შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი ყვავილები, შენთვის -3-


23-02-2017, 00:13
ავტორი sofioz
ნანახია 1 504

თავი 3
*-*-*-*-*-*
იმაზე მაგარი მომენტი ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა, როცა გავიგე, რომ ნინია პატარა ნათლულს მაჩუქებდა, სულ რაღაც 8 თვეში.
გაბრწყინებული თვალებით დავდიოდი და ყველა ბავშვში, ნინიას პატარას წარმოვიდგენდი. ცოლ-ქმარიც გაგიჟებულები იყვნენ ამ ამბით. ორი წელი ელოდნენ და ახლა, ძალიან, ძალიან მალე, პატარას ჩაიხუტებდნენ გულში.
-ტასი, მალე მოხვალ? - სახლიდან ახალი გასული ვიყავი და მაღაზიაში ვაპირებდი შესვლას, როცა ნინიამ დარეკა.
-უკვე გზაში ვარ. - ერთი ამოიკრუტუნა და მივხვდი, რომ რაღაც უნდოდა.
-გეხვეწები, რამე მჟავე ამომიტანე რა, ან ძალიან, ძალიან ტკბილი. - ამაზე გამეცინა, რაზეც საყვადურიც მივიღე, ერთგული მეგობრისაგან.
-ვერ ხარ რა, სად მჟავე და სად ძალიან ტკბილი. ჩამოყალიბდი. - სიცილით გავაქნიე თავი და მაღაზიაში შევედი.
-აუ, ვერ ვარჩევ. ორივე წამოიღე, მჟავეც და ტკბილიც. - ეს აქედანვე ასე იქცეოდა და მთელი 8 თვე რა გაუძლებდა, თუმცა ნათლულის გამო, რას არ აიტან ადამიანი.
-კარგი ჰო. ვნახავ რამე კარგს, შენ რომ მოგეწონება ისეთს. - უცბათ დამთანხმდა სიხარულით და ტელეფონი გათიშა.
მის საქციელზე ჩამეცინა და ტკბილეულობას ავუყევი.
მახსოვს, ნინია ჯერ კიდევ გასათხოვარი იყო და ორივეს ერთნაირად გვიქროდა თავში. საღამო იყო და ჩემთან რჩებოდა, რადგან ჩემი მშობლები დასასვენებლად იყვნენ კახეთში, რამდენიმე დღით, ხოლო ჩემი ძმა საცოლესთან ერთად ბათუმში ნებივრობდა.
ცხელი დღე იყო. ჩვენც დაღლილები მაღაზიაში შევედით, ცოტახანში კი, წყნარი მაღაზია, სადაც ბუზის გაფრენის ხმასაც კი გაიგებდით, ახმაურდა.
ამ ხმაურის მიზეზი რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით, მე და ნინია.
ფული ოხრად გვქონდა, ამიტომ მე ურიკაში ჩავხტი, ხოლო ჩემმა ერთგულმა მეგობარმა გააქანა და მაღაზიაში აქეთ-იქით სიარული დაიწყო.
ყველაფერს კალთაში ვიყრიდი, რისი ჭამაც შეიაზლებოდა. ყველა გაკვირვებული გვიყურებდა, მაგრამ ვის აინტერესებდა ეს?
მე თუ ნინიას?
რა თქმა უნდა, არცერთს!

*-*-*-*-*-*-*
-ნი, მე ვარ გააღე კარი. - ათასგვარი ტკბილეულით და მჟავეულობით ხელდამშვენებული ავედი ჩემს ნინიკოსთან.
-ვაიმე, როგორ მიყვარხარ. - კარის გაღებისთანავე შემომხვია ხელები და პარკბი გამომგლიჯა ხელიდან.
-შენი გამოსწორება არ იქნება, რა. - სიცილით გავაქნიე თავი და მისაღებში შევედი, სადაც დემეტრე, ლუკა და დიტო ისხდნენ. - გამარჯობა. - ყველა გადავკოცნე და ჩემი საყვარელი ადგილი დავიკავე.
-როგორ ხარ, ცოლის დავ? - დიტომ როგორ ყოველთვის, თბილად გამომხედა და დიდზე გამიღიმა.
-როგორ ვიქნები? დასასვენბლად მინდა წასვლა და მარტოს მეზარება, შენი ცოლი კიდევ, უშენოდ არ მომყვება არსად. - თვალები გადავატრიალე და ჩავიცინე.
-ბათუმი? - ზღვა დიდად არ მიზიდავდა, რადგან პატარაობაში ერთ უბედურ შემთხვევას შევესწარი.
ოჯახთან ერთად ვიყავი დასასვენებლად ბათუმში. დაახლოებით, 5-6 წლის ვიქნებოდი. კარგად არ მახსოვს, მაგრამ ბუნდოვნად მაინც მახსოვს, როგორ შეცურა ვიღაც გოგომ ზღვაში და როგორ შთანთქა რამდენიმე წამში, ზღვის ტალღებმა.
რა თქმა უნდა, ერთი ამბავი ატყდა. სწორედ იმ დღის შემდეგ შემჯავრდა ზღვა და სიმართლე გითხრათ, მისი გაგონებაც მძაბავდა, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩმს მეგობრებთან ერთად, ყველგან წავიდოდი და დავისვენებდი.
-იყოს ბათუმი, პრობლემა არაა. - მაშინვე შევნიშნე ნინიას და დიტოს გაკვირვბული მზერა, თუმცა არ შემიმჩნევია.
-დარწმუნებული ხარ? - უბრალოდ თავი დავუქნიე მეგობარს და შოკოლადის ფილა პატარა ნაწილებად დავტეხე.

*-*-*-*-*-*-*
იმ საღამოს მალევე დავიშალეთ. გადაწყდა, რომ ორ დღეში წავიდოდით ბათუმში და კარგ არდადეგებსაც მოვიწყობდით.
ერთადერთი რაც ახლა არ მომწონდა დემეტრე და მისი მზერა იყო.
რაღაცნაირად მაბნევდა ეს ბიჭი, მე კი დაბნეული ტაისია ნამდვილად არ მიყვარდა!
-ტას, მალე ჩამოდი რა. არ გვალოდინო დიდხანს. - უკვე ქვევით მელოდებოდნენ ბავშვები. მეც მალევე მოვკიდე ჩემს არც ისე დიდ ჩანთას ხელი და კარი გადავკეტე.
ის დღე გამახსენდა, როცა ჩემს მშობლებთან ერთად საბოლოოდ ვიყავი დასასვენებლად.
მახსოვს, გაბრაზებული ვიყავი და ყველა ლიფტით გავუშვი, მე კი ფეხით ჩავფრატუნდი ქვევით.
დედაჩემი და ჩემი ძმა დამცინოდნენ, ეგ უჟმური სახე არ გიშველის, მაინც უნდა წამოხვიდე გურიაშიო, რაც მართლა ძალიან არ მინდოდა, რადგან მე და ნინიას ზაფხულისთვის სულ სხვა გეგმები გვქონდა.
მაშინ, რომ მცოდნოდა, რომ ის ზაფხული საბოლოო იყო, რომელსაც ჩემს ოჯახთან და ოჯახის მეგობრებთან ერთად ვატარებდი, ნამდვილად არ მოვიქცეოდი ისე. გავჯიუტდებოდი და სულაც არ გავყვებოდი მათ იმ დაწყევლილ სოფელში.
იმ სოფელში სადაც ყველაფერი დაიწყო და იქვე დამთავრდა, თუმცა ჩემს გულში სამუდამოდ ჩაიბეჭდა.
-მალე ცოტა. - მზისგან გახურებულ მანქანაში ისხდნენ ბავშვები და მე მელოდებოდნენ.
-აქ ვერ ჩავეტევით ყველა. - სახე სასაცილოდ დავმანჭე და ნინიას შევხედე.
-ვიცით, ამიტომ შენ და დემეტრეს ერთად მოგიწევთ წამოსვლა. ხო.. - ხელი აწოა, რათა გავეჩუმებინე. - გასაჩივრებას არ ექვემდებარება. - თვალი ჩამიკრა და ზუსტად ამ დროს ეზოში დემეტრეს მანქანამაც შემოუხვია.
-წავედით? - მანქანიდან გადმოსვლაც არ იკადრა. ჩაწეული ფანჯრიდან გადმოიხედა და როცა თანხმობა მიიღო, მანქანა ისევ დაქოქა. - დიდხანს გელოდო? - მობეზრებულმა ჩაიფრუტუნა და თვალებში შემომხედა. თავი გავაქნიე და მალევე ჩავჯექი მის მანქანაში.
-ჩვენ წინ ვივლით და თქვენ უკან მოგვყევით. - დემეტრემ თქვა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.
თითქმის ნახევარი გზა გვქობდა გავლილი, მაგრამ ჯერ ერთმანეთისთვის ერთი სიტყვაც არ გვქონდა ნათქვამი.
-მართლა საინტერესო პიროვნება ხარ, ტაისია. - ჩემი სახელი ისევ ისე წარმოთქვა, როგორც პირველად და მეც მაშინვე დამეჭიმა მთელი სხეული.
-გთხოვ, ტაისია არა. უბრალოდ ტასი ან რაიმე სხვა, მაგრამ არა ტაისია. - თავი გავაქნიე უარის ნიშნად და გვერდზე შევატრიალე, რათა ცრემლიანი თვალები არ შეემჩნია.
ვიცი, მართლა ვიცი, რომ ძალიან ბავშვური იყო ეს ყველაფერი. ამ სახელზე ამხელა ყურადღების გამახვილება, მაგრამ მამაჩემის იყო.
მხოლოდ მამაჩემისთვის, მხოლოდ ირაკლისთვის ვიყავი ტაისია. დანარჩენებისთვის კი, უბრალოდ ტასი.
-აისი? - თვალებ მოჭუტულმა გამომხედა. თავიდან სერიოზული სახით შევხედე, მერე კი სიცილი ამიტყდა და კიდევ უფრო გადავიხარხარე, დემეტრეს გაბრაზებულ სახეს რომ წავაწყდი.
-რა აისი. აისი რა სახელია, ადამიანო? - სიცილს განვაგრძობდი. დემესაც გაუკრთა სახეზე ღიმილი, მაგრამ მალევე შეძლო დამალვა და ისევ სერიოზული სახით შემომხედა.
-რა არის სასაცილო, ვერ ვხვდები? - უბრალოდ მხრები ავიჩეჩე და ბუნებას გავხედე.
-ეს იგივეა, შენს შემოკლებულ სახელს ვინმემ პირველი და ბოლო ასო, რომ მოაკლოს და ემე დაგიძახოს. - ახსნა დავიწყე და ვიგრძენი, რომ მანქანა გაჩერდა.
-უბრალოდ განაგრძე საუბარი, რა. - თბილი თვალებით შემომხედა და დიდზე გამიღიმა.
-ვერ ხარ რა. დაძარი მანქანა და წადი. - შევუბღვირე, რაზეც თავი გადააქნია და წინ წავიდა.
-მოკლედ, დიდი ხანია გიყურებ და რაღაცის თქმა მინდა, თუმცა აქამდე შესაფერისი მომენტი ვერ შევარჩიე. ახლა ვხვდები, რომ დროა. თან მარტოები ვართ და მინდა გითხრა, რომ ძალიან მომწონხარ. - რაღაცის თქმა დავაპირე, თუმცა შემაწყვეტინა და ისევ განაგრძო. - ახლა მინდა, რომ ჩემი სათქმელი გითხრა, ამიტომ ნუ გამაწყვეტინებ.
თავიდან, რომ დაგინახე გამიხარდა. სერიოზულად გამიხარდა. რაღაც გარკვეული წარმოდგენა მქონდა შემზე, თუმცა მოლოდინს გადააჭარბე.
ოთახში შემოხვედი თუ არა, მაშინვე გამეღიმა. არ ჰგავდი სხვებს. არ დაიწყე რაღაც უაზრო სახის კერვა, მიუხედავად იმისა, რომ უცხო სასტავთან იყავი, მაინც ადვილად გამონახე საერთო ენა ჩვენთან.
მოკლედ, ბევრი ლაპარაკი არ მინდა რა. მომწონხარ და მინდა იცოდე, რომ მიხარია შენი დანახვა. მინდა იცოდე, რომ დიტოსთან მოსვლის წინ გული გამალებით მიცემს, რადგან ვიცი, რომ იქ შენ დამხვდები.
ახლა არაფერი არ მითხრა.
იფიქრე ჩემს სიტყვებზე და ზუსტად ვიცი, ყველაფერს კარგად მიხვდები.
ვიცი, სასაცილოა.
ვიცი, პატარა ბავშვივით ვლაპარაკობ, მაგრამ მომწონხარ და ჩემი გული ვეღარ იტევს ამდენს. - გაშტერებული ვიჯექი და დემეტრეს ვერცერთ სიტყვას ვერ ვიჯერებდი.
იმდნად მოულოდნელი იყო მისგან ეს ყველაფერი, რომ ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე.
მეც მომწონდა.
ისიც რაღაცნაირი იყო.
ყველასგან განსხვავებული.
თან ჰგავდა სხვებს და თან არა.
ვიცოდი, რომ ახლა პირს თუ დავაღებდი, რაიმე სისულელეს ვეტყოდი, ამიტომ გავჩუმდი და კვლავ ბუნების შესწავლა დავიწყე.
გარეგნულად მშვიდად გამოვიყურებოდი, თუმცა შიგნიდან რა ხდებოდა...
ეს მეთვითონაც არ ვიცოდი და ალბათ კიდევ დიდიხნის განმავლობაში ვერ მივხვხებოდი...


------------------------------
ესეც მესამე თავი!
ძალიან მაწყენინეთ, რადგან წინა თავზე ერთი კომენტარიც არ ყოფილა.
ამ კომენტარებზე არ ვარ დამოკიდებული, მაგრამ მაინც გულს უხარია, როცა ვიღაც შენს ნაშრომზე რაღაც კომენტარს აკეთებს. სტიმულს მაძლევს თქვენი ერთი სიტყვაც კი, ამიტომ გთხოვთ, ნუ დაგეზარებათ და გამოხატეთ თქვენი აზრი.
იქნებ საერთოდ არც ღირს ისტორიის გაგრძელება და ტყუილად ვკარგავ დროს ამის წერაში?
ძალიან გთხოვთ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი!
სიყვარულით, სოფიო! kissing_heart



№1 სტუმარი m-m

ძალიან მომწონს არ შეწყვიტო არავითარ შემთხვევაში წერა❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent