შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ დამტოვო (თავი 6)


24-02-2017, 21:58
ავტორი green.M
ნანახია 1 608

დილით მაღვიძარამ გამაღვიძა 7:30 იყო. თვალები რომ გავახილე თითქოს სხვაფერისიყო ჩემი ოთახი, ფარდები, ავეჯი. გამეღიმა, ალბათ სიყვარულის ფერია. ავდექი, ფარდები გადავწიე და ეზოს გადავხედე. მეეზოვის გარდა ეზოში არავინიყო. დილა თითქოს უფრო სხვანაირი იყო, არვიცოდი ასე რატომ ვფიქრობდი. მერე აბაზანაში შევედი, შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი.
-დილამშვიდობისაათ!
-უიჰ... ადექი დეე?
-ჩემმა გოგომ გაიღვიძაა. სასწავლებელში მიიჩქარი მაა?
-კიიი!
-კაიაა. ნიკას ამბავიც გამეხარდა ძალიან. ჩემი ჩემპიონია ეეგ!
-ჰოომ... მონდომებულია. -დაიცადე გაიზარდოოს რა ბიჭი დადგეს-საუბარში ჩაერთო ნანა.
-მთავარია მარტო სპორტს არ მიყვეს და სწავლაზე არ აიღოს ხელი(მამა)
-ჰო იმედია სწავლას არ შეეშვება(ნანა)
-არაა, არამგონია, ჩემი ნიჭიერია ეეს-ვაიმედებ მშობლებს.
-ხო, ისა ემილი, ლაშა მინდა ვნახო დღეს, ნიკაზე უნდა დაველაპარაკო სერიოზულად. თუ ასე პატარა ბავშვს ამდენი შეუძლია არუნდა დავკარგოთ მისი ნიჭი.(მამა)
-ჰო ჰო მართლაც(ნანა)
-ჰოო... ისაა... კიი... -ლაშას ხსენებაზე ენა დამება.
-კაი კაი. ყავას დავლევ და უნდა წავიდე მეე(მამა)
-ახალი პროექტი ხომარაფერია?-ეკითხება დედა (მამა ინჟინერია).
-არა, ჯერ ტენდერი არ დაწყებულა.
-ჰომ კარგი, მაგრამ თავს ძალიან ნუ დაიღლი.
-კარგი რა ნანა, ხომიცი რომ მიყვარს ჩემი საქმე და ბოლომდე მიმყავს სულ. ამას თავის დაღლას ვერ დავარქმევ.
-კარგი, კარგი.
-ვა ყველა აქ ხართ? -სამზარეულოში შემოდის ნიკა.
-მოდი დეე. ჩაის დალევ?
-კიი.
-მამი აბა რა გეგმები გაქვს დღეს? მე, შენ და ლაშა მასწავლებელმა გავისეირნოთ ცოტა.
-დღეს გაკვეთილების მერე ვარჯიში მაქვს, ვარჯიშის მერე გავისეირნოთ.
-კარგი, როგორც იტყვი.
ვისაუზმე, ჩემებს დავემშვიდობე და სახლიდან გამოვედი. გარეთ კარგი ამინდი იყო, ფერადი შემოდგომის ამინდი. სასწავლებელში ლანა ვნახე, ცოტა ვიჭორავეთ და ლექციებზე შევედით. ლექციების მერე ლაშამ დამირეკა. დიდხანს ვილაპარაკეთ მითხრა, რომ დღეს მამაჩემს უნდა შეხვედროდა ნიკას თაობაზე სალაპარაკოდ და ცოტა ღელავდა "სასიმამრო უნდა ენახა ბიჭს"-როგორც თავად ამბობს. საღამო ხანი იყო, ცოტა ამინდიც შეიცვალა, მე და ლანამ კაფეს შევაფარეთ თავი. ცხელი
ყავა შევუკვეთეთ და ნამცხვარი. მალევე გარეთ წვიმამაც უმატა.
-აუუ როგორ წვიმს-გადმოატრიალა ტუჩები ლანამ.
-ხოო, ცუდია, არადა დღეს ლაშაც უნდა მენახა (ლანამ ყველაფერი იცის, ჩემზე და ლაშაზე)
-არაუშავს გადაიღებს წვიმა, სულასე კიარ იწვიმებს. -ისე ლაშას მომავალ დედიკოს იცნობ?-ეშმაკურად გამომხედა ლანამ.
-გააფრინე? ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა.
-მერე რაა?
-ნუ სულელობ.
-კაი კაი. წამო ავდგეთ, გავიდეთ.
-წვიმს გოოგო.
-არაუშავს წამო გავისეირნოთ ცოტა, შუა წვიმაში კიარდავდგეთ, მოფარებულში ვიყოთ.
-მოფარებულში აქაც ხარ.
-ოო წამოო.
-კაი კაი.
გარეთ გამოვედით. ისევ წვიმდა, ტროტუარს მივუყვებოდით ნელა-ნელა. უცებ ტელწფონი აწკარუნდა:
-ხო ლაშა.
-ემილი, სად ხაარ? მინდა რო გნახო.
-ამწვიმაშიი?
-ხოო რაა! მომენატრეე.
-მე და ლანა ვართ გარეთ, მოგწერ მისამართს და მოდი.
-კაი მიდი.
-ლაშა მოვა.
-ვა კაია.
ნახევარი საათის შემდეგ ლაშაც გამოჩნდა, გზის იქით იყო და ჩვენ გვათვალიერებდა. შეგვამჩნია, გზაზე გადმოდსვლა დააპირა, უცებ წამის ინტერვალებში მანქანამ დაატორმუზა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, წიმიან გზაზე მუხრუჭებმა არ დაიჭირეს. გაშტერებული ვუყურებდი როგორ შევარდა ლაშა მანქანის "კაპოტზე" წამში ვიგრძენი რომ მოვკვდი. უცებ გამოვფხიზლდი და ლაშას მივვარდი, სახე სულ სისხლიანი ჰქონდა. ხელი ხელზე მეკიდა და არ ვუშვებდი, მალევე სასწრაფოც მოვიდა, ლაშა საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მეც მასთან რთად ვიყავი პალატაში შყვანამდე, მერე აღარ შემიშვეს. ირგვლივ არავის ხმა არ მესმოდა, მხოლოდ ლაშა მაინტერესებდა. არც ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი იატაკზე, ექიმი რომ შევნიშნე ფეხზე წამოვხტი.
-ექიმო რა ვითარებაა?-აკანკალებული ხმით ვიკითხე.
-პაციენტმა თავის ძლიერი ტრამვა მიიღო, მოტეხილობები აქვს ფეხისა და მენჯის არეში. პაციენტი კომაშია.
-რაა? მითხარით ექიმო რომ გადარჩება! მითხარით რომ იმედი არსებობს!
-ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვძლო, ახლა უფლის იმედზე ვართ.
"კომაშია" "კომაშია" ეს სიტყვები მიტრიალებდა გამუდმებით თავში. მუხლებში ძალა აღარ მქონდა და ჩავიკეცე. ჩაკეცილი ვიყავი კუთხეში. ხან ერთი მომვარდება, მელაპარაკება რაღაცეებს. ხან მეორე მომვარდება და მანჯღრევს. არავის ხმა არ მესმის, ვერავის სახეს ვერ ვარჩევ. ამდენ ხმაში ერთი ტკბილი ხმა გამოვარჩიე:
-ემილი... შენ ხარ ის ემილი? შემომხედე...-ტირილით მელაპარაკებოდა.-ემილიი! ხმა გამეცი! ხმა ამოიღე!
-მანანა დეიდა, ადექით გთხოვთ (რეზი)
-არა რეზზი თავი დამანებე! ემილი გთხოვ ხმა გამეცი.
უცებ გონზე მოვედი, იმ ტკბილი ხმის პატრონს თვალი გავუსწორე, ცრემლიანი თვალებიდან მისი შავი თმა და სევდიანი სახე დავინახე. არვიცოდი რა მეთქვა, ხმას ვერ ვიღებდი.
თვალები რომ გავახილე, ოთახი მეცნო. ჩემს ოთახში ვიყავი:
-ღმერთო ჩემო, აქ რამინდა, ახლა ლაშასთან უნდა ვიყო. რამოხდა გუშინ? რა დამემართა? ყველაფერი ამერია. აბაზანაში შევედი, სარკეში რომ ჩავიხედე ცრემლები წამომცვივდა. ვუყურებდი სახედასივებულ ჩემ თავს და ვტიროდი. გამახსენდა თვალებში როგორ მიყურებდა ხოლმე ლაშა, იმ თვალებში რომელშიც ახლა სისხლიანი ცრემლებია ჩაღვრილი. ხელპირი დავიბანე და ოთახში გავედი. სახლში სიჩუმე იყო, ჩვეული დილა ერთი განსხვავებით, სახის გამომეტყველებები ყვლას ერთნაირი ქონდათ, ჩემ დანახვაზე დედა შეტრიალდა, რათა მისი ცრემლები არ დამენახა. ამ სიტუაციამ ძალიან დამთრგუნა. ხმა არც ამომიღია სახლიდან ისე გამოვედი. გზად ეკლესიაში შევიარე და სანთელი დავანთე. საავადმყოფოს კიბეებზე ფეხები მეკვეთებოდა, ძალიან მიჭირდა ლაშას ასეთ მდგომარეობაში დანახვა. ვნანობდი, რატომ ვერ მოვახერხე, რატომ არ მანებებდა გული მისთვის "მიყვარხარის" თქმას. ძალიან ვნანობდი. მისი დაკარგვის შიშით გამოწვეულმა ტკივილმა დამანახა ჩემი შეცდომა. ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. მე უნდა დავმტკბარიყავი მასთან ყოფნით. უნდა მეგრძნო მისი სითბო უფრო ძლიერად. მაგრამ მე ვიყავი მშიშარა. არა... დღეიდან სხვა ემილი ვარ. ჰოო... სხვა... მე და ლაშა, "ჩვენ" ერთად გადავიტანთ ყველაფერს. ერთად გადავლახავთ ამ ტკივილსაც. ბედს არ შევუშინდებით. ჰო... ჩვენ... ჩვენ და უფალი!
ამ ფიქრებში გართული ლაშას პალატამდეც მივედი. დიდი მინის მიღმა იწვა ჩემი სიყვარული და მე მასთან ძალიან ახლოს ვიყავი, მაგრამ ამავე დროს შორს. ვუყურებდი და სუნთქვა მეკვროდა. უცებ მხარზე შეხება ვიგრძენი. ნელა მოვტრიალდი და შავგვრემანი ქალბატონი დავინახე, თითქოს სადღაც უკვე ნანახი მყავდა. გაკვირვებული თვალები მივაპყარი მის ცრემლით დასველებულ სახეს და ვერ გამეგო სად შეიძლებოდა მენახა იგი. ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი, წამის ინტერვალში გულში ჩამიკრა და მითხრა: -მართლა რა ლამაზი ყოფილხარ, ლაშას ძალიან უყვარხარ.
ჟრუანტელმა დამიარა. მისი ხმა... მისი ხმა მეცნო, ჰოო... გამახსენდა, გუშინ ვნახე... ვნახე...
დიდხანს ვყავდი ჩახუტებული, მერე ხელი გამიშვა და არც შემოუხედავს ისე გამშორდა. ექიმთან შევიდა, მე გაკვირვებული ვუყირებდი. ცოტახანში გამოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა.
-ლაშასთან შედი, ახლა მისგვერდით უნდა იყო.
თვალები ცრემლებით ამევსო. გაუაზრებლად ქალს გადავეხვიე და მადლობა გადავუხადე. ჩემმა საქციელმა ქალი აატირა.
ხალათი ჩამაცვეს, ფეხზეც ამომაცვეს რაღაცეები, არც ვაქცევდი ყურადღებას, ჩემი გონება ლაშასთან იყო. პალატის კარი გავაღე და შევედი. მისკენ ნაბიჯის გადადგმა ძალიან გამიჭირდა, როგორციყო გადავდგი ნაბიჯი და მის საწოლს მივუახლოვდი. საწოლის გვერძე ჩამოვჯექი და მის ხელს შევეხე. ორგანიზმი გამითბა. მის ლამაზ თითებს ვეფერებოდი და სიცოცხლის წამები მემატებოდა. მერე თმებზე მოფერება დავუწყე. მივხვდი რომ ლაშა არამარტო მჭირდებოდა, არამედ სიგიჟემდე მიყვარდა. მის გარეშე ვერ ვისუნთქებ. ლაშა ჩემი სულის ნაწილია, პირველი და ერთადერთი სიყვარული.
-ლაშა... ლაშა იცი?! მე... მე აქ ვარ. შენთან ვარ და არასოდეს დაგტოვებ. შენი მწვანე თვალება გოგო შენთანაა. ლაშა...-ლაპარაკი მიჭირდა-ლაშა მე შენ ძალიან მიყვარხარ! არასოდეს მიგატოვებ. შენ რომ რამე... შენ რომ რამე დაგემართოს იცოდე, რომ მე მოვკვდები. ლაშა... მე ვიცი, რომ კომატოზურ მდომარეობაში ადამიანებს ესმით ყველაფერი, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გესმის. მე მჯერა, რომ ერთად დავბერდებით. მე მჯერა უფლის.
კიდევ ბევრს ვესაუბრებოდი ლაშას, როცა ექიმი შემოვიდა და პალატის დატოვება მთხოვა. პალატიდან გამოვედი და თითქოს სტიმული მომეცა, თითქოს მთას გადავდგავდი ოღონდ ლაშა ჩემ გვერდით იყოს. იქვე სკამზე ის შავგვრემანი ქალი შევნიშნე, მისკენ წავედი და გვერდზე ჩამოვჯექი.
-მადლობა...
-რა მადლობა, შენ ლაშას სჭირდები. ჰო მართლა, მე ლაშას დედა ვარ, მანანა. ლაშა შენზე ბევრს არ მიყვებოდა მაგრამ როცა შენს ფოტოებს ნახულობდა ჩემთვის ყველაფერი ნათელი ხდებოდა, დედის გულისთვის შვილის გამომეტყველებაც კმარა, რომ მის გულის ნადებს მიხვდეს.
ქალბატონ მანანას ვუსმენდი და ვხვდებოდი ვის გავდა ლაშა. ლაპარაკის მანერა, ცხვირი, ლურჯი თვალები...
-იცით... გუშინდელისგამო ბოდიშს გიხდით, ხმა ვერ გაგეცით.
-მაგაზე ნუ წუხხარ.
-როგორც ვხვდები, გუშინდელის მერე აქ ხართ, სახლში წადით მოწესრიგფით, დაისვენეთ, წაიხემსეთ. ლაშასთან მე ვიქნები.
-არაა... არ მიმდა. არ დავღლილვარ.
-გთხოვთ, უარს ნუ მეუბნებით. მე ვიქნები ლაშასთან.
-კარგი... წასვლა არმინდა მაჰრამ წავალ... ერთი პირობით, მალე მოვალ, მაგრამ გუ ჩემსაქარყოფნაში რამე შეიცვლება გამაგებინე.
-კი კი რათქმაუნდა.
-კქრგი ჩემო კარგო, წავალ და მალე მოვალ.-თავზე მკოცნის.
ქ.მანანას წასვლამ ჩამაფიქრა. სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი ექიმის ნათქვამზე: "აახლა უფლის იმედზე ვართ" ვიცოდი, რომ ამ განსაცდელში უფალი არ მიმატოვებდა. მერე უფალს პირობა მივეცი, რომ ყოველ დილით ლაშასთან წამოსვლისას გზად ეკლესიაში შევივლი და სანთელს დავუნთებ უფალს. ლაშასთვის ვილოცებ. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როცა ლაშას პალატიდან ექიმი გამოვიდა. მასთან მივირბინე და ლაშას მდომარეობა ვიკითხე.
-ექიმო, ლაშა როგორარის?
-მდგომარეობა არ შეცვლილა, ისევ სტაბილურია, თუმცა იმედს ვერ მოგცემთ რომ დღეს და ხვალ მდგომარეობა შეიცვლება. დროა საჭირო, დრო გვაჩვენებს ყველაფერს.
ცოტაარიყოს ექიმის ნათქვამმა დამამწუხრა. მერე ლაშასთან შესვლის ნებართვა ავიღე, მართალა თავიდანუარზე იყვნენ, მაგრამ ბოლოს ნება დამრთეს.
საუბრის დასასრული
დაწერეთ შეტყობინება...

*** მეგობრებო! ამ ისტორიის გაგრძელებას არ ვაპირებდი, მაგრამ მთხოვა "ქეთი ხარაიშვილმა" ასერომ მისი თხოვნისამებრ ვაპირებ, რომ გავაგრძელო ისტორია.არვიცი როგორი გამომივა მაგრამ შევეცდები "გულით" დაწყებული ისევ ისე დავამთავრო



№1  offline წევრი Katastrofa

ვაიმე ვაიმე

 


№2  offline წევრი green.M

Katastrofa
ვაიმე ვაიმე

ეს როგორი "ვაიმე ვაიმე"-ა? ?

 


№3  offline წევრი Katastrofa

green.M
Katastrofa
ვაიმე ვაიმე

ეს როგორი "ვაიმე ვაიმე"-ა? ?

ვაიმე ვაიმე დედა რაკაიააა

Katastrofa
green.M
Katastrofa
ვაიმე ვაიმე

ეს როგორი "ვაიმე ვაიმე"-ა? ?

ვაიმე ვაიმე დედა რაკაიააა მალე დადე და არ მოკლა ლაშუკა თორემ გცემ იცოდე

 


№4  offline წევრი green.M

#კატასტროფა ვნახოოთ... ვნახოოთ... <3

 


№5  offline წევრი pupsik22

Kargi iyo, dzalian swarafad avitareb movlenebs :D

 


№6  offline წევრი green.M

pupsik22
Kargi iyo, dzalian swarafad avitareb movlenebs :D

მადლლობაა <3 ვიციი ვიციი, ასე იყო საჭიროო ;)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent