შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(10)


20-02-2017, 11:50
ავტორი lile-eli
ნანახია 2 636

ლილე გელოვანო ძალიან სულელი ხარ! ისეთი როგორიც ყველა ქალი, რომლებსაც შენ თვითონვე კიცხავ, ეს რა ქენი, ან რას აკეთებ?! საპნის ოპერას დაამსგავსე შენი ცხოვრება!

10.
საპირფარეშოში სარკესთან ვიდექი და საკუთარ თავს ვლანძღავდი ოღონდ
გონებაში, მე ხომ ხმამაღლა არაფერს ვამბობ.. სალო შემოვიდა მომიკითხა:
-ელი როგორ ხარ?
-ცუდად, ძალიან ცუდად!..
-წავიდეთ?
-მე წავალ!
-არა ელი ვიტყვი, რომ ცუდად ვარ და შენ გაყოლას მოვითხოვ, ასე აჯობებს.
-შენ არ გინდა დარჩე?
-არა ელი ძალიან დავიღალე, თან პატარა ძალიან მაწვალებს, თითქმის აქ ვარ ნიჟარასთან და ვერაფერი ვერ ვნახე ნორმალურად.
მუცელს მიეფერა.
-კარგი მაშინ ძიას ვუთხრათ წაგვიყვანოს.
ისე წამოვედი მხოლოდ საბას და დიტოს დავემშვიდობე.. ანას და დიტოს ამბავი, ქორწილის სახით მომავალი წლის ზაფხულამდე არ იქნება რადგან, ორივე დაამთავრებს სწავლას და მერე შეუდგებიან ოჯახურ ცხოვრებას.. მანამდე როგორც დანიშნულიები ისე იცელქებენ.. ძიამ სახლში მიგვიყვანა, მამიდასთან ავედი მეც, ისე ცუდად ვიყავი არც გამომიცვლია დივანზე დავწექი, გიგიზე ფირი და მისი კოცნა ბუსუსებს მაყრიდა ტანზე, ამ ფიქრებში მყოფი გავითიშე..
ასე ჩევულებრივად, ჯიუტად მივყვებოდი დინებას და ერთდღესაც მართვის მოწმობის აღება გადავწყვიტე, რადგან ძია რომ წავა მანქანას მე ჩავიბარებ.. უფრო სწორად გიგის უნდოდა, რომ მართვა მცოდნოდა და ამას ოფიციალურ სახეს მივცემ.. ერთ დღესაც გამოცდაზე წავედი, რუსთავში მისულს ჩემი კურსელი ნათია დამხვდა იქ სადაც რეგისტრაცია გავიარე და ყველაფერი კარგად ამიხსნა, მოკლედ თეორია ჩავაბარე.. პრაქტიკულ გამოცდაზე, რომ გავედი ჩავიჭერი და ძალიან მეწყინა, შემთხვევით გავიგე, რომ დამატებით თუ გადავიხდიდი თანხას ისევ შევძლებდი გამოცდაზე გასვლას.. რა თქმა უნდა ასეც მოვიქეცი, ჩავაბარე კიდეც, ნათია დამპირდა მოწმობას ჩამომიტანდა და მეც გახარებული წამოვედი რუსთავიდან..
მამიდას და ძიას წასვლა გადაიდო, რადგან ანსტასიას “ბატონები მოუბრძანდნენ”, ამიტომ შვებულების “ბონუსიც” გამოიყენა ადამ, პატარა და სალო ჩემთან იყვნენ, სადილებს მამიდა თავისთან აკეთებდა და გადმოჰქონდა.. სამსახურში პირველ ოქტომბრამდე მომიწევდა სიარული, ყოფილი თანამშრომელი პატარას აჩვევდა სახლში დარჩენას, მეც ნელ-ნელა გადავაბარებდი საქმეს და უნივერსიტეტში სრული დატვირთვით ვივლიდი.. თუმცა იქამდე ჯერ კიდევ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი..
დილიდან ძალიან დატვირთულად დაიწყო დღე, ერთმანეთს ვერ ველაპარაკებოდით, ანა კი ძალან ღელავდა, კითხვაზე რატომ ვერ გვიპასუხა და ტელეფონმაც დაურეკა.. გაყრუებელმა კივილმა პანიკა შექმნა, ანას გული წაუვიდა და თამომ დაიჭირა, მოასწრო სკამზე დასმა დაცვაც მოგვეშველა, მე ტელეფონში ვცადე სიტუაციის გარკვევა.. მისმა უმცროსმა ძმამ ბიძამისის გარდაცვალების ამბავი მითხრა.. ისევ სიკვდილი, ისევ პრობლემები.. მისამართი გამოვართვი და დიტოს ვურეკავდი არ მიპასუხა, საბა საერთოდ გამორთული იყო, ისევ დიტოსთან ვცადე.. გიგიმ მიპასუხა..
-ანუშკა როგორ ხარ? დიტო მალე მოვა ტელეფონი დარჩა..
-გიგი როგირ ხარ?
-ლილე? შენ როგორ ხარ? რა მოხდა?
-ანას ბიძა დაეღუპა ძალიან ცუდაა და იქნებ მოხვიდეთ.
-კარგი ეხლავე გამოვალ.
-კარგი.
დიტო და გიგი ძალიან მალე მოვიდნენ, ანა შოკში იყო ისევ.. მამის ძმა, განსაკუთრებით უყვარდა როგორც ანას, ასევე ბიძამისს, ანასთვის ის იყო “კუმირი” მას შვილები არ ყავდა, ამიტომ ყველაფერს ანას და მის ძმებს უკეთებდა.. პატარა ბიზნესი ჰქონდა და რამდენიმე ბინა ბათუმში, ამით იმას ახერხებდა, რომ ანას ცხოვრება ძალიან ლამაზი და ფერადი ყოფილიყო.. ეს ანამ კარგად იცოდა. ყველაფერს აკეთებდა ძიასთვის ესიამოვნებინა, დიტო პირველად მას გააცნო, ანამ დაკარგა შეუცვლელი მეგობარი, ბიძამისის სახით.. გულის შეტევით დაიღუპა.. ჩემთვის იმდენად მტკივნეული იყო ძალიან გამიჭირდა და ვერ შევძელი, პანაშვიდზე მისვლა, ტელეფონზე ვურეკავდი ხოლმე, საბას დაჟინებული თხოვნით, დაკრძალვაზე ძალღონე მოვიკრიბე და წასვლა გადავწყვიტე ერთხელ ეგეც ხომ უნდ შევძლო.. იმ დღეს ვისვენებდი, მაგრამ სამსახურში მაინც მივედი, რადგან თანამშრომლებთან ერთად გადავწყვიტე წასვლა დაკრძალვაზე.
დილიდან წვიმდა.. ცაც ტიროდა ანასთან ერთად.. სამუდამოდ განშორების წუთები ყველაზე გრძელი და ამავდრულად მოკლეა.. გული საშინლად დამძიმებული მქონდა, მაგრამ საბას დავპირდი, ანასთანაც ცუდად გამოვა იცის მიჭირს, მაგრამ მაინც.. ყავის შემდეგ, მამიდას ჩამოტანილ განახლებულ გარდერობს მოვავლე თვალი.. შავი კლასიკური, მაღალ წელიანი, გაშლილი შარვალი, ღია ცისფერი პერანგი მოვირგე, საყვარელი ფირმის შავი ტუფლიც, ამჯერად მაღლები.. ოდნავ გრძელი შავი ლაბადა ავიღე ხელში, პერანგის ფერის კლასიკური ჩანთა შარფით გაფორმებული დავიჭირე და გასვლისას ანასტასიას ვაკოცე ძლივს დაიძინა, ისე წუხდა მთელი ღამე. მამიდამ გულში ჩამიხუტა.. სალოს და საბას შევუთანმხდი, რომ იქ ვნახავდი..
ტაქსიდან გადავედი, გარეთ იდგნენ უკვე ყველანი.. თამო შეყვარებულთან ერთად, ბატონი პაატა, ოქრო მენეჯერი და კიდევ რამდენიმე თანამშრომლები, ვიცას თავისუფალი დრო ჰქონდათ.. მივესალმე ყველას და მანქანებში გადავნაწილდით, მე ლევანის მანქანაში ჩავჯექი, თამომ გაოცებულმა შემომხედა წინა სავარძლიდან..
-გაიგე რა თქვა პაატამ? (თამუნა)
-არა. რა უნდა გამეგო? (ლილე)
-ჩვენს „ოქროს“ ეუბნებოდა და შენ გიყურებდა, ერთი შეხედე რა გემოვნება აქვს ჩემ ბიჭსო.. და ისე კმაყოფილი იღიმებოდა.. (თამო)
-კარგი რა თამო საიდან მოიტან ხოლმე?
-რას ელი? აუ ლევან ხომ გაიგე რომ ასე თქვა?
-მართლა ასე თქვა, მაგრამ ვინ იგულისხმა არ ვიცი..
დაეთანხმა ლევანი.
-ელიზე თქვა გეფიცები.. (თამო)
-აუ თამო მორჩი! ჯერ ერთი მის ბიჭს არ ვიცნობ, მეორეც არ მაინტერესებს!
გაბრაზება შემეტყო, ლევანმა სცადა ჩარევა..
-ასე რატომ ბრაზობ ელი? იქნებ ის ბიჭი გიცნობს?.
-ეს კიდე უარესი! ლევან, ყოველთვის სხვისან ვიგებ ვიღაცას, რომ მოვწონვარ და არ მსიამოვნებს!
-აბა, ვინც გითხრა იმას გაურბიხარ და რა ქნას ამ ხალხმა?..
-თამარ მეტრეველი გაჩუმდებაა თუ!?..
-კარგი, ჩუმად ვარ..
დასჯილი ბავშვივით ჩაილაპარაკა.. ლევამა ისე გემრიელად გაიცინა მეც ვერ შევიკავე თავი.. პლატოზე მივედით, და გული უფრო დამიმძიმდა.. ძილიერმა წვიმამ გვერდი იცვალა და ჟუჟუნა წვიმით ცდილობდა ჩვენს დასველებას.. შინაგანმა კანკალმა იმატა, როცა მანქანიდან გადმოსულმა გიგი დავინახე მეგობრებთან ერთად.. სამივე მივედით სანამ კოლეგები შემოგვიერთდებოდნენ, მოვიკითხეთ ყველანი გადავკოცნეთ ერთმანეთი.. ისევ ის სუნი! რომელიც მაღიარებინებს რომ ვარ სუსტი!.. (საკუთარ თავთან მხოლოდ) ლილე გელოვანს ამპარტავნება შეპარვია სულშიც და ხორცშიც. ეს კი წერის დროს შევამჩნიე.. მოკრძალებით მოვიკითხეთ ერთმანეთი, ყველას მზერა ჩვენსკენ იყო მომართული, ერთმანეთს ღომილი გავუცვალეთ და ბატონი პაატაც შემოგვიერდა, გამარჯობა თქვა და განაგრძო გზა, ღრმად ამოვისუნთქე, სუნთქვა შევიკარი და გავუდექი გზას.. საბას ხმა მომესმა..
-ბიჭებო დამელოდეთ, ელის ავყვები და მალე მოვალ.
დამეწია მისკენ შემაბრუნა შუბლზე მაკოცა და ჩემი ხელი თავისასში მოიქცია, მე თავი მივადე მხარზე.
-შენთან ვარ ნუ გეშინია!
მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე, ბოლო შევედი სამძიმარის სათქმელად, იქ მისული რომ დამინახა ანამ, წამოხტა და დაიკივლა..
- ძია ნახე! ლილე მოვიდა, მან იცოდა როგორ მიყვარხარ და მოვიდა!..
ისე მაგრად მომეხვია, ცრემლებმა თავისით იწყეს სვლა.. ტკივილის გაზიარება არ გამჭირვებია.. საბა კარებთან დადგა..
-იცი ძია ელისთვის რა ძნელია აქ ყოფნა?.. ჩვენთვის მოვიდა, ჩემთვის..
-კარგი ანა დაწყნარდი, გთხოვ.. წამო გარეთ გავიდეთ ცოტა ხნით..
-სად წამოვიდე ლილე სად?..
-ანა ცოტა ხნით გარეთ გამოდი!
ცოტა მკაცრად მომივიდა, მაგრამ გაამართლა გამომყვა უხმოდ.. გარეთ გასულებს დიტომ გაოცებულმა შემოგვხედა. ანას გაყვანა რომ მოვახერხე.
კიბეები ამოირბინა და მიეხუტნენ ერთმანეთს
-ჩემო სიცოცხლე, ნუ ტირი გთხოვ..
გულში სითბო ჩამეღვარა.. გავუღიმე და გავეცალე, კიბეებზე დავეშვი კერძო სახლის ეზოში ბევრი ხალხი იყო, როგორც იციან “ჭორაობდნენ” კიდეც და ანას სამეგობროს შეფასებებს უკეთებდნენ. “პოზიტიური ჭორები” ისმოდა.. კიბის ბოლოს თამო მომიახლოვდა.
-რა ფერი გაქვს, ცუდად ხარ?
-ცოტა კი.. მაგარამ მიხარია, რომ შევძელი.
ბიჭებთან მდგარ ბატონ პაატასთვის გვერდი უნდა აგვერა, რომ შეგვაჩერა..
-ლილე, თამუნა მოიცადეთ! ჩემი შვილი და შვილობილი უნდა გაგაცნოთ!
თამუნამ ჩაიცინა და იდაყვი მკრა.. გამეღიმა, გავიფიქრე ამას რა გაუძლებს აწი.
-რატი, გიგი, გაიცანით ლილე და თამუნა.. გოგონებო რატი ჩემი შვილია, გიგი კი ჩემი ნათლული, რომელიც შვილზე მეტად მიჯერებს და როგორც ვიცი იცნობთ..
პაატას გამომცდელად ჩაეღიმა.. ხელი გავუწოდეთ, ახლად გაცნობილს სიამოვნების გამომხატველი სიტყვებიც გავუცვალეთ, სიუს მომაკვდინებელი ღიმილის საპასუხოდ, მეც გავიღიმე და რატიმ დიტოს მსგავსად სიტუაციის გამხიარულებას შეეცადა..
-მამა გოგონებს მაცნობ და მლანძღავ?.. არადა სანამ რამეს იტყოდი ორივეს მოვეწონე, ახლა კი ზედაც არ მიყურებენ.
მე კი, ღიმილის მიღმა, ყველაფერი გავიაზრე გონებაში.. ბათუმში გაშვების, გიგის ხუმრობის და ყველაზე მთავარი სამსახურის შემოთავაზების მიზეზები, იყო გიორგი ლომიძე, დირექტორის ნათლული.. ლილე გელოვანს კი ეგონა რომ მოეწონათ მისი საქმიანობა? სიმწრით გამეღიმა და გიგის ისე შევხედე თვალებში ალბათ უტიფრად, რადგან თვალები ისე დახუჭა რომ მიხვდა, რასაც ვგრძნობდი.. სიგარეტის მოწევა დაიწყო, მე კი უხმოდ გამოვეყავი და სალოსთან მივედი შეწუხებული სახით იდგა საბას ეყრდნობოდა..
-ელი რა გჭირს?
ორივემ გაოცებულებმა შემომხედეს.
-არაფერი.
-ელი როგორ ხარ? (დემეტრე)
დემეტერე და მარი ეხლა შემოგვიერთდნენ, დიტო და ანაც მოვიდნენ.
-კარგად თქვენ?
თამო და ლევანიც მოგვემატნენ.. ოქრო მენეჯერმა მოგვაკითხა და გვკითხა წავიდოდით თუ არა, თამომ თავაზიანი უარით გაისტუმრა. ბიჭები სრული შემადგენლობით მოგვემატნენ, თემოს მზერამ გამაღიზიანა და გიგის ჯავრიც მასზე ვიყარე ისე ვუყურებდი. თვითონვე იუხერხულა, თვალები ამარიდა.
-ანა მე წავალ რა..
მომეხვია და მადლობა მითხრა, სანამ ანას ვამხნევებდი, სალომაც გამოთქვა სურვილი..
-საბა მეც გავყვები ელის, პატარა ცოდოა, თან მეც ცუდად ვარ.
-კარგი ჩემო სიცოცხლე, მაგრამ მე ვერ წამოვალ, მალე გამოსვენება იქნება.
-არაუშავს ტაქსით გავალთ.
-რატო ტაქსით? ჩემი მანქანით წადით, მე დიტო მომიყვანს.
-მე ვერ დავჯდები საჭესთან, მუცელი ძალიან დამეჭიმა..
-ელი წაგიყვანს, ხომ დაჯდები?..
თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე.. სიბრაზის ბურთი ჯერ კიდევ ვერ გადავყლაპე იმხელა იყო.. გასაღები გამოვართვი ყველას დავემშვიდობეთ.. იქვე მდგომ მანქანას მივუახლოვდი, სველი ლაბადა გავიხადე და საჭე ისე მოვირგე, ცოტა სარკე შევასწორე, გიგს ყურებით გავედი მოსახვევიდან.. Royksopp - Here she comes again-ს ავუწიე და ისეთი სისწრაფით წავედი, სალომეს მზერამ მიმახვედრა.
-ბოდიში სალო, გავერთე..
გადაიხარხარა და დაცინვა დაიწყო.
-თვით გელოვანის ქალი სისწრაფეზე ბოდიშს იხდის..
ჩემი მხიარული გოგო.. ყოველთვის ახერხებს “გამაცინოს”..
-ახლა ის მითხარი რა მოხდა?
-არაფერი.
-ჰმმ..
-იცოდი გიგი პაატას ნათლული რომ იყო?
-ვინ პაატა, შენი უფროსი? არა. ეგ როგორ?
-აი ისე, პაწუკას რომ გააჩენ და მერე დიტო მოგინათლავს.
გავიცინეთ ორივემ, მე კი ამოვიოხრე და გავაგრძელე..
-ახლა ნამდვილად არ დავრჩები მანდ!
-რატომ ელი?
-რატომ და ხვდები რა გამოდის? ჩემი საქმიანობა კი არ მოსწონს ბატონ პაატას და ქალბატონ “ოქრო მენეჯერს”, არამედ ის რომ გიგიმ სთხოვა..
-არა გიგი მაგას არ სთხოვდა.. ისე კარგად გიცნობს! დარწმუნებული ვარ ის არ სთხოვდა.
-არ ვიცი.. მეწყინა! გიგისგან თუ არა პაატასგან მაინც.
-აუ რა კარგები იყავით, შეამჩნიე ერთი ფერის პერანგები რომ გეცვათ?
-კი.
სიხარულისგან მემგონი გავწითლდი.
-პიჯაკი როგორ უხდებოდა?.. არა ერთმანეთს უხდებით!
ისე გავხედე, თვითონვე გააგრძელა, თითქოს თავს იმართლებდა..
-ყველა თქვენ გიყურებდათ, მართლა..
ღიმილით ვუპასუხე მხოლოდ, სახლში მივედით, ანასტასიას სიცხე ჰქონდა და წუხდა დედას ჩაეხუტა და ოთახში შევიდნენ, მე კი ჩამოვჯექი დივანზე თავი უკან გადავდე, ფიქრებისთვის მოვემზადე მამიდას ხმა მომესმა..
-როგორ ხარ მამი?
-კარგად.
-გიგი ნახე?
-კი.
-როგორ შეხვდით?
-როგორც ყველას.
კალთაში ჩავუდე თავი და ჩუმდ ცრემლები მოვიწმინდე.. მე დივანზე ვწვებოდი, რადგან ანასტასიას ჩემი ოთახი მოვუწყვეთ, როგორც მას სჭირდებოდა.. დილის სამი საათი იყო გამეღვიძა და ანასტასია ტიროდა, სიცხისგან იწვოდა და სალო პანიკაში იყო უკვე..
-ანასტასია, რატომ ტირი?
ვკითხე და ჩავიხუტე, სიცხისგან ხელის გულები მეწვოდა ისე ცუდად იყო ბავშვი.
-ელი სენ ხომ ეტვი?
-ვეტყვი, ვის უნდა ვუთხრა?
-გიგი დია მოვიდეს ლა?
-ესენი დამპილდნენ და ალ უთლეს..
-დედი დიტო ძია ხომ მოდის?
სალომ სცადა თავის მართლება.
-მელე ალ მენატლება ლო მოდის. მე გიგი დია მინდა!
-გიგი ძიას ხვალ დავურეკავს მამიკო და მოვა. ხომ იცი, რომ მოვა?
-მელე აქლა დაულეტეთ!..
-ანასტასია, ჩემო ლამაზო, ახლა ძალიან გვიანია და შეეშინდება. ხვალ
დილით მამა დაურეკავს და მოვა.
საბას შევხედე თვალებში და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. პატარა მომეხუტა და ალბათ სიცხის დამწევმაც იმოქმედა ძილს მიეცა, ხელები მომხვია ყელზე, ოთახში შევედით. არ გამიშვა, როცა ვსვამდი საწოლზე.
-გინდა დედა მოვიდეს?
-ალა, პატალას ეტინება და თოდოა თემი ბა..
-ჩემი ჭკვიანო გოგო ხარ!
სალოც ცოტა დამშვიდდა და ოთახიდან გავიდნენ ყველანი.. დილით სამსახურში წასვლისას, მამიდას დავემშვიდობე და ვთხოვე:
-მამი, ანასტასიას გამო გთხოვ, ნუ ნერვიულობ რა..
-არ ვნერვიულობ ჩემო გოგო.
თავზე მაკიცა.
- ადა, თუ ვერ შეძლებ შეხვედრას, შენთან იყავი და მეც იქ მოვალ.
-კარგი ჩემო სიცოცხლე, მიყვარხარ!
-მეც.
ვაკოცე, მისი ცრემლიანი თვალები გულს მიკლავდა.. სამსახურში მისულს თამომ სცადა მომხდარის (ნათლია ნათულისი საკითხის) განხილვა, მაგრამ ჩემი გამომეტყველებით მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო.
დამღლელი დღის შემდეგ სახლში მამიდასთან ავედი, არ დამხვდა, გამიკვირდა ნუთუ მამიდა იქ არის? ნეტა გიგის არაფერი უთხრას. არ აწყენინოს რამე.. არა ასეთიც არ არის ჩემი ადა, მაგრამ მაინც ავუჩქარე ნაბიჯს და ჩემთან მივედი..
..სახლი მთლიანად მორთული იყო, არ ვიცი საოცრად ლამაზად, ჩემი პატარა შემომეგება ისე კარგად გამოიყურებოდა მეგონა ავად საერთოდ აღარ ყოფილა, მომეხვია და აღფრთოვანებული ამბობდა.
-ელი! ელი! იცი მოვიდა გიგი დიამ მოთო კელაფელი და მიმგელა.. იცი ლა მიმგელა “მასაა დათის” სიმგელა, მე რომ მიკალს.
მამიდას თვალებზე ცრემლების კვალი ისევ ეტყობოდა. პატარას ვაკოცე.
-შენ უკვე კარგად ხარ, ხომ?
-ტიი იცი ჩვენ ლომ ნატინი ვტამეთ ის მომიტანა, მე ცილზე მოუსვი და იცინა. საჩულება გაჩენო?
-აბა მაჩვენე.
გაიქცა ოთახში. მამიდა ჩამომიჯდა თმაზე ხელი გადამისვა. ცრემლიანი თვალებით დაიწყო საუბარი:
-ჩემი ლამაზი, ჭკიანი გოგო ხარ დედი! ვამაყობ შენით. ყოველთვის ვიცოდი შენი არჩევანით ვიამაყებდი..
-მიყვარხარ მამი!..
-მეც მიყვარხარ დედი.
ვაკოცე ლოყაზე და მისი ხელებით ტკბობა დავიწყე.. ანასტასიამ ყვირილი დაიწყო:
-ელი მოდი საჩულებს ველ ველევი!..
საჩუქრები დავათვალიერეთ ვითამაშეთ კიდეც, ანასტასია ნელ-ნელა გამოკეთდა მამიდა და ძია გავაცილეთ ამერიკაში.. ბევრიც ვიტირე, წასვლის სურვილი გამოვთქვი, მაგრამ ადამ იმ წუთასვე ჩაკლა ეგ სურვილი, რადგან დედაჩემის ოცნება ხომ “ჯავახიშვილის” დიპლომი იყო და მამას დაპირდა ამ ოცნებას აუცილებლად აასრულებდა.. სწავლაც დაიწყო, ნათია ძალიან მეხმარებოდა სიტუაციაში გარკვევას. მოკლედ კრედიტებისა და გამოცდებისთვის მზადებას შევუდექი.. უნივერსიტეტშიც ქუდით დავდიოდი, პერიოდულად სათვალით, როცა თვალები საშინლად მქონდა.. ამის საფუძველი კი იმან განამტკიცა, რომ ლექციების ბოლოს აუდიტორიაში შემოვიდა ერთი გოგო ცოტა მამაკაცური, აი ისეთი გოგონები, რომ მოსწონთ.. მე და ნათია ვიყავით დარჩენილი კონსპექტებს ვაგროვებდი ჩანთაში ჩასალაგებლად, ის კი მელოდებოდა..
-ნათია მარტო დაგვტოვე ლილესთან მინდა საუბარი!..
-ვინ ბრძანდებით?
გაკვირვებულმა ვკითხე.
-მე მაია ვარ!
-არ გავალ მაია აქ ვიქნები!..
უპასუხა ნათიამ.
-კარგი როგორც გინდა. ლილე მე შენთან წინადადება მაქვს!
-გისმენ.
-ძალიან მომწონხარ და მინდა ჩემი „მეგობარი“ იყო.
გამეღიმა მაგრამ არაფერი მითქვამს, ვაცადე რას იტყოდა.
-მოკლედ ვიცი ჭკვიანი გოგო ხარ და მიხვდები, მე მხოლოდ მეგობრობა არ მინდა. ჩემი წესები მაქვს ურთიერთობებში, თუ ჩემი “საყვარელი” იქნები შენს ცხოვრებაში სიტყვა პრობლემა არ იარსებებს!
-ასე პირდაპირ და უცერემონიოდ, რომ მეუბნები მომწონს! რადგან მეც იგივეს გავაკეთებ და გეტყვი რომ არა!.
სახე აელეწა, მასაც და ნათიასაც.. ვიგრძენი რომ “შარი” არ ამცდება..
-მომისმინე გოგნი! ახლა რაც თქვი ჩავთვლი, რომ არ გითქვამს. მე დროს მოგცემ, თუნდაც იმიტომ რომ ჩემზე რაღაცეები გაიგო და მერე მიიღე გადაწყვეტილება! ოკ? პკ!
-ნათი, დამემუქრა ხომ?
-აუ ელი ეს რა “შარში” ხარ იცი?
-ვინ არის?
-ეგ არის მაია გვარი არ მახსოვს.. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს მეოთხე კურსელია და ისეთია რა.. ბიჭებიც ყავს და გოგონებიც. ზოგი შიშით, ზოგს მართლა მოსწონს, რამდენჯერმე ვიღაც დაჭრა კიდეც, მამიკოს ბევრი ფულებით აგვარებს პრობლემებს.. ჩემთანაც სცადა შარშან, მაგრამ რომ გაიგო ერეკლეს შეყვარებული ვიყავი შემეშვა, საერთო მეგობარი ყავთ და შენზეც ვეტყვი, რომ თავი დაგანებოს.. მოკლედ ეგ რომ სწავლას დაამთავრებს მთელი უნივერსიტეტის რექტორატი იზეიმებს ალბათ.
-ეგ „მათე ბიჭი“ მაკლდა რა.
-ვინ გაკლდა?
სიცილს ვერ იკავებდა ნათია. მეც გამეღიმა.
- „მათე ბიჭი“, ქართული ფილმიდან.
-უი ხო, რა მაგარია.. ისე ლილე, სულ ქუდით რატომ დადიხარ?
-წამო რა წავიდეთ.
რამდენიმე დღის შემდეგ, ლექციები დასრულდა, წინა წლის რამდენიმე შუალედურიც დავწერე.. ერთმა ლექტორმა ფსიქოლოგიურ პროექტზე ჩემი და ორი გოგოს იდეები მოიწონა და შემოგვთავაზა პროექტში მონაწილეობა, რომელსაც თავის შვილი ამზადებს, ის კი დოქტორანზურას ამთავრებს. ჩვენთვის ეგ ერთ-ეთი წინგადადგმული ნაბიჯია. ნათია იმ დღეს არ იყო და მარტომ ავიღე გეზი სახლისკენ. გასასვლელი კარის გაღებისას მკლავზე უხეშად მომკიდა ხელი ვიღაცამ, შემაბრუნა თავისკენ მაია იყო.
-რაო ლამაზო შეგეშინდა?
-არა.
-აბა რატომ სთხოვე მეგობრებს დახმარება?..
ხელი ამიკრა “კეპკიან ქუდზე”..
-არავისთვის არაფერი მითხოვია!
-როგორც გავიგე ჭკვიანი ხარ და უარს რატომ მეუბნები? შედეგზე არ გიფიქრია?
სახეზე აპირებდა თითის ჩამოცურებას და მაჟა დავუჭირე..
-მაია თავი დამანებე გთხოვ..
-ასე არ გამოვა!
ქუიდ მომხადა და გადაუქდო “დამქაშებს”. მათ სიცილზე სისხლი ამიდუღდა არ ვიცი რატომ არ შემეშინდა, ახლა მიკვირს. მითუმეტეს ყველაფერზე წამსვლელი გოგო იყო და ეს ვიცოდი.
-ეგ არ უნდა გექნა! უთხარი დამიბრუნოს!
-მიდი და გამოართვი! ან ძაღლობანა ვითამაშოთ?
დამცინავი ტონით მითხრა და ხელი ისევ წამოიღო მოსაფერებლად.. დავუჭირე გადავუტრიალე და მარჯვენა ფეხს მუხლში ამოვკარი ჩემი მარცხენა ფეხი, ისე რომ მოეხარა და გამომივიდა კიდეც.. ის, ისე დაიბნა ვერ მოასწრო გააზრება, რას ვაკეთებდი ან ჩემგან არ ელოდა. შემობრუნება შეძლო, მაგრამ ხელი ვკარი და დამნებდა, რადგან მისი ხელი ისევ მე მეჭირა. ალბათ ცოტა სტკიოდა კიდეც, გონებაში ფიქრობდა, ეს ვინ ყოფილაო, ან კიდე მოგკლავო არ ვიცი.. ჯიბის დანის გახსნის ხმა გავიგე. ღილაკზე რომ იხსნება, მისი მარცხენა ხელიც დავიჭირე და მართლაც დანა ჰქონდა უკვე გახსნილი.. წაქცეულს ზემოდან მოვექეცი, პირველ ხელს მუხლი დავადე, რომ არ გაეთავისუფლებინა და მეორე ხელზე გადავიტანე ყურადღება, იატაკზე რამდენჯერმე დავარტყმევინე ხელის ზურგი და დააგდო დანა.. ის ხელიც მუხლით დავუჭირე, უხეშად ვუთხარი:
-უთხარი მომცეს!
მანაც არ დააყოვნა, ანიშნა რომ მოეცათ. ქუიდი გამოვართვი.. დანა ავიღე და ყვირილის ხმაზე მივხდი, რომ წრე იყო შეკრული სტუდენტებისგან, არ ვიცი ალბათ ეგონათ დავარტყამდი.. დანა იატაკზე დავამაგრე წვერით, მხართან ახლოს და ვუთხარი ჩუმად..
-იმედია ვიდეოებს წააშლევინებ, რადგან შენს ავტორიტეტს ასე აწყობს!
ავდექი გამოვდიოდი და ყვირილი მომესმა..
-ლილე გელოვანი დეკანატში! შენც მაია!
აი ეგ კიდე “ფეიერვერკია”.. გავიფიქრე და გავყევით ზედამხედველს.. ჩურჩულით მითხრა..
-არ შეგარჩენ!
-მაია გაჩუმდი!
უყვირა ზედამხედველმა, ნეტა აქამდე სად იყო.. შევედით ოთახში რაღაცას გვსაყვედურობდა არცერთი ხმას არ ვიღებდით, დეკანიც მოვიდა. არ ვუსმენდი მათ საყვედურებს, არც რამის თქმას ვაპირებდი.. ვფიქრობდი ჩემს საქციელზე, ამდენი უარყოფითი ენერგიის გამო ჯავრის ამოყრა გადავწყვიტე, ისიც იმიტომ, რომ გამომიწვიეს.. ჯერ თემო ახლა, მაია ნუ ისეთი გოგო ვარ “თითებს ჩაიკვნეტ”.. გამეღიმა რადგან დიტოს სიტყვები გავიფიქრე..
-არა იღიმის კიდეც, თქვენ გოგონები ხართ?.. სასწრაფოდ ახსნა განმარტება დამიწერე და საბუთები მოამზადე ან სხვაგან გადადი ან კიდე საერთოდ წადი სასწავლებლიდან!..
-ვერ გავიგე? რატომ?
გამიკვირდა მაია ოთახიდან გავიდა და მე დავრჩი რეალურად დამნაშავე? თან ეს ქალი ისე მლანძღავს..
-გიკვირს კიდეც?
მივხვდი ჩემი საქმე ცუდად არის, პასუხი არ გამიცია და საბას ვურეკავდი, მას ხომ სულ გამორთული აქვს ტელეფონი.. იმ ქალმა მიბრძანა ტელეფონი გამომერთო და მისთვის მიმექცია ყურადღება, უფრო მეტად შემეშინდა.. პოლიციის განყოფილებაში მეგონა თავი ისეთი ამბავი იყო.. მერე ის დანა მოიტანეს ოთახში მაიაც მოვიდა, ისე დადიოდა დირექტორი გეგონებოდა.. სმს-ს გაგზავნა მოვასწარი და ტელეფონი გამომართვეს..
-“დიტო მიშველე.. პრობლემა მაქვს! დეკანატში ვარ.”
არ ვიცი ზუსტად როდის, მაგრამ მალე მოვიდა, ხმაური გავიგონეთ გარედან. საბა და დიტო შემოვარდნენ.. როგორც ჩანს თანაშემწე არ უშვებდა. ისე გამიხარდა საბას მოვეხვიე მომიკითხეს და მერე დიტომ გააგრძელა საქმის გარკვევა მე საბამ გარეთ გამომიყვანა და ცრემლები წამომივიდა.. არ ვიცი სიხარულის თუ შიშის.
-რა მოხდა ასე რატომ ნერვულობ?
-იმ გოგოს ვეჩხუბე, არ მინდოდა, გამომიწვია. დეკანმა საბუთები გაიტანეო!..
-კარგი გავარკვევთ და მოვაგვარებთ, აქ დამელოდე.
დერეფანში ველოდებოდი და რამდენიმე წუთში სიუ, გიორგი, ნიკა და რამდენიმე ბიჭი მოვიდნენ, პირველი სამი პირდაპირ დეკანის ოთახში შევიდნენ. მე მოშორებით ვიყავი, ამიტომ ვერ დამინახეს. კიდევ ერთი სირცხვილი. გამოვიდნენ გარეთ. დიტო და მაია ლაპარაკობდენენ, მაგრამ რას, ვერ გავიგე.. კიბებეზე ჩასულმა შევამჩნიე, თითქმის ყველა ნაცნობი სახე იქ მოგროვილ სტუდენტებს, მოედნენ და ტელეფონების შემოწმება დაიწყეს.. გასვლისას ვიგრძენი მისი მზერა, ვერ მოვითმინე და გავიხედე მისკენ, მისმა ღიმილიანმა თვალებმა, ცრემლები დამიგროვა თვალბში, სწრაფად გავედი.. საბამ მიმიხუტა.
-კარგი ელი ყველაფერი მოგვარდება ნუ ნერვიულობ.
-საბა, სახლში წამიყვანე რა..
-ელი მოდი ჩემთან!. ნუ ნერვიულობ ის აღარ შეგაწუხებს მორჩა. (დიტო)
-იცი დიტო, დამემუქრა.. (ლილე)
-შენ რა ტირი? კარგი რა “ლევისა”, ხომ იცი სანამ დიტო ლომიძე ცოცხალია შენ ვერავინ შეგეხება!..
-ჩუ.. ნუ ყვირი..
-დიტო და კიდევ ერთი-ორი ადამიანი.
განაგრძო და ისევ ჩამეხუტა, მე კი დამშვიდობება ვიჩქარე, რადგან დავინახე ბიჭები გამოვიდნენ შენობიდან.. სახლში მისული კიდე უფრო ავნერვიულდი გავიაზრე რა გავაკეთე ასეთი იმპულსური და გაუაზრებელი საქციელი, არასოდეს ჩამიდენია.. ალბათ ყველაფერმა, თავი ერთად გამოიჩინა, დაგროვილმა უარყოფითმა ემოციამ იხეთქა და მაიაზე გავილაშქრე.. სალო გაოცებული და შეშინებული მიყურებდა.. ალბათ ფიქრობდა როგო შეიცვალა ეს გოგო, ნუთუ ეს შესაძლებელია..
-საბა ხვალ ხომ გამყვები?
-ელი ამას, ისედაც ვაპირებდი..
იმ დღის შემდეგ, საბას მივყავდი და მაკითხავდა ხოლმე, ხანაც დიტო.. რამდენჯერმე ნაცნობი სახეც შევამჩნიე, მოკლედ მითვალთვალებენ ან მიცავენ.. არ ვიცი ამ შემთხვევაში რა ჰქვია. ქუიდი კი უფრო მეტად შემიყვარდა და მის გარეშე აღარსად დავდიოდი. ნათიამ კარგად იხალისა ჩემს საქციელზე და ყოველდღე მიმეორებდა.
-ერთხელ დაგტოვე მარტო და ეს რა ქენიოოო..
ლექციები და შუალედურები, ფინალურებიც კი ჩვეულ რუტინად იქცა, მაგრამ ის მახარებდა რომ წარმატებით ვაბარებდი ყველაფერს. სექტემბრის ბოლომდე და სამსახურიდან წამოვალ, მართალი ვიყავი ვერ ვუთავსებ ორივეს ერთმანეთს. მაგრამ მაინც არ დავრჩები!.. დათოს ქორწლის დღეც დადგა, არ მქონია საოცარი სურვილი წასვლის, მაგრამ უნდა წავიდე. მზადებისას საბამ მაწვალა “კეპი” არ დაგავიწყდეს გიხდებაო.. სალოს პატარა მუცელზე მოხდენილად ეცვა ლამაზი მუხლამდე ლურჯი კაბა, წინ ლამაზი “დეკოლტეთი” ვერცხლისფერი ტუფლი და შესაფერისი პატარა ჩანთა. მეც იგივე სიგრძის ვერცხლისფერი უკან მაქმანით დაფარული კაბა, შავი ტუფლი და იგივე ფერის პატარა ჩანთა, ადას განახლებული გარდერობიდან.. საბა და დიტო ”Armani” – ის პიჯაკებში, სარეკლამოდ გამოდგებიან ისეთი ლამაზები არიან. ანასთვის მინდოდა დამეთმო მოსაწვევი, მაგრამ უარი მითხრა დიტომ, რადგან ბიძამისის ორმოცისთვის ემზადებიან და ანა ქორწილის განწყობაზე არ იყო.. ანასტასია ნატო დეიდასთან დავტოვეთ, კომპლიმენტებიც მივიღეთ და ქორწილის ქარიშხალს შევერიეთ.. დარბაზში შესვლისთანავე მივიქციეთ ყურადღება, საბა და დიტო ისე გამოიყურებიან როგორ გინდა, რომელიმე გოგომ ყურადღება არ მიაქციოს?..
დათოსთან და თათიასთან მივედით მივულოცეთ, კლასელებიც ვინახულეთ და ერთად დავსხედით.. უცებ შევნიშნე ლაშა და მამისი ქორწილში, მედიკოსების მაგიდა იყო ცალკე, როგორც გავიგე თათია არის ექიმი და ლაშას მამასთან მუშაობს..
-გამარჯობა ლილე, როგრო ხარ? (ლაშას მამა)
-მადლობთ, თქვენ როგორ ბრძანდებით ბატონო ნიკოლოზ? მეუღლე თავს როგორ გრძნობს? (ლილე)
-მადლობთ უკეთესად.
-ლილე როგორ ხარ? (ლაშა)
-კარგად შენ? (ლილე)
-აქ როგორ მოხვდი? (ლაშა)
-დათო ჩემი კლასელია..
-ელი შენ გეძებ, დათოს ვჭირდებით!..
დიტო გაიცანი ეს ლაშა სამადაშვილია, ეს მამამისი ნიკოლოზ სამადაშვილი.
-სასიამოვნოა
ორივემ თავაზიანად მიმართა დიტოს.
-ჩემთვისაც, ბოდიშით ელი უნდა წავიყვანო.. (დიტო)
-უკაცრავად.. (ლილე)
-გოგო ამ ბიჭს ნუ მაცემინებ დღეს!.. (დიტო)
-და რატომ უნდა ცემო? (ლილე)
-იცი რატომაც! (დიტო)
-აბა დათოს ვჭირდებითო?. (ლილე)…
მივედით სადაც დათო საბა და დათოს მამა იყვნენ, დათო ისეთი გაბრაზებული ყვიროდა თათია ძლივს აკავებდა. როგორც გაირკვა ეგრეთწოდებული “დამკვრელები” არ მოვიდნენ, ვინც მოვიდა ის დათოს არ მოეწონა. მამაისიც ნერვიულობდა. დათო საბას და დიტოს სთხოვდა დახმარებას, სალოც იქ იყო ამიტომ ეგ ტრიო ამ საქმეს მშვენივრად გაართმევდნენე თავს. პრობლემა ის იყო, რომ დიტოს სახლიდან აპარატურა იყო მოსატანი..
-კარგი ნუ ყვირი დათო. ყველაფერს მოვაგვარებთ.. (დიტო)
-დიტო დროში რომ მოვიგოთ ჯობია ბიჭებმა მოიტანონ. (საბა)
-კარგი საბა, გავალ დავრეკავ.. (დიტო)
-საბა ვინ მოიტანს? (ლილე)
რატომ ვკითხე ახლაც არ ვიცი.. არ მაქვს ამაზე პასუხი, ალბათ მისი ნახვა მინდოდა, თან არ მინდოდა, თავს ვეღარ შევიკავებდი და მასთან მივიდოდი. ამის აღიარებაც არ მინდოდა, ესეც კიდევ ერთი ძალიან დიდი სისულელე! თუ გიყვარს რა მოხდა აღიარე. მერე ამპარტავნებაში გადაზრდილ სიამაყეს რა ვუყოთ ქალბატონო ლილე?.. ამ ფიქრებში მყოფი საბას ხმამ გამომაფხიზლა..
-ელი, გიგი არ მოვა და რომც მოვიდეს აქ არ დარჩება!.. (საბა)
-ვსიო მოგვარდა დათო. მოიტანენ ბიჭები ყველაფერს და ნუ ნერვიულობ!.. (დიტო)
-დიტო ვინ მოიტანს?
საბამ ანიშნა თვალით და ამანაც იქვე გამაქვავა პასუხით..
-არა ელი გიგი აქ არ არის. ის საერთოდ მიდის ქვეყნიდან და წასულია საქმეების მოსაგვარებლად!.

პ.ს. ბოდიში დაგვიანებისთვის, შაბათი და კვირა დღე ჩემთვის ძალიან დატვირთულია.
მადლობა, რომ კითხულობთ.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auuu mesmis ro rtulia magram dzaan minda rom sheurigdnen ertmanets lile da gigi .. monwons es motxroba!!! veli shemdegs!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

მშვენიერია :)

 


№3  offline წევრი lile-eli

Anuki96
მშვენიერია :)

მადლობა ჩემო კარგო

nawkas12345
Auuu mesmis ro rtulia magram dzaan minda rom sheurigdnen ertmanets lile da gigi .. monwons es motxroba!!! veli shemdegs!!!!

როგორ მახარებ კომენტარით და ინტერესით. მადლობა დიდი.☺

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent