შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი გულის ქურდი (III თავი)


19-02-2017, 18:05
ავტორი D-I-A-N-A
ნანახია 2 162

III თავი
-ალექსა... სალაპარაკოდ გცალია ?- კლასიდან გამოსვლამდე ანდრეამ დამიძახა .
-კი...
-წამო მაშინ კაფეში გავიდეთ .
-კარგი...- მძღოლი გავუშვი და ანდრეას მანქანით კაფეში გავედით .
-მოდი შეკვეთა მივცეთ და დავილაპარაკოთ კაი ?-კაფეში დავჯექით და ანდრეამ მიმტანს დაუძახა . შევუკვეთეთ ორი ცივი ყავა და ორი ცალი შოკოლადის ნამცხვარი. -მოკლედ ალექსა მალე ბანკეტი იქნება და მინდა რომ ჩემი მეწყვილე იყო .
-არა ...
-რა არა ?.. მოიცა უარს მეუბნები ? -ყავა გადასცდა და თვალებდაჭყეტილი ჩემს პასუხს დაელოდა.
-ხო ...არ მინდა .
-აბა ნიკასთან გინდა ? -წარბი აწია და ისეთი ღიმილით გამიღიმა რომელიც მაგიჟებს .
-არა ...-ყავის სმას შევუდექი .
-აი მას კი სურს ...ამიტომ გადაწყვიტე საყვარელო ჩემთან ერთად წახვალ თუ მასთან ერთას ?
-საყვარელო ?!-ჩემთვის ჩუმად ვთქვი .- მოკლედ არც შენ მჭირდები და მითუმეტეს არც ნიკა დადიანი !
-მითუმეტეს ? ...მოკლედ სანდრა გაძლევ დროს . იფიქრე და ხვალ სკოლაში მითხარი კაი ?
ცოტახანი ჩუმად ვიჯექით შემდეგ კი ანდრეამ სახლში მიმიყვანა . მადლობა გადავუხადე და სახლში შევედი ... მთელი ღამე ვფიქრობდი ვისთან ერთად წავსულიყავი . ‘’ნიკა თუ ანდრეა ‘’ მთელი საღამო ამას ვიმეორებდი . მამაჩემი როგორც ყოველთვის სახლში გვიან მოდიოდა , ამიტომ ხშირად ვერ ვხედავდი . სიმართლე გითხრათ და ეს სულაც არ მანაღვლებდა . ხო ბოლო 5 წელი მამა მზრდიდა მაგრამ მთლიანობაში მამა კი არა ძიძა მზრდიდა . ამიტომ მივეჩვიე უდედობასაც და უმამობასაც ... 12 საათი იყო მამა რომ დაბრუნდა . მომესალმა , ლოყაზე მაკოცა და დასაძინებლად წავიდა . მთელი ღამე არ მეძინა მიუხედავად იმისა რომ , ყველაფერი დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა . ცივი ყავის სმით დილა დადგა . ჯინსის შარვალი ჩავიცვი და თეთრი მაისური წარწერით ,, I CHOOSE YOU ‘’ . ფეხზე თეთრი კეტები . თმა გავიშალე , თვალები შავი ფანქრით მოვიხატე.
***
-ბავშვებო მალე ბოლო ზარი იქნება ამიტომ ახლა უნდა თქვათ ბანკეტზე ვინ ვისთან ერთად მოდის , იმიტომ რომ ,მერე დრო აღარ გვექნება. ... ჰე აბა თქვით ვინ ვისთან , რომ ჩაგწეროთ . -გაკვეთილების ბოლოს მაკამ დაგვტოვა .
-მაკა ,,მას’’ მე და ანდრეა ერთად . - ხო ანდრეა ავირჩიე . ნიკამ გამწარებულმა შემომხედა , ანდრეამ კი გაიღიმა .
-არა ! -წამოიყვირა ნიკამ .
-შენ არავინ გეკითხება.-ანდრეამ ნიკას შეუბღვირა და ისევ მე შემომხედა.
-ალე შენი პირობა დაგავიწყდა ?!-ნიკა ადგა და მე მომიახლოვდა .
-რა პირობა ? -დაინტერესებულმა ანდრეამ შემომხედა.
-ალექსა დამპირდა რომ ერთად წავიდოდით ბანკეტზე.
-ნიკა მაშინ დაგპირდი სანამ იმას ...-ხმა ჩამიწყდა და ძირს დავვარდი . ტირილი დავიწყე , ანდრეა მაშინვე მომიახლოვდა და ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია .
-ამისი დედა***ყან ხომ გითხარი რომ ვერ ვაზროვნებდი . -ნიკამ ხმას აუწია . მაკა მის დაწყნარებას ცდილობდა მაგრამ უშედეგოდ .
-ალექსა მომიყვები რა მოხდა ? -ანდრეა სახეზე ნაზად მომეფერა .
-ანდრეამ მიშველე ...გთხოვ მასთან არ დამტოვო...-ჩუმად ვუთხარი ანდრეას რომელსაც ყელზე ძარღვები დაებერა .
-რაა ?! რა თქვი ?!-გაცოფებული ნიკა მომივარდა და ფეხზე ამაყენა . -რეებს ბოდავ ?! რეებს ?!-ნიკა ყვიროდა მანამდე სანამ ანდრეამ არ დაარტყა .
-როგორ ბედავ ?!- ანდრეა წაქცეულ ნიკას მიუვარდა . პირველად ვნახე ანდრეა ასეთ მდგომარეობაში , რაღა ანდრეა ეგეთი ნიკა პირველად ვნახე . ვერავინ ვერ ერეოდა ნიკას და აი გამოჩნდა ის ვისაც მისი დამარცხება შეეძლო ... ანდრეას ვაჩერებდი არ მინდოდა ნიკას მისთვის რამე დაემართა . ბოლოს ადგა და ჩამეხუტა . -პრინცესა სულ შენთან ვიქნები ...რომც გამაგდო არ დაგტოვებ , ვერ დაგტოვებ ...
***
-ნუ ტირი გთხოვ ... - ანდრეა ჩემთან წამოვიყვანე და ჭრილობების დამუშავებას შევუდექი .
-არ ვტირი ...- არ მინდოდა ტირილი მაგრამ ვერ გავუძელი . ანდრეამ უცებ ხელში ამიყვანა და კალთაში ჩამისვა . თმა გამისწორა და ნაზად მაკოცა .-გაჩერდი ...- უცებ წამოვხტი .
-რა მოხდა ? - გაოცებულმა შემომხედა.
-რატო უნდა მჯეროდეს შენი ? შენ ხომ წინაზე მომატყუე .
-ალექსა წინაზე მხოლოდ შურისძიების წყურვილი მკლავდა და ახლა შენს გარდა არავინ მჭირდება ...
-შეიძლება სიმართლეს ამბობ მაგრა მე არ გენდობი . ვერ გპატიობ .
-ალე უფალმა ხალხს ჯვარზე აცმა აპატია და შენ ამას ვერ მპატიობ ? -ანდრეა ადგა და მომიახლოვდა .
-არ შემიძლია გესმის ! არ შემიძლია ... მგონია რომ ისევ მომატყუებ .
-გთხოვ კიდევ ერთი შანსი მომეცი . -ცოტახანი ვიდექი და ვუყურებდი შემდეგ ვერ გავუძელი მივუახლოვდი და ვაკოცე .
-არ მანანებინო ეს ანდრო .
-არასოდეს . - ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა . -მომიყვები ნიკაზე და თქვენს ურთიერთობაზე?
-ახლა ?-თვალებში შევხედე .
-ხო ...თუ არ გინდა ...-დასრულება არ ვაცადე.
-მინდა ... -დივანზე დავჯექი , ანდრეაც მომიჯდა . -მე და ნიკა ბავშვობიდან ,,ერთად ვართ’’. ნიკა ჩემზე მხოლოდ რამდენიმე თვითაა უფროსი ამიტომ ერთ კლასში ვსწავლობდით .ყოველთვის ვმეგობრობდით და კარგად ვუგებდით ერთმანეთს .ნიკა ყოველთვის მიცავდა , ჩემს თაყვანისცემლებს კი ისე ცემდა რომ მშობლები ვერ ცნობდნენ . -ამის გახსენებისას გამეღიმა რაც ანდრეას არ გამოპარვია . - ერთ საღამოს ოჯახებით შევიკრიბეთ . მაშინ 14-ის ვიყავით . ნიკას დედამ ხუმრობით თქვა რომ კარგი წყვილი ვიქნებოდით . იმ საღამოს მე და ნიკამ ერთმანეთს სხვა თვალით შევხედეთ . მან ჩემში მეგობარი კი არა ქალი დაინახა მეც მასში მამაკაცი და არა დიდი ხნის მეგობარი. საღამოს სანამ ჩვენი მშობლები საუბრობდნენ მე და ნიკა საქანელაზე ვიჯექით და ვკატაობდით . უცებ მან მითხრა რომ ჩემს მიმართ რაღაც გრძნობა ქონდა რომლის ახსნაც არ შეეძლო . მეც იგივე ვუთხარი . შემდეგ ის ადგა და მომიახლოვდა ჩემი საქანელა ხელით დაიჭირა და მაკოცა . ის კოცნა ჩემთვის პირველი იყო . იმ საღამოს შემდეგ მე და ნიკა ერთად ვიყავით არა როგორც მეგობრები არამედ როგორც შეყვარებულები. ყველა ბიჭმა იცოდა ვისი შეყვარებული ვიყავი ამიტომ არ მეკარებოდნენ. მე და ნიკა ბედნიერები ვიყავით .გარშემო მყოფებსაც ვერ ვამჩნევდით . ყველას ჩვენი შურდა მშობლებს კი უხაროდათ რომ ერთად ვიყავით . როცა 16-ის ვიყავით ლევანი ბიძია, ნიკას მამა გარდაიცვალა მაშინ ნიკა გაგიჟდა . არავის იკარებდა . ვეღარ ვცნობდი . ამიტომ ერთხელ როცა მივხვდი რომ მას აღარ ვუნდოდი ვუთხარი რომ უნდა დავშორებულიყავით იმ ღამეს ნიკა დათვრა მე კი სახლში წავედი . მამაჩემი სახლში არ იყო, ბიზნესის გამო სხვა ქალაქში წასულიყო . უცებ კარზე ზარმა დარეკა მეგონა მამა იყო ამიტომ გავაღე , მამა კი არა ნიკა იყო . ბოთლით ხელში იდგა . ,,ალექსა მინდიხარ . ‘’ ეს მითხრა და სახლში შემომივარდა . ხელში ამიტაცა და ჩემს ოთახში გამიყვანა . ვეხვეწებოდი ხელი გაეშვა მაგრამ ის ყურადღებას არ მაქცევდა . ბიჭი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ჩემს გაუპატიურებას აპირებდა . -ანდრეას კისერზე ძარღვები დაებერა , თვალები კი სისხლით აევსო . -გამხადა და ტანზე სველი კოცნა დამიტოვა ,როცა თვალებში შემომხედა და ცრემლები დაინახა მომცილდა და ძირს დავარდა . ბოდიშებს მიხდიდა. ამის მერე მამას ვთხოვე რომ სხვა ქალაქში გადავეყვანე .მამა დამთანხმდა . ნიკა გამომყვა და ჩემს დაბრუნებას ცდილობდა მაგრამ მე არ მინდოდა იმ შემთხვევის მერე მასზე გული მერეოდა . შემდეგ აქ გადმოვედი მეგონა აქ ვეღარ მიპოვიდა მაგრამ შევცდი . მან მე მიპოვა და ახლაც ჩემს დაბრუნებას ცდილობს . ყველაზე მეტად კი ის მაშინებს რომ ჯერ კიდევ მაქვს მის მიმართ გრძნობები .
-მე მაგის დედა***ეცი .-ანდრეა ადგა და ჩემი სახლი დატოვა .
***
ღამის 1 საათზე ანდრეამ დამირეკა და გარეთ გამოსვლა მთხოვა . მამაჩემი სახლში არ იყო. ბიზნესის გამო ქალაქგარეთ იყო გასული. ამიტომ ჩავიცვი და გავედი ...დანახულმა მომკლა , დამაცარიელა . ანდრეა იდგა გასისხლიანებული და მიღიმოდა .
-ანდრეა ...-ჩემთვის ჩუმად ვთქვი და მას ჩავეხუტე . -რა მოგივიდა? რატო ხარ ასეთ მდგომარეობაში ? -თვალებიდან ცრემლები მომდიოდა , მას ვეხუტებოდი ისე თოთქოს ეს ბოლო ჩახუტება ყოფილიყო .
-ჩემო პატარა , დაწყნარდი . გთხოვ ნუ ტირი რაა... შენი ცრემლები გულს მიკლავენ . -ანდრეამ თავზე მაკოცა .
-რა მოგივიდა ?
-არაფერი ...უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა .
-წამო შევიდეთ .იარებს დაგიმუშავებ .
-ეე და მამაშენი ?
-ნუ ღელავ დღეს არ მოვა . -ანდრეას ხელი მოვკიდე და სახლში შევიყვანე . წამლების ყუთი გამოვიღე და იარების დამუშავებას შევუდექი . ანდრეამ სახე დამანჭა და გამიღიმა . -კიდევ ერთხელ გნახავ ასეთ დგომარეობაში და ჩემი ხელით მოგკლავ .
-ანუ ჩემზე ნერვიულობ ?
-ხო…
-ჩემი პატარა . -ანდრეამ გულში მიმიხუტა და ჩემთან ერთად დივანზე დაწვა ...დილით თვალები გავახილე თუ არა ანდრეა დავინახე რომელსაც გულში ჩახუტებული ვყავდი . გამეღიმა . - დილა მშვიდობისა ფერია .
-დილა მშვიდობისა ...- დილით ერთად ვივახშმედ მერე ანდრეა სახლში წავიდა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა და მერე სკოლაში ერთად წავსულიყავით ... გადავწყვიტე ჩამეცვა შავი შორტი და ნაცრისფერი მაისური. ფეხზე თეთრი კეტები .
-პატარა აქ ვარ გამოდი . -ანდრეამ დამირეკა.
-კაი .-ანდრეას გავუთიშე , სახლიდან გავედი და კარი გასაღებით დავხურე ... ანდრეა მანქანას მიყუდებულიყო და სიგარეტს ეწეოდა . ჯინსის შარვალი ეცვა და შავი მაისური .
-წავედით ? - ანდრეამ ლოყაზე მაკოცა .
-წავედით . -ანდრეამ მანქანა სკოლასთან გააჩერა . შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა , შემოუარა და კარი გამიღო . ყველა ჩვენ გვიყურებდა . ანდრეამ ხელი გადამხვია და გამიღიმა ... ნიკა სკოლაში არ მოსულა . მასწავლებელმა თქვა რომ ნიკა ავადაა , მე კი მაშინვე ანდრეას შემხედე რომელიც იღიმოდა . მივხვდი რომ ანდრეამ ნიკა გაალამაზა ნიკა კი ზედმეტად თავმოყვარეა სკოლაში გალამაზებული სახით რომ მოსულიყო .
***ბანკეტის დღე.
-აუ ალექსა თუ არ გამოხვალ დაგბრიდავ .
-აუ ტასო ცოტაც დამაცადე და გამოვალ . - სააბაზანოდან გამოვძახე ტასოს რომელიც ერთი საათი მთხოვდა გამოსვლას .
-გოგო რაღა ცოტა . ერთი საათია რაც მანდ ხარ .
-მოვრჩი. -კარი გამოვაღე და ტასოს დავუდექი წინ .
-ღმერთო ჩემო ... ცაო დამსეტყვე ... ღმერთო მესროლე ,,ტაბურეტკა’’ . -ტასომ ხელი ლოყაზე მიირტყა . -ქალო ნუთუ თხოვდები და მე არ ვიცი ?
-უიმე რას არ მოიფიქრებ რაა.. -ორივეს გაგვეცინა . უცებ კარზე ზარმა დარეკა .
-ღმერთო მოვიდნენ. -ტასოს სახეზე ფერი გადაუვიდა .
-ქალო კი არ თხოვდები ბანკეტი გვაქვს , ბან-კე-ტი. - კარს მივუახლოვდი და გავაღე . ბიჭები იდგნენ. ანდრეა და ბექა . ბექა ჩვენი კლასელია და ანდრეას საუკეთესო მეგობარი . აი მთავარი არ მითქვამს . ტასოს და ბექას ერთმანეთი უყვართ მაგრამ არ აღიარებენ .სკოლაში ბექა ყოველთვის ტასოს გვერდით იჯდა და სხვა ბიჭებისაგან იცავდა...ანდრეა მიღიმოდა ხელში კი უშველებელი , წითელი ვარდების თაიგული ეჭირა . თაიგული გულის ფორმის იყო შუაში კი თეთრი ვარდი ჰქონდა ... ანდრეა შავ სმოკინგში იყო გამოწყობილი .თეთრი პერანგი ძალიან უხდებოდა მის დაკუნთულ სხეულს .
-ჩემი პრინცესა !- ანდრეას ჩავეხუტე და თვალებში შევხედე . -ძალიან , ძალიან ლამაზი ხარ . გიხდება წითელი ფერი . - ბანკეტისთვის ავირჩიე წითელი , გაშლილი ,მარცხენა მხარეს ჩაჭრილი კაბა . ფეხზე წითელი მაღლები მეცვა. თმა ლამაზად მქონდა აწეული , თვალებზე თეთრი ჩრდილი , ტუში და ფანქარი . ტუჩებზე წითელი პომადა .
***
ყველანი სკოლასთან შევიკრიბეთ . ჯერ ქალაქში უნდა გავსულიყავით სასეირნოდ შემდეგ კი რესტორანში . ნიკას მეწყვილე ანა იყო რომელიც ყველას ეტენებოდა . მე ანდრეას შავ Ferrari-ში ვიჯექი და ტასოს ვეჭორავებოდი . შემდეგ მასწავლებელმა თქვა რომ ყველა მოვიდა ამიტომ ახლავე წავიდეთო . ტასო ბექას მანქანაში დაჯდა ...
-წავედით პატარა ? -ანდრეა მანქანაში დაჯდა და მაკოცა.
-წავედით . -გავუღიმე... ქალაქში 2 საათი ვსეირნობდით მერე სამებაში ავედით . მე და ანდრეამ ერთად დავანთეთ სანთელი და გამოვედით . შემდეგ დაველოდეთ დანარჩენებს . სურათები გადავიღეთ და რესტორანში წავედით ...ყველანი ვერთობოდით .
-ფერია წამო ვიცეკვოთ. - ჩაირთო ნელი სიმღერა მეც დავთანხმდი და გავყევი. ანდრეა მარჯვენა ხელი ზურგზე შემომხვია , მარცხენაში კი ჩემი ხელი მოიქცია . ნელა და ნაზად ვმოძრაობდით ... სუფრასთან ვსვამდით , ვხუმრობდით და სკოლის დროს ვიხსენებდით . ვიხსენებდით რა ,იხსენებდენ ... ცოტახანში გარეთ გავედით და ფეირვერკის ყურებისას უკნიდან ანდრეა ჩამეხუტა და თავი მხარზე დამადო .
-მიყვარხარ . - პირველად მითხრა ,,მიყვარხარ’’ ... ამის თქმა და ცაზე ფეირვეკით ,,ალექსა მიყვარხარ’’ დაწერა ერთი იყო . ყველამ ჩვენ შემოგვხედა მაგრამ ჩვენ ვერავის ვერ ვიმჩევდით ან უბრალოდ არ გვინდოდა შემჩნევა .
-მეც .
-რა შენც ? -დამპალი ხო იცის რას ვგულისხმობ მაგრამ მაინც უნდა რომ ვთქვა.
-მეც მიყვარხარ . -ვუთხარი და მის ბაგეებს დავეწეპე . ყველა ტაშს გვიკრავდა მხოლოდ ნიკა იდგა დაბღვერილი .
***
-ძილი ნებისა ჩემო პატარა ანგელოზო .-ანდრეამ სახლში მიმაცილა , შუბლზე მაკოცა და წასვლას აპირებდა მაგრამ...
-არ გინდა შემოხვიდე ? - ჩემმა კითხვამ ნამდვილად დააბნია . გამიღიმა .
-და მამაშენი ?
-სახლში არაა , 2 დღე არ იქნება ...თუ არ გინდა...-წინადადება არ დამამთავრებინა.
-მინდა ...-გამეღიმა . სახლში შევედით .
-რას დალევ ? გშია ? - სამზარეულოში გავედი .
-შენს გარდა არაფერი მინდა...-სამზარეულოში გამოვიდა და ჩამეხუტა .
-მაკოცებ ?
-სიამოვნებით . - ანდრეამ ნაზად მაკოცა შემდეგ ხელში ამიტაცა და დახლზე დამსვა . ვერ მოვითმინე და პერანგი გავხადე . გაიღიმა .
***
როცა გავიღვიძე ანდრეას მწვავე მზერა ვიგრძენი. თავი ავწიე და გადავეყარე მის მწვანე თვალებს .
-დილა მშვიდობისა ფერია.
-დილა მშვიდობისა . - გავუღიმე და კისერზე ვაკოცე.
-დილიდანვე ვცუღლუტობთ ?- უცებ ზემოდან მომექცა და თვალებში შემომხედა.
-წინაღმდეგი ხარ ? -წარბი ავწიე და ტუჩები გამოვწიე თითქოს გავებუტე.
-სულაც არა . -მაკოცა.-ისე შენ თურმე ...
-მოკეტე !
-არ მეგონა თუ პირველი ვიყავი.
-და რა გეგონა რომ ნიკა იყო პირველი ? -გავბრაზდი . მე და ნიკა მხოლოდ ერთმანეთს ვკოცნიდით და ,,ვეფერებოდით’’ მეტი არაფერი არ გვქონდა .
-მაპატიე ...
-არაუშავს . -ჩავეხუტე და თვალები დავხუჭე . ისეთი თბილია . ყველაზე მეტად მისი სურნელი მაგიჟებს .
***
-ანდრეა გააღებ ? -კარზე ზარმა დარეკა . მე ადგომა მეზარებოდა ამიტომ ანდრეას ვთხოვე რომ გაეღო.
-ხოო...-გამომძახა .-ტასო ? ბექა ? აქ რა გინდათ ? -ტასოს და ბექას სახელი რომ გავიგე ქვემოთ ჩავედი .
-შენ აქ რა გინდა ? -ტასომ ანდრეას ახედა რომელსაც მაისური არ ეცვა.
-ანდრეა! -პერანგი მივეცი და ტასოს გავხედე.-ტასო რა მოხდა ?-ტასო და ბექა სახლში შემოვიდნენ და დივანზე დაჯდნენ მე და ანდრეა კი ვიდექით .
-ალექსა ...დაჯექი !(ტასო)
-ტასო რა ხდება ? -მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი . ანდრეაც მომიჯდა.
-ალექსა ...გავთხოვდი .- ტასოს თვალები გაუბრწყვინდა მე კი ვიჯექი გაკვირვებული და ვფიქრობდი ,,ამას ახლა მოხვდება’’.
-აუ რას მეღადავებით .(მე)
-არ გეღადავებით ...აი ნახე.-ტასომ თავისი პასპორტი მანახა.
-ანასტასია!-ჩემ წინ მჯდომ გოგოს გადავხედე რომლის მოკვლაც მინდოდა.
-ვაიმე ...ანასტასიაო? ...ახლა მომკლავს ...(ტასო)
-ნამდვილად მოგკლავ !.-ადგილიდან წამოვფრინდი მაგრამ ანდრეამ ისევ დამსვა და ძლიერ ჩამეხუტა .-ანდრეა გამიშვი თორე მიგაყოლებ !
-ალექსა გაჩერდი ...-ყველა მე მაწყნარებდა მაგრამ რა გამაჩერებდა...
***
-ანდრეა დაალევინე ...-ტასომ კორვალონის წვეთები მომიტანა და ანდრეას გაუწოდა.
-ოჯახმა იცის ? -დივანზე დამაწვინეს.
-არა .-დამნაშავე ბავშვივით შემომხედა ბექამ .
-როგორც გინდათ ისე გადაიხადეთ ქორწილი ...თორე ჩემი ხელით დაგმარხავთ .
-აღარ ბრაზობ ?(ტასო)
-ვბრაზობ ...ტიპები ჯერ კიდევ გუშინ ერთმანეთს არ უმხელდნენ რომ ერთმანეთი უყვართ და ახლა ცოლ-ქმარნი არიან ...მოკლედ გადაიხადეთ ქორწილი და მიგიღებთ .-ბოლოს სიცილი ვერ შევიკავე და გამეცინა . ტასოს მივუახლოვდი და ჩავეხუტე.-მთავარი ისაა რომ ბედნიერი ხარ .
-მიყვარხარ ალექსანდრა ...-ტასოს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა .
-მეც მიყვარხარ ...
***
ტასომ და ბექამ თავიანთ ოჯახებს უთხრეს რომ ერთმანეთი უყვართ . რა თქმა უნდა ის არ უთქვამთ რომ ცოლ-ქმარნი არიან...ქორწილის გადახდა 27 ივნისს გადაწყვიტეს ... ერთ დღეს როცა ტასოს ქორწილისთვის ვემზადებოდი ფოსტით ნიკას წერილი მივიღე .

მისი წერილის წაკითხვის შემდეგ ვტიროდი . გული მეტკინა რომ წავიდა. მე ის ყოველთვის მიყვარდა და მეყვარება . ხო მან მე მატკინა და გული გამიტეხა მაგრამ მან ბევრი სიყვარულით სავსე მომენტი მაჩუქა . დღეს მე შემიძლია ამაყად ვთქვა რომ ნიკა დადიანი ჩემი არაბიოლოგიური ძმაა , რომელიც ყველას შუაზე გახევს ჩემი მხოლოდ ერთი ცრემლის გულიზე.
***
არ ვიცი რა ვიბოდიალე :დდ უკვე გადავწყვიტე როგორს დავწერ . მაპატიეთ გრამატიკა და ისიც თუ ვჩქარობ და ვერ გამოვხატავ გრძნობებს . უბრალოდ მოუთმენლად ველოდები ერთ მომენტს . მიყვარხართ და იმედია მოგეწონებათ <3 <3 <3



№1  offline მოდერი bla.ell

Ox dianaaaa dagklav gogo sad gaachere weraaa:/// ux dzaan mainteresebs magari tavi iyo da male dade toreee aleqsandrasvit ver damawynareb:DD gelii

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

bla.ell
Ox dianaaaa dagklav gogo sad gaachere weraaa:/// ux dzaan mainteresebs magari tavi iyo da male dade toreee aleqsandrasvit ver damawynareb:DD gelii

joy შემდეგ თავებში ისეთ რაღაცეებს დავწერ რო . გოგო გუშინ მოვიფიქრე გაგრძელება და თვალებიდან წამომივიდა ცრემლები . როცა წაიკითხავ მიხვდები რატომაც :დდ <3

 


№3  offline მოდერი bla.ell

D-I-A-N-A
bla.ell
Ox dianaaaa dagklav gogo sad gaachere weraaa:/// ux dzaan mainteresebs magari tavi iyo da male dade toreee aleqsandrasvit ver damawynareb:DD gelii

joy შემდეგ თავებში ისეთ რაღაცეებს დავწერ რო . გოგო გუშინ მოვიფიქრე გაგრძელება და თვალებიდან წამომივიდა ცრემლები . როცა წაიკითხავ მიხვდები რატომაც :დდ <3

Auu gooogo nu cdilob chems nervebze tamashs intriganooo:// dzaan mainteresebs da miyvars aseti istoriebi chemo sakalelo kargad wer:**❤❤❤

 


№4  offline წევრი D-I-A-N-A

bla.ell
D-I-A-N-A
bla.ell
Ox dianaaaa dagklav gogo sad gaachere weraaa:/// ux dzaan mainteresebs magari tavi iyo da male dade toreee aleqsandrasvit ver damawynareb:DD gelii

joy შემდეგ თავებში ისეთ რაღაცეებს დავწერ რო . გოგო გუშინ მოვიფიქრე გაგრძელება და თვალებიდან წამომივიდა ცრემლები . როცა წაიკითხავ მიხვდები რატომაც :დდ <3

Auu gooogo nu cdilob chems nervebze tamashs intriganooo:// dzaan mainteresebs da miyvars aseti istoriebi chemo sakalelo kargad wer:**❤❤❤

მადლობა <3 ისე გაზარდე დრამინას თავები :დდ

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

და რას გვერჩი რომ გვატირებ.იმედია ნიკაც იპოვის ვიდეო მესამე და ამათ არ აჩხუბებ
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი D-I-A-N-A

La-Na
და რას გვერჩი რომ გვატირებ.იმედია ნიკაც იპოვის ვიდეო მესამე და ამათ არ აჩხუბებ

ვაიმე ჩემი ლანა <3 . როგორ მომენატრეე <3 რავი აბა ვნახოთ , მე უკვე გეგმა მაქვს მაგრამ შეიძლება წერის დროს რაღაცეები შევცვალო. მადლობა საყვარელო რომ წაიკითხეე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent