შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მორჩილება 3


19-02-2017, 21:37
ავტორი anonimiavtori
ნანახია 2 625

-რატომ ხარ კლასში მარტო,ან სიგარეტს რატომ ეწევი სკოლაში?
და უცებ მოულოდნელმა ხმამ შეაკრთო,შეაშინა,ადრენალინმა იმატა ბედნიერებისგან და გული აუჩქარა,როცა ,,ის“ დაინახა.
ნერვიულობისგან ხმა ვეღარ ამოიღო,არ იცოდა რა ეთქვა და დაბნეული შეჰყურებდა
-გადააგდე სიგარეტი და ჩადი ბავშვებთან - უთხრა მანდატურმა უკმეხად
დაბნეულმა გადააგდო და კლასიდან მოკურცხლა.გახარებული იყო,თუმცა არ იმჩნევდა.აზრები ერეოდა ერთმანეთში,თან უხაროდა,თან არ უნდოდა ცუდი შთაბეჭდილება დაეტოვა მანდატურზე,ამავდროულად უბედნიერესი იყო,მაგრამ თან უბედური,რადგან სკოლაში ბოლო დღეს ატარებდა და რამოდენიმე კვირა მას ვეღარ ნახავდა,რადგან საახალწლო არდადეგები დაიწყო.ზარის დარეკვის შემდეგ დერეფანში დადიოდა,რადგან ბოლოჯერ დაენახა,თუმცა ვერსად ვერ მოკრა თვალი,ბოლოს კი დამწუხრებული სახლში წავიდა.
მამამ რამდენჯერმე დაურეკა,მარიამი ატყუებდა და ეუბნეოდა,რომ დედამისისთვის არაფერი უთქვამს,არ უნდოდა მისი ნახვა.ბოლოს დედამისი დაითანხმა და მამასთან შეხვედრა გადაწყვიტა.შეხვდნენ,თუმცა შეხვედრამ უაზროდ ჩაიარა.მამამისი უსვამდა კითხვებს,რომელთა პასუხებიც ჩვეულებრივ მამას უნდა სცოდნოდა,მარიამი ცივად პასუხობდა.სახლში დამწუხრებული დაბრუნდა.დღეებს კითხვაში ატარებდა,სხვა საქმე უკვე აღარ ქონდა.კითხულობდა წიგნებს სიყვარულზე და ამავდროულად ფიქრობდა,იმაზე,რომ სიყვარულისგან გატანჯული მთავარი გმირები თვითონ და ის უცნობი იყვნენ.კიდევ ვერ ხვდებოდა თუ რამ მოხიბლა ასე ძალიან,რატომ ვერ იგდებდა მასზე ფიქრებს თავიდან.აღარც ახალი წელი უხაროდა და საერთოდ არაფერი,მხოლოდ მისი ნახვა უნდოდა,სხვა არაფერი.

ახალი წლის ღამეს ნათესავებმა დაპატიჟეს და მათთან წასასვლელად ემზადებოდა.გუნებაც გამოუკეთდა და აღარ იყო ისევ ისე ცუდ ხასიათზე,თუმცა უცნობი მაინც ძალიან ენატრებოდა.მეგობრებს და ბიძაშვილებს ესტუმრა.სამზადისში იყვნენ და ყველა ძალიან ბედნიერი იყო
-გამარჯობათ ნინო დეიდა- მიესალმა მარიამი კარებში
-გამარჯობა შვილო,ახალ წელს გილოცავ
-მეც გილოცავთ.ეს თქვენ
-უი,რატომ შეწუხდი შვილო - უთხრა ისე,თითქოს არ გაეხარდა საჩუქარი
-არა,რა შეწუხებაა - უთხრა და ოთახში შევიდა ხალხთან.დიდი ხნის უნახავ ნათესავებს ჩაეხუტა და მათთან ერთად დაიწყო გართობა.ჯერ 11 საათი იყო.ოთახში ნინო შემოვიდა და ხმამაღლა თქვა
-დიდებო,პატრებო,ახლა ჩემს უახლოეს მეგობარს და მის მეუღლეს ველოდებით,მალე მოვა და დავიწყოთ.შეყოვნებისთვის ბოდიშს გიხდით
ნათქვამს არავინ არ მიაქცია ყურადღება და გართობა გააგრძელეს.რამოდენიმე წუთში ზარის ხმა გაისმა და ნინომ კარი გააღო.
-გამარჯობა ნინო
ლაპარაკში გართულმამარიამმა უცებ ყურები დაცქვიტა ნაცნობი ხმა რომ გაიგო.დაელოდა სტუმარი ოთახში როდის შემოვიდოდა
-გამარჯობა.გამიხარდა შენი მოსვლა - ბედნიერად შესძახა ნინომ - ნათია სად არის?
-ბავშვი იყო ცუდად და სახლში დარჩა.ძალიან უნდოდა წამოსვლა,მაგრამ ვერ წამოვიდა
-უი,ძალიან ცუდია
-არაუშავს
-კარგი,შედი ოთახში და მეც შემოგიერთებით საყვარელო
სტუმარი ოთახში შემოვიდა და პირი ღია დარჩა მარიამს,როცა ის მანდატური დაინახა.ხალხმა გადაკოცნა,მოიკითხა,არ ეცოდა თვითნაც მისულიყო თუ არა,თუმცა რატომ უნდა მისულიყო,მას არც იცნობდა.მარიამის გვერდით თავისუფალი ადგილი იყო და მხოლოდ იმას ნატრობდა,რომ მის გვერდით დამჯდარიყო.ნატვრაც აუსრულდა.მის გვერდით დაჯდა.აღარ იცოდა სად დამალულიყო,შეეხედა მისთვის თუ არა,ბოლოს მაინც გვერდით მიიხედა და მანდატურმაც შეხედა
-გამარჯობა მარიამ,ახალ წელს გილოცავ
-მადლობთ,მეც გილოცავთ - დარცხვენით უპასუხა მარიმ
ლაპარაკი აღარ გაუგრძელებიათ.მარიამი ახლა იმაზე ფიქრობდა,იმ ამბის შემდეგ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა თუ არა მასზე და ვერ გაეგო ვერაფერი.12 საათი ხდებოდა,როცა ყველა აივანზე გავიდა.წამები რჩებოდა
5
4
3
2
1
ატყდა ყვირილი,ფეირვერკების,ასაფეთქებლების ხმა.ერთმანეთს ულოცავდნენ,კოცნიდნენ.მარიამი მხოლოდ იმას ნატრობდა,რომ მასაც მიელოცა,ჩახუტებოდა და ეკოცნა.აივანზე ხალხშ ძებნა დაუწყო,თვალი მოკრა და მანაც დაინახა.მარიამისკენ წამოვიდა ღიმილით,მარიამიც დაიძრა,აკოცეს და ერთმანეთს მიულოცეს.მანდატური რამდენიმე წუთში სახლში შებრუნდა,მარიამიც მის შემდეგ გავიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.ოთახში შესვლისას ერთმანეთს გაუღმეს.
-შეგცივდა? - კითხა მარიამს
-კი
შეზარხოშებულმა მანდატურმა გაიღიმა და რამოდენიმე წამის შემდეგ უთხრა
-მარიამ,მაშინ მგონი ცოტა უხეშად მომივიდა,კლასში რომ შემოვედი და რომ გისაყვედურე,იმედია არ გწყენია
-არა,არაფერია - ღიმილით უთხრა მარიამმა - თქვენ რა გქვიათ?
-ზურა
მარიამმა გაუღიმა
ხალხი ოთახში შევიდა და სმა და სადღეგრძელოების თქმა დაიწყეს.ოჯახის უფროსმა,ნინოს ქმარმა ყანწი აიღო და დაიწყო
-მინდა ჩემი ზურა დავლოცო.ზურა შენ გაგიმარჯოს,ბედნიერი ყოფილიყავი ცოლთან და შენს ორ ანგელოზთან ერთად.სულ ასეთ გახარებულს მინდა გხედავდე.ზურამ მადლობა მოუხადა.
მარიამისთვის დიდი დარტყმა იყო,როცა აღმოაჩინა,რომ ცოლ-შვილი ჰყავდა.ამიტომ ჯობდა თავისი გრძნობა მისთვის დაემალა და მასზე ოცნებაც შეეწყვიტა.საპირფარეშოში გავიდა და ჩაიკუზა,ასე ცუდად დიდი ხნაია არ ყოფილა.არ უნდოდა იმის დაჯერება,რაც გაიგო.სიცივისგან და ნერვიულობისგან კანკალებდა.ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო.უნდოდა მისი დავიწყება,მაგრამ როგორ უნდა დაევიწყებინა მისი ხმა,მისი სიარული,მისი სხეული,გამოხედვა,ღიმილი,ადამიანი.რაც არ უნდა ექნა,მაინც ვერაფერს შეცვლიდა.ასე ახლოს იყო მასთან და ასე შორს,ასე ახლოს იყო და მაინც ენატრებოდა.ახლაც კი მისი ნახვა სურდა,ადმიანის,რომელიც სულ რაღაც ერთი წუთის წინ ნახა,ერთი წუთის წინ გაიგო მისი ხმა.არ უნდოდა მისი გრძნობების მისთვის დამალვა,მაგრამ ისიც არ იცოდა,რა მოხდებოდა რომ გაეგო,მაინც ვერაფერს იღონებდა,მაგრამ მისთვის მთავარი იყო,რომ მხოლოდ მას სცოდნოდა.წამით გაიფიქრა,რომ დღესვე გააგებინებდა და უცებ ბედნიერების გრძნობამ მოიცვა,მაგრამ მიხვდა,რომ ამას ფხიზელ მდგომარეობაში ვერ შეძლებდა,ამიტომ გარეთ გასვლა და კიდევ რამოდენიმე ჭიქის დალევა გადაწყვიტა.გავიდა და დალია კიდეც,მაგრამ თან არ უნდოდა ბევრი მოსვლოდა და შემდეგ მის წინ შერცხვენილიყო (ალბათ ხვდებით,რასაც ვგულისხმობ).უნდოდა მეგობრებთან ერთად გართობა,თუმცა ვერ ერთობოდა,ფიქრები არ აძლევდა ამის საშუალებას.გულს უკლავდა იმაზე ფიქრი,რომ ასე ახლოს იყო და ასეთი მიუწვდომელი.საკუთარი თავი ეცოდებოდა იმის გამო,რომ ასეთი ფიქრებით თავისი ასაკისთვის შესაფერის სიგიჟეებს არ იდენდა,მეგობრებთან ერთად არ ერთობოდა და ასეთი დამწუხრებული იყო.უკვე ღამის 4 საათ იყო და ხალხმა წასვლა დაიწყო.მარიამის წასასვლელად გაემზადა,ამ დროს ზურაც დგებოდა.
-მარიამ,დარჩი რა ამაღამ ჩვენთან.გვიანია ძალიან - უთხრა ნინომ
-არა ნინო დეიდა,უნდა წავიდე.ტაქსს დაურეკეთ თუ შეიძლება რა
გვერდითა ოთახში მყოფმა ზურამ მათ დიალოგს მოკრა ყური და ლაპარაკში ჩაერთო
-იყოს,არ დაურეკოთ,მანქანით ვარ და მე გავიყვან
-არა,იყოს,არ შეწუხდეთ - უთხრა მარიამმა და გულში ეშმაკურად გაიცინა,რადგან უკვე იცოდა,რომ მაინც ზურა წაიყვანდა
-არა მარიამ,რა შეწუხებაა
-ვაიმე,ზურა შენც მიდიხარ?ნასვამი ხარ,რას ამბობ.არაფერი მოგივიდეს - უთხრა ნინომ
-არა ნინო,არ ვარ ისეთი მთვრალი.წავალ და თან წავიყვან მარიამსაც
-პატრულმა რომ გაგაჩეროს?ახალი წელია მაინც,იფიქრებენ რომ ნასვამი ხარ
-არა,რაღა ეხლა შემხვდება პატრული
-ვაიმე,ვნერვიულობ და იქნება ორივენი დარჩეთ
ორივე უარზე დადგა,თუმცა ზურა რომ დარჩენილიყო,მაირამიც აუცილებლად დარჩებოდა.ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ
-აბა თქვენ იცით.ნელა იარე ზურა,ცოლი მომიკითხე და პატარებს აკოცე.
ნინომ კიდევ ერთხელ შეახსენა მარიამს ტკივილი,ის რაც ახლა ყველაზე მეტად აწუხებდა.ქვემოთ ჩავიდნენ და მანქანაში ჩაჯდნენ.მანქანა დაქოქა და გზას გაუდგნენ.ჩუმად იყვნენ.მარიამს საუბრის წამოწყება უნდოდა,მაგრამ არ იცოდა რა ეთქვა.შემდეგ ისევ ზურამ დაიწყო
-შენ გეჩქარება სახლში?
-არა
-მაშინ ვიყოთ ცოტა ხანს
-კარგი



№1 სტუმარი Guest ანი

ველი შემდეგ თავს მოუთმენლად.. იმედია არ მალოდნინებ დიდხანს. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები..მარა მაინც მინდა არაბანალური ისტორია იყოს ბოლომდე და კაცმა არ დაანებოს ოჯახს თავი.. რამე განსხვავებული მოიფიქრე . წარმატებები

 


№2  offline წევრი anonimiavtori

Guest ანი
ველი შემდეგ თავს მოუთმენლად.. იმედია არ მალოდნინებ დიდხანს. მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები..მარა მაინც მინდა არაბანალური ისტორია იყოს ბოლომდე და კაცმა არ დაანებოს ოჯახს თავი.. რამე განსხვავებული მოიფიქრე . წარმატებები

დიდი მადლობა,მიხარია თუ მოგეწონა.საინტერესო ამბები გელის წინ,დამიჯერე.ბოლოს რა იქნება თვითონ ნახავ heart_eyes kissing_heart

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

დეედაა ეს რა იყო ? :დ . წინა თავები, როგორც კი იდებოდა მაშინვე ვკითხულობდი უბრალოდ კომენტარს ვერ ვტოვებდი. ამის შემდეგ ჩემი კომენტარი სულ დაგხვდება <3 . აი ზურასი არ მესმის რატო თქვა ,,თუ არ გეჩქარება ვიყოთ'' იქნებ მასაც გრძნობები აქვს მარიამის მიმართ ? იმედია მალე დადებ ახალ თავს და მაშინ უფრო გავიგებ <3 წარმატებები.<3

 


№4  offline წევრი anonimiavtori

D-I-A-N-A
დეედაა ეს რა იყო ? :დ . წინა თავები, როგორც კი იდებოდა მაშინვე ვკითხულობდი უბრალოდ კომენტარს ვერ ვტოვებდი. ამის შემდეგ ჩემი კომენტარი სულ დაგხვდება <3 . აი ზურასი არ მესმის რატო თქვა ,,თუ არ გეჩქარება ვიყოთ'' იქნებ მასაც გრძნობები აქვს მარიამის მიმართ ? იმედია მალე დადებ ახალ თავს და მაშინ უფრო გავიგებ <3 წარმატებები.<3

დიდი მადლობა.აღარ ვაპირებდი გაგრძელებას,რეიტინგი არ ქონდა საერთოდ და ვფიქრობდი,რომ თუ ამაზე მაინც დამხვდებოდა რამე კომენტარი,გავაგრძელებდი. heart_eyes არა,ზურას არანაირი გრძნობა არ ქონია,მაგიტომ არ უთქვამს დარჩო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent