შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფსიქიკურობის შეშლილი მარში (4)


21-02-2017, 19:49
ავტორი krimcova19
ნანახია 1 118

საშინელი თავის ტკივილით ვიღვიძებ, არ ვიცი სად ვარ, რაღაც მიტოვებულ ადგილს გავს, ხელი თავთან მიმაქვს და საშინელ ტკივილს ვგრძნობ მოხრის ადგილას, ვუყურებ ჩემს ვენებს და მთავარ არტერიასთან ვამჩნევ ნანემსარს
-ოხ გაიღვიძე უკვე?
-სად ვარ?
- იქ სადაც ყველაზე ბედნიერი ხარ...
ვერ ვხვდები მის ირონიულ აზროვნებას და გადავდივარ სხვა შეკითხვაზე
-ხელზე რა მჭირს?
-აჰ ეგ წამალი გაგიკეთეთ, დამამშვიდებელი
ვგრძნობ როგორ მაკანკალებს, სხეულში მთელი ძალით რაღაც მტეხს, მიუხედავად იმისა რომ აგვისტოა,მაინც მასხამს ცივი ოფლი. რაღაც მინდა თითქოს მოვლენათა მთელი კომპლექტი, იქნებ ვარდისფერი სამყარო, გაქცევა რეალობიდან, ყველაფერს დავთმობ რომ ეს ტკივილი გავაქრო ჩემგან.
-ჰე ანისი რა გჭირს.?
ღიმილით მეკითხება სცენარისტი,მე კი ნაძალადევად,თავის კანკალით კბილებს შორის ვცრი სიტყვებს რომ არ ვიცი რა მჭირს.
ვგრძნობ ზურგიდან ვიღაც მიახლოვდება, ვცდილობ მივტრიალდე და დავლადო ის ,თუმცა ის უფრო ჩქარი აღმოჩნდება, წამის მესამოცედ ნაწილში პოლიეთილენის პარკს მაფარებს თავზე, ჩემს დახრჩობას ცდილობს, ხელებს ამაოდ ვიქნევ და მთელი ძალით ვცდილობ ჰაერის უკანასკნელი მოლეკულების ჩაყლაპვას, მესმის როგორ იცინის ამაზე სცენარიტი, ბოლოს კი მესმის სიტყვები.
-შეეშვით,ცოდვაა
ეს ხმა... ხმა რომელიც სადღაც გამიგონია და მაქვს შეგრძნება იმისა რომ ჩემთვის ერთ დროს ძალზედ ძვირფასი იყო, ისევ ჩხვლეტა ვენაში და კვლავაც გონების დაკარგვა.
ჩემს სახლში ვიღვიძებ... შეიძლება კი ამ ყველაფერს ჩემი სახლი ვუწოდო? სრული სიცარიელეა...არავითარი ავეჯი, ტექნიკა, ტანსაცმელიც კი. მე იატაკზე ვწევარ, ერთი ძველისძველი პლედის ამარა,მაცვია ვადაგასული საღამური,
-უნდა წავიდე, პოლიციაში ახლავე!
სწრაფად ჩავბივარ 12 სართულს,ეზოში სადაც ზაფხული იმდონემდეა გამჯდარი, ხალხი ჩრდილქვეშ ზის და საუბრობს, ბავშვები ერთმანეთისთვის წყლის შესხმით ერთობიან, ერთი გოგო კი ველოსიპედის ტარებას სწავლობს უკვე 1 თვეა, ყოველ დღე თავს გადატყავებული სხეულის ნაწილებით აჯილდოვებს.
-ნინა დეიდა...
-ხო შვილო
-შეგიძლიათ ფული მომცეთ, პოლიციაში უნდა წავიდე
-დაწყნარდი შვილო... წყალი გინდა?
ვგრძნობ სულმოუთქმელად ვსაუბრობ, ნინამ კი დამკვირვებლის თვალით ამათვალ-ჩამათვალიერა ალბათ ფიქრობდა ამ საწყალს სულ გაუფრენიაო
-ხო შვილო დაწყნარდი, გინდა გივის ვეტყვი წაგიყვანოს, ან შემოდი ჩემთან დაწყნარდი.
ხელმკლავი გამიყარა, მაგრამ არ მინდა მასთან , ვუძალიანდები, ის ვერ ხვდება რატომ ვიქცევი ასე და მე ვიხსნი მისგან თავს
-ფსიქოპატო!
აღარ ვუსმენ მის ყვირილს, ხალხის გაკვირვებული მზერის ფონზე გავბივარ მივბივარ საით მე თვითონაც არ ვიცი, ვიღაც ქალს ვეჯახები
-ბოდიშით
-შვილო,კარგად ხარ?
ეს „შვილო“ ნერვებზე უკვე სასტიკად თამაშობს, რა შვილო?! კარგით რა ვითომ მართლა ასე ძალიან გინდათ ჩემნაირი შვილი? ფსიქიატრიული პალატის სასურველ პაციენტს ვგავარ ამ ფორმაში და ესენი კი ჩემს შვილობას იჩემებენ.
-კარგად ვარ
-დაგეხმარებით. გნებავთ სახლამდე მიგიყვანთ
-არა, გმადლობთ პოლიციაში მივდივარ
-ასე ჩაცმული. იცით იქნებ ჩემი საქმე არაა,მაგრამ რაც არ უნდა თქვათ მაინც არავინ დაგიჯერებთ.
ამაზე კი ამასხა ტვინში სისხლმა
-მოდი ქალბატონო შევცვალოთ, ეს დამოკიდებულება რასაც ადამიანების ფულით და ტანსაცმლით გარჩევა მოიცავს.
-კარგი შვილო ნუღარ ნერვიულობ
-აღარ მომისმენია,ნერვებს მიშლის ადამიანებისთვის ახსნა-განმარტებების მიცემა,ხალხისთვის უკვე გათვიცნობიერებული და სისხლში გამჯადარი მოსაზრებების ამოტუმბვა.მივდიოდი მთვრალი კაცივით, ბოლოს დავინახე პოლიციის შენობა, გავჩერდი და რატომღაც ისტერიული სიცილი ამიტყდა, ვფიქრობდი განა ამ გზაზე ამდენი ხანია აღარ ჩამომივლია? სრულიად გამოცვლილი იყო ყველაფერი.კიბეები სწარაფად ავირბინე და კარებში დაცვამ გამაჩერა
-სად მიბრძანდებით ქალბატონო?
-განცხადების შემოტანა მინდა გაძარცვასთან დაკავშირებით
-თქვენ გაგძარცვეს?
-რა არ ეტყობა?
ვიღაც ქალის ხმა გავიგე და სიმართლე გითხრათ მეცნო ეს ხმა,შევხედე და დავინახე დაბალი, სუსტი. წკრიალა ხმის პატრონი, არც ისე ლამაზი, არაქართველური სახის არსება. არა ეს ხომ ის იყო ?! უეჭველი ეგაა „ გაიყვანეთ ვინმემ ეს ისტერიჩკას’ ავტორი. გონებაში, როგორიც წარმოვიდგინე იმაზე ოდნავ უკეთესი აღმოჩნდა. ამ ‘რა არ ეტყობაზე“ მინდოდა ჩემებურად მეპასუხა, მაგრამ დაცვის თანამშრომელმა ღიმილით მითხრა
-დერეფანს გაუყევით, ხელმარცხნივ მესამე კარია.
მეც სულმოუთქმელად გავუყევი დერეფანს და იმ კარზე დავაკაკუნე,რომელიც მითხრა.
-მობრძანდით
ბოხი ხმა გაისმა ოთახიდან., მეც არაგულწრფელად გავაღე კარი და შევედი
-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-განცხადების შემოტანა მსურს გაძარცვასთან დაკავშირებით
-კარგით დაბრძანდით და ყველაფერი გვიამბეთ.
რა საშინელი რამაა ეს ცხოვრება. როცა გინდა ყველას ყელი გამოჭრა, მათ ამაზრზენ და დაცინვით აღსავსე მზერას, ირონიულ ტონს მხოლოდ ნაძალადევი ღიმილით პასუხობდე ეს ყველაზე დიდი დანაშაულია, მე კი თუ ამ ლოგიკას მივყვებით 2 სამუდამო გარანტირებული მაქვს, ვიშლები... რა უნდა მოვუყვე არც კი ვიცი რა არის რეალობა და რა არა. ნერვიულოდ ვირხევი ადგილას, რაღაც ნაგიჟარს ვგავარ, შემდეგ ვიღიმი თავჩაქინდრული. ალბათ მათაც ნერვები ეშლება ჩემს დრამა წარმოდგენებზე
-ქალბატონო იქნებ დაიწყოთ
-გუშინ გამთიშეს,რაღაც ხსნარით. შემდეგ თავი მიტოვებულ ადგილას ამოვყავი. იქ იყვნენ ერთი ბიჭია ჩვენთან სცენარისტია, ასევე ბატონი მანდილი და მესამე არ ვიცი, თუმცა ძალიან მეცნობოდა მისი ხმა, თითქოს ადრეც მქონდა გაგებული.
კარი ღიაა, მესმის ზურგსუკან უხეშად როგორ მასუნთქავს ვიღაც, ბოლოს სიცილი უვარდება ისტერიული, ნელა ვტრიალდები იმ დონემდე იცინის თვალებიდან ცრემლები სცვივა. „ნეტავ რა უხარია ამ უბედურს, გამაგებინეთ“
-თვითონაც ვერ გაუგია ბატონო კახაბერ გაძარცვეს თუ გაიტაცეს.
-დამაცადეთ...
ღრმად ვსუნთქავ, თითქოს ყელში ვიღაც მწვდა და მახრჩობს. პირზე ხელები მაგრად მოვიჭირე, ვცდილობ წამებით შევიკავო სუნთქვა, რომ შემდეგ ისე აღდგეს სასუნთქი სისტემის ნორმალური მუშაობა
-რას მსახიობობ, ვითომ ჰაერი არ ჰქოფნის ჰაჰა
-გაჩერდი, თორემ მაგ წრიპინა ხმისთვის, ფილტვებს ალვეოლებამდე ჩაგილპობ
-დამშვიდდით,განაგრძეთ... მარიამ გადი ოთახიდან
-მოკლედ მე მომიტაცეს, ცადეს ჩემი მოკვლა, სახლში მომიყვანეს და არანაირი ნივთი არაა, ცარიელ 4 კედელში ვცხოვრობ, ამ დახეული პერანგისა და ბებიაჩემის დროინდელი პლედის ამარა. არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს ან საერთოდ რატომ.
-კარგით,დამშვიდდით ყველაფერს გავარკვევ
არ ვიცი რატომ,მაგრამ მეჩვენება რომ ბატონ პოლიციელს სახე უფერმკთალდება. თითქოს ხუნდება, ვხედავ მისი ტანსაცმელი მუქი წითელიდან ღია ვარდისფერში როგორ გადადის.თავს ვაქნევ, წარმოუდგენელია... არა ეს ყველაფერი იმ ძალით დამაძინებლის ბრალი იქნება. ხელებს ნერვიულად ვათამაშებ, რომ ისევ ბრუნდება ჩემი ნერვების მახრა (არა მე შედარებებში 100 დან 0 მიწერია ), ეყრდნობა უფროსის მაგიდას და რაღაცას უჩურჩულებს. ვხედავ როგორ უბრუნდება ბრუნავი ნივთები თავიანთ ადგილებს. როგორ წითლდება ისევ პერანგი შევერცხლილი თმა ისევ შავდება. მაგრამ მათ სახეზე ვხედავ ბოროტ სიცილს. იმდონის ბოროტ სიცილს რომ შეშინებული ფეხზე ვდგები, უკან ვიღევ, ეს ჩემზე გადამტერებული საშუალოზე დაბალი სიმაღლის ქალი მიახლოვდება. იწევა ცერებზე და თითქმის დახარბებით მეუბნება
-შენ ვიღაც მათხოვარი ხარ, რომელსაც საქმე გამოელია და არ იცის როგორ გაერთოს
ხელს მკრავს... მე ვეღარ ვითმენ და ჩემს მიერ მოქნეულ მუშტს ვიღაც იჭერს , შემდეგ ეს ვიღაც მთელი ძალით მიხუტებს, იმდონემდეა ამ ადამიანში სითბო გამჯდარი რომ მთელი სხეულით ვეკვრი. ვგავარ ადამიანს, რომელიც პირველად ეხუტება ვიღაცას, რომელმაც აღმოაჩინა რაღაც განსაკუთრებული, ღვთაებრივი, არა და მართალი რომ ვთქვათ ჩახუტება ერთადერთი ძლიერ მოქმედი ანტიდეპრესანტია, რომელიც ნებისმიერ სიტყვასა და წამალზე კარგად მოქმედებს.
-ნუ გეშინიათ ანისია, ჩვენ მათ აუცილებლად ვიპოვით.
-მე თქვენ არ გიცნობთ
ამოვილუღლუღე ძალაუნებურად,მაგრამ როცა ეიფორიიდან გამოვერკვიე და მივხვდი ვის ვეხუტებოდი, ადამიანს, რომელიც ჩემთვის ყველაზე ნაცნობი და ახლობელი იყო. კაცი,რომელსაც პირველად ვაკოცე. იშვიათი მოვლენაა ეს გოგოს ცხოვრებაში, ქალთა უმრავლესობა ამ დროს ზეცაში დაფრინავს, მუცელში პეპლები დასთამაშებენ. თავი ისე ჰგონიათ თითქოს და მთელი მსოფლიოს მბრძანებლები ყოფილიყვნენ. მე კი ჩემი პირველი კოცნა იმდონემდე არ მომეწონა, რომ გულის რევის შეგრძნებამ მოიცვა მთელი ორგანიზმი. ახლა ის ჩემს წინ იდგა.მე ელდანაკრავივით გავშორდი, ვსუნთქავდი გახშირებით ბრაზისაგან ვერ ვიმორჩილებდი სხულის ვერც ერთ ნაწილს. ბოლოს ძალაუნებურად ამეტირა.მის ხმაში სიმკაცრე გაისმა
-დაგვტოვეთ ყველამ
და მათი ხმაურიანი გასვლის ფონზე თითქმის ყვირილით ვიკითხე
-შენ აქ რა გინდა?
-სასწრაფოს გამოუძახეთ, წაიყვანოს ვინმემ ფსიქიატრიულში ეს ისტერიჩკა
-გაეთრიეთ მეთქი
დაიყვირა მან. მე კი ისევ ისე ვიდექი, განუძრევლად, თურმე სულ რაღაც 2 დღე ყოფილა მთელი ცხოვრების დასანგრევად საჭირო, მეტი არა, მთავარი ინგრედიენტი თურმე სიყვარული ყოფილა. გასაოცარია პირდაპირი გაგებით, როგორ მეზიზღება ამ მომენტში ჩემი თავი, მაშინ როცა ეს გრძნობა ტანჯავდა უღირსი ადამიანების მიმართ, ჩადიოდა არამიზანმიმართულ საქციელების კოლონას „სიყვარულის სახელით“. გრძნობის,რომელიც საშინელი ალტერნატივა იყო საკუთარი უნიათობის უფრო მეტად გამოსავლენად.
ახლა მე და ის ოთახში მარტოები ვართ... მის სუნს კილომეტრშიც ვიგრძნობ, იმდენად მომწონს ეს რაღაც ღვთაებრივი და არაადამიანური სუნი. ყოველთვის მაგიჟებდა, როცა ვნახავდი ჩავეხუტებოდი ხოლმე და მთელი გულით შევიყნოსავდი მის სურნელს, თითქოს მინდოდა მთელი ცხოვრება გამყოლოდა და დამმახსოვრებოდა. არსებობენ ადამიანები რომლებიც სიცოცხლეზე და სუნთქვაზე მეტად გჭირდება,რომლებიც იმდონემდეა შენთვის საჭირო,რომ ტკივილისგან შეიშალო,არსებობენ ადამინები,რომელთა სუნებს იმახსოვრებ მილიონობით ადამიანში,რომლებსაც აღიქვამ თანასწორად,რომელთანაც ჯანდაბაშიც კი წახვალ,არსებობენ ადამინები რომლებთან იმდენი მოგონება გაკავშირება ვერც კი დაითვლი და თუ დაითვლი უეჭველად შეიშლები,რადგან ეს ადამიანი შეიძლება აღარ არსებობდეს,არა შენთან არამედ შენს ცხოვრებაში.ცხოვრებაში სადაც ყველგან მის სახეს ხედავ,სხვებში ეძებ მის ქცევებს,თვალებს,ღიმილს,თმას,სიმაღლეს და ბოლოს მაინც ვერ პოულობ მისნაირს,რადგან ის ერთია,მხოლოდ იმ ერთ აქვს ის სურნელი,ის მიზიდულობა,რომელიც მისთან ჩახუტების დროს შეიგრძნობოდა,მასავით არავინ ეჭვიანობს შენზე,არავინ გებუტება და არ ეფერები თმაზე რომ შემოირიგო.
ჩემი წარსულის მოჩვენება... დგას ახლა და შორიდან მიყურებს. ბოლოს როგორც იქნა ამოილუღლუღა
-სულ არ შეცვლილხარ ისევ ისეთი ლამაზი ხარ, როგორც ადრე
-შენ კი ისეთივე მატყუარად დარჩი.
-მაპატიე! ანისი არ მინდოდა, განა შენ თვითონ არ იცი როგორ მიყვარდი ? ახლაც მიყვარხარ იცი?
-რამდენადაც ბანალურად ჟღერდეს შენგან მიტოვებულმა ხელი ბოლოს ლიტერატურას შევაწმინდე
-გეფიცები არ მსურდა შენი მიტოვება, ვიცი ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ ის ფაქტი მაინც გეცოდინება, რომ ყველაფერს თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. გაღმერთებდი, მაგრამ არ მინდოდა იმ ყველაფერში გამეხვიე რაშიც ახლა ვარ.
სკამზე მძიმედ დავეშვი, მაგიდაზე ხელი მთელს სიგრძეზე დავდე და თავი მასზე მოხერხებულად დავასვენე. თვალები მთელი ძალით დავხუჭე მსურდა, ეს ჯოჯოხეთი მალევე დასრულებულიყო, გული მერეოდა ჩემივე თავის პირად დარამებზე, თავი იაფასიანი საპნის ოპერის მთავარი გმირი მეგონა, რომელიც 5 კაცს უყვარს ან 5 კაცი უყვარს და მაინც არც ერთანაა და იწელება ეს დრამა 700 სერიამდე, 107 სერიაში კი უბრუნდება ყოფილი შეყვარებული, ამ დროს ირთვება მელოდია,რომელშიც „დადადამ“ ისმის, კომედიური დამთხვევებით აღსავსე ცხოვრება. მან თმაზე ხელი გადამისვა, ჩაიმუხლა ჩემს წინ, მეც ძალაუნებურად მივტრიალდი მისკენ, ისევ ვუყურებდი მის ზღვისფერთვალებს, თავი ვეღარ შევიკავე და მაგრად ჩავეხუტე.
-მომენატრე...მომენატრე
-მეც ანისი,მეც!
რამდენი საათი ვისხედით ასე ჩახუტებულები ვერ გეტყვით, თუმცა ცხადია რომ ეს დრო ჩემთვის უსასრულობა იყო, გამახსენდა წარსული როცა ერთად ვისხედით ნოემბრის წვიმიან ამინდში და ხელის შემშლელი მხოლოდ 2 ფაქტორი გვქონდა. პირველი-გვიანი ღამე და მეორე-ჩემი ოჯახი.ახლა კი ვიყავით ისევ ერთად ის,როგორც 38 წელს მიღწეული კაცი და მე სრულწლოვნების ორივე ასაკს 18 სა და 21 საც გადაცილებული, ოჯახს მოშორებული ქალი და ჩვენ ამ მომენტში არანაირად არ გვყოფნიდა ერთმანეთი.
რატი ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში გავიცანი,რომ გითხრათ ერთი ნახვით მომეწონა თქო, ალბათ ვიცრუებ, თან იმდენად მომაბეზრებელი იყო 26 წლის ბიჭი ჩემს თვალში, რომ უბრალოდ მინდოდა მჟავა შემესხა მისთვის ან ჩემთვის სახეში,რომ როგორმე თავი გაენებებინა. ალბათ საინტერესოა როცა იოანე არსებობდა ჩემს ცხოვრებაში რატომ ვარჩიე რატისთან ყოფნა?!
არ გქონიათ მომენტი, როცა ძვლებში გამტვრევთ სიყვარული და სხვას ვერაფერს გრძნობთ?! ერთი სული გაქვს როდის დასრულდება ეს საზაფხულო არდადეგები და... დაბრუნდები შენ შენს სახლში, ისიც თავის სახლში და ბოლოს ნახავთ ერთმანეთს,ყოველდღე ატარებ იმაზე ფიქრში, რომ ისეირნებ ძველებურად, იცინებთ ათას უაზრო ამბებზე და თუნდაც მისი ყურებით იქნები ბედნიერი და,როცა დგება მომენტი მისი ნახვის... სრულიად სხვა ვითარება გხვდება, ის გაგირბის, აგდებულად გელაპარაკება და ამჟღავნებს იმ ფაქტს რომ ვერ გიტანს .ბოლო დამაგვირგვინებელი დეტალი კი ის არის,რომ მას შეყვარებული ჰყავს და შენ საერთოდ იოტიოდენადაც აღარ აინტერესებ. ალბათ გეცოდინებათ რა გულის დაგლეჯვის ტოლფასია ის ფაქტი,რომ ადამიანი, რომელსაც აღმერთებ, უკვე სხვას უკუთვნის, შენ კი აღარც მეგობარი ხარ მისთვის.მერე კი მე ძალა მოვიკრიბე, არ მიტირია, არ დამინგრევია ყველაფერი, რა შეიცვლებოდა რო ამით?იმ პერიოდში დრამის წრეზე ჩავეწერე ყველანაირად ვცდილობდი გრძნობები გამომეშვა და აქ მე გავიცანი რატი...არავისგან გამორჩეული და ბოლოს მე მოვიხიბლე მისით,იგი მე არ მიყვარდა თუმცა არაფერი აკლდა სიყვარულში გადასასვლელად,მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძე და ის აღარსად იყო, არანაირი წერილი, არანაირი ნახვამდის. არავინ იცოდა მის შესახებ, დრამის წრე მივატოვე.... ის მის თავს მახსენებდა. რა თქმა უნდა ამ მომენტში იოანე არ უნდა დავივიწყოთ, რომელიც სანაქებო შეყვარებულს დაშორდა და იმ ფაქტით ფრიად გაკვირვებულმა რომ შეყვარებული მყავდა ყურადღება ჩემზე გადმოიტანა, იმდენად კარგი მეგობარი იყო ჩემთვის რომ მე თვითონაც კი მიკვირდა, ბოლოს... ის რატისთან ერთად გაქრა, შეწყდა უაზრო კითხვები და ირეალური პასუხების ძებნა.მე კი დღემდე მარტო ვარ ამ 30 წლის განმავლობაში,ყოველგვარი დამხმარის და გვერდში მდგომის გარეშე. ახლა კი ვზივარ და ვუყურებ რატის,რომელიც იწვევს ჩემში ზიზღს და იმ გრძნობას, რომელიც ადრე მის მიმართ მამოძრავებდა
-ცოლი მოიყვანე?
-არა ერთადერთი ქალი,რომელიც ჩემთვის არსებობდა მხოლოდ შენ იყავი
-გთხოვ,გთხოვ გაჩუმდი... როგორ ფიქრობ ისევ 18 წლის ბავშვი ვარ?12 წელი გავიდა, თორმეტჯერ 365 დღე და ამ დროის მანძილზე გადავტყდი და გავსწორდი წელში, როგორ ფიქრობ როგორ მოვაღწიე ამ დონემდე რა თქმა უნდა ჩემივე შრომით.
მან ირონიით სავსე თვალებით შემომხედა
-შენ ეს 12 წელი გუშინ ერთი დათრობით გაანადგურე
-აჰა, ანუ შენც ნახე იმ ლაყბობის ჩანაწერი
-მე შენი თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ვიცი, ხო ვნახე და მინდოდა მეც ასე ძლიერ გყვარებოდი ოდესმე, დიდი ხანია რაც გიყვარს?
-თხუთმეტი...თხუთმეტი წელია
-ანუ ჩემამდე
-რა გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს შენამდეც მქონია ეს გრძნობა
რაღაცის თქმა დააპირა რომ ამ დროს კარები გაიღო და ხუჭუჭთმიანი, ცისფერთვალება ბიჭი,რომელსაც ძალიან საყვარელი ღიმილი ჰქონდა. დაბნეული სახით შემოგვყურებდა რატიმ მოთმინება დაკარგა და ამრეზილი სახით ჰკითხა
-რა მოხდა ბეგი, ეტყობა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, დაკაკუნების გარეშე რომ შემოდიხართ ჩემს კაბინეტში
-მე...მე
მისი ლუღლუღისგან და დაბნეულობისგან მე მომეშალა ნერვები და წარმომიდგენია რატის რა დაემართებოდა, იგი თავის „კორწიალა“ სკამს მიეყრდნო და რა გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს გაღიმებული უყურებდა მას.
-რა შენ?
-იმის სათქმელად მოვედი, რომ გითხრათ რომ ჩვენ ვიპოვეთ ის სცენარისტი,რომელზედა ეს ქალბატონი საუბრობდა
-სიგარეტის მოწევა შეიძლება?
ორივემ გაკვირვებით შემომხედა, არავინ არ ელოოდა ახლა ჩემგან ასეთ სიტყვებს, მოკლედ რომ ვთქვათ მათ თვალში უმსგავსო საქციელს, მე ოდნავ გამეღიმა, ბოლოს კი ისტერიულად გამეცინა, ისინი კი ისევ გაშტერებულები შემომცქეროდნენ. ბეგიმ ხელი სქელ ხუჭუჭა თმებში შეიცურა და თავი დახარა, პატარა ბავშვს ჰგავდა ,რომელსაც თავის დანაშაულის რცხვენოდა.რატი კი წამოიმართვა, თვალებში ჯიქურ შემხედა და ცივად მითხრა
-არა! ანისია დანაშაულია შენს სუნს სიგარეტის მყრალი სუნი შეურთდეს
-ჩემი წასვლის დროა
ვთქვი ეს დემოსტრაციულად და ფეხზე წამობდექი, ბეგი აზრზე მოვიდა და მომიახლოვდა, ალბათ ის სცენარისტი ჩემი ახლობელი ეგონა, ან ეგონა რომ ის ფაქტი დამამძიმებდა,რომ გამოძიება ჩიხში შევიდა
-ქალბატონო ანისია, ის კაცი,რომელზედაც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდი თავის სახლში იპოვეს მკვდარი გადაჭარბებული დოზით...
-ანუ „კაიფში გაიპარა“
მხიარული სახით შემოვკარი ტაში.რატი გაბრაზებული წამოვარდა, მივარდა მასთან და ყელზე წაუჭირა ხელი
-ყოვლად უსარგებლო თანამშრომელი ხარ
თუ თქვენ ფიქრობთ,რომ რატის ვედრებით მივარდი და ბეგის მისი კლანჭებიდან დახსნას ვცდილობდი, ძალიან ცდებით.საერთოდ არ მივეკუთვნები მაგ ქალთა კატეგორიას, პირიქით მიყვარს კიდეც ასეთი სანახაობების ყურება, სკოლებში,როდესაც ბიჭები ჩხუბობდნენ მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ფსონს ვდებდით ვინ მოიგებდა, რა თქმა უნდა უმეტეს შემთხვევაში მე, სახლში გამდიდრებული მივდიოდი, მათ გვერძე ცივად ჩავუარე იმ აზრით,რომ ერთ-ერთი დამნაშავე მკვდარი იყო, ასე რომ იმ მანდილის პოვნა მესაჭიროებოდა.
სახლში რომელი საათი იყო რომ მივედი არ ვიცი. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გარეშე ვიჯექი დებილივით.როცა კარზე ზარის ხმა გაისმა, ჩქარი ნაბიჯით გავაღე, ვიღაცას გავახსენდი, ვიღაცას გავახსენდი. რომ გავაღე იოანე იდგა...სუნთქვა შემეკვრა მის დანახვაზე....თავჩაქინდრული, შემოხეული ტანსაცმლით.
-ვიჩხუბე
-გამქურდეს
და ორივენი ერთმანეთს ძალიან მაგრად ჩავეხუტეთ, სუნთქვა მეკვროდა. ვკოცნიდი მის გულს, მკერდს,კისერს,ლოყებს, თვალებს. ის კი მთელი ძალით მეკვროდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით ასე. ბევრჯერ მიოცნებია ზოგიერთი მოგონების ჩაციკვლაზე,რომელიც იოანესთან მაკავშირებს, ეს ერთ-ერთი მოგონებათაგანი იქნებოდა, ყოველდღე იქნებოდა აღვსილი ულამაზესი წუთებით, იქნებოდა ისეთივე ყოველდღიურობა,როგორც ფილმ „ზაზუნას დღესასწაულშია“ და მე ეს არ მომბეზრდებოდა, იმდონემდე იქნებოდა ჩემი რომ ჩემზე ბედნიერი არავინ და არაფერი იქნებოდა.
-მომენატრე...მომენატრე, ბოდიში რომ ძალიან უაზრო ვარ.
ის ხმას არ იღებდა, იდგა გაშეშებით ჩახუტებული ჩემზე და მძიმედ სუნთქავდა
-რისთვის მოხვედი აქ? ჩასახუტებლად? ხმა ამოიღე იოანე!
ბოლოს ხელები გამიშვა,ჯიბისკენ ხელი წაიღო და რაღაც ბარათი მომაწოდა
-აი,ამისთვის
ბარათი სწრაფად გამოვართვი და გაშეშებულმა შევხედე მას, თავში სისხლი ამივარდა, მინდოდა რამე მესროლა მისთვის, დამელეწა მთელი მსოფლიო. მეყვირა ბოლო ხმაზე.
-ხო ანისია, მე ცოლს ვირთავ და მინდოდა შენ ჩემგან გაგეგო ეს
-ეს ის თიკოა არა?
-მართალი იყავი მაში რომ მეუბნებოდი, ეგ იყო ჩემი ბოლო ასე ვთქვათ ბედი...
-რატომ ჩამეხუტე
გამიღიმა, ირონიულად გამიღიმა და სისხლი ძარღვებში გამეყინა. არ მეტირებიდა,აღარც მეყვირებოდა მხოლოდ გაშეშებული შევყურებდი და ვერ გამეგო რა უნდოდა მას ჩემგან
-იცი.... მთელი ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში, რაც კი ოდესმე ერთმანეთს ჩავხუტებულვართ ან გვიკოცნია ერთმანეთისთვის ინიციატივას ყოველთვის შენ იჩენდი, დღეს კი უბრალოდ მომინდა ასე გამოგმშვიდობებოდი.
-სენტიმენტალურია... სად გცემეს?
-უბანში.. ვინ გაგძარცვა?
-არ ვიცი. მშვიდობით
-ასე და უბრალოდ?
აღარაფერი მიპასუხის მისთვის, კარები მივხურე. ან რა უნდა მეთქვა. იმ დონემდე გამასწორა მიწასთან , რომ მეტჯერ თავის დამცირება ზედმეტი იქნებოდა, ასე რომ მას შევეშვი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent