შთაგონების წყარო (II ნაწილი)
ისევ იმ ბაღში ვარ, ისეც იმ სკამზე ვზივარ და ისევ მას ველოდები. მინდა გამოჩნდეს, მინდა კიდევ ერთხელ დავინახო მისი უნაკლო სახე, ის სახე, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს, მინდა ვხატო და ვხატო, არასდროს გავჩერდე და მთელი ცხოვრება მის ხატვას შევალიო. რა უჩვეულოა ეს ყველაფერი, არც კი ვიცი ასეთი ფიქრები თავში რატომ მიტრიალებს. არავის ჰგავს, რაღაც ჯადოსნური ძალა აქვს რაც მიზიდავს და მასთან ყოფნის სურვილს მიჩენს. ახლა ყველაფერი თითქმის იგივენაირადაა, როგორც გუშინ. უკვე ნახევარ საათზე მეტია წიგნს შეუჩერებლად კითხულობს, არავის ლაპარაკს, ჩურჩულს, ხმაურს ყურადღებას არ აქცევს და კითხვას არ წყვეტს. ხან მას ვუყურებ, ხან ჩემს ხელებში მოქცეულ ტელეფონს, რომელშიც ნომერი ალბათ ზუსტად იმდენი ხნის წინ ავკრიფე რამდენი ხნის წინაც ის გამოჩნდა და იმ დაწესებულებიდან გამოვიდა. ყოველთვის დავცინოდი ჩემს მეგობრებს, როდესაც გოგოებთან გამოლაპარაკებას ვერ ბედავდნენ ახლა კი ზუსტად მე ვარ ასეთ სიტუაციაში და ჩემივე თავის მრცხვენია, ალბათ უფრო უარის მეშინია, იმ აგრესიის, რისი გამოწვევაც ამ ყველაფერს შეუძლია. ბოლოს ნახევრად ჩამქრალ ახალ ტელეფონს ცერა თითს ვუსვამ და ეკრანს ისევ იმ თვალისმომჭრელ ფერს ვუბრუნებ. "არ გინდა უცნობს კიდევ ერთხელ გამოელაპარაკო?" დაუფიქრებლად ვგზავნი და მზერას მას ვაპყრობ. ახლა, როდესაც მისი მობილურის ბზუილი მეც კი მესმის წიგნიდან თავს ჰყოფს და ჯერ რამდენიმე წამი უყურებს, შემდეგ კი შეტყობინების წაკითხვას იწყებს, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით ამას აკეთებს. მის სახეზე ღიმილს ვხედავ, ეგრევე ჩემკენ იხედება და თითქოს თვალებით მანიშნებს რომ უნდა მივუახლოვდე და ისევ გვერდზე მივუჯდე. აღარ ვფიქრობ, ეგრევე მისკენ მივდივარ და დაუკითხავად ვიღებ ცოტა ხნის წინ გადადებულ წიგნს და იმ ადგილზე ვჯდები, მის გგვერდზე, სავარაუდოდ იმაზე უფრო ახლოს ვიდრე შეიძლებოდა. არ იწევა, მე კი იმის მოლოდინში, რომ ისევ ისე ვიქნებით როგორც გუშინ ვცდილობ მასთან ლაპარაკი წამოვიწყო, ვაპირებ, მაგრამ არ გამომდის, ეს კი დიდად გაოცებას ჩემში არ იწვევს. - მეგონა უნდა გვესაუბრა, - ამბობს წყნარად, სიჩუმეს მიჩვეულს მისი ხმის გაგონების შემდეგ მინდა გავიაზრო ეს მართლა თქვა თუ უბრალოდ მე მომეჩვენა,- უცნობებთან ჯდომა არ მაკმაყოფილებს. თავს ნელა ვუქნევ, თითქოს კითხვა დამისვა მე კი მხოლოდ ამითაც შემიძლია მისი ცნობისმოყვარეობა ჩავახშო. - რაზე უნდა გელაპარაკო? იცი, შენზე საკმაოდ ბევრს ვფიქრობდი, არ მეგონა უცნობი ასე თუ დამაინტერესებდა, მაგრამ როგორც ჩანს არასწორი ავღმოჩნდი. - ჰო, მე საკმაოდ ბევრს ვაინტერესებ. - მეუბნება დაუფიქრებლად, მის ხმაში სიამაყე, თუმცა ამავდროულად ირონიაც იგრძნობა. უცნაური გრძნობა მეუფლება, ამ პატარა დიალოგმაც კი მომცა იმის შესაძლებლობა რომ ელიზაბეტის სხვა მხარეც დამენახა, რომელიც ფურცელზე ალბათ ნამდვილად სასტიკი და თავისი ცხოვრებით ამაყი გამოჩნდებოდა. ამის შემდეგ მის სახეზე გულრწფელ ღიმილს ვხედავ და ვხვდები რომ ეს სერიოზულად არ უთქვამს. მისი ჭაობისფერი თვალები ჩემსას აშტერდება, არ ვიცი ზუსტად რას აკეთებს, შეიძლება უბრალოდ ფიქრობდეს და თვალებში მიყურებდეს, შეიძლება უბრალოდ ჩემი თვალის ფერი მოსწონდეს ან სხვა ადამიანის თვალის აგებულება აინტერესებდეს, ასეთ ადამიანებს ვერასდროს ვერაფერს გაუგებ. ისეთი უცნაურები არიან არავინ იცის რა დროს რაზე ფიქრობენ, რაზე ოცნებობენ ან ცხოვრებაში რა სურთ, რისი მიღწევა უნდათ, რომ სიკვდილის წინ თავი კმაყოფილად იგრძნონ. - ნუ გგონია რომ გკითხავ ჩემი ნომერი საიდან გაქვს, ეს ყველაზე სულელური კითხვაა, რომლის დასმაც აქ საერთოდ არ არის საჭირო. - ხელებს მუხლებზეილაგებს, თან მის ლამაზ, გრძელ თითებს აკვირდება. - ნომრის გაგება ყველაზე ადვილი რამ არის ასეთ დროს. - ვეუბნები და ვცდილობ ისე გავიღიმო, როგორც თინეიჯერი გოგონებისთვის შექმნილ ჟურნალებში იღიმიან ჩემხელა ან ჩემზე პატარა ბიჭები რომ გოგონების გულები დაიპყრონ. ვხვდები არ გამომდის, რადგან როგორც კი ჩემკენ იხედება ხმამაღლა იწყებს სიცილს, მეც ვყვები, მიუხედავად იმისა რომ ახლა საერთოდ არ მაქვს ამის თავი. მისი სიცილის ხმა პირველად მესმის, ამის აღბეჭვდა ფურცელზე შესაძლებელი რომ იყოს ამას აუცილებლად გავაკეთებდი. ისევ აუტანელი სიჩუმე ამის შემდეგ, რომელსაც ისევ ის არღვევს. - ბოლოს რა მოხდება? - რა უნდა მოხდეს? - ჩანაფიქრს ვერ ვხვდები და უაზრო კითხვების დასმას ვაგრძელებ. - აი, რა მოხდება იმ დღეს, რომელიც ჩვენი არსებობის ბოლო დღე იქნება? - ისევ იმ ადგილს უყურებს სადაც გუშინ ყვითელი, რეკლამებით სავსე ავტობუსი იდგა. იმ არაფერს აშტერდება, რომელიც არარსებულია. მის მზერას კიდევ ერთხელ ვაყოლებ თვალს, ვითომ კიდევ ერთხელ ვცდილობ იქ მართლა დავინახო რამე. - რატომ უნდა იფიქრო ბოლო დღეზე, როდესაც ჯერ კიდევ ასეთი ახალგაზრდა ხარ? თან იქამდე იმდენი დროა, - უტაქტო იქნებოდა რომ მეთქვა იმ დღეს ალბათ ვერც მოესწრები-თქო, ამიტომ ენას კბილს ვაჭერ და დიდ იმედს ვიტოვებ იმისას რომ ჩემი სიტყვებიდან აზრი გამოიტანა და მიმიხვდა რაც ვიგულიხმე. ხმას აღარ იღებს, ისევ მარჯვენა ფეხის ჰაერში თამაშს და ქნევას იწყებს. ოდნავ გამაღიზიანებელ საქციელზე თვალებს ვხუჭავ და მზერა მის სახეზე გადამაქვს. - ადრე თუ გვიან ბოლო დღე მაინც დადგება, შეიძლება ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდეს, შეიძლება ყველა შეშინებული ელოდებოდეს, ბოლოჯერ ჩაისუნთქავდეს ალბათ იმ დროისთვის უკვე საშინლად დაბინძურებულ ჰაერს და ყოველ წუთს ქონდეს იმის მოლოდინი, რომ გარდაიცვლება და ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებს, - უკმაყოფილ სახეს იღებს, - იმ ოცნებების ახდენას ვეღარ შეძლებს, რომლებიც ყველა ბავშვს აქვს პატარაობისას. რა სისასტიკეა, ბევრ ადამიანს ისე უმართლეს ცხოვრებაში, ბევრი კი ისე იტანჯება, როგორც არავინ სხვა. ღმერთი სავარაუდოდ მხოლოდ ამაში შეცდა, იმ ბოლო დღეს ყველა დაიღუპება, არავინ არ იქნება გამონაკლისი, არც ეროვნებას, არც კულტურას თუ განათლებას მიექცევა ყურადღება, არც ყველა კეთილ და უსუსურ არსებებს შეინდობენ, ზოგი ამას დაიმსახურებს, ზოგიც ამას უბრალოდ შეეწირება, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტეს, იმიტომ რომ ეს გარდაუვალია და სხვა ვარიანტი არ არსებობს. ცხოვრებაში, ზუსტად იმ დროს სანამ ეს დრო დადგება შეგიძლია უკან დახევა, შეგიძლია არჩევნის გაკეთება, აი, იმ მომენტში კი ვერაფერს მოიმოქმედებ, რადგან უძლური იქნები, ისეთი როგორიც ის პატარა არსებები არიან, რომლებიც ახლა მიწაზე დაცოცავენ. ალბათ სისულელეს ვამბობ, შეიძლება, მაგრამ შენთვითონ თქვი რომ ხელოვანი ვარ, ხელოვნები კი არასდროს ყოფილან ნორმალურები, სულ განსხვავებულები იყვნენ, გიჟები, საშინელი ოჯახის შვილები, ნარკომანები. ყველა არა, მაგრამ ბევრი იყო, ეს იმას არ ნიშნავს რომ მათ უნდა ვგავდე, არა, არანაირად, მაგრამ მგონი მაინც არის რაღაც რითაც ჩემ თავს წარსულის მოღვაწეებთან ვაკავშირებ. როგორი პირდაპირი ნათქვამია, რამხელა გამბედაობა სჭირდება სხვისთვის, მაგრამ სინმადვილეში უბრალო სიტყვებია, რომელიც დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც ყველას უთქვამს თავისი თავისთვის. ხანდახან ჩემი თავი მართლა გიჟი მგონია, ვითომ ეგეთი დავიბადე გიჟი და გამოუსწორებელი, ისეთი ადამიანი, რომლის მკურნალობაც უბრალოდ შეუძლებელია. ბევრჯერ შემცოდებია ჩემი თავი, იმიტომ რომ მეთვითონვე ვამჩნევ რომ არასდროს ვგავდი სხვებს, არც ახლა ვგავარ. ბევრს მოსწონს განსხვავებულობა, პირიქით ახლა ყველას უნდა რომ სხვისგან გამორჩეული იყოს, მაგრამ მე სინამდვილეში ყოველთვის მინდოდა რომ მეც ერთი უბრალო ვყოფილიყავი. ისეთი რომ ჩემი სხვებისგან გარჩევა შეუძლებელი ყოფილიყო. - ცოტა ხანი უბრალოდ მიყურებს, ვერც კი ავღწერ თუ როგორი სახე აქვს, გამორიცხულია, ამის გაკეთებას ვერავინ შეძლებს. - შენთან საუბარი სასიამოვნოა, საუბარი რა, მხოლოდ მე ვლაპარაკობ, მაგრამ იმის ცოდნა რომ ეს ვიღაცას გავუზიარე უკეთესად მხდის. ამის გულში ჩატოვება დიდი შეცდომა იქნებოდა ჩემი მხრიდან. უბრალოდ ვლაპარაკობ, მხოლოდ ვლაპარაკობ, რომ ხანდახან თავი კარგად ვიგრძნო, ყველა მიჩვეულია, ყველამ იცის უკვე რომ სხვანაირად არ შემიძლია. ამის წინ უძლური ვარ, ისე როგორც ცხოვრების ბოლო დრის წინ. ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც ძლივს დახურა პირი და შემომხედა ვცდილობ ყველაფერი გავიაზრო, დამრთგუნველი... მხოლოდ ეს სიტყვა მიტივტივებს თავში... თავისი ცხოვრებით უკმაყოფილო ელიზაბეტი, რომელსაც სულ უკეთესი და უკეთესი უნდა, რომელსაც არ მოსწონს უსამართლობა, რომელსაც ყოველ დღე ვაწყდებით ცხოვრებაში. ის გრძნობა რომ შენ კარგად ხარ შენთვის თბილ სახლში მოკალათებული სხვები კი საშინელ სიცივეს ებრძზვიან და პურისთვის სულ რამდენიმე თეთრს ითხოვენ. მიუხედავად იმისა რომ მისი მონაყოლიდან ყველაფერი ისედაც კარგად ვიცი და დიდი ხანია უკვე გააზრებული მაქვს ყოველივე ის მაინც უფრო ამაღლდა, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა ჩემთვის, თუ ადრე უბრალოდ შთაგონების წყარო იყო, ახლა ის ადამიანიც გახდა, რომლის აზრიც ალბათ ყოველთვის დამაინტერესებს. - ხმის ამოღება აკრძალული არ არის, - თავისთვის ჩურჩულებს, - მოდი გამოვიცნო, ახლა ფიქრობ რომ შეშლილი ვარ, ხომ ასეა? - თან იცინის თან თავს აქეთ-იქით აქნევს, ისე თითქოს იმედგაცრუებულმა იცის რომ გამოიცნო. - ასე არ არის, არ ხარ შეშლილი, არც გიჟი, - ყველანიარდ ვცდილობ დამაჯერებელი ხმა მქონდეს, - მაგრამ სხვებისგან მაინც გამოირჩევი, თუნდაც გარეგნობას რომ თავი დავანებოთ სულ სხვანაირი სახე გაქვს, სულ თავის თავში დარწმუნებული გამომეტყველებით მოძრაობ. - სახიდან თმებს ვუწევ, თან ვცდილობ ჩემი საქციელით დიდად არ შევაწუხო და ფრთხილი ვიყო. - არასდროს არ იცინი მეგობრებთან ერთად, იმდენჯერ მინახიხართ, ისინი ხუმრობდნენ და ბოლო ხმაზე იცინოდნენ, შენ კი სულ სხვაგან დაფრინავდი, სულ სხვა ფიქრები გაწუხებდა. - ვიცი, დამალვა კარგად არ შეგიძლია, ხშირად დამინახიხარ, - თან იცინის, - სულ იმ სკამზე იჯექი და ხატავდი, ხან ცოტა ხნით, რამდენიმე წამით შემომხედავდი, შემდეგ კი მზერას ზუსტ დროს მარიდებდი, შენს საქციელ ბევრჯერ გავუცინებივარ სახლში. - და თუ უბრალოდ უცნობები ვართ გუშინ რატომ არ მითხარი? - რა საჭირო იყო? - ისევ ჩემ თვალებს უყურებს. - ჰო, საჭირო არ არის, ჩვენ ხომ უბრალოდ უცნობები ვართ. - თხელი ქურთუკის ჯიბის ელვა-შესაკრავზე მიმაგრებული პატარა სიმბოლოს თამაშს ვიწყებ, კურტკის ჯიბე იხსნება, იკეტება, იხსნება და კიდევე ერთხელ იკეტება. - შეგიძლია გააჩერო? - დაუკითხავად იწევა ჩემკენ და იმ ხელს, რომლითაც ქურთუკს წამში ორ მოქმედებას ვასრულებინებდი თავისას ადებს. მისი ცივი ხელი უსიამოვნო კონტაქტს ამყარებს ჩემთან. მისი კანი საოცრად ფაფუკი და ნაზია, ისეთია გეგონება გოგონას კი არა ჯერ კიდევ პატარა ბავშვს ვეხებოდე, რომელსაც ვერანაირად ანებებ თავს და სულ ეფერები, - საღამოს დაგირეკავ, ყოველთვის საინტერესო უცნობები მხვდებიან, შენი ნომერი ტელეფონში დაფიქსირებულია, ვნახოთ რა გამოვა. - წიგნს, რომელსაც მგონი გუშინაც კითხულობდა მის შავ ჩანთაში აბრუნებს და უკან მოუხედავად მიდის სადღაც, როდესაც თვალს ეფარება აქეთ-იქით ყურებას ვიწყებ და ყველაფერს ვიაზრებ, ბოლოს ვხვდები რომ სკამის ბოლოში დადებული შავი ქუდი ელიზაბეტს ეკუთვნის, ქუდს ხელებში ვიქცევ და სახლში ქუდით მივდივარ. ცივა, მაგრამ შიგნიდან მაინც რაღაც მათბობს... ძალიან დავიგვიანე, არ ვამბობ, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში ვერანაირად ვერ მოვიცალე და რაღაც ამდაგვარი, რადგან ასე არ არის, პირიქით სიმართლეს ვიტყვი და საკმაოდ ბევრი დრო მქონდა, უბრალოდ რამდენჯერაც დავიწყე ახალი თავის წერა იმდენჯერ ვიყავი უკმაყოფილო, არ მინდა ისტორია ისეთი ბანალური და უინტერესო იყოს, ვცდილობ, არ ვიცი გამომდის თუ არა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ რომ ელემენტალური "კარგი" მაინც ითქვას ისტორიაზე. დიდი მადლობა მათ ვინც სულ ცოტა ოდენ დროს მაინც უთმობს ჩემ ისტორიას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.