. ჩემი გვრიტები, როგორ მიყვარს ორივე, ჩემი გიჟები. დემე მოვიდა, ცოტახანი მას ვესაუბრე და შემდეგ წავიდა. 6 საათი ხდებოდა ყველანაირ საქმეს, რომ მოვრჩი. ბატონი ირაკლის მდივანმა შემატყობინა, რომ თანხა ანგარიშზე იყო, ამიტომ მაშინვე დავაპირე საყიდლებზე წასვლა. კაბინეტიდან, რომ გავედი დამიანემ დამინახა და დამიძახა, ჩემთან მოვიდა და გამიღიმა. -სად მიდიხარ? -საყიდლებზე. -მარტო? -კი, რა იყო? -მეც წამოვალ. -არ არის საჭირო. -კაი რა, წამო. -ხო, ხო კარგი._ლიფტში შევედით, შენობიდან გამოვედით და მის მანქანაში ჩავსხედით. სავაჭრო ცენტრში მივედით და დაიწყო მხიარულება, ვირბინეთ ვიცინეთ და ყველა მაღაზია შემოვიარეთ. ბოლოს სათამაშოებთან მივედით, დიდი სათამაშო დათვები, რომ დავინახე სიხარულისგან აღარ ვიცოდი რა მექნა, ეს დამიანემაც შეამჩნია და გაღიმებული მიყურებდა. ყველაფერი ვიყიდეც რაც საჭირო იყო და წამოვედით, სახლში მიმიყვანა, ლოყები დამიკოცნა და წავიდა. მეც გახარებულმა შევირბინე სახლში და ყველას გადავდე ჩემი დადებითი განწყობა. ბოლოს კი მუსიკის თანხლებით გადავინაცვლე მორფეოსის სამყაროში. *** ვინმეს მოგწონთ ეს მოთხრობა ??? თუ არ მოგწონთ აღარ გავაგრძელებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.