ბავშვობის სიყვარული (2)
*** -დღეისთვის გქონდათ დანიშნული შეხვედრა?-მკითხა მან გაკვირვებული -კი ჩემმა რედაქტორმა დაურეკა-ვიპასუხე და ტელეფონში ხმისჩამწერი ჩავრთე. -მობრძანდით, გთხოვთ ეხლა შხაპს იღებს და ჩამოვა- აუფ უნდა მალოდინოს? უკვე არ მომწონს ეს პიროვნება, ვერ ვიტან ლოდინს. შევედი სასწაულად ლამაზ სახლში ირგვლივ ანტიკვარული ნივთები ეწყო. ბოჰემური გარემო იყო რაც სულაც არ მომეწონა. ნახატები, ორიგინალურთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ნუ შეიძლება ზოგიერთი ალბათ იქნებოდა ორიგინალი. მეორე სართულზე მრგვალი უზარმაზარი კიბე ადიოდა, რომელზეც წითელი ნოხი ეფინა. სერიოზულად? სადაა კრეატივი? ამდენი ფული მქონდეს და ასეთ ერთფეროვან სახლში ვიცხოვრებდი? ნუ ერთფეროვანი ალბათ არაა ის სიტყვა რაც ამ სახლს შეეფერება. ჩემი აზრით ეს სახლი რომელიღაცა მდიდრული ფილმიდან გადმომხტარს გავს. აი ზუსტად იქ როგორი სახლებიც იციან ისეთია არაფერი ახალი. ქალი გამიძღვა და თეთრ ოთახში შევედით სადაც დიდი ტელევიზორი, კომფორტული დივანი და ვან გოგის „მზესუმზირები“ ეკიდა. დივნის წინ იდგა მინის ლამაზი მაგიდა. -დაბრძანდით, რამეს ხომ არ ინებებთ? ყავა ან ჩაი? იქნებ წვენი? -მხოლოდ წყალი თუ შეიძლება-ღიმილით ვუპასუხე. ქალი უკან დაბრუნდა და ცივი წყალი მომიტანა. ვიფიქრე იქნებ მან მითხრას რამე ჩემი იდუმალი რესპოდენტის შესახებთქო. ასეთი მოუმზადებელი, არც ერთ ინტერვიუზე არ წამოვსულვარ. -ქალბატონო კარგად იცნობთ, ჩემს რესპოდენტს?-ღიმილით და სასხვათაშორისო კილოთი ვუთხარი. -კი ბატონ ავალიანს დიდი ხანია ვიცნობ, ჩემი გაზრდილი არაა, თუმცა დიდი ხანია ამ ოჯახში ვარ. სკოლა დაამთავრა თუ არა მაშინვე წავიდა. ჩემი აზრით კარგადაც მოიქცა აქ არ ქონდა მომავალი.-ლაპარაკის ხასიათზე იყო ქალი. აჰა ავალიანი. სახელიც მაინტერესებს მარა რომ ვიკითხო ეჭვს გამოვიწვევ. -ესეიგი დიდი ხანია რაც წასულია-ვთქვი შეპარვით -კი, ექვსი წელია უკვე იქაა და არც ერთხელ არ ჩამოსულა საქართველოში.-დამიდასტურა ქალმა. -არ უყვარს საქართველო? -კი უყვარს და ხშირად ენატრებოდა როგორც ვიცი, უბრალოდ იქ კონტრაქტი არ აძლევდა საშვალებას დაბრუნებულიყო, უგრძელებდნენ და უგრძელებდნენ კონტრაქტს. -საინტერესო პიროვნება ჩანს, კარგი მოსაუბრეა? -ადრე ძალიან აქტიური მხიარული ბავშვი იყო, ეხლა შეცვლილი მეჩვენა.- დამაინტერესა და სწრაფად ვკითხე -რამხრივ შეცვლილი? -არ ვიცი, უფრო გაიზარდა და აზროვნებაც ალბათ შეეცვალა მაგრამ ცოტა გაცივდა ურთიერთობებში. ღმერტო რამდენი ვილაპარაკე ალბათ თავი შეგაწყინეთ.-რა თავი შემაწყინა პირიქით იმდენი რამე ვათქმევინე, გახარებული ვიყავი. -არა ქალბატონო პირიქით სასიამოვნო იყო თქვენთან ლაპარაკი-ღიმილად დავიღვარე. -ნონა ლამაზო ნონა დამიძახე.-მანაც შემომღიმა -კარგით ნონა, დაველოდები ბატონ ავალიანს იმედია მალე ჩამობრძანდება-ვეცადე თავაზიანად გამომსვლოდა, მაგრამ უფრო ირონიული გამომივიდა. -კი დიდი ხანია ასულია, წავალ აბა დავუძახებ-წამოდგა და ნელა აუყვა უზარმაზარ კიბეს მოაჯირზე დაყრდნობილი. მალე დაიკარგა ჩემი თვალთახედვის არედან, მე კი ტელეფონში მოსულ შეტყობინებას დავაცქერდი. რა თქმა უნდა ანანო იყო. აინტერესებდა ვნახე თუ არა ეს ჩვენი ბატონი ავალიანი. მივწერე რომ ჯერ არმინახავს და ეს ვითომ ძაან მაგარი ფეხბურთელი ერთი უტაქტო, არაპუნქტუალური პიროვნება იყო. რანაირი გოგო ხარო ერთი კი მომწერა როგორ არავინ არის შენი მოსაწონიო, მაგრამ პასუხი რომ არ მივწერე გაჩერდა. ეხლა რა ვაკეთო. მოდი ფოტოებს გადავუგებ სახლს რა იცი რაში გამომადგება. „მზესუმზირებს“ გადავუგე, ასევე კიბეს და მივბრუნდი რომ ლამაზი კარებისთვის რომელიც აქეთ-იქით დედოფალივით იყო ყვავილებით მორთული, სურათი გადამეღო, ზუგს უკან ჩახველების ხმა გავიგე. და პირველი ის გამახსენდა კოცნის დროს რომ ახველებენ, რა ბანალურობაა. რა დროს ესაა ბანალურობა კი არა კაი უხერხულობაა. -დაუკითხავათ სხვის სახლში რომ სურათების გადაღება არ შეიძლება ეხლა გაიგე? თუ ახლაც ვინმე ბავშვი გამოაგზავნეს სულელური ინტერვიუსთვის- რა ნაცნობი ხმაა ღმერთო საიდან მეცნობა? თუმცა რა დროს ესაა. რაო? ბავშვიო? ამას თავი ვინ გონია. რა სიუზრდელეა. ჯერ ხო უნდა გაიგო ვის ელაპარაკებია. ამას ვანახებ რაა ვინაა სულელი ბავშვი. სახე გავასწორე, პერანგი შევისწორე და ყელიდან თმა გადავიყარე. ნელა შევბრუნდი ეფექტის მოსახდენად და პირდაპირ თაფლისფერი თვალების ტყვეობაში აღმოვჩნდი. მერე სახეზე შევხედე და მივხვდი რომ დამერხა. ეს ტიპი აშკარად მყავდა სადღაც ნანახი. მისი თვალები, მისი მზერა ნაცნობი იყო. მისი დგომის მანერა მეცნო, მისი ხმაც ხომ თავიდანვე ვიცანი. ეს ჟესტიც თმა რომ გადაიწია. ღმერთო არ არსებობს არა! -ყრუც ყოფილხარ-ჩემი გაშტერება არ გამოპარვია-თუ ჩემმა სიმპათიურობამ გაგაშტერაა? პირველი არ იქნები საყვარელო. არა მართლა ვინ გონია თავი? უკვე ეჭვი აღარ მეპარება რომ ისაა. ბავშვობაშიც ასეთი იყო. ზოგი რამ არ იცვლება. ასეთი ყოფილა ტატოს ეგო და ამპარტავნება არ შეუცვლია ასაკს. გული ამიჩქარდა და ბავშვობის დავიწყებულმა გრძნობებმაც იჩინეს თავი. სუსტად მაგრამ მაინც გამახსენდა როგორ ვგიჟდებოდი მასზე. თუმცა ისიც გამახსენდა, როგორ მაიგნორებდა. ახლა კი მისი მზერა დავიჭირე რომელიც ინტერესიანი და რაღაცნაირი ჟინიანი იყო, აი ისეთი მონადირე რო უყურებს ნადირს, ან თუნდაც კაცი ლამაზ ქალს. და მივხვდი რომ ახლა ჩემი დრო იყო, გადამეხადა სამაიერო იგნორისათვის რომელსაც ბავშვობაში ასე დაუნდობლად მირტყამდა, ჩემს ყოველ მცდელობაზე გამოვლაპარაკებოდი. -აპირებ ეხლა ხმის ამოღებას თუ ასე იდგები უბრალოდ?-ახლა უკვე აშკარად გაღიზიანებული ხმა მომესმა და მეც გონზე მოვედი. თავი ხელში ავიყვანე ხმა, რომ არ შემცვლოდა და ვთქვი: -ბოდიში უბრალოდ ჩავფიქრდი თუ მზად ხართ დავიწყოთ ინტერვიუ კარგიტ ბატონო ტატო?- სახელ ტატოზე რო არ შეკრთა უკვე დავრწმუნდი ჩემი მეხსიერების სიზუსტეში. -კი მზად ვარ მაგრამ გაითვალისწინე დიდი დრო არ მაქვს, რა გქვია?- ამას ზრდილობა არ ასწავლეს იქ? არიცის რო უცნობს თქვენობით უნდა ესაუბროს? ტატო ასეთი უტაქტო ბავშვობაშიც კი არ იყავითქო ლამის წამომცდა, მაგრამ დროზე შევიკავე თავი. -იცით რა თუ გინდათ რომ კარგი ინტერვიუ გამომივიდეს, უნდა მაცადოთ ჩემი საქმის კეთება და არ უნდა დამაჩქაროთ. -შენ თუ ნამდვილი პროფესიონალი ხარ მოკლე დროშიც მოახერხებ ასე რომ თუ არ გამოვა, შენს რედაქორს პირადად გავესაუბრები.-ეხლა ეს მაშინებს? -მემუქრებით-ნაგლად შევხედე თვალებში -არა ლამაზო გაფრთხილებ-შემომღიმა სარკასტულად. ასე არა სახის განაგლება მეც შემიძლია. -ლამაზო არა ანანო მქვია მე-ეს უცბად მოვიფიქრე სახელით შესაძლებელია ვეცნე ასე კი ვერ განვახორციელებდი ჩემს გეგმას. საერთოდ არ გამიკვიირდა გარეგნულად რომ ვერ მიცნო მეხომ ასე შევიცვალე. -კარგი ლამაზო ანანო, შენი დრო უკვე იკარგება ასე რომ მგონი დარჩები ინტერვიუს გარეშე-დივნისკენ წავიდა და დაჯდა. -მე ასე არ ვფიქრობ დავიწყოთ-მეც იქვე ახლოს ჩამოვჯექი და ტელეფონი ჩართე ჩასაწერად. _________________ ბავშვებო გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი აზრი ისტორიის შესახებ, მინდა რომ Gავაგრძელოდ და თქვენგან სტიმული, რჩევები და აზრები მჭირდება. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია სურათზეა ტატო <3 სიყვარულით BLUE |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.