იალა (1თავი)
ცამეტი წლის ვიყავი პირველად, რომ გავაცნობიერე ჩემი განსაკუთრებულობა. ერთ მშვენიერ დღეს სარკეში ჩავიხედე და მივხვდი ჩემსა და სხვა თანაკლასელებს შორის რამხელა სხვაობა იყო. იმ დღის შემდეგა ღარ მიკვირდა რატომ მიყურებდნენ ასე უცნაურად ამხანაგები და მასწავლებლები. 90-იან წლებში , როცა ქვეყანას ისედაც უმძიმდა ძნელი იყო შავკანიანი მიგრანტები გეპოვნათ ქალაქში. აქ არც სასწავლებლად ჩამოდიოდა არავინ და არცსაზღვარზე გადასვლა იყო ისე ადვილი და ფინანსურად შესაძლებელი. სხვებს არ ვგავდი. ჩემს თანატოლებთან შედარებით დიდი და ბრიალა შავი თვალები მქონდა. კანი ბევრად მუქი ვიდრე იმათ ვისაც ე.წ. შავტუზე ს ეძახდნენ. გაშრობის მერე თმა პრუჟუნასავით მიხდებოდა და ლამის თავის ქალაზე მეტმასნებოდა. კბილები ისეთი თეთრი მქონდა, რომ გავიღიმებდი მეჩვენებოდა ელვარება გაუდის-თქო. დედაჩემი ექიმი იყო. ლეილა ვასაძე სახელ წიფო საავადმყოფოს მთავარი კარდიო-ქირურგი, თუმცა ამით არ კმაყოფილდებოდა და აპირებდა ორთოპედიაც შეესწავლა. ჯერ კიდევ დიდი გოგო ვიყავი წიგნებით ხელში რომ ვხედავდი. რაღაც დროის მერე უნივერსიტეტში თან ორთოპედიას სწავლო და და პარალელურად კარდიოქირურგიასაც ასწავლიდა. ვფიქრობდი გიჟია-თქო. ბოლო ორი წელი სანამ დაიღუპებოდა ნამდვილი საგიჟეთი გვქონდა. თითქმის ვეღარც ვხედავდი . საავადმყოფოს მორიგეობიდან მოსვლას ვერ ასწრებდა უნივერსოტეტში გარბოდა. ერთ დღეს ინგლისურის რეპეტიტორთან ვიყავი. დამირეკეს დედა ცუდადააო და საავადმყოფოში მოდიო. თავქუდმოგლეჯილი გავვარდი. ფოიეში შესულს მისი მოსწავლე შემომხვდა. მითხრა დედაშენს გაჟონვა მოუვიდა და საოპერაციოში გადაიყვანესო. გავბრაზდი. ამდენი ხნის ექიმსს ეგ როგორ დაემართაა-თქო. გეგონება ექიმები ავად არ ხდებიან. რამდენიმე საათს ბოლთასსვცემდი აქეთ -იქეთ. ხან ვინ მაწყნარებდა , ხან ვინ. იქ ყველამ იცოდა ლელოს გოგო, რომ ვიყავი. აბა ისე ვინ მიხვდებოდა. ისე ჩანდა თითქოს დედა-შვილი კი არა ცა და დედამიწა ვიყავით. სხეულზე არაფერი გამაჩნდა ისეთი რითიც ლელოს მიმამსგავსებდნენ. ორი-სამი საათის მერე როსტომი გამოვიდა და მწუხარე სახით მომახსენა ვერაფერს გავხდიო. ის და დედა წლები იყო მეგობრობდნენ. ჯერ კიდევ უნივერსიტეტიდან. დედა უფროსობას უმიზნებდა , მაგრამ მას მერე რაც ორთოპედობა აიკვიატა იძულებული გახდა პოსტი დაეთმო. რობერტმა ხელი მომხვია და თავის კაბინეტში წამიყვანა. უკანა რავინ გამოგვყოლია. მე ვსლუკუნებდი და ათას რამეზე ვფიქრობდი. ახლა რა უნდა მექნა? ვისთვის მიმეკითხა საშველად. როგორ მეცხოვრა უმისოდ? უდარდელი ცხოვრებიდან პირდაპირ მარტოობაში მომისროლეს.დივანზეე ჩამომსვა და წყალი მომაწოდა. ხელი მიკანკალებდა ისე, რომ ლამის იქაურობა მოვწუწე. -გაიძვრე ეგ პალტო- მითხრა მან და მეხ უნებლიედ შევასრულე თხოვნა. -ახლა რა მეშველება. ვისთან წავიდე? როგორ ვიცხოვრო? -არ ვიცი იალა.. გეფიცები საოპერაციოდან ,რომ გამოვდიოდი მეც მაგაზე ვფიქრობდი. ლელო კი არა შენ მეჯავრებოდი. დედაშენმა მშობლებთან ურთიერთობა მას მერე გაწყვიტა რაც... მოკლედ რაც იყო. -დედაჩემის მშობლები ცოცხლები არიან? -გაოცებისგან პირი დავაღე -კი, მაგრამ დაივიწყე. -ახლა რა მელის? -არც კი ვიცი. ჯერ 17 ის ხარ შეიძლება ბავშვთა სახლში გიკრან თავი. -რას ამბობთ , რა დროს ჩემი ბავშვთა სახლია? - გპირდები მე ყველაფერს ვიზამ რომ ეგ არ მოხდეს. თუ საჭირო გახდება შენზე მეურვეობასაც ვიკისრებ. ჩემი ცოლიც არ მეტყვის უარს ვიცი. მერე დედაშენის სახლში დაბრუნდები და იცხოვრებ როგორც გეკუთვნის. გგონია დედაშენი არაფერს დდაგიტოვებდა? შენ არაფერი მოგაკლდება. ისწავლი და გზას გაიკვლევ როგორც საჭიროა. დედაშენმა თუ შეძლო შენც შეძლებ . მით უფრო ჩვენ რა დროებაში გვიცხოვრია და ახლა... ახლა შესაძლებლობებით სავსეა სამყარო. -როგორ გგონია მოვლენ მის დაკრძალვაზე? -არ ვიცი საყვარელო , მაგრამ მე აუცილებლად დავურეკავ. დერეფანში გამოვედი. მინდოდა მეთხოვა მასთან შევეშვი, მაგრამ ვერ შევძელი. შემეშინდა! რატომღაც მინდოდა ისეთი დამმახსოვრებოდა როგორიც უკანასკნელად ვნახე. იქვე ჩამოვჯექი და დაველოდე სანამ გამოვიდოდნენ და მეტყოდნენ როგორ მოვქცეულიყავი. რამდენმა ექიმმაც გვერდით ჩამიარა ყველამ მოწიწებით მომისამძიმრა. ”მოზიარე ვართ, დედათქვენი ჩვენთვის მაგალითი იყო” ”ლელოს ვაღმერთებდი ძვირფასო. დიდიდ ანაკლისია” გადამეხვია დედაჩემისა ნესთეზიოლოგი. ისეთი მსუქანი და მოუქნელი კაცი იყო. ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე. გასვენების დღემდე ველოდი , რომ დედაჩემის მშობლები მოვიდოდნენ, მაგრამ ამაოდ. არ მოსულან. რობერტმა მომიახლოვდა და წამჩურჩულა ბებიაშენი უკვე ძალიან დაუძლურებულია და მოსვლა ვერ შეძლო. ბაბუაშენმა უარი თქვაო. გული მაინც-და მაინც არ დამწყვეტია. არც ვიცნობდი და არც მაღელვებდა. დაკრძალიდან მობრუნებულს რობერტმა მეხვეწა ჩემთან წამოდი ღამით მარტო ნუ დარჩებიო, მაგრამ ვიუარე. მარტო მერჩივნა ყოფნა. ცოტა მეშინოდა, მაგრამ ასე ვამჯობინე. ახალ ცხოვრებას შიშით და სხვის კალთაზე ამოფარებით თუ დავიწყებდი როგორ შევძლებდი საკუთარი თავის მერწმუნა. სკოლის ბოლო წელი იყო. კარგა ხანს ვაცდენდი, მაგრამ გადამჭრელ ზომებს არ მიუმართავთთ. ერთ დღეს რობერტმა დამირეკა. მითხრა დედაშენის ადვოკატმა დამირეკა და ხვალ დილით მის ანდერძს წაიკითხავენო. მართალია 90-იანი წლები აღარ იდგა , მაგრამ ანდერძი არც ისე პოპულარული ფორმა იყო საქართველოში.მაგის და მიუხედავად დედა თანამედროვე ქალი იყო. მისგან არც გამკვირვებია. ფსიქოლოგიურად მოვემზადე იმისთვის, რომ დედას ნება მომესმინა. თეთრი ქურთუკი მოვიცვიი. ჩემი კანის ფერი განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ამ ფერის ფონზე. ტაქსი გამოვიძახე. უკვე შინაგანად ვკანკალებდი. მიუხედავად იმისა არ ვიცოდი რა მელოდა. ვგრძნობდი , რომ ქალბატონი ლეილა ასე უთქმელად საიქიოშიც კი არ წავიდოდა. რატომღაც ვერ დავმშვიდდი. ფოიეში შესვლისთანავე რობერტმა გამიღიმა. გამიკვირდა ის რატომ მოვიდა-თქო. მერე დავასკვენი ჩემს მხარდასაჭერად მოვიდა-თქო, მაგრამ არა... გამომიცხადა ანდერძის წაკითხვაზე მეც მომიწვიესო. - რა ჩაიფიქრე ქალბატონო ლეილაა? - გონების ძალით დავაღრჭიალე კბილები. რატომღაც ვიგრძენი, რომ მოსახდენისთვის მზად არ ვიყავი. გამოგვიძახეს... შევედით... დავსხედით... კითხვა დაიწყო... რამდენიმე სიტყვით მშობლებს დამშვიდობებოდა იმ შემთხვევისთვის თუ მოვიდოდნენ. მერე დაიწყო... მთავარზე გადავიდა... მის უძრავ- მოძრავ ქონებას მე მიტოვებდა. მაგრამ მთავარი ჯერ არ ვიცოდი. ჩემს თავს ვის უტოვებდაა. რათქმაუნდა რობერტს სრულწლოვნებამდე. გაოგნებისგან სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. რობერტს გავხედე და იღიმოდა. დავიჯერო იცოდა? როგორც მოგვიანებით გაირკვა კი. სიბრაზემ მთელს ტანში დამიარა. რა ნივთივით გამაჩუქა-თქო ფიქრებში გავკიოდი. ადვოკატს აღარ ვუსმენდი სანამ რაღაც კონვერტი არ მომაჩეჩა ხელებშიი. -იალა არ გვისმენ შვილო? - გამიღიმა რობერტმა და ხელზე ხელი დამადო. ჯანდაბა ამის შვილობაღა მაკლდა. მაგას და მის ცოლს 20 წელია შვილი არ უჩნდებათ და რა სწრაფად გაუღვივდა მამობრივი გრძნობები. - იალა ეს კონვერტი დედაშენმა დაგიტოვა იქ წერილიცაა შენს სახელზე.- თქვა ადვოკატმა. კონვერტი არც გამიხსნია ისე ჩავტენე ზურგჩანთაში. დერეფანს გამოვყევი და რობერტიც დამეწია. -ჩვენთან გადმოდი სანამ სრულწლოვანი გახდები და მარტო ცხოვრება შეგეძლება. დედაშენმა მთხოვა თუ როდესმე რამე მომივა იალაზე იზრუნეო. -გმადლობთ , ასეც კარგად ვარ... -იალა... -დაგირეკავთ სხვა დროს.-მივაძახე და ფეხს ავუჩქარე. სადღაც გავაცნობიერე , რომ ჩემი შეჩერება შეეძლოო. ისევ ტაქსიში ჩავხტი და მისამართი ვუკარნახეე. გზაში გადავწყვიტე , რომ მასწავლებლებთან სიარულს ვაგრძელებდი. გადაწყვეტილება სახლში მისვლამდე გავამყარე და შემართებით გადმოვედი ეზოს წინ. ჭიშკარი გავაღე და შევედი. ამხელა სახლი რა ჯანდაბად მინდა-თქო გავიფიქრე. რამდენიმე თვეში სრულწლოვანი გავხდები, გავყიდი და ბინას ვიყიდი. ესეც გადავწყვიტე. შორს არ წავალ. აქვე ახლოს , რომ დედას საფლავზე ხშირად ვიარო. ჩანთა ამოვქექე და დიდი ყვითელი კონვერტი ამოვიღე. ყური გადავუხიე. შიგნით ოთხად გადაკეცილი თეთრი ქაღალდი იდოო. ამოვიღე და სულ რამდენიმე სტროფი ეწერა. ”ჩემო ძვირფასო იალა.ჩემო მეორე ნახევარო. იყო დრო იალას მე მეძახდნენ. მერე აღარ იყო ის ვინც ეს სახელი დამარქვა და იალა გახდი შენ. შენ, რომ არ ყოფილიყავი ჩემი ცხოვრება დაიკარგებოდა. ჩემო იალა გიტოვებ ამ ერთადერთ ფოტოს რომელიც შენს და ჩემს წარსულთან მაკავშირებს. მინდა იცოდე ვინ ხარ და საიდან მოდიხარ. ჩემო შოკოლადისფერო გოგონავ. უბრალოდ იცოდე, რომ ერთ დღესაც ერთ სულელ გოგოს მეორე სულელი ბიჭი შეუყვარდა და... ამ სისულელეს შენნაირი ლამაზი ყვავილი მოჰყვაა. ერთადერთი რასაც გთხოვ პატიებას. უბრალოდ მაპატიე, რომ ტყუილში ცხოვრება მოგისაჯე. მაპატიე რომ ამის თქმა სიცოცხლეში ვერ გავბედე. სიყვარულით დედა!” იალამ კონვერტში ჩაჰყო ცხვირი დაიქედან სურათი ამოიღო. ძველი და გაყვითლებული სურათი. დედამისი ზედ სულ ახალგაზრდა იყო. ახალგაზრდა და ლამაზი. თავი მამაკაცის მკერდზე ედო. იალა სურათს დააშტერდა. კაცს მუქი კანი ჰქონდა და დედამისზე ბევრად მაღალი იყო. ორივე იღიმოდა. ისე როგორც ბედნიერი ადამიანები. ლეილა და ორჰანი. სურათის უკან გაკრული ხელით წაეწერათ. იალა სურათს დააშტერდა. უკან ხედზე ბანერიიიყო გაკრული ინგლისური წარწერით ”International Medical Forum 1991" კონვერტში კიდევ იდო რაღაც . სურათი სადაც დედამისთან და უცხო ფერადკანიანთან ერთად რობერტიც იდგა. - ეს ხომ სიგიჟეა- აღმოხდა იალას და წამოდგომისას ფოტოები ძირს დაუცვივდა. ლამის სამი კვირის ნაგროვები ბოღმა და ემოციები ერთიანად წასკდა და სარკის წინ მუხლებზე დაეცა. -ახლა გასაგებია... ახლა გასაგებია... კბილებში გამოცრა გოგონამ. სადღაც ძირს ტელეფონი აწკრიალდა. იალა ფორთხვით მივარდა და უპასუხა. -იალა შვილო კარგად ხარ? ჩემთან მოდი და დარჩი. - შენი შვილი არ ვარ რით ვერ გაიგეთ? საერთოდაც თავი დამანებეთ. -მოხდა რამე შვილოო? -დაგწყევლოთ ეშმაკმს არ ვარ-მეთქი თქვენი შვილი. თუმცა კარგად იცით ვისიც ვარ არა? სალაპარაკო გაქვთთ? თვითონ მოდით და მითხარით რა გაქვთ სათქმელი. -იალა დაწყნარდი საყვარელო და მალე მოვალ. სახლიდან არ გახვიდე. მე მოვალ და ვისაუბროთთ. თუ გინდა მამაშენზეც, ოღონდ არსად წახვიდე კარგი? იალამ ტელეფონი დაახეთქა და საწოლის კუთხეში მიფორთხდა..ხელები ფეხებზე შემოიხვია და აზლუქუნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.