შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვების გამო?..(12)


23-02-2017, 12:47
ავტორი lile-eli
ნანახია 2 598

უცებ ხმა მომესმა გიორგისი:
-ხომ გითხარი მოვა მეთქი!

12.
გავიხედე და დიტოს ეუბნებოდა, გიორგის წამოყვირებაზე და დიტოს სახის გამომეტყველებაზე, გიგიმ გიტარა გვერდზე დადო და შემობრუნდა.. ადგა თავზე ხელი დადაისვა რამდენჯერმე, თითქოს გონებას ხელით ეხმარება გააზრებაში რასაც ხედავს და ინერციით წამოვიდა..
-შეიძლება შემოგიერთდეთ? ვკითხე ღიმილით..
-მამა, მამა შენ მოხვედი? ელი ერთად როგორ?..
-როგორ და ერთმანეთი ვაიძულეთ. თვალი ჩამიკრა გურამმა.
ვინ იცის რამდენი კითხვა ჰქონდა, ალბათ არავინ. არც მან იცოდა, რადგან აშკარა იყო ყველა კითხვის დასმას ერთად ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.. მამამისს მოეხვია, გურამმა დაბადების დღე მიულაცა და სუფრისკენ წავიდა, იქ ისეთი ქაოსი იყო, იმდენი ემოცია, რომ ვერფერს გაარკვევდი.. გიგიმ მზერით გააცილა მამა სუფრისკენ და ჩემსკენ წამოვიდა..
-დაბადების დღეს გილოცავ!
არაფერი უთქვამს, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გამიღიმა, როგორ მომენატრა მისი თვალები, მისი ღიმილი, თვალებში ცრემლი მომწავა და ძლივს ამოვილუღლუღე..
-მაპატიე..
-მიყვარხარ!
-მეც მიყვარხარ!
ისე ვნებიანად მაკოცა, კინაღამ გავითიშე.. მოვეშვი დაძაბულობაც ნელ-ნელა ტოვებდა ჩემს სხეულს და მისი სხეულიდან წამოსული სითბო, სიყვარული, ვნება ყველაფერი ერთად მაბედნიერებდა. თან ისე, რომ ცრემლებიც კი უკონტროლო გახდა, კოცნის დროს მარჯვენა ხელი წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.. მისი სხეულით ვიგრძენი როგორ მენატრებოდა, კისერზე მოვხვიე ხელები და მის ტუშებს ამჯერად მე შევეხე..
-წამოდი დავჯდეთ.
-კარგი.
ხელი გადამხვია და მაგიდასთან მოვედით, მისვლისთანავე ყვრილი დაიწყეს, ტაშიც შემოკრეს. ვინც არ მინახავს ყველა მოვიკითხე, მათშორის თემოც, მხოლოდ ხელი ჩამოვართვი და გიგის გაოცებული მზერაც დავიმსახურე.. ემირი და ხათუნაც გავიცანი, ინგლისურად ორივე კარგად საუბრობს ამიტომ უხერხულობა არ მიგრძვნია.. საბამ მაკოცა და ჩამიხუტა:
-გიჟი ხარ, ოღონდ საბუთის გარეშე!
-ელი იცი დიტომ ერთი სურვუილი და რესტორანი უნდა იკისროს.
გიომ გადამკოცნა და ხელი გადამხვია, ხელი მოვხვიე და ვუთხარი:
-გიო სურვილის მოფიქრებაში მოგეხმარები. ამასთან ანგარიში უნდა გავასწორო!
გიო მიხვდა, რაც ვიგულისხმე და გადაიხარხარა..
-მე თანახმა ვარ, აი დიტო კი ვატყობ „შარშია“, შენ ისეთი იდეები გაქვს.
-რატო ტო, რა დაგიშავე? (დიტო)
-„გველი გამიზდიხარ“ და იმიტომ!
-აუ „ლევისა“ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?!
-არა, არ ვიცი..
-კარგი დავსხდეთ სირცხვილის სტუმრებთან
საბამ ყველიანი გაგვანაწილა, მე სალოს და გიგის შორის დამსვევს, ნინის და თემოს პირდაპირ არა მაგარამ ისე ვიჯექი, რომ კარგად მხედავდნენ. ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ნინის გამო..
ჩემმა ტრიომ ძალიან ლამაზი სიმღერა იმღერეს, გიგიმ ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა..
-ლილე მიყვარხარ!
მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე.
-წამო ჩვენც ვიმღეროთ.
-არა, ეხლა ვერ შევძლებ.
-კარგი მაშინ მე გიმღერებ!
წამოდგა და მკლავში ხელი მოვკიდე, გაოცებული გაჩერდა, ავდექი და თვალებში ვუყურებდი. ისეთი ლამაზი და მხიარული, შავი ბურთები მიყურებდა მზად ვიყავი ამ გამოხედვისთვის მთელი სიცოცხლე მცქირა ისე რომ არავის ხელი არ შეეშალა.
-ახლა არა. გთხოვ..
-რატომ ელი?..
აშკარად დავაბნიე, წელზე ხელები მოვხვიე და ჩუმად ვუთხარი:
-ნინისთან უხერხულია!
ხელები გამაშვებინა, თვალებში მიყრებდა, ღიმილი დარბოდა მის სახეზე და ისე იწონებდა თავს.. ხან ტუჩის კუთხესთან, ხან თვალის უპესთან გამოჩდებოდა ხოლმე, მე კი ეს ღიმილი მაბედნიერებდა.
-ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ!
-შენ კი ჩემი!.
დავსხედით და ყურში ჩუმად მითხრა:
-ცუღლუტო მიყვარხარ!
გავიღიმე და არაფერი მითქვამს შევამჩნიე როგორ მიყურებდა თემო, ცოტა შევწუხდი კიდეც.. ამიტომ თვალებში შევხედე ვცადე გამეგო რას ფიქრობდა მისი თვალები, დავინახე მხოლოდ სფეროები, რომელიც ირგვლივ სულ წითელი იყო და გაურკვეველ გრძნობებს ასახავდა, ძალიან შემეშინდა ცოტა ხნით აბაზანაში გასვლა დავაპირე..
-სალო წამო რა გავიდეთ..
-ახლა უნდა მეთხოვა შენთვის.
ფეხზე ამდგარს გიგიმ მკითხა სად მივდიოდი, დავიხარე და ყურში ჩავჩურჩულე:
-გოგნები, მოვწესრიგდებით და მალე მოვალ.
-კარგი.
-ნუ გეშინია არ წავალ.. აწი ვეღარ მომიშორებ!
ვაკოცე და შევამჩნიე როგორ დაუარა ჟრუანტელმა, კმაყოფილი სახით ავიღე გეზი საჭირო ადგილისკენ.. სალოს სიცილმა მიმახვედრა, რომ ყველაფერი გაიგო.
-ელი ძალიან ლამაზი ხარ დღეს!
-მადლობა ჩემო გაბერილო.
სარკესთან ვიდექით და მუცელზე მოვეფერე..
-ლამაზი შინაგანად ხარ, თორე ვიზუალი არ მიგულისხმია, მაგას მტკიცება არ უნდა, ისედაც ჩანს!
-ვიცი რაც იგულისხმე, თვითონ ლამაზო.
-კარგი წავიდეთ, თორემ შენი ძმა „ძებნაზე დამსვამას“.
ვიცინოდით, გასასვლელთან თემო დაგვხდა, აშკარად მე მელოდებოდა.. ეს ბიჭი კარგს არაფერს მომიტანს, ნეტა რას მერჩის.. ფიქრები მისმა ხმამ გამიქრო.
-ელი როგორ ხარ?
-კარგად თემო.
-შეიძლება დაგელაპარაკო?
-არა.
ხელი მომკიდა მკლავზე და შემაჩერა, სალოს სახე ერთი დიდი კითხვის ნიშნის ფორმის გხდა..
-ელი გთხოვ, ორი წუთით, მინდა ბოდიში მოგიხადო და გთხოვო, რომ გიგის არაფერი უთხრა.
-მირჩევნია შენ თვითონ უთხრა, მაგრამ აქ არა!
-ელი გთხოვ..
-რას მთხოვ თემო, არ გრცხვენია? თვალებში მიყურებ, ბავშვობის მეგობარს იყენებ და ცდილობ მოატყუო, თან ამას მე მთხოვ? როცა შენ უნდა გინდოდეს მისი დაცვა და დახმარება!
აშკარად გამოვიწვიე და რასაც ფიქრობდა პირში მომახალა:
-შენ რა გგონია კარგად იქცევი? მამამისი აქ მოიყვანე, იმის შიშით, რომ შენზე უარი არ ეთქვა. ეს სწორი საქციელია? დღეს გურამი შენც ხომ გამოიყენე?
-მე არავის ვიყენებ!
-გიორგიზე რას იტყვი? მას კარგად ეხუტებოდი, სანამ გიგისთან მოხვიდოდი!
-რაა? გიორგი რა შუაშია?
-კაფეში კარგად დაყვები, მე კი გამომაგდე..
-არ გაბედო და გიორგის შენი თავი არ შეადარო! ის შენგან განსხვავდება..
-მორჩით აქ ამაზე საუბარი არ შეიძლება!
სალოს სიბრაზემ მეც კი გამაკვირვა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომ მეგონა თემოს მიაკლავდა საუბარი კიდევ, რომ გაეგრძელებინა. გიორგი მოვიდა გეძებენ და ნუღარ ანერვიულებთ ჩემს ბიჭებსო დაგვცინოდა, ხელი გადაგვხვია ორივეს და წაგვიყვანა..
მოგვიანებით თემოც შემოგვიერთადა, რომ ჯდებოდა გავხედე, მე მიყურებდა. სიმწრით გამეღიმა.. უცებ ყურთან ვიგრძენი გიგის სუნთქვა და მისი ხმაც გავიგე:
-შენ და თემოს რა გჭირთ?
მეგონა ვიღაცამ ცივი წყალია გადამასხა, ისე შევხტი და თვალებში შევხედე..
-არაფერი. რატომ მეკითხები?
-მემგონი რაღაც უნდა ვიცოდე ხომ?..
თავი დავხარე და თავი დავუქნიე.
-გეტყვი ოღონდ ახლა არა..
-კარგი.
გაეღიმა და თავზე მაკოცა, ნინი წამოდგა ცადა ხმამაღლა ეთქვა, რომ მიდიოდა. თემოც ადგა მე გავიყვანო, თუმცა გიგიმ ნასვამი ხარ და მძღოლი გაგიყვანთო.. გიგიმ გასასვლელამდე მიაცილა ორივე, გამოემშვიდობა და უკან დაბრუნდა.
- ელი ბოდიში უნდა გავყოლოდი..
-გიგი შვილო შენთვის საჩუქრი მაქვს.
-მამა შენ უკვე გამიკეთე საჩუქარი.
ღიმილით შემომხედა მე და მკერდზე მიმიხუტა, გავიტრუნე და გურამის სადღეგრძელოს ყველა ყურადღებით ვუსმენდით, შემდეგ მოვიდა და გიგის კონვერტი მისცა, მეორე კონვერტი დიტოს..
-პირველ ოქტომბერს „მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში ევროპის ჩემპიონატია „რალში“ და მანდ დასასწრები ბილეთებია, შენ და დიტოს ვიცი გაგიხარდებოდათ..
-აუ ძია რა კაცი ხარ? მადლობა დიდი. გიგი შენი დაბადების დღე ამიტომ მიხარია მეც ვიღებ საჩუქარს..
სიხარულისაგან გადარეული დიტო გადაეხვია საყავარელ ბიძას, შემდეგ მამა-შვილს დაუთმო ასპარეზი..
-მე ვიცი, მაგრამ ამათ არა. მეგობრებო იცოდეთ დიტოს ორი დაბადების დღე აქვს წელიწადში.
-ხო აბა, „ახალი წელი“ და „გიორგობა“ ვარ რა.. აუ ელი, შენთან წინადადება მაქვს!
-გიმენ დიტო.
-არ გინდა მოგყიდო ეს ბილეთი?..
-არა მადლობა.
-მაშინ გაჩუქებ და შემირიგდი რა..
გამეღიმა, გიგიმ ხელი მომკიდა და ამაყენა, მომეხვია მკითხა:
-რას იტყვი არ წამოხვალ?
-შენ და ანა ორივე წამოდით რა..
დიტომ თავისი „ჯულიეტა“ მიიხუტა.
-ვერ წამოვალ, იმ დღეებში სამი გამოცდა დამინიშნეს და ოთხი შუალედური, ადა მომკლავს, რომ არ ჩავაბარო..
მართლა მინდოდა წასვლა ერთი საგანი რომ ყოფილიყო გადავდებდი, მაგრამ სამი საგანის გადადებას ვერ შევძლებდი.. გიგის გეღიმა ჩემს ტუჩებს შეეხო..
-კარგი არაუშავს, ადას ნუ გავაბრაზებთ.
-ოჰო ეამორა გოგოს, ანა მეც მინდა კოცნა!
აბუზღუნდა დიტო.
-თუ კითხე უარს გეტყვის აბა, უცებ უნდა აკოცო სანამ გაიაზრებს!
დასცინა საბამ და სალოს აკოცა.
ჩვენი მხიარულება დიდხანს გაგრძელდა, სიმღერები ცეკვები და ხუმრობებიც ბევრი იყო, ემირი და ხათუნა ისეთი მხიარული წყვილია მათი ყურებით ვტკბებოდით, დემე და მარი ხომ საერთოდ არ დამჯდარან ცეკვით იკლავნენ სიყვარულს.. უცებ სცენიდან ჩემი სიუ ხმა მესმის სიმღერა
„ჩემი იქნები“. სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, სიამაყის გრძნობამ მოიცვა მთელი ორგანიზმი, გურამი მოვიდა და მთხოვა მასთან მეცეკვა. ცეკვის დროს გიგიმ შეგვამჩნია და ხელი დაგვიქნია ცერა თითი გვაჩვენა კმაყოფილების ნიშნად. სიმღერის დასასრულს სცენასთან მიმიყვანა, ხელზე მაკოცა და გიგის გადასცა ჩემი ხელი. ის მაგიას დაუბრუნდა, მე გიგის ხელები მოვხვიე წელზე, თავზე მაკოცა და მითხრა:
-ახლა კი, ეს სიმღერა შენ გეძღვნება.
დაიწყო სიმღერა: „მე შენ მიყვარხარ უფრო და უფრო“.
ხელი არ გამიშვა ისე მღეროდა, მე კი ვტკბებოდი მისი ხმით, სხეულით, სურნელით და მკლავით, რომელიც „უფრო და უფრო“ მიხუტებდა.. საბა და დიტო ამოვიდნენ სცენაზე და მისამღერი ერთად იმღერეს. მართლაც კარგად მღერიან, მათი სიმღერების გამო, რესტორნის სტუმრები და მოსამსახურე პერსონალი პერიოდულად გვაკითხავდნენ, ზოგი ვითომ შემთხვევით და ზოგიც კი განზრახ, რომლებიც სიმღერის მოსმენით იყვნენ გატაცებულნი..

საღამო ძალიან გვიან დასრულდა, ბიჭები ყველანი კარგად იყვნენ „გრადუსში“, ამიტომ ბატონმა გურამმა მძღოლთან ერთად დაარიგა ყველანი. საბა სალოს უნდა წაეყვანა, წასვლამდე გიგიმ საბას სთხოვა:
-საბა, ელისთან ერთად გავისეირნებ და მერე მოვიყვანო..
-არა მე მივიყვან სახლში და მერე მოვალ!
ჩავერიე საუბარში..
-კარგი, ოღონდ ერთად იყავით და მე როგორმე დავიოკებ ეგოისტურ რაღაცეებს ხასიათს.
-იცოდეთ ჭკვიანად მოიქეცით.
დაგვცინა სალომ. მანქანასთან მისულები მეკითხება:
-შენ დღეიდან ჩემი ტარება მოგიწევს, როცა მე დავლევ!
-ძალიან კარგი, მაგრამ გასაღები?
-აი აქ არის. სად წავიდეთ?
-არ გეტყვი..
მანქანაში ჩავსხედით და მთაწმინდაზე ავედით, იქედან ყველაფერი საოცარია, განსაკუთრებით ღამის თბილისი.. კიდევ უფროს საოცარია, როცა სამების ფონზე ხედავ როგორ ცდილობს დღე და ღამე ერთმანეთს დაშორდეს და დილის სუსხი, ცივი ჰაერის ნაკადი შენს სხეულში, როგორ შემოდის, რომ მოგნუსხოს და დაგისაკუთროს.. მანქანის წინა ნაწილზე მიყრდნობილი გიგი ზუგიდან მეხვეოდა, უხმოდ ვიდექით, პერიოდულად მკოცნიდა კისერში და მისი კოცნით მათბობდა.
-ძალიან ლამაზია!
-შენთან ერთად უფრო ლამაზია! მაგრამ გაცივდები და ხომ არ წავიდეთ?
-ცოტაც რა და წავიდეთ.
ისევ მაკოცა, შევბრუნდი კისერზე ხელები მოვხვიე და მისი თვალებით დავიწყე ტკბობა..
-საჩუქარი უნდა მოგცე.
-ჰმ, შენს დაბადების დღეზე მე მჩუქნი საჩუქარს? მაგარია.
ჯიბიდან ამოიღო პატარა ყუთი..
-ეს იმ დღეს უნდა მომეცა, სტამბულში ვიყიდე, მაგარმ რწმენისადმი შენი დამოკიდებულება, რომ გავიგე, თავი შევიკავე.
გახსნა ყუთი და თეთრი ოქროს ყელსაბამი უფროსწორად ჯვარი იყო ასევე თეთრი მინანქარი იყო ჩასმული, ძალიან ლამაზი და ნაზი..
-ძალიან ლამაზია, მადლობა.
-მინდა რომ სულ თან გქონდეს, ჩემ თავს გახსენებდეს!
-ახლა მე მოგცემ საჩუქარს!
მანქანაში ჩემი ჩანთა მოვძებნე და „ზარაფხანას“ შეფუთული პატარა ჩანთა ამოვიღე და მივაწოდე.. ინტერესით ხსნიდა და მისი სახის გამომეტყველებით უფრო ბედნიერ ადამიანად ვიქეცი, ვიდრე ხუთი წუთის წინ ვიყავი.
-ლილე ძალიან მაგარია!
-ნახე აქ ჩემი სახელი აწერია „სიყვარულით ლილე“.
-მადლობა.
- მინდა რომ უფალი გიცავდეს! და „ჩემ თავს გახსენებდეს!“
მისი სიტყვები გავიმეორე, მაჯას მოვარგე საჩუქარი და დავინახე „ტატუ“ ქონდა (★LiLe★).. შევხედე გაოცებულმა და გაიცინა, მე კი ვაკოცე „ტატუზე“.
-მიყვარხარ ცუღლუტო!
წელზე ხელები მომხვია, ჩემი ტუჩებით ტკბობა დაიწყო, მეც ავყევი, თავისკენ კიდე უფრო მიმიზიდა, დამატყვევა მისგან წამოსულმა სითბომ და სიყვარულმა.. უცებ გაჩერდა, გამიცინა შუბლზე მისი შუბლი მომადო:
-წავიდეთ თორემ, ცდუნებას ვერ გავუძლებ!.
-მაშინ წავიდეთ..
უკვე კარგად ინათლა, ცამაც თავისი ფერი დაიბრუნა, მე გიგი სახლთან დავტოვე და მისივე მანქანით სახლში მივედი..
ჩემებს ისევ ეძინათ, წყალი გადავივლე და საწოში ბედნიერმა დავიძინე.
ძალიან გვიანი იყო რომ ავდექი არც სამსახურში წავედი და არც სასწავლებელში, უძილობა ავინაზღაურე.. გიგის ტელეფონით ვესაუბრე, ემირს და ხათუნას აცილებდა, მერე რაღაც ბილეთებზე პრობლემა ჰქონდათ და ამიტომ ვერ მნახავდა, ბოდიში მომიხადა, მანქანის დაბრუნებაზე უარი მითხრა. მე მამა გიორგისთან მივედი და ბევრიც ვისაუბრეთ, ძალიან გაუხარდა, აღელვებულმა სიცილით მითხრა:
-იცოდე აუცილებლად მოყვან და გამაცნობ!
-რა თქმა უნდა აუცილებლად მოვალთ..
ტაძრიდან ყოველთვის უფრო მსუბუქი და მშვიდი გამვდივარ, სახლში საბა და სალო საუბრობენ, რომ სალო ქორწილში ვერ წავიდოდა არადა ვგრძნობდი წასვლა უნდოდა და მიზეზი გავიგე რომ ანასტასია იყო.. სალოს ბიძაშვილის ქორწილი კახეთში იყო და ანასთან ერთად წასვლას ვერ შეძლებდა, მისი მშობლები უკვე წასული იყვნენ, ამიტომ ბავშვის დატოვების სურვილი გამოვთქვი, დილით ბაღში იქნებოდა და ლექციების მერე, მე მივხედავდი..
საღამოს მე და ანასტასიამ დედ-მამა გავაცილეთ, სახლში კი ნამცხვრის ცხობით ვირთობდით თავს, ბევრი ვიხალისეთ ადას ველაპარაკეთ, ჩვენი შემოქმედება „ტერამისუ“ ვაჩვენეთ და კმაყოფილმა დაიძინა. ვიცი ადასთვის უნდა მეთქვა, მაგრამ ძალიან ვღელავდი არ ვიცი როგორ შეხვდება ამ ამბავს.. ამიტომ თავიდან დავურეკე და გამიკვირდა ელოდა ჩემ ზარს:
-ვიცოდი რომ დარეკავდი, აბა გისმენ!
-მამი მე გუშინ..
მიღიმის და როგორც ყოველთვის ჩემს გაოცებას ახერხებს.
-მოყვეი შენი ბედნიერი თვალების საიდუმლო! გუშინ რა მოხდა?
-ადა უკვე იცი ხო?
-კი დედი ვიცი.
ამოიოხრა და განაგრძო.
-შენი სახე თუ ასეთი ბედნიერი იქნება ყოველთვის, მე მას მივიღებ.
თავი დავხარე, ხელის თითებს უაზროდ ვაწვალებდი, ცრემლების მოშორებას ვცდილობდი, მაგარამ არ გამომივიდა, ისევ თვითონ განაგრძო:
-ლილე იცოდე თვალს გადევნებ შენც და იმ ვაჟბატონსაც და ჭკუით!
აი ეს ნამდვილად ადაა გავიფიქრე და მინდოდა ჩავხუტებოდი..
-მიყვარხარ მამი!
-მე არ გიყვარარვარ?
ძია შემოუერთდა ჩვენს საუბარს..
-შენ ყველაზე მაგარი ძია ხარ სამყაროში!
-შავთვალა ჭკუით იყავი და ამას მე მივხედავ. კარგი ახლა მე წავედი და შენ წამოდი ქალბატონო ნუნუ გველოდებიან.
ეგ მართლაც ბედნიერების ბოლო წვეთი იყო და ამაყად შევედი ოთახში, მოვემზადე ჩემს გოგოსთან დასაწოლად.. ტელეფონზე სმს მოვიდა:
-,,კარებს გამიღებ?“..
ვის გაახსენდა რა მეცვა?.. (ზაფხული საღამური) მე არ გამხსენდა და სხვას მითუმეს, სასწრაფოდ მივედი კარებთან და ჩემი სიუ იდგა მისი საფირმო ღიმილით, ისე შემომხედა ღიმილიანი სახე შეეცვალა და დასერიოზულდა ნერწყვიც მძიმედ გადააგორა.
-ჩავიცვამ და ახლავე მოვალ..
მკლავით დამიჭირა და ძალიან მაგრად მომეხვია, ყელში მაკოცა.
-მომენატრე!
-მეც.
.. აი რა მაკლდა იმ დღეს, მისი მკლავები, მისი სუნი, თვითონ მაკლდა. პატარა კნუტივით გავიტრუნე მის მკლავებში, კიდევ ერთხელ მაკოცა და მითხრა:
-მიდი ჩაიცვი და მალე მოდი, უნდა ვილაპარაკოთ!..


პ.ს. ბოდიში გუნდელისთვის ინტერნეტმა მაწვალა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ვაიმეე რა მაგარი იყოოო!!!!
მომენატრნენ ესენი ერთად!!!1
მიყარს ეს წყვილი საოცრად...
მაინტერესებს რა მოხდება...
საოცრება იყოო საღოლ!!!!!
აუ მამა გიორგისთან მიიყვანე შემდეგ თავში რაა!!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

აიიი ჯიგარი ხარ რააა :) როგორ ველოდებოდი ამ თავს. ხვალაც დადე რააა :***

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent