უცნობის წერილები (4)
თვალები გავახილე და თავს ისე ვგრძნობდი თითქოს თავში რაღაც ჩამარტყეს, მიმოვიხედე და იქვე სკამზე მიძინებული დედა დავინახე, თმა ისე ლამაზად გადმოჰკიდებოდა სკამის სახელურზე მინდოდა მთელი ცხოვრება მეყურებინა ამ სილამაზისთვის, მაგრამ თავი ისე ამტკივდა წამოვიყვირე, უცებ გამახსენდა რომ დედას ეძინა და პირზე ხელი ავიფარე მაგრამ უკვე გვიანი იყო ჩემი მფარველი ანგელოზი უკვე ჩემს ლოგინთან იდგა. - რა იყო საყვარელო, კარგად ხარ ? - მკითხა დედამ და წელზე მომეხვია. -კი , დე დამშვიდდი ყველაფერი კარგადაა. -თავზე მოფერება დავუწყე და მინდოდა მეკოცნა მაგრამ ვერ შევძელი. - დე , რა მოხდა ? - ფეხი ქვას წამოკარი და თავი დაარტყი, არ ინერვიულო. - თომასი სადაა? მან მომიყვანა ? - დაუფიქრებლად ვიკითხე. - კი საყვარელო , უკვე ხუთი დღეა გვერდიდან არ გშორდება ძალით გავუშვი სახლში რომ დაესვენა. გაკვირვებული დავრჩი ჯერ იმისგან რომ ხუთი დღე გონზე არ ვიყავი და თან თომასი არ მშორდებოდა ? ძნელი წარმოსადგენია თვით ''ვარცხნილობისგან'' მსგავსი საქციელის ჩადენა, თვალები დავხუჭე და ვცდილობდი ჩემ თავს შევწინააღმდეგებოდი ვცდილობდი მიმეცა შანსი და ცუდის გარდა კარგიც მეფიქრა მასზე, არადა მიზეზიც კი არ მქონდა , მაგრამ მაინც ვერ მოვერიე ჩემ თავს და დასკვნა გამოვიტანე რომ დამნაშავედ გრძნობდა თავს და იმიტომ იყო ჩემს გვერდით, ამ აზრის კი თავადაც არ მჯეროდა. კარი გაიღო და ექთანი შემოვიდა. - მის ბლექ . - გამარჯობა. - თვენი მდგომარეობა სტაბილურია , შეგვიძლია დღესვე გაგწეროთ და მკურნალობა სახლში განაგრძოთ, მაგრამ უკეთესი იქნება თუ ერთი დღით კიდევ მოიცდით, რამე გაწუხებთ? - დიახ, თავის ტკივილები მაქვს . - ნორმალურია, თქვენ ხომ თავი დაარტყით, გამაყუჩებელს გაგიკეთებთ, რა გადაწყვიტეთ ? - დღესვე წავალ . - დედამ გაბრაზებული თვალებით გამომხედა მაგრამ იცოდა ჩემთან კამათს რომ აზრი არ ჰქონდა. ექთანი გავიდა, დებილივით ვუყურებდი კარებს და საკუთარ თავთან არ ვაღიარებდი ვის ველოდებოდი . - დედა , ემილი სადაა? - ემილი, ყავაზე ჩავიდა ალბათ მალე მოვა. კარები გაიღო, გიჟივით შემოვარდა და ჩამეხუტა. - ვიცოდი რო გაღვიძებული დამხვდეობოდი ვიცოდი. - კაი ხო დამშვიდდი - ხელები ისე მაგრად მოვხვიე თითქოს ბოლოჯერ ვეხუტებოდი ჩემდა უნებურად ტირილი დავიწყე , დედა კი ორივეს ერთად შემოგვეხვია. - ჩემი გოგონები თქვენს გარეშე რა მეშველებოდა. - მოკვდებოდი. - უთხრა ემილიმ და სამივემ სიცილი დავიწყეთ . - კარგით ქალბატონებო წავალ საბუთებს მოვაწესრიგებ და წავედით სახლში- დედა პალატიდან გავიდა. - მერიემ , ისევ მოვიდა შენთან წერილი სახელი არ აწერია , ვერ მოასწარი მაგაზე მოყოლა გისმენ ვინ არის ? - არ ვიცი უბრალო წერილია და არ ვიცი რას ცდილობს ავტორი, ან ვინ არის. - ცოტა საშიშია. - არცისე , სად არის მომეცი .- ისე მაინტერესებდა ლამის ჩემი დის ყველა ჯიბეში ჩავყავი ხელი რომ უცებ მეპოვნა. - აიღე , მე გავალ წაიკითხე. - წერილი მომცა და გავიდა. ისევ ისეთი წერილი გარედან მხოლოდ ერთი განსხვავებით მერიემს გვერდით პატარა გული ჰქონდა მიხატული, სულმოუთქმელაად გავხსენი წერილი და კითხვა დავიწყე: გამარჯობა საყვარელო კარგად ხარ იმედია, გავიგე რომ წაიქეცი ნუთუ ისევ ისეთი ცელქი ხარ , ყველაფერი კარგად იქნება , როგორ მაინტერესებს ვინ არის ის იდიოტი ვისთან ერთადაც იყავი როგორ ვერ შეძლო შენი დაცვა, მინდა რომ საათობით გესაუბრო მაგრამ არ მაქვს საშუალება მხოლოდ ღამით თუ შემიძლია შენს სახლს შორიდან ჩავუარო, მიყვარხარ მალე გამოჯამრთელდი. -იდიოტი - წამოვიყვირე ხმამაღლა და წერილი გადავაგდე, გამაღიზიანა იმ ფაქტმა რომ ვერ ვხვდებოდი ვინ იყო , ცოტატი შემეშინდა კიდეც რაც საერთოდ არ მახასიათებს ხოლმე. ოთახში ემილი შემოვარდა. -ყველაფერი კარგადაა? - კი უბრალოდ ეს ვიღაც ნერვებს მიშლის. - რა წერია ? - დაივიწყე, დედა სადაა?- გადავტანე თემა - ექიმს ელაპარაკება. ჩემი ფიქრები ისევ უცნობს ეკუთვნოდა, ის არ მაძლევდა უფლებას ჩემი თავიდან გამეშვა, ვფიქრობდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანი რომელიც მეთამაშება არ მინოდა ჩემი თავის დაპატრონების უფლება მიმეცა მაგრამ ვერ ვწყვეტდი მასზე ფიქრს ვგრძნობდი რომ კარგად მიცნობდა მაგრამ ამით მისი პოვნა გამიჭირდებოდა რადგან ყოველთვის გადაშლილი წიგნივით ვიყავი და არასდროს ვმალავდი საკუთარ თავს, სახლის შეცვლამ სრულიად სხვა გამხადა ჩემი თვისებები გრძნობები ერთ ადგილას გამოვკეტე და ამ ქალაქში სხვა ადამიანად ჩამოვედი, ბევრმა არ იცის ჩემი დღევანდელი სახლი სად არის მაგრამა არც ისეთმა იცის ვინმემ რომ მსგავსი რამ თავში მოსვლოდა, მთელი ჩემი წარსული , შეცდომებით , უბედურებით თუ ბედნიერებით იქ დარჩა სადაც არასდროს დავბრუნდები. - წავედით. - თქვა დედამ ფიქრებში გართულს ვერც კი შევამჩნიე დედა როდის შემოვიდა, ჩავიცვი მოვწესრიგდი და უკვე წასასვლელად მომზადებულები ემილი მოდის და ყურში ჩუმად მეუბნება: - მგონი თომასი მოვიდა. - მერე რა ? ან რა არის ამაში საჩურჩულო- გაბრაზებულმა შევუღრინე ისე იქცეოდნენ თითქოს ვიღაც განსაკუთრებული იყო ჩემთვის, - მე არ მომწონს თომასი და არც მას მოვწონვარ - მივამატე გაბრაზებული ხმით. - ვიცით, წამოდი გავიდეთ. პალატიდან გასვლისას თვალი შევავლე თეთრ ოთახს რომელშიც ხუთი დღე გავატარე და მხოლოდ ორი საათი დამამახსოვრდა ცხოვრებაში პირველად ვნახე ესეთი მშვიდი ოთახი და თან მწუხარებით აღსავსე ვინ იცის რამდენი ადამიანის გამოჯამრტელების ან დაღუპვის მომსწრეა ეს კედლები, კარები მოვიხურე და გასასვლელისკენ განვაგრძე გზა , გარშემო ვიყურებოდი და როცა გზას გავაყოლე თვალი დავინახე თომასი, სრულიად განსხვავებულ ფორმაში სპორტულად ქუჩის სტილზე ჩაცმული, გაკვირვებული ვუყურებდი თითქოს აღარაფერი აღარ იყო მასში ისეთი გამაღიზიანებელი როგორც ადრე ჩვეულებრივ ბიჭს ჰგავრდა, არაფრით გამორჩეული მხოლოდ ნაცრისფერი მოელვარე თვალები რომლის დანახვისას კი მიჩნდებოდა სურვილი მხოლოდ მისთვის მეყურებინა , ჩემსკენ გამოემართა. - მის ბლექ- ეშმაკურად დაიღიმა - დაიწყო ისევ. - ვთქვი ცინიკურად დაგვერძე ჩავუარე, გამომეკიდა გვერდში ამომიდგა. - მე მოულოდნელად ველოდი შენ გამოფხიზლებას შენ კი ისიც არ გინდა გადამკოცნო? უპასუხოდ დავტოვე, ის კი ჩუმად მომეპარა და ლოყაზე მაკოცა , ისე იქცეოდა როგორც პატარა ბავშვი და თითქოს მომწონდა კიდეც სრულიად განსხვავებული რომ იყო ან შეიძლება სულ ესეთი იყო და უბრალოდ მე ვერ ვამჩნევდი, საავადმყოფოდან გამოვედით და ემილის მანქანისკენ გავეშურე . -მის ბლექ თქვენ ჩემთან ჯდებით. - რატომ ? - მაღლიდან მოვიდა ბრძანება.- მიყურებდა და სულ იღიმოდა. - კარგი. - გავიღიმე არადა საერთოდ არ მომწონს მისი იუმორი. ჩავჯექი თომასის მანქანაში ისეთი მყუდრო იყო, საერთოდ არ გავდა ჩვენ ''ჯართს'' მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავედით, დაახლოებით პირველი ხუთი წუთი ჩუმად ვისხედით და ბოლოს შეძლო ხმის ამოღება. - თავი კიდევ გტკივა ? ან რა გითხრეს? - ყველაფერი კარგადაა, ის მითხრეს რო ხუთი დღე არ მომშორებიხარ რატომ ? - ვერ ვხვდები რას მეკითხები ? როგორ თუ რატომ ? ვნერვიულობდი შენზე. - თომასს მე შენ არც კი გიცნობ, მხოლოდ დედაშენს ვიცნობ შენ კი ჩემ ოჯახს. - არაუშავს გაგიცნობ. - არ მინდა უმადურივით გამომივიდეს უბრალოდ მართლა ვერ მივხვდი. - ნუ ნერვიულობ, არც მიფიქრია რომ უმადური ხარ მესმის შენი ალბათ მეც მსგავსი რეაქცია მექნებოდა. - არ მჯერა უბრალოდ კეთილი ადამიანების. - არ ვარ უბრალოდ კეთილი. -მაშინ უბრალოდ შეგეცოდე- არაფრით არ ვანებებდი თავს ბრაზდებოდა და ეს მე კიდევ უფრო მომწონდა მასში . - არა, არ არის ეგრე -მითხრა დამარცვლით და გაბრაზებული ტონით. - მაშინ მითხარი რატომ ? გინდა დამაჯერო რომ შესაძლებელია უცხოადამიანმა სრულიად უცხო ადამიანს ხუთი დღე უდარაჯოს არაფრის გულისთვის ? -უბრალოდ შემეშინდა რომ დამეკარგა ადამიანი რომლის დანახვის დროსაც გული მიჩქარდება დამეკარგა იმის შანსი რომ უკეთ გამეცანი . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.