შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამტაცებელი (2)


20-02-2017, 23:05
ავტორი tako_tak
ნანახია 2 084

სად ვარ? რა ხდება? ღმერთო ყველაფერი მტკივა. მოიცა ეს რა არის? ხელებს რატომ ვერ ვამოძრავებ? მძიმედ ვახელ თვალებს და ჯობდა არ გამეხილა. ლოგინზე ვწევარ, ხელები შეკრული მაქვს და ვიღაც ორი ტიპი თავზე მადგას. ვცდილობ ყველაფერი აღვიდგინო გონებაში, მაგრამ არ გამომდის, თავი მისკდება. ვხვდები რომ ისტერიკას აზრი არაქვს და არც ამის თავი მაქვს ამიტომ საუბარს ვიწყებ და ყველასთვის ნაცნობ კითხვებს ვსვამ..
-სად ვარ? რა გინდათ ჩემგან? ორივეს მონაცვლეობით ვაკვირდები და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თითქოს სადღაც ნანახი მყავს. ორივე მაღალი, სპორტული აღნაგობის არიან. თითქოს რაღაცით გვანან ერთმანეთს, მაგრამ ერთს მწვანე თვალები აქვს მეორეს კი ყავისფერი. უნდა ვაღიარო რომ დაცემამდე სიმპათიურები არიან. უხხ მოიცადე ელენე რა დროს სიმპათიურობაა, ამ ფიქრებში ვარ რომ მწვანეთვალება იწყებს ლაპარაკს:
-გაგიტაცეთ
- რას მეუბნებით? ნუთუ? მეგონა კურორტზე ვიყავი დასასვენებლად.
-ეს გოგო უკვე მომწონს. ლაპარაკში ყავისფერთვალება ერთვება.
-მისმინეთ თუ ფულის გამო ხდება ეს ყველაფერი ტყულად მომიყვანეთ აქ, ჩემი ოჯახი ვერაფერს მოგცემთ, ფული არ გვაქვს.
-ამას ჩვენ გავარკვევთ რა აქვს შენს ოჯახს და რა არა მეუბნება მწვანეთვალება. ეს ბიჭი მაშინებს, მგონია ცოტაც და ვულკანი იფეთქებს, თვალები მიწყლიანდება და კანკალი მეწყება.
-დამშვიდდი, ის მოვა და ყველაფერს აგიხსნის, ჩემს დაწყნარებას ცდილობს ყავისფერთვალება და მშვიდი ღიმილით მიყურებს. არა გადავიფიქრე, აშკარად არ გვანან ერთმანეთს... მოიცა რაო? ვინ ის? პირი დავაღე რომ მეკითხა ვისზე იყო საუბარი და ამ დროს სიტყვები ენაზე მეყინება. ოთახში მაღალი შავებში გამოწყობილი და მათთსავით სიმპათიური მამაკიცი შემოდის. ორივე ერთმანეთს ვუყურებთ ისე თითქოს ერთმანეთის შესწავლას ვცდილობთ, მაგრამ მე არაფერი გამომდის. ის.. ის ისეთი იდუმალი და ცივია და თან მისი ლურჯი თვალები, თითქოს ჩამქრალი და გაუფერებულია. დაახლოებით კიდე რამდენიმე წამი ვუყურებთ ერთმანეთს და შემდეგ საუბრის დაწყებას თავის თავზე იღებს:
-შენი აქ ყოფნის მიზეზე არის ის რომ, შენს ოჯახს ჩემი დიდი ვალი მართებს.
-ვალი? გაკვირვებას ვერ ვმალავ. კი მაგრამ დედაჩემმა როდის მოასწრო ვალის აღება ან ამ ადამიანს საიდან იცნობს... სახეზე დიდი კითხვის ნიშანი მაწერია და ამიტომ ლაპარაკს განაგრძობს:
-შენს ოჯახს, უფრო სწორედ მამაშენს ჩემი დიდი თანხა მართებს.
-მამაჩემს? ვინ მამაჩემს გულწრფელად მიკვირს მე
-ნუგზარ ლორთქიფანიძეს. ამ სახელი და გვარის გაგონებაზე სახე მეცვლება და ვხვდები რომ ჩემს თავზე კონტროლს ვკარგავ და ბოლო ხმაზე ვყვირი:
-კი მაგრამ მე რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ? რაღაც ათასი ლარის გულისთვის გამიტაცეთ და მძევლად ამიყვანეთ, იცოდეთ ეს ამბავი არ შეგრჩებათ, მწარედ ინანებთ. დამთავრებული არ მქონდა ჩემი „სიტყვით გამოსვლა“, რომ სამივე ერთ ხმაში ახარხარდა.
-შენ რა ნახევარი მილიონი დოლარი, ათასი ლარი გგონია? ცინიკური გამომეტყველებით მეკითხება ლურჯთვალება. აი მანდ კი ენა ჩამივარდა. ნახევარი მილიონი დოლარი? მივხვდი რომ შარში ვიყავი.
-ნუგზარი მამაჩემის ახლო მეგობარი იყო. ის ყოველთვის გვერდით ედგა მამაშენს. ერთხელაც ჩვენთან მოვიდა და მამაჩემს ფული სთხოვა, ბიზნესის წამოწყება უნდოდა და როცა ყველაფერი აეწყობოდა დაპირდა, რომ ფულს უკან დაუბრუნებდა. მამამ უარი არ უთხრა, მან ამით ისარგებლა და გადააგდო. ახლა კი ჩემს წილს ვითხოვ,, იმას რაც მე მეკუთვნის. ნუგზარის ამას არ შევარჩენ.
ვუსმენდი მას და არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდებოდა.
-მე ამ საქმისთვის არ გამოგადგები. უდარდელად ვეუბნები მას. მამაჩემს არანაირი კავშირი არა აქვს ჩემთან, ეგ კი არა ალიმენტის გადახდაზე უარი უთხრა დედაჩემს, შენი შვილია და შენვე არჩინეო. არამგონია ჩემი აქ ყოფნით მამობრივი გრძნობები გაეღვიძოს და ფულის დაბრუნებაზე დაგთანხმდეს.
-მაგას მე მივხედავ რა გაეღვიძება და რა არა, შენ კი აქ დარჩები და რასაც გეტყვი იმას გააკეთებ. უცბად ჩემსკენ იღებს გეზსს, მეგონა დამარტყამდა და თვალები ინსტიქტურად დავხუჭე, მან კი ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და თოკის გახნსას შეუდგა. მოურიდებლად დავაშტერდი მის ლურჯ თვალებს, რომელიც სავსე იყო ტკივილით და დარდით. ხელები გამიხსნა და ჩემი აქ ყოფნისთვის გათვალისწინებული წესები ამიხსნა:
-ეს ოთახი დროებით შენი იქნება, აქედან გასვლა შეგიძლია, გარეთ გასვლა რა თქმა უნდა გეკრძალება. იცოდე სახლში ყველგან კამერებია სიურპრიზები არ მიყვარს, ერთი არასწორი მოქმედება და ჩათვალე მკვდარი ხარ.
ბოლო სიტყვებზე შევკრთი და უკვე ჩემი თავის გლოვა დავიწყე. რა ეშველებათ ჩემებს?! ჩემი და, ჩემი დედიკო, ვაიმე ანოოო, ახლახანს გამახსენდა მან ხომ არაფერი იცის ჩემ შესახებ, პირი დავაღე რომ მეკითხა მასზზე და მესმის:
-შენმა დამ იცის რომ მეგობართან ხარ წასული სოფელში და რამოდენიმე დღე ვერ ჩამოხვალ.
ჯანდაბა ეს ხომ არაფერს გათქმევინებს....
-ახლა საქმეზე გავდივარ და იმედია ყველაფერი კარგად დაიმახსოვრე რაც გითხარი.
თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და თვალს ვაყოლებ.

-ბიჭო ე მართლა რომ არ გაამართლოს მისმა აქ ყოფნამ მერე რა უნდა ქნა?
-გაამართლებს, დარწმუნებული ვარ რომ გაამართლებს. იმ ა*ვარს გროშის გარეშე დავტოვებ.

ეს რა დღეში ჩამაგდე? ჩემთვის თეთრი არ გაგიმეტებია და ამან აქ ბიზნესები მოიწყო. ვფიცავარ აქედან თუ ცოცხალი გავაღწიე ყველაფერს ცხვირიდან ამოგადენ ნუგზარ ლორთქიფანიძე. მამაჩემის ლანძღვაში ვარ და ოთახში შუა ხნის სასიამოვნო ქალი შემოდის ლანგრით ხელში.
-გამარჯობა შვილო მე ლეილა ვარ საჭმელი მოგიტანე.
-წარმოუდგენელია მთელ ოჯახს მძევლად ვყავარ აყვანილი. მამაჩემს თქვენი ვალიც აქვს?
-არა შვილო. გამიცინა ლეილამ. მე ახვლედიანების ოჯახში დიდი ხანია ვმუშაობ, ცოტნე ჩემს ხელში დაიბადა და გაიზარდა. მას ცუდი განზრახვა არა აქვს, ის თავის ფულს ითხოვს, როგორც კი დაიბრუნებს უკან გაგიშვებს.
-როგორ შეგიძლიათ ასეთი რამე თქვათ? თქვენ ხვდებით რომ მას ეხმარებით?
-ცოტნე არაფერს დაგიშავებს. ის ქალზე ხელს არასდროს აწევს. ახლა საჭმელი ჭამე და დაისვენე.

უკვე ორი დღეა რაც აქ ვარ. ლეილა დღეში ცხრაჯერ შემოდის, მაგრამ ცოტნე ერთხელაც არ შემოსულა. ორი დღეა მის ცივ და ჩამქრალ ლურჯ თვალებზე ვფიქრობ, მინდა მისი საქციელი გავამართლო, მაგრამ არ გამომდის მან ჩემს ოჯახს მომწყვიტა და ძაღლივით გამომკეტა სახლში. ფიქრებს თავი ვანებე და წყლის გადასავლებად აბაზანაში შევედი.
ჯანდაბააა, ოღონდ ეს არა, ოღონდ ახლა არაა....
ახლა რა გავაკეთო? ლეილა, ლეილა მჭირდება სასწრაფოდ. გამნახსენდა რომ ცოტნემ მითხრა, ამ ოთახის დატოვება შემეძლო, ამიტომ მეც თამამად გავედი ოთახიდან და თვალები შუბლზე ამივიდა. სახლი კი არა სასახლე იყო. სახლი ძველ სტილში იყო გაწობილი, ხელოვნებაში კარგად არ ვერკვევი, მაგრამ ჩანდა რომ კედლებს ძვირადღირებული ნახატები ამშვენებდა. პირველ სართულზე ჩავედი და ლეილას ძებნა დავიწყე, ყველა ოთახი მოვიარე, სამზარეულოშიც ამოვყავი თავი მაგრამ ვერსად ვერ ვნახე. ბოლოს ერთ კარს მივადექი. დიდი ხის კარები იყო სავარაუდოდ კაბინეტი უნდა ყოფილიყო. რამოდენიმე წუთი ვიდექი, ვყოყმანობდი შევსულიყავი თუ არა. ეს ესაა კარზე დაკაკუნება დავაპირე და ხელი ჰაერში გამეყინა, კარს იქიდან მესმის:
-დიდხნას აპირებ მანდ დგომას?
ჯანდაბა საიდან გაიგო?! კამერები ელენე კამერები, ხომ გითხრა რომ ყველგან კამერები უყენია. კარის სახელურს დავწვდი და მის შიგნით ამოვყავი თავი. ისევ ის ლურჯი ჩამქრალი თვალები....
-როგორც ვხედავ ექსკურსია მოგიწყვია. ირონიულად მეუბნმება.
-მე.... მე ლეილას ვეძებდი. ენის ბორძიკით ვუბრუნებ პასუხს.
-ლეილა სახლში არ არის, საღამოს დაბრუნდება. რამე გინდოდა?
ჯანდაბაა როცა მე მჭირდება მაშინ გაქრა სახლიდან ეს ქალი, ისე კი მაზოლები ამომიდინა თვალებიდან.
- რაღაც მჭირდება, მაღაზიაში უნდა წავიდე.
-კინოშიც ხომ არ წავსულიყავით? სიცილნარევი ხმით მეკითხება. მემგონი დაგავიწყდა რომ გაგიტაცე და მძევლის სტატუსით იმყოფები ჩემს სახლში.
-აუცილებლად უნდა გავიდე რაღაც მჭირდება.
-რა გჭირდება ასეთი რაც აქ არ არის ?
სირცხვილისგან ჭარხლისფერი მედება და პატარა ბავშვივით ვიწყებ ლუღლუღს:
-მე... ისა, მოულოდნელად მენსტრუაცია დამეწყო, რაც შეიძლება ხმადაბლა წარმოვთქვამ ბოლო სიტყვებს.


ბოდიში დაგვიანებისთვის.იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი Guest ნინი

რატო აგვიანეებ რატო რატოო რატოოოოოო...არშეილებაა აგეპატიებაა..მომწონს ეს ისტორიაა მოომწოონნსსს და აარრდააგვიანოოო

 


№2 სტუმარი Ann

Moutmenlad velodii..momwins sashinlad es gogoc xo rogori cecxliaa...ardaagvianoo ase da ar dagvvtanjo warmatebebiiii...

 


№3  offline წევრი ლილიანი

რა საყვარელიაა მომწონს გააგრძელეე

 


№4  offline წევრი tako_tak

Madloba yvelas. Gpirdebit ase mwared agar davagvianeb :D ❤️

 


№5 სტუმარი Guest ანი

მალე თუ არ გააგრძელებ,ერთგულ მკითხველებს დაკარგავ.. ველი შემდეგს და უფრო დიდ თავს

 


№6 სტუმარი Dea

Vauuu magariaa. Martla pirvelia es istora shentvis??

 


№7 სტუმარი lile

ცოტა დიდი თავებიი რაა ისეე ძალიან კარგია

 


№8  offline წევრი tako_tak

Dea
Vauuu magariaa. Martla pirvelia es istora shentvis??

კი მართლა პირველი მცდელობაა. ძალიან მიხარია რომ მოგეწონა. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent