ფსიქიკურობის შეშლილი მარში (2)
თეთრი ლიბრიდან ტავტოლოგიურია,მაგრამ თავი თეთრ კედლებში ამოვყავი. ეს სისპეტაკის ფერად მიჩნეული საშინელება, ყოველთვის გულს მირევდა და მაშინებდა. გასაკვირია ალბათ თეთრი ფერი რატომ უნდა აშინებდეს ნორმალურ ადამიანს,მაგრამ ჩემი ნორმალურობის რა მოგახსენოთ, მახასიათებს უაზრო ფობიები,მეშინია ისეთი რაღაცების,რაც ნორმალური ადამიანების ცხოვრებისეული რუტინის შემადგენელი ნაწილია . თეთრი ისევე,როგორც შავი ჩემთვის ასოცირდება სიკვდილთან,ვინაიდან ამ ფერს ძირითადად საავადმყოფოებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ვხვდებით,ამ ორ ადგილას კი გარდაცვლილთა რაოდენობა უსაყვარლესს ნიშნულს აღწევს, გავიხსენოთ რელიგიური წარმოდგენები თეთრი სინათლე გვირაბის ბოლოს და მე რატომღაც ვჭედავ ... მიუხედავად იმისა რომ მოითეისტო პირი ვარ,ეს ბავშვობის დროინდელი წარმოდგენები ჩემში იმდენად არის გამჯდარი,რომ ძალა უნებურად მეჯერება. უბადრუკი სიკდილი,რომელიც შენს ხრწნას იწვევს არა სულიერად,როგორც სიცოცხლე,არამედ ფიზიკურად და ყველა ადამიანი ხდება თანასწორი არაფრით განსხვავებული ერთმანეთისგან. მოდი, მორჩეთ ამ დაბრალებურ ფილოსოფიას, ახლა ვარ ამ ტექსტის ჯღაპვნის ხასიათზე,აბა მაშინ მკითხეთ გაბრუებულს,მქონდა კი რამეს თავი?! ის კი არა წამლების სუნმა საშინლად ამატკივა თავი,ნუ მეც კი ვიცი მკითხველო ეს ნაბახუსევი იყო, ჩვენში გავრცელებული „პახმელია“.პლუს დამამშვიდებებლები და როგორც ჩანს ზედმეტი ძილი. მე ანომალია ვარ... (რა ხმამაღალი განცხადებაა) ან უნდა მეძინოს 8 საათი ან საერთოდ არც ერთი წუთი,თორემ „ვკვდები“. ამ ყველაფერზე არაფერს არ ვამბობ. ჩემი საწყალი,არც ისე ლამაზი ფერის თვალები ჰომ დავტანჯე. ჯერ მარჯვენას ვახელ ზანტად,შემდეგ მარცხენას. ოჰ,ამასობაში მარჯვენა ისევ მოსვენების მდგომარეობაში გადადის,ისევ თავიდან მიწევს „შრომატევადი“ პროცედურის გავლა. მარცხენა ხელაც ვატან ძალას და მტკივან შუბლზე ვიდებ, ბავშობიდან მჯეროდა თუ მტკივან ადგილას ხელს დავიდები, ტკივილი აუცილებლად გამივლიდა. გაგიკვირდებათ და ეს მეთოდი ყოველთვის ამართლებდა, რატომ? სასწაულმოქმედი ხელები ნამდვილად არ მაქვს და არც ესეთი ცრურწმენების მჯერავს,ალბათ მიზეზი ისევ ტვინშია, ამ უნიკალურ ორგანოს ხომ შეუძლია თავისუფლად მართოს მთელი ეს უგუნური სხეული. ხო და ეს უკანასკნელზე იყენებს თავის პრიორიტეტებს, აჯერებს მტკივან ადგილს „თუ მას შევეხები,ყველაფერი კარგად იქნება“ ფსიქოლოგიური ზეწოლისმაგვარი რაღაც თავის შედეგს იღებს თითქმის ყოველთვის. თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს : „წყალი,წყალი მინდა! დამხმარე არავინ არ ხართ? მიშველეთ...მიშველეთ ! წყალი!“ თუმცა ეს ფრაზა ისევ თავში მიტრიალებს,მთელი სხეული რეაგირებს შიგნიდან ამ მოთხოვნაზე, მაგრამ არანაირი შედეგი გარეგნულად.კიდევ ერთი მიზეზი თავის ტკივილისა, როცა მწყურია უბრალოდ თავი იმდონემდე მტკივდება და ისე ვიფიტები შესაძლებელია გონებაც კი დავკარგო.ნაცნობი ხმა ჩამესმის,მოგეხსენებათ თვალებს ვერ ვახელ ,თუმცა ყურები ხომ სულ ღიაა და ყოველგვარ ნაგავს უნებურად ისმენენ.ის ჩხუბობს...ბობოქრობს „ამან მაინც საიდან გაიგო“ ?? თუმცა მახსენდება, საქველმოქმედო კონცერტი 2000 მაყურებლით, ჟურნალისტებით აღსავსე, თავიანთი კამერებით ჩასაფრებულები. მთელი ქვეყანა ამაზე საუბრობს ალბათ და მე კიდევ მიკვირს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ეს ყველაფერი როგორ გაიგო. _კიდევ დიდხანს უნდა იტანჯო ანისია? პასუხს არ ვცემ,მხოლოდ მხრებს ვიჩეჩავ და ამ დროს არც ისე სათუთად მხვდება სახეში გაშლილი ხუთი თითი,ყველაზე უარესი კი ის არის რომ ,რომ ბეჭდიანი თითი პირდაპირ ჩემს ცხვირზე ხვდება და ჩემს სანაქებო პროფილს გაფუჭებას უქადის. ვიკრებ უკანასკნელ ძალებს და რაც ძალი და ღონე მაქვს გავყვირი -რა ჯანდაბა გინდა გოგო? -ოჰ,კიდევ მე რამინდა? გუშინ რა გააკეთე,სულ გააფრინე? -მოიცა ბანკი გავძარცვე? ადამიანი მოვკალი? -არა, ანისია იოანეს აუხსენი სიყვარული 2000 მაყურებლის თვალწინ -ანუ ბავშვობის ოცნება ავისრულე,რა არის ამაში ცუდი?! თვალები ისევ დახუჭილი მაქვს , ვგრძნობ შუბლზე ცივ შეხებას, შემდეგ გავარვარებულ,აწითლებულ ლოყებზე ჩამოდის ეს ხელები და უცბად ტაშს უკრავს ჩემს სახეზე . თავიდან ,რომ სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა და თავი თითქმის ჰივაის კუნძულებზე მეგონა, ახლა ელდანაკრავივით წამოვხტი და გავაცნობიერე ჩახშული ოთახის ერთფეროვნება, ხო ეს ორი ზარმაცი თვალი,როგორც იქნა გავახილე. - არა მაინც ვერ ვხვდები რა გინდა ? რაც იყო იყო ხომ ? -მართლა ვერ ხვდები რა გააკეთე? -რა და რამდენი ტანჯვაც გადავიტანე,იმის საზღაური. განა შენ არ მეუბნებოდი მეთქვა მისთვის,რასაც ვფიქრობდი და ვგრძნობდი მის მიმართ? დამენგრია ეს უაზრო სტერეოტიპები : „ქალი ვიცი კუხნაში’ ა მისთანები/ _ეგ რა შუაშია ახლა ?? ( იღმის ... ღვთაებრივია) -რა და ,როგორც მოფემინისტო მოგიჟოს,რაც მომივიდა პირველივე თავში ეგ წამოვროშე -არ ხარ შენ დალაგებული, მე გითხარი ჩუმად უთხარი და არა მიკროფონით ყველას გასაგონად -ეჰ,მარიამ შენ მართლა ვერ წარმოიდგენ ეგ ერთი მიყვარხარამ ათი წლის განმავლობაში რა ბურთივით მქონდა გაჩხერილი ყელში და ბოლოს რატომრაც ვთქვი, მაგრამ აღარც კი ჰქონდა აზრი...იცი> სიკვდილმისჯილის ნათქვამ უკანაკსნელ სიტყვებს უფრო ჰგავდა ვიდრე ცხოვრებით აღსავსე ქალის. იმდენი სამდურავი და ტკივილი დაიტია ამ სამმა სიტყვამ, იმდენი ცრემლი და ისტერიით გაჯერებული სიცილი იყო ამ „მე შენ მიყვარხარში“,რომ ვერც კი წარმოიდგენ -მორჩი ამ დრამას , წავედით გაგწერეს უკვე -უკვე? ასე მალე? როგორ იკადრეეს? -ჰომ გეყოს სიცილი ადექი მიდი -არა ისცი რაზე მეცინება? დავთვერი და საავადმყოფოში მომიყვანეს,ცოტა ვერ ვართ ეს ქართველები კიდევ კარგი საგიჟეთში არ წამიყავნეს ,თორემ სიცილი მერე გენახა შენ -ღირსი კი ხარ რომ ვუფიქრდები ~არა და როგორ მაინტერესებს იცი? როგორია ფსიქიატრიული კლინიკა.ნეტავ მართლა ეგრე დაზომბებულები დადიან როგორც ფილმებშია გადმოცემულ? აიი წარმოიდგინე მე იქ ოჯახი მეყოლება -როგორ? ვხედავ როგორ ევსება მარიამს მოთმინების ფიალა,ეს კი ერთგვარ სტიმულს მაძლევს ჩემი ლაყბობის გასაგრძელებლად.თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ის მესამეჯერ შემოლაწუნებაზე ფიქრობს,მაგრამ მე ხომ..მე მაინც „კარგად“ ვარ! -წარმოიდგინე დიდი თოჯინა. წარმოიდგინე? -კი -ბიჭი ოღონდ. ეგ იქნება ქმარი ჩემი, ახლა ორი პატარა თოჯინები . ერთი გოგო და მეორე ბიჭი, ტყუპები...ხომ ისინი იქნებიან ჩემი საყვარელი შვილები -ოჯახური იდილია გექნება ნუ იტყვი -აუუ მარიამ მოდი გამომამწყვდიე საგიჟეთში,ამასთან ხომ იცი 100 დან 0 შანსი მაქვს და ბარემ ბოლომდე ვიცხოვრო საგიჟეთში -გოგო მორჩი ამ უაზრობებს და წამოეთრიე! ეს გადარეული ვინაა ასე რომ არ მიყვარდე დაგახრჩბდი უეჭველი მეც დავმორჩილდი ჩემი დაქალის სიტყვებს და წინა დღის შებღალული ტანსაცმლის ძალით ჩაცმა დავიწყე. თითქოს მე არ მეკუთვნოდნენ, სულ სხვა ადამიანი მეგონა თავი , საბოლოოდ მათი ჩაცმისთანავე საშინელი დანაშაულის გრძნობა დამეუფლა ,ვერავინ წარმოიდგენს ეს რა ამაზრზენი გრძნობა იყო,“ღმერთო ჩემო რა კრეტინი ვარ! რატომ გავაკეთე ეს ?! შედეგებზე რატომ არ დავფიქრდი?“ თვალიდან უცბად მარილიანი წყლის წვეთი გადმომივარდა, შემდეგ ლოყაზე ბოლოს კი ტუჩეზებზე არც ისე ამაყად დამიგორდა, არც კი მომიწმენდია ვიდექი დიდხანს და ცრემლები მცვიოდნენ ისე როგორც ცეცხმოკიდებული თვითფრინავიდან პარაშუტისთა კოლონა,მარიამი ვერ მხედავდა მისგან ზურგშექცევით ვიდექი, ის,როგორც ყოველთვის ახალ რომანში იყო ჩაძირული და ვიღაცას წერდა, ჩემთვის კი შესაბამიად არ ეცალა ბოლოს ძალა დავკარგე და ჩავიკეცე. ამდენი წლის მანძილზე პირველად ავტირდი სხვების თვალწინ,ცრემლები ყოველთვის სულიერად დაცემის პირველ გამოვლინებად მიმაჩნდა,საკუთარ თავთანაც არ მეპრიანებოდა ქვითინი. დღეს კი არ ვიცი რა დამემართა ,მე ალბათ დავბერდი...გამოვიცვალე. მარიამი,როგორც იქნა გამოერკვია რომანტიკიდან და ყურადღება მომაქცია, იატაკზე დაგდებულს,მომვარდა და ჩემს წამოყენებას შეეცადა,მაგრამ მე არ გავუძალიანდი,არც ავყევი.უბრალოდ უძრავად ვეგდე და მხოლოდ ვტიროდი. -რა გჭირს გოგო ?ხმა გამეცი ანისია -მე...მე იდიოტი ვარ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ! მახინჯი უიმედო იდიოტი! -არ ხარ ჩემი გოგო იდიოტი არა! -ისეთ დამპალ სამყაროში ვცხოვრობთ,არა მოსაწონი ვითომდა დემოკრატიით,რომ ძალიან სასაცილო კი იქნება თითოეული ნერვი,რომ არ დაგაწყდეს.არაფერი არ არსებობს,საერთოდ არაფერი.ყველაფერი იწყება ოდესმე და მთავრდება მყისიერად. ერთ სიტყვას შეუძლია დებილივით დაგაწყებინოს სიცილი,"გაგაბედნიეროს",მაგრამ მეორე წუთს ისევ სიტყვამ და საქციელმაც გაგაბოროტოს,დაგრთგუნოს.რა ცუდია რომ ასეთი ადამიანი ვისაც შეუძლია ჩემი გაუბედურება და გაბედნიერება ერთია და მე მხოლოდ მაუბედურებს თავისი იგნორით და უსიყვარულობით -გაჩერდი..დამშვიდდი,არაფერია გაგივლის ,დამშვიდდი ამ უაზრო ფრაზას იმეორებდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და მკითხველო მერწმუნე ეს ნაძალადევი სიტყვები,რომლებიც მისი ჭკუით გამოყენებული იყო ჩემს დასამშვიდებლად ნერვებს ასჯერ უფრო მეტად მიტოკებდა და მინდოდა ჩემივე ხელები დამეხრჩო ეს ვითომ დამხმარე და საყვარელი მეგობარი. -შემეშვი... უნდა წავიდეთ შემომხედა გაკვირვებულმა,ეტყობოდა რომ კიდევ არ ჰქონდა ჩემი გადარეული ხასიათის თავისებურებები გათავისებული, წამოვდექი... უფრო სწორედ 5 ჯერ მაინც ვცადე სულ მცირე წამოდგომა, ბავშვს ვგავდი,რომელიც სიარულს სწავლობდა,მარიამი მოვიდოდა თუ არა მაშინვე ხელს ვკრავდი,შემდეგ თავისმა თახვმა მიწერა და შემეშვა,მე მეასე ცდაზე დავდექი წელში გავიმართე და გავაღე კარი, ამ კარის გაღებით მე მელოდა ცხოვრება ჯოჯოხეთი,სადაც ფეხი ჩემი ნებით შევდგი. თუ ფრთების გაშლა გსურს გაშალე ის ბოლომდე ისე რომ შენი თავბრუდამხვევი ბედნიერებით გააკვირვო ყველა ვისაც უყვარხარ ან ძულხარ თუნდაც,მაგრამ არასდროსაა აუცილებელი შენი მიზანი და ბედნიერების ასრულება ემსახურებოდეს არანორმალურად უჩვეულო და ამაზრზენი გრძნობათა დაკმაყოფილებას, თუნდაც შურის,პატივმოყვარეობის, სიძულვილის. ცხოვრება ხომ იმდენად ხანმოკლეა,რომ თითოეული ჩვენგანი საჭიროებს მისი თითოელი წამით ტკბობას. თუ იმდენად ათეისტები ვართ რომ არ გვჯერავს ღვთის,სასწაულების და ბედისწერის,მაშინ შევხედოთ ჩვენს თავს შევიცნოთ იგი ყველა ასპექტში და უბრალოდ გავხადოთ ის არა სრულყოფილი და უნაკლო,არა ასეთი წარმოდგენის მქონე ადამიანები უბრალოდ შესაბრალია. ისინი ,რომლებსაც ყველაზე უნიკალურები ჰგონიათ და ცდილობენ სხვათა შეცვლას.განა რა საჭიროა რომ ვიცხოვროთ ისე,რომ არასდროს მოვკვდებით. უბრალოდ გავხდეთ ისინი,ვისაც ჯერაც არ დაუვიწყებია რა არის ადამიანობა და სამყაროს უკეთესად აღქმა. ამ ჰუმანისტური აზრებით ვადებილებ და ვამხნევებ თავს, რომ დავაღწიო თავი ჟურნალისტთა უაზრო ბრბოს, თან მივდივარ ბარბაცით, მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითები მაგრად მაქვს მიჭერილი თვალებზე,რომ მესმის ისეთი გულისამრევი სიტყვები,რაც ჩემს ცხოვრებაში არ გამიგონია. _თქვენ ქართველი ქალის მანდილი შეარცხვინეთ.! თავიდან გამეღიმა, უფრო ხმამაღლა გაიმეორა ეს სიტყვები,მივხვდი რომ მუშტებზე იხედებოდა ქართველი ვაჟკაცი, თვალები უფრო მაგრად მოვხუჟე და უცბად გავახილე ისინი ხელიც რაღა თქმა უნდა ძირს დავუშვი, ყოვლად შემაბრალებელი ადამიანი სახე მოვირგე და დავსვი კითხვა,რომელზედაც პასუხის მოსმენა ნამდვილად არ მსურდა -უკაცრავად რა თქვით? -თქვენ ქართველი ქალის მანდ.. -ეგ უაზრობა ისედაც გავიგე, თქვენი რა საქმეა რას ვიზამ მე? როდის აქეთ გახდა სიყვარულის ახსნა დანაშაული, ან რა მანდილი რომელი საუკუნეა? მოიცა ავირიე და წარსულში დავბრუნდი? მაშინ ჩემი ეტლი მომგვარეთ, დღეს ბალზე უნდა წავიდე, ქართველი ქალის მანდილის არშრცხვენის დღე უნდა გამოვაცხადო -მოკეტეთ ქალის მეტი ყველაფერო,შეჩვენებელო და უღმერთო. ღმერთმა შექმნა სამყარო და თქვა -როგორც ამბობენ ღმერთმა/შემოქმედმა შექმნა სამყარო ,თავისი “კარგებითა და “ცუდებით”. იტყვით ამ სიტყვებს ტაშისკვრით ვითომ ადამიანები,თქვენ რა იცით რა განცდაა როცა სიცივე ,სიცხე,სიყვარული და სიძულვილი ერთმანეთში გერევა და არასასიამოვნო,ნაკლებად აღმაფრთოვანებელ გრძნობას ბადებს.როცა მთელ სხეულში გივლის ყინვა ნარევი ჟრუანტელი,ლამისაა თითოეული ძვალი უკანაკნელ ფრაგმენტებად ჩაგეშალოს მრავალგზის წაბილწულ სხეულში, ამ სიტყვებმა უფრო ააფორიაქა დაახლოებით 40 წლამდე იქნებოდა, არ ვიცი რა სურდა ჩემგან შავი თმებით,შავი თვალებით, მოშვებული წვერები ეგეც რომ შავი, მოკლედ სიბნელე რომ ყოფილიყო,იმდენი შავი ფერი დომინირებდა მასში, თვით ტანსაცმელიც,რომ არ გამოჩნდებოდა ბოლო ხმაზე რომ ეცინა და გადმოეყარა 32 ვე კბილი, ნუ სინათლეშიც არ გამოჩნდებოდა, ამდენი თმის და წვერის ფონზე მხოლოდ თვალის სკლერა ჩანდა თეთრად. ხელებზეც რომ შავი ხელთათმანები ეკეთა. თავზე კი ყაბალახისმაგვარი მოქუდო საშინელება -თქვენ სწორს ამბობს გოგონი, წაბილწული სული გაქვთ, სწორედ თქვენაირები აქეზებენ დღევანდელ და მომავალ თაობებს. -მომავალი თაობა კი , არა ჩვენი თაობაა დაღუპული თქვენნაირების გამო ბოლოს კი ვეცადე გამეღიმა მისთვის ირონიულად. ცდილობ,ჰო ვცდილობ !გავუღიმო ძალით ბედნიერ და ულმობელ სამყაროს,შევინარჩუნო და გულში გამოვამწყვდიო სიძულვილისა და ზიზღის მანქანა,რომელიც წარმოდგენებში ყველას სიკვდილს უქადის.ზოგჯერ ყველანი იმ წიგნებივით ვართ ,რომლის დასრულება არასდროს უნდება თავგამოდებულ მკითხველს,სიამოვნებს განცდილი ემოციები და კიდევ და კიდევ უფრო და უფრო მეტის გაგება და შეგრძნება სურს. ხშირად კი სანაგვეზე გადაგდებული ,უვარგისი მაკულატურაა ჩვენი ცხოვრება,განცდები,ადამიანობა და როგორც ჩვენ ვუწოდებთ უზადო და ყველაზე სათნო გრძნობა სიყვარული, ყველაზე მეტად კი მეტადონ კურსს გავლილ, კვლავაც ლომკა აყოლილ ნარკომანივით ,ვუყურებთ ვითომ ფერად ,ხალისიან, ვარდისფრად აჭრელებულ სამყაროს ბრჭყალებში ნათქვმი გვიხარიათი ვაგრძელებთ, მე-100 ხარისხში აყვანილ ნაძირალებით სავსე, კახპა ცხოვრებას,და ხვდები აღარც ის ყველასგან ნაბაქები შემოქმედი გრძნობს იმ ტანჯვას, რასაც შენ განიცდი თითოეული ადამიანი მწუხარებისა და ტკiვილის გულთან ახლოს მიტანის დროს !საკუთარს რომ საერთოდ შეეშვათ, ჩვენსავე პიროვნებაზე,შინაგან არეულობასა და მოუწესრიგებლობაზე საუბარს და ქაოსში დავრჩეთ ,მთელი არსებით! ალბათ არც არის გამოსავალი, ვიცხოვროთ მაქსიმუმ 70 წელი და მოვწყდეთ რეალობას... რის ან ვის გამო გამოვივლით ამ ყველაფერს??! საქმე ისაა რომ ,მარიონეტული გასართობია ეს ყველაფერი,რომელიც უაზრობის უმაღლესს ნიშნულამდე აღწევს და სხვა არაფერი. მანქანის კარს ვაღებდი,როცა ის დაწვა კარის სახელურს -მე თქვენ ამ სიცილს არ შეგარჩენთ! -დედათქვენთან მიდით, დღეს ალბათ არ გასაუზმათ და ჩემზე ანთხევთ ჯავრს,იქნებ ფული არ მოგცათ რომ თქვენი იაფასიანი სიგარეტი გეყიდათ -რას კადრულობთ? -მაპატიეთ,მაგრამ უცნაური თვისება მაქვს მიუხედავად იმისა,რომ მწეველი არა ვარ. სუნით ვანსხვავებ სიგარეტებს. ცუდზე ცუდად ვხვდები, თქვენ კიი... ოჰ მომიტევეთ იქნებ თქვენს სანაქებო პიროვნებაზე მეწყება გულზიდვა და ჯერ კიდევ არ ვიცი, ახლა მოკლედ რომ ვთქვათ გაცნობიერების პროსცესში ვარ _“რას ბოდავს“ იყო ჩუმი საუბრები ირგვლივ, რა გულისამრევი სცენა იყო ეს რა უბედურება გადავიტანე,განა რამე დამაკლდა ამით უბრალოდ იმდენად ბანალური სიტუაცია იყო,რომ გულისარევაც კი არ იქნებოდა ზედმეტი. იმ კაცს კი სახე აუწითლდა, ჭარხალივით გაწითლდა, მე კი კარის სახელურიდან ავაგლიჯე, ამასობაში მარიამიც დამეწია და კიდევ ჩვენი ერთი ნაცნობი ბიჭი,რომელიც ჩვენთან სცენარისტია. რომ ჩავჯექი ღრმად ამოვისუნთქე ეს რა იყო ღმერთო ჩემო, ვინ ჯანდაბა იყო ასეთი, -არა ანისია რა გააკეთე ხვდები ? -ეს როგორ ილაპარაკე გოგო? ჩემთვის ვიყავი ფიქრებში წასული და ვფიქრობდი ერთ რამეზე საზოგადოებაზე, ხალხზე,რომელიც იქ იყო ჩემთვის შეკრებილი, წარმოვიდგინე როგორ ვყავდი ამ ხალხს მსხვერპლშესაწირად გამზადებული და უცბად მოვითხოვე რომ მეთქვა უკანასკნელი სიტყვები,რომელიც დაახლოებით ასეთი იქნებოდა საზოგადოება! თუ კიდევ არსებობს ამ იდიოტ ქვეყანაში ეს სიტყვა და საერთოდაც რომელიმე თქვენგანს ესმის რა არის ადამიანის ნამდვილი ასე ვთქვათ ‘ დანიშნულება“ მოდი ამ დანიშნულებას ისე მოვახდუნოთ 3 მძიმე,როგორც თქვენ ხართ საცოდავები,ამაზრზენები და გულისამრევები. იშვიათობა უყურებდე ადამიანებს და თითების გარეშეთად შეგეძლოს გულზიდვის წარმოება,თან ისეთი თვალშისაცემი სიჩქარით რომლის წარმოდგენა ნამდვილად ძნელია, შემდეგ კი გიჟის იერით იცინო ისტერიულად იქამდე სანამ რომელიმე ხმის იოგა არ გიღალატებს და შენი ტემპის შენელებას მოგთხოვს, არადა და რა დროს სიცილია მხოლოდ უნდა იტირო ცხარე ცრემლებით ამ დამპალ სოციუმზე,მათ ახირებესა და ოხ თავში ავარდნის ზეშემყრობელ სინდრომზე, არა და რა მომაკვდინებლად უაზრობის პიკია ეს ყოველივე, თუნდაც, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით ყოველდღე ერთი და იგივე ნიღბები,არანაირი ფანტაზია,არანაირი გარდასახვა ,ქუჩაში ვხვდები ერთი მეორეზე უარეს ნაგვებს, თუმცაღა მარტო ქუჩაში რომ ვხვდებოდე, სულიერად კრეტინებს. ფემინისტობას, ლიტერარტურას, მსახიობობას,მომღერლობას და ა.შ ა.შ შეფარებულ ბრჭალებში საზოგადოების ბირთვს, მაშინ არც არაფერი მოხდებოდა, არც ისეთი ირონიული სიცილის წარმოებელი გავხვდებოდი ,როგორც ამ მომენტებში ვარ და არც მომინდებოდა 10 მცნებიდან „არა კაცთ კვლას“ დარღვევა,მაგრამ რომ ვუფიქრები არიან კი ასეთი გადაკოპირებულ,დადუბლიკატებული მასის უაზრო წარმომადგენლები ადამიანები,ინდივიდები და თუნდ კაცები ? ე.ი ფიზიოლოგიური თვალსაზრისით პასუხი დადებითად ჟღერს,ხოლო სხვა კრიტერიუმები კი რატომღაც გადამოწმებას საჭიროებს. ნუ რაც არის არის, ალბათ საზოგადოება მართლაც იტევს ინდივიდუალურობა დაკარგულს,გადაკოპირებულს, არაფრისგან ვითომ ყველაფერ ხალხს. მე კი ... ოხ მე არაფრით ვარ მათზე მეტი, მაგრამ, მაგრამ და სამი წერტილი ალბათ უაზრო მონოლოგის არალოგიკური დასასრულიც გარანტირებულია და მხოლოდ ეს არის რისი მობოდვაც დღეს მომინდა და მეტი სხვა აღარაფერი. და ამ სიტყვების თქმასთან ერთად მე გადამიძახებდნენ უკიდეგანო ლავით დაფარულ უფსკრულში -ანისია გესმის ჩემი რასაც გეუბნები? -ხო რა ხდება ჩავფიქრდი -სახლში დაგტოვებ და წავალ მე ხომ არ გეწყინება ნიკა უნდა ვნახო ჩვენს სცენარისტ კობას მივუტრიალდი, არ ვიცი რატომ მაგრამ როცა მარიამთან ვიყავით ხმას არ იღებდა და არც მე მაძლევდა უფლებას მესაუბრა მასთან . თვალებით ვანიშნე წამოვიდოდა თუ არა მან უარის ნიშნად თავის გაიქნია -ვინ იყო ის კაცი იცი მარიამ ? -ვინ კაცი? -რომ ვეჩხუბებოდი -ეს კაცი ყველაფრის უფროსია,ეგაა მთავრი ამ კინო ინდუსტრიაში,მასზეა დამოკიდებული შენ ვინ ან რა იქნები იყო დათოს პასუხი -არ ვიცი არ დამინახიხართ მიპასუხა მარიამმა -გასაგებია ანუ ყოფილი მსახიობი გავხდები. დამუხრუჭება...ეჭვის მზერა...მოვედით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.