თეთრი ყვავილები, შენთვის -2-
თავი 2 დილა იმაზე კარგად და პოზიტიურად დაიწყო, ვიდრე წაემომედგინა. ეს იმიტომ, რომ მზის სხივებმა გამაღვიძე და არა ნინიას ზარმა, თუმცა არც ამ უკანასკნელმა დააყოვნა და მალევე აზუზუნდა ჩემი ტელეფონი. -გაიღვიძე რა და ამოდი ჩემთან. - ნინიას როგორც ყოველთვის მხიარული ხმა გაისმა ტელეფონში, რამაც კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მომგვარა. -მღვიძავს, მაგრამ ჯერ ვწევარ. ორი საათი და შემთან ვარ. - ზევით ავწიე ბალიში და მივეყრდენი. -რა ორი საათი გოგო. მიდი ამოდი და თან ახალი ამბავი მაქვს. - ყოველთვის ინტრიგანი იყო. ასე იწყებდა ლაპარაკს და იცოდა, რომ მეც მაშინვე გავიქცეოდი მასთან. -აღარ გამოვა ეგეთები ჩემთან. წინა კვირას ჩაიჭერი თავი, ამიტომ მელოდე ახლა და როცა მოვალ, მერე მითხარი ეგ, ვითომ ძალიან მაგარი და ახალი ამბავი. - ხმამაღლა გავიცინე, რადგან ვიცოდი ახლა როგორი სახე ექნებოდა ნინიას. -კარგი რა, მართლა ახალია მბავია, უბრალოდ ცოტა გული გეტკინება. - ხმაზე შეეტყო, რომ მართლა რაღაც ხდებოდა, ამიტომ მაშინვე წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე. -ჯანდაბას, ნახევარ საათში შემთან ვარ და ჩემი ჭიქით დამახვედრე ყავა. - ტელეფონი უცბათ გავუთიშე, ლოგინზე მივაგდე და სააბაზანოში შევედი. ნახევარი საათიც არ იყო გასული, უკვე ნინიას კართან რომ ვიდექი. ზარს ხელაუღებლად ვრეკავდი, რაზეც ნინიამ მალევე გააღო კარი. -გიჟი რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ასეთი? - თავი გააქნია და სამზარეულოსკენ წავიდა. -ყავა და ახალი ამბავი. - სკამზე ნორმალურად დამჯდარიც არ ვიყავი ისე ვუთხარი და ყურები დავცქვიტე ამბის მოლოდინში. -კარგად ზიხარ? - გაკვირვებულმა გავხედე და თავი დავუქნიე. - მოკლედ, დღეს დილით, ჩემი მეზობელი მედიკო, რომ არის, აი შენ ძალიან, რომ მოსწონდი და დაგპირდა კიდეც, ჩემს ძმიშვილს გაგირიგებო, ეგ დაიღუპა. როგორც კალოში, ისე გასძვრა სული. - იმდენად სერიოზული სახით თქვა ბოლო სიტყვები, რომ თავიდან გაცინების მომერიდა, მაგრამ კარგად რომ გადავხარშე ბოლო წინადადება, ხარხარი ამიტყდა. -ვაიმე.. კალოშივითო... არ ხარ ნორმალური. - უკვე მუცელი მტკიოდა სიცილისგან, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი. - რას აღარ იტყვი ხოლმე რა. - ცრემლები ხელებით მოვიწმინდე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი, თუმცა ისევ სიცილი ამიტყდა. -მე კი არა, შენ არ ხარ ნორმალური. ქალი მოკვდა თქო და იცინი. - თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა. -მომეცი ეგ ჭიქა, სად მიგაქვს. - იცბათ გამოვსტაცე ხელიდან ჩემთვის განკუთვნილი ყავიანი ჭიქა და მისაღებში გავედი, სადაც ჩემი სიძე თავის ტკივილით იტანჯებოდა. -ვახ, დილა შენით რომ დაიწყება, ის დღე კარგია მერე. - მის სახეზე გამეცინა და გვერდით მივუჯექი. -რაო, თავი ჰო არ გტკივა? - სიცილით ვუთხარი და ყავა მოვსვი. -აუ, ძალიან მაგრად. - ისევ დაიჯღანა და დივანზე გადაწვა. -ამიტომ არ უნდა დალიო ბევრი და უნდა შეირგო იმდენი, რამდენიც მართლა გერგება. რა იცით, ამ ქართველმა კაცებმა, სმაში თავის გამოდება. - თავი გავაქნიე და ტელევიზორს შევხედე, სადაც ჩემი საყვარელი ფილმი ,,უბის წიგნაკი" გადიოდა. -ოღონდ ახლა ამის ყურება არ დაიწყო, თორე რა დაგამშვიდებს მერე შენ. ჰო ვიცი, მოიკლავ თავს ტირილით. - ნინია მომიჯდა გვერდით და თავი კართაში ჩამიდო. -რა იყოთ, ამ ცოლ-ქმარს რა გჭირთ? - თავი საზურგეს მივადე და ყავა მოვსვი. -ძალიან დავიღალე წუხელ. ღამის 2 საათამდე იყვნენ აქ და მერე სანამ ჭურჭელი დავრეცხე, კი გახდა 4 საათი. ძალიან მეძინება. - თვალები დახუჭა ნინიამ და რღმად ამოისუნთქა. -რას მირეკავდი მერე, დაგეძინა ჯერ და გვიან გადმოვიდოდი. - მხრები აიჩეჩა და თავი ზევით ასწია. -ჰო იცი, მიყვარს დილიდან აქ რომ ხარ. - თბილად გამიღიმა და ფეხზე წამოდგა. - ჩავიცვამ და მაღაზიაში გამომყევი. ლილის და ლუკას ჯვრისწერისთვის მაქვს კაბა საყიდელი. - უბრალოდ თავი დავუქნიე და მძინარე სიძეს გადავხედე, რომელსაც ძილშიც ეტყობოდა, რომ რაღაც სტკიოდა. -მიდი ჩაიცვი, მე სააბაზანოში შევალ და რამეს წავისვამ სახეზე, თორე მოსიარულე მკვდარს ვგავარ. - სიცილით წამოვდექი ფეხზე და ჯერ ნინიას ოთახში შევედი პარფიუმერიის ასაღებად, შემდეგ კი სააბაზანოში შევიკეტე. *** დღე იმაზე სწრაფად გავიდა, ვიდრე მეგონა. ზოგადად, ასეთი თავისუფალი დღეები ჩემთვის ნელა გადის ხოლმე. როფორც ჩანს, დღევანდელი გამონაკლისი იყო. -დღეს დარჩები ჩემთან ჰო? - ნინიამ სახლის კარი შეაღო და პარკენი იქვე დაალაგა. -ჰო, მეზარება ახლა სახლში წასვლა. - სამზარეულოში შევედი და მაცივარი გამოვხსენი. იმდენად მშიოდა, რომ ნინიასაც აღარ დაველოდე და სალათის ჭამა დავიწყე. -ეს ნახე რა. - სიცილით შემომხედა მეგობარმა და ჩანგალი აიღო ხელში. -აუ, ვერ გიტან. - სიცილით ვუთხარი და ჯამი შუაში დავდგი, რათა ორივეს გვეჭამა. ასე უფრო გემრიელად მივირთმევდით მე და ჩემი ნინია. -სადაა შენი ქმარი? - გაკვირვებულმა ვკითხე მას და წყალი მოვსვი. -ლუკას ეხმარება ჯვრისწერის საქმის მოგვარებისთვის. - თავი დავუქნიე და ჩანგალი მაგიდაზე დავდე. -კარგი ხალხია, უბრალოდ დემეტრე მიყურებდა რაღაცნაირად მთელი საღამო და გამიკვირდა. - მხრები ავიჩეჩე და ნინიას შევხედე. -ჰო, მეც შევნიშნე. რაღაცნაირი თვალებით გიყურებდა. - მანაც მხრები აიჩეჩა და წყალი მოსვა. -კარგი იყო სალათი, მაგრამ ახლა რამე ტკბილი მინდა. - თვალები მივნაბე და ნინიას შევხედე. -პეჩენიები მაქვს შოკოლადიანი, შენ რომ გიყვარს. აბა, შენი ამოტანილი კრუასანები მეც ვერ შევჭამე, მაგიდაზე დადებისთანავე დაიტაცეს და გააქრეს. - სიცილით თქვა და კარადა გამოხსნა. -აუ, ჯიგარი ხარ რა. ეს მინდოდა ახლა მე. - თვალებ მილულულმა ჩავკბიჩე ჩემი საყვარელი პეჩენია და მისაღებში გავედი. -ბატიბუტი გინდა? და თან რამე ფილმს ვუყუროთ. - თავუ დავუქნიე და კომპიუტერი დავიდე ფეხებზე. -კარგი, ავარჩევ რამეს. - სამ საიტზე ერთდროულად შევედი, თუმცა როცა ვნახე, რომ ყველა საიტზე ერთი და იგივე ფილმები იდო, მაშინვე ერთზე დავიწყე ძებნა. საბოლოოდ არჩევანი ,,შოკოლადი"-ზე შევაჩერე. პატარაობიდან ვებრძოდი რასისტებს. ყოველთვის მიკვირდა, თუ რატომ არჩევდნენ ადამიანები ერთმანეთს კანის ფერის, რელიგიის და წარმომავლობის გამო. ეს ფილმიც სწორედ რასიზმზე იყო. ერთ ფერადკანიანზე, რომელმაც შეძლო და საფრანგეთში, შუასაუკუნეებში, მისი სახელი ფრანგ ხალხს დაამახსოვრა. ის იყო პირველი ფერადკანიანი, ვინც ,,ჰამლეტი'' თეატრში ითამაშა და თეთრკანიანი მსახიობი შეცვალა. -ძალიან მომეწონა. - ცრემლიანი თვალებით გამომხედა ნინიამ და თავი მხარზე ჩამომადო. -ჰო, ომარ ლი საოცარი მსახიობია. - მეც დავეთანხმე და ფეხზე წამოვდექი. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. ნინია სწრაფად წამოდგა ფეხზე და გასასვლელისკენ გაემართა. -გოგოებო, რას აკეთებთ? - დიტო შემოვიდა ოთახში, თავის მეგობარ დემეტრესთან ერთად და ხელი გადამხვია. -რავი, რაღაც ფილს ვუყურეთ და ცოტათი დავიგრუზეთ. - მხიარულად წამოვიძახე და მასთან ერთად ჩამოვჯექი დივანზე. -მიდი რამე გაამზადე რა და გვაჭამე, თორე ძაან გვშია. - დიტომ ნინიას მიმართა, მანაც უცბათ დაუქნია თავი და სამზარეულოში გავიდა. -ნი, მოხმარება გინდა? - ძალიან კი მეზარებოდა, მაგრამ კულრურის გამო მაინც ვკითხე. -არა. - გამომძახა და მეც კარგად მოვკალათდი რბილ დივანში. -ძალიან ცხელა. - დემეტრემ ხელი აიქნია სახის წინ და რღმად ამოისუნთქა. -ჰო, ჰაერი არაა საერთოდ. - მეც დავეთანხმე და თვალები დავხუჭე. -ვინტილიატირს გამოვიტან და გავგრილდებით ცოტა. - დიტოს თავი დავუქნიე და გვერდით მივიწიე, რათა მეორე ოთახში გასულიყო. -რამდენი წლის ხარ, ტაისია? - ჩემი სახელი ყურში ცუდად მომხვდა. არავინ მეძახდა ასე, მამას გარდა და გული საშინლად მეტკინა. -26-ის, შენ? - თან ჩამეცინა ჩვენს უაზრო საუბარზე. -28. - უბრალოდ თავი დავუქნიე და ტელევიზორს შევხედე. -რას საქმიანობ? - წარბაწევით გავხედე მომღიმარ ბიჭს. -ჟურნალისტი ვარ. ამჟამად, რედაქციაში ვმუშაობ, სტატიებს ვწერ. - თავი დამიქნია და მანაც ტელევიზორისკენ გაიხედა. -საინტერესო ადამიანი ხარ. - მისმა სიტყვებმა ცოტა დამაბნია, ამიტომ არაფერი აღარ მითქვამს. დიდხანს არ გაგრძელებულა ეს სიჩუმე. ნინია თეფშების რახუნით გამოვიდა სამზარეულოდან და მაგიდაზე დაალაგა. -მოდი, ესენი დააწყე რა. მე საჭმელს გამოვიტან. - თავი დავუქნიე და ფეხზე ავდექი. ამასობაში, დიტომაც გამოიტანა ვინტილიატორი და ოთახიც მალე გაგრილდა. -რამე დავლიოთ? - ნინიამ გადმოგვხედა სუფრაზე მსხდომებს და როგორც კი თანხმობა მიიღო, მაშინვე გაიქცა ოთახისკენ. -ე, ამას შეხედე რა. გადამალული ჰქონია სასმელი. - დიტომ და მე სიცილით ავღნიშნეთ და გაკრეჭილ ნინიას შევხედეთ. დემეტრე მთელი საღამო თვალმოუშორებლად მიყურებდა, რაც საშინლად მაკომპლექსებდა. რამდენჯერაც გავიხედე მისკენ, იმდენჯერ გამიღიმა, მაგრამ თვალი ისევ არ მოუშორებია. თითქოს დასაკვირვებელი ობიექტი ვყოფილიყავი, რამაც ნერვები მომიშალა, ბოდიში მოვიხადე და ცოტახნით აივანზე გავედი. თუმცა, აქაც არ დამცალდა მარტო ყოფნა. სიგარეტით ხელში გამოვიდა დემეტრე და გვერდით მომიდგა. -რა გინდა? - ცოტა სულელური კითხვა დავსვი, მაგრამ ახლა ეს სულაც არ მაინტერესებდა. -რა უნდა მინდოდეს? - მანაც კითხვა შემომიბრუნა, რამაც კიდევ უფრო მომიშალა ნერვები. -გუშინაც და დღესაც, მთელი საღამოა თვალმოუშორებლად მიყურებ. ცოტა არიყოს და ვკომპლექსდები. - თავიდან სერიოზული სახით შემომხედა, მაგრამ მერე ბოლო ხმაზე გადაიხარხარა. -როგორი ბავშვური ხარ. - თითქოს თბილი თვალებით შემომხედა და დიდზე გამიღიმა. მეც ირონიულად ჩავიცინე და უკან შევტრიალდი, ოთახში შესასვლელად. -მაინც ვერ იხსენებ. - ეს სიტყვები და მისი ჩაცინება მომესმა ოთახში შესვლამდე, რასაც რღმა ამოსუნთქვაც მოჰყვა. დაბნეული ვიყავი მისი სიტყვებით, მაგრამ აღარ შემიხედავს მისთვის. ცოლ-ქმართან გავედი, რომლებიც თბილად ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მეც გავიღიმე მათი დანახვისას და სუფრას მოვუჯექი. ---------------------------ესეც მეორე თავი. დიდი მადლობა მათ, ვინც კითხულობს ამ მოთხრობას. ჩემთვის თქვენი თითოეული სიტყვა, სტიმულის მომცემია. ველი ამ თავზეც შეფასებებს. დიდი სიყვარულით, სოფიო! პ.ს. ფოტოზე დემეტრეა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.