შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იძულებითი ქორწინება (12)


22-02-2017, 00:17
ავტორი pandukela
ნანახია 3 455

ღამე ჩახუტებულებს გვეძინა. ერთ ლოგინში მე საქორწინო კაბის მაგივრად აქ ამოტანილი ჯონკუკის მიერ შერჩეული შავი შარვალი და კრემიფერი ჯემპრი მეცვა.
დილას მზის ხივებმა გამაღვიძეს. ჯონკუკი ლოგინში არ იწვა, ამიტომ საბან შემოპარებული ავდექი და დიდ ფანჯარასთან დავდექი. ამ დილას სეულის ხედი ისევ ულამაზესი იყო, რადიკალურად განსხვავებული გუშინდელისგან, ნათელი და მზის სხვებით სავსე. აქ ისეთი სიჩუმეა, სიწყნარე, მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა ისმის, მიუხედავად იმისა რომ ჯერ სექტემბერია, 2 სექტემბერი აქ მაინც გრილა, და ახლა მივხვდი რატო წამომიღო ჯონკუკმა ეს ჯემპრი.
-დილამშვიდობისა- გაისმა ოთახში უკნიდან მისი ახალგაღვიძებული ხმა და მთელ ტანზე ჭანჭველებმა გაირბინეს მომენტალურად.
-დილამშვიდობისა- გაუღიმე და მისკენ მივტრიალდი. მან ხელში ჭიქით ყავა მომაწოდა, მეც გამოვართვი და ცხელი ყავა მოვსვი. ჯონკუკი ღიმილიანი სახით მიყურებდა მერე მომიახლოვდა და სწრაფად ჩამეხუტა.
-ჯადოქარი ხარ მინ სუ-მიყვარს როცა ასე მეძახის.
-რატომ?- მის მკლავებში განაბული ვკითხე
-მომაჯადოვე ისე რომ შენს გარდა ვერაფერზე ვფიქრობ-ისევ იმავე ტონალობაში მიპასუხა
-ვა მართლა, ყოჩაღ მე! თვით „ბაბნიკი“ ჯონკუკი ცხოვრებისკენ შემოვაბრუნე.- ისევ სიცილით ვუთხარ. მან გამიღიმა მისი საოცარი გიმილით და ცოტა დაიხარა.
-ჯონკუკ..- სახე ავარიდე მას ცოტათი
-რა იყო?- გაკვირვებით მკითხა მან.
-მოდი ყველაფერი დავამთავროთ რა..
-რა?
-მოდი ყველაფერი დავამთავროთ და როცა მარტო მე და შენ ვიქნებით, მერე დავტკბეთ ამ ყველაფრით. მინდა ისე იყოს რომ შენთან რომ ვარ არ ვფიქრობდე სხვა არაფერემ, არც სეულზე არც მშობლებზე და იმ იბუდურებებზე რაც იქ ხდება. მოდი ყველაფერი დავასრულოთ და მერე ვიყოთ ის ვინც ჩვენ ვინდა ვიყოთ. მერე ვიყოთ ერთმანეთის. მეშინია რომ სტიმულს დავკარგად ამ ყველაფრის დამთავრებისას, იმიტომ რომ შენს ხელში ვიცი ბედნიერი ვიქნები და აღარ დამაინტერესებს არაფერი. ამიტომ მოდი ჯერ დავამთავროთ კარგი?- ჯონკუკი მიყურებდა, ხმას არ იღებდა, სახეზე გამომეტყველება არ ქონდა, შემეშინდა, ნერვიულობისგან ხელების კანკალი დამეწყო. ჭიქა მაგიდაზე დავდე რომ არ დამვარდნოდა
-მართალი ხარ- რამოდენიმე წუთში თქვა და ეს წუთები ჩემთვის საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. -ჯობია დავამთავროთ და მერე ვაკეთოთ ის რაც გვინდა. - ღრმად ამოისუნთქა და ოთახის გასასვლელისკენ წავიდა. მე შიგნიდან ვიწვოდი.
-ჯონკუკ- გავეკიდე მას და მკლავზე ხელის მოკიდებით შემოვატრიალე.-თუ არ გინდა არ ვქნათ ასე, არ მინდა რომ გეწყინოს
-არა, ჰეილი მართალი ხარ, მინდა რომ მხოლოდ შენზე ვფიქრობდე და შენ ჩემზე. - მან ჩემი სახე ხელებში მოიქცია -მიდი დალიე ყავა ვისაუზმოთ და წავიდეთ აქიდან - ისევ გამიღიმა და დავწყნარდი ის მომიახლოვდა შუბლზე მაკოცა და ქვემოთ ჩავიდა.
მალევე წამოვედით იქიდან. მე სახლში მიმიყვანა ჯონკუკმა. ჭიშკრის წინ ერთი საათი ვეხუტებოდით ერთმანეთს რომ მშობლებს დაენახათ, მაგრამ ამაზე მეტად ჩვენ უფრო გვინდოდა ჩახუტება, თავი მის მკერდში მქონდა ჩამალული და მის სურნელს ღრმად ვისუნთქავდი.
-წავედი გამიშვი- ვუთხარი ჩუად მას და ხელები უფრო მივხვიე.
-არა არ გაგიშვებ- წუწუნით მითხრა და აქეთ იქით გამაქანა პატარა ბავშვივით.
-ჯონკუკ დღეს ისედაც შენთან ერთად ვიქნები, და არა მარტო დღეს, ცოტა ხნით წიგნებს წამოვიღებს და წამოვალ, თან მშობლებსაც დაველაპარაკები- გაგუდული ხმით ვეუბნები იმიტო რომ მართლა გაგუდული ვარ არ მაძლევს უფლებას ამოვისუნთქო ნორმალურად, მაგრამ მომწონს.
-კარგი მიდი, საღამოს გნახავ.- დააყოლა და მომშორდა. მე შევედი ეზოში და ხელი ისე დავუქნიე რომ არც შევბუნებულვარ.
სახლში შევედი და კარში პირდაპირ ესმე „შემეფეთა“.
-მის ჰეილი- შემომეხვია ცემზე დაბალი მოხუცი ქალი.-როგორ ვინერვიულე რომ იცოდეთ.
-გამარჯობა ესმე, როგორ ხარ ჩემს გარეშე აქ ?
-საშინლად - ჩურჩულით მითხრა მან. მე გამეცინა. ესმეს არაერთხელ აქვს ნათქვამი რომ ამ სახლში მხოლოდ ჩემს გამო რჩება და სულ იძახის რომ მოცა გათხოვდები მეც წავალ ამ სახლიდანო.
-ესმე შეგიძლია ჩემი წამლები ჩაალაგო? მინდა ჯონკუკთან წავიღო.- ისევ გაუღიმე მას და მანაც თავი დამიკრა და გავიდა.
-შუადღე მშვიდობისა,- მივესალმე ოჯახის წევრებს და ოდნავ წელში მოვიხარე.
-გამარჯობა- მკვახედ მომესალმა დედაჩემიც, მარა კაია თუ მოსალმების ღირსად მაინც მთვლის.
-გამარჯობა შვილო- მამაც იქ იყო რათქმაუნდა გაზეთით ხელში.
-წიგნების წასაღებად მოვედი, მერე ისევ ჯონკუკთან მივდივარ.-ისევ დავუკარი თავი და ოთახში ასვლა დავაპირე რპმ
-ჰეილი, მინდა გითხრა რომ ისე ქენით შენდა ჯონკუკმა რომ ქორწილის დღეს კაბაში ჩაგატიო, კორსეტიანი კაბა გექნება და არ მინდა შვილი გაგიჭყლიტო მუცელში. -ჩვეულებრივად თქვა დედაჩემმა. მთლიანად დამეჭიმა სხეული, მუშტები შევკარი რომ თავი დამეჭირა, და თმით არ მეთრია.
-არ ინერვიულო, ყველას არ აწუხებს ისეთი აზრები როგორიც შენ-მეც იგივე ცინიკური ტოით ვუთხარი.
-თქვენი შექმნილი პრობლემენი ძვლივს მოვაგვარეთ ორმა ოჯახმა- დაიკვეხმა მან -არ ვიცოდი იქ სასიყვარულო სცენას თუ მოაწყობდით.
-არც მე ვიცოდი თორემ გაგაფრთხილებდი-არც მე დავუთმე მას
-შემდეგში გაითვალისწინე რომ ჯერ კიდევ არისტოკრატიული ოჯახიდან ხარ- ტონს არ ცვლიდა.
-შევეცდები, მადლობა რჩევისთვის- გაბრაზებისგან წითელი ოთახში ავვარდი სანამ ჩემი თავის კონტროლი შემეძლო. ერთი დღე არ მინახავს მხოლოდ და უკვე მივხვი რა გაძლება მქონია ამას რომ უძლებდი, 19 წელი, ვსო მე აქ დავამთავრე, ეს ქალი ჩემგან ვერაფერს ვერ მიიღებს.
ოთახში მაგიდაზე წერილები დამხვდა. ერთ- ერთი უნივერსიტეტიდან იყო. გავხსენი და ფურცელზე მოცემულ ინფორმაციას დავხედე. ზედ გამოცდების თარიღები ეწერა. ფურცელი ჩანთაში ჩვდევი სხვა წიგნებთან ერთად და კიბეზე დავეშვი. სახლიდან სანამ გავიდოდი ბონსუს ნახვა მინდოდა რამდენი ხანია არ მინახავს. წვეულებაზეც არ გამოჩენილა. მანქანების სადგომზე ჩავედი რადგან სახლში ვერ ვნახე , მაგრამ არც იქ იყო. ყველანი სახლში არიან და ბონსუ სად გაქრა?. გადავწყვიტე სამზარეულოში შევსულიყავი, ესმე თავისთვის ღიღინით სტაფილოს ჭრიდა. მე ერთი ავაცალე და ბართან მაღალ სკამზე ჩამოვჯექი
-ვერ მოიშალე ხო სტაპილოს კვნეტა კურდღელივით- გამიღიმა მან და კიდევ ერთი მომაწოდა.
-ესმე, ბონსუ არ გინახავ?- პირდაპირ ვკითხე, ესმე ჩაფიქრდა მერე თავი უარის ნიშნად გააქნია.
-ჰანსოლს ვხედავ მარამ ბონსუ არ მინახავს, ახლა დავფიქრდი არც გუშინ ყოფილა სახში.-მე უკვე დავიძაბე. ბონსუს სხვა სახლი არ აქვს. როცა სოფლიდან ჩამოვიდა პირდაპირ ჩვენთან დაიწყო მუშაობაც და ცხოვრებაც.
-უცნაურია სად უნდა იყოს?
-არ ვიცი მის ჰეილი, შეიძლება რამე დავალებაზეა, ხო იცი ქალბატონი მედუზა უშვებს ხოლმე- მე და ესმე დედაჩემს ქალბატონ მედუზად ვეძახოდით ბავშვობიდან, იმიტომ რომ სულ იშხამებოდა და ბოროტი თვალებით უყურებდა ყველას.
-შეიძლება- ღიმილით ვუპასუხე.
-როდის მიდიხარ?-ესმემ სახე დაღვრემილმა მკითხა
-ჯონკუკს ველოდები უნდა მომაკითხოს, თან შემოვა, მშობლებს უნდა მივესალმოო დაიჩემა.-მე კი ვიცი რატომაც დაიჩემა, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა.
-მოვიდეს, თან აი ნახე რა კარგ რაღაცეებს ვამზადებ შეგიძლიათ მიირთვათ-სიხარულით გადაავლო ესმემ ხელი მის გაკეთებულ საჭმელს.
-დიდი სიამოვნებით, მაგრამ აქ იმათთან ერთად ჭამას არ ვაპირებ
-კარგი აი აქ სამზარეულოში გაგიშლით- არც ესმე ჩამეძია, მაგიტომ მიყვარს ეს ქალი ზედმეტს არაფერს იკითხავს.
-მადლობა.- გაუღიმე ბარს მოვუარე და უკნიდან ჩავეხუტე მას- ისე მომენატე.
-მეც ჩემო პატარა, ამ სამსახურს რომ დავტოვებ უფრო ხშირად შემოგივლი სანახავად და შენც გამომიარე.- მუცელზე შემოხვაულ ხელზე დამისვა მისი თბილი თითები და სტაპილოს ფცქვნა განაგრძო. მეც ასე ჩახუტებული ვაკვირდებოდი მის მოძრაობას. ესმე ყველაზე მეტად მიყვარს. ის რომ არა ალბათ გავაფრენდი. დედაჩემი ვერასდროს დადგება მასთან ახლოს, ესმე ჩემი ერთადერთი დედა, არაბიოლოგიური, მაგრამ დედა.
ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა და მოსამსახურე გოგონას ჯონკუკი შემოყვა. ჯერ სერიოზული სახით, მაგრამ ასე ესმეზე ჩახუტებული რომ დამინახა გაეღიმა და პირდაპირ სამზარეულოში შემოვიდა. მე შევეშვი ესმეს და ჯონკუკისკენ წავედი. მან ცალი ხელი წელზე შემიცურა და ლოყაზე მაკოცა.
-როგორ ხარ?- ჩუმად მკითხა
-კარგად შენ?- მეც მასე ვკითხე.
-კარგად.
-გამარჯობა- მერე დასჭექა ხმამაღლა და თავის დახრით ესმესკენ წავიდა.
-გამარჯობა შვილო, დაჯექი მოდი მშიერები იქნებით და გაჭმევთ- როგორც ყოველთვის თბილად მიესალმა ესმე და ღიმილიც არ დანანებია.
-კი ახლავე ოღონდ ჯერ მისტერ და მისის ჩანებს მივესალმები.-მე გადმომხედა მან და ოთახიდან გავედით. ოთახში შესვლამდე ხელი ჩამკიდა, ერთი კიდევ ჩამხედა თვალებში და შევედით.
მამა მდივანზე იჯდა და გაზეთს კითხულობდა როგორც ყოველთვის, ასევე დაბალ ოთხკუთხედ ჭიქაში ვისკი ესხა. დედაც იქვე იჯდა და პლანშეტში იქექებოდა. ჩვენს შესვლაზე კი ორივემ თავი აწია.
-გამარჯობა-თავი დახარა ჯონკუკმა და თავაზიანად გაიღიმა.
-გამრჯობა, ჯონკუკ, ჰეილის მოაკითხე?-დედაჩემმა მისი ბოროტი ხმა არც ჯონკუკისთვის დაკარგა
-დიახ, მითხრა წინები მაქვს წამოსაღებიო და მოვიყვანე.- არც ჯონკუკი ჩამორჩა, ისე ლაპარაკობდა თითქოს უკვე მისი ცოლი ვიყავი
-წაიყვანე, მზად არის უკვე- ოხ როგორ „გავპუტავდი“. ჯონკუკს ხელი მოვუჭირე რომ დავმშვიდებულიყავი მანაც გადმომხედა ამ ჟესტზე და ცერა თითის დასმით ჩემ დამშვიდებას შეეცადა.
-იქნებ გესადილათ ჯერ- მამაჩემი მაინც არის ამ სახლში დადებითი, მაგრამ მაგან მომატყუა და შემიყვანა შეცდემაში, მაგ ვითომ საყვარელი ადამიანის უკან იმალება ის მკვლელი.
-დიახ უკვე დაგვპატიჟეს- გაუღიმა ჯონკუკმა
-კარგით მაშინ მიდით თორე ესმე გაბრაზდება- ესმე მანამ იყო ამ სახში სანამ დედაჩემს მოიყვანდა მამაჩემი, ამიტომ ის არის სახლის დიასახლისი, მიუხედავად იმისა რომ დედამ რამოდენიმეჯერ ძლიერ იჩხუბა და ითხოვდა მის გაგდებას, მამამ ამის ნება მკაცრად არ მისცა.
-მადლობა, ბედნიერ დღეს გისურვებთ- ისევ დაუკრა თავი ჯონკუკმა და გამოვედით ოთახიდა.
-ხედავ რა საზიზღარია-ჩურჩულით გავედით სამზარეულოში- მზად არის უკვე-დავაჯავრე დედაჩემი სასაცილო ხმით, რამაც ჯონკუკსაც შეუცვალა ხასიათი.
-არაუშვას ცოტახანში ბოდიშ გთხოვს და შენც ჯინაზე არ აპატიებ-ჩამი სახე ხელელებში მოიქცია მან და შუბლზე მაკოცა.
-დიახაც მასე იქნება - შევეცადე რაც შეიძლება მყარად მეთქვა ეს სიტყვები, რადგან ჯონკუკის თბილი ყუჩების გამო მთელს სხეულში ჭიანჭველები დარბოდნენ.
-ეხლა წამო მშია- დაწუწუნა ჯონკუკმა და სამზარეულოში შევედით.
ესმეს უგემრიელესმა საჭმელმა მარტივად შემოცვალა ხასიათი. ცოტა ხანი კიდე დავრჩით ესმეს ვესაუბრეთ. უკვე გასვლას ვაპირებდით, როცა კარებში ბონსუ შეგვხვდა. აშკარად მორბოდა, ხშირად სუნთქავდა და თან ანერვიულული სახე ჰქონდა და მე რო დამინახა სულ დაიშალა.
-გამარჯონა ბონსუ- მივესალმე ღიმილით
-გამარჯობა... მის ჰეილი -ძვლივს დამარცვლა და უკან მდგარ ჯონკუკს გახედა, რომელიც ჩემს წიგნებს მოათრევდა.
-როგორ ხარ? რადენი ხანია არ გამოჩენილხარ
-ვიცი- სწრაპად მიპასუხა, ისე თითქოს ამით თავს იმართლებდა -არც ეხლა მცალია მის ჰეილი უკაცრავად -ეს მომაყარა და კარებში შევიდა, არც გამოუხედავს ისე შევიდა მთავარ ოთახში. მე კი არ ვიცი რა მოხდა, ცხოვრებაში არ უთქვამს ბონკუკს ჩემთვის არ მცალიაო.... პირველად დატოვა ჩემი კითხვა უპასუხოთ. რაღაც ცუდი ხდება და თან ძალიან ცუდი.
-წავედით?- ჯონკუკმა გამომაფხიზლა მე უბრალოდ თავი დავუქნიე.
მთელი გზა ჩუმად ვიჯექით. რამე რომ ეკითხა არც საღ აზრზე არ ვიყავი რომ მეპასუხა, გული რაღაც ძალიან ცუდს მიგრძნობს. სახლში ავედით მე წიგნები გამოვართვი ჯონკუკს და ოთახში ავედი. ხო გადავწყვიტეთ რომ მე სტუმრების ოთახში დავიძინო, სანამ ეს ყველაფერი დამთავრდება.
გამოცდები 10 ში მეწყება და 15-მდე გრძელდება მიბმულად 5 საგანში, ამიტომ თავი უნდა „დავაკლა“. ასეც ვიქცეოდი დღეიდან დავიწყე მეცადინეობა. სახში მისულმა შხაპი გადავივლე და პირდაპირ შეუდექი მეცადინეობას. თავიდან ძლივს ამოვიგდე ბონსუს ეს საქციელი და მათემატიკური ამოცანების გამოყვანა დავიწყე. ისე გავიდა რომოდენიმე საათი ვერც შევამჩნიე, საათს რომ შევხედე ღამის 3 საათი იყო. წიგნები დავხურე და დაბლა ჩავედი წყლის დასალევად. მშიოდა მაგრამ რას შევჭამდი ამ ღამე. მხოლოდ წამლები დავლიე და წყალი მივაყოლე. უკანა გზაზე ჯონკუკის ოთახიდან სიცილის ხმა მომესმა. გავჩერდი და ყური მივადე ოთახის კარს. არ მომესმა ვიღაც გულიანად კისკისებდა. ერთი ჩავისუნთქე და დაუკაკუნებლად შევაღე კარი.
საკუთარი თავის შემრცხვა, უკვე ისეთი ეჭვიანი გავხდი რომ გოგოს და ბიჭის ხმასაც ვერ ვარჩევ. ოთახში ტეჰიონი, ნამჯუნი, ჯიმინი და ჯონკუკი დამხვდა. ოთხივე პულტებით ხელში თამაშობდნენ ვიდეო თამაშებს, კარი რომ გავაღე კი ყველამ ერთდროულად გამომხედა.
-გაგაღვიძეთ? -გაკვირვებლმა იკითხა ჯონკუკმა
-არა, წყლის დსალევად გავიღვიძე - მორცხვად გაუღიმე და არ ვიცოდი სად დავმალულიყავი.
-მოდი შემოგვიერთდი არ გინდა?-დამპატიჟა ჯიმინმა.
-არა, მადლობა ხელს არ შეგიშლით- ისევ გავუღიმე და კარები გამოვუკეტე.
გული ისე სწრაფად მიცემდა რომ არ ვიცოდი რა მექნა. ღრმად ჩავისუნთქე და ოთახში შევვარდი. რამოდენიმე წამში ჯონკუკიც შემომყვა
-კარგად ხარ?- ხელები მხრებზე დამადო და თვალებში ჩამხედა
-კი, უბრალოდ... არ ვიცი რა მემართება- ნერვიულობისგან სიტყვებს ვერ ვაბამდი.
-რა გემართება?- მასაც ეშმაკურად ეღიმებოდა
-უბრალოდ ჯიმინის სიცილი ისე გავდა გოგოს სიცილს... და მეგონა იქვე მოვკვდებოდი -სახეზე ავიფარე ხელები.
-ჩემი სულელი - ჩამეხუტა ის-ვერ მიხვდი რომ შენს გარდა აღარავიან არ მინდა პატარა ქალბატონო?
-კარგი წადი ნუ მაწვალებ, და მეგობრებსაც ნუ ტოვებ მარტო- თითქმის გავაგდო ოთახიდან
-როცა დავქორწინდებით არანაირი მეგობრები გვიან ღამით, გპირდები- ეშმაკური გამოხედვით მივხვდი რასაც გულისხმოდა
-ღმერთო, გარყვნილო გაეთრიე აქედან - ახლა ნამდვილად გავაგდე ჯონკუკი და კარი მივუხუე.
კიდევ 2 დღე ისე გავიდა საჭმელს მხოლოდ ოთახში მვირთმევდი. წიგნებიდან თავს ვერ ვიღებდი, ხან როდის მეძინა ხან როდის. ჯონკუკი ძალია ნერვიულობდა მაგრამ მე სულ ასე ვარ ამიტომ არც არაფერი გამჭირვებია. კიდევ ერთ წიგნი გადავდე გვერდთ საათს შევდედე 1 საათი იყო. ოთახიიდან ჩუმად გამოვიპარე და ჯონკუკის კარსაც ჩუმად ჩაუარე რომ არ გამოეღვიძებინა. ის ის იყო კიბეებზე უნდა ჩავსულიყავი რომ ტეჰიონის ლაპარაკი მომესმა
-.... დამიჯერე ჯონკუკ, ნამდვილად ექნება ისეთი რამ რაც გამოგვადგება.
-არა, ტეჰიონ, მე ვთქვი არა და ვსო, მას ვერ გავრევ ამ ამბებში, ხო ხედავ ერთი მკვლელობის შესახებ რომ გაიგო რა დაემართა. არა ვერ მივთხოვ რომ მისის მშობლებს წინააღმდეგ სამხილების ძებნაში დამეხმაროს.
-რატომაც არა?- კობეებზე ჩამოვედი და მეც მივუახლოვდი მკივანს.
-შენ არ გძინავს?- ჯონკუკი დაიშალა ბრინჯივით.
-არა, და კიდევ კარგი რომ არ მძინავ. ხომ იცით რომ ჩემზე კარგად ჩემი სახლის საქმეები არავინ იცის.
-არა ჰეილი ვერ გაგრევ ამ საქმეში არ შემიძლია.
-ვიცი რომ არ შეგიძლია მაგრამ უნდა შეძლო. მე უკვე ჩავერიე. სხვათაშორის მე თვითონ ვაპირებდი თქმას
-რის თქმას?
-რის და დედაჩემის წინააღმდეგ საბუთებს უკვე 2 წელია ვაგროვებ. ძირითადად მხოლოდ არალეგალური დაბანდებები და მაქინაციები მაქვს. მაგრამ ყველა მათგანისთვის დამამტკიცებელი საბუთიც მაქვს. ყველა საბუთი სახლში მაქვს ჩემს კარადაში, ჩემით ამოჭრილ უჯრაში, რაც იმას ნიშნავს რომ დედა მას ვერ მიაგნებს.-მათ სახეებზე შეუძლებელია არ გაგცინებოდა, ისე მიყურებდნენ თითქოს რაღაც საოცრება ნახეს. აშკარად არცერთი არ აპირებდა რამის თქმას ამიტომ ისევ მე განვაგრძე.- ხო რა იყო, თქვენ მართლა ანგელოზი გგონივართ. დედაჩემის სეიფის პაროლი დიდი ხნის წინ გავიგე და შიიგადაშიგ ქსეროქსის მანქანასთან ვმუშაობდი ღამ-ღამობით.- გამეღიმა ამის გახსენებაზე - სიმართლე გითხრათ ჯონკუკი რომ არ გამოჩენილიყო 20 წლის ასაკში გაპარვას ვაპირებდი.( კორეაში სრულწლოვანი 20 წლის ასაკში ხდები) ამისთვის 5 მილიონი დოლარიც კი მაქვს გადადებული ნაღდ ფულზე. მათი შეგროვებაც ერთი ამბავი იყო.- ისევ გავუღმე და ველოდებოდი როდის გამოვიდოდნენ შოკდან.
-ჯონკუკ?- ტეჰიონმა ისე ჩაილაპარაკა თვალიც არ მოუშორებია
-ხო?- ასევე გასცა პასუხი ჯონკუკმაც
-შემშურდა, მეც მინდა ასეთი ცოლი.
-იოცნებე- ჯონკუკი მაინც არ მაშორებდა თვალს. მერე მოვიდა და ისე მაგრად ჩამიკრა გულში ვეღარ ვსუნთქავდით.
-როდის შეძლებ მაგ საბუთების მოტანას?
-ხვალ შემიძლია მოვიტანო
-ძალინ კარგი -ტაში შემოკრა ტეჰიონმა და ისევ მიუბრუნდა ლეპტოპს. -მხოლოდ მაქინაციები გვაკლდა მშვენიერია- კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი ნათქვამი.
მასეც მოხდა. საღამოს წავედი სახლში რომ წამომეღო საბუთები. უკვე ბნელოდა 9 საათი სრულდებოდა. სუაც სახლში იყო ამიტომ დიდი ხანი დავრჩი. უკვე 11 საათი სრულდებოდა როცა წამოსვლა დავაპირე, მაგრამ ჯონკუკი არ პასუხობდა ტელეფონზე. მერე ტეჰიონს დაირეკე მაგრამ არც ის. მომიწია გავჩერებულიყავი სახლში სანამ რომელიმე არ დამიკავშირდებოდა. ასეც მოხდა უკვე 12 საათი ხდებოდა როცა ჯონკუკმა დარეკა
-ჰეილი საყვრაელო დღეს მანდ დარჩი კარგი?- მისი სუქვა აჩქარებული იყო.
-კარგი, მაგრამ რა მოხდა?- ნერვიულობიგან ხელების კანკალი დამეწყო.
-მერე გეტყვი ახლა არ მცალია, ყველაფერი კარგადა, არ ინერვიულო კარგი?
-როგორ არ ვინერვიულო ჯონკუკ
-გთხოვ, ჰეილი არ ინერვიულო და ეგ მაინც არ დამიტოვო დაარდად
-კარგი, მაგრამ იცოდე დამირეკე მაშნვე როცა გათავისუფლდბი.
-კარგი დაგირეკავ
-იცოდე ღამეც რომ იყოს მაინც, რომ გამაღვიძო მაინც
-კარგი, კარგი.-დავითანხმე ძვლივს და გავუთიშე ტელეფონი. ღმერთმა იცის რა მოხდა იმედია ყველაფერი კარგადაა. დღეს ძილი არ მიწერია. ყველანი გავაფრთხილე რომ დღეს სახლში ვრჩებოდი და ოთახში შევიკეტე. წინ და უკან დავდიოდი ნერვიულობისგან ძალიან დავუღალე. ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა უკვე გვიანი იყო ასე 3 საათი იქნებოდა.
ზარის ხმამ გამომაღვიძა, ტელეფონს ავტომატურად ვუპასუხე და თან ლოგინიდან წამოვხტი
-გაგაღვიძე?-ჯონკუკის მშვიდი ხმის გაგონებაზე დავმშვიდდი.
-არაუშავს, კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?
-კინაღამ ინფაქტი მივიღე ნერვიულობით- გაბრაზებული ხმით ვუთხარი მას.
-სად ხარ?-თემას თავი აარიდა მან
-სახლში სად უნდა ვიყო?
-მაშინ მოემზადე 10 წუთში გამოგივლი.
-რომელი საათია საერთოდ- საათს დავხედე დილიდ 7 საათი არ იყო შესრულბული.
-თუ დარჩენა გინდა მოგვიიანებით მოგაკითხავ.
-არა მოდი, წამიყვანე აქიდან, ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ამიტომ მზად ვარ.
-კარგი მაშინ 10 წუთში გნახავ.
-კარგი მიდი.
ტელეფონი გავთიშე და პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. ჩემს სააბაზანოში ჩემი ნივთები აღებული იყო, ამიტომ ქვემოთ მომიწია ჩასვლა.ოთახიდან გავიპარე და კიბეებისკენ წავედი როცა დავინახე როგორ შევიდა შავებში ჩაცმული მაღალი სხეული დედაჩემის კაბინეტში. გავშეშდი, ცივმა ოფლმა დამასხა, არ ვიცი რა ვქნა, ამ დროს არავის არ ეღვიძება. ცოტა ხანი ფიქრის შემდეგ კიბეები ბოლომდე ჩავიარე და კარს მივუახლოვდი.ხელში კედელთან პატარა ყუთში ჩაწყობილი, ბუხრის რკინა ავიღე და კარებისკენ წავედი. კარები ოდნავ ღია იყო, და ყველაფერი ჩანდა. ჯერ მხოლოდ შავებში ჩაცმული პიროვნება დავინახე, ნაცნობი ფორმები ქონდა, სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ თითქოს მეცნობოდა. ის იყო უნდა მეყვირა და ოთახში შევარდნილიყავი რომ ოთახში დედაჩემი გამოჩნდა. ტანზე აბრეშუმის თხელი ხალათი ეცვა, თმა გაშლილი იყო და შავებში ჩაცმულს უახლოვდებოდა. გამოვშტერდი ამას ნამდვილად არ ველოდი, ხოლო მერე რაც მოხდა მითუმეტეს. დედა შავებში ჩაცმულთან მივიდა კავიუშონი გადახადა და აკოცა, ტუჩებში აკოცა, არც მეორემ დააყოვნა და ხელები მოხვია წელზე. მერე კი მზის შუქი შემოიჭრა ოთახში და შავებში ჩაცმული ბიჭი, რომელიც დედაჩემს კოცნიდა თვალებს ვერ უჯერებდი.. ეს... ეს.....
ხელიდან შანდალი გამივარდა, რამელმაც მეტლახზე დაცემისას დიდი ხმა გამოსცა, ოთახში მყოფებმა მე გამომხედეს, მერე ძლიერი სისუსტე ვიგრძენი, ტკივილი მკერდის არეში, მერე დავეცი ცივ იატაკზე და სანამ გავითიშებოდი, მილიონი აზრი მიტრიალებდა თავში და ყველა მათგანში იყო სცენა სადაც ბონსუ დედაჩემს კოცნიდა. ეს ბონსუ იყო, ჩხვე ბონსუ. ჩემი პირადი დაცვა ბონსუ...
*******
ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ ეს თავი ძვლივს დავამთავრე. მინდა გითხრათ რომ შემდეგ თავში ყველაფერი გაიხსნება და დავამთავრებ მოთხრობას, ამიტომ ცოტა დიდი დრო დამჭირდება დასაწერად. შემდეგი თავი ბოლო იქნება და კიდევ ერთი თავი დაემატება როგორც ჰეფი ენდი <3 საყვარლობებით და ყველაფრით მათ შორის იქნება 18+ მარა ვისაც არ გინდათ არ წაიკითხოთ ^^ გამოყოფილი იქნება ცალკე. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ <3 ასევე გამიზიარეთ თქვენი აზრები. ბოდიში მას ვინც ბონსუზე დიდ იმედებს ამყარებდა 



№1 სტუმარი mariami

მაგრიააა <3 აღარ დააგვიოანოოო ველი შემდეგს <3

 


№2 სტუმარი lile

აუუ იმედია ძაან ძაან არ დააგვიანებ.. წარმატებები...

 


№3  offline წევრი mia15

velodebi shemdeg tavs.male dade.

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ველოდები შემდეგ თავს საყვარელო.კარგი თავი იყო,მაგრამ ბონსუზე დამწყდა გული
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი nini :)

არადა რამის ვიფიქრე ბონსუ მართლა ჰეილის მხარეს იყო, თურმე რამის შევცდიიი, არადა რა კარგად ექცეოდა ჰეილის, მაგრამ ჯონკუკზე ვგიჟდებიიი, ისეთი მაგარი პერსონაჟიაააა, მიყვარს მე ეს წყვილიიიი, იმედია ყველაფერს გამოასწორებენ ჰეილი და ჯონჯუკი❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი მარიეტა.

ბერმივხვდი ის სცენა რასაჭირო იყო რაც ჯონკუკის დაბ.დღეზე გაითამაშეს თუ მაინც ერთად უნდა ყოფილიყვნენ და მშობლების თვალწინ ხვევნა კოცნა გაემართათ.თანაც ქორწილი მაინც იქნებაო.ეს ყბელაფერი ხომ ქორწილის ჩასაშლელად გააკეთეს.ცოტა არიყოს ამ თავმა დამაბნია.მაგრამ ჯონკუკი და ჰეილი შეუდარებელი წყვილია.ვგიჟდები მაგათზე,როგორი საყვარლები არიან.გული მწყდება მხოლოდ ერთი თავი და დამთავრდება?ძალიან მონდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო.

 


№7  offline წევრი ucnobi_18

ააუუ მალეეე დადე შემდეგიი თორე გავაფრეენნ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent