ნინი and დამიანე (XIII ნაწილი)
დილა გათენდა რაღაც საოცარი. თვალი, რომ გავახილე და ფანჯრიდან დავინახე, როგორ მოფარფატებდნენ ციდან ქათქათა ფიფქები მაშინვე წამოვხტი, პატარა ბავშვივით მიხაროდა და საოცრად კარგ ხასიათზე ვიყავი. ტანსაცმელი ჩავიცვი, აივნიდან თოვლი ავიღე და ავთოსთან შევიპარე ოთახში. შიშველ ზურგზე დავაყარე და ყვირილი მოვრთე, საწოლიდან გიჟივით წამოხტა, ისეთი სახე ჰქონდა ცოტაც და ყურებიდან ბოლს გამოუშვებდა. სიცილით ვკვდებოდი მისი სახის ყურებისას, ამიტომ ოთახიდან გამოვექეცი, რომ იქვე არ მივეკალი ამ გადარეულს. თოვლი, წვიმისა და მზის შემდეგ ერთადერთი ამინდია, რომელიც ძალიან მიყვარს. ბავშვობაში მაბრუნებს და მახსენებს, როგორი ცელქი და მოუსვენარი ვიყავი. ნუ არც ახლა ვარ ნაკლები მაგრამ ის ყველაზე ტკბილი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ტელეფონს ვიღებ და დამიანეს ნომერს ვკრეფ, რამდენიმე ზარის შემდეგ მპასუხობს, კი არ მპასუხობს ღმუის. სერიოზულ ხმას ვიჭერ და საუბარს ვიწყებ. -ბატონო დამიანე, სამსახურში არ დაგაგვიანდეთ. -ვაიმე ნინი..._გაბრაზებული მეუბნება. -კარგით ხელს აღარ შეგიშლით, შეხვედრამდე ბატონო დამიანე._სიცილით გავუთიშე და ტელეფონი ჯიბეში დავაბრუნე. უფ აი ასე უნდა დილით გაღვიძება, მაგრამ ვიცი როგორღაც მაინც წამკბენს. ცოტახანს ვფიქრდები, შემდეგ კი იმ ბავშვის მოსახატი ჭერი მახსენდება, აი მიზეზიც, რომ თვით ბატონს ავარიდო თავი. ოთახიდან ბედნიერი ღიმილით გავდივარ და ბავშვების მხიარულებას ვუერთდები. გიჟებივით დარბიან სახლში, მათ შორის ავთოც. გადაირია ეს ბიჭი სულ, გარეთ გუნდაობდნენ და გორაობდნენ თოვლში. მეც გავედი, მაგრამ ფარეხისაკენ ავიღე გეზი. -ავთო, იცოდე ნაკაწრი, რომ ჰქონდეს მაგ თოვლში ჩაგმალავ. -არ გავკარებივარ._ხელები ასწია უდანაშაულობის ნიშნად. ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს ისე წკრიალებს, ჩემი ბიბინა მანქანა. ჩავჯექი და დავქოქე, ჯერ ეს ამინდი ხომ საოცარია და ახლა ჩემი ბმვ-ს ხმა ხომ სულ გასაგიჟებელია. მატორი გავახურე და მანქანა ეზოში გავიყვანე. ხო რაც შეეხება მანქანას ბიძამ მაჩუქა 18-ის, რომ გავხდი. ზამთარში, სანამ ბატონი ავთო არ შეამოწმებს საბურავებს და არ გამოცდის მანამ არ მაკარებს მანქანას. ჩემი საწყალი ბმვ ვინ იცის რაებს უკეთებს. გადავედი, გუნდა გავაკეთე და ავთოს პირდაპირ სახეში გავუქანე, შემდეგ გავიქეცი და სახლში შევირბინე. ჩემი ნივთები ავიღე და მანქანაში ჩავჯექი. სწრაფად დავძარი და ეზოდან გავედი, გეზი პირდაპირ სამსახურისაკენ ავიღე, გზაში ყავა ვიყიდე და მივაღწიე როგორც იქნა. მანქანა შენობასთან გავაჩერე, ყველაფერი ავიღე რაც მჭირდებოდა, გადავედი და შევედი შენობაში. ლიფტიდან, რომ გამოვედი დავინახე საბა უკვე თავის მაგიდასთან იჯდა და სლაიდებს აწყობდა, ჩუმად მივეპარე და წინ ყავა დავუდგი, გაეცინა და ჩემკენ მობრუნდა. -ქალბატონო ნინი, გმადლობთ ყავისთვის. -მე ხო თქვენი მაცოცხლებელი ვარ ბატონო საბა, ამიტომ არაფრის._გავუღიმე და ლოყაზე ვუჩქმიტე. -ნიინ, დღეს მოგიწევს ჭერის მოხატვა. -კი ვიცი, რომ დღეს უნდა მოვხატო._ტუჩები გავბუსხე, გაეღიმა და ახლა მან მიჩქმიტა ლოყაზე. ჩემ ოთახში შევედი, 12-მდე ყველაფერი დავამთავრე ჩანთა ავიღე და უნივერსიტეტში წავედი. დამიანე არ შემხვედრია ჯერ, მაგრამ ჰა ვინ გაცდის მანქანასთან შემეჩეხა, ძილი არეყო აშკარად და უფრო მესიამოვნა, რომ გავაღვიძე. ჩემი სატრფოსკენ მივდიოდი, მანქანას ვგულისხმობ, როცა დამიძახა. გაბადრული სახით მივუბრუნდი და მივაშტერდი. -წამო გაგიყვან. -არ მინდა თავად მივხედავ თავს. -წამო შეგცივდება, თოვს ისევ. -დამიჯერე არ შემცივდება._გვერდით ჩავუარე, მის დასანახად გავაღე მანქანა, გავუღიმე და ჩემი ადგილი დავიკავე, გაკვირვებული მიყურებდა მე კი ამის გამო უფრო კარგ ხასიათზე ვდგებოდი. ფაქტია, რომ მისი ნერვების მოშლა ძალიან მსიამოვნებს. დავქოქე, კიდევ ერთხელ გავუღიმე და სწრაფად მოვშორდი იქაურობას. გოგოები ვნახე, სანამ ლექცია დაიწყებოდა ვიჭორავეთ შემდეგ კი მთლიანად გადავეშვით ლექციაში და კონსპექტების ფურცვლაში. ლექციები, რომ დაგვიმთავრდა გოგოებს დავემშვიდობე და საღებავების მაღაზიაში წავედი, ყველაფერი ვიყიდე რაც მჭირდებოდა, შემდეგ სახლში გავიარე და სხვა ტანსაცმელი წავიღე გამოსაცვლელად. საბამ მისამართი მომწერა, მეც მივედი, ბიჭის ოთახი მოვძებნე და საქმეს შევუდექი. კიბეზე ავედი და ჭერის შეღებვა დავიწყე, თან ყურსასმენები მეკეთა და სიმღერებს ვუსმენდი. ისე შევყევი ვერც მივხვდი როგორ დაღამდა, სადღაც ნახევარ საათში სულ დავამთავრე. საღებავებით დასვრილ ტანსაცმელზე მოვიცვი ქურთუკი და სახლიდან გავედი. მანქანაში ჩავჯექი და სახლში წავედი, ნახევარი გზა არ მქონდა გავლილი, რომ პოლიციამ გამაჩერა. არა რა უნდათ? ხო მივდიოდი ჩემთვის მშვიდად სახლში. მინა ჩავწიე, მართვისა და მანქანის მოწმობა გავამზადე, ოფიცერი, რომ გამოჩნდა პირდაპირ მივაწოდე სანამ რამეს მეტყოდა. -რამე დავარღვიე?_გაბრაზებულმა ავხედე. -არა გოგონა არაფერი. -კარგით, შეიძლება წავიდე? -სად გეჩქარებათ? -იცით ჯერ სამსახურში ვიყავი, შემდეგ უნივერსიტეტში და მერე ჭერი მოვხატე, რომელსაც 7 საათი მოვანდომე ასე, რომ თუ არაფერი დამირღვევია საბუთები დამიბრუნეთ._იდგა და ჩემი ნერვების მოსაშლელად ამოწმებდა რაღაცას. მობილურმა დარეკა, მარიამის სახელი ამოვიკითხე და ვუპასუხე. -გისმენ მარიამ. -სად ხარ? -სახლში მივდიოდი და ერთ-ერთ ოფიცერს ჩემი გაჩერება მოეხალისა. -რამე დაარღვიე? -უბრალოდ ჩემი ნერვების მოშლა უნდა არა და რა კარგ ხასიათზე ვიყავი._ამოვიხვნეშე და იმ ბიჭს გავხედე, მიყურებდა და დებილივით მიღიმოდა. -ეგენი ჯანნრთელად არიან? -ვაიმე ბიჭებს არ გააგებინო გოგო, თუ არ გააგებინე უკვე. -ბოდიში დამიანემ გაიგო. -საღოლ რა შენი ძმაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის._ვუთხარი ნაწყენი ხმით. -ჩუმად მისმენდა. -კაი ხო, მერე დაგირეკავ სახლამდე თუ მივაღწევ. -კარგი ჭკვიანად. ჩვენ კლუბში მივდივართ და მაგის თქმა მინდოდა. -არ მაქვს ეხლა თავი, ძაან დავიღალე. სხვა დროს იყოს, ხვალამდე._დავემშვიდობე და გავუთიშე. ის ტიპი ისევ მიღიმოდა, დებილია რა ვქნა? ბოლოს მივხვდი, რომ ჩხუბი არ გაჭრიდა ამიტომ, საზურგეს მივეყრდენი და ღიმილით ავხედე. -კაი რახან აქ დგომა გეხალისება არაა პრობლება, მე არსად მეჩქარება._მუსიკები ჩავრთე მაღალ ხმაზე და გულზე ხელები გადავიჯვარედინე. ჩემ სტიქიაში ვიყავი და თან ვისვენებდი, მუსიკა განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. მანქანის ხმა მესმის, ჩერდება, ვიღაც გადმოდის და არ ვიცი რა ხდება. მე ყურადღებას არ ვაქცევ, სავარძლიდან მობილურს ვიღებ და ისევ ჩემ ადგილს ვუბრუნდები. დამიანე ჩნდება უცებ და იმ ტიპს ესაუბრება, რამდენიმე წუთში საბუთებს მაწვდის და მიდის. დამიანე სახურავს ეყრდნობა და მიღიმის. -რისთვის გაგაჩერეს? -გეკითხა მერე იმათთვის._გაღიზიანებული ვპასუხობ. -ცუდად ხარ? -უბრალოდ ძალიან დავიღალე და იმ ტიპის ყურება სულაც არ მსიამოვნებდა. -სად იყავი დღეს მთელი დღე? -სხვა დროს ვილაპარაკოთ, მადლობა და უნდა წავიდე თორემ მოვკვდები ეხლა. -შენთან მიდიხარ? -კი. -კაი, არაფტის და კარგად._მინა ავწიე და ადგილს მოვწყდი. სახლის კარი გავაღე თუ არა ფეხსაცმელი იქვე გავიხადე, დანარჩენი ტანსაცმელიც მივაყოლე და აბაზანაში შევედი. თბილმა წყალმა ისევ გამაბედნიერა, ერთი საათის შემდეგ მოთენთილმა დავტოვე აბაზანა და ჩემს ლეიბს დავუბრუნდი. გამახსენდა, რომ მთელი დღე არაფერი მქონდა ნაჭამი, მაგრამ ისე ვიყავი დაღლილი არაფრის თავი არ მქონდა, გვერდი ვიცვალე და დავიძინე. ტელეფონის ზარმა საშინლად, რომ შემაწუხა წამოვჯექი და ნომერს დავხედე, დამიანე იყო თან ღამის 4 საათზე. -გისმენ. -ნინი დამეხმარე. -რა გჭირს? -ცუდად ვარ. -სად ხარ მითხარი._მისამართი მითხრა, განერვიულებული წამოვხტი, კაპიშონიანი ზედა გადავიცვი და შარვალი ამოვიცვი, ნახევრად მშრალი თმა ისევე დავიტოვე როგორც იყო და სახლიდან გავვარდი. მანქანა დავქოქე და დანიშნულების ადგილას მივედი. ჩაბნელებულ ქუჩაში ტროტუარზე იყო ჩამომჯდარი, მასთან მივირბინე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და როცა მისი დასისხლიანებული სახე დავინახე ადგილზე გავქვავდი. -დამიანე რა მოგივიდა? კარგად ხარ?_ძლივს ვუთხარი. -რახან შენ აქ ხარ უკვე კარგად ვარ._გამიღიმა. -მოდი დაგეხმარები._ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე, მანქანაში ჩავსვი და ღვედი შევუკარი, საჭესთან დავიკავე ადგილი და ჩემთან წავედით. სიარულში ვეხმარებოდი, სახლში შევედით, დივანზე ჩამოვსვი და საჭირო ნივთების მოსატანად გავიქეცი აბაზანაში. უკან დავბრუნდი, მის წინ ჩავიმუხლე და ჭრილობების დამუშავება დავიწყე. რა შარიანია რა, ყველა შარში ამან როგორ უნდა გაყოს თავი?! თან ინტერესით ვკვდები, მაგრამ ეს უფრო შიშია, შემეშინდა იმის გამო, რომ რამე არ მოსვლოდა. გონს მისმა ხმამაღალმა გინებამ მომიყვანა, შევკრთი და ხელი მის სახეს მოვაშორე. -შეგაშინე? -არაუშავს._ხელს ლოყაზე მადებს და ცერა თითს ნაზად მისვამს. -მტკივა. -მაჩვენე._ხელი პერანგზე მივადე და ღილები გავუხსენი. სხეულიდან ფრთხილად მოვაშორე და ზურგზე არსებულ ჭრილობას დავაკვირდი. -ვის ეჩხუბე ადამიანო?!_გაბრაზებულმა ვუთხარი. -ისეთს არავის, ვიღაც გოგოს ეჩხუბებოდნენ. -ოჰ და შენც გმირი გახდი ხო? რაღაც ვერსად ვერ დავინახე ის გოგო. -გაბრაზებული ხარ? -კი თან ძალიან. -ჩემზე ინერვიულე? -შენ წარმოიდგინე და კი. -და რატომ? -სატანა უფროსი და ჩემი მეგობრის ძმა ხარ, ხო და კიდევ ადამიანი. -მეტი არაფერი? -რის მოსმენას ელოდები? პასუხი ხომ ისედაც იცი. -ვიცი, რომ ხშირად გიშლი ნერვებს. -კაი, მაცადე ცოტახანს, არ მინდა ჩემი სიმპათიური უფროსი დავკარგო._სიცილით ვუთხარი და ჭრილობის დამუშავება დავიწყე. როდესაც მოვრჩი ყველაფერი ავალაგე და გვერდით მივუჯექი. -გტკივა? -კი ცოტა. -წამალს მოგიტან და გაგივლის. -არ მინდა წამალი უბრალოდ შენ ჩამეხუტე._გამეღიმა, უფრო მივუახლოვდი და ჩავეხუტე. ხელები ძლიერად მომხვია და თავზე მაკოცა. -წამოდი დავწვეთ._თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, თავისით წამოდგა ფეხზე, ჩემ სამფლობელომდე მივედით. -ჭრილობის მხარეს არ დაწვე._გამიღიმა და მეორე მხარეს დაწვა. გვერდით მივუწექი, წელზე ხელი მომხვია და სხეულზე ამიკრა, შუბლზე მაკოცა და ჩემ კიდერში ჩარგო თავი. თმაზე ვეთამაშებოდი, მშვიდად ჩაეძინა და მე მასთან ერთად გადავეშვი სიზმრების სამეფოში. დილით, რომ გავიღვიძე დამიანე იქ არ იყო, მეგონა წავიდა მაგრამ სამზარეულოდან გამოსულ შუქს, რომ მოვკარი თვალი წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. იქ მოფუსფუსე დამიანე, რომ დავინახე გამეღიმა და გული გამითბა, კარს მივეყრდენი და ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას. მიხვდა იქ, რომ ვიყავი და გაღიმებული მომიბრუნდა. -ასე ძაან გსიამოვნებს ჩემი ყურება? -ვფიქრობ, იქნებ უკვე მჭირდება კაცი ოჯახში და გაკვირდები იქნებ შენ გამომადგე. -ოჰ ქალბატონო ნინი, თქვენ მხოლოდ ისურვეთ. -თუ მოვინდომე დამიჯერე, რომ ჩემ გარდა ვერავისთან იქნები. ასეთი სატანა ვარ. -ლამაზი და საყვარელი სატანა. -ჩემი სიმპათიური უფროსი._ლოყაზე მაკოცა, დილით ვისაუზმეთ, ჭრილობაც არ სტკიოდა ძალიან, მაგრამ თავიდან დავუმუშავე და სახვევი შევუცვალე. მისაღებში ვისხედით და ყავას ვსვამდით თაიგულები, რომ დაინახა. -ესენი ვისგან? -ერთი ჯაბამ მომიტანა და მეორე არ ვიცი უცხო ვიღაცისგანაა. -წერილი? -კი წერილი თაიგულთან დევს._წერილი ამოიღო, რომ წაიკითხა ფერი შეეცვალა და ნერვიულად დაიწყო ოთახში სიარული. წამოვდექი, ხელი მხარზე მივადე და გავაჩერე. გაცოფებული იყო, რის ან ვის გამო არ ვიცი. -რა ხდება? იცი ვინ გამომიგზავნა? -ჩემმა მტერმა._ძარღვები დაეჭიმა კისერზე და ხელები მომხვია. -მაგრამ, მე რა შუაში ვარ? -იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ. ბოლოს, რომ ვნახე დამემუქრა: „მაშინ დავბრუნდები, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანი გამოჩნება შენს ცხოვრებაში, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებ!“ -ანუ ის ჩემთვის აპირებს ზიანის მოყენებას, რომ შენ გატკინოს. -კი, მაგრამ არ შეგეშინდეს. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ დამიჯერე. მენდობი? -საკუთარ თავზე მეტად. -მაშინ არ შეგეშინდეს, ოღონთ თუ საჭირო იქნება ყოველ წამს მომწერ სად ხარ და რას აკეთებ? გასაგებია? -შენ თუ არ მკითხავ არ მოგწერ. -ჩემი სულელი გოგო.-თავზე მაკოცა, გულში ჩამიკრა და ისევ მაკოცა. ამ წამს არაფრის მეშინოდა, რადგან ის მყავდა გვერდით, ვენდობოდი და ვიცოდი, რომ არავის მისცემდა უფლებას ჩემთვის რამე დაეშავებინა. ამ საუბრის შემდეგ დამიანე სახლში წავიყვანე, რომ გამოეცვალა და მერე ერთად წავედით სამსახურში. *** ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ. დააფიქსირეთ საკუთარი აზრი აუცილებლად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.