შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავს დავიხსნიდი ამ სატანჯველი ცხოვრებიდან (5 თავი)


22-02-2017, 17:07
ავტორი Niioo
ნანახია 1 504

კარები გამოვაღე თუ არა შევეჩეხე სიკვდილივით შავ თვალებს, ადრე თუ ეს თვალები ციმციმებდნენ ახლა საშინლად ჩაწითლებული და სევდიანი ჩანდნენ, ოღონდ მარტო თვალები არ გამოიყურებოდა ცუდად მთლიანად ბექა არ უნდა ყოფილიყო სახარბიელ მდგობარეობაში ტუჩი გახეთქილი ჰქონდა, ცხვირიდან სისხლი სდიოდა, მუცელზე და ლავიწზე რამოდენიმე ჭრილობა ჰქონდა. ჩემს ოთახლში შევიყვანე და საწოლზე დავაწვინე, მადლობა ღმერთს ყველა საჭირო ნივთი ხელთ მქონდა და ჭრილობების დამუშავება არ გამრთულებია, საჭიროპროცედურების ჩატარების შემდეგ ბექას ჩაეძინა და მეც პუFში მივესვენე. საკმაოდ გადაღლილი ვიყავი ემოციურად, ამ დროს როგორც ყოველთვის მეძინება ხოლმე, არც ეს შემთხვევა ყოფილა გამონაკლისი და უგონოდ გავითიშე. ისევ განწირული ვკივი და ვითხოვ შველას, მაგრამ არავინ არსად არ ჩანს ვერავინ ვერ ეხმარება ჩემს ოჯახს მათ შორის ვერც მე. კივილს არ ვწყვეტ ვიცი რომ არავინ არ მოვა მაგრამ მაინც ვკივი, უეცრად ბოხმა და ნაცნობმა ბარიტონმა გაიჟღერა
-ნასიააა ანასტასია
- ხოო რა მოხდა რა გაბღავლებს ნახევრად მძინარემ ამოვიბუტბუტე
-რა რა მაბღავლებს ნორმალური თუ ხარ, ბოლო ხმაზე კიოდი მიშველეთ დამეხმარეთო და კიდე მე რა დამემართა ხო?
ძალიან გნერვიულებული ჩანდა ასეთი არასდროს არ მინახავს
-ხო კაი კაი. შენ რატომ ადექი დაჭრილი ხარ.
-ბოლო ხმაზე ყვიროდი თქო ხო გითხარი?
ახლა უფრო დამშვიდებული ჰქონდა ხმა
-კაი მიდი დაწექი რა?
უხმოდ დამემორჩილა დაწვა და საწოლზე ხელი დაარტყა იმის ნიშნად რომ მეც მის გვერდზე დავწოლილიყავი მეც პატარა ბავშვივით დავყევი მის ნებას და მივუწექი გვერდით
-ნასო არ მეტყვი რა გესიზმრა?
ისეთი თვალებით შემომხედა დაუფიქრებლად დავიწყე ლაპარაკი
- ჩემი ოჯახი მესიზმრა,
ცოტა ხნის პაუზის შემდეგ გავნაგრძე
-ზუსტად ავარიის მომენტი მესიზმრება ხოლმე, ხოლმე რა ყოველ ღამით, თითქოს მეც იქ ვარ ვხედავ როგორ კვდებიან და ვერაფერს ვაკეთებ.
ცრემლები ვერ შევიკავე ბოლო ხმაზე ავტირდი და ბექას მივეკარი მკერდზე.
-ჩშ ნასი ნუ ტირი
ხმადაბლა ჩურჩულებდა და თმებზე მეფერებოდა.
-კაი ხო დავწყნარდი. შენ რა დაგემართა? იჩხუბე
-აუ ნასი ძალიან ჩახლართული ამბავია ვერ გაიგებ რა, თავს ნუ დაიღლი დაიძინე.
ისე მეძინებოდა რომ ბექამ წინადადება დაამთავრა თუ არა იმწამსვეგავითიშე.
დილით მაღვიძარა რეკავს საბნიდან გამოვაძვრინე ხელი და მაღვიძარას დავარტყი, ძილის შებრუნება გადავწყვიტე თუმცა მალევე ამომიტივტივდა გუშინდელი საღამო და მომენტალურად ვჭყიტე თვალები, ირგვლივ მიმოვიხედე მაგრამ ბექა ვერსად შევნიშნე, შეშინებულმა ვტაცე ტელეფონს ხელი და ზარი განვახორციელე
-ალო
ძილისგან დაბოხებული ხმით ამოიბრუტუნა, მგონი გავაღვიძე
-ბექა ნასია ვარ როდის წახვედი? რატომ არ გამაღვიძე? როგორ ხარ? ჭრილობები გტკივა? ოოოო რატომ წახვედი!
ყველაფერი ერთმანეთს მივაყარე და ბოლოს მძიმეთ ამოვისუნთქე.
ბექას ხარხარის ხმა რომ გავიგე უფრო გავბრაზდი და გავიბუსხე ისე რა საყვარელი ხმა აქვს ,ოოო რაზე ვფიქრობ
-კაი რა ნას რა დაგემართა? მშვენივრად ვგრძნობ თავს ერთ ორ დღეში ჭრილობებიც გამიქრება , მერე კიდე ვიჩხუბებ თუ დამჭრიან ისევ შენთან მოვალ და მიმკურნალებ.
-შენთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია ხო?
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ.
-კაი ეხლა შენ ის მითხარი ბავშვებთან ერთად რატომ არ ხარ?
-მეძინება
ესღა მითხრა და გამითიშა , დარეკვას ვაპირებდი ვიფიქრე გავლანძღავთქო მაგრამ იას ხმამ გადამაფიქრებია.
-ანასტასიაა ჩამოვედიიიიი
მეც მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და ქვემოდ ჩავფრინდი თუმცა მისაღებში რომ შევედი ვინანე ჩემი გადაწყვეტილება. ოთახში სამი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა, მათ დანახვაზე პომიდორივით გავწითლდი რასაც ერთერთის ხარხარი მოყვა , ახლა სირცხვილის მაგივრად სიბრაზეს ვგრძნობდი მზად ვიყავი თავი გამეხია მისთვის მაგრამ იას გამო უკან დავიხიე და ოთახში ავედი.
ამჯერად მოწესრიგებული დავბრუნდი მისაღებში და ზრდილობიანად მივესალმე ბიჭებს. იამ ისინი გამაცნო თურმე მისი ბიზნეს პარტნიორები ყოფილან, ხელშეკრულების დასადებად ჩამოსულან საქართველოში შაბათს კი რაღაც საღამოა სადაც მეც ვარ დაპატიჟებული , ეს ამბავი დიდად არ გამხარებია მაგრამ დავთანხმდი.
ხვალ მე და ია შოპინგზე მივდივართ კაბები უნდა ვიყიდოთ, აი ეს კი ნამდვილად მიხარია მიყვარს შოპინგი , ხვალ დილით ადრე გავალთ სახლიდან და უქამდე არ დავბრუნდებით სანამ სასურველ ნივთებს არ შევიძენთ.

სანამ მაღვიძარა დარეკავს იქამდე მეღვიძება, ყოველგვარი ზლაზვნის გარეშე წამოვხტი საწოლიდან და შევირბინე სააბაზანოში , შხაპიც შუსტრად მივიღე მალევე გამოვტანტალდი იქიდან და კარადის წინ დავერჭვე, შავი ჯინსის შარვალი და თეტრი მაისური ჩავიცვი ფეხზე კი კეტები მოვირგე.

მე და იამ მთელი დღე მაღაზიებში გავატარეთ მაგრემ ჩემი მოსწონი ვერაფერი ვიპოვნეთ, ბოლოს ნერვებ მოშლილმა თეთრი ტანზე გამოყვანილი კაბა ვიყიდე რომელსაც ზურგი არ ჰქონდა.
ახლა გაბრაზებული დავბოდიალობ სახლში და სვალინდელ საღამოზე ვფიქრობ. უფფფ მგონი ხვალ ყველაზე ცუდი კაბა მე მეცმევა. ნერვებ მოშლილი ჩემს ოთახლში შევედი და დაძინება ვცადე, მთელი ორი საათი ვიწრიალე ბოლოს კი ჩამეძინა.
დილით დილით არა გამთენიოს გამეღვიძა, ძვლივს წამოვიზლაზნე საწოლიდან და სააბაზანოსკენ გავწიე, ცხელმა შხაპმა გამომაღვიძა და მხნეობა შემმატა.
სააბაზანოდან რომ გამოვედი საწოლზე დიდი თეთრი ყუთი იდო, მას ნელა მივუახლოვდი და თავი მოვხადე .
ვაიმე რა ლამაზია, სისხლივით წითელი კოჭებამდე კაბა დევს მარჯვენა ფეხთან მთელ სიგრძეზე ჩახსნილია. გახარებული ქვემოდ ჩავრბივარ და იას ვეხვევი , თუმცა ვშფოთდები მის გაკვირვებულ მზერას რომ ვაწყდები
- რამე მოხდა ნასი
-არაფერი კაბისთვის მადლობა მინდოდა გადამეხადა.
გაკვირვებული და დამორცხვებული ვსაუბრობ
-რა კაბა?
არა ნაკლებ გაკვირვებული მეკითხება
-საწოლზე რომ დამიტოვე
-მე არაფერი დამიტოვებია
-მოიცა აბა ვინ დატოვა
-არ ვიცი. წამო აბა მაჩვენე.
ბოლო ფრაზა გამხიარულებულმა თქვა და კიბეების კენ გაემართ
-რამე წერილი ხომ არ იდო?
-არაფერი მარტო ყუთს ეწერა "ჩემს ფისოსო "


მოვიდა მომზადების დროს, ტანზე მოვირგე "უცნობის" ნაჩუქარი კაბა , დეკოლტის გამო გადავწყვიტე რომ თვლიანი ყელსაბამი გამეკეთებია , თმები კოსად ავიწიე ხოლო ფეხზე წითელი მაღლები ჩავიცვი და გავსწიე რესტორნის კენ.
მანქანა დიდი შენობის წინ გაჩერდა , ჯერ ია გადავიდა მანქანიდან შემდეგ მეც გადავყევი, ყველაფერი ძალიან ოფიციალურად არის მოწყობილი. რესტორნის კარი ვიღაც კაცმა გაგვიღო შით რომ შევედით იქ მყოფთა ყურადღება მივიპყრეთ , აი ჩემი ყურადღება კი ერთმა აყლაყმა მიიპყრო , ამას აქ რა უნდა ? უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები და ჩემსკენ მომავალ მამაკაცს გავუღიმე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent