შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შთაგონების წყარო (IV ნაწილი)


21-02-2017, 19:42
ავტორი DarkRoses
ნანახია 1 341

- შთამბეჭდავია, - დაუმალავად იღიმება, - შენი ნახატია?
- ხო, ზუსტად ერთი კვირა დავუთმე, მაგრამ მგონი ამად ღირდა, - მხრებს ვიჩეჩავ და მაგიდას იდაყვებით ვეყრდნობი.
ეს ნახატი ჩემი ფავორიტია, ალბათ ამიტომაც მიდევს ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც ჩემს ოთახში შემოსული ყველა ადამიანი შეძლებს მის დანახვას და გულში მის გარჩევას. შექმნილი უტოპია, რომლის აზრსაც ძალაინ ბევრი ვერ მიხვდება, რამდენი ხანიც არ უნდა აკვირდებოდეს და თავისთვის ფიქრობდეს, ის აზრი, რომელიც სინამდვილეში მასში დევს ბევრისთვის, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებისთვისაც კი ამოუცნობია, არა მხოლოდ ფერები და ფორმები არამედ ის მთავარია აზრი, რომელსაც ის ატარებს.
- არაჩვეულებრივია, ამის დახატვის სურვილი რატომ გაგიჩნდა? - თითებით ნახატზე გამოსახულ მეფის გვერდზე მდგარ დედოფალს თითს უიმეზეზოდ უსმევს და თვალებს ოდნავ ჭუტავს. გვირგვინს გრძელ თითს ადებს და უგვირგვინოდ დარჩენილ დედოფალს აკვირდება.
- ყველას უნდა ჰქონდეს თავისი იდეალური სამყარო, ასე არ არის? მომწონს, ასეთ ადგილას დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც მე მოვისურვებდი, მე ისევ ისეთი ქალაქელი ვიქნებოდი, როგრიც ახლა ვარ, უბრალოდ უსამართლობას მოვაშორებდი სამყაროს.
- რატომ მონარქია? - მხრებს ვიჩეჩავ, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ მეც კი არ ვიცი, როდესაც ხატვა დავიწყე ეს აზრი თვითონ მოვიდა, რომლის განხორციელების იდეამ ბოლო მომიღო. სხვანაირად არ შეიძლებოდა, აუცილებლად ის უნდა ყოფილიყო გამოსახული რაც პირველად წარმოვიდგინე უტოპიის შექმნის მომენტში.
- კარგად ხატავ, მეტიც ძალიან კარგად, - აქეთ-იქით სიარულს წყვეტს და ცოტა ხნით უბრალოდ მიყურებს, ნელ-ნელა მოახლოებას იწყებს, თან მეკითება: - მე დამხატავ?
ზუსტად ჩემ პირდაპირ დგება, მისი სუნთქვა უკვე სახეზე მეხაბა და მიღუტუნებს, ოდნავ გაკვირვებული ვუყურებ, თუმცა მალევე ვხვდები, რომ ეს ის არ არის რისი დანახვა ან მოსმენა მას სურს ამიტომ გამომეტყველებას ეგრევე ვცვლი და ხელები მისი მხრებისკენ მიმაქვს. მუქ, ლურჯ პიჯაკს ხმის ამოუღებლად ვხვდი, მის ოდნავ ზემოთ აჩაჩულ, დაკუჭულ სადა მაისურს კი ქვემოთ ვქაჩავ.
- ასე ჯობია, - სპეციალურად ხმადაბლა ვამბობ მის ყურთანტ, ჩემს ხელს მისას ვადებ და ტილოს პირდაპირ მოთავსებულ სკამამდე სანამ მივალთ მაქამდე არ ვუშვებ, როგორც კი ჯდება ფეხს ფეხზე იდებს, წელში სწორდება და ხელებს მუხლებზე იწყობს. ჩუმად ზის თავისთვის, ოდნავ ფეხს აქანავებს და მიმზიდველად რამდენიმე წამში ერთხელ კუჩს იკვნეტს. ყველანაირად ვცდილობ მის გრძელ ფეხებს თვალი ავარიდო, მაგრამ როგორც ჩანს არ გამომდის, ჩემს მზერას თვალს აყოლებს და ხმადაბლა თავისთვის სიცილს იწყებს. მის სიცილზე მეღიმება და მომხდარზე ყურადღებას აღარ ვამახვილებ.
- უფრო საინტერესო გავხადოთ, შეგიძლია ფანჯარას გახედო? ოღონდ ისე, თითქოს რამე საინტერესოს უმზერ. - ფუნჯს კბილებ შუა ვიდებ და უჯრიდან ცარიელ პალიტრას ვიღებ რომ ახალი საღებავები ზედ დავასხა.
- მაშინ არ ჯობია შენ შემოგხედო? - მისი სიტყვები თავ-გზას საბოლოოდ მირევს, ახლად აღებულ ცისფერ საღებავს ისევ უკან, მაგიდაზე ვაბრუნებ და მისკენ ვიხედები. სრულიად სერიოზული სახე აქვს, აღარც იღიმის და აღარც ტუჩს იკვნეტს სისტემატურად, უბრალოდ თავისთვის ზის და კარგად მაკვირდება, სიმორცხვის გარეშე მათვალიერებს, ისე თითქოს აქამდე ნანახი არ ვყავდე და ისიც ჩემით ისე ყოფილიყო დაინტერესებული, როგორც მე მისით. წამებში ვერსიებს ვქმნი, თუ რისი თქმა შეიძლება ახლა, ძალიან ცოტა დრო მაქვს იმისთვის რომ გადაწყვეტილება მივიღო.
- შენი პროფილი მინდა გამოვაჩინო, მაგრამ ჩემი ყურება ასე ძალიან თუ მოგწონს შეგიძლია მიყურო, - ხის ქვეჩარჩოს ვჭიმავ, ახალი ტილოს ზედაპირს გრუნტით ვფარავ და რამდენიმე წუთი ველოდები თუ როდის გაშრება. როგორც კი ვხვდები რომ გრუნტი უკვე გაშრა პალიტრას ჩემ გვერდზე, პატარა მაგიდაზე ვიდებ, სკამზე კომფორტულად ვთავსდები და სახის მოხაზვას ვიწყებ. მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობ, მთელი სხეული მეწვის ამის გამო, თუ ადრე მხოლოდ შთაგონების წყარო იყო, ახლა ამაზე გაციელებით მეტია, მასთან მისვლის სურვილი მკლავს.
- მელაპარაკე, ასე უბრალოდ სკამზე ჯდომა ძალაინ მომაბეზრებელი იქნება, მეც ხომ უნდა ვიყო ხასიათზე, რომ ჩემი დახატვის უფლება მოგცე, - ხმადაბლა საუბრობს, ისე რომ მისი ხმის გაგონება მიჭირს კიდეც.
- რაზე გელაპარაკო?
- სხვებთან რაზე საუბრობ?
- შენ სხვა არ ხარ. - ისევ იცინის.
- მართალი ხარ, სხვა არც შენ ხარ. - სიტყვებს გონებაში სამუდამოდ ვიბეჭდავ და მის ხატვას ვაგრძელებ. ხმას ისევ არ ვიღებთ, რის გამოც მელანქოლია იმაზე უფრო სწრაფად და ადვილად მეძალება, ვიდრე ეს ზოგადად ამ პროცესის დროს ხდება ხოლმე. მისი თვალები როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ჩემს გარდა არაფერს უყურებენ, არც კი ვიცი ასე ერთ ადგილს, ან ადამიანს როგორ უნდა უყურო ამდენი ხნის განმავლობაში.
ნახატი ნელ-ნელა იხვეწება, მგონი პირველად გამოდის ასეთი კარგი ელიზაბეტის მონაწილეობით, დასახევად მენანება, ალბათ სამუდამოდ შევინახავ ისეთ უჯრაში, რომელსაც არავინ აღებს, რომელიც არავის აინტერესებს, ის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი უნდა იყოს და სხვისი არავის. მიკვირს, ამდენი ხანია უკვე ჩემს წინ ზის, მაგრამ დაღლილობა ან მობეზრება საერთოდ არ ეტყობა, ან მართლაც ასეა, ან უბრალოდ კარგი მსახიობია და მისი ნამდვილი გრძნობების დამალვა ძალიან კარგად ეხერხება.
სიჩუმე მხოლოდ იმ დროს ირღვევა, როდესაც ოთახში ლილიანი დაუკაკუნებლად შემოდის, ხმამაღლა ლაპარაკობს და მისი მეზობლის უაზრო, უჟმურ საქციელს ურცხვად განიხილავს, თვალებს ვძაბავ და ყველანაირად ვცდილობ ვანიშნო რომ საგადასახადო ქვითრებიდან თავი უნდა ამოწიოს და ჩემი ოთახი მოათვალიეროს, რომ მიხვდეს მარტო არ ვარ და საკმაოდ კარგ მომენტს მისი უაზრო საუბრით მიფუჭებს.
- გამარჯობა, - სამხატრო ტილოს წინ, სკამზე მოთავსებული გოგონა გულრწფელად უღიმის ლილიანს. ლილიანი თავს ეგრევე სწევს, რეფლექსური რეაქციით თვალის ქვეშ კუნთი ოდნავ შესამჩნევად უთამაშებს, ჯერ ელიზაბეტს უყურებს, შემდეგ ჩემს ჯერ კიდევ დაუსრულებელ ნახატს, ბოლოს კი მე მაშტერდება. ელიზაბეტს დაუფიქრებლად უღიმის და ეგრევე კარისკენ მიიწევს.
- დიდი ბოდიში, განაგრძეთ, ძალიან კარგი გამოგდის, საყვარელო. - მარჯვენა ხელზე გაკეთებული სამაჯურის წვალებას იწყებს და ამის შემდეგ უხმოდ გადის ოთახიდან. კარებს თვალს ვაცილებ და თავის აქეთ-იქით ქნევით ისევ ელიზაბეტს ვუბრუნდები.
- მგონი ჯობია წავიდე, - ფეხზე დგება და იქვე, საწოლზე დადებული პიჯაკისკენ მიიწევს.
- დარჩენას არ დაგაძალებ, - მკრთალად ვუღიმი და მეც ფეხზე ვდგები.
პიჯაკს სწრაფად იცვამს და ისევ ზუსტად ჩემს პირდაპირ დგება, ორივე მხარზე ხელს მხვევს და ოდნავ ზემოთ იწევა. მგონია რომ ლოყაზე უნდა მაკოცოს, თუმცა ამის მაგივრად აწეულ თავს ისევ ოდნავ ქვემოთ ხრის და ყელზე ძალიან ნაზ კოცნას მიტოვებს, რამდენიმე წამი მომხდარის გააზრებას ვცდილობ, თუმცა, როდესაც უკვე გაწევას აპირებს ჩემკენ ვქაჩავ და ვიხუტებ. ისეთი ჯადოსნური მომენტია, ყველასგან განსხვავებულია, ისეთი, როგორიც ალბათ ცხოვრებაში ჯერ არ მახსოვს, არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებ, რა საჭიროა? წესით ეს ადამიანი არ უნდა მაინტერესებდეს, ყოველთვის მქონდა წარმოდგენილი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი შეყვარებული, ის გოგო, რომელიც მომეწონებოდა, რამდენიმე თვიანი ურთიერთობის შემდეგ კი შემიყვარდებოდა, ელიზაბეტი თითქმის არც ერთ პუნქტს არ აკმაყოფილებს, სულ სხვანაირია, ისეთი ახსნასაც რომ ვერ მოუძებნი. მაგრამ ის მაინც მომწონს, სავარაუდოდ იმიტომ რომ ადამიანებს ყოველთვის განსხვავებულისკენ გვიბიძგებს ისევე როგორც გული ასევე გონებაც, რომელიც ზუსტად ყველაზე ცუდ მომენტში გვეთიშება ხოლმე და საღად აზროვნების საშუალებას არ გვაძლევს.
ჩემგან განსხვავებით დაბნეულობა საერთოდ არ ეტყობა, ისიც ძალიან მალე მხვევს ხელებს და იმ უცნობს ეხუტება, რომელსაც არ იცნობს, საინტერესოა, ჩემ გარდა ასე კიდევ ვისთან მოქცეულა? დარწმუნებული ვარ ასეთი ძალიან ბევრია, ალბათ დაუთვლელიც კი. ნელა მცილდება, ჩანთას ხელს კიდებს და გამოუმშვიდობლებად მტოვებს მარტო ოთახში. კარის დახურვის ხმა აქაც კი მესმის, ასევე ნაბიჯების ხმებიც, რომელიც დარწმუნებული ვარ ლილიანს ეკუთვნის.
იმ მრგვალ მაგიდაზე დადებულ ფუნჯს ისევ ხელში ვიქცევ და მოლბერტზე დადებული ტილოს პირდაპირ ხელს ჰაერში გაშეშებულს ვტოვებ. ახლა, როდესაც ბაღის მაგივრად სახლში ვზივარ, თან მარტო, ელიზაბეტის გრეშე, მისი სახის წარმოდგენა უკვე პრობლემას წარმოადგენს, თითქოს რამდენიმე წამი მის გახსენებას ვახერხებ, თუმცა მისი გამოსახულება მაინც მალევე მეკარგება, ისე როგორც ქვიშაზე გაკეთებული წარწერა, რომელსაც წყალი რამდენიმე წამში ანადგურებს. მისი თვალები ხან მწვანედ მეჩვენება, ხან ოდნავ ცისფერში გადასულში, არადა მახსოვს, რომ საოცრად მწვანე თვალები აქვს, რომლის ცისფერში გადასვლა შეუძლებელია, უბრალოდ ამის წარმოდგენა ძალიან მიძნელდება. სახისთვის შეფერილობის მიცემას მაინც ვეღარ ვახერხებ, ფერები ერთმანეთში მერევა, თავი მტკივდება და დაწყნარებას ვცდილობ, მაგრამ,, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამომდის.
საწოლზე დაგდებულ მობილურს ვიღებ და ჩემი და ელიზაბეტის მიმოწერებს ახლიდან ვკითხულობ, ტექსტს ვკრიფავ და უკვე გაგზავნასაც ვაპირებ, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილებას ვცვლი და ელიზაბეტის მაგივრად შეტყობინებას ბარბარეს ვუგზავნი, რომლისგან დადებითი პასუხი სულ რაღაც სამ წუთში მომდის.


ძალიან დიდი პრობლემა მაქვს ნახვებთანაც კი, არ ვიცი ეს რისი ბრალია, თუმცა ფაქტია, ყოველი ახალი თავის დადებისას ნახვები იკლებს და იკლებს, იმედი მაქვს მთლად ქვემოთაც არ ჩამოვა რომ შეწყვეტა მომიწიოს.



№1  offline წევრი ჭირვეული

მესმის, რომ ნახვების რაოდენობა და კომენტარები სტიმულის მომცემია ავტორისთვის,მაგრამ ამ ისტორიის შეწყვეტა შენი მხრიდან დიდი სისასტიკე და უსამართლობა იქნება მკითხველის მიმართ, თუნდაც ერთს არ აღემატებოდეს მისი რიცხვი,თუმც მეტი გყავს.
მე ძალიან მომწონს რასაც წერ, როგორც და ვისზეც.დიდი იმედი მაქვს, არ შეწყვეტ

 


№2  offline წევრი DarkRoses

Chirveuli
მესმის, რომ ნახვების რაოდენობა და კომენტარები სტიმულის მომცემია ავტორისთვის,მაგრამ ამ ისტორიის შეწყვეტა შენი მხრიდან დიდი სისასტიკე და უსამართლობა იქნება მკითხველის მიმართ, თუნდაც ერთს არ აღემატებოდეს მისი რიცხვი,თუმც მეტი გყავს.
მე ძალიან მომწონს რასაც წერ, როგორც და ვისზეც.დიდი იმედი მაქვს, არ შეწყვეტ

ამის დიდი იმედი მეც მაქვს, სანამ ერთი ან თუნდაც ორი კითხველი მაინც ეყოლება არ შევწყვეტ. ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ეს ისტორია თვითონ მეც ძალიან მიყვარს, ჩემი არც ერთი ნაწერი არ მომწონებია აქამდე ასე.
კომენტარებზე აღარც ვლაპარაკობ, მიხარია, რომ ზოგი კითხულობს ამასთან ერთად კი აკომენტარებს, ალბათ გამოხმაურება საერთოდ რომ არ ჰქონდეს მართლა გავაფრენდი.
მადლობა თქვენ ამისთვის. heart_eyes

 


№3  offline წევრი qarishxali

მე ყოველ ჯერზე ვნახულობ და მაინტერესებს ახალ თავში რა მოხდება, ამიტომ ვინც არ კითხულობს ამ ისტორიაას ის ჩემი აზრით ბევრს არგავს kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent