შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 4


20-02-2017, 22:30
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 394

-შენ გეჩქარება სახლში?
-არა
-მაშინ ვიყოთ ცოტა ხანს
-კარგი - ღიმილით უთხრა მარიამმა - მაგრამ რატომ?
-სიმართე გითხრა არ მინდა სახლში მისვლა,მაგრამ შენ თუ გინდა მიგიყვან
-არა,დავრჩები მეც და სად მივდივართ?
-ერთ მაგარ ადგილას,მოგეწონება
-კარგი
ქალაქიდან გავიდნენ და 20 წუთში ადგილზე იყვნენ.მაღალი ადგილი იყო და იქვე გააჩერა მანქანა.
-გადავიდეთ - უთხრა ზურამ,მარიამიც დაემორჩილა - წამოდი
წინ დიდი ქვის ლოდები იყო და მის იქით აღარაფერი ჩანდა.ცოტაც იარეს და დიდ ლოდს მიუახლოვნენ.გათენებას კიდევ ბევრი უკლდა.იქიდან საოცარი სანახაობა გადაიშალა.თოვლიანი მთები და მილიარდობით ვარსკვლავით განათებული ცა იყო,ალაგ-ალაგ ღრუბლებიც გაფანტულიყო.ენით აუწერელი სილამაზე ჩანდა.
-აბა,მოგწონს? - კითხა ზურამ
-კიი,ძალიან - ღიმილით უპასუხა
-მეც ძალიან.ხშირად მოვდივარ ხოლმე აქ ღამით.მოდი დავსხდეთ
დიდ ლოდზე დასხდნენ.მარიამი სიცივისგან კანკალებდა და ზურამაც შენიშნა.
-გცივა?
-კიი,ცოტა
-მანქანაში პლედი მაქვს და მოგიტან
-კარგით
მანქანიდან პლედი გადმოიტანა
-აქ რომ ვარ მეც მცივა ხოლმე და ეს მომაქვს - უთხრა და პლედი მოახვია
-მადლობ
-არაფერს. - უთხრა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოწევა დააპირა - არ გინდა? - შესთავაზა მარიამსაც
-არა,მადლობა
-ისე ეხლა შეგიძლია მოწიო,სკოლაში აღარ ვართ - ღიმილით უთხრა - თან გაგათბობს
-არ მინდა - ღიმილითვე უპასუხა
-ისე რატომ ეწევი,ცუდია,პატარა ხარ ჯერ - უთხრა და სიგარეტს მოუკიდა
-რა ვიცი,გემო მომწონს
-არაფრის გემო არ აქვს
-თქვენ რატომ ეწევით თუ ცუდია?
-რა ვიცი,დავეჩვიე და
მარის ხმა აღარ ამოუღია,სახეში უყურებდა და თბილად უღიმოდა
-კიდევ გცივა?
-არა,აღარ მცივა - სწრაფად უპასუხა - არ გცივათ?თქვენც ხომ არ გინდათ?
-არა,არ მცივა მე
უცებ ზარის ხმა გაისმა.მარიამის ტელეფონი იყო.ნომერს დახედა და მამამისი ურეკავდა.არ უპასუხია.
-რატო არ პასუხობ?
-არ მინდა
-ვინ გირეკავს?სახლიდან გირეკავენ?
-არა,მამაჩემი მირეკავს
-უპასუხე,ინერვიულებს რომ არ აიღებ
-არ ინერვიულებს
-რა იცი?
-სხვაგან ცხოვრობს,არ იცის გამოსული რომ ვარ.იფიქრებს,რომ მძინავს
-არაუშავს,უპასუხე მაინც
მარიამმა ზარს უპასუხა
-გისმენ
-როგორ ხარ?წეღან ვეღარ დაგირეკე,მოგვიანებით გილოცავ
-მადლობ,მეც გილოცავ -ცივად უპასუხა
-ხომ არ გაგაღვიძე?
-არა
-სახლში ხარ?
-არა
-სად ხარ?
-გარეთ ვარ
-გარეთ რა გინდა ესე გვიან
-არაფერი რა,უბრალოდ
-ვინმესთან ერთად ხარ?
წამით შეყოვნდა,არ იცოდა რა ეპასუხა
-კი
-ვისთან?
-ნაცნობთან ერთად
-რომელ ნაცნობთან?
თანდათან უხერხულობაში ვარდებოდა,მის საუბარს რომ ზურაც ისმენდა,ეშინოდა მამამისს რამე უხეშად არ ეთქვა.
-არ იცნობ
-რა ქვია?
-არ იცნობ მეთქი მერაბ,წავედი რა,ღამემშვიდობის - ჭირვეული ბავშვივით უპასუხა
-კარგი მარიამ,ღამემშვიდობის,ხვალე დაგირეკავ და აბა შენ იცი,ჭკვიანად - უთხრა და ყურმილი დაკიდა.
ერთ წუთის შემდეგ ისევ ზურამ დაიწყო საუბარი
-რამდენი წლის ხარ?
-17,თქვენ?
-უჰ,მე დიდი ვარ ძალიან - სიცილით უპასუხა
-მაინც,რამდენის?
-39
-არც ისე დიდი ხართ
-როგორ არა დიდი ვარ
-შვილები გყავთ არა?
-კი,სამი
-დიდები არიან?
-არც ისე,7 წლის,11 წლის და 15 წლის
მარიამს გულში რაღაც ჩასწყდა.გულში ამბობდა ,,ალბათ ლამაზი ცოლი ყავს.ალბათ ძალაინ ბედნიერია ცოლ-შვილთან.ალბათ ცოლი ძალიან უყვარს,მე კიდევ უიმედოდ ვარ შეყვარებული,არანაირი შანსი არ მაქვს.რისი იმედი უნდა მქონდეს?არ ვიცი.რაც დრო გადის უფრო და უფრო მენატრება,მაშინაც კი,როცა ჩემთან არის.ვერ დავუშვებ,რომ დავკარგო,მაგრამ უკვე დაკარგული მყავს.“
ზურას სახეში ვერ უყურებდა,იჯდა და ცრემლები ჩამოსდიოდა,ცდილობდა მას არ შეემჩნია.
-შენზე რას მეტყვი,შეყვარებული არ გყავს? - კითხა ზურამ და სახეზე შეხედვის გარეშე მიხვდა მარიამი,რომ ზურა იღიმებოდა
-არა,არ მყავს - სანამ უპასუხებდა ღრმად ამოისუნთქა,რომ არაფერი შეემჩნია
-რატო,არავინ არ მოგწონს?
-არა არავინ - თავიდან არ იცოდა რა ეპასუსა,ბოლოს ეს პასუხი აარჩა,თავი დაიზღვია,ზურას რომ რამე გრძნობა გასჩენოდა მის მიმართ,ეცოდინებოდა,რომ თავისუფალი იყო
-ეხლანდელ ბავშვებს სულ ბიჭებზე უჭყეტიათ თვალები,მაგრამ ისეთ ასაკი აქვთ,რომ ეხლა ფიქრობენ სიყვარულზე და თავები რომეოები და ჯულიეტები გონიათ - ღიმილით უპასუხა ზურამ
მარიამმა მის ნათქვამზე გულიანად გადაიკისკისა,ზურამაც გაიცინა.წამით მარიამი ჩაფიქრდა და გულში გაიფიქრა ,,რა იქნებოდა,ჩვენც რომეოს და ჯულიეტასნაირი სიყვარული გვქონდეს.“
-კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ
-სულაც არ მიხუმრია - ისევ სიცილით უთხრა ზურამ და მარიამმა ამაზეც გადაიკისკისა.მოულოდნელად თავი ძალიან ბედნიერად იგრძნო,მაგრამ თითქოს მაინც რაღაც ან ვიღაც აკლდა.ის ვინც ასე ახლოს იყო და თანაც ასე შორს.უნდოდა ჩახუტებოდა,ეკოცნა ან უბრალოდ ყველაფერი ეთქვა მისთვის,მაგრამ ის,რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა და ვერც ვერაფერს ეტყობა,გულს უკლავდა.

უკვე თენდებოდა.ზურას ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა,სწრაფად უპასუხა
-ხო,ნათი
-სად ხარ ზური,არ მოდიხარ?
-ხო,მალე მოვალ.რატო არ გძინავს შენ?
-ეხლა გამეღვიძა და ვინერვიულე,არ გამოდიოდა ზარი
-კაი დაიძინე და მოვალ მალე
უთხრა და ყურმილი გათიშა
-მივდივართ? - კითხა მარიამმა
-თუ გინდა დავრჩეთ
-როგორც თქვენ გინდათ
-წავიდეთ მაშინ,დავიძინოთ
-კარგით
ადგნენ და მანქანაში ჩასხდნენ.თბილი საუბრის შემდეგ მარიამი მიხვდა,რომ უფრო დაუახლოვდა და ახლა უფრო დიდი შანსი ქონდა იმისა,რომ უფრო დაახლოებოდა,მაგრამ არა ტყუილების და სხვისი უბედურების ხარჯზე,თუმცა არც ის არ იცოდა როგორ შეძლებდა ამ ადამიანის ხელიდან გაშვებას,ადამიანის,რომელიც მისთვის უკვე ყველაფერს ნიშნავდა.
მანქანაშიც ცოტა ისაუბრეს,უფრო მეტი გაიგეს ერთმანეთის შესახებ,დამეგობრდნენ კიდეც.თბლი წვიმა ასველებს მანქანის საქარე მინას,ქუჩებს უყურებს.20 წუთში უკვე მარიამის ბინასთან გაჩერდა მანქანა
-აბა მარიამ,კარგი იყო შენთან საუბარი,შენი გაცნობა და კიდევ ერთხელ გილოცავ
-ჩემთვისაც და მეც გილოცავთ - უთხრა და გადასვლა დააპირა,უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა,არ იცოდა ეკოცნა თუ არა,სახეში შეხედა,ზურაც უყურებდა,ლოყაზე აკოცეს ერთმანეთს და დაემშვიდობნენ.სხვას არაფერს არ ელოდა,მისთვის ეს კოცნაც სასიამოვნო იყო. სადარბაზოში შევიდა და იქიდან დაუწყო ყურება,სანამ თვალს არ მიეფარა.მან ისურვა,ასე უნდოდა ბოლო წუთამდე მასთან ყოფილიყო
სადარბაზოში გახარებული ავიდა.სახლში შევიდა,თავის ოთახში ფეხაკრეფით შევიდა,ტანსაცმელი გაიხადა და ცივ ლოგინში დაწვა.ბედნიერი და ამავდროულად ყველაზე უბედური ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე.სახლში დაბრუნებულს,გააახსენდა ყველა მისი მანერა და რაღაც ახრჩობდა.ძილი არ მიეკარა,ფიქრებს მიეცა ,,ნეტავ რამდენი ქალი ჰყოლია?“ფიქრობს და ბრაზდება,მაგრამ მაინც უყვარს.უნდა კიდევ ნახოს.უნდა ისევ ნახოს,ნდომასთან ერთად წუხილსაც გრძნობს.გამთენიისას როგორც იქნა ჩაეძინა.
როცა გაეღვიძა დღის 4 საათი იყო.გაღვიძებისთანავე უდიდესი სიცარიელე იგრძნო,თითქოს სულის ნაწილი დაეკარგოს.ფიქრობდა ,,ნეტავ კიდე როდის ვნახავ?!“ ახლა მისი ნახვის მოლოდინა,ვის დანახვაზეც ყველაფერი ავიწყდება და გული ბაგაბუგით უდასტურებს,რომ ასეა.ლოდინი ტანჯავს,იმაზე ფიქრი,თუ როდის გამოჩნდება,როგორ შეხედავს,რას ეტყვის.უცნაურია,მაგრამ რამდენადაც კარგად იცნობენ ისინი ერთმანეთს,იმდენად უცხოა ის ცხოვრება,რომელიც დღეს,ხვალ და სამუდამოდ სხვადასხვა სახლში,სხვადასხვა ხალხთან,ისევ ცალ-ცალკე უნდა განაგრძონ.
დგება ლოგინიდან და ნელ-ნელა,ტანჯვით იცმევს ტანსაცმელს.ამ მომენტში გული ძალიან სტკივა.სტკივა,რადგან ორივეს სხვადასხვა ცხოვრება აქვს,სხვადასხვა ადგილას უნდა განაგრძონ ცხოვრება.ოთახიდან გადის,სახლში სიჩუმემ დაისადგურა.როცა მიხვდა,რომ სახლში მარტო იყო,დედამისს დაურეკა.
-დე,სად ხარ?
-ეკამ დამპატიჟა და აქ ვარ.საჭმელი გაიცხელე და შეჭამე.აღარ გაგაძვიძე.ჭკვიანად იყავი
-კაი - უთხრა ნამტირალევი ხმით
-რა იყო,რა გჭირს?
-არაფერი,ყელი მტკივა
-წამალი დალიე და თბილი ჩაი,გაცივდი ალბათ
-ხო,დავლევ
დაემშვიდობნენ ერთმანეთს და გათიშა ყურმილი.სწორედ ეს უნდოდა,სახლში მარტო ყოფნა.ახლა ყველაზე მეტად ეს სურდა.ყავა დაასხა და სიგარეტს მოუკიდა.აღარ იცოდა რას და როგორ გადაეყოლებინა გული.ბოლოს ისევ წიგნის წაკითხვა და მთავარი პერსონაჟების საკუთარ თავთან და ზურასთან გაიგივება ისურვა.ერთფეროვანმა დღემ ისევ უაზროდ ჩაიარა.სკოლის დაწყებას ელოდებოდა მოუთმენლად.
გარეთ უკვე დაბნელდა.ფანჯრიდან გაიხედა და ახალგაზრდების ბედნიერი სახეები რომ დანახა ძალიან შეშურდა,რადგან არ შეეძლო მათსავით ესეირნა მეგობრებთან,ეცინა და ემხიარულა.ახლა ყველაფერს გააკეთებდა ზურას სანახავად,მაგრამ არაფერი არ შეეძლო,რაც მისთვის დიდი დარტყმა იყო.ასეთ მომენტებში უბრალოდ ეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენის,ახლა მეგობრებთან ერთად უნდოდა,არ უნდოდა მარტო ყოფნა და დაუსრულებლად ფიქრი.ფიქრებში იყო გართული,როცა ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.ნინოს შვილი იყო თეკლა,ვისთანაც ახალ წელს შეხვდა
-გისმენ თეკლა.როგორ ხარ?
-კარგად მარი,შენ როგორ ხარ? - პასუხის გაცემა აღარ აცადა და პირდაპირ მიაყარა - გოგო,დღეს ისევ ვიკრიბებით ჩემთან,ჩემს ძმას თავისი ძმაკაცები მოჰყავს და მეც ისევ მინდა დავპატიჟო გოგოები,მერე დედაჩემმა თქვა მე ვიჩაგრებიო და თვისი დაქალების ამოყვანა გადაწყვიტა,მერე მამაჩემსაც უნდოდა თავის ლოთი ძმაკაცების ამოყვანა,მარა ადგილი აღარ იყო და ახლობლებს ვეპატიჟებით მარტო,ხოდა ამოდი შენც რა
-კაი ამოვალ და რომელზე ვიყო მანდ?
-ამოდი უკვე,ვემზადებით და შენ ადრე მოდი
-კაი,ჩავიცმევ და გამოვალ - ყურმილი გაუთიშა.გაუხარდა,რადგან შეიძლებოდა ზურაც დაეპატიჟათ.დედამისს გააგებინა და სწრაფად გამოეწყო.ცისფერი ჯინსის შარვალი,შავი ჩექმები,ვარდისფერი სვიტერი და ქურთუკი ჩაიცვა,ჩანთას ხელი სტაცა და გავარდა.რამოდენიმე წუთში უკვე თეკლას კორპუსთან იყო და სიხარულით აირბინა კიბეები.კარი შეაღო და სტუმრებს თავზე დაადგა.ბავშვებთან ერთად დაიწყო გართობა,ხასიათიც გამოუკეთდა.სტუმრები ნელ-ნელა მატულობდნენ.ამ დროსაც ნინომ კარი გააღო,მაგრამ მარიამმა არც ამას მიაქცია ყურადღება.როცა ოთახში შემოსული ზურა დაინახა სახე გაუბრწყინდა და როცა მის გვერდით მდგარი გადაპრანჭული,მაღალი,ფერ-ხორციანი,სიმპატიური და თავდაჭერილი ქალი დაინახა,მიხვდა რომ ზურას ცოლი იყო და სახიდან ღიმილი გაუქრა.



№1 სტუმარი Guest cuga

Yvelas miwastan gagasworebt

 


№2  offline წევრი D-I-A-N-A

აუ მარიამი ცოდოა არამგონია ზურა ცოლს გაშორდეს . თან მგონი მარიამმა უნდა იცოდეს რომ მისი გამოჩენა ზურას ცხოვრებაში , როგორც ქალი, ზურას ბავშვებს გულს ატკენს . და თან მან იცის როგორია უმამოდ გაზრდა . იმედია ყველაფერი გაირკვევა და ვნახავთ რა მოელის მარიამს . <3 წარმატებები <3

 


№3 სტუმარი Guest ანი

კარგი იყოოო.. ველი შემდეგს და უფრო დიდ თავს ❤

 


№4  offline მოდერი bla.ell

Guest cuga
Yvelas miwastan gagasworebt

Okay;)))))
Saintereso tavi iyo da veli shemdeg tavs:**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent