შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი მოდელის ცხოვრება - მარიამ გაფრინდაშვილი


23-02-2017, 22:43
ავტორი teklash
ნანახია 2 541

ეს წიგნი PDF-დ უნდა დამედო, მაგრამ მოხდა ისე, რომ თურმე PDF წიგნებს მხოლოდ ადმინისტრაცია დებს, ამიტომ ისტორიის სახით ვდებ. ეს არის მარიამ გაფრინდაშვილის წიგნი, 2015 წელს გამოცემული ბესტსელერი, რომელიც ერთიანად იმსახურებდა კრიტიკას და ერთიანად დიდებას.



—————————————————————————————————————————————————————————————————————————————
მოთხრობა.

ერთი მოდელის ცხოვრება.
1.

მე მარიამი ვარ, მე მარიამი მქვია. ჩემი სახელია, მარიამი. მარჯანიშვილის მეტროსთან, იოანე ჯავახიშვილის ქუჩაზე ვცხოვრობ. პირველივე სართულზე, საერთო ეზოში. ახლა გარეთ ვიყურები და როგორ მინდება ვისეირნო, მაგრამ მეშინია, რომ ვინმე არ ამეკიდოს. თანაც, ძალიანაც რომ მოვინდომო, შეუძლებელია ხიბლის გაქრობა ჩემს სხეულზე, რადგან მე სიმაღლეში ერთი მეტრი და ოთხმოცდათოთხმეტი ვარ. არადა ძალიან მომწონს ყვითლად განათებული მარჯანიშვილის ქუჩა. ჩემს ქმარს სძინავს. პირველი საათია. სამსახურიდან დაღლილი მოვიდა და უმალვე დაიძინა. დიდი ხანია ასე სძინავს, თითქმის წლებია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მე არ მიფიქრია კითხვაზე „რატო?“ საერთოდ, კითხვა „რატომ?“ პასუხგაუცემელია, სულ რომ მიჰყვე, შესაძლოა ბოლოს ჭკუიდანაც შეიშალო, მაგრამ რაღაც პასუხამდე მაინც მიდიხარ, რომელიც მოქმედებს „მინდა“-ზე. მე კი მხოლოდ „მინდა“ მინდოდა და როგორც დედა მაფრთხილებდა, ცხივრში მომხვდა. ჩემს ლამაზ, კურნოსა ცხვირში.

2.

დილით დათომ დამირეკა. შემომთავაზა, რომ მანქანით გამომივლიდა და გადაღებაზე მიმიყვანდა. ის პირველი იყო ვინც ამ დღეს შემომთავაზა და დავთანხმდი. გადაღებამ 4 საათს გასტანა და შემდეგ სახლში მეტროთი დავბრუნდი.
არ მძულს, როცა მიყურებენ, მძულს, როცა მაშტერდებიან. მაგრამ მაინც მსიამოვნებს, რომ მიყურებენ, ამ დროს ვგრძნობ, რომ მე ლამაზი ვარ. თავიდან მორიდებით ვამბობდი, რომ გარეგნულად არ ვარ კარგი გოგო, მაგრამ როდესაც მოდელი გავხდი, როდესაც უამრავი ფოტოსესია გაიმართა და როდესაც ჩემი სურათები ჟურნალის ყდებზე მოხვდა და ქუჩაში ბანერებზე, მაშინ უკვე აღარავის უკითხავს, მიმაჩნდა თუ არა თავი ლამაზად და სწორედ ამიტომ, მე და საზოგადოება ერთიანად მოვურიგდით იმ გულისდამწველ ამბავს, რომ მე, დიახ, ლამაზი ვარ. ყველაზე მეტადაც იმას განვიცდი, რომ მე ლამაზი ვარ. სახლში როცა მივდივარ და როცა წერილებს ვკითხულობ, ღმერთო ჩემო, ვიძახი. რამდენი ადამიანია, რამდენი... მაგრამ არცერთი, ვინც მე მინდა. არცერთი, ვინც მე მჭირდება. მხოლოდ ადამიანები, ცარიელი ადამიანები.
თან მეშინია, მაგრამ ერთი-ორჯერ მინატრია, რომ მახინჯად დავბადებულიყავი, მომცემოდა ისეთი შანსი, რომ ერთი დღით მე ვყოფილიყავი ულამაზო ადამიანი, ნეტავი რა იქნებოდა, იქნებოდნენ კი ეს ადამიანები, რომლებიც ერთგულებას მთავაზობენ? რაც უფრო მეტი ადამიანია ჩემ გარშემო, მით უფრო მიჭირს, ვინმეს ბოლომდე ვენდო. ბოლომდე კი არა, საერთოდ ძალიან მიჭირს ვინმეს ვენდო. ალბათ ისთივე ლამაზი რომ დავრჩენილიყავი, როგორიც მე ვარ, მაგრამ სხვებს ეთქვათ, რომ ულამაზო ვარ, ვიფიქრებდი, რომ ულამაზო ვარ და პირველსავე შემხვედრს თავს დავუქნევდი თანხმობის ნიშნად. მე იმან კი არ გამატუტუცა, რომ ლამაზი ვარ, იმან, რომ ყველა ამას აღნიშნავს. რაც უფრო მეტად ვისმენ ქათინაურებს, მით უფრო მეტად მგონია, რომ მეტს ვიმსახურებ. ვიცი, რომ ეს არ არის კარგი საქციელი, ამას ნუ იფიქრებთ, მაგრამ მე ახლა გულწრფელი ვარ, ძალიან გულწრფელი და თქვენ წინ, შიშველი ვდგავარ, ოღონდ ახლა სულ სხვა მოდელი ვარ, ის აღარ, კამერების წინ რომ ტანისამოსს ირგებდა და ამაყობდა, მოდელი რომ იყო, არამედ ახლა, მე - მარიამი, ფურცლების წინ ვდგავარ და როგორი ბანალურიც არ უნდა იყოს, სულს ვაშიშვლებ.
ეს საუკეთესო გადაღება იქნება ჩემს ცხოვრებაში. იცით, სიყვარულს, არ უხდება, როცა ყველაფერს მხოლოდ ერთი აკეთებს, ამათ უნდათ, რომ თვითონ მიმაცილონ ყველგან, გამომიგზავნონ ყვავილები და სასიყვარულო წერილები ყოველდილით, მაჩუქონ ძეწკვეულობა და ოქროულობა და ა.შ. მაგრამ - მე? მე რა გავაკეთო ამ დროს? მხოლოდ სხვას უნდა ვუყვარდე? ფუ, როგორი მოსაწყენია და როგორი ამაზრზენი. მე მინდოდა ისეთი ადამიანი, რომელსაც ფეხზე ვეკიდე, მაგრამ პერსპექტივით, რომ ერთმანეთი ერთ დონეზე გვეყვარებოდა.
17 წლის ვიყავი. სკოლას იმ წელს ვამთავრებდი. ჩემმა კლასმა გადაწყვიტა, რომ ბანკეტი არ გვინდა. მე ვერ გავიგე, რატომ. მომწონდა ბანკეტის იდეა და მხიბლავდა ერთად წასვლის საერთო იდეა, თუნდაც ჰო, რესტორანში. ზოგი ამბობდა, რომ სჯობს წავიდეთ სვანეთში, მაგრამ მე ეს არ მომწონდა. ამიტომ ბანკეტი არ გვქონია. დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტში არ ჩამიბარებია.
გუშინ წინ ერთ ფილმს ვუყურებდი, რომელიც 1994 წელს არის გადაღებული და ფილმის დასრულების შემდეგ, ამერიკული ფილმის ყურება დავიწყე, რომელიც 2014 წელს გადაიღეს და მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ მე არც ქალის მკერდი და არც მამაკაცის შიშველი მოზიპზიპე სხეული არ მინახავს.
17 წლისას მეტი რა მინდოდა, მქონდა საქმე, ვიყავი სხვებზე ოდნავ გამორჩეული, მაგრამ ერთი პრობლემა მაწუხებდა. ყველას ეგონა, რომ მარტო არ ვიყავი, ამიტომ ყველა გარბოდა და სინამდვილეში, მე მარტო ვიყავი.
მე მარტოობა არავისთვის მისაჩუქრია, ვისთან ყოფნაც არ ვისურვე, ისინი ხვალვე იპოვიან სხვას და ალბათ ზეგაც მოძებნიან, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ისაა, რომ მე არ ვიცი, რა არის მთავარი და ძალიან მინდა ვიცოდე, რისთვის ვცოცხლობ. ღმერთო ჩემო, ნუთუ არაფეირა ჩემთვის მთავარი? ყველაფერი ცოტ-ცოტა უნდა მინდოდეს?
რისთვისაც ვიცოცხლებ, რისთვისაც მოვკვდები?

3.
როცა მოვდიოდი შინისკან და არც არაფერს ველოდებოდი, ჩემი სახლის ეზოს შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს სამი ბიჭი დავლანდე, შემდეგ უფრო ჩავუკვირდი და იქიდან ერთი არ მიყურებდა. ლამაზი კაცები ისედაც მძულს. სიმპათიური იყო და მე მგონი, მოცეკვავე, — გავიფიქრე ჩემთვის. მიმავიწყდება, სულ ასე იყო და სახლში შევედი.
მეორე დღეს ავტობუსის გაჩერებაზე შემხვდა და ახლა უფრო გემრილად შევათვალიერე. მომენტებში მიყურებდა და მე მგონი თამაშობდა, რომ ვითომ არ მიყურებდა, მაგრამ ვერცერთი ვერ გავიგე ბოლოს და ამიტომაც ისევ დაველოდე. შემდეგ შემხვდა მეტროში, შემდეგ ისევ ჩემს სახლთან, შემდეგ ისევ ავტობუსის გაჩერებაზე, შემდეგ ისევ მეტროში, ისევ ჩემს სახლთან. ახლა, როცა ავტობუსის გაჩერეაზე მოვხვდებოდი, ყოველთვის ველოდებოდი, რომ გამოჩნდებოდა, და როცა არ ჩანდა, მწყინდა კიდეც.
როდესაც ერთი სხვა ბიჭი გავიცანი და უფრო სერიოზული ურთიერთობა შემომთავაზა, ვიდრე შეხვედრის იდეა იქნებოდა, მაშინ რატომღაც ეს უცნობი გამახსენდა, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, რომ აი ასე, სრულიად უცხო ადამიანი შეიძლება გინდოდეს. რას ამბობთ, შანსი არ იყო იმისა, რომ მე მივსულიყავი და რამე მეთქვა. მე მომწონდა, მაგრამ თუ არაფერს გააკეთებდა ჩემთვის, ნამდვილად დავივიწყებდი.
აქამდე არ მჯეროდა, მაგრამ ასე ყოფილა: დიდი ისტორია აქვთ უცხო ადამინებს, რომლებიც ხშირად ნახულობენ ერთმანეთს.
მინდა მოგახსენოთ, რომ უამრავი დაქალი მყავდა და მერე, როცა ქუჩაში ჩავუვლიდით ერთმანეთს, მწყინდა ხოლმე ამ დონის ურთიერთობა: „გამარჯობა“, „როგორ ხარ?“ , „კარგად,შენ?“ და მეტი არაფერი. ლუკა კუხიანიძეს უწერია: „ოდესღაც ძვირფასი ადამიანი, ქუჩაში რომ შეგხვდება, არ იცი უნდა მიესალმო თუ არა და გული გტკივა, რომ ჩუმად ჩაგივლის.“ ასე გაუფასურდა ყველა.
ერთ-ერთი ჩემი დაქალის შეყვარებულს მე მოვეწონე. ეს მის დაბადების დღეზე სადარბაზოში გამიმხილა. ვუთხარი, რომ ისედაც არ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში და დავუმატე, რომ ამას სალის გამო არ ვეუბნებოდი, მან ყველაფერი სალის ახარა. მან კი ისე გადათარგმნა, რომ ჩემთვს არაფერს წარმოადგენდა. ეს არაფერ შუაში იყო და ახლა თუ ამას კითხულობს, მინდა ვუთხრა, რომ ეს ასე არ ყოფილა. ყველაზე მეტად ის მაცინებს, რომ როცა ადამიანები შენზე ბრაზობენ, არც გაცლიან ახსნა, როგორ და რა იყო. მათ მხოლოდ ის უნდათ, სისრულეში მოიყვანონ თავიანთი იდეა და პირდაპირ დაგშორდნენ. ჰოდა, ამ დროს, შენც ბრაზობ და უშვებ. უშვებ, მაგრამ არ გინდა. თან მიაქვს შენი საიდუმლოებები და ისიც კარგად იცი, რომ ამას ყველას მოუყვება. მოუყვება გამწარებულზე და მოუყვება სიხარულით. კიდევ კარგი, რომ მე მართლა არაფერი დამიშავებია და არც არაფერი მაქვს სანერვიულო.
როდესაც მეტროში ჩავედი და ის იყო, ბარათი უნდა დამედო, რათა გავსულიყავი, ჩემ წინ ის ბიჭი შემეჩეხა, უცნობი ბიჭი. — მიბრძანდით, — მითხრა და გზა დამითმო. ნეტავი იცოდეთ, რა ლამაზი ხმა ჰქონდა. მადლობა, — ისე ვუპასუხე, თითქოს ძალიანაც არ მსურდა მისი გაცნობა. თანაც არ დამვიწყებია, რომ მე მოდელი ვარ და ძალიან ბევრს მოვწონვარ. ჩემი სურვილი რომ იყოს, ამბიციური სულაც არ ვიქნებოდი, მაგრამ ადამიანებმა ასეთად მაქციეს. ეს გინდ გულზე მოგხვდეთ, გინდ არა, მართლა ასეა. ძალიანაც რომ მინდოდეს, მაინც მახსოვს, რას ფიქრობენ ადამიანები ჩემზე.

4.

გავიცანი. წერილი მომწერა და სასეირნოდ დამპატიჟა. არ ვიცი, როგორ უნდა ვენდო კაცს, რომელმაც პირველად მომწერა წერილი, მაგრამ აქამდე ხომ მყავდა ნანახი და თანაც ცოტას ვნერვიულობდი, სულ ვათვალიერებდი მის ფოტოებს, ყველაფერი მომწონდა.
- გამარჯობა. — მომწერა მან. — გაგიმარჯოს, — მივწერე მე. — გავისეირნოთ? — მკითხა მან და ახლა პასუხი უნდა მიმეწერა. უარი რომ მეთქვა, შეიძლებოდა საერთოდ აღარასოდეს გამოჩენილიყო, რომ დავთანხმებულიყავი, შესაძლოა რამე ცუდსაც წავწყდომოდი, არ ვიცი არჩევანი რის მიხედვით გავაკეთე, მაგრამ მარჯანიშვილის ქუჩაზე მისი სუნამოს სუნი ვიგრძენი, გადამკოცნა. მე თავი ამაყი ქალივით მეჭირა და მოვსეირნობდით ჩვეულებრივ. ალბათ, რომელიმე ბარში წამიყვანს-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ არსადაც არ წავუყვანივარ. დავსეირნობდით და მართლა, ამდენი არასოდეს მივლია, არ გაჩერებულა, თანაც დიდი ფეხის ნაბიჯები ჰქონდა და ძლივს ვეწეოდი. ხმა არ ამომიღია. ლაპარაკობდა, ხუმრობდა, ვიცინოდი. მომწონდა მისი იუმორი. შემდეგ სახლიდან დამირეკეს და წამოვედი. რა ლამაზი ყელი ჰქონდა, ლამაზი თმა, კარგი სუნამო, კარგი იუმორი და თანაც მას ისე არ მოვწონდი, როგორც სხვებს. ნორმალური იყო და მის გვერდით სიარული ნამდვილად არ იყო სირცხვილი.

5.
შემდეგ კიდევ მომწერა. მეორედ შევხვდი. ჩვენ ერთ-ერთი კოპუსის სახურავზე ავედით და გვერდი-გვერდ დასხედით.
- რა ლამაზია აქაურობა, — თქვა თავისი ლამაზი ხმით.
- ჰო, დავეთანხმე მე.
მაკოცა. რა ცხელი და სველი და პირველი იყო. სიგარეტის გემოს ვგრძნობდი და ხელი წელზე მომხვია, შემდეგ მაიკის შიგნიდან შეყო და მაღლა სვლა დაიწყო, უფრო და უფრო მინდებოდა მეც მოხვეოდი მაგრამ თავი ამაყად მეჭირა. შემდეგ ჩემი ლიფი გახსნა. მე თავი ამაყად? იქნებ, მეჭირა. მომისმინეთ, მე თავს არ ვიმართლებ და ალბათ ნებისმიერი თქვენგანის ადგილას რომ აღვმოჩენილიყავი, ვისურვებდი, რომ ჩემი ლიფი არავის გაეხსნა, მაგრამ ეს იმდენად სენსორული, იმდენად სენსეტიური იყო, — ჯანდაბას! ეს უნდა შეეწყვიტა, იქნებ ბოლომდეც გასულიყო და მე 18 წლის ვიყავი. მაგრამ ძალიან მინდოდა. ძალიან მინდოდა. მინდოდა გაგრძელებულიყო, კარგად აკეთებდა, რასაც აკეთებდა. უცბად, სანამ ხელს მუცლის მხარეს წამოიღებდა, იმაზე დავფიქრდი, რატომ არ უნდა მომხდარიყო ეს. იმიტომ რომ არ ვუყვარდი და ხვალვე მიმატოვებდა. ო, სიყვარული და სექსი, ალბათ იდიოტი ქალივით დავიწყებდი ლაპარაკს...
- რას აკეთებ? — ვკითხე მე და მინდოდა, რომ თავისი ნებით გაჩერებულიყო, ალბათ რომ მებრძანა გაჩერდებოდა, მაგრამ არ მინდოდა, თვითონ თუ იზამდა, ამ იდეას შევურიგდებოდი, მაგრამ მე არ შევაჩერებდი.
- გრძნობებს მივყვები. — მიპასუხა მან.
შემდეგ ხელები მუცლისკენ წამოიღო, მე უბრალო რეზინის შარვალი მეცვა, თბილისში ამას „ელასტიკებს“ ეძახიან. ხელი ჩაყო, ამის შემდეგ უკვე მნიშნველობა აღარაფერს ჰქონდა. კედელთან მიმაყუდა და შარვალი ბოლომდე ჩაწია. მე მაღლა ვიყურებოდი, საღამო იყო. ცაზე ვარსკვლავები ბრწყინავდნენ და ქამრის გახსნის ხმაც გავიგე. ხუთი წამის ტკივილით 10 წუთის გიჟური სიამოვნება ვიყიდე.
თუმცა, სიყვარული ის ვაჭრობაა, სადაც არ იცი რას გასცემ, არ იცი — რას ყიდულობ.



6.

მეგონა მიმატოვებდა. ასე უნდა ექნა. მე მასთან სექსი მქონდა და ეს ჩემთვის უდიდეს სიახლოვეს წარმოადგენდა. მინდოდა მიმეწერა, მაგრამ სად აღარ წამიკითხავს, რომ როცა ადამიანს ეპოტინები — დაკარგულია. ამიტომ ველოდე და, არ ჩანდა. ეს მეორე დღე იყო. საშინელ შიშს ვგრძნობდი, ნუთუ ისეთ საზიზღარ ხორცად ვიქეცი, როგორებიც სხვები არიან? მოსაღამოვდა. გადაღებიდან დამირეკეს და სიცხე მაქვს-მეთქი, ვუთხარი. საშინლად ვიყავი, გესმით თუ არა ჩემი?! ასე საშინლად არასოდეს ვყოფილვარ. მეშინოდა, არ მინდოდა იმათ დავმსგავსებოდი, ვისაც მეძავებს ეძახიან, ვერ ვიტან იმ სიტყვას, — ! ამ ერთხელ ვიტყვი და დანარჩენში რამეთი ჩავანაცვლოთ, მაგალითად „შე ლამაზო!“ ამით, ეს ნამდვილად უფრო პოზიტიურია, ვიდრე ის სიტყვა.
საღამო ღამეს უახლოვდებოდა და უფრო შემეშინდა. კიდევ არ ჩანდა. ვამოწმებდი, ყველგან იყო შემოსული, ახალი ფოტოც დადო, თუ გამოცვალა, როგორც არის... რა აღარ ვცადე, ხან მე თვითონაც შევცვალე ფოტო, ხან სტატუსი გამოვაქვეყნე, მაგრამ არ მწერდა. შემდეგ ერთ-ერთმა მწერალმა ასეთი სიტყვები დაწერა: „ადამიანთა უმრავლესობას ხომ მხოლოდ ცეცხლის დანთება შეუძლია, შენარჩუნება კი, — არა,“ ჩემს კედელზე გავაზიარე. არც ეს გამოდგა.
არ მწერდა, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმიტომ არ მწერდა, რომ ვიცოდი, მელოდა.
კარგი, უფრო რაციონალურად უნდა მივმდგარიყავი ამ საკითხს და ასეც მოვიქეცი. თუ მე „შე ლამაზო ვარ!“ მერე რა მოხდა? ერთხელ სექსის გამო? მკითხველი და ღმერთია მოწმე, რომ მე ნამდვილად მინდოდა პატიოსანი ვყოფილიყავი, მაგრამ მომწონდა და არ ვიცი, ამ სიამოვნებას როგორ უნდა გავქცეოდი.
ამ წიგნს იმისთვის ვწერ, რომ ნუგეში ვიპოვო და თუ ნუგეში ვერ ვიპოვე, სახეში მივახალო იმ ადამიანებს, რომელთაც სექსი ბა ჰგონიათ. თუმცა, მე მგონი ძალიან ვნერვიულობ.
ჩემს ლოგინზე ჩამოვჯექი. ახლაც მახსოვს, რომ ვარდისფერი თეთრეული იყო და შევწექი, ტანსაცმლიანად. ყველაფერი ხელახლა გავიხსენე და ჩემი შარვალი გავიხადე. ვნერვიულობდი. ჩემს საშოს ვუყურებდი, თითქმის იგივე იყო. კარგი, გვეყოს. ჩავწექი. კიდევ ერთხელ დავიწყე იმაზე ფიქრი, რა იქნებოდა, რომ მე „შე ლამაზო“ ვყოფილიყავი, არაფერი. ფეხებზე დავიკიდე და შიში მღლიდა, ამიტომ დაძინება მომინდა. ტელეფონი ტუმბოზე ჩამოვდე და თავი ბალიშში ღრმად ჩავრგე. ტელეფონმა დარეკა.
ელენე იყო, ელენე ჩემი დაქალია. ელენე კარგი გოგოა. ელენე მიყვარხარ და ბოდიშს გიხდი.
— ალო, — ვუპასუხე მე და ტელეფონიდან გავიგე, როგორ ჩაკბიჩა ვაშლი. — რას ჩალიჩობ? — მეკითხება ის, — არ ვიცი, მეძინება. — „ტი შტო“ — თქვა მან და ტელეფონს ოდნავ მოშორდა ხმა, ახლა ხომ 8 საათია. — ჰო, მაგრამ მაინც მეძინება, — გავუჯიუტდი მე, ნამდვილად არ მინდოდა ელენესთან ლაპარაკი. ეს იყო, რომ მოველოდი, გამითიშავს-მეთქი და, — რა ქენი, ის ბიჭი ნახე? ლამაზხმიანი... — და ჩაიცინა, — არა, აღარ მინახავს, — ვუთხარი მე და უკვე ყელში ამომდიდოდა, ცოტაც და ნამდვილად მაღებინებდა, — ჰო! დე! ვყვიროდი მე, მოვდივარ კარგი, ელ, მერე დაგირეკავ, — გავითამაშე მე, — გკოცნი, — მითხრა მან და ყურიმილი დაკიდა.
ყველაზე მეტად, ყველაფერთაგან, იცით რა მენანება? მე რომ მართლა ძალიან ლამაზი ვარ. ჩემი სწორი ფეხები, ჩემი სიმაღლე, ჩემი წარბების მოყვანილობა, მკერდი... ბოდიში, ასე რომ გახვევთ თავს... მართლა ბოდიში, მაგრამ უნდა იცოდეთ! ყველაზე მეტად, ყველაფერთაგან, იცით რა მენანება? ის ადამიანები, რომელთაც ჩემი ასე საშინლად შურდათ, ნება რომ მიეცემათ მგმონ და თან მიზეზი რომ ექნებათ, აი ეს, მათი არასწორი გამარჯვება! ყველამ რომ ძალიან კარგად იცის, როგორი ლამაზი ვარ, ზუსტად ამიტომ მუდამ იჭორავებენ ჩემზე, რომ მე სექსი მქონდა 17 წლის ასაკში. ჰო, ასეა. უკანასკნელ იმედად კი იმას ვიტოვებ, რომ როგორმე, იქნებ, თუ ასეა და არ გახმაურდეს მაინც, დარჩეს ეს ამბავი ამბავად. არ ვიცი, საიდან მოდიოდა ეს ფიქრები ან საითკენ მიდიოდა, მაგრამ ასე იყო. არ ვიცი, რატომ შემეპარა იმ მამაკაცში ასე უცბად ეჭვი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ასე ძალიან ვენდე.
ორსულად ხომ არ ვარ? ახლაღა გამახსენდა. ჯერ მაინც ადრე იყო და ცოტა ხანი, დარჩენილი სიამოვნებით ვიხარე.
დამცინებთ, მაგრამ ქართულ-ხალხური სიმღერები მიყვარს, ძველი სიმღერები მიყვარს. ვიცი, ჰო, რომ სასაცილოა, მაგრამ მიყვარს და, ჰე... გოგი დოლიძე - რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს, ძალიან მიყვარს, სასწაულია ეს კაცი და მორჩა! იდეალურად მღერის. ერთი მუსიკოსია „მასტერი“ ასე ჰქვია, სახელიც კი სასაცილო აქვს, მას ჰქონდა ამ მუსიკოსის ელემენტი თავის სიმღერაში. საერთოდ, რამდენი ბანძი მუსიკოსი გვყავს დღეს თბილისში. პლაგიატების ხროვაა და მეტი არაფერი. მაგრამ თუ შეგიმჩნევია, ნახევარი ქალაქი გაუნათლებელია და ამას ვერ ამჩნევს.
საათის გრძელი ციფერბლატი ოთხიანთან მიდიოდა, მალე 9 საათი გახდებოდა, 40 წუთში. ახლა გოგი დოლიძის მუსიკაზე ვფიქრობდი და ზოგადად, ამ კაცზე. მართლა მივიწყებულ-ფეხზე დაკიდებული მყავდა, ტელეფონმა დარეკა. ახლაღა ვიაზრე, რომ მისი ნომერი ჩაწერილიც არ მქონია. თუმცა ბოლო „0309“ მახსოვდა. ზურგში რაღაც წყალმა დამიარაკა, ყელში ისე ჩაიგრუხუნა სამჯერ, რომ ხმაც კი გავიგე.
— ალო, — ვუთხრი მე, ძალიან ოსტატურად, — სად ხარ? — მკითხა მან და მას ჰქონდა ისეთ ხმა, როგორც, როცა მამა მირეკავდა ხოლმე, როცა მე სახლში ვაგვიანებდი. — სახლში, — ვუპასუხე მე და „შენ“-მეთქი აღარ მიკითხავს, ცოტა მეწყინა, ცუდად მელაპარაკებოდა. — დაბლა ვდგავარ, ჩამოდი.
ჩავედი. მე ბეემვეს ვეძახდი, ბოლოს გაირკვა, რომ ბიემდაბლიუ ჰქვია. მოდელი, სამწუხაროდ არ ვიცი, მანქანებში ვერ ვერკვევი, ჩემთვის მოდელის დასახელება უკვე პროფესიონალიზმს უტოლდება. ორკარიანი, წითელი მანქანა იყო და სერია “KBK-431” თუ “KBK-344” რაღაც ეგეთი, “KBK” მახსოვს. რომ ჩავედი მანქანიდან გადმოსული იყო, რომ დამინახა და სადარბაზოდან გავედი, ქარმა დაუბერა და თმები თვალებში შემოვიდა, ამიტომ ვეღარ დავინახე ვეღარაფერი და როცა ხელით თმები დავაწყნარე, შემდეგ უკვე საჭესთან იჯდა, მეორე კარი გამოვაღე და დავჯექი.
— როგორ ხარ? — ვკითხე მე.
— ვარ რა, — მიპასუხა მან, ჯიბიდან გასაღებების ასხმა ამოიღო და მანქანა დაქოქა.
მე როგორ ვარ, ნუ, რა თქმა უნდა, არ აინტერესებდა. რა გაეწყობა, ჯერ კიდევ არ ვიცი, ცუდად მექცევა თუ კარგად.
მთელი გზა ჩუმად ვიყავი და ბუტირკას სიმღერებს ვიზეპირებდი, ჩუმად იყო და სწრაფად დაძვრებოდა მანქანებში. დიღომის ტრასაზე გავიდა და ხელის მუხრუჭი ამოწია, მანქანის უკანა ნაწილი მთლიანად გაცურდა, შემდეგ ჩაწია, ამ დროს მატორი აბღუილდა და კიდევ ამოსწია, ახლა უფრო ლამაზად გავაკეთეთ წრე, შემდეგ სიჩქარე შეცვალა და მივფრინავდით. თავის მხარეს ფანჯარა ჩამოწია. ბოლომდე „მიაჭირა“ სატერფულებს და მანქანა 160-ს აჩვენებდა. შემდეგ შეანელა, მცხეთაში ჩავედით. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.
— დღეს არ მინდა, —თქვა მან.
„რაზე ლაპარაკობს?“ — ვფიქრობდი მე, ნამდვილად ვერ მივხვდი. თუმცა ეს ზუსტად მაშინ თქვა, როცა მანქანიდან გადმოვდიოდი და ამიტომ თავი დავიყრუვე.
— აქ ძალიან კარგი თონის პური იყიდება.
— მართლა? — ზრდილობის გამო ვკითხე.
— ჰო, ვიყიდი, — მანქანის კარები გამოაღო და ხურდები ამოღიო.
ისე, მართლა ძალიან კარგი თონის პური იყიდებოდა მცხეთაში. მარილიანი და რაღაც, საუცხოო.
სახლშიც გიჟივით მომიყვანა. მანქანა გაჩერდა.
— დიდხანს იჯდები ასე? — მკითხა მან.
— კარგი, წავედი, — ლოყაზე ვაკოცე და გადმოსვლა რომ დავაპირე, იდაყვში მომკიდა, სახით მიმატრიალა და ტუჩებში მაკოცა.
ვიღაცა იტყვის, რომ ქალებს გაზვიადება გვიყვარს და რომელიმე დიალოგი ამოვიღე, მაგრამ გულზე ხელის დადებით შემიძლია დავიფიცო, რომ იმდღეს, მეტი არაფერი არ უთქვამს. რისთვის მოვიდა?
ეს ტიპი ყველა კუთხიდან შეშლილი იყო, ან მე ძალიან გამომიყენებდა.
ძალიან მეუხერხულება იმ დღეების მკითხველისთვის თავის მოხვევა, რაც ის სამი დღე იყო, მაგრამ... თუმცა მაგრამ კი არა, ამიტომ, ასე არ მოვიქცევი, თუმცა მოკლედ გეტყვით, რომ 3 დღე არ გამოჩენილა. მე კი სახლიდან თითქმის არ გავსულვარ. მადლობა გურამ დოჩანაშვილს „სამოსელი პირველისთვის“, კარგი იყო. მაგრამ 12 წელი მეტისმეტი მოუვიდა.
მესამე დღეს იგივე განმეროდა. დამირეკა, ჩავედი. ქარი არ ყოფილა. დავჯექი,
— როგორ ხარ? — ვკითხე მე და გადავკოცნე.
— ნიჩიო, —თქვა მან.
აქამდე არ მითქვამს, რომ ის „ნიჩიო“,“იტოკში“,“ვაფშე“ და მსგავს კალკებს თუ ევფემიზმებს თუ ბარბარიზმებს თუ რაცაა არ იყენებდა. გამიშინაურდა, როგორც ჩანს.
— ცოტა ფული არ გაქვს? — შემეკითხა.
— არა, რა იყო?
— ბენზინი არ მაქვს და...
— ააა. სახლში მაქვს.
— გეხვწები, ადი რა.
ვიღაც იფიქრებს, რომ სულაც არ გამიხარდა ფულის ჩატანა, მაგრამ არა, ეგრე არ ვფიქრობ, თუ საჭიროა, უნდა მისცე, მაშინ ნამდვილად გამიხარდა, რომ შემევდრა და თხოვნით მითხრა, თან ძალიან მეგობრული ხმა ჰქონდა და ძალიან... კარგი იყო. მოკლედ, 45 ლარი მქონდა და ჩავუტანე, ხურდებიც იყო.
— ამდენი არ მინდა, — ოცლარიანი აიღო და დანარჩენი უკან გამომიწოდა, ცოტა ნელი რეაქცია მქონდა და სანამ ხელებს ჯიბიდან ამოვიღებდი, ანდაც, თუ გინდა, ამდენის ვიაროთ. — ვიაროთ, — დავეთანხმე მე, იმიტომ რომ ვიცოდი, უნდოდა. ფული ჯიბეში ჩაიდო და მალევე, „გალფის“ ბენზინ გასამართ სადგურზე გავჩერდით.
— ორმოცდახუთი ლარის, — უთხრა მან და მთლიანად ჩაასხა.
უჰ, ცოტა მომეშვა, რა კარგი იყო, რომ ცოტა დავმეგობრდით.
დიღომში არის ბევრი მიტოვებული ადგილები, მაგრამ თემქისკენ წავედით. თბილისის ზღვაზე ავიდა და იქ „ძეგლებზე“ ერთ ტრიალი ასფალტია, მანქანა გააჩერა.
— მანქანის ტარება იცი?
— არა, — ვუპასუხე მე, — არ ვიცი.
გადმოვიდა და ჩემს კარებთან მოვიდა. კარები გარედან გააღო, — გადადი, — მითხრა და ადგიელბი გავცვალეთ.
საჭიდან რა სხვანაირი ყოფილა ეს მანქანა, სულ სხვანაირი.
— „ხალასტოიშია“, დაქოქე, — დაქოქვა ხო ნანახი მქონდა და დავქოქე.
— ისე, ჯერ აჯობებდა სკამი მოგერგო, — ძლივს გავარკვიე სკამი როგორ უნდა მომერგო, მოვირგე.
— ახლა, —დაიწყო მან, — ქვემოთ სამი „პედალი“ აქვს, მარჯვენა „სცეპლენიაა“ ახლა რაშია საჭირო ეგ, ეგ არის მოდება სიჩქარის, მანქანას სულ 6 სიჩქარე აქვს, უფროსწორად „ზადნიც“ და „ხალასტოიც“, ანუ რვა გამოდის. რომ გადართ—გადმორთო, ეგ არის საჭირო, მაგრამ ყველაზე საჭიროა დაძვრისთვის, იმიტომ რომ სხვანაირადა.... ჯერ ბოლომდე მიაჭირე, — მივაჭირე. — ახლა პირველში ჩააგდე, — ჩავაგდე, ხელით დამეხმარა, — ახლა სულ სულ მარცხენას უნდა დააჭრო, ოღონდ ოდნავ, — დავაჭირე და ვიგრძენი მანქანა უკან მიგორავდა, — ახლა სულ სულ მარჯვენას აუშვი ნელ-ნელა და თან ესეც ოდნავ მიახმარე ხოლმე, — გავაკეთე, ნელ-ნელა მანქანაც დაიძრა. საჭე კი ჩემით გამოვიცანი. წავიდა, ტრასაზე გავედი, ვხვდებოდი, რომ „გაზი“ ნელ-ნელა უნდა მიმეცა, მაგრამ ტრასაზე რომ გავედი, უკვე რაღაც არასწორედ იყო, — ახლა ყურადღება არ დაკარგო, — მითხრა მან, — გაუშვი ყველაფერს ფეხი, შუა „ტორმუზია“, ხომ იცი... სულ-სულ მარჯვენას დააჭირე ბოლომდე, შემდეგ აი აქ, — ხელი ზევით მოუსვა და შუქი აანთო,ზ ზემოდან აწერია, მოკლედ, ზემოდან ქვემოთ უნდა ჩამოსწიო და რომ ჩააგდებ, შემდეგ სულ-სულ მარჯვენას გაუშვი ეგრევ და გააგრძელე.
ასითაც წავედი იმ საღამოს. რა მაგარი იყო. მანქანის ტარება ვისწავლე! თანაც იდეალურად!

7.

— ჰო, — მიპასუხა ტელეფონზე, მე კი არ ვიცი რატომ, ჩემს ოთახში ისედაც ყოველთვის მარტო ვცხოვრობდი და მაინც საბნის ქვეშ ვიყავი შემძვრალი.
— რას შვრები, — ვკითხე მე.
— შენ? — მკითხა და როგორი თბილი ხმა ჰქონდა, მაგრამ მაინც მეშინოდა მისი, მასთან ხომ მე სექსი მქონდა...
— არ ვიცი, შენთან ლაპარაკი მინდოდა, — იცით, მე ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად დავახლოვებოდი, შიში მმართავდა.
— მეც მინდება ხოლმე ზოგჯერ, ესე იგი, შემიძლია დაგირეკო ხოლმე? — რა კარგი იყო, ღმერთო ჩემო!
— ყოველთვის! ბიჭო! ყოველთვის! — არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი, ალბათ, ემოციაც შემეტყო.
— მარიამ, — ჩუმად თქვა მან, ძალიან ჩუმად და თან ძალიან ჩუმად — ჰო, — საოცარი ინტერესით ვკითხე, — რა იყო, რა გინდა? — კიდევ უფრო ჩავეკითხე.
— მე შენ მიყვარხარ. — მითხრა მან. სიმართლე უნდა გინდოდეთ და აღარ ვიტყვი „სიმართლე თუ გინდათ“-მეთქი, მაგრამ სიყვარული არ ვიცი რა არის, ახლაც არ ვიცი, არც მაშინ ვიცოდი. გარეგნულად ყველაფერი მომწონდა, შიგნიდან რაღაცები შესაცვლელი იყო, უფრო სწორედ, შევცვლიდი, მაგრამ ალბათ, არასოდეს ამისთვის არ ვიმოქმედებდი. ადამიანი ზუსტად ასეთი უნდა გიყვარდეს, ჩემი აზრით. არ ვიცი, შეიძლება სისულელეა, მაგრამ თუ გინდა ზუსტად შენნაირი ადამიანი იპოვო, ალბათ ძალიან ბევრი უნდა იარო და ბოლოს მაინც ისეთს იპოვი, რომელშიც აუცილებლად შეცვლიდით რაღაცას. ადამიანები არ იცვლებიან, ადამიანები ხომ უბრალოდ, ვლინდებიან. ხოდა, ეგ უკანასკნელიც გამოავლენს ნაკლს და მერე გული დაგწყდება. თუ გინდა, ჯანდაბას წაეღო ყველაფერი, მაგრამ რა უნდა მეთქვა თუ არა „მეც მიყვარხარ“—მეთქი? ჰო, რა უნდა მეთქვა? მიპასუხეთ? ვერაფერს ვეტყოდი! როგორი ხმა ჰქონდა, როგორი ღიმილი, როგორი ყელი...
— მეც მიყვარხარ, — ვუთხარი მე და საბანში ისეთი ხმა იყო, ექოსავით, ისე ამეცრემლა თვალები და ეს ხომ პირველი ადამიანი იყო, ვისთანაც სექსი მქონდა და ჩემი პირველი შეყვარებული, ისე მომწონდა, ისე მომაწვა, ჩუმად, დუნედ დავამატე, — ძალიან.
— ცოტას დამიჯერებ? — მკითხა მან, მშივად მეუბნებოდა, ძალიან მშვიდად, მაგრამ მაინც ამ სიყვარულის ახსნის შემდეგ ეს რა ოინი იყო, ნუ, ასე ვიფიქრე...
— შენ თუ დამიჯერებ? — კითხვა შევუტრიალე მე.
— მე დაგიჯერებ, შენ რომ არც დამიჯერო, მაინც. — კარგი პასუხია, მაგრამ მიმიხვდა, მიმიხვდა რომ თანასწორობა მინდოდა, რაღაც მსგავსი, დღლაბი. მაგრამ გადავწყვიტე, არ შემემჩნია, — მეც დაგიჯერებ.
— ხვალ მაკდონალდსში წავიდეთ, გინდა?
— არ მინდა. ისე ვიაროთ სადმე.
— კარგი, მაშინ ახლა დავიძინოთ.
— დავიძინოთ.

8.

— ცოტას ქალაქშიც გავალ, — ვუთხარი მე.
— არა, მარიამ, პატრული შეგვხვდება, — მითხრა მან.
— მეც მინდა მართვის მოწმობა.
— აიღე.
— სად უნდა ავიღო?
— რუსთავში.
— რა უნდა ჩავაბარო?
— თეორია და პრაქტიკა.
— ძნელია?
— თუ ტარება იცი, არა.
— ტარება ვიცი?
— იცი.
მესიამოვნა.
— თეორია სად ვისწავლო?
— გამოგიგზავნი საღამოს, ახლა გააჩერე ეს მანქანა და დამსვი, თუ შეიძლება. — გაიცინა და მანქანა გავაჩერე. საჭესთან დაჯდა.
— მაინც როგორ ისწავლე ისე, ასე მალე, მანქანის ტარება?
— მე თვითონაც მიკვირს, — ვუპასუხე მე.
— ძალიან ნიჭიერი ხარ.
— ძალიან კარგად ვატარებ?
— საუკეთესოდ, — მითხრა მან, — საუკეთესოდ, — ისევ გაიმეორა, — რამდენი გოგოს ტარება მინახავს, მაგრამ ასე არასოდეს. — შემომხედა და თვალებში ის ფიქრი დავინახე, რაც ილაპარაკა,— საუკეთესოდ, — კიდევ გაიმეორა მან, — ყველაზე მაგრად —კიდევ იმეორებდა, ოდნავი სიმორცხვე დაეტყო და თქვა, — ჩემზე კარგადაც,— გაიცინა, — მითხარი, მარიამ — განაგრძო ისევ, — პირველად იჯექი? — მოირდებით მითხრა და შემდეგ დაამტა, — სიმართლე მითხარი... სიმართლე მითხარი... — იმეორებდა ბევრჯერ და სწრაფად.
— ვფიცავ! — ვუთხარი მე და კიდევ ისე შემომხედა.
ხელებზე კარგი კუნთები ჰქონდა, ძალიან ლამაზი და პრიალა ტუჩები, მკერდის კუნთები, გრძელი და მუხლები, რომლებიც სულ მოუჩანდა ხოლმე შარვლიდან... კისერი და თეძოები... მე კი მხოლოდ მისი თვალები შევინახე.
იმ ღამეს მართლა გამომიგზავნა რაღაც თეორიის სამეცადინო, სულ ათას რაღაცა კითხვა იყო და უცებვე ვისწავლე, ასეთი მარტივი... მეორე დღეს დილაადრიან გამომიარა. დავჯექით და წავედით.
რუსთავში იმხელა რიგები იყო, იმდენი ადამიანი იყო მისული მართვის მოწმობის ასაღებად.... ძალიან ბევრი. ზოგს ბაბუა ახლდა, ზოგს მამა, ზოგს დედა, ზოგი იქით, კედელზე ასვეტილიყო და წიგნს იმეორებდა, ცოტა შემრცხვა, ასეთი უვიცი რომ მოვედი, მაგრამ ჩავაბარე, ოცდაათი კითხვა მოვიდა და ოცდაათივეს სწორად ვუპასუხე. სავარაუდო პასუხებიც ჰქონდა და ზუსტად ის ტესტები იყო, რომელიც ინტერნეტში ვნახე.
შემდეგ პრაქტიკის გამოცდაზე გადავედით. პირველი გარაჟში შეყენება თუ რაღაც იყო, სიმართლე გითხრათ, ის ცოტა სხვანაირი მაქანა იყო, მაგრამ არა, არა... თავს არ ვიმართლებ. ჰო, ჩავიჭერი. გარაჟში ჩავიჭერი. ჯანდაბას, არა უშავს.
მეორე ცდა ერთ კვირაში მქონდა. მანამდე ყოველდღე მოდიოდა და ვმეცადინებოდით, ის იძახდა: —ჯანდაბა! იდეალურად იცი! იქ რა ჯანდაბა გჭირს!
ერთ კვირაში ისევ მივედით გამოცდაზე და ჩავაბარე, აქაც ნული შეცდომით.
— დამსვი, დამსვი! —ვევედრებოდი მე. ის კი, მართლა სწყინდა, — სამი დღე უნდა! სამი დღე უნდა! — შემდეგ ამბობდა, — გადაგვეხადა დამატებითი ფული და მოეცათ დღესვე, ჯანდაბა!
— არაფერია, — ვუთხარი მე და მეც მასთან ერთად მოვერგე ამ სიტყვას, — ეგენი ფულს მაგით შოულობენ, რომ ჩვენისთანა მოუთმენლებს ფული გამოსწოვონ, — ვუპასუხე მე.
— ჰო, ეგრეა, — დამეთანხმა.
9.

რას ვგავდი ამ მართვის მოწმობის სურათზე, — ღმერთო ჩემო! ნამდვილ მონსტრს, პირადობის კიდე უარესია.
— მამ, ნახეე — სიამაყით გავუწოდე ჩემი მართვის მოწმობა.
იკვირვა, მან ხომ არც იცოდა, რომ მანქანის ტარება ვიცოდი.
— ვა, — მართივს მოწმობა გამომართვა, — როდის აიღე? — მკითხა მან.
— დღეს, — სიამაყით ვუპასუხე მე.
— მინდა შენი ტარება ვნახო.
დაბლა ჩავედით და მანქანაზე დავჯექი. მამაჩემსაც ადრე მეგონა, ბეემვე ჰყავდა, თურმე ბიემდაბლიუ ყოფილა. როგორც არის...
კარგად ვიარე.
მამასაც რაღაც არაჩვეულებრივი სიხარული აღებეჭდა სახეზე. თითქოს ძალიან გაბედნეირდა, ასე რომ ვატარებდი.
მე თექვსმეტ ნოემბერს დავიაბდე, იცით? 1998 წელს.
ახლა 9 სექტემბერი იყო. სკოლა შარშან დავამთავრე. თუმცა, გადავწყვიტე, ერთი წელი დამესვენა, უფრო სწორედ, შევთხზი, რომ სამოდელო ცხოვრებისთვის უნდა მიმეხედა, მაგრამ ერთი მაგათიც, სულელებისა და ვირთხების გროვაა ყველა სამოდელო სააგენტო, მანდ ბოდიალი პატივმოყვარე ქალების სპორტია და მეტი არაფერი, დადიან და მოსწონთ ბიჭები რომ მათზე გიჟდებიან. მე კი ამ ქალებს მოავხსენებ, რომ ისინი მათზე კი არა, მათ საჯდომებზე გიჟდებიან და მათთან მხოლოდ სექსი უნდათ. ასე რომ, რაც უფრო გამომწვევები არიან, მით უფრო კარგავენ სიყვარულთან სიახლოვეს, რომელიც ასე უნდათ, ან რა ვიცი, იქნებ არც უნდათ... ყოველშემთხვევაში მინდა იცოდნენ, რომ როცა ვინმე მათ ფოტოს ხედავს, ცოლად კი არ წარმოიდგენს, წარმოიდგენს შიშველს როგორ ხდის და სექსი აქვს.
მოკლედ, რეპეტიტორებთან შევედი, სამოდელო საქმიანობა (კიდევ კარგი) მალევე მივატოვე.
გრაფიკი კარგად აეწყო, რა კარგი დღეები იყო, რა ნათელი...
დილას მანქანა მოაყენებდა ხოლმე, ჩავდიოდი, ის უკვე მარჯვნივ გადმოჯდებოდა, მე საჭესთან ვჯდებოდი, მასწავლებელთან მივდიოდი, შემდეგ ისევ ის ჯდებოდა საჭესთან და შემდეგ გამომივლიდა ხოლმე.
ჩვენ არ გვქონდა დღეები, რომლებიც დავიმახსოვრეთ, ჩვენ გვქონდა დღეები, რომლებიც ვერ დავივიწყეთ.
რა დეგენერატი იყო, რა ცანცარა, შუა ქუჩაში მაკდონალდსში ნაყიდ კარტოფილს რომ ასფალტზე ყრიდა ხოლმე, ცანცარა, კლოუნი! პირშიც ვერ იჩერებდა საჭმელს... ისე ერთხელ მაინც ჩაესხა თვითონ ბენზინი! დებილი, დებილი, დებილი, დებილი! სუფთა ცირკაჩი!
რა ვიცი, იანვრის თვე მოვიდა. ციოდა. ზამთარში არ მომწონდა მანქანაზე ჯდომა, ის ჩემთან ამოდიოდა ხოლმე სახლში.
ჩემს ოთახში თავის პატარა კუთხე მოიწყო. ფანქრები, ფერადი ფანქრები მოიტანა და რაღაცებს აკეთებდა ხოლმე,
— ბანალურია, ეს ოთახი რომ ვარდისფერია, — თქვა მან.
— რა ფერი უნდა იყოს? ცისფერი? — ხომ ცნობილია, რომ ცისფერი ბიჭსაა, ხოლო ვარდისფერი გოგოსი, ამიტომ...
მე ლოგინზე ვიწექი, ვარდისფერ თეთრეულში, ეს არ არის დამთხვევა, მე სულ ვარდისფერი თეთრეული მაქვს. ფეხზე ლაქს ვისვამდი, ჩემთან მოვიდა, ლაქი გამომართვა და ცდილობდა, თვითონ წაესვა. მოუხერხებელი, ბლაგვი! სულ ამომითვახა ფეხის თითები აქა-იქ. — სულ დამთხვარე! — გაბრაზებით ვუთხარი მე. — შენი ფეხები მიყვარს, — თქვა მან.
— გიყვარს? — ვუპასუხე მე?
— მიყვარს, — გაიმეორა მან, — ძალიან მიყვარს. — შემდეგ ხელი ფეხის კუნთზე მომხვია, თუჩებით მუხლს ქვემოთ მაკოცა, შემდეგ უფრო ზემოთ, ნელ-ნელა მაღლა მოვიდა და გაჩერდა.
— გინდა? — მკითხა. ადვილად მივხვდი, რასაც გულისხმობდა. მიყვარდა, ვუყვარდი. ძალიან, ძალიან. ერთხელ გვქონდა, მეორედ გვექნებოდა. მაშინ მომეწონა და მერეც ძალიან ბევრჯერ მომინდა.
— მინდა! —გამოვუცხადე მე და საწოლიდან ადგა.
ტანსაცმელი გაიხადა. შუა-დღე იყო და ოდნავი სინათლე დაჰკრავდა მის ტანს, მუცელზე ოდნავი ბეწვები ჰქონდა, სულ ოდნავი
ეს მირჩევნია, იმ გატლიპინებულ კაცებს კი სჯობს, არა?
გვერდით მომიწვა, ხელები თავქვეშ მომხვია, მარცხენა ხელი ტრუსს ჩაავლო და დაბლა ჩასწია. გააკეთა. ეს წინანდელზე უკეთესი იყო. ალბათ იმიტომ, რომ არაფერი აღარ მაშინებდა.
წინასაგამოცდოთ, ფაქტობრივად, ერთმანეთი არ გვინახავს. იცოდა, რომ არ უნდა მოსულიყო, ვსწავლობდი. მამა დამპირდა, რომ მანქანას მიყიდდა, თუკი ას პროცენტიან გრანტს ავიღებდი. თან სერიოზული მოდელი ურჩია ჩემმა ბიჭმა და მეც ძალიან მოვიწადინე.
აგვისტოში ქულები დაიდო. ას პროცენტიანი გრანტი ავიღე.

მამამ მანქანა მომიყვანა. სწრაფი და, სწრაფი. მხოლოდ ეს მომწონდა, სწრაფი. და სწრაფი.
10.

ძალიან ადრე იყო, ჯერ კიდევ არ ერიჟრაჟა, მხოლოდ ჭრიჭინების ხმა ისმოდა, ისიც მშვიდი და დუნე, რამდენი ხანია, ასე ადრე არ ავდმგარვარ, ასეთი ცა არ მინახავს, ასეთი ქუჩა და ეს ქალაქი ასეთი არ მინახავს, რა ხანია... სულ ამწამინდელის გაღვიძებული ვიყავი, პირში ჯერ კიდევ მქონდა ნადების გემო, აბაზანაში შევედი და კბილები გამოვიხეხე, ჩემს ბარგს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. ჩაი დავლიე, რაღაც კაი ჩაი ვერ გამომივიდა და გადავაქციე. ცოტა ვჭამე, რაღაცები მივძიძგ-მოვძიძგნე და რვა საათს ველოდი.
შვიდის ნახევარზე მოვიდა, შეშლილი! ფეხშიშველი გავარდი, შემოვიდა, მაკოცა.
— რა ლამაზი ხარ, — მითხრა მან და თვალებიდან წირპლი მომაშორა, — ასე ადრე?
— ჰო, ვიცოდი, რომ ვერ მოითმენდი. მივქრივართ?
— მივქრივართ! — დავეთანხმე მე და აბაზანაში შევედი, წყალის გადავლება მინდოდა, მაგრამ შემეზარა და სახე კიდევ ერთხელ, უფრო კარგად დავიბანე.
დაბლა ჩავედით. — ფუ რას ჰგავს, — თქვა მან, — ნამდვილი მტვრის გროვაა, არადა, რა მანქანაა! — თქვა მან.
— რომ გარეცხავ, მერე თვალს ადგამენ, —ვუპასუხე მე.
— გავრეცხოთ. — შემომთავაზა მან.
ჩემს მანქანაში დავჯექით, ის, რა თქმა უნდა, გვერდით დაჯდა. ჩემს უბანთან არის სამრეცხაოები და გავრეცხეთ, შემდეგ სანაპიროზე გავედით, შემდეგ დიღომში და ბოლოს დავადექით გზას ბათუმისკენ.
— რა კარგი მანქანაა, — თქვა მან, — იქიდან მე ვჯდები, — შემდეგ რაღაცებს ათვალიერებდა, მე კი გზაზე მივდიოდი, — ვა, ვა სპორტ რეჟიმის ჰქონია! — თქვა და შემდეგ მუსიკებს შეექცია, ყველა და ყველაფერი გაუსინჯა მანქანას და ბოლოს ისევ გაიმეორა, — იქიდან მე ვჯდები!
საჭესთან რომ ვზივარ, ცოტას ვლაპარაკობ, — კარგი, ჰო. —დავეთახნმე მე, ოღონდ ისე კი არა, რომ თითქოს საწუწუნო ყოფილიყო, არა, უბრალოდ უნდა დამესვა, მან მე მასწავლა ტარება და ის ყოველთვის მსვამდა. მე ეს მახსოვდა.
გზაზე რაღაც მანქანა გამოვარდა, გადამისწრო და სიხარულით გავარდა წინ.
— შეხედე! შეხედე! რა აბლატავებს?
— მართლაც, — დავეთანხმე მე და სატერფულებს მივაჭირე, მაგრად მივაჭირე.
ახლო რომ მივედი, დაამუხრუჭა და მოვასწარი, მარჯვენა ზოლში გადავედი, ახლა კიდევ უფრო მივაჭირე ფეხი და წინ მანქანა მოდიოდა, დავამუხრუჭე. გადავედი მაცხენა ზოლში და ისევ მივედი მასთან ახლოს, უფრო ახლოს რომ მივედი, ჭკუა ვიხმარე და უცბადვე გადავედი მარჯვენა ზოლში, გავასწარი. საცოდავს, აღარც მოსდომებია ალბათ დამწეოდა.
— ყოჩაღ! ყოჩაღ! — მეუბნებოდა, — რომ იცოდე, არ იყო მარტივი გასასწრები. მაგრამ მაინც სხვაგვარად უნდა ანახო ეგეთებს.
ბათუმში ჩამოვედით. აქამდე არ მითქვამს, რომ სასტუმროს ნომერი მოიგო. დიახ, მოიგო. რაღაც კონკურსში ერთი კვირით.
— ათი დღით, — შემისწორა მან. — და არა ერთი კვირით.
— ჰო, ერთი კვირით. — დავეთანხმე მე.
ყველა ადამიანს თავისი მოგონება აქვს, თავისი სუსტი წერტილი. ზოგი ამ მოგონებაში ადამიანს ხედავს მთავარს, ზოგი გზას, ზოგი ადგილს, ზოგი მზეს, მაგრამ მუხლდაჩოქილი ვამბობ, ამ ათი დღეში იყო ყველაფერი ერთად.
პირველი დღე ქარიანი გამოდგა, ჩვენ ბათუმში დავსეირნობდით და, საერთოდ, ბათუმში ქარისას ჰაერში ფურცლების ფრენა არ ახლავს, იმიტომ რომ სუფთა ქალაქია. ბათუმი კარგია. შემდეგ დღეს იწვიმა, ჩვენ თითქმის მთელი დღე სასტუმროში ვიყავით და ხან ბილიარდს ვთმაშობდით, ხან ჭადრაკს (ესეც, მან მასწავლა, მაგრამ მანქანასავით არ გამომდიოდა)
შემდეგ მზე გამოვიდა და ყველაფერი გაათბო.
დებილი იყო რა, ჭკვიანად არ უქნია ღმერთს. კინაღამ დამხრჩო წყალში, ღმერთო ჩემო, ეგ რა იყო, გახსენებაც მეშინია! მეთამაშებოდა და იმდენი ხანი გავძელი წყალში, მაშინ არ ვეწეოდი და ეტყობა კარგი ფილტვები მქონდა მაინც.
მაგრამ, არაფერი არაფერი! დამიჯერეთ, არაფერი! ვიცი, ეს დღეები უბრალო მოყოლაა,შენც რომ წახვიდე, შეიძლება იგივე განმეორდეს, მაგრამ ერთი კი მახსოვს, ძალიან მახსოვს....
დასალიერზე, მზე აცხუნებდა და მე მის მხარზე მედო თავი.
მეტი არაფერი.
ჩვენი ერთი კვირა გავიდა. მეტი აღარც მინდოდა. საჭესთან დაჯდა. წამოვედით.
მშვენიერი ამინდი იყო, ისე, რა სხვანაირად ვიჯექი გვერდით, მაწუხებდა ძალიან საჭესთან რომ აღარ ვიყავი.
ისე მოხდა, რომ შუა დღეს გამოვედით, იმიტომ რომ სასტუმროში ეს დღეც გვეთვლებოდა მთლიანად, მაგრამ წამოვედით და ნელა მოდიოდა გზაზე.
მოსაღამოვდა.
შემდეგ ცოტა დაიღალა თვითონაც და უკვე სწრაფად სიარულზე გადავიდა.
—ნელა იარე! — ვუბრძანე მე, და ხუმრობით დავუმატე, — თორემ წახვალ მიქელასთან.
— ჰე, — ჩაიცინა მან და სიჩქარეს დაუკლო, — როგორ გგონია, თვითონ მიჰყავს ღმერთს ადამიანები?
— უიმე, რა დროს ეს იყო, — შემეშინდა, ასეთი კითხვები არ იცოდა ჩემმა ბიჭმა, — რა სენტიმენტებია, — ვუთხარი მე.
— ისე. — თქვა მან.
საღამოს 6 საათი იყო. მე მგონი თბილისთან ახლო მოვედით. მანქანამ მოგვიყენა და დაგვისიგნალა, — გაატარე, — ვუთხრაი მე, — ის თითქოს გართული იყო და აზრზე მოვიდა, შემდეგ სარკეში გაიხედა და რაღაც არ მოეწონა, მეც გავიხედე სარკეში და ჩვენნაირად, ახალგარდები ისხდნენ, მერე გაირკვა — რატი უსტარაევი და ლიკა სიხარულიძე იყო მათ სახელი და გვარები, მაგრამ ეს არაფერი. აზრზე მოსვლა ცოტა შეაგვიანდა, ამათმა კი გადასწრება სცადეს და გადაგვისწრეს, მართალია, ცოტა უხეშადაც...
გამწარდა და ეგრევე მიაჭირა ფეხი სატერფულებს, მანქანა 155-ით მიდიდოდა, ისინიც აგვყვნენ, ვერ ვეწეოდით, ჩანდა, რომ ჩვენზე სწრაფი მანქანა ჰყავდათ, მოსახვევი მოდიოდა, მათ დაამუხრუჭეს, მივხვდი, რომ ჩვენც იგივე უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მას იმდენად ჰქონდა ჟინი შემოწოლილი, რომ როგორც კი საშუალება დაინახა გასწრების, პირიქით, უფრო დააჭირა სატერფულებს ფეხი...
არ ვიგონებ, მართლა არ მახსოვს, როგორ. თვალები საავადმყოფოში გავახილე.

თავიდან ვფიქრობდი, რომ აი: მე რომ დავმჯდარიყავი, აი, ის დღე გვქონდა და 15 წუთით გვიან რომ გამოვსულიყავით, აი, მე რომ მეთქვა, დაამუხრუჭე-მეთქი, ან ტუალეტში რომ გავსულიყავით, სისულელეა. ეტყობა, ღმერთს მართლა რჩეულები მიჰყავს თავისთან.
მართალია, მისმა ოჯახმა არ ისურვა სახელი და გვარის გასაჯაროვება, მაგრამ მე ამ წიგნს შენ გიძღვნი, კაკი, კაკი გაჩეჩილაძევ, ჩემო პირველო, პირველო ყველაფერში! ოცნებით მხოლოდ შენზე ვიოცნებებ, შესძლოა, სხვა ვინმე ვიპოვო აწი.



№1 სტუმარი Ana

არ ვიცი ბოლოში რა წერია, მაგრამ დასაწყისია ...
იოანე ჯავახიშვილის ქუჩა?
თუ ივანე

194 სმ ქალისთვის რა უბედურებაა. კალათბურთი ანატოლი ბოისა 192სმ-ია. ეჰ რა ვიცი, რა ვიცი...

 


№2 სტუმარი გიკი გოგო

ხო ჯერ ერთი ივანე ჯავახიშვილის,მეორეც-რა უნდა ჯავახიშვილის ქუჩას მარჯანიშვილის მეტროსთან. დავიწყე და ბოლომდე ვერ (ან არ) წავიკითხე

 


№3  offline წევრი teklash

გიკი გოგო
ხო ჯერ ერთი ივანე ჯავახიშვილის,მეორეც-რა უნდა ჯავახიშვილის ქუჩას მარჯანიშვილის მეტროსთან. დავიწყე და ბოლომდე ვერ (ან არ) წავიკითხე

მანდვეა ეგ ქუჩა და აშკარად არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

 


№4 სტუმარი Guest lolita

Namdvili istoriaa?

 


№5  offline წევრი teklash

Guest lolita
Namdvili istoriaa?

კი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent