შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(13)


24-02-2017, 17:28
ავტორი lile-eli
ნანახია 2 526

აი რა მაკლდა იმ დღეს, მისი მკლავები, მისი სუნი, თვითონ მაკლდა.. პატარა კნუტივით გავიტრუნე მის მკლავებში, კიდევ ერთხელ მაკოცა და მითხრა:
-მიდი ჩაიცვი და მალე მოდი, უნდა ვილაპარაკოთ!..

13.
გაოცებულმა შევხედე, დივანზე დაჯდა, მე კი ოთახში შევედი და ჩავიცვი,
ცოტა ვნერვიულობდი.. მივედი გვერდზე ჩამოუჯექი, ხელი გადამხვია და მიმიხუტა..
-ყავა და ნამცხვარი გინდა?
-მინდა.
- მეგობრები გაუშვი?
გავედი სამზარეულოში, წყალი დავადგი, ისიც გამომყვა.
-გავუშვი, მაგრამ ძალიან ვაწვალე, დარჩენაზე ვერ დავითანხმე და მთელი დღე აეროპორტში ვიყავით.
-ძალიან მხიარული წყვილია.
-კი ძალიან, კიდე უფორო ახლოს, რომ გაიცნობ ხათუნას, უფრო მოგეწონება.
-ძალიან კარგი, წამო დავჯდეთ და მითხარი რაზე უნდა ვილაპარაკოთ.
-ხვალ რა გეგმები გაქვს?
-ხვალ ლექციები, პროექტზე მუშაობა და დღის მეორე ნახევარში დედობილი ვარ.
-ჩემთვის ვერ მოიცლი ცოტას?
-კი მოვიცლი სანამ ანასტასიას გამოვიყვან ბაღიდან..
-ელი მე მინდა მამიდაშენმა და ბიძაშენმა იცოდეს ჩვენი ამბავი. თუ გინდა მე დაველაპარაკები.
გამეღიმა და ძალიან გამიხარდა, რომ ამაზე ასე სერიოზულად ფიქრობს..
-ციან. ორივეს ველაპარაკე სანამ შენ მოხვიდოდი.
გაოცებულმა შემომხედა, გახარებულმა ჩემსკენ გადმოიხარა, მაკოცა. ჯერ ტუჩებზე, მერე თვალები დამიკოცნა, ცვირი, ისევ ტუჩები..
-რაო მამიდამ?
-თვალყურს გადევნებთო!
ისევ მაკოცა და ასე რომ გაეგრძელებინა მე თავს დავკარგავდი, კიდევ კარგი, წყალი ადუღდა. ყავა და ნამცხვარი გამოვიტანე.
-ეს ჩემი და ანასტასიას შემოქმედებაა, იმედია მოგეწონება.
-აბა ვნახოთ.
ყავა დავლიეთ, ნამცხვარმა მოწონება დაიმსახურა და განმეორებით მირთმევაზე უარი არ უთქვამს ვაჟბატონს.. მე კი კმაყოფილი ვუყირებდი როგორ მიირთმევდა..
-უცნაურია რომ არ მახსოვხარ.
-რას გულისხმობ?
-დიტოსთან ერთხელ მაინც, რომ მენახე მემახსოვრებოდი..
-ჩვენ თურქეთში ვცხოვრობდით, იშვიათად ჩამოვდიოით ხომე და იმიტომ.
-დიტოს არ უხსენებიხარ ესეც მიკვირს..
-მამა ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა, სამსახურიდან რომ გაუშვეს ძალიან გაგვიჭირდა და მისმა მეგობარმა, ემირის მამამ ბიზნეს გეგმა გააცნო და შესთავაზა მასთან გვეცხოვრა, მერე ყველაფერი კარგად გამოვიდა, აეწყო ბიზნესი, გაფართოვდა კიდეც და საქართველოს ბაზარიც ავითვისეთ..
-ასე გახდით მილიონერი.
-ასეა, მაგრამ იცი მე მახსოვხარ! უფროსწორად ლიამ გამახსენა შენი თავი.
-რაა? როგორ?
ცნობისმოყვარეობა და გაოცება ვერ დავმალე.
-დიტოს დაბადების დღეზე, შენ და საბა მღეროდით, ჩვენ რომ შემოვედით. დედაჩემს მოეწონე გურამს და ლიას უთხრა შენზე რა კარგი გოგოაო და ლიამაც გაქო..
გულში რაღაც ჩამწყდა, გავიფიქრე იქნებ დედამისის მოწონებული გოგო რომ ვარ იმიტომ არის ჩემთან? ამ ფიქრის გასაფანტად დასვრილი თეფშების და ჭიქების ალაგება დავიწყე, თავის მართლებით წარმოვთქვი:
-გავიტან და მალე მოვალ..
გიგი მიხვდა. მიკვირს ასე ზუსტად როგორ გრძნობს, ან როგორ ხვდება რასაც ვფიქრობ? გასვლა დავაპირე.
-ელი მოიცა!
მკლავით დამიჭირა, ოპ.. კალთაში ჩამისვა თეფშები და ჭიქები გამომართვა, მაგიდაზე დააბრუნა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში მიყურებდა, ცდილობდა დამენახა, რომ გულწრფელი იყო..
-არც იფიქრო! ეგ არც გაიფიქრო! ხომ გითხარი, ეგ ამბავი ლიამ გამახსენა და მაშინ ძალიან პატარები იყავით, იმდენად პატარები, რომ მე შენთვის შეიძლება ლოყაზე მეჩქმიტა, როგორც პატარა ბავშვი..
გამეცინა, წარმოვიდგინე ამას როგორ გააკეთებდა..
-რატომ მიცინი?
-წარმოვიდგინე.
-ლილე მიყვარხარ! ეჭვი არასოდეს შეგეპაროს გთხოვ..
-მჯერა შენი.
ტელეფონმა დაურეკა, მამისი იყო მოვიკითხეთ ერთმანეთი, გიგის შუამავლობით, მე მაგიდა ავალაგე. კითხვაზე თუ როდის მივიდოდა სახლში, ვრჩებო გამოუცხადა და გაოცებული შევედეი მისაღებში. ადგა და თვალებში გამომცდელად მიყურებდა, მანდ კი გაოცების მეტს ვერაფეს იპოვიდა, ხელები წელზე მომხვია:
-აი აქ დავიძინებ, პირობას გაძლევ არ შეგაწუხებ.
-მმმმ... კარგი დარჩი.
დავსხედით და სიჩუმე მე დავარღვიე..
-მოყევი შენი ბავშვობა.
-ჯერ შენ!
-ჩემზე გეცოდინება დიტო გეტყოდა ყველაფერს.
გაეცინა, მართალი ვიყავი..
-რა გაინტერესებს?
-არ ეგოისტობდი, მამაშენი დიტოს რომ უფრო ანებივრებდა?
-აჰა შენთვისაც მოუყოლია დიტოს რაღაცეები.. ერთ დღეს გურამმა დამსვა და ამიხსნა, რომ დიტოს სჭირდებოდა მამა, რომელიც არასოდეს მოიკითხავდა, ამიტომ ჩემი დახმარება ჭირდებოდა და შევთანხმდით, რომ დიტოს ბავშვობას გავუმარტივებდით, იდეების მოფიქრებას მე მავალებდა, მე კი მიხაროდა.
-საუკეთესო მიდგომაა, რომ ბავშვის ფსიქიკას არ ავნოს მსგავსმა ქმედებამ, ეს პროექტისთვის გამომადგება..
-რისთვის?
-ლექორმა პროექტზე მუშაობა დაგვავალა და იდეებიც გვჭირდება..
-აჰა შენ ახლა მუშაობ კიდეც ხომ?
-თუ წინააღმდეგი არ ხარ?.
კმაყოფილი თვალებით გამიღიმა, თავი გააქნია. კიდევ ბევრი ვისაუბრეთ, ჩემი ალბომები გამოვუტანე, ვიხსენებდი ბავშვობას და იცინოდა.
-აუ ელი რვამარტის ამბავი მომიყევი რა.
-დავპირდი რომ არ მოვყვები, მაგ პირობით შემირიგდა მაშინ.
-არ ვეტყვი რომ მითხარი, გთხოვ.
-კარგი მაგრამ იცი რატომ გიყვები? იმაიმუნა და ძალიან გამაბრაზა.
- მოკლედ 9 წლის ვიყავით მაშინ, რვამარტის დილა გათენდა და გაღვიძება ვინ მაცალა.. დამადგა თავზე წამო საჩუქარი უნდა გაჩვენოო, ვიფიქრე მე მჩუქნის მეთქი, აბა გეგონოს.. ვის გაახსენდა ელი? თიკოსთვის უნდოდა. კიდევ კარგი რომ არ მაჩუქა, მაგრამ თავიდან მეწყინა ჩემითვის, რომ არ იყო ეგ საჩუქარი.. ჩავედით ეზოში ტაქსი იდგა და მანქანის საბარგულში ედო ძალიან დიდი, ასეთი დიდი „ვენოკი“ ცხოვრებაში არ მინახავს. დანახვისთანავე დავიყვირე და შეხტა, ვერ გაიგო რატომ ვიყვირე, უცებ გამახსენდა ვისთვისაც უნდოდა, იმ გოგომ დამცინა: -„დიტო მე აგახიეო“, „მისგან თავი შორს დაიჭირეო“, ამიტომ ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებდი “ რამაგარიას“ ვყვიროდი. მოკლედ საბაც ვერ მიხვდა.. კი ამბობდა მივხვდიო, მაგრამ ისე ვყვიროდი კარგიამეთქი ეჭვი არ გაუჩნდა არცერთს. დიტო დიდი მონდომებით ემზადებოდა ამ დღისთვის, ისეთი აღტაცებული იყო გამყიდველმა ისარგებლა ამით და მოატყუა.. მე ეს კონცერტი უნდა მენახა, მაგრამ როგორ?.. შევთავაზე გამოგყვები და მე რომ დამინახავენ მშობლები გამოუშვებენ სასეირნოდ, მერე კი სახლში წავალმეთქი. მე და საბა დაბლა ველოდით, მესამე სართულზე ცხოვრობდა ის გოგო და კარგად ისმოდა ყველაფერი, რაზეც დიტო და ის გოგო საუბრობდნენ. იმან უფრო გამაოცა, რომ თიკომ დიდი მადლობები უხადა „საჩუქარი“ მოეწონა აკოცა კიდეც.. დიტომ დაბლა დაგელოდები და გავისეირნოთო, ბედნიერი დიტო მოდის ჩვენსკენ, აივნიდან კივილის ხამა და ხსენებული „ვენოკი“, რომ მოფრინავდა დაბლა.. სულ ცოტაც და თავზე დაეცემოდა დიტოს, ფეხებთან დაგდებულ „საჩუქარს“ დახედა და შემეცოდა ისეთი სახე ჰქონდა ვინანე.. ის ქალი რას ამბობდა ალბათ წარმოგიდგენია, იმის მერე ერთი თვე არ მელაპარაკებიდა.
გიგიმ იმდენი იცინა მივხვდი დიტოს რომ ნახავდა თავს ვერ შეიკავებდა..
-მორჩი ეხლა სიცილს და არ გაიგოს რომ გითხარი მომკლავს.
-კაცი უნდა გიფრთხილდეს ხომ?
-გაითვალისწინე!
-მოდი ჩემთან..
ხელი მოკიდა კალთაში ჩამისვა და მაკოცა, მეც ავყევი.. იმდენი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთ, სანამ უჰაერობა შეგვაწუხებდა.. მისი სახეზე ხელები შემოვალაგე და გამოვუცხადე.
-ძილის დროა!
-არა რა, ცოტაც..
წამოვდექი, საბას საძინებლისკენ ავიღე გეზი, ისიც გამომყვა და საუბარი გავაგრძელე.
-საწოლს მოგიმზადებ.
-იყოს დივანზე დავწვები, ან არ დავიძინებ რა..
-ჭკვიანად მოიქეცი. გიგი ჩემი მოძღვარი მინდა გაგაცნო, მან მთხოვა.
-ძალიან კარგი გავიცნობ. მიხარია რომ გაითვალისწინე რაც გთხოვე.

მიუხედავად იმისა, რომ საწოლი მოვუმზადე, მაინც არ დაწვა ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ.. მთელი საღამო საკმარისი იყო იმისთვის, რომ უფრო მეტი გაგვეგო ერთმანეთზე. დილის სამი საათი იყო ძალით შევაგდე აბაზანაში, ოთახში საბას ნივთები დავულაგე საწოლზე და უკვე დაწოლილს კარზე მიკაკუნებს, ავდექი და კარებთან მდგომი, მთხოვს ჩემი ბალიში მივცე.. სიცილს ვერ ვიკავებდი, მივაწოდე ბალიში, გასვლისას შემობრუნდა მაკოცა და კარი სწრაფად მიხურა. ვითომ უკმაყოფილომ თავი გავაქნიე და დავწექი..
დილით მე და ანასტასია ისე წავედით არ გაუგია „ძილისგუდაა“ რა.. ანას გაუხარადა გიგის ჩვენთან ყოფნა, ბაღში დავტოვე და ლექციების მოსასმენად წავედი, ნათია სამსახურში იყო და ვერ ვნახე. ერთი დღე სამსახურში უნდა წავიდე ხელი მაქვს მოსაწერი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, თუმცა საჩქარო არაა, ამიტომ გადავდე.. როგორც იქნა პროექტის იდეების განხილვას მოვრჩით და წამოვედით, გარეთ გამოსულს გიგი დამხვდა ისე, რომ არ მოუწერია გამიხარდა, მომეხვია და მითხრა:
-გავიგე დედობილს, მამობილის დახმარება სჭირდებაო და მოვედით.
მანქანის კარი გამოაღო და ანასტასია გადმოხტა.
-ელი მე გიგი დიამ გამომიკანა ბაგიდან..
-როგორ? - გაოცებლი ვუყურებდი ორივეს.
-საბას დავარეკინე ბაღში და გამომატანეს, თან ეს ისე შემხვდა, მემგონი დარეკვა არც იყო საჭირო, მთელი ბაღი გვიყურებდა..
იცინოდა ისე მიყვებოდა ანასტასიას ემოციებს.
-წარმომიდგენია.
-ელი, ერთ ადგილზე მინდა მიგიყვანო და მერე წავიდეთ მთაწმინდაზე, ვჭამოთ ან ვითამაშოთ ან კიდევ პირიქთი..
-შვილობილმა აირჩიოს.
ვუპასუხე შემოთავაზებას და ანასტასიას გავხედე.
-ვტამოთ! ვტამოთ!

უცებ ეკლესიასთან მივედი დიღომში, სადაც მე მამა გიორგისთან დავდივარ..
-აქ რა გვინდა გიგი?
-სანამ შენს მოძღვართან წავალთ მე მინდა ჩემი გაგაცნო.. წამო
ანასტასია ხელში ყავს და მეორე ხხელით მე მივყავარ ეზოსკენ..
-მეც აქ დავდივა რ გიგი..
მამა გიორგიმ დაგვინახა და ტაძრიდან გამოდის თან იცინს ძალიან ბდნიერი ხმამაღლი ხმით..
-დამლოცეთ მამო.
-დამლოცეთ მამო.
-უფალმა დაგლოცოთ სამივე. აბა ლილე და გიორგი როგორ ხართ?
ერთმანეთ შევხედეთ მე და გიგიმ, მაგრამ ვერცერთი ვერ ვბედავდით კითხვის დასმას, მამა გიორგიმ განაგრძო:
-ესეც უფლის ნება იყო, ამიტომ ხართ ორივე ერთად!
-იცოდით?
ორივემ ერთდროულიად ვიკითხეთ.
-დიახ ვიცოდი. პირველად ლილე, რომ ჩემთან მოვიდა და მითხრა ვინ იყო, მივხვდი ეს ნიშანი იყო იმსა, რომ ერთად უნდა ყოფილიყავით. მე კი საშუალება მქონდა ორივესთვის სწორი გზა და რჩევა მომეცა.
-ხომ ხვდებით მამა გიორგი, ეს თქვენი დამსახურებაა..
გაოცებულმა ვკითხე და ცრელები მომადგა, მომხვია და ძალიან თბილი ხმით მითხრა:
-მთავარია ბედნიერება იპოვო და მას გაუფრთხილდე, ეს ვისი დამსახურებაა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
-წამოდით სანთლები დავანთოთ.
გიგიმ ანასტასიას შეხედა, ისიც აღტაცებით იმეორებდა დავნთოთო..
-ახლა შემოდი, მაგარამ მეორედ აღარ დაგინახო ამ ფორმით!
მომმართა მამა გიორგიმ..
-კარგით მამა გიორგი.
-ეს ჩემი ცოდვაა, არ იცოდა ისე მოვიყვანე.
დამიცვა გიგიმ და თავზე მაკოცა..
სანთლები დავანთეთ, ლოცვანი წავიკითხეთ და მოძღარმა გამოგვაცილა, გიგი მიუბრუნდა და გადაეხვია, მადლობაც გადაუხადა:
-იცოდე ჯვარს მე დაგწერთ!
გავწითლდი და თვალი ავარიდე ორივეს, რადგან ჩემს რეაქციას აკვირდებოდნენ, ამიტომ მანქანაში მოვკალათდით მე და პატარა..

მთაწმინდაზე ავედით, ანა და დიტოც იქ დავიბარეთ, ანასტასიამ გემრიელად მიირთვა, თან გიგისგან მეტ ყურადღებას მოითხოვდა, მემგონი ძმიშვილი წამართვა.. არ მიმჩნევს ჩემი გოგო ისე ერთობა ძიასთან.. რომ დანაყრდა ჩვენ არც კი გვაცალა წამოგვაგდო და ატრაქცონებისკენ ავიღეთ გეზი.. დიდებიც არ ჩამოუვარდებოდით სიცელქეში, დიტოსთან ხომ არ მოიწყენ გვაწვალებდა. გიგის პერიოდულად სიცილი შეეპარებოდა ხოლმე დიტოს რომ უყურებდა და თვალებით ვემუქრებოდი.. ანასტასიას ბედნიერებას, საზღვრები გადაელახათ, რადგან გიგიმ ყველა სურვილი და მოთხოვნა სრულყოფილად შეუსრულა, კარგადაც დაღამდა. როგორც იქნა დავიყოლიეთ პატარა, რომ სახლში უნდა წავიდეთ, ჩამეხუტა და მანქანაშივე ჩაეძინა იმდენი ირბინა და იხალისა არც გამკვირვებია, სარკეში გამოგვხედავდა ხოლმე გიგი. სახლში აყვანა გიგიმ ითავა, უკვე დამძიმდა ჩემი ქალბატონი, საწოლზე დასმისას ხელები უფრო მჭიდროდ მოუჭირა და გიგიც მიუწვა სანამ ძილს შეიბრუნებდა. გამოვედი ოთახიდან და სავარძელში დამჯდარმა ვიგრძენი, რომ ძალიან მშიოდა. ანასტასიამ არ გავაცალა ჭამა, ანი და დიტო წავიდნენ რესტორნიდან რამეს მოვიტანთო, მე სუფრა გავამზადე, დიტოს და ანას მოტანილი ნობათის ლოდინში ოთახში შევედი დავხედე მამობილ-შვილობილს და ორივეს გემრიელად ეძინა..
ვინ იცის რამდენი ღამე არ უძინია, ჩემ „ძილისგუდას“?.. კედები გავხადე და ვერ გაიგო ისე იყო „გათიშული“ საბანი დავაფარე და გამოვედი.. ჩემი წყვილიც მოვიდა, სუფრა გავამზადეთ სუნითაც „გაძღა“ სახილი და გიგი თვალების ფშვნეტით გამოვიდა..
-აუ ძალიან მშია, ისეთი სუნია ვეღარ ვუძლებ.
-მოდი მზად არის ყველაფერი.
უთხრა დიტომ, მან კი ისე გაიცინა, რომ ორივეს გაკვირვებული მზერა დაიმსახურა.. ყურადღების გადატანა სცადა:
-აბაზანაში შევალ და მოვალ.
-ამას რა ჭირს?
დიტომ გამომხედა მხრები ავიჩეჩე და სუფრას მივუჯექი..გემრიელად ვივახშმეთ, ანა და დიტო ერთმანეთს ისევ აწვალებენ, ჩვენ კი ვერთობით, ანა საყვედურით ეუბნება დიტოს:
-დიტო მორჩი ცანცარს და ცოტახნოთ ამათსავით მოვიქცეთ რა..
-როგორ?
დიტომ ისეთი სახე მიიღო, ჩვენ ერთმანეთ შევხედეთ და განაგრძო:
-ამათ, რომ ვუყურებ მეცოდებიან.. „პენსიონერების“ „პენსიასავით“ შეხედავენ ერთმანეთს, თვეში ერთხელ.
-ორივე სერიოზული ადამიანია და ცოტა მშურს კიდეც..
ანამ თავისი არ მოიშალა, ჩვენ ერთმანეთს ვუყურებდით და ვიცინოდით, გიგიმ გადმომილაპარაკა..
-საკამათო თემა გამოელიათ აშკარად.
-ხოდა ესეც ამოვწუროთ!
ავდექი და კალთაში ჩავუსკუპდი გიგის ვაკოცე, გიგიმ ზურგზე ხელი დამისვა ნაზად, თვითონ აც მაკოცა და ორივეს წყვილი თვალები მაგიდაზე თუ არა იქვე ახლოს ელდაგა, უფრო დიტოსი რადგან ჩემგან არ ელოდა..
გიგიმ ამ შემთხვევით ისარგებლა და სიცილს უმატა:
-ახლა მაინც ხომ შეიძლება ვიცინო?
-ახლა კი, მთავარია არ გაიგოს რაზე..
დიტომ ანას მოკიდა ხელი და კალთაში ჩაისვა, მის თუჩებს დაეწაფა და მაისურს ქვემოთ ხელების ფათურიც მოასწრო, ანა კი განაბული მისცემოდა ვნებიან სიყვარულს:
-მართალი უთქვამს საბას.
-აბა გეგონოს
წამოხტა ანა, მაგიდა ავალაგეთ და დიტოს შერცეულ „კომედიას“ ჩამოვუსხედით..

დიტოს და გიგის წასვლის დროც მოვიდა, წასვლა არ უნდოდა, რამდენჯერმე გამოთქვა სურვილი გიორგის ან ანას გავუშვებო, მაგრამ არ მივეცი უფლება და დავიყოლიე, რომ ის დღეები მაინც ვერ მოვიცლიდი. ბიჭები გავაცილეთ და უკვე მენატრებოდა ჩემი სიუ.. ყველაზე გრძელი დღეები იყო, გამოცდები და ანასტასია მეხმარებოდნენ ძალიან დროის გასვლაში..
ერთ დღეს მომდის სმს და ფოტო გიგი ვიღაც გოგოსთან საუბრობს ხელში უჭირავთ რაღაც არ ჩანს რა, ჩემი გამოთვლით „რუკა“, მაგრამ ერთად ისე დგანან, რომ შეიძლება რაღაც იფიქრო, ძალიან ახლოს, წარწერით:
-„რა ექნა? არ მოასვენა და დანებდა“ (დიტო)
-„შენ არავის მოეწონე? ფოტოების გადაიღებით, რომ ირთობ თავს?“ (ლილე)
-„მე ჩემი გითხარი, მეგობარი ხარ და იმიტომ.“ (დიტო)
-„დააცადე მერე რას უშლი ხელს!“ (ლილე)
-არ გჯერა ხომ? კარგი.
-არა!!!
-მიყვარხარ ლილე!!!!!!!
ამჯერად გიგი იყო და გამიხარდა, რომ გაიგო ეგ გადრეული რასაც მწერდა..
სამსახურში, როგორც იქნა მივედი ხელი მოვაწერე საბუთაბს, გვიანი იყო ცოტა ხნით გავჩერდი და მერე სამივე გავისეირნებდით, ანა ხელების დასაბანად იყო გასული, მაგიდის უჯრაში ხელოვნური ხვლიკი ჩაუდო თამომ, ისეთი ბუნებრივი ფერი ჰქონდა ნამდვილს ჰგავდა..
გავიფიქრე ეს რომ ისტერიკას დაიმართებს დიტოს უნდა მოვასმენინოთქო და ანას ტელეფონიდან დიტოს ნომერი მოვნისნე, როცა შემოვიდა და უჯრა გააღო დიტოს უკვე ტელეფინში ესმოდა ტექსტი..
-ვაიმე მიშველეეეეთ, ხმა ჩაუწყდა და ნაწყვეტ ნაწყვეტ ყვიროდა, ვინმემ მიიიშვეეელეეეთ..
და ტელეფონი გავთიშე ვითომ „დაჯდა“.. ინერვიულე დიმიტრი ლომიძე! როგორია გრძნობებზე ხუმრობა.. ამ ფიქრებში ვიყავი დიტო რომ მირეკავს.. ხმა დავისერიოზულე და ვუპასუხე:
-დიტოოო..
-ელი რა მოხდა? ანას ხმა.. ტელეფ...
-ანა მოიტაცეს.. დიტოო..
ეს ანამ და თამომაც გაიგეს
-რაა დედაშ.. ვინ... როგორ? სად ხართ...
აშკარა იყო ზედმეტი მომივიდა და ანამ ტელეფონი სასწრაფოდ გამომართვა ყველაფერი მოუყვა, ჩავერიე საუბარში.
-ერთით-ერთი დიმიტრი! მე გამომივიდაა.
-ჩამოვალ მე მანდ!..

პერიოდულად ერთმანეთ მოვიკითხავდით, იქ მომხდარ ამბებს მიყვებოდა ხოლმე და როგორც იქნა ჩამოსცლის დღეც დადგა. დილით ძალიან გახარებულმა გავიღვიძე ვიცი საღამოს უნდა დავხვდეთ გიგის და დიტოს ამიტომ მხიარულ ხასიათზე ვარ, მაგრამ დიდი ხანი არ გაგრძელდა მხირულება ტელეფონმა დამირეკა და გიგი იყო:
-ხო გიგი.
-ელი როგორ ხარ?
-კარგად შენ? სად ხარ ახლა აეროპრტში არ უნდა იყო?
-ელი მაპატიე დღეს ვერ მოვდივართ ფრენა გადაიდო და სამი დღე ვერ ჩამოვალთ...
დიდი ხნის სიჩუმის მერე ძალა მოვიკრიბე და ნაძალადევი მხიარული ხმით ვკითხე:
-ხომ კარგად ხართ? რატომ გადაიდო?
-ჩვენ კარგად ვართ და ვარკვევთ მიზეზს, თუ რამე შეიცვლება შეგეხმიანები..
-კარგი გიგი რა გაეწყობა, დაგელოდები.
-მომენატრე!
-მეც.
-ელი შეიძლება ვერ დაგირეკო და არ ინერვიულო, რომ ჩამოვალ ყველაფერს აგიხსნი..
-რაა? გიგი რა ხდება რამეს მიმალავ?
-არაფერს, კარგად უნდა წავიდე, თუ მოვახერხებ დაგირეკავ..



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ჰაჰაჰ მამ გიორგიზე მაგარი იყო საღოლ ძაანომეწონა!!!
ზოგადად ძაან მომწონან ეს წყვილები და მსიამოვნებს და მიხარია მათი კარგად ყოფნა...
თუმცა მემგონი მაინც და მაინც სიმშვიდე არ არის ჩემ სიუსთან:დ რაღაცა ხდება უეჩველი და ნეტა რა!!! ორი ვარიანტი მაქ ერთი დიტო და გიგი ეხუმრებიან ამათ!!! და მეორე რომელიც უფრო სავარაუდოა ჩემი აზრით მარტლა რაგაცა მოხდა რბოლებზე უჰუუუ დაიძაბაბ მობვნლებიიი...
ველი შემდეგს!! მოუტბენლად სიხააა!!!!

 


№2  offline წევრი lile-eli

დიდი მადლობა რომ თვალს ადევნებ, ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი. შაბათ-კვირას ვერ ვახერხებ ხოლმე.
ერთს გეტყვი არც გიგი ჩამოუვარდება ლილეს სიურპრიზებში..

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ოხხ ნუ მაინტრიგებ ბოროტოოო
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

 


№4  offline აქტიური მკითხველი Anuki96

სიურპრიზიოოო :) მგონი რაღაც ხდებაააააააა და დავინტრიგდიიი :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent