შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Black Widow_შავი ქვრივი #7


24-02-2017, 18:23
ავტორი kookie127
ნანახია 1 675

ბიჭები დგებიან და სებასტიანს ეგებებიან. ისიც გახარებული ეხვევა თითოეულ მათგანს, მაგრამ გამომეტყველება ეცვლება როცა მე მხედავს.
-შენ აქ რა გინდა._ცივად მოდის ჩემკენ.
-უკაცრავად? მე შენი ცოლი ვარ და აქ ვცხოვრობ! როგორ თუ რა მინდა!
-შენს ოთახში ადი და მალე მოვალ._ცოტა ტონს უწევს და ბიჭებისკენ ბრუნდება, თუმცა არ ვთმობ ჩემს პოზიციებს.
-არსადაც არ ვაპირებ წასვლას!ხელებს ვაჯვარედინებ და მტკიცედ ვდგები.
-ნუ მაიძულებ მე თვითონ წაგიყვანო._მაფრთხილებს ისე, რომ ჩემსკენ არც კი ტრიალდება.
-სებასტიან....ვფიქრობ არ ღირს ძალის დატანება._მეთიუ მესარჩლება.
-კარგი ჯანდაბას....წამოდით სალაპრაკო მაქვს._სამივეს ეუბნება და კიბეზე ადიან. ცოტახანი ვიცდი და შემდეგ მეც უკან მივყვები.
-მან ჯერ არაფერი იცის და ნურც ნურაფერს ეტყვით. იმედია არ შეაშინეთ სანამ მოვიდოდი და რამე ისეთი არ გააკეთეთ რაც დააეჭვებდა.
-სებ, როგორ ფიქრობ ასეთ სახლში მოყვანით არ აეჭვებდი?! სეულში უნდა დარჩენილიყავით._ვცნობ ვერნონის ხმას.
-არა აქ დაცულია, იქ კი გამუდმებით მისი თვალთვალი მომიწევდა.
-სწორი გადაწყვეტილება მიგიღია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყო. ან გაუმხილე შენი ვინაობა, ან კი წითელ მთვარემდე არაფერი თქვა._ეიდენიც ალაპარაკდა.
-იქნებ მართლა ჯობს გაიგოს ვინ ვარ. ასე შეიძლება მისი კეთილგანწყობაც დავიმსახურო. მაგრამ ჩემს მთავარ მიზანს ვერ გავუმხელ._საბოლოოდ ასრულებს სებასტიანი და აი ნაბიჯების ხმაც მესმის. ვიღაც კარს უახლოვდება. ფეხაკრეფით გამოვდივარ და სასწრაფოდ ჩემს ოთახში ვიკეტები.
საწოლში მთელი სისწრაფით ვძვრები და ხელში წიგნს ვიჭერ.
აი კარებზე კაკუნიც ისმის.
-შეიძლება?_სებასტიანის წყნარი ხმა მესმის და კარიც იღება. ოთახში ღიმილით შემოდის, რაც საკმაოდ მიკვირს, რადგან აქ მოსვლის შემდეგ ძალიან ცივად მექცევა.
-იცი...ცუდად გექცეოდი და მინდა დანაშაული გამოვისყიდო._საწოლის კიდეზე ჯდება.
-მაინც როგორ?_წიგნს ვხურავ და გვერდით ტუმბოზე ვდებ.
-ცოტა ხანში დაგიძახებ._თვალს მიკრავს და ოთახიდან გადის.
"რა ჯანდაბა ხდება?"
მისი გასვლიდან არ გადის დიდი დრო, რომ მოსამსახურე წითელი ყუთით შემოდის ჩემს ოთახში და მას იქვე სკამზე ტოვებს.
ყუთს ვხსნი და მასში შავ კაბას ვხედავ, თუმცა ჯერ პატარა წერილს ვიღებ, რომელიც მასზე დევს.
"ძვირფასო ვივიან, ეს კაბა ჩემი საჩუქარია. მინდა, რომ გავისეირნოთ და ცოტა განვიტვირთოთ, მეტი ვისაუბროთ. რას იტყვი? 10წუთში დაბლა გელოდები. -სებასტიანი"
კაბას ყუთისან ვიღებ და გაოცებისგან პირს ვაღებ. ის ისეთი ლამაზია, რომ უბრალოდ სიტყვის თქმასაც ვერ ვახერხებ. სულ მაქმანებშია გაწყობილი და გრძელი ბოლო ძირს დასთრევს.
კაბას სასწრაფოდ ვიცვამ, ცოტა მაკიაჟსაც ვისწორებ და მინგიუს შესახვედრად მივდივარ.
სებასტიანი კიბის ბოლოში მხვდება და მეც ნელა ჩავდივარ მასზე დ ავცდილობ არ წავიქცე, რადგან კაბა მართლაც გრძელია და ბოლოები მისი აწევის მიუხედავად მაინც ძირს ფორთხიალებენ.
-დაგეხმაროთ?_ხელს მიწვდის სებასტიანი და მეც თავს ვუქნებ, მაგრამ ბოლო საფეხურზე კაბას ვადგამ ფეხს და პირდაპირ თავით მივექანები იატაკისკენ.
"როდიდანაა იატაკი ასეთი რბილი." ვფიქრობ გონებაში და თვალებს ვახელ.
ზუსტად ჩემ ცხვირთან სებასტიანს ვხედავ. ხელები წელზე აქვს შემოხვეული და მთელი ძალით ვყავარ ტანზე მიტმასნილი.
-გმადლობ რომ დამიჭირე მაგრამ....ხელებს ხომ ვერ გამიშვებდით?_წარბს მაღლა ვუწევ და ისიც დაბნეული ისე იქცევა როგორც ვუთხარი.
დიდი კარები იღება და ნაზი სიო სახეზე მეთამაშება.
მე და სებასტიანი პატარა ქვებით მოკირწყლულ ბილიკიკს მივუყვებით, გვერდით რომ სხვადასხვა მცენარე ჩანს, მაგრამ უმეტესად ვარდის ბუჩქები. სებასტიანი მარჯვნივ უხვევს და მეც მივყვები.
-შენი მეგობრები ცოტა უცნაურები არიან._ვცდილობ საუბარი წამოვიწყო.
-ასე ფიქრობ? მაინც რა იყო მათში ასეთი უცნაური?_მიყურებს და წაგრძელებულ ეშვებს მიჩვენებს.
-მმმ....არ ვიცი სანამ მოხვუდოდი ისე იქცეოდნენ, თითქოს ხორცის ნაჭერი ვიყავი ისინი კი მშიერი მგლები...._ტანში ჟრუანტელი მივლის როცა მათ სახეებს ვიხსენებ.
-არა მგლები ნამდვილად არ არიან...._მე არც კი მიყურებს და ეღიმება.
-რას გულისხმობ...._პასუხს არ მცემს და სიარულს აგრძელებს.
რაც უფრო შორს მივდივართ, მცენარეების სიმაღლე მით უფრო იმატებს და მალე თეთრი ვარდების ხეივანში შევდივართ.
-რა სილამაზეა..._აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
-მთავარი სილამაზე ჯერ კიდევ წინ გელის._ისევ მიყურებს და მხოლოდ მის ოდნავ მოელვარე თვალებს ვხედავ. სიბნელესთან ერთად ციცინათელები გამოდიან და გზას გვინათებენ. ხეივნის ბოლოს დაბალი ხის კარი ჩანს, წლების სიძველე რომ ეტყობა და ბუნებას თითქოს გულში ჩაუკრავს ის, იმდენადაა მწვანეში ჩაფლული.
სებასტიანი ხის კარს აღებს, ოდნავ იხრება და მასში გადის. რა თქმა უნდა მეც მას მივყვები და წინ მართლაც იმაზე ლამაზი სანახაობა იშლება ვიდრე აქამდე იყო. სებასტიანი მწვანე ქვის კიბეებს მიუყვება, რომლებიც სიძველისგან ხავსით დაიფარა. მწვანე თაღი ცის მაგივრობას წევს, ციცინათელები კი ვარსკვლავებივით ანათებენ. კიბეები სრულდება და ისევ ხეივანში გავდივართ მის ბოლოს კი საოცარი ხედი იშლება. ქვის ფანტანიდან წყალი პატარა აუზში გადმოედინება მის წინ ასევე ქვის მოედანია. ჩვენ მისკენ მივდივართ და მე ხედით ვტკბები.
-რა საოცრებაა....
-შენზე მეტად?_მიყურებს და იღიმის. ყველაფერი იმდენად მომაჯადოებელია, რომ არ ვიცი რა ვთქვა.
მე და სებასტიანი აუზს ვცდებით და ქვის აივნიდან ვიყურებით. დაბლა ჩანს ის ბაღი რაც გამოვიარეთ. შემდეგ მაღალი კედლებიც და უღრანი ტყე, რომელიც ბურუსს აქვს მოცული და საერთოდ არაფერი ჩანს. ჰორიზონტის მხოლოდ უკიდურეს წერტილზე თუ შეამჩნევთ მაღალ მთებს.
-საოცარი საღამოა არა? მე, შენ და ღამე..._პოეტურად იწყებს ჭიკჭიკს.
-ოჰ? ბატონი სებასტიანი მეოცნებე რომანტიკოსივით მჭერმეტყველებს?_ჰაერში ახალი მუხტი შემაქვს და ორივეს გვეცინება.
-ვიცი რომ ძალიან ბევრი საიდუმლო გვაქვს მეც და შენც. თუმცა მინდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაგიზიარო. ალბათ სულელად ჩამთვლი როცა გაიგებ, თუ რატომ გავაკეთე ეს, მაგრამ მოდი ვიფიქროთ, რომ უბრალოდ თამაში მომინდა.
-ოჰ, ცოტა არ იყოს და მაშინებთ ბატონო მინგიუ._ისევ ვუცინი, ის კი სერიოზული სახით მიყურებს და მის თვალებში უცნაურობებს ვამჩნევ.
-მე მთავარი მოთამაშე ვიქნები, შენ კი ჩემი სათამაშო._ირონიულ ღიმილს ირგებს და მისი თვალები ფერს იცვლიან. "ეს რა რაიმე ხუმრობაა?" თვალები ჯერ ღიავდება და ყვითლდება. უკან-უკან ვიხევ და თან უხერხულად ვიღიმი.
-შენ მართლა გიყვარს ჩემი შეშინება ეს ლინზებია არა?.......ვიცოდი, რომ ვამპირივით ეშვები გქონდა, მაგრამ ასეთი გრძელი თუ იყო არასდროს შემიმჩნევია. მიიწებე არა?_ახლა უკვე სერიოზულად მეშინია. რა თქმა უნდა ვიცი, რომ სებასტიანი ამ ყველაფერს ძალით აკეთებს, მას ხომ ჩემი შეშინება და ნერვებზე თამაში უყვარს.
-მიყვარს და მერე როგორ._ისევ ირონიულად იღიმის. მისი "ეშვები" მთვარის შუქზე ელავს და ჩემსკენ იხრება. იქვე კედელს ვეყრდნობი და თვალებს არ ვაშორებ. სებასტიანი იხრება თმას იწევს და მის სუნთქვას ჩემს კისერზე ვგრძნობ.
"აი ალბათ რას გულისხმობდა, როცა ამბობდა რომ გაარკვევდა უმწიკვლო ვიყავი თუ არა?....მართლა აპირებს ამის გაკეთებას?"
ფიქრებში გართულს რაღაც საშინელი ტკივილი მარკვევს. ის....ის ჩემს კისერს კბენს... ვგრძნობ როგორ გამოდის ცხელი სითხე ჩემი ვენებიდან და მის ყელში ხმაურიანად გადადის.
-რა ჯანდაბას აკეთებ!_უხეშად ვიშორებ და კისერზე ხელს ვიდებ... სისხლიანია. სებასტიანის თვალები წითლად ელავს და ნამდვილ მხეცს გავს. პირი წითლად აქვს შეღებილი და მას ენით ილოკავს.
-შენ გეგონა ვხუმრობდი?_ისევ ეს საშინელი ირონია და ახლა ხარხარს იწყებს, თანაც ისეთ საზარელს, რომ ფეხები მეკვეცება. სასწრაფოდ გამოდივარ....უფროსწორად გამოვრბივარ იქედან და ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად გავეცალო იქაურობას.
ჭიშკარს ვუახლოვდები და იქვე მსახური მაჩერებს.
-საით ქალბატონო?_წინ მეღობება.
-გააღე ჭიშკარი._კოპებშეკრული ვამბობ და თვალებში ვუყურებ.
-კი მაგრამ..._შეშინებული მიყურებს.
-გითხარი გააღემეთქი!_ვღრიალებ და ისიც ჭიშკარს აღებს. უკან საბოლოოდ ვიხედები და ტყეში ვუჩინარდები. როცა ვხვდები, რომ მსახური ვეღარ დამინახავს სირბისლს ვიწყებ, თუმცა მთელი რიგი დაბრკოლებების გამო ეს უბრალო სწრაფ სიარულს გავს.
ტყე მართლაც გაუვალია, არადა თითქოს იმ გზას გავუყევი საიდანაც მოვედით. თუ მანქანამ გაიარა ამ ადგილას, მე რატომ ვერ ვიგნებ გზას! ნისლი კი საქმეს უფრო ართულებს და თანაც ამ კაბის თრევა აღარ შემიძლია.
-ჯანდაბა, ჩემი კისერი!_ახლაღა მახსენდება და ისევ ხელს ვიდებ. ბევრი სისხლი არ გამოსულა, მაგრამ საშინლად მტკივა. ხელს ისევ კისერზე ვიტოვებ და სიარულს ვაგრძელებ. კაბა ეკლებიან ბუჩქს ედება და მეც მაჩერებს.
-აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე!_კაბის ბოლო ნაწილს ვიგლეჯ. ნაწილი ბუჩქზე რჩება, ნაწილი კი მე. კისერს ვიხვევ, დანარჩენს მხრებზე ვიფარებ, რადგან საშინლად ცივა და გზას ვაგრძელებ.
-დავიღალე! დავიჯერო სებასტიანი არ გამომყვა? არა არა, ჯობს არ გამომყოლოდა, მირჩევნია მგლებმა შემჭამონ, ვიდრე მაგ მხეცმა. რა ჯანდაბა იყო ეს საერთოდ? იმედია გამომეღვიძება მალე და აღმოჩნდება, რომ სიზმარში ვიყავი. ამ მაღალქუსლიანებმაც ხომ დამღალეს რა!_ჩემს თავს ვეწუწუნები და იქვე მაღალ ხეს ვეყრდნობი. უეცრად ჩემს წინ პატარა წერტილები წყვილ-წყვილად ნათდება.

წითელი თვალები



№1 სტუმარი lalka

vai davizapre ra.sacodavi visi colic gaxda yvela mokvda da exla vampırebis lukma xdeba?.nu agvianeb ra dadebas?

 


№2 სტუმარი kusa13

auuu vaumee cudaddvar dzaan magaria raa <3<3 agar daagvieno ocode male dade tore gavgijdebi gavgijdebi <3<3 martlad rom gamorcheuli istoriaa <3<3

auu vaimee cudaddvar ra dros gawyvite ra... yochag raa <3 mara agar daagvieno ase dzalian male dade <3 martlac rom gamorcheuli istoriaa

 


№3  offline წევრი Violeta_ia

მიყვარს ეს ისტორია ❤ ვამპირებიც მიყვარს [right][/right] grinning ახლა მერვე თავს დაველოდები დიდი ინტერესით. იცი რა მომწოონს?_ ყოველი თავი რომ კარგი და საინტერესოა. ყოჩაღ ❤

 


№4 სტუმარი chatope

https://www.youtube.com/shared?ci=Yod-592edPQ

 


№5  offline წევრი kookie127

Violeta_ia
მიყვარს ეს ისტორია ❤ ვამპირებიც მიყვარს [right][/right] grinning ახლა მერვე თავს დაველოდები დიდი ინტერესით. იცი რა მომწოონს?_ ყოველი თავი რომ კარგი და საინტერესოა. ყოჩაღ ❤

ვაიმე ვაიმე გავწითლდი რაღა ვქნა laughing

 


№6  offline წევრი Kukrali

მალე დადე რა გეხვერწები ვკვდები ინტერესით

 


№7 სტუმარი დიკო

მალედადე რა შემდეგი თავი გთხოოვ

 


№8 სტუმარი Lile

Maledade ra shemdegi tavi

 


№9 სტუმარი kusa13

რატო აღარ აგრძელებ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent