შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(11)


21-02-2017, 16:57
ავტორი lile-eli
ნანახია 2 685

-არა ელი გიგი აქ არ არის. ის საერთოდ მიდის ქვეყნიდან და წასულია საქმეების მოსაგვარებლად!.



11.
დანარჩენი არაფერი გამიგია, მოვკვდი მაგრამ მაინც ვსუნთქავდი.. მივედი მაგიდასთან დავჯექი და საერთოდ გავითიშე. ხომ მიდიოდი ლილე? არ არის საჭირო, ის წავიდა. ესეც შენ!.. ისე ვიჯექი, რამდენიმე საათი ალბათ, მუსიკაც ჩართული იყო და სიმღერებიც, ლაშამ, რომ მომაკითხა ცეკვა შემომთავაზა, მაშინ დავბრუნდი დარბაზში სადაც მხოლოდ ხორცით ვიყავი. დიდი დრო იყო გასული, ქორწილი კარგად იყო “გახურებული” ცეკვებითა და სიმღერებით. “დამკვრელების” მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავდა სუტუმრების უმეტესობა. ვიცეკვეთ რაღაც ნელ მუსიკაზე, მაგრამ არ მახსოვს.. კითხვებზეც მოვალეობის მოხდის მიზნით ვპასუხობდი.. ცოლობა რომ ეთხოვა შეიძლება თანხმობა მეთქვა, რადგან არ მესმოდა რასაც მეკითხებოდა.. მუსიკის დასრულებისთანავე დავჯექი, ჩემთან დიტო მოვიდა..
-გოგო რა გინდა მაგ კაცთან? (დიტო)
-შენ რა გინდა? (ლილე)
-არ იცეკვო მაგასთან! რამდენჯერ გითხრა?! (დიტო)
-ანას მიხედე რა!.. (ლილე)
-გოგო ნუ მაბრაზებ! ისე გიყურებდათ მამამისი, “აი ნახეთ რა სარძლო მყავსო” ამას მარტო კიარ ფიქრობს ამბობს კიდეც.. გავიგონე. (დიტო)
-რაა? არ გამაგიჟო რას ამბობდა? (ლილე)
-თუ გინდა გაგიჟდი, ასე თქვა ახლა მესმის ჩემი შვილისო, ნეტა არ მეჩხუბა ამის გამოო. მართლა კარგი წყვილია ერთმანეთს უხდებიანო დაემოწმა მეორე და სისხლი ამიდუღდა უკვე.. (დიტო)
-ვერაფერი გავიგე რას ამბობ? (ლილე)
-მე გავიგე ლილე და გაფრთხილებ მაგასთან არ მიხვიდე! (დიტო)
-აუ დიტო დავლოთ, რა და ისინი ჯანდაბაში გავუშვათ დღეს. (ლილე)
-იცოდე ბოლომდე სვამ! (დიტო)
-ბოლომდე და დღეს შენ, ჩემი ქმარი ხარ! ამათი ნერვები არ მაქვს.. (ლილე)
-აი ესეთი ლილე მომწონს!.. მაგრამ ისე გაცვია დღეს ვიჩხუბებ ვიცი.
-არა დღეს მღერი და მე მიძღვნი სიმღერებს!
-ერთიც და წავედი უნდა გიმღერო, ჩემო შავთვალა „მეუღლევ“.
წავიდა და რამდენიმე სიმღერის შემდეგ, ვიღაც კაცი მოდის მთავაზობს ცეკვას.. ღიმილანი უარი ვუთხარი:
-ჩემი მეუღლე ძალიან ეჭვიანია და ვერ ვიცეკვებ.
-სად არის შენი მეუღლე?
-აი ის რომ მღერის.
-მერე აქ მარტო რატომ დაგტოვა? რო რამე იოლად შეგელევა?
საკუთარი ირონიით კმაყოფილმა გადაიხარხარა..
-თუ შეიძლება თქვენს ადგილს დაუბრუნდით!
-ლამაზო ცეკვაზე უარის თქმა მაგარი გოიმობაა არ იცი?.. დანარჩენს ცეკვისდროს მოვაგვარებთ.
ხელი ჩამავლო და სცადა ჩემი წაყვანა, მაგრამ გავაშვებინე ხელი და უკვე „სინაზე“ დამავიწყდა, ბოლო დროს „ზრდილობის“ ჩარჩოებს გავცდი, თან ნასვამი ვიყავი..
-მომისმინე ბებერო! თუ არ გინდა შენმა ცოლ-შვილმა გაიგოს რა „ნაგავიც“ ხარ აქედან გადი!
დავინახე მეუღლლეც და შვილიც ყავს სუფრასთან, ამასაც ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ როცა მეუღლეს ეხუტებოდა და ცეკვავდა მე მიყურებდა..
-ვინაა ბებერი? შენნაირს სამს მოვუვლი დღეში!
-შენ დედას შევ.. გაეთრიე შე ბო.. შენნაირ ნაგავს ჩემს ქორწილში რა უნდა? არ იცი ხომ ვის როგორ მოექცე?
არ ვიცი საიდან გაიგო დათომ ხელი რომ მოკიდა და გარეთ გაიყვანა ერთი-ორი უთავაზა, ჩვენი მაგიდა გასასვლელთან ახლოს იყო და ყველამ ვერ გაიგო მხოლოდ დათოს ხმამ მიიქცია ყურადღება მეც გავყევი მინდოდა შემეჩერებინა, თათია რომ დავინახე ვუთხარი შეაჩერე და ბიჭებს გამოვიყვანთქო. კარებშივე დათოს მამა შემხვდა და მივიყვანე..
-კარგი დათო დაანებე თავი სირცხვილია შენ რომ ჩხუბობ.
-ეს არ დავინახო აქ გაათრიე ეს ბო.. ელის როგორ მოკიდა ხელი ამ ნაბ..
ამ დროსს აბა გამოვარდა, მაგას რა გამოეოპარებოდა, დათოს ნათქვამით მიხვდა რაც მოხდა და ამანაც გაიწია იმ კაციკენ..
-საბა, საბა გთხოვ თავი დაანებე მიიღო უკვე. წამო ვიმღეროთ, მეც მინდა სიმღერა.
-მამა არ შემოვიდეს აქ თორემ მაგრად ვცემ, არ დავინდობ!
-თათია საბას მე გავიყვან დათო შენ დაამშვიდე შემოიყვანე და სცენიდან მივიქცევ მის ყურადღებას.
-კარგი, კარგი.
-საბა წამო გთხოვ სანამ გადავიფიქრე!
შესვლისთანავე დიტო და სალოც შემოგვხვდნენე და გამოვუცხადე მე უნდა ვიმღერო თქვენ მომეხმარეთ. გაოცებულებმა შემომხედეს, მაგრამ გამომყვნენ. საბამ მკითხა სცენაზე ასულს:
-ელი რას იმღერებ?
-Royal Bliss - Dreamer
-დარწმუნებული ხარ? (დიტო)
-რაა? ნამდვილად? (საბა)
ორივემ ისეთი სახით მკითხეს ცოტა შემეშინდა, მაგრამ უკან არ დავიხიე. მიკროფონი ავიღე ხელში და დიტომ მუსიკის ძებნა დაიწყო, მე კი სიტყვით გამოვედი..
-მოგესალმებით ყველას. მე გახლავართ ლილე გელოვანი დათოს კლასელი. მინდა დათოს და თათიას მივუძღვნა სიმღერა, დიდი ხანია არ მიმღერია, ამის მიზეზი დათომ და რამდენიმე მეოგობარმა იცის, ამიტომ ბოდიშს ვიხდი წინასწარ თუ ვერ შევძელი სიმღერის სრულყოფილად შესრულება..
- დათო, თათია გილოცავთ ბედნიერებას და გისურვებთ ყველა "ოცნება" აგისრულდეთ! ისე როგორც თქვენ გსურთ! ეს სიმღერა გეძღვნებათ თქვენ და ერთ ადამიანს, რომელმაც შეძლო ჩემი სამი წლის შემდეგ ამღერება.
ამ სიტყვით გამოსვლისას, ყველას ყურადღება მივიქციე, წყვილი წინ დამიდგა, მათთან ახლოს ლაშა და მამამისი იყო. თან დიტომ დრო მოიგო და სიმღერაც იპოვა, მანიშნა დამეწყო და მუსიკას ავყევი, ძალიან კარგად დავიწყე.. გოგოსთვის შესაფერისი ხმით. აზარტში შევედი პირველად საბა ამყვა, მერე დიტოც (მე ვანიშნე დიტოს თავისი ბარიტონი ჩაერთო) და ისე კარგად გამოვიდა ორივეს სახეს რომ ვხედავდი, მეც ემოციისგან გავითიშე, მხოლოდ სიმღერაზე და გიგიზე ვფიქრობდი, რომელსაც მივუძღვენი ეს სიმღერა და რომელიც ჩემგან ძალიან შორს იყო.. ბოლო მისამღერის დაწყებისას ხმა წამერთვა ცრემლებმა თავისი ქნეს, სცენაზე ხალხს ზურგი ვაქციე, ბიჭებმა გააგრძელს და მისამღერის მეორე სტრიქონზე შემოვბრუნდი, მთელი გრძნობით ვიმღერე ბოლომდე, მაგრამ უკვე ვტიროდი და დიტომ ჩამიხუტა:
-აუ, რას არ მივცემდი ეს რომ გიგის ენახა!.. ჩემი გიჟი გოგო ხარ!
-გარეთ გავიდეთ რა..
საბამ საცეკვაო ჩართო და ხალხის ოვაციების ჩახშობა ცეკვებით სცადა.. გარეთ გასულებმა სიჩუმე დიტომ დაარღვია, სიგარეტს მოუკიდა.
-როგორ ხარ?
-ცუდად.
-აუ ელი, ჩემო შავთვალა, ეს რა გააკეთე ხვდები? (საბა)
-რამდენი ფანი გყავს რომ იცოდე? (სალო)
შემოგვიერთდნენ საბა და ორსული სინიორა, მოვეფერე მუცელზე და ჩავეხუტე.. მერე სალოს შესცივდა, შიგნით შევიდნენ, დიტოსაც მალე დაუძახეს. გარეთ დავრჩი, რადგან ძალიან მრცხვენოდა უკან მიბრუნების, არ ვიცი რატომ უფრო მარტოყოფნა მინდოდა და იმიტომ. უცებ უკნიდან ხმა მომესმა, ლაშა იყო:
-ძალიან კარგი შესრულება იყო!
-მადლობა.
ლილე არ ვიცოდი თუ შეყვარებული იყავი. იცი მეც ძალიან მომწონხარ!
ჩემსკენ წამოვიდა ძალიან ახლოს მოსვლას ცდილობდა.. სასმელი კარგად ეტყობოდა..
-უფროს სწორად მიყვარხარ!
-ლაშა რას ამბობ?.
-ხო ლილე მიყვარხარ! იმ დღიდან მიყვარხარ როცა გაგიცანი. ბედნიერი ვარ შენც თუ იგივეს გრძნობ, რამდენი ხანი ველოდე ამ წუთს და სიმღერით ამის თქმა კიდევ უფრო მაბედნიერებს.
-არა. ლაშა მე არ მიყვარხარ! ეგ საიდან მოიტანე?
-აბა ვისთვის იმღერე ასე გრძნობით?
მიახლოვდება და უკვე ადგილი აღარ მაქვს რომ სადმე გავიწიო, თან გზას მიღობავს.. მის თვალებს ისთი ცეცხლი ეკიდა, არ ვიცი ვნება იყო, სიყვარული, თუ მონატრება, ან კიდე ყველაფერი ერთად.. ფაქტია ეს ის არ იყო რაც მე მინდოდა!..
-ლაშა რას აკეთებ? არასწორად გაიგე.. მე სიმღერა დათოს და თათიას მივუძღვენი მხოლოდ..
-ლილე მიყვარხარ და ველოდი სამი წელია ვფიქრობ, რომ ოდესმე ჩემი დაგერქმეოდა!.
-ლაშა გამიშვი, არასწორად იქცევი!
-ლილე იცი როგორ მიყვარხარ? ისე როგორც არავინ და არაფერი!.
მკლავში ხელი მომკიდა, სახე დამიჭირა, მისი გახშირებული სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი, უნდა ეკოცნა, რომ ხელი ვკარი და გაცოფებულმა მივაყარე:
-არავი ხომ? არც შენი შვილი? ლაშა არ გაბედო და არასოდეს არ დამელაპარაკო!
-რას აკეთებ შე ნაძი... გოგო გეუბნება თავი დამანებეო და არ გესმის ხომ? მე გაგაგებინებ! შე ს..
დიტომ მუშტი უთავაზა, მეტი დარტყმის საშუალება არ მივეცი.
-კარგი დიტო, თავი დაანებე! წამო სახლში წამიყვანე გთხოვ..
ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, ამაზე უფრო გაგიჟდა..
-კარგი ელი ბოდიში, გთხოვ ნუ ტირი თორემ ამას ვცემ!..
-წავიდეთ რა..
მე და სალო წაგვიყვანეს, ბიჭები უკან მიბრუნდნენ.. აღფრთოვანებული მეუბნებიდა სცენაზე ისე იდექი როგორც “სოლისტი” და აქამდე სად ვიყავი თურმე.. მოკლეთ ბევრი ვილაპარაკეთ, ცოტა გამამხიარულა მისმა მხიარულმა ხასიათმა. გამთენიისას მოვიდა საბა და ძნელი წარმოსადგენი არაა რა მდგომარეობაში, თურმე ბარში წასულან და იქ გაუგრძელებიათ დროსტარება. ცივი წყლის აბაზანის, შემდეგ ისევ ჩემთან მოვიდა, სალოს გული შეუწუხდებაო..
-ჩემი შეყვარებული გოგო, რა კრგად მღერის თურმე..
ბუტბუტებდა და მისი ძლიერი მკლავებით მეხუტებოდა..
-დაიძინებ თუ გაგაგდო?!
-კარგი, კარგი მძინავს.
მეორე დღეს ლექციებმა ჩვეული რეჟიმით ჩაიარა, ორი შუალედური დავწერე წინა წლის და კმაყოფილი ვემშვიდობები ნათიას კიბეებზე, რომ გიორგი შემხვდა..
-ელი როგორ ხარ?
-არამიშავს შენ? დღეს შენ მიცავ ხო?
ნაძალადევი ღიმილით ვუთხარი, რა მაგარია ერთმანეთზე სიმპატიური ბიჭები მიცავენ გავიფიქრე.. გადავკოცნე და წასვლისას ხელით დამიჭირა.
-ელი გთხოვ მოიცადე რაღაც მინდა გითხრა.
-გიო უნდა წავიდე მაგვიანდება.
-ელი აქვე დავჯდეთ მხოლოდ ხუთი წუთი.
ისეთი თვალები ჰქონდა ვეღარ შევეწინააღმდეგე.. ახლოს მდებარე კაფეში დავსხედით და გიო სანამ უკვეთავდა, ფიქრებთან ერთად იმდენი კითხვა მომაწვა, ყველა რომ დამესვა ალბათ ხელს მომკიდებდა და მაიძულებდა გიგისთან მისვლას, მაგრამ მე ის უკვე გავუშვი ალბათ ამის სათქმელად მოვიდა და ეს უნდა ვიცოდი:
-რას დალევ?
-ყავა შაქრით.
-ორი ყავა.. გავიგე გუშინ გიმღერია. როგორ ხარ?
-განსაკუთრებული არაფერი. არამიშავს.
-ელი პირდაპირ გეტყვი. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცი გიგიც იგივეს გააკეთებდა.
თითქოს მელოდება რას ვეტყვი..
-როგორ არის?
-მას რატომ არ ეკითხები?
კითხას მიბრუნებს და ვიბნევი ესეიგი აქ არის? აბა დიტომ რა თქვა.. და თვითონვე აგრძელებს:
-მან პირობა მოგცა და ახლა შენ უნდა მიხვიდე!
-უკვე გვიანია..
-მას ძალიან უყვარხარ!.. ეგ იცი!
-მართლა მიდის?
-უკვე მეორე კითხვას სვამ, რომელიც მე არ მეკუთვნის..
ცრემლები წამომივიდა, თავი დავხარე და ფინჯანს დავაშტერდი.. დიდი ბურთის გადაყლაპვით ვცადე მათი შეჩერება.
-ელი ეს ქუიდი რატომ გახურავს?
-ვიმალები.
-ეგ არ გჭირდება! ელი მე “პედრო“ ან კიდე „პავლო”-სავით არ ვისარგებლებ ამ შემთხვევით, იცი რასაც ვგულისხმობ.. (სერიალის გმირები იგულისხმა).
იღიმის და მეც მეცინება, ნუთუ ისევ მოვწონვარ?..
-კარგად დაფიქრდი და მართლა ნუ დაიგვიანებ!
განაგრძო საუბარი, გიორგიმ საკამოდ გასაგებად და ზომიერად მაგრძნობინა, რომ ამპარტავნებას უნდა ვძლიო.. ბევრიც იხუმრა, ცოტა მოვეშვი და მესიამოვნა. როგორ მეამაყება გიგის, ასეთი მეგობარი რომ ყავს!..
-და ლილე იცი რა?
-არა. რა უნდა ვიცოდე?..
-ეს ქუიდი მე მექნება, მანამ, სანამ!...
სიტყვა არ დაასრულა, ღიმილით შემომხედა და ჩემი ქუიდი თავზე მოირგო.. რა სიმპატიურია წაბლისფერი თმა, სწორი ცხვირით, თხელი წითელი ტუჩებით და მუქი ლურჯი თვალებით, ქუდიც კი ძალიან უხდება. ნინის უნდა გავაცნო!
-შენ არ იცი ხო მაგ ქუდის გამო რა მოუვიდა ერთს?..
-უი შარში ვარ ხო?..
-დიახ ბატონო!
-ნახე იქ პოლიციაა, გავალ და ვეტყვი რომ მიშველოს..
-მიდი და ვეტყვი რომ მოწიე.. ამ საღამოს კურორტზე გაგიშვებ!..
-ერთი ამას უყურე, რა ეშმაკუნაა? იყოს არ მინდა..
სიცილით ჩაილაპარაკა, ცოტახნის შემდეგ სიჩუმე მე დავარღვიე..
-წავალ ძალიან ვიგვიანებ და საბა..
-საბამ იცის! და მე გაგიყვან!
სახლში მისულს ეზოში გამომემშვიდობა და სანამ მანქანაში დაჯდებოდა გიორგის მოვეხვიე..
-მადლობა გიო.
-რისთვის ელი, არ გრცხვენია?
-მადლობა რომ ასეთი კარგი მეგობარი ხარ! და მრცხვენია, ყველაფრის ძალიან მრცხვენია!
ამჯერად თვითონ შემაბრუნა თავისკენ და ჩამეხუტა..
-მთავარია საკუთარ თავს მისცე ბედნიერების უფლება, დანარჩენი კი თავისით მოგვარდება.
-შევეცდები გიო, მადლობა.
-კარგი, ახლა წადი სახლში.
-ნახვამდის.
-კარგად... იუ ხო მართლა, ელი გიგი არსად არ მიდის დიტო გეხუმრა იმ დღეს!..
-რაა?
რა ვიგრძენი?.. ბედნიერება, სიმსუბუქე, მონატრება და ყველაზე დიდი და ლამაზი გრძნობა მის მიმართ სიყვარული.. ვიცი, ისეთი სახე მქონდა, გიორგიმ სიცილი ვეღარ შეიკავა..
-ნუ დამცინი..
სახე ისე ამიხურდა, თავი სად დამემალა არ ვიცოდი, მაგრამ დიტოს რომ საჩუქარი უნდა გავუკეთო ეგ კი ვიცი..
-კარგი მაპატიე, მაგრამ ისეთი სასაცილო ხარ...
სიცილს აგრძელებს, ხელი ვკარი რომ გაჩუმებულიყო და მიმიხუტა ბოდიში მომიხადა. დავემშვიდობე და სახლში ასვლამდე ფიქრებიში ჩავიძირე, ამ ბიჭით კიდე უფრო მეტად აღვფრთოვანდი, გაიგო რომ მეტკინებოდა გიგის წასვლაზე ხუმრობა და სიმართლე მითხრა, რასაც ჩემი ბავშვობის მეგობარზე ვერ ვიტყვი..
- „გველი გამიზდია..“ მაცადე დიმიტრი, მოგივლის ლილე გელოვანი!

.. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ისტორიებს ვახარისხებთ და დეკრეტიდან გამოსულს ვუხნიდი განლაგებას, უცებ მენეჯერი გამოდის და მეძახის, საკამაოდ თბილად, მაგრამ ვიცი ეს გიგის გამოა და მირჩევნია უხეში იყოს..
-ლილე, ბატონი პაატა გიბარებს თავისთან!
-ახლავე ქალბატონო თინა..
-ნეტა რა უნდა? (თამო)
-ალბათ ისევ ხელშეკრულებაზე იბარებს. (ანა)
-მეც ასე ვფიქრობ.. (ლილე)
ავედი მეორე სართულზე და კარზებზე კაკუნის შემდეგ შემიპატიჟა ბატონმა პაატამ.. იქ სავარძელში მყოფი გურამი, რომ დავინახე არ მეგონა თუ შევძლებდი ოთახში შესვლას. პაატამ არ დააყოვნა და შემეგება, სავარძელზე დამსვა, თან თავს იმართლებდა:
-ლილე მაპატიე, რომ ვერევი ამ საქმეში, მაგრამ მან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი.
გამიღიმა და ოთახიდან გავიდა, სიმართლე გითხრათ მრცხვენოდა კაცის რომელიც ჩემს წინ იჯდა, რადგან ისე გავასამართლე გულსა და გონებაში, რომ სიმართლე არ ვიცოდი. ადამიანი, რომლის შვილიც მიყვარს.. თავი არ ამიწევია და ეს სირცხვილის გრძნობა მკლავდა. ის კი ღელავდა თუმცა სცადა საუბის დაწყება:
-ლილე შვილო, არ იფიქრო თავს ვიმართლებ, არც ის იფიქრო, რომ მან მთხოვა შენთან შეხვედრა, გიგიმ არ იცის აქ რომ ვარ. მაპატიე, თუ ოდესმე შეძლებ..
-ბატონო გურამ, მე არ უნდა მთხოვდეთ ამას. საპატიებელი არაფერია,
თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება.
ნაძალადევად გამიღიმა და განაგრძო:
-არა ლილე უნდა ვთქვა აქ რატომ მოვედი.. რაც ეს ამბავი მოხდა, ყველაფერი გიგიმ თავის თავზე აიღო, ჩემი რჩევებით და მითითებებით უძღვება საქმეს, თუმცა მას დიდი გამოცდილება ჰქონდა, რადგან თურქეთში ბავშვობის მეგობარს ეხმარებოდა ბიზნესის მართვაში. ჩვენ შორის საუბრის თემა ყველა საკითხი შეიძლება ყოფილიყო, რაც დედამისი გარდაიცვალა, სასუბრო თემა გახდა მხოლოდ საქმე..
ერთ დღესაც ისეთი სახით მოვიდა მიღიმოდა, გაკვირვებულმა, რომ შევხედე თვითონვე გამცა პასუხი: - ,,მამა ერთი გოგო მომწონს. ახლა გავიცანი, მაგრამ მემგონი მიყვარს კიდეც, ჯერ მე გავერკვევი, დავრწმუნდები და მერე მასაც ვეტყვიო.“
თავიდან ელის გეძახდა, მაგრამ დიტოს დაბადების დღეზე რომ დაგინახე მივხვდი ელი კი არა ლილე გელოვანი იყავი.. ის ვისაც წესით უნდა ვძულდე!.. ეჭვი გამიჩნდა სხვა სახელს რატომ გეძახდნენ, მერე გიტარაზე წარწერა მაჩვენა და მივხვდი, რომ არც შენ იცოდი სიმართლე. მე ვცადე მეთქვა გიგისთვის, მაგრამ ვერ შევძელი, ურთიერთობა რომ გაარკვიეთ, იმ ღამეს მინდოდა მეთქვა მაგარმ ისეთი ბედნიერი იყო, სულ იღიმოდა, თან ცუდად გავხდი. მაშინ რომ მეთქვა ასე არ გაგიჭირდებოდათ, უფრო მარტივი იქნებოდა ორივესთვის, ალბათ..
-ბატონო გურამ ძალიან გთხოვთ..
ვერ შევძელი სიტყვის გაგრძელება, უნებურად ვტიროდი, არადა მინდოდა დამემშვიდებინა, მაგრამ მარილიანი წვეთები და ყელში „გაჩრილი“ ბურთი ამის საშუალებას არ მაძლევდა.
-ლილე ერთადერთი რასაც გთხოვ ის არის, რომ საკუთარ თავს და მას მიეცი, უფლება ბედნიერების, სცადეთ მაინც.. თქვენ ამას იმსახურეთ! ჩემი ცოდვების გამო მას ნუ დასჯი!
-ცოდვების გამო?..
გაოცებისაგან, თვალებში შევხედე. თავს არც კი იმართლებს ისე საუბრობს..
-ლილე შვილო, არ გამტყუნებ, მესმის შენი და თუ შეძლებ, თუ მოისურვებ მე თქვენგან შორს ვიქნები. მაინც ბედნიერი ვიქნები, მე მისი ღიმილი მინდა, მისი ბედნიერება მინდა, ვიცი რომ ეს შენც გინდა, ამიტომაც ვაძლევ თავს ამის თქმის უფლებას.
წამოდგა ნიკაპიზე ხელი მომკიდა, თავი ამაწევინა და მითხრა:
-მართალი უთქვამს, შენს შავ თვალებს ცრემლიც კი უხდება! მაგრამ ბედნიერების ცრემლებს გისურვებ, პატარა ქალბატონო!
შუბლზე მაკოცა, გამიღიმა და გავიდა ოთახიდან.. მარტო დარჩენილს ცრემლებმა სულ დაფარეს თვალებიც და მთლიანი სახეც, ხელებში ჩავდე თავი და ტირილს საშუალება მივეცი დამხმარებოდნენ ყელში გაჩერებული ბურთის მოშორებაში, რომელიც მახრჩობდა.. ხელი ვიგრძენი მხარზე, ბატონი პაატა იყო, წყალი მომაწოდა, მაგრამ ვერ დავლიე..
-ლილე ბოდიში ეს რომ გავაკეთე..
-არა რას ამბობთ, მე უნდა წავიდე უკაცრავად.
შაბათს დამატებითი გამოცდა ჩავაბარე, ბიბლიოთეკიდან დაღლილი შევედი საბასთან სახლში.. საბას ოთახში დიტო და ანაც იყვნენ საუბრობდნენ, რაღაცას გეგმავდნენ ოთხივე ისე იყო გართული ვერ გაიგეს კარის ხმა და მესმოდა გიგის დაბადების დღე უნდათ, რომ აღნიშნონ გიგი წინააღმდეგია და ამიტომ სიურპრიზს უწობენ:
-გურამიმ დაურეკა მის მეგობარს თურქეთში და ცოლთან ერთად მოდის, ამიტომ ემირის ხათრით არაფერს იტყვის.
დიტოს ეტყობოდა, რომ ღელავდა..
-სად უნდა გავაკეთოთ? (საბა)
-მე ვფიქრობ ბარში დავადგეთ, ისედაც იქ არის სულ და ვერაფერს მიხვდება. (დიტო)
-ხო მაგრამ სტუმრებთან „ტეხავს“ რესტორანი აჯობებს (საბა)
-ელის არ ვუთხრათ?
იკითხა ანამ.
-მე ვეტყვი და თვითონ გადაწყვიტოს, წამოვა თუ არა.
თქვა საბამ..
-აუ რა გაუხარდება, ის რომ მოვიდეს..
ამოიოხრა დიტომ..
ჩუმად გამოვედი გარეთ, ბევრი ვიარე ქუჩაში, ვიფიქრე დიტოს და გურამის ნათქვამზე, გადავწყვიტე მივიდე, მაგრამ თუ მივალ მამისთან ერთად მივალ! ამიტომ მამამისის ნომერი უნდა გავიგო და ნათიას დავურეკე, შეხვედრა ვთხოვე, რადგან ვიცოდი ტელეფონზე ვერ ვკითხავდი, კაფეში დავჯექით:
-აბა რა მოხდა ლილე?
-ერთ კაცზე ინფორმაცია მინდა შეძლებ რომ გამიგო?
-რა? ვერა! ამის უფლება არ მაქვს.
-უბრალოდ ტელეფონის ნომერი მინდა, რომ დავურეკო და შეხვედრა ვთხოვო..
-აუ ლილე არ ვიცი, ვეცდები, მაგრამ ვერ დაგპირდები. მხოლოდ ტელეფონის ნომერი!
-კი მხოლოდ ნომერი, მადლობა ნათი..
-ვინ არის სახელი გვარი.
-გურამ ლომიძე დაახლოებით 45 წლის..
-ზუსტად არ იცი დაბადების თარიღი? ან მისამართი, ბაზაში ბევრი იქნება და იმიტომ.
- დიღომში ცხოვრობს, ალბათ რეგისტრებულიც იქ იქნება.
-კარგი ვანახავ. ხვალ კვირაა არ ვმუშაობ, მაგრამ უფროსმა დაგვიბარა და ნახვას შევძლებ.
ბევრი ვისაუბრეთ, შემდეგ საბასთან სახლში ავედი, არ დამხვდა ალბათ დბადების დღისთვის ემზადებიან.. მალევე დამეძინა დილით საბა შემოვიდა ოთახში, მომიწვა ჩავეხუტე და მხარზე დავადე თავი:
-ელი ხომ იცი დღეს გიგის დაბადების დღეა.
-კი ვიცი.
- არ იცის ისე ვაპირებთ აღნიშვნას და მინდა შენ ჩვენთან ერთად იყო.
-ესეც ვიცი.
-წამოხვალ?
-კი.
წამოდგა და თვალებში მიყურებდა, ცდილობდა გაეგო ვიტყუებოდი თუ არა, ისეთი სახე ჰქონდა გამეცინა..
-დარწმუნებული ვარ გიგის არ გაუკვირდება ასე, შენ რომ გიკვირს..
-ელი მართლა წამოხვალ?
-წამოვალ მაგრამ გვიან, ერთს თუ დავითანხმებ წამოსვლაზე.
-ვის? რას აპირებ?
სახე შეეცვალა..
-ნუ გეშინია ლაშას კი არ ვგულისხმობ.
-აბა ვის?
-მართლა ლაშა იფიქრე?
გადავიხარხარე, ისეთი დაბნეული სახე ჰქონდა.. გავაგრძელე საუბარი:
-საბა მომისმინე, მოვალ ცოტა გვიან ერთის ზარს ველოდები, რაღაც უნდა მოვაგვარო და მერე. ოღონდ არავის არ უთხრა! არავის!
-ლილე გიჟი ხარ! ძალიან გიჯი. იმედი მაქვს რამე სისულელეს არ იზამ..
ნათიას მოლოდინში თითქმის მთელი დღე გავიდა, მანამდე გიგის საჩუქარი ვუყიდე, რადგან მორწმუნეა გადავწყვიტე ოქროს სამაჯური მეყიდა, ოქროს იუბილე ჰქონა და იმიტომ „უფალო შემიწყალე“, მივედი მაღაზია „ზარაფხანაში“ და არჩეულ საჩუქარზე, გრავირება ვთხოვე შიგნიდან „სიყვარულით ლილე“. შვიდი საათი იქნებოდა საბას სმს მივიღე:
-რას აპირებ? ჩვენ უკვე მივდივართ.
-არ ვიცი ველოდები ჯერ.
-აუ კარგი რა...
აშკარად გაბრაზდა, არაფერი აღარ მოუწერია, ავდექი და ნათიას დავურეკე და ჩუმად მიპასუხა:
-ლილე თათბირია, გვიან დაგვიბარეს, როგორც კი დასრულდება დაგირეკავ. არ მინახავს ჯერ..
როგორც იქნა ყველაზე გრძელი 15 წუთი დასრულდა და გავიგე ტელეფონის ზარის ხმა:
-ხო ნათი.
-გოგო ნომერი არ აქვს მითითებული და რა ვქნა?
კინაღამ მოვკვდი, მთელი დღე ველოდე და რა გამოვიდა ვერაფერი გავიგე..
-კარგი ნათი მადლობა დიდი..
-მოიცა „აქტებში“ შვილი ყავს და მის ნომერს მოგცემ, არ გინდა?
-არა ნათი მადლობა..
დავემშვიდობე და ნათიას სმს მომივიდა:
-ჩვენ სალაპარაკო გვაქვს! ოღონდ ახლა არა!
ღიმილებიც მოაყოლა.. დვიძაბე ვფიქრობ რა გავაკეთო.. გავემზადები და სახლში მივალ გურამთან, არა ასე უხერხულობაში ვერ ჩავაგდებ ტელეფონით უკეთესი იქნებოდა დაფიქრებას და თუნდაც უარის თქმას უფრო იოლად შეძლებს.. უცებ ბატონი პაატა გამახსენდა, რადგან სხვა ყველა დაკითხვას მომიწყობს მის გარადა ამიტომ მას დავურეკე, გაუკვირდა ჩემი ზარი და კიდე უფრო გაუკვირდა გურამის ნომერი, რომ ვთხოვე მაგრამ თავი შეიკავა და ნომერიც გამომიგზავნა, ვიცი მერე მეგობარს მოაყოლებს რად მინდოდა მისი ნომერი და ალბათ იმიტომ მოითმინა..
-გისმენთ.
-გამარჯობა ბატონო გურამ, ლილე ვარ.
-ლილე? ხო შვილო გისმენ, რამე მოხდა? გიგი..
ისე განერვიულდა კაცი, ცოტა ვინანე კიდეც დარეკვა..
-გიგი კარგად არის. შვილის დაბადების დღეს გილოცავთ!
-ა გასაგებია, მადლობა.
-მე თქვენთან წინადადება მაქვს!..
-გისმენ შვილო..
ხმა ძალიან უკანკალებდა, მის საუბარს ცრემლიც ერია და ნერვიულობაც, არ მეგონა ამდენ ემოციას თუ გამოიწვევდა ჩემი ზარი..
-მე მინდა გიგის დაბადების დღე მივულოცო, თუ თქვენ წინააღმდეგი არ ხართ, მინდა ერთად მივიდეთ რესტორანში..
-რაა? მე? ერთად? კი კი ახლავე გავემზადები და ერთად წავიდეთ.
-იცით არ მინდა დაგაძალოთ, თუ თქვენი სურვილიც არის..
-არაფერს არ მაძალებთ, მეც მაქვს საჩუქარი მისთვის და ერთად მივიდეთ.
-კარგით, მაშინ წავიდეთ, თუ არ დავიგვიანე კარგი იქნება.
-არ დაიგვიანე, ის გელოდება ვიცი.
გავემზადე დიდი მონდომებით, ახლა მართლა ძალიან მინდოდა ლამაზი ვყოფილიყავი. მამიდას გემოვნება კი ამაში საუცხოოა.. წითელი ფერის ერთიანი „კომბინიზონი“ მოვირგე კლასიკური, პიჯაკის ყელით და მკლავების გარაშე, ვერცხლისფერი ტუფლი, იგივე ფერის ჩანთა, გრძელი საკიდით, იმ დღეს ისე თბილოდა, რომ მოსაცმელი არ დამჭირდა.. მაკიაჟიც გავიკეთე, რათქმა უნდა მსუბუქი.. ტელეფონმაც დამირეკა და ჩავედი, გიგის მამა გადმოვიდა მანქანიდან, იმის მიუხედავად რომ ღელავდა მაინც მიღიმოდა, კიდევ ერთხელ მივულოცე გიგის დაბადების დღე, ორივე უკანა სავარძელში მოვთავსდით და მძოლს რესტორნის მისამართი უთხრა. ხმა არცერთს არ ამოგვიღია, რაც დრო გადიოდა უფრო მეტად ვღელავდი, მეშინოდა. უარის, უარყოფის და იქ არსებული სიტუაციის, რომელიც არ ვიცოდი..
-მას ძალიან გაუხარდება ჩვენი მისვლა, ის არცერთს არ გველოდება და დამშვიდდი.
-არ ვიცი, როგორ მაგრამ ვეცდები.
როგორც იქნა მივედით, მანქანიდან გადასული ცოტა ხანი გავჩერდი, დაძაბულობის მოხსნას დაველოდე, მაგრამ უფრო მატულობდა, ისევ გურამმა მირჩია წავსულიყავი და მეც გავყევი.. შევედით პატარა დარბაზში, მხოლოდ ისინი ისხდნენ გიგი ზურგით იჯდა და გიტარაზე უკრავდა, არ მესმოდა რას მღეროდა.. კიბის რამდენიმე საფეხური ჩავიარეთ და უკვე დარბაზში ვიყავით, უცებ ნინიმ შეგვამჩნია და ჩვენსკენ შემობრუნდა, ისეთი თვალებით შემომხედა ჩემი თავი მიცვალებული მეგონა, რომელიც შესვენებაზე ადგა ცოტა ხნით..
-მემგონი დავიგვიანე..
ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი, იდაყვში ხელი მომკიდა და ხელკავი გამიკეთა გურამმა:
-არა! ლილე, აქ ყველა საკუთარი ნებით არის მოსული და ეს იცი. ერთადერთი სტუმარი თვითონ გიგია.
უცებ ხმა მომესმა გიორგისი:
-ხომ გითხარი მოვა მეთქი!



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმე გული აღარ ჩერდეება თავის ადგილას. მალე დადე შემდეგი თავი თორე მოთმინების უნარი მეკარგება ამ ისტორიაზე ისე მაინტერესებს გაგრძელება.

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Auu ra sayvarlobaa saocrebaaas drozeee shemdegi minda tpre gachetda gulii. Aimu gurami ra kacia miyvars ra lile siurprizebshi dzaaan... magariaa

Cheeemi gigiiiiiiii miyvars saocrebaaaa misi reaqcia maintetesbs sr viciii. Veli shemdrgs!!! '

 


№3  offline წევრი lile-eli

როგორ მახარებს თქვენი ინტერესი და კომენტარები.. მიყვარხართ!
შემდეგი თავი ხვალ იქნება.

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

სად არის შემდეგი თავიიი?

 


№5 სტუმარი M

დასაწყისი ვერვიპოვე და დამეხმარეთ რა :(

 


№6  offline წევრი lile-eli

M
დასაწყისი ვერვიპოვე და დამეხმარეთ რა :(



https://4love.ge/istoria/123173-codvebis-gamo.html

ეს ლინკია, ჩემს პროფილზე კი ყველა თავი დევს.
მადლობა რომ კითხულობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent