ეშმაკის ბორბალი (სრულად)
1 თავი *** იმ დროს, როცა თვითმფრინავი ჩვეული სწრაფი მაგრამ გაწონასწორებული სვლით მიწას საბოლოოდ მოწყდა და აიჭრა პირქუშ ღრუბელთა საკმაოდ სქელი ფენისაკენ, ღვედი კიდევ ერთხელ შევისწორე და მთელი ძალით მოვჭუტე თვალები, წინ დიდი გზა მელოდა, ამინდიც რაღაცნაირად ნოსტალგიური იყო, რაც ჩემზე ბავშობიდან ძალიან მოქმედებს, წინ ძალიან გრძელი გზა მელოდა და სულაც არ მინდოდა ეს მგზავრობაც ისე გამეტარებინა, როგორც ჩემი უკანასკნელი სტუმრობისას თვითმფრინავში. თუმცა, ეს შეუძლებელიც კი მეჩვენებოდა და ვიცოდი, ჩემი ყოველი მცდელობა დაძინებისა ამაო იყო. ფანჯრისკენ გადავიხარე და შორიდან გამოვემშვიდობე ჩემთვის უკვე მეორე სახლად ქცეულ ქალაქს, ღრმად ამოვიოხრე და ვცადე ჩამეთვლიმა მაინც, ყურსასმენები მოვირგე და ვეცადე გონებისთვის ფიქრის საშუალება არ მიმეცა თუმცა ეს მცდელობაც რა თქმა უნდა კრახით დასრულდა, თვალები დავხუჭე და გონებას საბოლოოდ დავნებდი. *** კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე საკვები პროდუქტების სურნელით გაჯერებული ჰაერი, მოვიკრიბე რაც ძალი და ღონე მქონდა და ადმინისტრატორის კაბინეტისკენ გავეშურე. კარებთან წამით შევყოვნდი, გულში პირჯვარი გადავიწერე და ფრთხილად დავაკაკუნე. პასუხად ჩვეულებისამებრ ქალბატონი სოფოს მკაცრი და მონოტონური ხმა შემომესმა მობრძანდითო. კარი შევაღე და ფეხების ბორძიკით შევედი. -ოოჰ ნუცა, რამ შეგაწუხა ? -მითხრა და საბუთებიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა -შემოდი , შემოდი, რა შეშინებული სახე გაქვს კი არ შეგჭამ -დაამატა და ხელით მანიშნა სკამზე. მე ოთახის სიღრმეში შევედი , ქალბატონი სოფოს წინ სკამზე დავჯექი და ლუღლუღით დავიწყე -ისაა..დაა.. ქალბატონო სოფო .. მე.. მეე -ჰე ახლა აღირსე! ამდენი დრო არ მაქვს-უკვე ბრაზი ეტყობოდა ხმაში -ჰო, ქალბატონო სოფო დღეს მინდა რომ გამათავისუფლოთ-როგორც იქნა მოვახერხე 2 სიტყვის ერთმანეთზე მიბმა. -და რატომ ? -ჩემი უახლოესი მეგობრის დაბადების დღეა, 2 წელია არ მინახავს ახლახანს დაბრუნდა ესპანეთიდან და ეგებ გამიშვათ, ძალიან გთხოვთ-ბოლო ბგერები გავწელე და ნახევრად მოჭუტული, ვედრებით აღსავსე მზერა მივაბყარი სოფოს, რომელსაც იდეით აღფრთოვანებას ნამდვილად ვერ ვატყობდი. -ჰჰმმ , ნუცა, შენც ხომ კარგად იცი ახლა გადატვრთული მუშაობაა-უკმაყოფილოდ გააქნია თავი და მერე დაუმატა-კარგი, ამ ერთხელ გაგიშვებ, მაგრამ ამ საათების ანაზღაურება მოგიწევს- გამაფრთხილა და ჩვეულად ირონიულად გამიღიმა. მეც მადლობა გადავუხადე და პირდაპირ გასახდელისკენ წავედი. როგორც იქნა მოვიშორე ამ სასადილოს სტაფილოსფერი ფორმა და ჩემი შავი მაისური გადმოვიცვი, უცებ მოვწესრიგდი და გარეთ ელდანაკრავივით გავვარდი. *** -ქალბატონო- მომესმა ხმა და მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი, ინსტიქტურად თვალები გავახილე და ხმისკენ ინერციით გავიხედე -რამეს ხომ არ ინებებთ ? მგონი გცივათ, იქნებ პლედი მოგიტანოთ?- მორიდებითა და თავაზიანი მზრუნველობით მკითხა ახალგაზრდა, ქერა, ძალიან ლამაზმა, ფორმიანმა გამცილებელმა. მეც ახლაღა შევნიშნე რომ შემცივებოდა და ვთხოვე პლედი მოეტანა, მანაც არ დააყოვნა და ცოტა ხანში ნაცრისფერ ფუმფულა პლედში გახვეულმა დავიწყე ღრუბლების უკვე ახლოდან თვალიერება, თუმცა მოთენთილობამ და მგზავრობის წინ მიღებულმა დამამშვიდებელმა ერთდროულად იმოქმედეს და მალევე მივლულე თვალები. *** -ნუც, რას შვები მზად ხარ ?-ყურმილის აღებისთანავე მოუსვენარი ვერკას ხმა შემომესმა -ოოჰ, კაია ცხოვრება ჰო რო არ მუშაობ ? -სიცილით ვუპასუხე -დაიცა, მზად არ ხარ ?-შეიცხადა და წარმოვიდგინე როგორ მიიდო გულ-მკერდზე ახალ "გამანიკურებული" ხელი ვერონიკა ბაღდავაძემ. სხვათაშორის, მე და ვერკა ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან ვიცნობთ, როცა წყენას ნეკი-ნეკისა ავიწყებთ, და გაბრაზებულზე წითელი ჩუპა-ჩუპსი ყველაზე კარგი წამალია. -ახლა უნდა ჩავიცვა, მოდი წადით და მეც მოვალ -დავუმატე და ტუჩსაცხი მოვიმარჯვე -აუუუ, კაი ჰო, თორე გადაირია ანი არ იცი მისი ამბავი ? მალე შემოგვიერთდიიიი-მომაძახა და ყურმილი დაკიდა. მეც დინჯად გავაგრძელე წითელი ტუჩსაცხით არც ისე დიდი და არც ისე ფუმფულა ტუჩების შეფერვა, შემდეგ სწრაფად გამოვეწყვე შავ გაშლილ შარვალსა და ოქროსფერ ატლასის ტოპს შორის, ოქროსფერი ფეხსაცმელიც მოვირგე, პატარა ჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე, ბოლო შტრიხები შევიტანე გარეგნობაში, სარკის წინ რამდენჯერმე დავტრიალდი და დაბადების დღეზე გავეშურე კლუბისკენ. არასდროს მიყვარდა სარკის წინ ტრიალი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი შეხედვით არასდროს მეტყობოდა, ჩემი მუქი, გრძელი, ხვეული თმა მუდამ მოწესრიგებული ჩანდა, რადგან სულ აწეული მქონდა ხოლმე, ტანზეც ყველაფერს უბრალოსა და სადაც ვიცვამდი (ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული პირადი კომფორტი იყო) გარეთ მაისის საღამო იდგა. სასიამოვნოდ თბილი ჰაერი ტრიალებდა არემარეში. ტაქსიდან სწრაფად გადმოვსკუპდი და პირდაპირ კლუბის შესასვლელისკენ გავემართე. როგორც კი შედარებით ჩაბნელებულ და ჩამყუდროებულ სივრცეში შევედი უჰაერობის შეგრძნება გამიჩნდა,ცოტა ღრმად შევედი დარბაზში და აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი უკნიდან ვიღაცის ხელები რომ ვიგრძენი მკერდზე -შენ კიდე ულიფოდ დადიხარ ?-ყურში ჩამკივლა ნიაკომ- ნიაკოც ჩემი ბავშვობის მეგობარია -უუხ ნია ! ხელები გაწიე თორე მე-2 მაგიდაზე ცუდად გახდა ის ბიჭი-სიცილით შეუღრინა ვერკამ და მე გადამკოცნა. -აბაა !! იუბილარი სადაა ?-მაგიდას მივუახლოვდი და როგორც კი თვალებით ანი მაისურაძე აღმოვაჩინე მისკენ გავეშურე "ისი პარის" სასაჩუქრე შეკვრით ხელში -დაბადების დღეს გილოცავ ლამაზო !-გადავკოცნე და საჩუქარი ხელებში შევაჩეჩე, მერე პატარა მრგვალ მაგიდასთან ჩემი ადგილი დავიკავე და წვეულებას შევუერთდი. ლუკა დოლაბერიძეს და ლევანიკო ურუშაძეს მოუსწრიათ უკვე დალევა და კარგად აწითლებული სახეებით მიყურებდნენ თან იგუდებოდნენ სიცილით -ვაა, ნუუუც , მოხვედი ?-იკითხა ლევანიკომ, რომელიც ჩემ გვერდით იჯდა და მხარზე ხელი დამადო -ლევან, ფრთხილად იცოდე არ გამაბრაზო თორე აფხაზეთის ომიდან დაბრუნებულს დაგამსგავსებ -საზოგადოებაში სიცილი ატყდა და ლუკამ ძველი ამბების გახსენება დაიწყო -აუ აუუ ვერო, ის გახსოვს ? გაკვეთილზე ლევანიკომ ნუცას ჩანთაში სახლიდან მოპარული "მალაკო" რომ უპოვნა და ხელიდან რო გაუვარდა ? -ვაიმეე, ნინა მასწავლებლის ისტერიკული კივილი- აწივლდა უცებ ანასტასია ნიკოლაძე (ანას ბიძაშილი და ასევე ჩვენი ბავშობის მეგობარი) -ვაიმე ბავშვებო ის თუ გახსოვთ , მერვე კლასელ სანდროს რო ნიაკო უყვარდა ?-საუბარში სალომე ჩაერთო -ვაიმეეეეეე, ბოლოს სახლთან რო დამხვდა ასე ვუთხარი ახლა ჩემი დის მშობელთა კრებიდან მოვდივარ, თუ გინდა შენთანაც შემოვივლითქო და ისე გამწარდა მის მერე რო დამინახავდა გზის მეორე მხარეს გადადიოდა-ნიამ საბოლოოდ გაამხიარულა ეს სუფრა. ისტორია იმდენი იყო.. იმდენი და ისე სახალისო სიცილისგან ლამის მუცელი აგვტკივდა. ტრადიციული სადღეგრძელოების მთელ ნუსხას არ გავყოლილვარ თუმცა ცოტ-ცოტა მარტინს ვწრუპავდი ჭიქიდან და სასმელი ცოტა მომეკიდა კიდეც. ყველა ცეკვავდა , ერთობოდა. -გოგო შეამჩნიე ის ბიჭი როგორ გიყურებს ?-ყურში ჩამჩურჩლა პერფექციონისტმა ვერკამ. -რა ? ვინ აბა? -თავი გამოვიშტერე, არადა მთელი საღამოა ჩუმად ვაპარებ მზერას გვერდით მაგიდასთან .. ის ისეთი სიმპატიურია .. -ვითომ ვერ შეამჩნიე ახლა, იმ ბიჭზე გეუბნები ჩვენ წინ რო ცეკვავს და ის ის იყო ხელი უნდა გაეშვირა რომ სასწრაფოდ შევაჩერე -გააჩერე ხელები მიხვდება- და სიცილი აგვიტყდა.. საცეკვაოდ არაერთხელ გამიწვიეს ბავშვებმა, ლევანიკომაც ბევრი მეხვეწა, ნიაკო და ანიც და ლუკამ ლამის დამიჩოქა მეცეკვეო, მაგრამ რაღაც უხასიათოდ ვიყავი, თან სამსახურიდან გადარბენაზე წამოსული საშინლად დაღლილი ამიტომ თავი შევიკავე. როგორც იქნა ახალგაზრდები დაიღალნენ ცეკვით და მაგიდა კვლავ შეივსო. ლევანიკო ურუშაძემ ლუკა გაიყვანა სასმლის მოსატანად და იქედან გვიყვიროდნენ რომელი ჯობიაო რომ მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი და მაშინვე უკან მივბრუნდი. -შეიძლება ვიცეკვოთ?- საოცრად მიმზიდველი სხეულიდან საოცრად მიმზიდველი ხმა გაისმა, ხმას გავაყოლე მზერა და ზევით რომ ავიხედე ის ტიპი შემრჩა ხელში.. "წვეულების პრინცი", მაგრამ ხომ არ შევიმჩნევდი ,მაშინვე მკაცრი გამომეტყველება მივიღე -მადლობთ, მაგრამ მე არ ვცეკვავ-და ირონიულადაც გავიღიმე, და ვერკამ ისე მიჩქმიტა სიმწრისგან ლამის წამოვიყვირე. -ჰო, ეგ დავინახე რომ არ ცეკვავთ, მაგრამ მე მინდა რომ ჩემთან ერთად იცეკვოთ -რა საინტერესოა(ხელი ნიკაპთან მივიტანე) მე იცით რამდენი რამე მინდა?-ჩავიცინე და ზურგი ვაქციე. -მაინც რა გინდათ?-კვლავ შემომესმა ზურგს უკან დინჯი, ბოხი ხმა, მისკენ მივბრუნდი ცოტა დავფიქრდი და -კარაქიანი პური მარწყვის ჯემით -ნიშნისმოგებით მივუბრუნდი გოგონებს, რომლებიც სიცილისგან იკრუნჩხებოდნენ და ერთმანეთს ეკვროდნენ, უცებ ვერკამ მანიშნა მიიხედეო და რომ მივბრუნდი დავინახე როგორ გავიდა უცნობი სილუეტი სივრციდან. -აბაა, გოგონებოო ქეიფი გრძელდებააააა-იყვირეს უკვე კარგად შეზარხოშებულმა ბიჭებმა და ჭიქების შევსება დაიწყეს სასმლით, რომლის მძაფრი სპირტიანი სუნისგან ცხვირის წვერიც კი ამეწვა. რას ვიზამდი, წვეულებაში ჩავერთე, დროდადრო გავაპარებდი თვალს გვერდით მაგიდისკენ სადაც მისი მეგობრები ძველებურად ერთობოდნენ, ის კი არსად არ ჩანდა. -კარგი რა , წავიდა წავიდა, ნუ გადაყევი-მითხრა ვერკამ, რომელსაც თვალთახედვიდან ვერაფერს გამოაპარებ და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მომარტყა. -შენ გგონია მანაღვლებს ?!(გავიოცე) -ერთი გატატაჩებული მამიკოს ბიჭი იყო, არაუშავს, დროა ვინმემ ასწავლოს რას ნიშნავს არა !-მკაცრად ვუთხარი და კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი. საღამო გრძელდებოდა, თუმცა ხასიათი იმდენად გამიფუჭა იმ უცნობის უეცარმა გაქრობამ ლამის სახლში წასვლა გადავწყვიტე რომ უცებ ნაცნობმა ხმამ გამომაფხიზლა -სურვილები ხანდახან ხდება-მითხრა ღიმილით და ხელში თეფშზე დადებული 2 ნაჭერი კარაქიანი და მარწყვის ჯემიანი პური დამიდო-თავიდან გამიკვირდა და რა მექნა არ ვიცოდი, ბოლოს კი სიცილი ვეღარ შევიკავე და მალე მთელი სუფრა ამყვა. -თქვენი სურვილი ასრულებულია, ეგებ ახლა ჩემს სურვილზეც ვიფიქროთ?! ბარი-ბარში ვიქნებით-და ხელი გამომიწოდა -ჰჰმმმ-სახე მომეღრიცა მაგრამ რას გავხდებოდი, ავდექი და საცეკვაოდ გავყევი. დარბაზში Eric Clapton-ის "Tears in heaven" ისმოდა, მეც, როგორც ჩვეულებრივი რომანტიკოსი გოგო მოიქცეოდა,ბოლომდე მივენდე პარტნიორს და ამ ლამაზი წუთებით ტკბობა დავიწყე. ის ისეთი ფრთხილი იყო და ამავდროულად მამაკაცური ტანში სულ ჟრუანტელები მივლიდნენ. თავიდან ხელი მხარზე შემახო , შემდეგ კი ნელნელა ჩემს მოღებულ ზურგზე ჩაასრიალა და ვიგრძენი რომ ჩემი კანის სინაზე ესიამოვნა. ერთი ხელი წელზე მომხვია,მეორე კი თავის ხელში დაიჭირა და მელოდიას აყვა. მე მიუხედავად ცდუნებისა ვცდილობდი დისტანცია მაქსიმალურად შემენარჩუნებინა, თუმცა გული საპირისპიროს გაიძახოდა, თან ძალიან რთული იყო მისი მხურვალების გაძლება, სულ თვალებში მიყურებდა თითქოს ჩემს სულში აპირებსო შემოსვლას და თან ნელ-ნელა თავისკენ მიზიდავდა. ის ის იყო გულში ჩამიკრავდა რომ ჩვენს ზურგს უკან საშინელი ხმაური და მსხვრევის ხმა გაისმა. წამში გამოვფხიზლდით, უცნობი სხეული უმალ მომცილდა და მოჩხუბრებისკენ გაიქცა, მე უცებ ვიღაცის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი და გონს რომ მოვედი ტაქსიში ვიჯექი ატირებულ ანასთან, ნიასთან, ვერკასთან და ლევანიკოსთან ერთად. გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, თუმცა ყველას გვკლავდა ინტერესი როგორ განვითარდა მოვლენები კლუბში, მაგრამ ჩემი ინტერესი კიდევ უფრო დიდი იყო.. რა მოუვიდა ჩემს "წვეულების პრინცს" ?! .. 2 თავი ლევანიკომ გოგონები რიგ-რიგობით სახლებში დაგვარიგა. ლიფტი გაფუჭებული იყო ამიტომ მე, ისედაც ნასვამს, მომიწია მე-7 სართულამდე ლამის ხელში აყვანილი მიმეტანა ვერკა სახლში. მისვლისთანავე დავაწვინე, შემდეგ თავი მოვიწესრიგე, მაკიაჟი ჩამოვირეცხე სახიდან, თმები ერთ შეკვრად ავიწიე, საღამურებში გამოვეწყვე და რადგან ძილი არაფრით მომეკარა "წვეულების პრინცზე" ფიქრს მივეცი თავი ... ტრადიციულად, მაისი-ივნისი უმძიმესი თვეებია ჩემთვის. პირველი - ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს და მაშინვე იწყებს ჩემი კანი მცირე დოზით მაგრამ მაინც გაწითლებას (ივნისის ბოლოს უკვე ნამდვილი კიბორჩხალასავით მაქვს გაწითლებული ცხვირი), რის გამოც მზეზე გასვლას ვერიდები, თან არც გამომდის. მეორე- სამსახურში გაშმაგებული მუშაობა იწყება, ვინაიდან ტურისტული სეზონი იხსნება და შრომა ნამდვილად დამქანცველი ხდება და მესამე-რაც ყველაზე მთავარია, უნივერსიტეტში ფინალური გამოცდები იწყება. ხომ წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობაში ვარ ხოლმე ამ დროს ? მაგრამ ამ რუტინულ განრიგშიც ვახერხებ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ყოველ დილით, ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთელ ქალაქს ძინავს ვიღვიძებ, სპორტულებს ვიცვამ და სარბენად მივდივარ. იქედან დაბრუნებული ელვის სისწრაფით ვბანაობ, რაც ხელში მომყვება ვიცვამ ჩანთაში ყველა საჭირო ნივთს და სამსახურის ფორმას ვტენი და უნივერსიტეტში მივრბივარ. რა თქმა უნდა, გზაში მახსენდება რომ თმა არ დამივარცხნია და პირდაპირ როგორც მომიხერხდება ისე ვიწევ, ბინასთან არსებულ უახლოეს სასადილოში კროასანს და ყავას ვყიდულობ და პირში ლუკმაგამოტენილი ველოდები ავტობუსს. ასე იწყება ყოველი ჩემი დილა, დამეთანხმებით ალბათ რომ ცოტა არაორდინალური ადამიანი ვარ .. არანაკლებ გიჟურად გადის უნივერსიტეტში 4-5 საათი და სწავლის შემდეგ მივდივარ სამსახურში, სადაც ასევე არანაკლებ გიჟური გარემო მხვდება. სავსე ფოდნოსებით ხელში დავრბივარ მაგიდებს შორის და თან ვცდილობ გავიღიმო, სახლში დაბრუნებული კი საგამოცდო კონსპექტებში ვიკარგები.. მოკლედ კოშმარი ! თუმცა ამ ყველაფერს ყოველთვის მოზდევს 3 უმშვენიერესი შედეგი. პირველი - მინუს 5-6 კილოგრამი, მეორე -უმაღლესი ქულები გამოცდებში და მესამე - დასვენების მთელი 71 დღე (რა თქმა უნდა სამსახური კვლავ გრძელდება) ძალიან მოსაწყენია ალბათ ჰო ?! თუმცა ეს ჩემი ცხოვრებაა, და მე მიყვარს ის, როგორი რუტინული და მომაბეზრებელიც არ უნდა იყოს. თანაც, ასეთ ცხოვრებაშიც არის ხოლმე გამობრწყინებები ცოტ-ცოტა და სწორედ ეს გამობრწყინებები აძლევს ყველაფერს ხიბლს ... 4 ივლისი ივლისის პირველი რიცხვები იყო და თბილისში უკვე სუნთქვა ჭირდა.ტურისტები ერთმანეთში ირეოდნენ სამოგზაურო ჩანთებით და ინტერესით სავსე თვალებით და ტკბებოდნენ თბილისის მშვენიერებით. რადგან ჩემი ერთადერთი მოვალება სამსახური იყო თავისუფალი დრო შედარებით უფრო მეტი მქონდა, თუმცა ვის რაში ანაღვლებს, ჩემი მეგობრები ქალაქგარეთ არიან მიმოფანტული და ტკბებიან ზაფხულით. ის დღე არაფრით გამორჩეული დღე იყო, თუმცა სულაც არა .. გაღვიძებისთანავე, ყველა ადამიანი გრძნობს, თუ რას მოუტანს ეს დღე მას. ამ დილით კი უცნაური შეგრძნებით გავიღვიძე, თითქოს ემოციებითა და ენერგიით სავსე ვიყავი, მიხაროდა მზიანი , ცხელი ამინდი, კვირა დღე და რადგან სამსახურში არ მივდიოდი გადავწყვიტე ქალაქში გავსულიყავი სასეირნოდ. მოკლე შავი შორტი, ბრეტელებიანი მრავალმხრივ ამოღებული მაიკა და კედები ჩავიცვი, თმები ნაზად, კოსად ავიწიე, ძალიან სადა მაკიაჟიც (რომელიც როგორც ყოველთვის ტუშსა და ტუჩსაცხს გულისხმობდა) გავიკეთე და გავეშურე სახეტიალოდ. როცა სახლიდან გავდიოდი სკაიპის ზარიც გაისმა და იძულებული გავხდი შევბრუნებულიყავი. მაშინვე ვუპასუხე და კომპიუტერის წინ მოვკალათდი -დეეეეეეეეე! როგორ ხართ?- შევყვირე სიხარულით -ნუცი დედი, შენ როგორ ხარ ?-მონიტორს მიღმა გაისმა ელენეს უცვლელი მშიდი ხმა და რაღაცნაირად დავმშიდდი -ნუცი მამი როგორ ხარ ?-დედას უკან კარებში მამაც შემოგვიერთდა -ვა მაააააა! შენც აქ ხარ ?-ძალიან გამიხარდა ორივეს ერთად დანახვა -ერთად როგორ?-წარბები შევკარი -კვირა დღეა და ვისვენებთ-პასუხმაც არ დააყოვნა -როგორ დასუსტდი დედი, იმ სამსახურის ბრალია, დაანებე თავი -დაიწყო ჩვეული ლექცია, რაზეც თვალები გადავატრიალე. -ნუცა მამა, ჩვენ ორივე აქ შენ გამო ვართ წამოსულები, ასეა თუ ისე ჯერ-ჯერობით შეგვიძლია აგისრულოთ სურვილები, არ მომწონს რომ თავს ასე იჯაფავ შვილო. ახალგზარდა ლამაზი გოგო ხარ და გვინდა დატკბე ამით-შედარებით თბილად ეცადა მოემართა მამას. -ვიცი, რომ ყველაფერს ჩემთვის აკეთებთ, მაგრამ მე სამსახური დამოუკიდებლობისთვის მინდა და მომწონს რომ ვმუშაობ -მესმისს დედი, მაგრამ ხომ ხედავ სწავლაშიც ხელი შეგიშალა, ღამეებს ათენებდი წიგნებზე, მოდი ეგებ დაგვიჯერო, მომავალშიც გეყოფა დამოუკიდებლობა და შრომა ისედაც მოგიწევს-დააყოლა ბოლოს დედამ და მამას ჩუმად გადაულაპარაკა- შეხედე ერთი რა დასუსტებულია ბავშვიო, სულ გაფითრებულია სახეზეო. -მამი გარეთ საერთოდ არ გადიხარ ? სულ თეთრი ხარ- მომიბრუნდა მამა და როგორც ყოველთვის ეცადა სიტუაცია გამოესწორებინა რადგან დარწმუნებული ვარ ჩემს თვალებზე მომდგარი ცრემლები შენიშნა. -ჰო, რავი, ხო იცით მზე როგორ "მიხდება" სახეზე -და სამივეს სიცილი აგვიტყდა. -კარგი ახლა წავედი, დასვენების დღე მაქვს და სასეირნოდ ვაპირებ გასვლას-ვუთხარი და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე მათ, ნოუთბუქი დავხურე და სახლიდან გავედი. რადგან ჩემს სახლთან ავტობუსი როგორც ყოველთვის აგვიანებს, გადავწყვიტე მეტროთი წავსულიყავი, უცებ გავიარე მანძლი და მიწის ქვეშ აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა არ გამკვირვებია როცა ხალხით სავსე დამხვდა არემარე, ამიტომ ბოლო ვაგონს დავუწყე ცდა და როგორც კი მოვიდა შედარებით თავისუფალ ვაგონში ავედი. რადგან მალევე უნდა ჩავსულიყავი გადავწყვიტე არ დავმჯდარიყავი და როცა მეტრო დაიძრა ფეხზე მდგარმა მატარებლის კარებში საკუთარი თავის თვალიერება დავიწყე. თან მეღიმებოდა ყველა ჩემს სახის მიმიკაზე. მატარებელი მორიგ სადგურზე გაჩერდა და ვაგონში ერთადერთი სილუეტი შემოვიდა, ისიც ამ ვაგონის მეორე უკიდურეს კარში. გამოიარა მთელი ვაგონი და ზუსტად ჩემს უკან, კუთხეში დადგა. ჩემი თვალთახედვის არეალში სწორედ მატარებლის კარებში ყურებისას აღმოჩნდა, ანარეკლში. როგორც კი მისი სახე გავარჩიე ადგილზე გავიყინე და მომინდა სიხარულისგან ხტუნვა დამეწყო. ის ხომ ის იყო ! "წვეულების პრინცი" ! ჯინსი, თეთრი მაისური და თეთრი კედები ეცვა, გულზე კი ფოტოაპარატი ჰქონდა გადაკიდებული, მაშინდელივით ახლაც უზადოდ სიმპატიური იყო. გულმა ყელში დამიწყო ფეთქვა . "არ მჯერააააა!, 3 თვის შემდეგ აქ შემხვდაააა ! ნეტა თვითონაც მიცნო? ვაიმე ეს თმები რამ ამაწევინა რას ვგავარ !" -ამ ყველაფრის გაფიქრება 2 წამში მოვასწარი, მერე კი დავინახე როგორ დაიძრა ზურგს უკან ნაცნობი სხეული ჩემკენ, მომიახლოვდა და თითებით ნაზად ზურგზე, სავარაუდოდ ჩემს ტატუზე შემეხო, მერე მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა -არ ვიცოდი ასეთ ლამაზ ტატუს თუ ატარებდი ზურგზე- შემდეგ ჩემს უკან და გვერდით დადგა და ფოტო გადაიღო. მატარებელი მორიგ გაჩერებაზე გაჩერდა აქ კი ჩემი ჩასვლის დრო იყო, მეც ინერციით გამოვედი ვაგონიდან და მხოლოდ კარის დახურვის ხმაზე მივხვდი რაც ჩავიდინე. ის ის იყო ტირილი უნდა დამეწყო, რომ ისევ დავკარგე და მხარზე ხელი შემეხო -გამარჯობასაც არ მეტყვი ? -და ნაცნობი სხეული წამში ჩემს გვერდით აღმოჩნდა -გამარჯობაა- ისე ვუთხარი მისკენ არ გამიხედავს თუმცა ღიმილს ნამდვილად ვერ ვიკავებდი. -აჰაა, მგონი კარგი გამოვიდა-მითხრა და სურათი გამომიწოდა -ეს რა არის? -წარბები შევჭმუხნე და მისკენ მივბრუნდი -ჩვენი ფოტო-საოცრად გამიღიმა და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -ვაიმეეე, რა საყვარელიაა- ემოცია ვერ დავმალე ჩვენი ფოტოს დანახვაზე. მეტროდან ორივე ჩუმად გავედით. ან რა უნდა გვეთქვა ორ სრულიად უცნობ ადამიანს ერთმანეთისთვის? -არაფერს მეტყვი არა?- გარეთ გასვლისთანავე მკითხა რაზეც დუმილით ვუპასუხე -მმმმ,შეიძლება ცივ წვენზე დაგპატიჟო? ან ყავაზე, ან რავიცი რაც გიყვარს-ცოტა აღელვებული ჩანდა -მმ კარგი- სიხარულით დავთანხმდი, ყავაზე კი არა რომ ეთხოვა ჯოჯოხეთშიც წავყვებოდი. ამ 3 თვის მანძილზე ყველა ბიჭში მელანდებოდა ქუჩაში. შეიძლება იფიქროთ რომ გიჟი ვარ, მაგრამ იგი ნამდვილად რაღაც სასიამოვნო გრძნობას იწვევდა ჩემში დანახვის წუთიდან, თუმცა არ ვიცოდი რა ერქვა ამ ყველაფერს. ასე გავეშურეთ უახლოესი ბარისკენ. *** -უკაცრავად, შეიძლება თქვენი წიგნი ავიღო?-ბოხი ხმა შემომესმა,რამაც მაიძულა თვალები გამეხილა. ჩემს წინ ახალგზარდა მამაკაცი იდგა, მაღალი და საკმაოდ სიმპატიური, ქერა, დაბალი წვერით და დიდი წყლიანი ცისფერი თვალებით -აა,უი, კი კი რა პრობლემაა-და წიგნი მივაწოდე -ძალიან დიდი მადლობა- მითხრა და ჩემს გვერდით დაჯდა. -ეს თქვენი ადგილი არაა-მაშინვე მივუთითე რადგან ძალიან კარგად მახსოვდა, რომ ჩემს გვერდით ვიღაც ასაკოვანი ქალი იჯდა -ნუ ღელავთ, ქალბატონმა მთხოვა მისთვის ადგილი გამეცვალა-მაშინვე ამიხსნა უცნობმა ინგლისური აქცენტით. -აა კარგით-ვუთხარი და ნახევრად ზურგი ვაქციე. გამოვფხიზლდი და დანანებით გავიქნიე თავი. უკვე ღამე იყო და მინის მიღმა ატმოსფერო სიბნელეს მოეცვა. -სად მიფრინავთ? - ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ იკითხა უცნობმა -საქართველოში-ვუპასუხე და მოკრძალებულად გავუღიმე -მმმ, რა კარგიააა ! როგორც გამიგია საქართველო ლამაზი და უძველესი ქვეყანაა-დასძინა მან -ჰო დიახ, მრავალსაუკუნოვანი ქვეყანაა და ნამდვილად ულამაზესია. -ნამყოფი ხართ? -მე ქართველი ვარ ბატონო-ახლა უკვე მართლა გამეღიმა -რა სასიამოვნოაა ! მე ჯოი ვარ-და ხელი გამომიწოდა -მე ნუცა-ვუპასუხე და ხელი ჩამოვართვი. ამ დროს გამცილებელი მოვიდა და გვკითხა რას ვინებებდით ვახშმად -მე ქათმის კატლეტი მინდა კარტოფილის მარინადით და ერთი ფინჯანი ჩაი თუ შეიძლება-ვუთხარი და გავუღიმე, შემდეგ ჯოიმაც თავისთვის სასურველი მენიუ შეარჩია და კვლავ მარტო დავრჩით ერთმანეთის პირისპირ. -ცოტა აღელვებული მეჩვენები, მგონი რაღაცეზე ნერვიულობ-ნახევრად გამჭოლი მზერა მომაბყრო -უმიზეზოდ არაფერი ხდება, თუმცა არამგონია ეგ თქვენი საქმე იყოს-რატომღაც შეურაცხყოფად მივიღე რომ ეცადა ჩემს პირადს შეხებოდა და ნამდვილად არ ვაპირებდი ვიღაც ჯოისთვის მომეყოლა ჩემი მღელვარების მიზეზზე. -უკაცრავად არ მინდოდა გამებრაზებინეთ-თქვა და კვლავ წიგნს მიუბრუნდა მალე გამცილებელმა გოგონამ ჩვენი შეკვეთა მოიტანა და ვივახშმეთ სრულიად უსიტყვოდ. შემდეგ საპირფარეშოში გავედი, თავი მოვიწესრიგე შეძლებისდაგვარად და როცა უკან დავბრუნდი ჯოი იქ აღარ დამხვდა, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ მიმინიჭებია ამ ყველაფრისთვის , მეტიც გამიხარდა კიდეც რომ ისევ მარტო დავრჩი, მარტო ჩემს მოგონებებთან, რომლებსაც უკვე რამდენი ხანია საგულდაგულოდ ვმალავდი ჩემში. თან ჯერ მხოლოდ 2 საათი იყო გასული მას შემდეგ რაც ნიუ იორკის აეროპორტიდან გამოვედით. წინ კიდევ 6 საათიანი მგზავრობა მელოდა თურქეთამდე და თითქმის 2 საათი შემდეგ თბილისამდე. ასე რომ დრო საკმარისად მქონდა იმისთვის, რომ გამეხსენებინა ის რაც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა და ამავდროულად სიკვდილამდე მტკენდა. ჩემს ადგილზე მოვკალათდი და გონებას მივეცი საშუალება მოგონებები ყველა უმნიშნელო წვრილმანიანად გაეცოცხლებინა. *** -როგორ გეძებდი, შენ ხომ არც კი იცი-მითხრა 10 წუთიანი დუმილის შემდეგ -მართლა? - გავუღიმე და სასრუპით მაღალი ჭიქიდან ფორთოხლის ცივი წვენი მოვსვი. -ჰო, იმ დღეს ისე აირია ყველაფერი შენი გაცნობაც კი ვერ მოვასწარი, ისე დამწყდა გული, როცა ყველაფერი მორჩა დარბაზში რომ ვეღარ დაგინახე, მივხვდი რომ წახვედით- დაბალი, მშვიდი ტემბრით საუბრობდა და დროდადრო თვალებში მიყურებდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი და სიმხურვალეს ვგრძნობდი სხეულში. -ჰო ცუდად აეწყო-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ცოტა უხერხულობა იგრძნობოდა. მე პირადად სიტყვები საერთოდ არ მჭირდებოდა, იმითაც ბედნიერი ვიყავი რომ ის ჩემს წინ იჯდა და შემეძლო მეყურებინა ჩემი ოცნების პრინცისთვის. -მოდი ჯობია ნანატრი დღე გამოვიყენო და ერთმანეთი გავიცნოთ არა?-გამიცინა სასწაულად. -ჰო, რა თქმა უნდა-მეც გამეცინა, უფრო კი ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი ისე მიხაროდა რომ ჩემი პრინცი ჩემს წინ იჯდა. -მე დიტო კერესელიძე ვარ , 24 წლის, მოკლედ რომ აგიხსნა დამწყები თუმცა უკვე წარმატებული ფოტოგრაფი ვარ, ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და მიყვარს ყველაფერი მარტივი-მითხრა და ხელით მანიშნა ახლა შენი ჯერიაო -მე ნუცა თედორაძე ვარ, სულ მალე 20ის ვიქნები, ჯერჯერობით არ შემდგარი ლიტერატურათმცოდნე. რაც შეეხება რა მიყვარს, ეს ცოტა რთული თემაა, რამდენი დღეც მითენდება იმდენჯერ მეცვლება შეხედულებები და ცოტა მეშინია კიდეც რამეზე დარწმუნებით გითხრა მიყვარსთქო -ააჰ მე ვიცი ! კარაქიანი პური მარწყვის ჯემით-ეგ ხომ დანამდვილებით გიყვარს-ორივეს გაგვეცინა. მერე ბარიდან გამოვედით და გზას გავყევით. იმ დღეს მგონი მთელი თუ არა ნახევარი თბილისი შემოვიარეთ ფეხით, თან სულ ვლაპარაკობდით, ერთმენეთს ვუყვებოდით ძალიან მნიშნელოვან და სრულიან უმნიშნელო წვრილმანებს ჩვენი ცხოვრებიდან. -აუ პატარა რომ ვიყავი დამალვა მიყვარდა ძალიან-მორიგ ისტორიაზე გადავიდა ის-დედაჩემს მოკლედ გული უჩერდებოდა ლამის მე რომ ვერ დამინახავდა, ხან საწოლის ქვეშ მპოულობდნენ, ხან კარადაში, ხან კიდე მეზობლის სარდაფში გადასაგდებ ნივთებს შორის და ა.შ ... როცა შებნელდა მთაწმინდაზე ავედით. -ძალიან მიყვარს მთაწმინდის პარკი, განსაკუთრებით კი ხედი ეშმაკის ბორბლიდან-ვუთხარი და გზას სწორედ ეშმაკის ბორბლის წინ არსებული აივნისკენ გავუყევით. -პატარა რომ ვიყავი აქ ხშირად დავყავდით მე და ჩემი ძმა დედას და მამას, ალბათ ყოველ მეორე დღეს მაინც, თან მაშინ აქვე ვცხოვრობდით კერძო სახლში, ისე გვიყვარდა აქ თამაში, მამას ფრანი, ბურთი ან სხვა ნებისმიერი გასართობი მოჰქონდა ჩვენთვის და პატარა ბავშივით გვეთამაშებოდა. აქ დედაც და მამაც ჩემი და ნიკას ტოლები იყვნენ.. აქ , აი სწორედ აქ ვასწავლეთ მე და მამამ ნიკუშას პირველად ველოსიპედის ტარება -ვუთხარი და "აივანზე ერთ-ერთ კუთხეში მივირბინე, თვალები ცრემლებით ამევსო, მერე ნელი ნაბიჯებით მივედი მოაჯირთან და ხედს დავუწყე ყურება, დიტოც გვერდით მომიდგა, ცოტა ხნიანი დუმილის შემდეგ განვაგრძე -5 წლის იყო როცა მომაკვდინებელი სენი დაუდგინეს, სრულიად პატარა და უსუსური იმისთვის რომ სიმსივნეს შებრძოლებოდა-ცრემლების ბურთი მახრჩობდა და ვცდილობდი აკანკალებული ხმა დამემორჩილებინა. -რა არ გავაკეთეთ, სულ ყველაფერი გავყიდეთ და საზღვარგარეთ წავიყვანეთ, ქიმიები, რამდენიმე ოპერაცია , წამლები, რეაბილიტაცია.. არაფერი დავაკელით მაგრამ 1 წლის შემდეგ დაიღალა მისი პაწაწინა გული და გაჩერდა-აქ კი ნამდვილად ვერ შევიკავე თავი -გესმის? ის უბრალოდ აღარ სუნთქავდა.. მის წინ ვიჯექი საწოლზე, მისი პატარა ხელები მეჭირა ხელში და ვგრძნობდი როგორი უსიცოცხლო იყო- უკვე ცრემლებსაც არ ვმალავდი და ხმითაც ვქვითინებდი -მოდი ჩემთან-მითხრა დიტომ და ძალიან მაგრად ჩამიხუტა-დაწყნარდი ნუციკო- თმაზე მეფერებოდა დიტო და გულში უფრო და უფრო ძლიერად მიკრავდა,როცა ცოტა დავმშიდდი, ჩამოვშორდი და იქვე სკამეიკაზე დავჯექი, ისევ ხედს დავუწყე ყურება, სიჩუმე იყო. -5 წელი გავიდა.. 5 უმისო წელი, ახლა ალბათ ძალიან ლამაზი ბიჭი იქნებოდა, ქერა იყო, ულამაზესი თაფლისფერი თვალებით და ყველაფრისთვის შეიძლებოდა მიეღწია, ის კი მაინც სიკვდილამდე მივიდა.. გული მტკივა როცა წარმოვიდგენ რომ ვეღარასდროს მოვა, ვეღარ გამოიქცევა და ჩამეხუტება მთელი ძალით, ვეღარასდროს შეუყვარდება , როგორც მისი ბაღის ჯგუფელი თეკლა უყვარდა, ვეღარ ვიმღერებთ ძილის წინ, ვეღარ დავლევთ დილაობით დედას გაკეთებულ კაკაოს ერთად.. -თავს ნუ იტანჯავ ნუც-მომიახლოვდა დიტო- ნიკუშა ალბათ ახლა გიყურებს და არ მოსწონს რომ აცრემლებულს გხედავს-მითხრა და ლოყებზე ჩამომდინარი ცრემლები ნაზი მოფერებით მომწმინდა -ჰო, მართალი ხარ, ის ისეთი კეთილი იყო ვერ აიტანდა ჩემს ცრემლებს-ვუთხარი და ვცადე გამეღიმა. -მოდი ჩაგეხუტო-მითხრა და მხარზე მიმიხუტა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექით ასე სკამეიკაზე, მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბლის ქვეშ, მაგრამ თვალი რომ გავახილე თენდებოდა, მე დიტოს მხარზე მედო თავი, დიტოს ჩემს თავზე და ჩემი ხელი ხელში ეჭირა. ვეცადე არ გამეღვიძებინა, თუმცა როგორც კი შევიშმუშნე მაშინვე გაახილა თვალი -გაიღვიძე?-მკითხა და გამიღიმა -არ მითხრა რომ მთელი ღამე აქ გვეძინა ასე -წარბები შუბლზე ამივიდა გაოცებისგან -მგონი მაგის თქმას ვაპირებდი ახლა-გაეცინა დიტოს -უუპს-ავდექი და გავიზმორე გემრიელად -ნახე რა ლამაზია დილით თბილისი-ვუთხარი და სირბილით მოაჯირისკენ წავედი, დიტოც მალევე აიტუზა ჩემს ზურგს უკან, ძალიან მომიახლოვდა, ხელებით მოაჯირს მიეყრდნო და ყურში მითხრა -გითხარი რომ აწეწილი თმები უზომოდ გიხდება?-გამეცინა, როცა ტელეფონი ამოიღო და სელფის გადაღებისას დავინახე ჩემი ექსტრაორდინალური ვარცხნილობა -ღმერთო ჩემო, როგორ შეგიძლია თქვა რომ ეს ლამაზია-და სიცილი ავტეხეთ, მერე აიჩემა დადექი ფოტოებს გადაგიღებო და რამდენიმე ფოტო გადამიღო განთიადზე მთაწმინდაზე, მერე ერთად ვუყურეთ მზის ამოსვლას და როცა ორთავე შიმშილმა შეგვაწუხა გადავწყვიტეთ გარე სამყაროს დავბრუნებოდით. მთაწმინდიდან ჩამოსულები პირდაპირ ბარში წავედით და ვისაუზმეთ, საუზმე კი უგემრიელესი იყო, დიტოს ტკბილ-თბილი კომპლიმენტებით გაჯერებული.. 3 თავი *** -კიდევ გაბრაზებული ხარ?-გვერდით ისევ ჯოი მომიჯდა, ახლა კი ნამდვილად მომეშალა ნერვები რომ ისევ რეალობაში აღმოვჩნდი, მაგრამ ხო არ შევიმჩნევდი -არა, საიდან მოიტანეთ-გავიღიმე რაც შემეძლო ბუნებრივად -ჰო რავი, მეგონა გეწყინათ-უხერხულად შეიშმუშნა -არა, უბრალოდ რასაც ვფიქრობდი ის გითხარით გულწრფელად-თითქოს თავს ვიმართლებდი მის წინაშე -საინტერესო წიგნია?-საუბრის თემის შეცვლა ვცადე -უჰ კი, ძალიან მომეწონა, ვფიქრობ ჯეიკობს საბოლოოდ შეუყვარდება ანასტასია- დასძინა ბოლოს -ჰო აი მაგ ამბებს არ მოგიყვებით, მუღამი რომ არ დაგეკარგოთ კითხვის-ვუთხარი და ფანჯარაში დავიწყე ყურება. ჯოიც მიხვდა, რომ ლაპარაკი არ მსურდა და წიგნის კითხვა განაგრძო. *** ივლისის მომდევნო დღეებიც ერთად გავატარეთ მე და დიტომ, დავდიოდით თბილისის და არამარტო თბილისის ქუჩებში, ვლაპარაკობდით ბევრს, ვხუმრობდით, ვიცინოდით, ვჭამდით უამრავ ნაყინს, ვწუწაობდით, ვცეკვავდით, ვერთობოდით და უკვე 1 კვირაში ორივეს ისეთი გრძნობა გვქონდა თითქოს ერთმანეთს მთელი ცხოვრებაა ვიცნობდით. დილით დიტოს ზარმა გამაღვიძა, ღამენათევმა ძლივს ავწიე თავი ბალიშიდან და გაურკვეველი ინტონაციით ვუპასუხე ზარს -მიიიიშ გაიღვიძეეეეე! (ერთმანეთს ცხოველების სახელებს ვუფიქრებდით, მე მიში ვიყავი- ანუ თაგვი) --უკვე მღვიძავს ერთი ბეგემოტის წყალობით-ამოვილუღლუღე -პატარავ გამოფხიზლდიი გთხოოოვ, მალე გამოგივლი სადღაც მივდივართ -ასე ადრე? ჯერ წესიერად არც გათენებულა-წუწუნი დავიწყე მეც -ჰე მიდი მიდი მოწესრიგდი და ნახევარ საათში ბინასთან დაგელოდები-მომაყარა უცებ და გამითიშა. სხვა რა გზა იყო, ავიზლაზნე როგორც იქნა საწოლიდან და მაშინვე სააბაზანოში გავიქეცი. უცებ ვიბანავე, კრემისფერი ყვავილებიანი მოკლე სარაფანი ჩავიცვი, თეთრი კედები, ნახევრად სველი თმა გაშლილი დავიტოვე და ის ის იყო ღია ტუჩსაცხის წასმას ვამთავრებდი რომ ტელეფონმა დარეკა -მიიიიიიშ ! მოვედი და გელოდებიიი-რაღაც ძალიან ბედნიერი ჩანდა დღეს დიტო -კაი მეც 2 წუთში ჩამოვალ-მივაყარე და უცებ გავუთიშე. პატარა ზურგჩანთაში რაღაც ნივთები ჩავყარე და გავიქეცი. -აბააა? სად მივდივართ დიდო რაინდო ამ დილაადრიან?-მისვლისთანავე გადავეხვიე ჩემს პრინცს -ეგ სიურპრიზია-თვალი ჩამიკრა და მანქანის კარი გამიღო -ვააა, და მაგ სიურპრიზში საჭმელი იქნება?-სიცილით ვკითხე -აბა რა, თან ისეთი თითებსაც კი ჩაიკვნეტ-და საჭეს მიუჯდა -მმმ,ეს უკვე საინტერესოაააა-თითები კარის სახელურზე ავათამაშე, დიტომ მანქანა დაძრა, სიმღერა ჩართო და წავედით სიურპრიზში. დაახლოებით ნახევარი საათი ვიმგზავრეთ და როცა მივხვდი რომ თბილისს აშკარად გავცდით ცოტა შევშინდი -დიიიი სად მივდივართ?- გაკვირვებული მზერა მივაბყარი -სიურპრიზში მიიიშ-მითხრა, ჩემი ხელი აიღო ჩემივე კალთიდან და აკოცა. -და კიდე დიდი ხანი უნდა ვიაროთ სიურპრიზამდე?-წარბები მაღლა ავზიდე -რა იყო კი არ გიტაცებ, ცოტა დარჩა თითქმის მივედით-ცენტრალური გზიდან გადაუხვია. ცოტა ვიარეთ და დიტომ ერთ-ერთ ძალიან კოხტა ეზოსთან გააჩერა, რომელშიც აქედანაც ჩანდა რომ ლამაზი სახლი იდგა. -ეს რა ადგილია ? ვისი სახლია? აქ რა გვინდა?-მივაყარე კითხვები -კარგი გოგო რა იყო, ეს ჩემი სახლია, ჩემს ბებოს ძალიან უნდოდა შენი გაცნობა და უარს ხომ არ ვეტყოდი?-მითხრა და ხელი ჩამკიდა -ბებოს? არ მითხრა რომ იქ ზინა ბებო ცხოვრობს?- თან გამეღიმა და თან შემრცხვა -დიახ, დიახ, იმ დღეს რომ ვუთხარი ნუცის შენი ხაჭაპური ძალიან მოეწონათქო გაიგიჟა თავი გინდა თუ არა ჩამომიყვანე გავიცნო ვისთან დადიხარ დღე და ღამეო, მერე ჩემი დაც აყვა და ახლა ორივე გველოდებიან სახლში-ლოყაზე მაკოცა და მითხრა შევიდეთო. -აუ გადარეული ხარ-ჩუმად ვუთხარი და როგორც კი ეზოში შევედით ღრმად ჩავისუნთქე -ნუ ნერვიულობ მას ძალიან მოეწონები.-დამამშიდა და ხმამაღლა დაუძახა ბებოს, ისიც მალე გამოჩნდა სახლის კარებთან, დანახვისთანავე გადამეხვია და შემოდით სახლში გარეთ ძალიან ცხელაო დააყოლა. სახლში შესვლისთანავე დაახლოებით 16-17 წლის გოგონა შეგვხვდა და მივხვდი რომ ეს დიტოს და იქნებოდა, ღიმილა, ლამაზი, ქერა გოგონა მოვიდა და მე ნინი ვარო მითხრა, მეც გავეცანი და სიყვარულით გადავეხვიე. -ჰე, მოდით ახლა, მოშიებულები იქნებით, ამ დილა ადრიან, სუფრა თითქმის მზადაა, დაჯექით ბავშვებო და მეც ნელ-ნელა შემოგიერთდებით-სუფრისკენ გაგვიძღვა ზინა ბებო, ჩვენც არ დავაყოვნეთ და სულ რაღაც 10 წუთში ოთხივე ვიჯექით ლამაზი სუფრის ირგვლივ, მივირთმევდით ზინა ბებოს უუუუგემრიელეს ხაჭაპურს და ყველა ერთად ვიცინოდით დიტოს პატარაობის ამბებზე -ეს რა მავნე და შარიანი ვინმე ყოფილა-შევნიშნე სიცილით -უიმე, საოცარი, წუთით ვერ მოაცილებდი თვალს ენაცვალოს ბებო, ახლა დიდი ბიჭია და დაჭკვიანდა -და დიტოს ხელზე მოეფერა თბილად. -დაჭკვიანდა კი როგორ არაა -სიცილი აუტყდა ნინის -გუშინ ვინ იყო ნეტა დილით წყლის თოფით რომ შემომივარდა ოთახში ადექი დროზე გაიღვიძეო? -ნინიკო ასეთი რამეები არ უნდა მოყვე მაშინ როცა გოგოს ვეპრანჭები-ყველას სიცილი აგვიტყდა. საუზმის შემდეგ ზინა ბებომ სახლი და ეზო დაგვათვალიერებინა, მისი ძაღლიც გავიცანი -ბასი და ბევრიც ვეთამაშეთ. უკვე 11 საათი იქნებოდა როცა გამახსენდა რომ დილით სამსახურში უნდა წავსულიყავი და სასწრაფოდ გამოვიქეცით მე და დიტო თბილისში,შემდეგ სამსახურში მიმიყვანა და თვითონ სტუდიაში წავიდა. მოკლედ ძალიან რომ არ გავწელო სამსახურიდან წამოვედი, უფრო სწორედ სოფომ დამითხოვა, თუმცა დიდად არ ვდარდობდი, ბოლო-ბოლო დედაჩემი და მამაჩემი მთელი 4 თვეა მეხვეწებოდნენ თავი დაანებეო. ამდენი თვის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავისუფლება და სრულიად მოვეშვი. პირდაპირ სახლში წავედი და დაღლილმა კარგად გამოვიძინე. საღამოს 6 საათი იქნებოდა რომ გამეღვიძა და გადავწყვიტე დიტოსთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, რადგან ვიცოდი რომ გვიანობამდე სტუდიაში მოუწევდა ყოფნა. ტოპი და გაშვებული სპორტული შარვალი ჩავიცვი, თმები კოსად ავიწიე და დიტოს სტუდიისკენ გავეშურე. გზაში საჭმელიც ვუყიდე და ასე 8ის ნახევარზე მისი სტუდიის შესასვლელთან ვიდექი ჩიზბურგერით, ფრითა და კოლათი ხელში. კარი მალევე გამიღო და რომ დამინახა სიხარულისგან რა ექნა აღარ იცოდა. -ეეე რა მაგარი გოგო ხარ -მითხრა და ჩამეხუტა -ვიცოდი რომ აქ გიწევდა მუშაობა გვიანობამდე და გადავწყვიტე საჭმელი მომეტანა, ხო გშია?-ვკითხე და საჭმელი მაგიდაზე დავდე -აუ ჩემს გულში იჯექი გეფიცები-მოვიდა შუბლზე მაკოცა და საჭმელს მიუბრუნდა -შენ არ გშია? -არაა დიი-ვუთხარი და სტუდიის დათვალიერება დავიწყე, სადაც ერთ კედელზე უამრავი ფოტო იყო მიკრული, მეორე კუთხეში ბევრი სხვადასხვანაირი ტანსაცმელი ეკიდა, ოთახის ცენტრში კი "გადასაღები მოედანი" იყო გაკეთებული. სრულიად თეთრი ფონი. ფოტოებს მივუბრუნდი და ვათვალიერებდი როცა ჩემს თავს წავაწყდი, თან ძალიან ბევრჯერ. აი მე მეტროში ზურგით ვჩანვარ, ჩვენი ფოტოც, უი აქვე ანის დაბადების დღეზე მარტო ვზივარ და ბავშების ცეკვას ვუყურებ, აი აქაც მე- მთაწმინდაზე დილით, იქვე აღმოვაჩინე ნინიკოს ფოტოებიც, მისი და ვიღაც ბიჭების ფოტოები და ა.შ. მივხვდი რომ ეს კუთხე მისი და მისი ახლობელი ადამიანების ფოტოებისთვის იყო განკუთვნილი. ჩუმად მომიახლოვდა და შემაშინა რაზეც შევკივლე -შემაშინე დებილო-მივუბრუნდი და მხარზე ხელი ვკარი, მერე დიტომ ერთი ფოტო აიღო და კედელზე მიაკრა ჭიკარტით. ეს იყო ჩემი და მისი სელფი მთაწმინდაზე. გულში ისე გამიხარდა მომინდა იმ წამსვე ჩავხუტებოდი. მერე სამუშაო მაგიდას მიუჯდა მე კი მის პირდაპირ "გადასაღებ მოედანზე" დადებულ შავ პუფში მოვთავსდი და ჩუმად ვუყურებდი როგორ მუშაობდა ათას ფერად ფოტოში ჩაფლული. დაახლოებით ნახევარი საათი იქნებოდა გასული რაც ასე გაუნძრევლად ველოდებოდი რომ ალმაცერად ამომხედა და წამში ჩემს წინ გაჩნდა -აუუ ნუუუც, რაღაც თხოვნა მაქვს და უარი არ მითხრა გთხოოოოოოვ-და ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია -ჯერ მითხარი-გავუღიმე -გთხოვ ფოტოებს გადაგიღებ, ამ ერთხელ, ვიცი რომ არ გიყვარს კამერის წინ პოზიორობა, მაგრამ გემუდარები ჩემთვის ამ ერთხელ გააკეთე ეს-მითხრა და ცხვირზე მაკოცა -მმმ, კაი, ოღონდ ამ ერთხელ მხოლოდ-ვუთხარი და ბოლო სიტყვების თქმისას მეტი სიმტკიცისთვის მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ცხვირწინ ჰაერში გავაქნიე. -ვაიმეეე რა კარგი ხარ !-შეყვირა, ორივე ლოყაზე მაკოცა და წამში მოამზადა ფოტოაპარატი. მოედანი გაათავისუფლა და მითხრა თავისუფლად დადექიო, მეც მაქსიმალურად ვეცადე მივყოლოდი. რამდენიმე ფოტო გადამიღო, მერე პროფილშიც, ბოლოს ზურგით დამაჯინა, თმები აბურდულად ამიწია, ბოლოს კი ძალიან დიდი თხოვნის შემდეგ დამითანხმა და მაიკა გავიხადე. მისგან ზურგით ვიდექი, ის კიდე მიღებდა ფოტოებს, უფრო სწორად ჩემს ზურგზე გამოსახულ გალაქტიკას უღებდა.. ხან ასე შემომაბრუნებინებდა თავს, ხან ზევით ამაწევინებდა და ასე შემდეგ. მოკლედ დაახლოებით 2 საათი "მაპოზიორა" მისი კამერის წინ, ბოლოს როცა როგორც იქნა გული იჯერა დავისვენოთო. დაძაბულობისგან და დაღლილობისგან იქვე მოედანზე დავწექი, რამდენიმე წუთში დიტოც გვერდით მომიწვა. მე გადავბრუნდი და მუცელზე დავწექი. ცოტა ხანს მიყურებდა დიტო, შემდეგ ზურგზე ამოჭრილ მაიკაში, ჩემს გალაქტიკას დაუწყო ფერება -ეს თანავარსკვლავედია არა?-მკითხა ჩუმად -ჰო,კირჩხიბის- მეც დაბალ ტონალობაში ვუპასუხე. -როგორ მიყვარს-ჩაილაპარაკა თავისთვის, მე წამოვჯექი და მის პირდაპირ აღმოვჩნდი, დიტო ნელ-ნელა ჩემკენ დაიხარა, რამდენიმე წამში იმდენად ახლოს იყო, რომ მის ცხელ სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. წამით შეყოვნდა, მერე ჩემი ხელი დაიჭირა ხელში და ჩუმად მითხრა -მიყვარხარ- ვერ აგიღწერთ იმ მომენტში რა ვიგრძენი, პეპლები ? პეპლები კი არა მგონი მთელი ფლორა და ფაუნა ამოძრავდა ერთდროულად ჩემს მუცელში, სიხარულისგან ცრემლები მომადგა თვალებზე და მაშინვე ჩავეხუტე დიტოს მთელი ძალით. 15 ივლისი იყო, როცა დიტო და მე ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით,იმ ღამით სტუდიაში დავრჩით, როგორც ყოველთვის უამრავი ვილაპარაკეთ, ჩვენს სამომავლო გეგმებზეც და ოცნებებზეც და ამ ლამაზ დიალოგში ორთავეს ერთ პუფში ჩამჯდარებს ჩაგვეძინა. დილით კარების ბრაგუნის ხმამ გაგვაღვიძა -აუუუუ, სანდრო და გიო არიან ალბათ-ამოიბურდღუნა დიტომ და მაშინვე კარი გააღო. ოთახში 2 ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა -დიტო შენ კიდე აქ ხარ ?-ჰკითხა ერთმა და ბეჭზე ხელი შემოარტყა -აუ ჰო ბიჭო, გვიანობამდე ვმუშაობდი-უთხრა დიტომ და თვალები მოიფშვნიტა. მეც ამასობაში ავდექი, შეძლებისდაგვარად მოვწესრიგდი -გამარჯობათ-ვუთხარი ღიმილით და ხელი დავუქნიე შორიდან ახლადმოსულ სტუმრებს. ბიჭებს სახეზე გაკვირვება, გაოცება, აღტაცება და ბევრი სხვა რეაქცია ერთდროულად დაეხატათ. დიტო მომიახლოვდა მერე მათ მიუბრუნდა და უთხრა -გაიცანით, ეს ნუცაა, ჩემი შეყვარებული-ვერ აგიღწერთ როგორ გამიხარდა ეს რომ თქვა, ახალგაღვიძებულს გუშინდელი ამბავი ჯერ კიდევ სიზმარი მეგონა. ბიჭები მომიახლოვდნენ და სიცილით გადამეხვივნენ -ესე იგი შენ ხარ ნუცაააა-თქვა, როგორც შემდეგ მივხვდი,-სანდრომ -როგორ მიხარია რომ როგორც იქნა გვეღირსა შენი გაცნობა- დაუმატა გიომ -თურმე მართლა ძალიან საყვარელი ხარ და იმაზე ბევრად ლამაზიც ვიდრე დიტო ამბობდა-არ ჩამორჩა სანდროც და ალბათ უსასრულოდ გააგრძელებდნენ საუბარში დიტო რომ არ ჩარეულიყო -აუ ბიჭებო, მე ნუცის სახლში გავიყვან, მერე უცებ მოვწესრიგდები და მოვალ კაი ? ცოტა დამრჩა ისედაც, იმ ალბომს ვამთავრებ-მაგიდაზე ერთ-ერთ შეკვრაზე ანიშნა, მერე ხელი ჩამკიდა და წავედითო მითხრა. მე ბიჭებს დავემშიდობე და სახლისკენ წავედით. -მმ როგორ მეძინებაააა-ვუთხარი მანქანაში ჩაჯდომისთანავე და დავამთქნარე -ჰო და როგორც კი მიხვალ დაისვენე-მითხრა და ხელზე მაკოცა -აუ, თუ სამსახურში მიდიხარ ?-ბოლოს დაამატა -არა არა, გუშინ ვეღარ გითხარი, აღარ ვმუშაობ-უცებ მივაყარე -ეე რატო? -დაინტერესდა, რა თქმა უნდა -რავი, წამოვედი, გადავიღალე რა, თან დედაჩემი რამდენიმე თვეა მეხვეწება დაანებე თავიო ჰო და ასე რა-მხრები ავიჩეჩე. -ძალიან კარგი, ახლა ჩემს მიშს უფრო დიდი დრო ექნება ჩემთან ერთად გასატარებლად -მითხრა , ჩემკენ გადმოიხარა და ლოყაზე მაკოცა -მიყვარხარ მიიიშ-მითხრა როცა მანქანა ჩემი ბინის წინ გააჩერა -მეც დიტო-ვუთხარი, მისკენ დავიხარე და ის ის იყო ლოყაზე უნდა მეკოცნა რომ ჩემს ტუჩებს დაეწაფა. სრულიად აჟიტირებული ავედი სახლში, რა მექნა აღარ ვიცოდი ბედნიერებისგან, ღრუბლებში დავფრინავდი ... სახლში მისვლისთანავე ვერკას და ნიას დავურეკე და სასწრაფოდ ამოდითთქო ვუთხარი. დაახლოებით ერთ საათში ისინი ისხდნენ ჩემს პირდაპირ პუფებში და გაოცებული სახეებით ისმენდნენ ჩემ მიერ მოყოლილ ამბებს დიტოს შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ რა სანახავი იქნებოდნენ განცვიფრებული გოგონები -და ბოლოს, მე შეყვარებული ვარ ! -ცოტაოდენი დუმილის შემდეგ გასული ღამის ამბებიც მოვაყოლე და ვუთხარი რომ ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით. აი აქ კი ნამდვილად უფასო წარმოდგენა დაიწყო. წივილ-კივილით შემოირბინეს მთელი სახლი, თავდაყირა დააყენეს ყველაფერი და დაახლოებით 10 წუთი ერთმანეთზე ჩახუტებულები ვხტუნავდით, ბოლოს დავიღალეთ და ინერციით დავეშვით საწოლზე. საღამო იყო, როცა დიტომ დამირეკა და რას შვებიო მომიკითხა, მეც ვუთხარი სახლში ვარ გოგონებთან ერთად და პიცას ვაცხობთთქო (ჩვენი შეკრების აუცილებელი ატრიბუტი) -ეეე, პიცა მეც მინდააააა-იყვირა დიტომ და ყურმილიდან მომესმა ხმები-"აუ როგორ მშია და ამან პიცაოოო", "ჰო ჰო კაი ცხარე პიცაა გაასწორებდა მაგრად"- რა თქმა უნდა ხმები მეცნო, ეს ყველაფერი არც გოგონებს გამოპარვიათ და მაშინვე ჩამჩურჩულეს ამოვიდნენო, მეც ეს იდეა მომეწონა -დიიი, გცალია? -რატო მეკითხები მიიშ? -ამოო, პიცაზე გეპატიჟები , და ბიჭებიც წამოიყვანე, დარწმუნებული ვარ დაღლილები და მოშებულები ხართ-მივაყარე ბოლოს -მმმ, ჩემი მზრუნველი გოგო, კაი ცოტა დაგვრჩა, მოვრჩებით და წამოვალთ-მითხრა, ყურმილიდან მაკოცა და გამითიშა. ჩვენ დრო ვიხელთეთ და დიდი პიცა გამოვაცხვეთ, მერე მაღაზიაში ჩავირბინეთ და გაზიანი გამაგრილებელი სასმელები ვიყიდეთ, უკვე მაგიდას ვაწყობდით რომ კარზე ზარი გაისმა -ვაიმეეეე მოვიდნეეეენ-ავღელდი, და გაფქვილული წინსაფარი მოვიხსენი, როგორც ყოველთვის აწეწილი თმები შევისწორე და კარი გავაღე. -მიიიიიიშ-ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს დიტო და ხელები წელზე მომხვია. როგორც კი თავი გავითავისუფლე ბიჭები სახლში შევიყვანე -ბიჭებო ესენი ჩემი მეგობრები არიან ვერკა და ნია-გოგონებიც გაიპრანჭნენ და გაიცვნეს სანდრო და გიო. ბიჭებმა დიდი პარკით ტკბილეულობა და სასუსნავები მოიტანეს და მალევე დავსხედით სუფრასთან -არა რა, ნამდვილად ნიჭიერი მზარეულები ხართ-შენიშნა დიტომ ბოლოს. -ჰო, თან მთელი დღის დაღლილებს ისე გვშიოდა-დაუმატა სანდრომ და კიდევ ერთი ნაჭერი პიცა გააქანა ხახაში. -არ თქვა, ამ პროექტის გადამკიდე გიჟური გრაფიკი გვაქვს-თქვა გიომ და მერე ბიჭებს მოვაყოლეთ თუ რა პროექტზე მუშაობდნენ. აღმოჩნდა რომ საერთაშორისო კონკურსის ფინალური ეტაპისთვის ემზადებოდნენ. მოგების შემთხვევაში ძალიან დიდი თანხა და საჭირო ტექნიკა იყო პრიზი, ამითი კი თავისუფლად შეძლებდნენ ახალი სტუდიის გაკეთებას. -დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივათ-ვუთხარი ბიჭებს და მალევე ყველამ მისაღებში გადავინაცვლეთ ტელევიზორის წინ -რამე კარგი ფილმი ვნახოთ და ვუყუროთ გაწყობთ?-ახალი იდეა წამოაყენა ვერკამ და დივანზე ბიჭების გვერდით მოკალათდა. -მმმ კარგი იდეაა-გიოც მალე აყვათ, მოკლედ ბიჭებმა აიჩემეს ახალი საშინელებათა ფილმია გამოსული სულ გვინდოდა ნახვაო, აქ კი დიდ ეკრანზე კარგი საყურებელი იქნებაო, თავიდან გოგონებმა კი დაიწყეს წუწუნი არ გვინდაო მაგრამ როცა ბიჭებმა სიცილი ატეხეს რა მშიშრები ყოფილხართო დათანხმდნენ. შუქები ჩავაქრეთ და ფილმის ყურება დავიწყეთ.მე და დიტო პუფში ჩავჯექით, ჩვენს უკან დივანზე კი ბავშები მოთავსდნენ. თავიდან ეს ყველაფერი სახალისო იყო, მაგრამ დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ რატომღაც ყველა ჩვენს პუფში აღმოჩნდა. მოკლედ გოგონების ისტერიკების გამო იძულებულები გავხდით ფილმი გამოგვერთო, თან საკმაოდ გვიანი იყო და ბიჭებიც გავაცილეთ, გოგონები კი ჩემთან დარჩნენ. ზაფხულის ის დღეები ყველაზე კარგი დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში და მეგონა რომ იმ დღეებში ყველაზე ბედნიერი გოგო ვიყავი დედამიწის ზურგზე. ყველაფერი საოცრად კარგად მიდიოდა და ჩემი ცხოვრება ლამის ზღაპარს გავდა დიტოსა და ბავშვების დახმარებით. საბედნიეროდ, გოგონებმა ძალიან კარგად მიიღეს დიტოცა და მისი ძმაკაცებიც ეს კი ძალიან გვეხმარებოდა ერთად უუუუმშვენიერესი დრო გაგვეტარებინა. 19 ივლისი. დილიდან უხასიათოდ ვიყავი, თუმცა ვიცოდი, საღამოსთვის ყველას დიდი გეგმები ჰქონდა და მინდოდა თუ არა მაინც მომიწევდა ამ საყოველთაო სამზადისში ჩავრთულიყავი. გოგონები დილიდან თავს დამტრიალებდნენ -ეს კაბა კაია? -თუ ეს ჯობია? -მგონი ლურჯი ჩემი ფერი არაა.. -თმები ასე გავიკეთო? თუ უბრალოდ გავშალო ? -ბევრი ვიქნებით ? -აუ მაგრად უნდა გავერთოთ- მოკლედ ხო წარმოგიდგენიათ რა დღეში იყო ჩემი სახლიც და რა დღეში ვიყავი თავად მეც. -კარგით გოგონებო დაწყნარდით, ისედაც ლამაზები ხართ და ყველაფერი მოგიხდებათ-დავამშიდე ისინი და ყავის მოსამზადებლად სამზარეულოში გავედი. უკვე 5 საათი სრულდებოდა დიტო არ შემხმიანებია , რამდენჯერმე მივწერე რას შვებითქო მაგრამ არ უპასუხია, ეს ცოტა მაღელვებდა, თან ვიცოდი რომ გადატვირთული იყო და არ მინდოდა ხელი შემეშალა, მოკლედ შინაგანი მღელვარებით ვემზადებოდი დაბადების დღის წვეულებისთვის და ვცდილობდი არაფერი შემტყობოდა. შხაპი მივიღე და 6 საათზე სალონში გავიქეცი და იქედან გამოპრანჭულ-გაბწყინებული დავბრუნდი სახლში, მაშინვე ოთახში შევედი და უკვე გამზადებული კაბის ჩაცმა დავიწყე. კაბა შავი იყო, მინიმალისტური, ტანზე მოყვანილი, როგორც ყოველთვის დიტოს თხოვნით ზურგამოჭრილი, გულიც საკმაოდ მოღებული ჰქონდა,გრძელი იყო თუმცა მაქსიმალურად ჩახსნილი. ფეხსაცმელიც მინიმალისტური ავირჩიე,კრემისფერი სადა ფეხსაცმელი, მოკლედ საბოლოოდ დავტრიალდი სარკის წინ და გოგონებისკენ გავეშურე. ისინი მისაღებში მელოდებოდნენ გაპრანჭულები და საოცრად მხიარულები. როგორც კი დამინახეს წივილ-კივილი ატეხეს -ვაიმეეეეეე -ვატყობ ერთ გოგოს მოიტაცებენ დღეს -მიდი და ნუ მოიტაცებ შეხედე რა ვიდზეა-მოკლედ რამდენჯერმე დამატრიალეს, მერე საბოლოოდ შევთანხმდით რომ ვაგვიანებდით და რესტორნისკენ გავეშურეთ ვერკას ახლადშეძენილი მანქანით. საღამო ნამდვილად იდეალური იყო, გემოვნებიანი მუსიკით, გემრიელი სასმლით და შესანიშნავი საზოგადოებით, თუმცა სუფრასთან თავისუფლად დარჩენილი ადგილი მაფიქრებდა, სანდრო და გიოც აქ იყვნენ და მითხრეს დილიდან არაფერი გვსმენია დიტოზე ტელეფონიც გამორთული აქვსო. ცრემლებს ვერ ვიკავებდი იმის გამო რომ დიტო არ მოვიდა. ის ის იყო ცრემლები საბოლოოდ მოვიწმინდე, საპირფარეშოდან გამოვედი და საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი დიტოს მოსვლასთან დაკავშრებით რომ აჟიტირებული ვერკა მომვარდა. -სად ხარ გოგო ?-შემყვირა ვერკამ -რა იყო ტუალეტში მინდოდა-თავი ვიმართლე და ვეცადე მაქსიმალურად დამემალა ცრემლები. -მართალია კი ცდილობ ცრემლები დამალო, მაგრამ ვფიქრობ მალე ამას ვეღარ შეძლებ, დიტო მოვიდა და გელოდება-მომაყარა ვერკამ, ხელი ჩამავლო და დარბაზისკენ გამაქანა. შემოსასვლელში დიტო იდგა, ვერ აგიღწერთ რამხელა სიხარული ვიგრძენი როცა დავინახე. უუუუუუზარმაზარი თაიგული ეჭირა, ფერადი მინდვრის ყვავილებით და დაბნეული იღიმოდა. რომ დამინახა ჩემკენ დაიძრა, მომეჩვენა რომ ტიროდა, მომიახლოვდა თაიგული მომაწოდა, გადამეხვია და ყურში მითხრა -გილოცავ მიიიიიშ, მაპატიე -ლოყაზე მაკოცა და წავიდა. 4 თავი ვერ მივხვდი რა უნდა მეფიქრა, დაბნეული ვიყავი. ტირილი მომინდ,ა როცა გავაცნობიერე რომ წავიდა, თან ასე .. ასევე დაბნეულობა ეტყობოდათ გოგონებსაც და სანდროს და გიოსაც. თაიგული ვერკას შევაჩეჩე ხელებში და გარეთ გავიქეცი, თუმცა ვერ მივუსწარი, მანქანა გიჟივით დაძრა და წამში ჩიხში გაუჩინარდა. რა თქმა უნდა, წვეულება დამთავრდა. გოგონებს ვთხოვე მარტო მინდა დარჩენათქო და სახლში წამოვედი. მისვლისთანავე ცხელი, ქაფიანი აბაზანა გავიმზადე და ვეცადე სიტუაციაში გავრკვეულიყავი. რა მოხდა? რას ნიშნავს ეს ყოველივე? ნუთუ დამშორდა? არ ვუყვარდი? -მსგავსი ფიქრები ტვინს მიღრღნიდა, ცრემლები კი ნიაღვარად ჩამომდიოდა სახეზე. დაღლილობისგან და ტირილისგან მალევე ჩამეძინა. მომდევნო დღეები სრულიად მარტომ გავატარე, ტირილსა და სიცარიელეში. ვერც ის გამეგო რა ხდებოდა ჩემს თავს,იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა რომ დიტო მატყუებდა. რა უნდა მექნა? ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში პასუხი კი არცერთზე არ გამაჩნდა. მე დიტოს შეყვარებული და უცებ არავინ ? რა ხდებოდა საერთოდ.. ეს ყველაფერი აუტანელ ტკივილს მაყენებდა.. 3 დღიანი გლოვის შემდეგ გადავწყვიტე საღამოს გამესეირნა. უცებ გადავიცვი ტანსაცმელი , ყურსასმენები მოვირგე და ქუჩაში გავედი. არც ის ვიცი რატომ, მაგრამ ფიქრში გართული აზრზე რომ მოვედი მთაწმინდაზე ვიყავი, ეშმაკის ბორბალთან, როგორც ყოველთვის აქ ხალხი არ იყო,თუმცა შორიდან ისმოდა ადამიანების ჟრიამული. მოაჯირს ხელებით ჩავეჭიდე და ღრმად ამოვისუნთქე როცა ზურგს უკან ნაბიჯების ხმა გავიგონე.მაშინვე მივბრუნდი და გაბრაზება, გაოცება და ინტერესი ერთდროულად ვიგრძენი, როცა წინ დიტო დამხვდა. -გამარჯობა-მითხრა და ჩემს გვერდით მოაჯირს მიეყრდნო. მე გავბრუნდი და ხედს დავუწყე ყურება -ნუც .. ეჰ ნუცი .. ვიცი რომ ხმის ამოღების უფლებაც არ მაქვს-დაიწყო ნელა და წყვეტილად საუბარი -ერთი შეყვარებული მყავდა, ძალიან პატარები ვიყავით როცა ერთად ყოფნა გადავწყვიტეთ და საკმაოდ დიდხანს ვიყავით ერთად.. 20ის რომ გავხდი გავიგე რომ ჩემს ბიძაშვილთან მიღალატა, მეტიც მე მათ შევუსწარი, ალბათ წარმოდგენასაც ვერ შეძლებ რა დამემართა იმ მომენტში.. ერთიანად გავიყინე, თვალები დამებინდა.. მოვკვდი ! რა თქმა უნდა, იმ წამიდანვე გავაგდე ჩემი ცხოვრებიდან ისიც და ჩემი ბიძაშვილიც .. მას შემდეგ არაფერი მიკითხავს არც მასზე და არც მის ცხოვრებაზე .. იმ დღეს კი .. იმ დღეს ! უეცრად გამომეცხადა და გამიცხადა უნდა შემირიგდე თორე თავს მოვიკლავ ახლავეო .. -დიტო .. ვალდებული არ ხარ ამიხსნა.. როგორც ჩანს, არც ისე მნიშვნელოვანი ვიყავი იმისთვის, რომ ეგ ჩემთვის თავის დროზე მოგეყოლა-არც კი გამიხედავს მისკენ -არა ნუც .. მნიშნელოვანი არ ხარ ? მნიშნელოვანი კი არა შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ვინც გამაჩნია.. სიცოცხლის ხალისი დამიბრუნე, ამ ქვეყნად მომაბრუნე, ჩემი მუზა და მამოძრავებელი ძალა გახდი დანახვის წამიდან .. ის სამი თვე, როცა სამუდამოდ დაკარგული მეგონე, შენს ძებნაში გავატარე.. ყველა გოგოში მელანდებოდი, ვცდილობდი შენი ყველა ნაკვთი გამეხსენებია.. და მაშინ, როცა გიპოვნე, უბრალოდ, მარტივად, შემთხვევით ყველაზე ბედნიერი ბიჭი ვიყავი მთელ მსოფლიოში.. საუკეთესო ადამიანი ხარ ნუც .. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ისევ შევძლებდი ბედნიერებას შენ კიდევ მოსიარულე ბედნიერება ხარ ნუც .. -ეეჰ დიტო ..-თავი გავიქნიე, იმდენად გულგატეხილი ვიყავი აღარაფრის აღარ მჯეროდა. -რა თქმა უნდა უარი ვუთხარი, ვის რაში ჭირდებოდა ტასოს დაბრუნება ? ძალიან უხეშად ველაპარაკე და შენთან წამოვედი რესტორანში. ისეთი გეგმები მქონდა.. თაიგული რომ ვიყიდე ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს ტასომ ვენები გადაიჭრა და საავადმყოფოში მიგვყავსო. რა უნდა მექნა ? ლამის გავგიჟდი.. უცებ შემოვედი რესტორანში და იმწამსვე საავადმყოფოში გავიქეცი. ისე მინდოდა ამეხსნა.. დაგლაპარაკებოდი.. მაგრამ როგორ ? -ვწუხვარ, რთული დღეები გადაგიტანია..-ეს დღეები სად იყავი ? არც კი დაგირეკავს .. მთელი 4 დღეა ტელეფონს ხელიდან არ ვუშვებდი.. შენს ზარს ველოდებოდი.. იცი როგორ ვინერვიულე ? -ცრემლებს ვერ ვიკავებდი -ვიცი, ვიცი ნუც.. თავს ვერაფრით ვიმართლებ.. ეს დღეები ძალიან არეული ვიყავი, ფიქრი და მარტო ყოფნა მჭირდებოდა.. მაპატიებ ? - მკითხა და ვიგრძენი რომ სხვეულის ყველა კუნთით დაძაბული იყო -გიყვარს?-მას არც კი ვუყურებდი და ვკანკალებდი ნერვიულობისგან. -ვინ ტასო ? ღადაობ ? ჯერ ეს ერთი ეგ ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მეორეც მიყვარს კი არა დასანახად მეზიზღება ! გოგო, წარმოგიდგენია ჩემს ბიძაშილთან მღალატობდა !-გაბრაზებისგან მიყვიროდა -ნუ მიყვირი დიტო !-მეც გავამკაცრე ხმა -მაპატიე, მაპატიე მიიიშ .. მე მიყვარხარ ნუც .. შეიძლება ეს ყველაფერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები გგონია და არც გაგიბრაზდები თუ მეტყვი რომ არ გჯერა.. ამ სიტუაციაში ჩემი დიდი ნდობა უნდა გქონდეს რომ დარჩე.. მე ვერაფერს დაგაძალებ, მაგრამ ერთი ვიცი, იმ დღეს, როცა მეტროში დაგინახე, აწეწილი, მაღლა აწეული კოსით და საოცარი ღიმილით გავიფიქრე- მინდა ეს გოგო სამუდამოდ ჩემი იყოსთქო..-დაასრულა სიტყვა და თავი ჩაღუნა -პირველად რომ შეგამჩნიე, ბარში მეგობრებთან ერთად იჯექი და რაღაცაზე იცინოდი, მალევე შევამჩნიე შენი მზერაც.. მთელი საღამო მინდოდა რომ გამეცანი და ბოლოს, როგორც იქნა, მოხვედი.. რა თქმა უნდა , არ შევიმჩნიე, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი და ჩემით დაინტერესდი.. ბოლოს კი ჩემი განცვიფრება საბოლოოდ მოახერხე. როცა საცეკვაოდ გამიყვანე და მიმიხუტე ვიგრძენი რომ ძალიან მინდოდა სულ ასე ვყოფილიყავით.. არც კი გიცნობდი და შენთან ყოფნა მინდოდა. იმ თვეების მანძილზე ყოველ დღე ვნატრობდი სადმე შეგხვედროდი, გონებაში, ოცნებებში წარმოვიდგენდი რომ ერთმანეთი გავიცანით და ერთად ვიყავით, ბოლოს კი სიზმარივით ამიხდი. მოხვედი და თავი შემაყვარე.. -დიტოს პირისპირ ვიდექი და აცრემლებული მთელი ემოციებით ვუყვებოდი ამ ყველაფერს. სიტყვის დასრულებაც არ დამაცადა, მისკენ მიმიზიდა ხელები წელზე მომხვია და მხურვალედ დაეწაფა ჩემს ტუჩებს ... 5 თავი იმ ღამით გვიანობამდე დავრჩით მთაწმინდაზე, დავსხედით უკვე ჩვენს საყვარელ ადგილას ეშმაკის ბორბალთან და უამრავი ვილაპარაკეთ. -დიტო-დავიწყე ცოტახნიანი დუმილის შემდეგ -რა იყო პატარავ?-თითქმის ჩურჩლით ვალაპრაკობდით, თავი მის გულზე მედო და მის სუნთქვას და გულის ცემას ვაკონტროლებდი -არასდროს მომცე ნება რომ წავიდე კარგი? - ხელები მოვხვიე და ბოლომდე მივეხუტე -არასოდეს გაგიშვებ მიიიშ, და არც მე წავალ - მის ძლიერ მკლავებში მოაქცია მთელი ჩემი სხეული -ხანდახან ისე ხდება ხოლმე, გაუცნობიერებლად, აუხსნელად მივდივართ ერთმანეთისგან და იმასაც კი ვერ ვაცნობიერებთ რას და ვის ვკარგავთ .. ვინმემ ხელი ან ფეხი რომ დაკარგოს ხომ მტკივნეულია ? იგივეა დიტო.. უკვე მგონია რომ ჩემი სულის ნაწილი ხარ .. აქ , ამ ქალაქში, სრულიად მარტო ვიყავი, თუ გოგონებს არ ჩავთვლით. ჩემი ძმა რომ დაიღუპა დედა და მამა ვალების გამო იძულებულები იყვნენ საქართველოდან წასულიყვნენ.. არასდროს მქონია დიდი ფუფუნება, მაგრამ ყოველთვის განებივრებული ვიყავი ყველაზე თბილი და გულწრფელი ურთიერთობებით. 4 წელია არც ერთი მინახავს და ხანდახან აქ ისეთი შეგრძნება მქონდა სულს გავაბნევთქო.. მერე შენ გაგიცანი და ვიგრძენი რომ სახლში ვარ.. შენ ჩემი ოჯახი ხარ.. ძალა, რომელიც აქ დარჩენას მაიძულებს.. არასდროს წამართვა აქ დარჩენის მიზეზი გთხოვ-დიტომ თმაზე მაკოცა და სახეზე მოფერება დამიწყო, რაღაცაზე ჩაფიქრდა -მადლობა რომ არსებობ-მითხრა კარგა ხნის შემდეგ -სხეულის ნაწილებს მადლობას არ უხდიან არსებობისთვის-ორივეს გაგვეცინა. სახლში რომ დამტოვა 12 საათი იქნებოდა, ბედნიერებისგან 7 სართული სულ ფრენით ავიარე, სახლში მისვლისთანავე კომპიუტერი ჩავრთე და მშობლებთან დავრეკე, იქ ალბათ საღამოს 4-5 საათი იქნებოდა -დედიიიიიი-შევყვირე როგორც კი მიპასუხა -რაღაც ძალიან ანათებ, რა ხდება პატარა ქალბატონო?-რა თქმა უნდა, ჩემი თვალები ვერ დამალავდნენ ამხელა ბედნიერებას -რაღაც მინდა გითხრათ-ცოტა დავიძაბე მოსალოდნელი რეაქციის გამო -რა იყო აბა? გისმეენთ, კახაააა !! კახა მოდიი ! ნუციმ რაღაც უნდა გვითხრას-მამას დაუძახა წამში -შეიძლება ცოტა გაგიკვირდეთ ის რასაც ახლა გეტყვით, 20 წლის ვარ და ასეთი რამ პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში.. ცოტა დაბნეულიც ვარ, მოკლედ ! ძალიან რომ არ გავწელო.. (ცოტა ვნერვიულობდი) -ამოღერღე შვილო დამაწყდა ნერვები-ლოყა იდაყვ ქვეშ ამოიდო ელენემ და ინტერესით მომაშტერდა -მოკლედ, თქვენი შვილი შეყვარებულიააააა !!- ბოლო ბგერები გავწელე -ვაა რა კარგიიაა დეე-გულწრფელად გაუხარდა დედას -ვინ არის ? რას წარმოადგენს ? რას საქმიანობს? დიდია?-მომაყარა ცნობისმოყვარეობით მამაჩემმა -დამშვიდდი,ყველაფერს მოგიყვებით - და დავიწყე.. მოკლედ დაბადებიდან დღემდე ყველაფერი მოვუყევი დიტოზე რაც ვიცოდი, ბოლოს კი ჩვენი ფოტოებიც გავუგზავნე, რასაც დედაჩემის სიყვარულით სავსე რეაქციები მოყვა, მამამ კი ცოტა იეგოისტა, თუმცა ეს არც გამკვირვებია, როგორც ვიცი მამებს ემართებათ ასეთი რამეები, ამიტომ, როგორც დედამ მანიშნა არ შეიმჩნიოო მეც ასე მოვიქეცი, სრულიად ჩვეულებრივად მივიღე ეს ყველაფერი და მშობლებს დავემშვიდობე. იმ წელს ზაფხული საშინლად მწველი იყო, რამდენჯერმე ტელევიზორშიც კი გამოაცხადეს რადიაციული მზეა და გარეთ ნუ გამოხვალთო , თან დიტოსაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა იმ პროექტის გამო, ამიტომ მთელ დღეებს მასთან ვატარებდით სტუდიაში, საღამოს კი აუზზე ან კუს ტბაზე დავდიოდით გაგრილების მიზნით. -აუ დიიი , დღეს ადრე რომ გავიდეთ არ შეიძლება ?-საღამოს 5 საათი იქნებოდა, როცა მოწყენილობისგან რა მექნა აღარ ვიცოდი -კაი, ცოტა დამრჩა პატარავ და გავიდეთ, რა ხდება ?-მომიბრუნდა და სველი კოცნა დამიტოვა ჯერ ყურთან ახლოს, შემდეგ ლოყაზე და ბოლოს ჩემს გაბუშტულ ტუჩებზე. -არაფერი, ელენემ ფული გამომიგზავნა და რაღაცების ყიდვა მინდოდა და ვიფიქრე ამარჩევინებსთქო-დავეკრიჭე მე -ჰჰმმმ, ჩემს მიშს ახალი ტანსაცმელი უნდა ? დაიცა, წინა კვირას არ ვიყავით საყიდლებზე გოგონებთან ერთად ?-ბოლოს გაახსენდა და ლამის დავემშვიდობე მორიგ "საშოპინგე" დღეს -მერე რა? მაშინ ვერაფერი ავარჩიე წესიერად-წუწუნი დავიწყე -კაი, კაი არ დაიწყო, რა თქმა უნდა წაგყვები ჩემო-მითხრა, ლოყაზე მაკოცა და თავისი საქმის დასრულებას შეუდგა -ისე დი, რა მოხდება რომ მოიგებ ?-მის წინ მაგიდაზე შემოვსკუპდი მე -ჯერ მოვიგო ნუც-წარბებქვეშ ამომხედა -მოიგებ აბა რას იზამ ! აუ მერე რა იქნება? უნდა წახვიდე ?-ქვედა ტუჩი პატარა ბავშვივით გადმოვბუშტე,რაზეც ლამის გადაირია რა საყვარელი ხარო, მოღიტინება დამიწყო, ალბათ ჩემი სიცილი მთელ სტუდიას ესმოდა. მოკლედ, როგორც იქნა მორჩა საქმეებს და წავიდეთ სავაჭრო ცენტრში. ღამის 10 საათი იქნებოდა როცა მანქანამდე მივაღწიეთ, მივაღწიეთ რა, მე მივკუსკუსდი და თვითონ ჩანთებ აკიდებული ძლივს მიღოღდა საბარგულთან -აუ ნუცა! შემომაკვდები ! მეორედ არ მიხსენო შოპინგი-გზაში მებუზღუნებოდა თან დროდადრო იხსენებდა რაც ვიყიდე და სხვადასხვა შეფასებას უკეთებდა. -აუუუ, ძაან მომშივდა, შენ არა?-შუა გზაში გამახსენდა რომ შუა დღის მერე არაფერი გვიჭამია -აუ ჰო, მეც მაგრად, წამო ვენდისში შევიდეთ-იქვე ვენდისზე მანიშნა მეც სიხარულით დავთანხმდი, სულ არ ჰქონდა მნიშნელობა სად შევიდოდით მთავარი იყო რამე მეჭამა ვენდისიდან რომ გამოვდიოდით შორი-ახლოს ნაცნობი სილუეტი დავინახე და სასწრაფოდ მისკენ გავექანე -ანასტასიააა !-შევყვირე და ჩემკენ შემოვაბრუნე -უიი ნუუუც !-გადამეხვია ანასტასია, დიტოც უკან მომყვებოდა -რას შვები როგორ ხარ ?-მივაყარე დიდი ხნის უნახავს -რავი, წასასვლელად ვემზადები, ისევ ვბრუნდები ესპანეთში-მითხრა და ხელში საბუთების დასტა აათამაშა -უი დიიტ, გაიცანი ეს ანასტასიაა, ანის ბიძაშვილი, ხომ გახსოვს ანი ?- დიტოს მივუბრუნდი, რაღაც გაფითრებული მეჩვენებოდა -ტაას, ეს ჩემი შეყვარებულია-ამაყად ვუთხარი, ანასტასიას გაკვირვების ფერი დაედო, მერე გაიღიმა და დიტოს ხელი ჩამოართვა, დიტომ მე დაგტოვებთო და მანქანისკენ გაემართა, მეც ცოტა ხანი ველაპარაკე ანასტასიას, გამოვკითხე ესპანეთის ამბები და დიტოსკენ გავიქეცი მანქანაში. სახლამდე ხმა არცერთს ამოგვიღია, ეს ყველაფერი დაღლილობას მივაწერე, როცა მივედით დიტო მხურვალე კოცნით დავაჯილდოვე, თბილად გადავეხვიე , დამშიდობებისას მადლობა გადავუხადე და ავედი. -გინდა აგატანინო? -მომაბრუნა ბოლოს -არა დიი, აქამდე რაც ათრიე ისიც საკმარისია, ლიფტამდე როგორღაც მივიტან და მერე რაღა დამრჩა -დაიცა, დაიცა, ლიფტამდე შეგატანინებ მაშინ, მარა ლიფტის რო გეშინია ?-ბოლოს გაახსენდა ჩემი ფობიის შესახებ -აუ ჰო.. არაუშავს, მაინდამაინც ახლა გაფუჭდება დავიჯექო?-ტუჩები მოვღრიცე,რაზეც დიტოს სიცილი აუტყდა და კისკისით მივედით ლიფტამდე. -როგორც ჩანს ენამ გიყივლა-დაასკვნა დიტომ, როცა ლიფტი ძლიერად შეირხა და ბოლოს შუქიც გაქრა. ისე შემეშინდა, ლამის გული წამივიდა -ვაიმე დიტო, ხელი არ გამიშვა-მთელი ძალით ავეწებე საყვარელ სხეულს. -გოგო მასე ძან ნუ მიჭერ ხელს, მკლავი დამილურჯდება-სიცილი ატეხა დიტომ -რა გაცინებს იდიოტო ! გული მისკდება ! გამოიძახე რა ის ვიღაც-შევეხვეწე და ვეცადე აჩქარებული პულსაცია დამემშვიდებინა. მოკლედ 10 მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა მივაწვდინეთ ხმა დახმარების სამსახურში, მათაც მოვალთო დაგვიბარეს და პარკების გვერდით ძირს დავჯექით -მოდი ჩემთან მიშ-მითხრა და ხელი გამხვია -მეშინია დიტო-პატარა ბავშვივით ავქვითინდი -გინდა რამე მოგიყვე? ან გიმღერო?-თმებში მეფერებოდა დიტო -ჰო-ამოვისლუკუნე, როცა სული მოვითქვი, მხარზე თავი დავადე და ბოლომდე მივენდე საყვარელ სხეულს. დიტომ ძალიან დაბალი ხმით დაიწყო ღიღინი, თან თმაში ხელებს დაასრიალებდა და დრო და დრო შუბლზე, ლოყებზე, ტუჩებზე, ცხვირზე და ცრემლიან თვალებზე სველ კოცნას ტოვებდა. ყველა მის შეხებაზე საოცარი ენერგიით ვიმუხტებოდი. -მიყვარხარ დიი-ვუთხარი და მის ტუჩებზე სველი კოცნა დავტოვე,ხელები წელზე შემომხვია და ისეთი ჟრუანტელი ვიგრძენი უნებურად ქვედა ტუჩზე ვუკბინე -უუხ, როგორ აღმაგზნებს ეგრე რო მკბენ პატარავ-მითხრა და ველური ჟინით დაეწაფა ჩემს ტუჩებს. მერე ყელზე გადავიდა და კანი მომწოვა,ვერ აგიღწერთ რა სიამოვნება ვიგრძენი. მთელ ყელსა და გულ-მკერდს მიკოცნიდა და ხელებს ჩემს შიშველ, სიცხისგან დასველებულ ფეხებზე დაასრიალებდა. -მიყვარხარ პატარავ-ჩურჩულებდა და კოცნით იკვლევდა გზას ჩემს სახესა და კისერზე. სიამოვნებისგან სრულიად მოვეშვი და ბოლომდე მივენდე მას, თუმცა ერთბაშად დამეძაბა სხეულის ყველა კუნთი როცა დიტომ ხელი ჩემს მუცელზე ჩაასრიალა და ფეხებს შუა გააჩერა,ყრუ კვნესა აღმომხდა როცა ხელი ჩემს ტრუსში შეაცურა და თითით შეეხო -მმ,როგორი სველია-ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე იკბინა დიტომ. საოცრებებს ვგრძნობდი, ბგერებს ვეღარ ვაკონტროლებდი როცა თითების მოძრაობა უფრო სწრაფი და სასიამოვნო გახადა. მის ტუჩებს ვკოცნიდი, სიამოვნებისგან ზურგზე ხელებს ვუჭერდი და ტუჩები სულ დავიკვნიტე.. -დიტო.. დიტო-ვიმეორებდი ხშირ სუნთქვასთან ერთად მის სახელს და უკვე ხელებს მის თმებში დავაცურებდი -არ გავჩერდე?-მკითხა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა, მეც ინსტიქტურად დავუქნიე თავი არათქო -მიდი გაათავე პატარავ..-მითხრა და სიამოვნებამ ნამდვილად პიკს მიაღწია. სიამოვნებისგან მთელი სხეულით ავკანკალდი, სულ გავოფლიანდი და სუნთქვაც ძალიან გამიხშირდა. ცოტა ხანში გაჩერდითქო ჩუმად ვუთხარი და მის გვერდით იატაკზე მივესვენე. ცოტა ხანს სრულ სიჩუმეში ჩვენ ორის გახშირებული, ღრმა სუნთქვა ისმოდა. ორივე ჩუმად ვიყავით, ერთმანეთის გვერდი-გვერდ და მკლავებით ერთმანეთს ვეკვროდით. დიტომ მხარზე თავი დამადო -შენ არ იცი რა ტკბილი ხარ-მითხრა და ბეჭზე მაკოცა. ხმა არ ამომიღია, თითქოს ახლა ვაცნობიერებდი რა მოხდა და გულში ტირილიც კი მომინდა. რაც არ უნდა ყოფილიყო ეს ჩემს ქცევებს არ გავდა,საშინლად მრცხვენოდა დიტოსიც და საკუთარი თავისიც.. -რა მოხდა?-ჩემი რეაქცია როგორც ყოველთვის ახლაც არ გამოპარვია თვალთახედვიდან დიტოს. -არ ვიცი .. მე.. მე უბრალოდ ძალიან დავიბენი..-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და ვატყობდი, როგორ მევსებოდა თვალები ცრემლებით -ჰეიი.. პატარავ.. რა მოხდა? არ მოგეწონა?-მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოაქცია -კი დიი.. მაგრამ- თავი ძირს დავხარე. -გრცხვენია ? ჩემო პატარა, სულელო გოგო-მითხრა და გულში ჩამიკრა -არ ვიცი, მე.. უბრალოდ ვერც გავაცნობიერე.. -ვუთხარი თითქმის ჩურჩლით -არა ჩემო პატარავ.. ჩემი ნუ გრცხვენია.. ჩვენ ერთნი ვართ.. ცრემლები არ დამანახო შენს თვალებზე გაიგე? ჩემო სულელო მიიშ-მეუბნებოდა და მეფერებოდა თმაზე -ჰო დი, უბრალოდ ასეთი რამ ჩემ ცხოვრებაში პირველად მოხდა და ცოტა დავიბენი-თავის მართლება დავიწყე მე -შენ ცუდი არაფერი გაგიკეთებია..მეც არასოდეს გაგიკეთებ ცუდს ნუც - ჩემი თავი მოიშორა და თვალებში ჩამაშტერდა,ისე შემრცხვა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა -მიყვარხარ მიშ-თვალებში მიყურებდა და თითქოს ცდილობდა ჩემს სულში შესულიყო -მეც მიყვარხარ დი-ვუთხარი, რაზეც არ დააყოვნა და გაბუშტულ ტუჩებზე კოცნა დატოვა. ნამდვილად არ ვიცი ამას რა გაგრძელება მოჰყვებოდა, რომ არა ის კაცი, დახმარების სამსახურიდან, ხმაურის ხმამ უცებ გამოგვაფხიზლა, ფეხზე ავდექით და მალევე გაგვიღო კარები უცნობდა შუა ხნის მამაკაცმა. -ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, დღეს რა ჯანდაბაა, უკვე მეოთხედ გაფუჭდა ამ ქუჩაზე ლიფტი-მოყვა წუწუნს მამაკაცი. დიტომ მადლობა გადაუხადა, პარკები აიღო და გავიდეთო მანიშნა. -დაისვენე ახლა კარგი?-მითხრა და შუბლზე მაკოცა -კარგიი-გავუღიმე რაც შემეძლო გულწრფელად -დამპირდი, რომ არ ინერვიულებ.. პატარავ .. ნუ გაქვს ეგეთი სახე, თორე მგონია რომ რაღაც დაგიშავე, მესმის რომ პირველი იყო და ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ხარ, მაგრამ გახსოვდეს ,მე არასდროს დაგიშავებ არაფერს, მიყვარხარ ნუც-მითხრა, გულში ჩამიკრა, შემდეგ დამემშვიდობა და წავიდა. სახლში შესვლისთანავე პარკები გვერდით მივყარე თავად კი ცხელი წყლის ქვეშ დავდექი ვანაში. ვერაფერზე ვფიქრობდი, რაღაც მხრივ მიხაროდა ეს ყვეალფერი და პარალელურად ცრემლად ვიღვრებოდი, შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც წამართვეს, რაღაც ძალიან წმინდა და ხელშეუხებელი.. ალბათ ბავშვობას გულისხმობდა ჩემი ქვეცნობიერი. მიუხედავად იმისა რომ 20 წლის ვიყავი, სექსუალური ცხოვრება არასდროს მქონია და მეტიც, ჯერ კიდევ ბავშვად ვთვლიდი თავს.. დიდ ბავშვად. ახლა კი ნამდვილად აღარ ვიყავი ბავშვი. ცხელმა წყალმა შეძლო ჩემი დამშვიდება, აბანოდან გამოვედი და პარკებიდან ნაყიდი ნივთების ამოლაგება დავიწყე რომ ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა -ისვენებ მიშ? სულ შენზე ვფიქრობ.. მაგიჟებ პატარავ, ისეთი ნაზი და გემრიელი ხარ .. ამ შეტყობინების წაკითხვისას მომხდარი გამახსენდა და ერთიანად დამაჟრიალა მთელ ტანში, კანზე კი დამბურძგლა.. -დიი.. არ ვიცი , ეს შესანიშნავი გრძნობა იყო-არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა და ბოლოს გულწრფელობა ვამჯობინე. *** -მგზავრებს გთხოვთ ღვედი შეიკრათ და დასაფრენად მოემზადოთ-გამცილებლის ხმამ საბოლოოდ გამომაფხიზლა, ჯერ კიდევ დაბნეულმა მოვავლე თვალი გარემოს და მგზავრებს შევხედე, რომლების ჩუმი მღელვარებით იკრავდნენ ღვედს. ჩემს გვერდით ჯოი იჯდა, როგორც შევატყვე სულაც არ ღელავდა და იმ მომენტში ნამდვილად შემშურდა მისი სიმშვიდის. ღვედი გავისწორე და დაძაბულობისგან სავარძლის სახელურს მთელი ძალით ჩავეჭიდე -გეშინია?-მკითხა და გაეღიმა.- ოოჰ, შენობით უკვე?-წაკბინა გონებამ -ჰო, ცოტას ვღელავ-ვუთხარი და გაღიმება ვცადე, თუმცა ნამდვილად არ მეღიმებოდა ახლა და ერთადერთი რასაც ვგრძნობდი გულის რევა იყო. -მოდი, ხელი ჩამჭიდე-მითხრა და ხელი გამომიწოდა. -გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო, რომ იტყვიან ზუსტად ისე დამემართა, სასწრაფოდ ჩავჭიდე ხელი. იმ მომენტში სულაც არ ჰქონდა მნიშნელობა ხელს ჯოის ჩავჭიდებდი, პეტრეს თუ ივანეს.. მოკლედ ციებ-ცხელებით დავფრინდით სტამბოლის აეროპორტში. სასწრაფოდ გავედი თვითმფრინავიდან, ჯერ კიდევ თავბრუს ხვევას ვგრძნობდი. საშვი ავიღე და ეგრევე გავცილდი აეროპორტის ტერიტორიას. სტამბოლში დილა იყო. ახლაღა ვიგრძენი დაღლილობა და საოცარი შიმშილის გრძნობა. უახლოეს ბარს მივაშურე და საუზმე შევუკვეთე. დაახლოებით 10 წუთში შოკოლადიან კროასანს და ცხელ, თურქულ ყავას შევექცეოდი,როცა კარი ჯოიმ შემოაღო, მაშინვე შემამჩნია და ჩემკენ დაიძრა. გონებაში თვალები გადავატრიალე, თუმცა არ შევიმჩნიე და გავუღიმე კიდეც. -თქვენი წიგნი დაგრჩათ-მითხრა და მაგიდაზე წიგნი დადო -უიიი, რატომ შეწუხდით , შემეძლო მეჩუქებინა..-გავიღიმე და რაღაცნაირად მესიამოვნა ასეთი კეთილი და გულწრფელი რომ აღმოჩნდა -სიამოვნებით დავიტოვებდი, თუმცა ნებართვის გარეშე ნამდვილად არა-თავი იმართლა -თქვენი იყოს, მართლა, გამიხარდება თუ ჩემგან სამახსოვროდ გექნებათ-გულწრფელად მივაყარე, თანაც საქართველოში დაბრუნებული ნამდვილად ვერ შევძებდი მაგ წიგნის წაკითხვას.. ჩემი ცხოვრებაც წიგნს გავდა რაღაცით.. -უღრმესი მადლობა, ამ წიგნზე ყოველთვის თქვენ გამახსენდებით-მითხრა და გამიღიმა -კარგით, ახლა ხელს აღარ შეგიშლით, მეც მაგვიანდება, ბედნიერ დასვენებას გისურვებთ ნუცა-მითხრა და ხელი გამომიწოდა -თქვენც ასევე ჯოი-ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი. ჯოი გავიდა და მეც გემრიელად დავასრულე საუზმე. სტამბოლში სულ რაღაც 1 საათით გაჩერდა თვითმფრინავი. ეს ერთი საათი ნამდვილად მალე გავიყვანე, საუზმის შემდეგ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა მაღაცია დავიარე და სამახსოვროდ სუვენირები ვიყიდე. მგზავრებს გთხოვთ ღვედი შეიკრათ-დაიწყო ისევ, ღვედის შეკვრის ინსტრუქციას მერამდენედ ვუსმენდი ბოლო საათების მანძილზე, მალევე მოვწესრიგდი და ფანჯრიდან დავიწყე ყურება. თვითმფრინავი მალე მოწყდა დედამიწას და ცაში აიჭრა ... 6 თავი 2011წლის აგვისტოს ის დღეები ნამდვილად ცხელი და მხურვალე იყო, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მე და ჩემი გოგონები მთელ დროს დიტოსთან და ბიჭებთან ერთად ვატარებდით, თან რა საქმე გვქონდა, აგვისტოს ცხელ დღეებში? მალე ისე დავახლოვდით, უცხო თვალს ნამდვილად ოჯახი ვეგონებოდით, დავდიოდით კლუბებში, სასეირნოდ, მთაწმინდასაც ხშირად ვსტუმრობდით მე და დიტო მარტო და მათთან ერთადაც .. პარალელურად მთელ დღეებს სტუდიაში მუშაობაში ატარებდნენ ბიჭები. აგვისტოს შუა რიცხვები იქნებოდა, როცა როგორც იქნა დაასრულეს ალბომზე მუშაობა ბიჭებმა და საბოლოო ვარიანტი ამერიკაში გადააგზავნეს კონკურზე. ჰოდა , გოგონებმა აიჩემეს სადმე ქალაქგარეთ წავიდეთ რამდენიმე დღით და განვიტვირთოთო. ასე რომ, აგვისტოს მცხუნვარე დღეებში, შავ ზღვას ვესტუმრეთ. ბიჭების დაჟინებული თხოვნით სარფში პატარა სახლი ვიქირავეთ სანაპიროსთან ახლოს და ერთმანეთს ნამდვილად დაუვიწყდარი დღეები ვაჩუქეთ. ამ დღეებში გავაცანი ჩემებს დიტო სკაიპით, ვფიქრობ პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგი მოახდინეს ერთმანეთზე. დედაჩემი ცალკე ლაპარაკისას მეუბნებოდა რა კარგი წყვილი ხართ, ერთმანეთს ავსებთო. დილა ადრიან შავი, კამკამა ზღვით ტკბობა, მზეზე გარუჯვა, გემრიელი საუზმე, სადილი, სეირნობა და საღამოობით ბოლომდე გართობა, ბევრი დალევა, კოცნა, სიცილი და ა.შ ჩვენს მთავარ საზრუნავად იქცა იმ 5 დღის მანძილზე. წამოსვლის წინა საღამოს ძალიან წვიმდა, ცოტას ციოდა კიდეც ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს სახლში დავრჩენილიყავით, ბუხარი დაგვენთო და ერთი წყნარი საღამო გაგვეტარებინა ერთად. გოგონებმა სხვადასხვა კერძი მოვამზადეთ, ბიჭებმა ბუხარსა და სასმელს მიხედეს და საღამოს ჩავუჯექით თბილად და ტკბილად. ამ საღამოს სანდრო ვერკას სიყვარულში გამოუტყდა და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მომდევნო დღეს კი უკვე 2 წყვილი, ნიაკო და გიო დავუბრუნდით დედაქალაქს. ის დღეები ისეთი გიჟური იყო.. ხალისით და ახალგაზრდული ჟინით სავსე ! 20 წლის გოგონებს მეტი რა გვინდოდა?! ნამდვილად ვტკბებოდით ახალგზარდობით, ნანატრი სიყვარულითა და უდიდესი ბედნიერებით ... -მიიიიშ გაიღვიძე რააა !!-დილით დიტომ დამირეკა, ძლივს ავწიე ბალიშიდან თავი და ვუპასუხე -დიტო, არ შეიძლება ერთხელ ჩემით გამეღვიძოს?-ლამის ამეტირა რამდენიმე ღამენათევს -კარგი რა პატარავ, გუშინ ხო მაინც დაიძინე ადრე-გაიბუტა დიტო -კაი ჰო, დილამშვიდობისა-ვუთხარი და ჩემდაუნებურად გამეღიმა -მიიშ, დღეს გცალია ? -რაღაც ეშმაკურად იკითხა დიტომ და წარმოვიდგინე თუ როგორ აათამაშა წარბები -რა იყო?-ახლა ნამდვილად ფართოდ გამეღიმა. -რავი, ჩემები ხო იცი დასასვენებლად არიან წასულები,ზინა ბებომ მთხოვა ბასის მიხედეო და იქეთ უნდა ავიდე, ალბათ დავრჩები და ვიფიქრე ხომ არ წამოვათქო-მომაყარა უცებ. -ზინა ბებოსთან?-ტუჩები მოვიღრიცე მე -ჰო, ნუ ზინას სახლში რა-ამიხსნა სიტუაცია -მმმ , რავი, რატომაც არა-ვუთხარი ბოლოს და ტუჩზე ვიკბინე. საღამოს ზინა ბებოს სახლს ვესტუმრეთ. მართალია სახლი თბილისის გარეუბანში იყო, მაგრამ აქ საგრძნობლად უფრო გრილოდა და მესიამოვნა კიდეც საამო ნიავი. ცოტა ხანს ეზოში, ჰამაკში ვიწექით ერთმანეთზე ჩახუტებულები, დიტო დრო და დრო ბასის სათამაშოს უგდებდა და მომიტანეო ეთამაშებოდა. მოგვიანებით კი წვიმა დაიყწო , ცოტა აცივდა კიდეც და სახლში შესვლა გადავწყვიტეთ. -სულ დასველდი პატარავ-მითხრა და სახლის კარი დაკეტა. -ჰო,ცოტა შემცივდა-ხელები გადავიჯვარედინე და მკლავებზე დავისვი. -დაიცა, აქ სადღაც ჩემი ტანსაცმელი უნდა იყოს, გამოიცვალე კარგი?-მითხრა და ოთახისკენ გამიძღვა, მეც მივყევი. ოთახი ძალიან მყუდრო იყო. ძველებური, სარკიანი კარადა და ლამაზი საწოლი იდგა. დიტომ კარადიდან მაისური გამოიღო და მესროლა ჩაიცვიო,თვითონ კი სველი ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ის ისეთი მიმზიდველი იყო.. ადრეც მინახავს მისი შიშველი სხეული თუმცა ასეთი ლტოლვა მისდამი არასდროს მიგრძვნია. ზურგი ვაქციე და მეც კაბაზე ღილების გახსნა დავაპირე, რომ ზურგს უკან დიტოს საკმაოდ ცხელი სხეული შემეხო, თმები გადამიწია და ბეჭზე კოცნა დატოვა, მერე ღრმად აისუნთქა ჩემი სურნელი და ჩამჩურჩულა -ვგიჟდები შენს არომატზე- და ახლა ყელში დატოვა ტუჩების კვალი. სიამოვნებისგან სუნთქვა გამიხშირდა. დიტომ მისკენ მიმაბრუნდა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. თან ხელებს დაასრიალებდა ჩემს წელზე, ზურგზე , საჯდომზე.. მთელ სხეულში სიმხურვალეს ვგრძნობდი. კოცნაში დიტომ ნელნელა კაბის ღილებიც გამისხნა და მალე მის წინაშე ნახევრად შიშველი აღმოვჩნდი. ნელი ნაბიჯებით ოთახის სიღრმეში შევედით და მალე ორივე საწოლზე აღმოვჩნდით. დიტო ნაზად მეფერებოდა და ტუჩებს ჩემს მკერდსა და მუცელზე დაასრიალებდა. სიამოვნებისგან ჟრუანტელებს ვგრძნობდი მთელს სხეულში. ბოლოს ხელის ერთი მოძრაობით ჩემი სხეული ტრუსისგანაც გაათავისუფლა და ხელი ნაზად შეაცურა. მისი თითების შეხებაზე იმხელა მუხტი ვიგრძენი წამომაკვნესა. დიტოს გაეღიმა ჩემს რეაქციაზე. მუცლიდან ნელნელა დაბლა ჩაუყვა, ფეხები სულ დამიკოცნა და ბოლოს მუცელთან ძალიან დაბლა კოცნა დამიტოვა რაზეც მთელ სხეულზე დამბურძგლა, სიამოვნებისგან მისი სახელი აღმომხდა, მალე ამოიწია ჩემკენ და ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ნაზად თუმცა ვნებიანად, თან თითებს ჩემს ვაგინაზე დაასრიალებდა. -ძალიან მიყვარხარ მშვენიერო-ჩამჩურჩულა, შემდეგ ფეხები გამაშლევინა და პირველი ბიძგი ვიგრძენი, ეს გრძნობა კი ნამდვილად არ იყო სასიამოვნო, პირიქით, იმდენად მეტკინა თვალებიდან ნაპერწკლები დამცვივდა და ტკივილისგან ქვედა ტუჩზე ვიკბინე, მომდევნო ბიძგები კი შედარებით უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა.. ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეერწყა, ყურში ჩამესმოდა დიტოს გახშირებული სუნთქვა და ამას ჭკუიდან გადავყავდი, ხელებს მის თმასა და ზურგზე დავასრიალებდი.. როცა ყველაფერი მორჩა დიტო ჩემს გვერდით გადაწვა. ცოტა ხანს გაბმული ხშირი სუნთქვა არღვევდა იდეალურ სიჩუმეს, მე ზურგზე ვიწექი , ჭერს ვუყურებდი და გულში იმხელა ბედნეირებას ვგრძნობდი , მეგონა სიხარულისგან გამისკდებოდა. -ყველაზე მშენიერი ქალი ხარ ნუცა-მითხრა და ჩემკენ გადმობრუნდა, ხელებს ჩემს მუცელზე დაასრიალებდა და მშვიდი მონოტონური ხმით მელაპარაკებოდა.. -როგორ ხარ ?-მკითხა ცოტა ხნის შემდეგ -ძალიან კარგად დიტ-ვუპასუხე და მკერდზე დავადე თავი. მის ხელებს ვეფერებოდი და ბედნიერებისგან თვალები სულ მიციმციმებდა -იცი ბედნიერი რა ლამაზი ხარ ?-ჩვენი თითები ერთმანეთში აიხლართა, მეორე ხელით კი თმაში მეფერებოდა -სულ ბედნეირი ვიქნები სანამ მეყოლები-ვუპასუხე მეც.. ცოტა ხანში ორივეს დაგვეძინა. *** თვითმფრინავში ღელვანარევი ფუსფუსი ატყდა რამაც გამომაფხიზლა,თუმცა ნამდვილად არ მინდოდა ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები ასე გამეწყვიტა. -დამშდდით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება-სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა ახალგაზრდა, გამცილებელი ქალი. -რა ხდება? -გვერდზე მჯდომს ვკითხე მანაც ამიხსნა რომ ცუდი ამინდის გამო ცოტა სირთულეებთან გვქონდა საქმე და ამიტომ ყველა იძულებული იყო საგანგებო ფორმაში ყოფილიყო.ბოლოს კი დააყოლა ნუ გეშინიათ ბევრჯერ მიფრენია მსგავს ამინდში და დარწმუნებული ვარ ახლაც ყველაფერი კარგად ჩაივლისო. ცოტა შიში ვიგრძენი, თუმცა არაფერი შევიმჩნიე და სასწრაფოდ მოვემზადე სიტუაციის შესაფერისად. რამდენიმე წუთიანი ხმაურის შემდეგ მგზავრები დაწყნარდნენ და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. ფანჯარაში კი საოცრად მოელვარე ცა ჩანდა და კოკისპირულად წვიმდა.. *** ღმერთო , როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა დილით თვალები გავახილე და ის ყველაფერი სიზმარი არ ყოფილა, სიტყვებით ხომ ვერ აგიხსნით .. დიტო თავზე მადგა ფოტოაპარატით ხელში და მძინარეს ფოტოებს მიღებდა, ნახევრად გადახდილი თეთრი ზეწარი საოცრად სექსუალურს ხდიდა ყველა კადრს.. პირველი ღიმილი.. გაკვირვება სახეზე, როცა გავაცნობიერე დიტოს ქცევა.. ტუჩები და ყელი ერთ კადრში და მთავარი.. სრულიად თეთრ ზეწრებში გახვეული, ზურგით, ჩემი გალაქტიკით და ჩამოშლილი გრძელი შავი თმით.. ეს ნახეო-მაშინვე მომვარდა, სულ დამკოცნა და ბოლოს ეს კადრი მანახა, აშკარად შევატყვე რომ შეყვარებული იყო ამ ფოტოზე.. მე და დიტომ შხაპი მივიღეთ ერთად, შემდეგ ბლინები გამოვაცხვე და მოშიებულზე იმდენი ვჭამე დიტო სიცილით მოკვდა ასე თუ გააგრძელებ მალე 200 კილო გახდებიო. აგვისტოს მომდევნო ზღაპრული დღეები ერთად გავატარეთ.. მალე გაირკვა რომ სანდრო და ვერკაც შეყვარებულები გახდნენ და მეტი რა გვინდოდა? სრულიად პატარა, გამოუცდელი, გიჟი ბავშვები ერთად დავბოდიალებდით მთელი დღეები თბილისის ქუჩებში.. 4 ახალგაზრდა, რომელბსაც არაფერი გვინდოდა ერთად ყოფნის მეტი.. არაფერი და არავინ ... მალე ჩვენი ამბები იმდენად დასერიოზულდა, აგვისტოს ბოლოს დიტოსთან სახლში ოჯახის წევრივით დავდიოდი და ნინისთან და ნათია დეიდასთან ერთად ბლინებს ვაცხობდი ვახშამზე დესერტისთვის ..წარმოიდგინეთ ნათიამაც და მიშკამაც ისეთი სიყვარულით მიმიღეს, როგორც იქნა, მონატრებული ოჯახური სითბო კვლავ ჩამეღვარა გულში.. მიშკამ პირველივე დღეს, ჩემი დანახვისთანავე აღნიშნა -დიტო ხო არ დავიტოვოთ დღესვეო-რაზეც, რა თქმა უნდა ყველას გაგვეცინა.. 4 სექტემბერი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღე იყო.. დილიდან, როგორც ჩვევია ხოლმე, შეურაცხმყოფლად ცხელოდა და გარეთ გასვლაზე დაფიქრებაც კი ზედმეტი იყო ..სიცხემ გამაღვიძა, მაშინვე სააბაზანოში შევვარდი და რამდენიმე საათი ცივ აბაზანაში ვინებივრე. იქედან გამოსულს დიტოს რამდენიმე ზარი დამხვდა. -რეკავდი ?-გავიკვირვე მე -სად ხარ გოგო ! გამისკდა გული ! -ლამის მიყვირა. -კაი რა იყო ვბანაობდი და გარეთ დამრჩა ტელეფონი-თავის მართლება დავიწყე. -აუ ვერ ხარ რა ! ისე ვინერვიულე!-არ ცხრებოდა დიტო -რამ განერვიულა, რა სულელი ხარ -იცი რომელი საათია ? 2 სრულდება. მე კიდე დილის 11იდან გირეკავ-აქ კი ნამდვილად ვიგრძენი დანაშაულის გრძნობა -უი.. კაი ბოდიში რა-მოვიწყინე -ბოდიში მეორედ არ მომიხადო გაიგე-არ იმჩნევდა მაგრამ ხმა მოულბა -ჩემო-დავტკბი , როცა დავამუღამე რომ ჩხუბს მორჩა -მიიშ, დღეს საღამოს სადღაც მივდივართ, მინდა ულამაზესი იყო კარგი?-შემომაპარა -მმმ, და სად მივდივართ?-ტუჩები მოვღრიცე და გონებაში ჩემი რამდენიმე ახალი კაბა უკვე მოვიზომე -ეგ სიურპრიზია, ოღონდ მე შენთან ერთად ვერ წამოვალ კაი ? -აქ კი გამიკვირდა, რა ხდებოდა ვერ მივხვდი -გიო მოგაკითხავს და წამოგიყვანს ჰო ? -ნუ კაი, რა ადგილას მივდივართ? რა სტილზე უნდა ჩავიცვა?-მივაყარე ბოლოს -არ ვიცი , რაც გინდა ის ჩაიცვი, უბრალოდ მინდა დღეს ძალიან ლამაზი იყო,კაი ახლა წავედი, მიყვარხარ ნუუც-მომაყარა და გამითიშა. რა გავაკეთე შემდეგ მე? ო ღმერთო, ეს ნამდვილი კოშმარია ! ავდექი და თუ კი რამე კაბა მქონდა სახლში ყველა სათითაოდ მოვიზომე, ყველა კარადა გადავატრიალე და ბოლოს მაინც მივაგენი იმას რაც მინდოდა ! რადგან დიტოს სურდა რომ ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი, გადავწყვიტე საბოლოოდ გამეოცებია იგი და ამისთვის მაქსიმალურად დავიხარჯე ! საღამოს 8 საათი იქნებოდა სალონიდან რომ დავბრუნდი, შავი გრძელი თმა უბრალოდ დავივარცხნე და უკან გადავიწიე, ძალიან გულმოღებული, ტანზე სასწაულად მოყვანილი, მუხლამდე შავი სადა კაბა და ძალიან სადა საზაფხულო ფეხსაცმელი ჩავიცვი მაკიაჟი შევისწორე, გარეგნობაში საბოლოო შტრიხები შევიტანე და ქვემოთ ჩავედი, სადაც გიო მელოდებოდა დიტოს მანქანით -გიოოოო-მივირბინე(მაღლებით რამდენადაც შემეძლო გამეკეთებინა ეს) და გადავეხვიე -ვაიმეეე ნუუუუც!! ულამაზესი ხარ !-მითხრა და ცხვირზე წამეთამაშა -სად მივდივართ?-ცნობისმოყვარეობამ წამძლია -ოო მაგის თქმა არ შემიძლია. მეტიც, თვალები უნდა აგიხვიო და იმედია არ გამიბრაზდები კაი ?-გამიღიმა გიომ და ჯიბიდან თხელი შავი შარფი ამოიღო. -ოოხ დიტო ! რას არ მოიფიქრებ ხოლმე !-თვალები გადავატრიალე და გიოს წინ დავდექი თვალებდახუჭული. გიოს დახმარებით მანქანაში დავჯექი და წავედით. მანქანით დაახლოებით ნახევარი საათი ვიარეთ, ბოლო მანქანა გაჩერდა , ასევე გიოს დახმარებით გადმოვედი იქედან და გიომ ასე მითხრა -მე აქ უნდა დაგტოვო, დარჩენილი გზის გაკვლევა შენით მოგიწევს კაი?ხელში რაღაც ჩამიდო და წავიდა. როგორც კი მანქანის ხმა მიილულა თვალებიდან სახვევი მოვიხსენი და საკმაოდ ნაცნობ ადგილას აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ხელში ჩადებული კონვერტი გავხსენი და გავშალე. "ინსტრუქციებს მოყევი. მიყვარხარ."-გამეღიმა და ვეცადე რაიმე მინიშნება მეპოვნა, საკმაოდ მალეც ვიპოვნე, ხეზე გაკრული წითელი ისარი, ისრის მიმართულებას გავყევი.. შემდეგი იყო ხეზე ჩამოკიდებული ხელით დამზადებული სანთლიანი სანათი თავისი წერილითურთ "პირდაპირ იარე მიიშ ! გელოდები ." მეც მივყევი მინიშნებას.. ცოტა ვიარე და კიდევ ერთი, ისარი ყვავილების გვირგვინით "შენ ჩემი დედოფალი ხარ, მალე მოდი ! " უკვე სიხარულისგან ცრემლებს ვერ ვიკავებდი, გვირგვინი თავზე მოვითავსე და გზა გავაგრძელე.. აი მორიგიც თეთრი გრაგნილი, რომელიც სულის მოუთქმელად გავხსენი, ჩვენი ფოტო, მეტროში "სულ მალე ჩემთან იქნები. გელოდები მშვენიერო ! და ისარი , რომელსაც გავყევი და როცა უკვე შუქი დავინახე მოშორებით კიდევ ერთი მინიშნება. ხის მორზე დადებული რაღაც წიგნაკი "როგორც აროდეს არვის, არ ყვარებია არვინ" ყავისფერ ყდაზე წითელი ასოებით ეწერა. გადავშალე და ჩვენი ფოტოების ალბომი იყო, წარწერებით.. იქვე წერილი "ეს იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს რამდენად შეგვიძლია ერთმანეთს ბედნიერება მოვუტანოთ ! პირდაპირ იარე, აი თითქმის გხედავ !" უკვე ცრემლებს აღარ ვიკავებდი და რაც შემეძლო სწრაფი ნაბიჯებით მივუყვებოდი ნაცნობ ადგილს, ხეებს შორის ბილიკს, რომლის ბოლოშც სინათლეს ვხედავდი.. და აი მივედი. მთაწმინდაზე. სულ ზემოთ. ეშმაკის ბორბლის ქვეშ. უამრავი ლამაზი ნათურით განათებულ აივანზე, ლამაზი პატარა მაგიდის გვერდით თეთრი ვარდით ხელში იდგა დიტო და მომნუსხველად იღიმოდა. ჩემი დანახვისთანავე ჩემკენ გამოიქცა და როგორც კი მომიახლოვდა მთელი ძალით ჩავეხუტე. სიტყვებს ვერ ვპოულობდი ! სიხარულისგან ნამდვილად მეცხე ცაზე ვიყავი და ვერ ვიჯერებდი ამ ზღაპრული მომენტის რეალურობას. -გამარჯობა მშვენიერო-მითხრა და ყურთან სველი კოცნა დატოვა, მერე ვარდი მომცა და მაგიდასთან მიმიწვია. იქვე დაბალ ხმაზე "Elvis Presley - Can't Help Falling In Love" ისმოდა და ამ ყველაფერს უფრო რომანტიკულს ხდიდა. წითელი ღვინო დავლიეთ, შემდეგ საცეკვაოდ გამიწვია და ჩვენც მელოდიას ავყევით, ამჯერად ნამდვილად არ ვცდილობდი ჩვენ შორის დისტანციის დაცვას.. მისი ძიერი, მამაკაცური ხელები ჩემს წელზე შემოეჭდო, მე კი მის მხრებზე ლამის ჩახუტებული ვიდექი და მელოდიას ნაზი რხევით ვყვებოდი. დიტო კი ყურში ათას მოსაფერებელ სიტყვას მეჩურჩულებოდა, რაზეც ცრემლებს ვერ ვიკავებდი და კისერში თითქმის ჰაეროვან კოცნებს ვუტოვებდი. როცა მელოდია მორჩა, მაგიდასთან მიმაცილა და თვითონ ჩემს ზურგს უკან მდგარ პატარამაგიდასთან მივიდა, იქედან ულამაზესად გაწყობილი ხილის ასორტი მოიტანა და მაგიდაზე დამიდგა. მისი დახმარებით რამდენიმე დავაგემოვნე კიდეც. ვგრძნობდი რომ რაღაცნაირად ღელავდა დიტო, თუმცა ვცდილობდი არაფერი შემემჩნია. -ნუცა, რაღაც მინდა გითხრა-დაიწყო, როცა ჩემი ყურებით "გაძღა". -გისმენ-მნიშვნელობა არ ჰქონდა რას მეტყოდა, უბედნიერესი ვიყავი და მინდოდა ეს წუთბი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. დიტო ფეხზე ადგა, ჩემს წინ მოვიდა და როცა მუხლზე დადგა ბუნდოვნად მივხვდი რასაც აპირებდა, ეს კი ნამდვილად სასწაული შეგრძნება იყო ! სიტყვებით ვერ აღვწერ რა ვიგრძენი როცა ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და თავისი დაბალი, მონოტორული ხმით მკითხა -იქნები ჩემი ცოლი მთელი ცხოვრების მანძილზე ?-ქვედა ტუჩზე იკბინა და ქვემოდან ამომხედა. შოკში ვიყავი და ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა. -თანახმა ვარ ! რა თქმა უნდა თანახმა ვარ !-ტირილით მივაყარე და სასწრაფოდ ჩავეხუტე .. ის მომენტები ცხოვრებაში არ დამავიწყდება, როგორ ვტიროდით ორივე ბედნიერებისგან და ვეხუტებოდით ერთმანეთს. როცა დავმშვიდდით ბეჭედი ხელზე მოვირგე და ვერაფრით ვიჯერებდი რომ ეს ჩვენს თავს ნამდვილად ხდებოდა. სახლისკენ რომ მივდიოდით გზაში ჩემს მშობლებს დავურეკეთ და ახალი ამბავი ერთად ვახარეთ რასაც ნამდვილად ჟრიამული და ბედნიერების შეძახილები მოყვა . -ასე რომ ,ჩამოსვლა მოგიწევთ ძვირფასებო-ბოლოს დავასრულე მე -თან რაც შეიძლება მალე !-დააყოლა დიტომ და ლოყაზე მაკოცა -ბავშვებო, არ მოველოდით ამ ყველაფერი ! ვაიმე რა სიხარულია ! -დედაჩემი სიტყვებს ვერ პოულობდა სიხარულისგან. 7 თავი *** -ძალიან გთხოვთ , სიმშვიდე შეინარჩუნეთ !-ისტეკირას არაფერი უკლდა ნერვებმოშლილ გამცილებელს და ლამის კიოდა დაწყნარდითო. ფანჯარაში გავიხედე და საშინელი ამინდი იყო. 1-2ჯერ თვითმფრინავიც შეტორტმანდა, რასაც მოყვა მგზავრების ისტერიკული კივილი, მოკლედ ნამდვილი კოშმარი იყო ! შიშმა ამიტანა და მთლიანად ავკანკალდი, რაც ჩემს გვერდით მჯდომ ქალბატონს არ გამორჩენია -მოდით, ხელი ჩამკიდეთ, მითხრა და მიმიხუტა -ვაიმე , ეს რა ჯანდაბაა ! ბევრი დარჩა თბილისამდე ?-გამცილებელს ლამის ისტერიკით ვკითხე -სამწუხაროდ ჯერ საათი და ათი წუთი მაინც გვინდა თბილისამდე-მომაყარა ყალბი სიმშვიდით და რაც შეიძლებოდა სწრაფად გაეცალა იქაურობას. ისტერიკის პიკი რამდენიმე წუთი კიდევ გაგრძელდა, თუმცა შემდეგ ყველა შეეცადა დაწყნარებულიყო, სხვა რა გზა იყო. სიმართლე გითხრათ დიდად სულ არ მანაღვლებდა არც ამ თვითმფრინავის ბედი და ჩემი მითუმეტეს.. საქართველოში ვერკას და სანდროს ქორწილის გამო მივდივარ .. დიდად არ მომწონდა თბილისში დაბრუნების იდეა, მაგრამ ჩემს ერთადერთ დაქალს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს მარტო დავტოვებდი ? მერე დანაშაულის გრძნობა არასდროს დამტოვებდა, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა ხნით ყველაფერზე თვალები დამეხუჭა და ვერკას გული გამეხარებინა. თან ახლა, პატარა ბავშვები აღარ ვიყავით, ასე რომ ვცდილობდი მაქსიმალურად დამემშვიდებინა თავი. ყურსასმენები მოვირგე "Mogwai - Take Me Somewhere Nice" ჩავრთე და ფიქრს მივეცი თავი .. *** 25 სექტემბერი სარკის წინ ვიდექი, სრულიად სხვანაირი, სადა მაკიაჟით, სადად აწეული თმით და თეთრი ზღაპრული კაბით, ხან ამ მხრიდან ვუყურებდი ჩემს თავს ხან იმ მხრიდან, როცა ოთახში დედაჩემი და ვერკა შემოვიდნენ -აბა? როგორაა დედოფალი?-ელენე გადამეხვია -პრინცესა ხარ ნუც -ლამის ცრემლები მოადგა თვალებზე ვერკას -კაი ვერკა, ნუ ამატირებ ახლა თორე ხო გამიფუჭდა ეს 200 ლარიანი მაკიაჟი-სამივემ სიცილი ავტეხეთ -მგონი მოვიდნენ !-უცებ შეყვირა დედამ და ფანჯრისკენ წავიდა. -უი ჰო ჰო, წავედით ჩვენ ! რომ დაგიძახებ ჩამო კაი?-უცებ მომაყარა ვერკამ, კართან მისულმა თვალი ჩამიკრა და დედასთან ერთად ოთახიდან გაუჩინარდა.მღელვარებამ პიკს მიაღწია, ოთახში ელდანაკრავივით დავდიოდი წინ და უკან, როცა ვერკამ დამიძახა კარებთან ჩამო გელოდებითო, მეც მთელი ძალა მოვიკრიბე და ოთახიდან გავედი. კიბეები ჩავიარე მისაღებში ხალხს მოვავლე თვალი, ჩემი გამოჩენისთანავე საოცარი შეძახილები გაისმა -ვაიმეეეე -რა ლამაზიიააა -ნამდვილი მზეთუნახავია ეს ოხერი -ჩემი პრინცესა გოგო ენაცვალოს მამიდა-და უამრავი ამის მსგავსი. ხალხს დიტო გამოეყო, როცა დამინახა სახეზე ნაირფერმა იერმა გადაჰკრა. თავი ვეღარ შეიკავა და ჩუმად ატირდა, მაშინვე ჩავეხუტე და ჩვენი შემყურე ყველას ცრემლი მოადგა თვალზე. მოკლედ 1 საათიანი ტრადიციული დალოცვების მერე ხელის მოსაწერად წავედით. აბა თუ გამოიცნობთ სად ? დიახ, დიახ ! არ გეშლებათ ! მთაწმინდაზე. ყველაზე ზემოთ. ეშმაკის ბორბლის ქვეშ, აივანზე. ადგილას, რომელიც ყველა ჩვენს საიდუმლოს ინახავდა, ადგილას, სადაც ჩემი ცხოვრების ულამაზესი მომენტები გავატარეთ, ადგილი , რომელზეც ორივე ვგიჟდებოდით და ადგილას , სადაც ორივეს გვინდოდა შაბათ-კვირა შვილებთან ერთად გაგვეტარებინა. ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, და ჩვენც ისეთი ლამაზები ვიყავით.. ნამდვილად ზღაპარს გავდა ყველაფერი. ხელის მოწერის ცერემონიალის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც მე და დიტო უკვე ოფიციალურად, კანონით მინიჭებული უფლება-მოსილებით ცოლ-ქმრად გამოგვაცხადეს, რესტორანში წავედით. ყველა ძალიან კარგად გავერთეთ, გემოვნებიანი მუსიკა, გემრიელი კერძები, უუუგემრიელესი სასმელი, ბევრი ჩახუტება, დალევა, ცეკვა , ცრემლები (ბედნიერების და ნოსტალგიების, რა თქმა უნდა) და საუკეთესო მოგონებები დღევანდელი დღის მეგზურები იყვნენ ... ამ დღიდან კი ნამდვილად საოცარი პერიოდი დაიწყო ჩემი და დიტოს ცხორებაში. ამბობენ, ქალი რომ თხოვდება, ახალ ცხოვრებას იწყებს და სრულიად იცვლებაო. რამდენად შევიცვალე არ ვიცი , მაგრამ დაუვიწყარი თვები ვაჩუქეთ მე და დიტომ ერთმანეთს ... დილით ერთმანეთის ალერსი გვაღვიძებდა, ღამითაც ერთმანეთის მოფერებაში ვიძინებდით, ყველაფერს ვაკეთებდით ერთმანეთის გასახარებლად, ყველა ჩვენ შემოგვციცინებდა.. მალევე გავიგეთ, რომ კონკურსში ბიჭებმა მეორე ადგილი აიღეს და არანაკლებ საინტერესო პრიზი შეხვდათ. ტური ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ფოტოსესიებისთვის -ანუ შანსი , რომ დაემტკიცებინათ თავიანთი შესაძლებლობები. ძალიან გაგვახარა ამ ყველაფერმა.. ტური ნოემბრის ბოლოს დაიწყო და მთელ 3 თვეს გაგრძელდა. ეს სამი თვე გაჟერებული იყო მონატრებებით და ნოსტალგიებით (ვინაიდან მე ვერ დავყვებოდი მას ტურებზე, ყოველ 2 კვირაში ერთხელ ვნახულობდი ხოლმე ჩემს ბიჭს) უკვე იანვრის ბოლოს 3 ქვეყანა ჰქონდა მოვლილი და საკმაოდ კარგი შედეგებითაც .. წარმატებული კადრები ინგლისიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ულამაზესი საჩუქრები, რომლებითაც დიტო მანებივრებდა.. ყოველ ჩამოსვლაზე კიდევ უფრო მეტად გვიყვარდა ერთმანეთი.. გაგიჟებითა და თავდავიწყებით.. თებერვალში კიდევ ერთი ტური იყო დაგეგმილი, 3 კვირით, ამჯერად ტური ესპანეთში იყო და ნამდვილად ჩემი სული მიყვებოდათ ბიჭებს ამ ქვეყანაში .. მოკლედ ძალიან მახარებდა ეს ტურები და დიტოს ასეთი წარმატება მაგრამ ძალიან მიჭირდა თბილისში, ჩვენს ახალ სახლში მარტო ყოფნა, ჩემი მშობლებიც იანვარში გავაცილეთ ამერიკაში და ახლა სრულიად მარტო დარჩენა ძალიან არ მინდოდა.. 17 თებერვალი დილით საშინელმა გრძნობამ გამაღვიძა, თითქოს მუცელში ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა, გული ისე საშინლად მერეოდა საპირფარეშომდე ძლივს მივასწარი და ლამის ყველაფერი ამოვიღე. -ნუუც, რა გჭირს?-ყვირილით გამომყვა უკან დიტო -არ შემოხვიდე ! კარგად ვარ-ვუყვირე და კარი ფეხით მივხურე -დაიცა გოგო ! -შემოვარდა დიტო და როცა უნიტაზთან ძირს დაგდებული დამინახა მაშინვე მომვარდა, თმები გადამიწია და გამამხნევა -მიდი პატარავ, ბოლომდე ამოიღე ეს ნაგავი თუ გაწუხებსო. მოკლედ როგორც იქნა მოვრჩი და კვლავ საწოლში ჩავწექი. ცოტა ხანში, რაღაც უნებურად ძალიან მარტოდ ვიგრძენი თავი და დიტოს მოსაძებნად გავედი მისივე მაისურში გამოწყობილი -დიიი, დიტოო !-ვეძახდი და თვალს არემარეს ვავლებდი, ბოლოს მივხვდი რომ სააბაზანოში იყო. როგორც ყოველთვის კარს ღიას ტოვებდა, მეც უსიტყვოდ შევედი, კაბინაში შევედი და ცხელი შხაპის ქვეშ დიტოს ზურგიდან მივეხუტე -ჰეიი, პატარავ, გაცივდები-მომიბრუნდა და გულში ჩამიკრა -არა დი, არ გავცივდები-უფრო მეტად მივეხუტე -რა იყო? ყველაფერი რიგზეა?-ჩემი სახე მის ხელებში მოაქცია -ჰო.. ძალიან მიყვარხარ დიტო -რაც შემეძლო ძლიერად მოვხვიდე ხელები -მეც უზომოდ მიყვარხარ ნუც.. ახლა გადი, არ გაცივდე, მალე გაშრი და თბილად ჩაიცვი გეხვეწები -შუბლზე მაკოცა დიტომ -არა არა..ცოტა ხანს კიდევ ვიქნები გთხოვ.. ჩაგეხუტები-ვუთხარი და მივეკარი -უუხ შე გადარეულო გოგო ! მიიშ, როგორ მიყვარხარ !-მითხრა და ვნებიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. მისი მაიკა ხელის ერთი მოსმით მომაშორა, ხელში ამიყვანა, მეც ფეხები მის თეძოებს შემოვახვიე და გიჟივით დავუწყე კოცნა. -მიყვარხარ პატარავ-იმეორებდა და ცხელი წყლის ქვეშ საოცარი გრძნობით მკოცნიდა. ხელებს საჯდომზე მიჭერდა და ვერ აგიღწერთ როგორ სიამოვნებას ვგრძნობდი. ბოლოს კედლისკენ წავიყვანა, ზურგით კედელზე მიმაყუდა, ხელები თავისი ხელებით დამიჭირა და ჩემში შემოვიდა... ნელ-ნელა ბიძგები გააძლიერა და გააჩქარა. ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდი ხმით ვკვნესოდი და უკვე განთავისუფლებულ ხელებს კედელს ვაჭერდი. ყურში დიტოს საოცარი ხვნეშა და ხშირი სუნთქვა ჩამესმოდა, ეს კი უფრო აღმაგზნებდა. არ მინდოდა გაჩერებულიყო, ეს იმდენად დიდი ადრენალინი იყო და იმხელა სიამოვნებას მანიჭებდა.. ორგაზმის პიკს განვიცდიდი და ხმით ვკვნესოდი, თვალებიდან სულ ნაპერწკლები მცვიოდა და ტუჩებს ვიკვნეტდი.. მოკლედ მე და დიტოს ნამდვილად გვესმოდა ერთმანეთის სხეულის ენა ... ამ სიგიჟის შემდეგ, დიტომ თავისი ხელით გამამშრალა, ხელში ამიყვანა და საწოლში ჩამაწვინა, შემდეგ მზრუნველობით მომიმზადა გემრიელი საუზმე და ორივემ ერთად ვისაუზმეთ საწოლში, ბოლოს კოცნით დამემშვიდობა და სტუდიაში წავიდა. ცოტა ხანი წავუძინე, შემდეგ კი ავდექი და ვცადე ხვალისთვის მზადება დამეწყო, თუმცა საშინელ თავბრუსხვევას ვგრძნობდი და ბევრი ვერაფერი შევძელი ... 18 თებერვალი. ღამე. საღამოს 11 საათი იქნებოდა, დიტო რომ სამსახურიდან დაბრუნდა. მეც მაგიდა გაწყობილი დავახვედრე ჩვენთვის. ლამაზად გამოვეწყვე და ოთახში შემოსვლისთანავე მაგიდაზე სანთლებს ცეცხლი მოვუკიდე -ოჰოოო.. ეს რა ხდება აქ?-მომიახლოვდა სიხარულით -დაბადების დღეს გილოცავ საყვარელო-მივედი და გადავეხვიე. შემდეგ ვივახშმეთ, როგორც ყოველთვის ძალიან მხიარულად .. ვახშმის შემდეგ კი დივანზე დავჯექით დასასვენებლად. -მე შენთვის საჩუქარი მაქვს თანაც ორი-ვუთხარი და ფეხზე ავდექი. პირველი ესაა, იმედია მოგეწონება-ვუთხარი და ვერცხლისფერი ყუთი გავუწოდე, მანაც გახსნა და გაოცებისგან შეყვირა -ეეეე!! რა მაგარი გოგო ხარ ! როგორ მომწონდა ეს საათი !-და სიხარულით გადამეხვია, მეც ძალიან ბედნიერი ვიყავი მისი ბედნიერებით. -და მეორე? -როცა მორჩა ხელზე საათის მორგებას კვლავ მე მომიბრუნდა. -ჰოო.. მეორე საჩუქარი ცოტა რაღაცნაირია .. ძალიან მინდა ახლავე შემეძლოს გადმოცემა, მაგრამ ჯერ სულ მცირე 9 თვე მაინც უნდა გაატაროს ჩემში-ვუთხარი და მის რეაქციას დავაკვირდი.. თავიდან ძალიან დაიბნა, ჯერ სახეზე მიყურებდა, შემდეგ მუცელზე, მერე ისევ სახეზე და ასე რამდენჯერმე -შენ?.. შენ !! არ მითხრა რომ..-ენა დაებლუკა და ცრემლებით აევსო თვალები -ჰო დიი ! მე ფეხმძიმედ ვარ -ვუთხარი და მისი ხელი მუცელზე მივიდე -გამარჯობა მამიკო-თითქმის ჩურჩულით ჩავილაპარაკე -ვაიმეე ! რამაგარიიაა მიიიშ !-მომვარდა და ხელში ამიტაცა -შეენ ფეხმძიმედ ხარ ! ღმერთო მალე მამა გავხდები ! ტიროდა და იცინოდა, ნამდვილ გიჟს გავდა და ხელში აყვანილი მთელ ოთახში დამარბენიებდა ყვირილით -დამსვი დიტო ! ასეთი მოძრაობები საშიშია ბავშისთვის-გავკიოდი ბოლო ხმაზე. მაშინვე დამსვა. -ჰო, დავწყნარდეთ ! ბავშისთვის საშიშია ! ჩვენი ბავშვისთვის ! ჩვენი შვილისთვის-მითხრა და გადამეხვია. აი ამ წამიდან კი ნამდვილად ჩემი წამება დაიწყო. -ეს არ ჭამო -რძის დალევა არ დაგავიწყდეს -თბილად ჩაიცვი -ფრთხილად გოგო ! საშიშია -ნუ ალაგებ, გადაღლა არ შეიძლება .. და ასე შემდეგ. თებერვლის ბოლო დღეებში გავაცილეთ ბიჭები ესპანეთში, თქვენ უნდა გენახათ ისე შორიდან როგორ მაკონტროლებდა და როგორ მეფერებოდა მუცელზე სკაიპის დახმარებით. ორსულობის გამო ჩემი ემოციურობა კატასტროფულად მძაფრი იყო, ამიტომ თითქმის სულ და თითქმის ყველაფერზე მეტირებოდა. იქედან დიტო, ამერიკიდან დედაჩემი და მამაჩემი, აქ კი ნათია მიშკა და ნინი ყველაფერს მისრულებდნენ და ნამდვილ სამოთხეს მიწყობდნენ,თუმცა ჩემი საშინელი ტოქსიკოზის გამო ნამდვილად ვერ ვახერხებდი ტკბობას. თან დიტოს გარეშე ძალიან რთული იყო ორსულობის პირველი დღეები... 1 თვის რომ შევსრულდი (ჩემი ვარაუდით) გენოკოლოგთან წავედი და გავესინჯე, მანაც დამამშვიდა და მითხრა ყველაფერი კარგად არისო. მთელი 2 დღე მებუტებოდა დიტო ბარემ 1 კვირაც დაგეცადა და ერთად წავიდოდითო.. მოკლედ 18 მარტს თბილისში დაბრუნდა ! ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სახლში დაბრუნდა.. ახლა სამივე ერთად ვიყავით, ჩვენს ტკბილ სახლში, ორსულობისას დიტო დამცინოდა მარტს გავხარო, მარტივით ჭინჭყლი და ცვალებადი გახდი ამ ორსულობაშიო.. მოკლედ ძალიან კარგად მიდიოდა ყველაფერი.. საღამოობით ვერკა სანდრო და ბავშვები მოდიოდნენ ჩვენთან, ბიჭები მანებივრებდნენ ტკბილეულობით, გოგონებს კი ნამდვილად ესმოდათ ქალური ლოგიკა და ყოველთვის მაწოდებნენ ნაყინის ან შოკოლადის შემდეგ კიტრის წნილს, მდოგვსა და სხვა უამრავ უბედურებას ... ბედნიერი დღეები ბედნიერი ცხოვრებიდან .. თუმცა ამბობენ ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო .. არ ვიცი დიტო ქარის მოყვანილი იყო თუ არა, მაგრამ ნამდვილად ქარიშხალმა წამართვა მისი თავი ... 8 თავი 4 აპრილი დილით, როგორც ყოველთვის, საშინელი გულის რევით გავიღვიძე. უკვე ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა სამყაროში საკუთარი თავის ჩათვლით. სულ უხასიათოდ ვიყავი და ყველაფერი ნერვებს მიშლიდა. ექიმმაც გამაფრთხილა ცოტა რთული ფეხმძიმობა გაქვს და მოერიდე დატვირთვასო, საღამოობით ეცადე სუფთა ჰაერზე ისეირნო, ოღონდ ძალიან არ გადაიღალო და ადრე დაწექი ხოლმეო, ჩვენც გულდასმით მივყვებოდით ლია ექიმის დანიშნულებას, საღამოობით სახლში მოსულს დიტო ჭიქა რძეს ძალით მასმევდა და მერე ერთმანეთზე ჩახუტებულები ვიძინებდით, ხან პატარას ველაპარაკებოდით , ხანაც ტელევიზორში ფილმებს ვუყრებდით, ხან კიდე რჩევებს ვკითხულობდით ახალგზარდა მშობლებისთვის... ძლივს ავდექი, უკვე მობეზრებული მოძრაობით სააბაზანოში გავიქეცი და როცა ყველაფერს მოვრჩი ძლივს მოვისულიერე თავი. დიტო სამზარეულოში იყო და ხილს მიმზადებდა. დილით ერთად ვისაუზმეთ და მერე სამსახურში გავაცილე. წვიმიანი ამინდი იყო, ამიტომ გადავწყვიტე სახლიდან არ გავსულიყავი , ნელ-ნელა დავალაგე ოთახები, ვუყურე 3 მელოდრამას და გავსკდი ტირილით, ვჭამე ნაყინი, პელმენი, შებოლილი თევზი, მაცივრიდან გადავყარე კვერცხი და ყველაფერი რაც კვერცხს შეიცავდა, ვიცეკვე , დავათვალიერე ყველა ფოტო, რაც სახლში იყო.. მოკლედ ძალიან ნაყოფიერი დღე იყო. საღამოს 6 საათი იქნებოდა , წამოწოლილი ვიყავი, უცებ მუცლის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მაშინვე ტელეფონს დავწვდი და დიტოსთან დავრეკე. არავინ მიპასუხა. რამდენიმე ზარის შემდეგ ტკივილმა კიდევ უფრო მომიმატა და გადავწყვიტე სასწრაფოდ დიტოსთან წავსულიყავი. უცებ გადავიცვი და ქუჩაში პირველივე ტაქსს ვთხოვე სტუდიაში წავეყვანე. კარებზე დავაკაკუნე, თუმცა არავინ გამიღო -სად გაქრა ყველა მაინდამაინც ახლა !-ჩავილაპარაკე, მუცელზე ხელი მივიდე და უკანა შესასვლელიდან შევედი სტუდიაში. სწრაფად ავიარე ბნელი კოლიდორი დიტოს კაბინეტს მივადექი, თუმცა იქ არავინ დამხვდა და გადავწყვიტე ზემოთ მომეძებნა, ვიფიქრე, ალბათ ვინმეს უღებსთქო, რადგან შორიდან ბუნდოვანი ხმები შემომესმა. რაც შემეძლო სწრაფად ავიარე კიბე, თან ნახევრად ვიკეცებოდი ტკივილისგან. ის ის იყო უნდა დამეძახა დიტო დამეხმარეთქო, რომ კარს მიღმა ვიღაცის სასწაული სიცილის ხმა მომესმა. თითქოს მეცნო კიდეც ეს სიცილი. თავი შევიკავე და ძლივს მივედი კართან და იმ სურათის დანახვისას, რაც იქ დამხვდა, ერთიანად გავიყინე. მთელი სხეული დამიბუჟდა , ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა ფეხებიდან. -დიტო მიყვარხარ ! მთელი ცხოვრება მიყვარდი და ვერაფრით ვერ გივიწყებ-ეუბნებოდა ქალი და მთელი სხეულით ეხვეოდა -ის დღე ტასო ! ის ღამე შეცდომა იყო..-ეუბნებოდა დიტო თუმცა კოცნაზე კოცნითვე პასუხობდა. -ვერ ვივიწყებ იმ ღამეს ესპანეთში.. ჩვენ ისეთი ბედნიერები ვიყავით დიტო !-კოცნიდა ქალი და ხელებს კისერზე ხვევდა -ტასო.. ოხ ტასო.. -და დიტოც ეხვეოდა ჩემთვის კარგად ნაცნობ გოგოს !. ეს ხომ ანასტასია ნიკოლაძე იყო ! ანის ბიძაშვილი ! რას აკეთებდა აქ? ან საერთოდ რა ჯანდაბა ხდებოდა ! რატო კოცნიდა ჩემს ქმარსა და მომავალი შვილის მამას ! კარები შევაღე და მაგრად მივაბრახუნე კედელზე, რაზეც ორივე ადგილზე მიიყინა და როცა დიტომ დამინახა სახეზე მკვდრის ფერი დაედო.მაშინვე ჩემკენ გამოიქცა -არ მომეკარო !-ვიყვირე განწირული ხმით -ნუცა.. ნუუც.. ეს ..ეს ის არ.. -რა დიტო? იქნებ მითხრა, რომ ანასტასიას არ კოცნიდი სულ რაღაც 2 წამის წინ ?- ბოლო ხმაზე გავკიოდი და თანმუცელზე ხელს ვიჭერდი. -ნუც.. ყველაფერს აგიხსნი, დამშვიდდი, არ შეიძლება ნერვიულობა შენთვის და პატარასთვის-მუდარა იგრძნობოდა მის ხმაში, თუმცა გაშმაგებული ვიყავი და ვერაფერს ვაკონტროლებდი. -ახლა გაგახსენდა შვილი ? ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება აქ? ანასტასია? რას ნიშნავს ეს ყველაფერი !-ახლა ანასტასიას მივუბრუნდი, რომელიც კაბას ისწორებდა -ნუცა ! დროა იცოდე -ანასტასია გაეთრიე !-საუბარში დიტო ჩაერია და ბოლოხმაზე უღრიალა -არსადაც არ წავა ! ახლავე ამიხსენით რა ხდება !-ვიკივლე და კედელს მივეყრდები კარის გვერდით. -მე ვარ დიტოს ყოფილი შეყვარებული ! მე ვარ ქალი, რომელიც დიტოს ბავშობიდან უყვარდა.. ესპანეთშიც ერთად ვიყავით, ჩემთან ატარებდა დღეებს შენი საყავრელი ქმარი-ლაპარაკობდა ანასტასია და ეს სიტყვები ისე ჩანდა თითქოს გველის პირიდან გადმონთხეული შხამი ყოფილიყოს. ვგრძნობდი როგორ მიმისუსტდა ძალა მუხლებში, გავფითრდი და თვალებიც მებინდებოდა. ჩემ დანახვაზე დიტო ჩემკენ მოიწია თუმცა ვერ ავიტანდი მის ვერცერთ შეხებას ამიტომ კარისკენ გავიწიე და უკან დავიხიე -არ მომეკარო !-ვყვიროდი გაუჩერებლად და უკან უკან მივდიოდი. რამდენიმე ნაბიჯში კიბესთან აღმოვჩნდი, წონასწორობა ვეღარ შევიკავე და კიბეზე დავგორდი. როდესაც მიწაზე დავენარცხე საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, ბოლოს ბლანტი, თბილი სითხეც ვიგრძენი ფეხებს შორის და ტკივილისგან გავითიშე. *** გილოცავთ ! მალე დავფრინდებით ! მგზავრებს ვთხოვ მოემზადონ დაშვებისთვის !-ძლივს ფერზე მოსულმა გამცილებელმა გვახარა ახალი ამბავი. ცრემლები მოვიწმინდე, ისე მტკიოდა ყველაფერი.. შინაგანად.. თითქოს ეს ამბავი წარსულში კი არა ახლა მოხდა, ამ წამს.. საბოლოოდ მოვიწესრიგე თავი და თვითმფრინავიდან სულ ბოლო გავედი. ფეხებს ვითრევდი.. თუმცა ვიცოდი უკან დასახევი გზა არ მქონდა, ამიტომ ღრმად ჩავისუნთქე და ბარგის ასაღებად რიგი დავიკავე. ისე მტკივნეული იყო ყველაფერი ამ ქალაქში.. აქ თითქოს ჰაერიც კი ტკივილს მაყენებდა. ბარგის აღებისთანავე პირველივე ტაქსიში ჩავჯექი და ჩემი ბინის მისამართზე მიყვანა ვთხოვე. თბილისში წვიმა და მაისისთვის უჩვეულოდ ცივი დღე იდგა. ქალაქში შესვლისთანავე ათასი მოგონება ამოტივტივდა თავში. სამწუხაროდ ადამიანს ცუდები უფრო ხშირად გვახსენდება ვიდრე კარგები ამიტომ გონებამ შეწყვეტილი მოგონებები უნებურად გააგრძელა, როცა გზად გვერდი ერთ-ერთ საავადმყოფოს გავუარეთ.. *** თვალები რომ გავახილე საშინელ ტკივილს ვგრძნობდი, ყველაფერი მტკიოდა და პირველი რაც იმ წამში გამახსენდა ბავშვი იყო. -ბავშვი ! ჩემი ბავშვი !-ყვირილი დავიწყე და მუცელზე ხელებს ვიჭერდი, თუმცა გადასხმების და სხვადასხვა გულის აპარატების მილები განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ. ჩემთან ექთანი მოვიდა და დამშვიდდიო ჩემი გაკავება სცადა. -ექიმი სადაა ! ჩემი ბავშვი როგორაა ! მითხარით , ხომ კარგადაა ?-ტირილი გამომერია -სამწუხაროდ, თქვენი პატარაა..-ბოლო ბგერები გაწელა ექთანმა და თავი ჩაღუნა. ვერ აგიღწერთ რამხელა ტკივილი ვიგრძენი იმ მომენტში, როცა გავაცნობიერე რომ ბავშვი ჩემში აღარ იყო .. ბოლო ხმით დავიწყე ტირილი და რომ არა ექთნების მთელი ჯგუფი ალბათ ყველა მილს დავწყვეტდი. -გამიშვით ! სიკვდილი მინდა ! გამიშვით !-ბოლო ხმაზე ვტიროდი და ვფართხალებდი, მერე ჩხვლეტა ვიგრძენი, უფრო სწორად დავინახე რომ ნემსი გამიკეთეს და რამდენიმე წამში ყველაფერი ბურუსმა მოიცვა. -ექიმო როგორაა ? -რამდენ ხანში მოვა გონს ? -ხომ კარგად იქნება? -დამშვიდდით, გამოკეთდება მსგავსი ხმები ბუნდოვნად ჩამესმოდა თუმცა თვალის გახელის არც ძალა მქონდა და არც სურვილი. ბოლოს მოვიკრიბე მთელი ძალ-ღონე და დამძიმებული თვალები ძლივს გავახილე. როცა ოთახში დიტო დავინახე მხეცს დავემსგავსე -აქ მოსვლას როგორ ბედავ ! ახლავე გაეთრიე აქედან ! მოღალატე არაკაცო ! შენი ბრალია ! შენი ბრალია რომ ჩემი პატარა აღარაა-ისტერიკულად ვყვიროდი და ბოლო ხმაზე ვტიროდი, სუნთქვა მიჭირდა -ნუცა, მომისმინე ,გთხოვ ნუცაა-მეხვეწებოდა დიტო და როგორც კი მოახლოვება სცადა მწყობრიდან საბოლოოდ გადავედი, ხელებიდან გადასხმის მილები მოვიგლიჯე, ფეხზე წამოვიჭერი და რომ არა ექიმი ალბათ დიტო შემომაკვდებოდა. - ახლავე დატოვეთ პალატა ! -ექიმმა უყვირა დიტოს , ისიც იძლებული იყო დაეჯერებინა მისთვის. მე კი კიდევ ერთხელ დავინახე როგორ გამიკეთეს ნემსი და კვლავ სიბნელეში გადავეშვი. რამდენი დღე გავატარე გაუთავებელ, ისტერიკულ ტირილსა და ძილში ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ როცა საბოლოოდ მოვედი აზრზე რობოტს ვგავდი. შეგრძნება მქონდა რომ არც გული მიცემდა, არც ვსუნთქავდი და საერთოდ ადამიანი არ ვიყავი. ნათია და მიშკა გვერდიდან არ მცილდებოდნენ, ვერკაც სულ ჩემთან იყო, თუმცა არავის არ ვიკარებდი გვერდით. სულ ვტიროდი და ბავშვისთვის უკვე შეძენილ სათამაშოებს გულში ვიხუტებდი. 25 მაისს ამერიკაში გავფრინდი მშობლებთან ... *** -აი მოვედით-მითრა ტაქსის მძღოლმა და მანქანა ჩემი ბინის წინ გააჩერა. რა ვიგრძენი ვერ აგიხსნით. თითქოს ახალმოშუშებული ჭრილობა გამისხნესო ისე მეტკინა გული, როცა სადარბაზო დავინახე. ფეხის ბორძიკით ავიარე კიბეები მეშვიდე სართულამდე, ძლივს ავათრიე ბარგი და როგორც იქნა ჩემს სახლში აღმოვჩნდი. დაღლილობისგან პირდაპირ დივანზე მივესვენე და მაშინვე ჩამეძინა. დილით გაღვიძებისთანავე სააბაზანოში შევვარდი, ძალიან გამიჭირდა გრაფიკის შეცვლა და რამდენიმე დღე გაბრუებული დავდიოდი.. როცა თავი მოვიწესრიგე, სამზარეულოში გავედი, ყავა მოვიმზადე და ნაცნობი ნომერი ავკრიბე სახლის ტელეფონზე. -ვაიმეეეეე ! არ მჯერა ! ნუთუ შენ ხარ !-წამში ვერკას განწირული კივილი გაისმა ყურმილში -ვერკა დამშვიდდი, ჰო მე ვარ, გუშინ ჩამოვედი-წყნარად ვუთხარი და კიდევ ერთი ყლუპი ყავა მოვსვი. -ვაიმეე ახლავე წამოვალ ! -მომაყარა და ყურმილი დაკიდა. სიცილი ამიტყდა რომ წარმოვიდგინე ვერკას რეაქცია ჩემი ხმის გაგონებისას. ვერკას მოლოდინში ბარგის ამოლაგება დავიწყე. ზუსტად ნახევარ საათში კარზე გაბმული ზარის ხმა გავიგონე და ელდანაკრავივით გავექანე შემოსასვლელისკენ. გაღებისთანავე ვერიკო იმხელა ძალით ჩამეხუტა ორივე იატაკზე დავეცით და სიცილ-ტირილით ვეხუტებოდით ერთმანეთს. -ვერკა გამიშვი თორე გავიგუდები !-ძლივს მოვიცილე ჩემზე მოწებებული ვერკა. -ოოხ ეს წიკები ისევ !-ძლივს წამოვდექით ორივე და მისაღებში გავედით -ბარგს ალაგებ? -ჰო გოგო, ან რა აზრი აქვს. 2 კვირაში უკან ვბრუნდები, მარა აქ ჩაკეცილი ყველაფერი დამეკუჭება ამიტომ ჯობია მალე ამოვალაგო-ვუთხარი და კიდევ ერთი პარკი ამოვიღე ჩანთიდან. -2 კვირაში? რა იყო ცეცხლი გიკიდია?-გამიჯავრდა ვერკა -ვერკა ! შენც კარგად იცი შენ რომ არ გეთხოვა ასე ძალიან აქ არც ჩამოვიდოდი ! ეს ქალაქი ნამდვილად ტკივილს მაყენებს და შენ ეს იცი !-ხმა გავამკაცრე, რაზეც ვერკა მიხვდა რომ არ უნდა გამჯავრებოდა და ტონი შეცვალა -ნუც, 5 წელი გავიდა მას შემდეგ, თავს ნუღარ იტანჯავ..-თავი ჩახარა და ჩემი ხელები თავისი ხელებით დაიჭირა- ძვირფასო, მომისმინე .. ვიცი რომ საშინელების გადატანა მოგიწია.. ალბათ როგორ გიჭირდა.. როგორ გტკიოდა.. ვიცი რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია.. ყველაფერი ერთდროულად დაკარგე.. მაგრამ დროა ყველაფერი წარსულში დატოვო, გაძლიერდე და ცხოვრება გააგრძელო.-ამის მოსმენისას ტირილი დავიწყე -ეეჰ ვერკა, ეს ისე რთულია .. ისე მტკივა შინაგანად ყველაფერი.. ჩემი პატარა.. და დიტოც.. მთელი სული აქ დავტოვე .. ცარიელი ვარ ! აღარც სული მაქვს და აღარც გული-ორივე დივანში ჩავჯექით, ტირილით -ჩუუ ! ნუ ამბობ მაგას ! შენ დიდი და ლამაზი გული გაქვს ჩემო ლამაზო გოგო !-მითხრა და ჩამიხუტა. მოკლედ მოვრჩით ამ ტირილის სცენებს და ახლა ვერკას და სანდროს ქორწილზე დავიწყეთ ლაპარაკი -კაბა როგორია ? ხო მაჩვენებ ? სად იხდით ქორწილს? იმედია როგორც მითხარი დიტო არ იქნება ! თორე გეფიცები გავიქცევი იქედან-საჩვენებელი თითი ცხვირწინ ავუთამაშე. -არა , ხო გითხარი, ბრიტანეთშია წასული, სხვათაშორის ძალიან წარმატებული გახდა.. შენ რომ წახვედი 1 წელი არაფერს არ აკეთებდა.. აღარც ჩვენთან კონტაქტობდა, აღარც მუშაობდა.. მერე რაღაც მუზა ეწვია თუ არ ვიცი რა დაემართა, გაცხოველებით დაიწყო მუშაობა ახალ პროექტებზე.. ახალ კონკურსებში დაიწყო მონაწილეობის მიღება და ძალიან წარმატებულიც გახდა.. ახალი სტუდიაც გახსნა და მთელ დროს შრომაში ატარებს..-მომაყარა ვერკამ, არ უნდოდა შემეწყვიტებინა , ამერიკაში ყოფნისას მხოლოდ ვერკასთან და ნიასთან შემომრჩა ურთიერთობა და არასდროს ვაძლევდი მათ დიტოზე საუბრის უფლებას.. -ვერკა ! გეყოს ! არ მაინტერესებს დიტოს ამბები !-მკაცრად ვუთხარი და ოთახში ტანსაცმელები გავიტანე.. მომდევნო დღეები საქორწილო სამზადისში გავატარეთ,კაბები, ფეხსაცმელები, ჩანთები, სალონები .. მოკლედ ნამდვილი აურზაური ! 15 მაისი როგორც იქნა ეს დღეც დადგა ! დილიდან მეც და ვერკაც სალონში ვიჯექით და მაკიაჟს, ვარცხნილობას და მანიკიურს ერთდროულად ვიკეთებდით. კიდევ კარგი გაგვიმართლა, მზიანი ამინდი იყო, თუმცა ჯერ კიდევ ცივი იყო ატმოსფერო.. მოკლედ ამ პროცედურების შემდეგ ორივე ერთად გამოვეწყვეთ სალონში და 12 საათი იქნებოდა როცა სანდრომ მოგვაკითხა .. მე ვეცადე ძალიან სადა ვყოფილიყავი, კრემისფერი გრძელი კაბა ჩავიცვი, ტანზე მოყვანილი, ზურგამოღებული (ტრადიციულად) და ჩახსნილი. წითელი სადა ფეხსაცმელიც მოვირგე და როცა გარეთ გავედი პრინცესა ვერკა დამხვდა ! -ვაიმეე ! ეს რა სილამაზეააა !-ემოციები ვერ დავმალე როცა სადედოფლო კაბაში გამოწყობილი ვერკა დავინახე. გულში კი ისეთი ტკივილი ვიგრძენი ლამის იქვე წავიქეცი. მოგონებები.. მოგონებები, რომლებიც სიცოცხლეს მიმწარებდნენ და სულს მიშხამავდნენ. კიდევ ერთხელ გადავლახე ეს დაბრკოლება და თვალს მომდგარი ცრემლები მოვიწმინდე. -აიი ! სანდროც მოვიდა !-შეჰკივლა ვერკამ და სანდროსკენ გაიქცა -ვაიმე რა გიჟია ღმერთო ჩემო-ჩავილაპარაკე და თაიგულით ხელში დავედევნე გადარეულს. გარეთ სანდრო და ვერკა ერთმანეთს ეხუტებოდნენ, ბიჭები მანქანებში ასიგნალებდნენ და ყველაფერი საოცარ ჟრიამულს მოეცვა. როგორც კი ვერკასთან სიყვარულობანას მორჩა სანდრო ჩემკენ მობრუნდა. -ნუუც, როგორ მომენტრე !-მოვიდა და გადამეხვია. ვეცადე გულწრფელად ჩავხუტებოდი, თუმცა ახლაც გაბრაზებული ვიყავი.. მან ხო იცოდა დიტოს ამბები და არაფერი მითხრა ! თუმცა ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო, ასე რომ გადავეხვიე სიძეს და ბედნიერება ვუსურვე. საქორწილო ცერემონიალმა შესანიშნავად ჩაიარა. უუუულამაზესი ფოტოებიც გადავიღეთ და საღამოს დაღლილები თუმცა მაინც ენერგიულები რესტორანში "ბოლომდე ვაჯაზებდით" -ვაიმე, ვაიმეე, ძალიან დავიღალე , თან როგორ მცხელა ! -ვუთხარი ნიაკოს, და მეჯვარის პოსტზე მთელი ძალით დავენარცხე. -ეს ფეხსაცმელიც რა ჭირად მიჭერს ასე მწარედ !-შევღრინე და დავიხარე გასახდელად რომ ნიამ ხელი მიჯიკა გაიხედეო. რესტორნის შემოსასვლელში მოდიოდა, დიდი ვარდების თაიგულით ხელში და ღმერთივით სრულყოფილი იყო. ერთიანად გავიყინე, სხეული დამიბუჟდა, ვერაფერს ვგრძნობდი აჩქარებული გულის ცემის გარდა. ყურებშიც კი მესმოდა ჩემი გულის ცემა .. -ეს ჩემს საყვარელ რძააალს !-თქვა დიტომ და დიდი ვარდების თაიგული მიართვა ვერკას. მეტს ნამდვილად ვერ გავუძებდი,ერთიანად დავმუნჯდი და მაშინვე საპირფარეშოში გავვარდი. ტირილი ამიტყდა, ონკანთან დავდექი და ცივი წყალი რამდენჯერმე შევისხი სახეზე. -ჰეიი.. როგორ ხარ?-ზურგს უკან ვერკას ხმა შემომესმა -რატომ მომატყუე ვერკა ?-ტირილით მივუბრუნდი -არა ძვირფასო ! გეფიცები სანდროს თავს.. მე არ ვიცოდი .. სიურპრიზი იყო -თავს იმართლებდა ვერკა და ვხედავდი სადაცაა იტირებდა -უუხ ვერკა ! არ შემიძლია ! მეტი აღარ შემიძლია-გულამოსკვნილი ვტიროდი. -დაწყნარდი გემუდარები ნუცა ! გთხოვ ! ჩემი ქორწილის ხათრით !-მემუდარებოდა და თმაზე მეფერებოდა ვერკა. ცოტა ხნის შემდეგ თავი ხელში ავიყვანე, ვერკას ვუთხარი დამტოვე მოვალთქო და როცა გავიდა მაკიაჟი შევისწორე, ღრმად ჩავისუნთქე და მოჩვენებითი სიძიერითა და სიამაყით გავედი დარბაზში. ჩემს ადგილას დავჯექი და ჭიქიდან შამპანური მოვსვი. თუმცა ყელში ყველაფერი ეკლებივით მესობოდა. სანდრო მომიახლოვდა და ყურში ბოდიში მომიხადა ამ "სიურპრიზის" გამო. -არაუშავს-ჩავიბურდღუნე და კიდევ ერთი ყლუპი შამპანიური მოვსვი.ამ დროს დიტო მოგვიახლოვდა, თუმცა მოსალმება ვერ გაბედა და მალევე გაბრუნდა უკან. როგორც ტრადიციულად ქართულ ქორწილს ჩვევია მეჯვარე უცოლო, ახალგაზრდა სტუმრების ყურადღების ცენტრში ექცევა.. ეეჰ რა მომაბეზრებელია ამდენი უნიჭო კომპლიმენტი.. შორს ვხედავდი დიტოს, რომელიც ნაცნობებს ესალმებოდა, ეხუტებოდა .. საერთოდ არ შეცვლილა .. არა, უფროსწორად დაკაცებული და უფრო გასიმპატიურებულიც კი მეჩვენა. -შეიძლება ვიცეკვოთ?-მორიგი ახალგაზრდა ერთდღიანი "თაყვანისმცემელი". სხვა შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი, მაგრამ ახლა ისეთი გამწარებული ვიყავი საქციელს ვერ ვაკონტროლებდი ამიტომ დაუფიქრებლად გავყევი ახალგაზრდა მამაკაცს საცეკვაოდ. მიუხედავად იმისა,რომ საკმაოდ ნასვამი ვიყავი და ფეხზე დგომა მიჭირდა, მაინც ვაკონტროლებდი ცეკვისას ჩვენ შორის დისტანციას, თუმცა ჩემს პარტნიორს რატომღაც უფრო მეტი სიახლოვე უნდოდა. -თუ შეიძლება გამიშვით !-მკაცრად ვუთხარი, როგორც კი ხელები წელზე მჭიდროდ მომხვია. მთვრალი პარტნიორი გამითამამდა და უფრო მეტად მიმიკრა, რაზეც კივილი მოვრთე და ხელი ვუჯიკე, თუმცა ძვრაც ვერ ვუყავი. -გამიშვი იდიოტო !-კიდე ერთხელ შევკივლე და წამში ვიგრძენი როგორ მომაგლიჯა ვიღაცამ ეს იდიოტი სხეულიდან. აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი რომ დიტო ამ უცნობს ზემოდან მოქცეულიყო და გამეტებით ცემდა. კივილი ავტეხედა ვეცადე გამეზოვებინა, თუმცა მე რას გავხდებოდი? მაშინვე ბიჭები მივარდნენ და ძლივს გააზოვეს მოჩხუბრები.წამით მე და დიტოს მზერა ერთმანეთს შეეჯახა და იმ რამდენიმე წამის მანძილზე ყველა სულიერმა და უსულობ მოძრაობა შეწყვიტა. თუმცა თავი მალე ავიყვანე ხელში, მაშინვე ტაქსი გამოვიძახე და სახლში გამოვიქეცი ატირებული. 9 თავი როგორც იქნა, ქორწილის მთელი აურზაური დასრულდა ! ახლა ნამდვილად შემეძლო საქართველოში გასატარებელი დარჩენილი 10 დღით ჩემს ჭკუაზე "დავმტკბარიყავი"(კიდევ თუ შემეძლო ამის გაკეთება როგორღაც). ამინდები საკმაოდ გამოკეთდა და ნელ-ნელა დათბა კიდეც .. რადგან საქმე საერთოდ არ მქონდა და გადარეული ვერკაც საქორწილო მოგზაურობაში იყო წასული ჩემს მყუდროებას ერთადერთი თუ რამე დამირღვევდა ისევ ჩემი მოგონებები იყო .. გადავწყვიტე ყველა ის ადგილი მენახა რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და ასეც მოვიქეცი. მთელი თბილისი შემოვიწანწალე 2 დღეში, თუმცა მთავარი ადგილები არ მინახავს.. მათთან მიახლოვებასაც კი ვერ ვბედავდი. 22 მაისი საღამომდე მოსაწყენი დღე იყო, ამიტომ გადავწყვიტე ბარში წავსულიყავი სადმე და ცოტა დამელია. ასეც მოვიქეცი, ლამაზად გამოვეწყვე და უახლოეს ბარში წავედი. Black Velvet შევუკვეთე, ბართან მოვკალათდი და ნელ-ნელა ტკბობა დავიწყე ქოქოსისა და კარამელის განუმეორებელი არომატით. შემთხვევითობის გჯერათ? არა , არც მე ! მაგრამ იმ დღეს ნამდვილად შემთხვევით ამ ბარში გადავეყარე ჯოის. ალბათ გახსოვთ ის, მგზავრი თვითმფრინავიდან. -არ მჯერა რომ გიპოვნეთ !-ბედნიერებით გაბრწყინებულმა მითხრა და მოსალმების შემდეგ ხელზე მეამბორა. -ჯოი? აქ რას აკეთებთ ?-აშკარა გაკვირვება დამეტყო სახეზე -მე რამდენიმე დღით ვარ, საქმეებზე. თქვენ გეძებდით, არც კი ვიცოდი ამ ქალაქში როგორ უნდა მეპოვნეთ და აი თქვენ აქ დგახართ ჩემ წინ !-აღფრთოვანებული იყო. -და რატომ მეძებდით?-მაშინვე საქმეზე გადავედე. ჯოი უცებ გავიდა, ხელით მანიშნა 2 წუთი დამელოდეო, შემდეგ მოვიდა და რაღაც კონვერტი მომცა. -ეს რა არის?-წარბები შევჭმუხნე და კონვერტი გამოვართვი. -ეს ფოტოები წიგნში ვიპოვნე, ჩავთვალე, რომ თქვენთვის ძვირფასი იყო და იდარდებდით თუ დაკარგავდით. ერთ კონვერტში ჩავაწყვე და როცა აქ წამოვედი იმ იმედით წამოვიღე რომ მოგცემდით-გამიღიმა ჯოიმ. მე კონვერტი ხელის კანკალით გავხსენი და ცრემლებით ამევსო თვალები როცა ჩემი და დიტოს ფოტოები ვნახე. ყველა ფოტო იყო თითქმის, რომელიც ჩემს ისტერიკას გადაურჩა და ვერკამ ჩემს ნივთებთან ერთად გამომიგზავნა ნიუ იორკში. -ძალიან დიდი მადლობა-ხმის კანკალით ვუთხარი ჯოის, შემდეგ დავემშვიდობე და გარეთ გავედი სასწრაფოდ. ამ კადრებმა ყველაფერი თავიდან გამახსენა და ისე მომინდა დიტო მენახა ! ჩავხუტებოდი ! ნეტა შემძლებოდა პატიება, მასთან დაბრუნება.. მაგრამ არა ! ის საშინლად მომექცა ! გამანადგურა ! გული ათას ნაწილად დამიფლითა და არარაობად მაქცია ! ეგეც რომ არ იყოს მისი ბრალია ჩემი პატარა რომ დავკარგე ! -ცრემლების ნიაღვარი ჩამომდიოდა სახეზე.. არც ის მახსოვს ნახევრად მთვრალმა როგორ მივაღწიე სახლამდე. სახლში არსებული ბოლო ბოთლიც გავცალე და საბოლოოდ გავითიშე. დილით თავი მისკდებოდა ტკივილისგან, ძლივს ავიზლაზნე საწოლიდან და ცივი წვენი დავლიე წამალითურთ, შემდეგ სარკეში ჩავიხედე და როცა შეშუპებული თვალები დავინახე ლამის გული წამივიდა. სააბაზანოში შესვლა დავაპირე რომ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. -გისმენთ -ნუცა გამარჯობათ-აშკარად მეცნობოდა ხმა,თუმცა ახალგაღვიძებულზე ვერ მივხვდი საიდან. -ჯიო ვარ, როგორ ხარ ?-ო ღმერთო რა მოუშორებელი გრიპივით შემეყარა ეს კაცი-გონებამ წაკბინა -უი ჯოი, ჩემი ნომერი საიდან?-წარბები შევჭმუხნე. -ჰო მე ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ საღამოს გცალია -ამ საღამოს რა ხდება ? -ძალიან კარგი გამოფენის 2 მოსაწვევი მაჩუქეს ქართველმა თანამშრომლებმა და რადგან ამ ქვეყანაში შენ გარდა არავის ვიცნობ ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ წამოხვიდოდი..-ბოლო სიტყვები გაწელა. ძალიან არ მინდოდა ვიღაც ჯოისთან ერთად გამეტარებინა საღამო, ერთი კარგი გამოძინება ყველაფერს მერჩივნა მაგრამ ჩავთვალე რომ ფოტოების გამო ვალდებული ვიყავი მადლობა ასე გადამეხადა ამიტომ დავთანხმდი. სულაც არ მაინტერესებდა სად წავიდოდით, მთავარი იყო მისთვის ერთხელ მაინც მესიამოვნებინა მადლიერების ნიშნად. რაზეც ძალიან დიდი მადლობა გადამიხადა და ბოლოს დააყოლა უამრავი უცხოელი და ძალიან სერიოზული ადამიანი იქნება და ეს შეხვედრა ნამდვილად მჭირდებაო. საღამოს 6 საათი იქნებოდა, როცა ვერცხლისფერი, ვარდისფერი წვრილი ყვავილებით გაწყობილი, მუხლს ქვემოთ გაშვებული კაბა ჩავიცვი, ვარდისფერ, სპორტული სტილის საკმაოდ სქელ ტოპზე, ფერადი ვერცხლისფერი ბუგები ამოვიცვი, ტყავის კურტკა მოვიცვი, საკმაოდ დამოკლებულ ხვეულ თმებზე შავი შლაპა დავიხურე და ჯოის შესახვედრად წავედი. გზაში ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ასევე უსიტყვოდ შევედით ერთ-ერთი ძალიან პრესტიჟული სასტუმროს ფოიეში, საგამოფენო დარბაზში. შესვლისთანავე ახალგაზრდა მსახურმა ბიჭმა შამპანიური შემომთავაზა,რაც სიამოვნებით გამოვართვი და შუშხუნა სითხის ყლურწვით შევედი ოთახის სიღრმეში, სადაც უამრავი ხალხი ირეოდა და კედლებს ულამაზესი ფოტოხელოვნების ნიმუშები ამშვენებდნენ. ჯოი თავის ცნობილ უცხოელ ნაცნობებში აირია და როგორც იქნა მომეცა საშუალება მარტო დავმტკბარიყავი თითოეული კადრით. ნელ-ნელა მივუყვებოდი დარბაზს და ვცდილობდი თითოეულ კადრზე ჩემეული დასკვნები გამეკეთებინა, თუმცა მალევე მიიბყრო ჩემი ყურადღება ოთახის ცენტრში დაკიდებულმა ყველაზე დიდმა ნამუშევარმა, მაგრამ მასთან შეკრებილი ხალხის სიმრავლის გამო კარგად ვერ ვარჩევდი რა იყო, ამიტომ გადავწყვიტე ცოტა მივახლოვებოდი. ფრთხილად მივწი-მოვწიე მორუზრუზე ადამიანები თან ჩამესმოდა სხვადასხვა კომენტარები -ნამდვილად შედევრია ! -შესანიშნავი ნამუშევარია -ამბობენ ეს ქალი უყვარდაო -უი ესაა ის გოგო? ზურგიდანაც კი ეტყობა რომ ლამაზია, თუმცა სხვანაირს ვერც წარმოვიდგენდი მის გვერდით -ნეეჰ, ნეტა იმ გოგოს ადგილას მამყოფა..-ახალგაზრდა ქალები ერთმანეთს აღფრთოვანებით ელაპარაკებოდნენ. და როცა კადრის წინაშე აღმოვჩნდი ერთიანად მოვწყდი. სხეული ერთბაშად კანკალმა მოიცვა, ფეხები მომეკვეთა და ნერვიულობისგან ყბა ამითამაშდა. სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას და იქვე კუთხეში ჩავიკეცე, სახე ხელებში ჩავრგე და ჩუმად ავქვითინდი. თეთრ ზეწრებში. გალაქტიკა. შავი, გრძელი, ჩამოშლილი თმები. ნამდვილად ემოციების პიკზე ვიყავი და ნამდვილად სუნთქვა მიჭირდა. ელდანაკრავივით წამოვდექი და სწრაფი ნაბიჯებით გავეშურე გასასვლელისკენ რომ უცებ მძლავრი შეჯახება ვიგრძენი, წავმორძიკდი და წამში ვიღაცის ძლიერ მკლავებში აღმოვჩნდი. -მგონი გადარჩით-ძალიან ნაცნობი ხმა ჩამესმა და როცა ძლიერ სხეულს ავხედე გავშეშდი. -დიტო-ძლივს ამოვიხავლე და მაშინვე თავი გავითავისუფლე მისი მკლავებიდან. -ნუცა-თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა და აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისეთი სისწრაფით გავიქეცი გასასვლელისკენ. -ნუცა დამელოდე ! გთხოვ !-მეძახდა და გიჟივით მომზდევდა. პირველივე ტაქსიში ჩავჯექი და მალე წადითქო ვუყვირე. როცა ცოტა სული მოვითქვი ტაქსი სოლოლაკის რომელიღაც ქუჩაზე ნელა მიდიოდა. -თუ შეიძლება მთაწმინდაზე ამიყვანეთ-არც კი ვიცი ეს სიტყვები როგორ წამომცდა, თუმცა მივყევი ჩემსავე ნებას და მთაწმინდაზე ავედი. წესიერად შესული არ ვიყავი პარკში რომ ზურგს უკან დიტოს ხმა გავიგე, რა თქმა უნდა, კიდევ დამელოდეო მეძახდა, მე არ ვუსმენდი, არც მას და არც არავის.. მივრბოდი და არც კი ვიცი საით.. მთავარი იყო გავქცეულიყავი, რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება შორს მისგან .. გულამოვარდნილი ავედი ეშმაკის ბორბალთან და როცა უკან დიტოც დამეწია, სულს ვერ ითქვამდა, ჩაკეცილი ლამის მეხვეწებოდა დამელოდეო, თუმცა საერთოდ არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ პირისპირ მარტო დავრჩენილიყავი მის წინაშე.. არ ვიცი ეს შიში იყო, ზიზღი თუ რა.. მაგრამ სასწრაფოდ გამოსავალი უნდა მეპოვნა და მივაგენი კიდეც ! სასწრაფოდ ეშმაკის ბორბლისკენ გავიქეცი და პირველივე თავისუფალ "კუპეში" შევედი. ის ის იყო ეშმაკის ბორბალი ზანტად უნდა წასულიყო წრის დასარტყამად რომ ისედაც მოცუცქნულ სივრცეში გულამოვარდნილი დიტო შემოვარდა და კარიც დაიხურა. ყველაფერი ერთდროულად დამატყდა თავს ! აქეთ დიტო და იქეთ დახურული სივრცის შიში ! სასოწარკვეთილმა სახე ხელებში ჩავრგე და იმის გაფიქრებაც კი სუნთქვას მიკრავდა, რომ ახლა დიტო ჩემს პირისპირ იმდენად ახლოს იჯდა, რომ მისი სუნთქვის ხმაც კი მესმოდა. ცოტა ხანს ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, მე მისკენ გახედვას ვერ ვბედავდი, თვითონ კი ჩემს სახეს მიშტერებოდა და შორიდანაც კი ვამჩნევდი როგორ უკანკალებდა მთელი სხეული. -ნუც.. მგონი დრო მოვიდა ვილაპარაკოთ და ყველაფერი გითხრა რისი თქმაც მთელი 5 წელია მინდა-დაიწყო მოჩვენებითად წყნარად საუბარი, თუმცა ნერვებისგან ხმაც კი უკანკალებდა -კარგი რა დიტო ! ძალიან გთხოვ ! ნუ დაიწყებ !-ვეცადე გამეჩუმებინა და ფანჯარაში გავიხედე, თუმცა ისე მაღლა ვიყავით, შიშით ისევ ძირს ყურება ვამჯობინე. -მოიცადე ! ახლა გინდა, არ გინდა მაინც მოგიწევს მომისმინო ! მთელი 5 წელი ამ დღის იმედით ვარსებობდი ! და ახლა, როცა ეს ნანატრი დღე როგორც იქნა დადგა, ვერ მოგცემ უფლებას აქედან წახვიდე სანამ არ მომისმენ- საკმაოდ გაამკაცრა ინტონაცია, თუმცა როცა გაბრაზებულმა ავხედე მიხვდა რომ ამ ტონით ჩემთან ლაპარაკი ნამდვილად არ გამოუვიდოდა და გადაწყვიტა ისევ დაერბილებინა ტონი. -ნუცა, მომისმინე .. ვიცი რომ დასანახად ვეღარ მიტან და მე ეს დავიმსახურე კიდეც .. მაგრამ ძალიან გთხოვ მაპატიე ნუცა.. ყველაფერი მაპატიე-ლაპარაკობდა და ყელში ბურთად გაჩხერილ ცრემლებს ყლაპავდა. -რა გაპატიო დიტო ? რო მღალატობდი? მე აქ ორსული გელოდებოდი სახლში, შენზე ფიქრში ვათენებდი და ვაღამებდი ! მუცლით შენს შვილს ვატარებდი და ამ დროს შენ იმ კახპასთან გორაობდი? -გაბრაზებისგან ბოლო ხმაზე ვკიოდი, რაც ზოგადად არ მჩვევია, მაგრამ დრო იყო ამდენი წლის ნაგროვები ბოღმა ამომენთხია საბოლოოდ -ვიცი.. ვიცი ნუუც..-თავსაც ვერ იმართლებდა დიტო -იცი? რა იცი? ის რომ შენი და იმ ძუკნას გამო ჩემი პატარა მოკვდა? ის რომ მთელი 5 წელია ტირილში ვცხოვრობ? შენ იცი საერთოდ რა დღეები გამოვიარე? სიკვდილს ვნატრობდი ყოველ დღე ! ცხოვრება დამინგრიე და ახლა პატიებასაც მთხოვ?-არ ვცხრებოდი და გაუკონტროლებლად ვლაპარაკობდი, თუ შეიძლება ამას ლაპარაკი ერქვას. -მართალი ხარ , მაგრამ რატო გგონია რომ ეს ყველაფერი მტკივნეული მხოლოდ შენთვის იყო? ეს ტკივილი ჩემთანაც ისეთი ძლიერი იყო, როგორც შენთან ! შენ რომ წახვედი და ყველაფერი გავაცნობიერე იცი რას ვგრძნობდი? იცი როგორ მტკიოდა? 1 წელი ნუცა ! 1 წელი სახლიდანაც კი არ გავდიოდი ! მენატრებოდი ! მინდოდი ! სულ მინდოდი ! ხანდახან ისე მინდოდა მეგრძნო შენი თავი გიჟს ვგავდი.. სახლში ყველა ჭიქას ვკოცნიდი, რომლისთვისაც როდესმე ხელი მოგიკიდია ! თეთრეულს არაფრით ვარეცხინებდი დედაჩემს.. მინდოდა შენი სურნელი სულ ჩემთან ყოფილიყო ! მთელ დღეებს შენ ბალიშზე ჩახუტებული ვატარებდი , მთვრალი, გათიშული და ერთადერთი რაც მაძლებინებდა ბალიშზე შემორჩენილი შენი სურნელი იყო .. შენს სუნამოებს ვაპკურებდი ოთახებში რომ შენი იქ ყოფნის ილუზია შემექმნა.. შარშანწინ ამერიკაშიც კი ჩამოვედი ! რა მეგონა?! იმხელა ქვეყანაში სად უნდა მეძებნე, როცა არაფერი ვიცოდი შენს შესახებ? შენ გგონია რომ მხოლოდ შენს თავზე გადაიარა ამ ტრაგედიამ, მაგრამ ძალიან ცდები !-დაასრულა აღელვებული სიტყვა და ამოისუნთქა დიტომ. არ ვიცოდი რა უნდა მექნა, საკუთარ ცრემლებში ვიხრჩბოდი და ვერ ვაზროვნებდი.. საბედნიეროდ, გამიმართლა, როგორც იქნა ეშმაკის ბორბალმა ბრუნვა შეწყვიტა და როგორც კი კარები გაიღო გიჟივით გამოვვარდი იქედა.. დილით, როგორც იქნა, მოვრჩი ბარგის ჩალაგებას და ბოლო ნივთები ჩავაწყვე სამგზავრო ჩანთაში. ნამდვილი ქაოსი ტრიალებდა ჩემს გონებაში.. ყოველი მხრიდან უბერავდა მრავალგზის ნაცადი ქარიშხალი და ყველა მოგონებას ერთმანეთში ურევდა.. არაფრის თავი არ მქონდა, ვერაფერზე ვფიქრობდი და როგორც ყოველთვის გამოსავალს გაქცევაში ვხედავდი. პირველად 5 წლის შემდეგ შევხვდი მამაკაცს, რომელიც დანახვის წუთიდან გაგიჟებით შემიყვარდა, მამაკაცს, რომელთან ერთადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო თვეები გავატარე.. ვიცი, რომ უნდა მეზიზღებოდეს, მისი სიკვდილი უნდა მინდოდეს იმ ყველაფრის შემდეგ რაც გამიკეთა, მაგრამ რას ვგრძნობ რეალურად მე ?-ეს კითხვა ხუთი წლის შემდეგ პირველად დავუსვი ჩემს თავს და არ გამკვირვებია როცა გულმა როგორც იქნა აღიარა რომ მე დიტო ისევ მიყვარდა ... გამგზავრებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, თუმცა გულმა არ გამიძლო და გადავწყვიტე ახლა ნამდვილად ბოლოჯერ ავსულიყავი მთაწმინდაზე ... ხედი ეშმაკის ბორბლიდან როგორც ყოველთვის ულამაზესი იყო. ღრმად ამოვისუნთქე და დარჩენილი წუთებით ტკბობა დავიწყე. -ვიცოდი რომ არ წახვიდოდი ამ ადგილის დაუმშვიდობებლად-ზურგს უკან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხმა შემომესმა და სიტყვებით იმ გრძნობის აღწერა რომ დავიწყო, რომელსაც განვიცდიდი, ალბათ მთელი წელი მოვუნდები.. მისკენ მივბრუნდი. ის როგორც ყოველთვის მომაჯადოვებლად მიმზიდველი იყო, არა, გატყუებთ ! ახლა ბევრად უფრო კარგი იყო ! -მიიშ.. -ჩაილაპარაკა და რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ახლა ნამდვილად არ მქონდა უკან დასახევი გზა.. უკან გავიხედე და უფსკლული იყო. ღრმად ჩავისუნთქე და რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ რაც შემეძლო სწრაფად გავიქეცი დიტოსკენ, მთელი ძალით ჩავეხუტე და მონატრებულ სხეულს ხარბად დავუწყე კოცნა. 25.04.2017 მთაწმინდა. ყველაზე ზემოთ. ეშმაკის ბორბალთან. იმედია მოგეწონათ ჩემი ისტორია .. თითქმის 3 წელია არაფერი დამიწერია პატარ-პატარა ჩანახატების გარდა .. ველი თქვენს შეფასებას.. კრიტიკას , კომენტარებს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.