საცდელი თავი
დილით ვიღვიძებ და ვგრძნობ როგორ მტიკვა წელი და ვერ ვინძრევი.კისერი გაშეშებული მაქვს.ძლივს ვახერხებ ჰაერის ჩასუნთქვას და წამში ხველება მივარდება.ცხვირს მწვავს სიგარეტის სუნი.იატაკიდან ვდგები იმას თუ ადგომა ქვია,რადგან ვცდილობ წელში არ გავსწორდე,რომ ისევ არაფერი მეტკინოს,მაგრამ ასე დაკრუნჩხული ხო ვერ ვივლი.ვსწორდები და ეგრევეე კივილს ვიწყებ.საშინელებაა ყოველდღე ერთიდაიგივე. -სესილი,ადექი!?-მესმის მამაჩემის საზიზღარი ხმა.ვერ ავღწერ როგორ მძულს.იმაშიც ეჭვი მეპარება,რომ მამაჩემია.თვალწინ მომიკლა დედა იმის გამო,რომ დედამ ყავა თავის დროზე არ მიუტანა რადგან ჯერ არიყო ადუღებული.ასეთი უმნიშვნელო დეტალის გამო მოკლა.დედამ სიკვდილით დაისვენა კიდეც...დღეს არ ტოვებდა მამაჩემი,რომ არ ეცემა.ეხლა მე მიკეთებს იგივეს 23წლის ვარ,მაგრამ სულ არ ადარდებს.ყოველდღე ხან თვალი მაქვს ჩალურჯებული,ხან ხელი/ფეხი ნაღრძობი. -კი ავდექი!-ზიზღით ვპასუხობ და აბაზანაში შევდივარ.ეს სახლი იმის მერე არ გავს სახლს რაც დედა გარდაიცვალა.4წელია ასე ტანჯვაში ვცხოვრობ დედას გარეშე.დაფლეთილი ტანსაცმელი მაცვია,ერთი ფეხსაცმელი მაქვს და ისიც უკვე მიჭერს აბა რა იქნება 2წელია ესენი მაცვია.ისე ვუფრთხილდები თითქოს ძალიან ძვირფასი იყოს.ერთი უბრალო კეტია,მაგრამ სულ არაფერს ესეც მირჩევნია.საღამოობით ღამის კლუბში ვმუშაობ იქაც ძლივს ამიყვანეს.არავის სჭირდება გოგო რომელიც სულ უჟმურია,ხოლო კლუბში ხალხი ამას მაინც ვერ ამჩნევს მათთვის მთავარია რასაც შეუკვეთავენ მიუტანო.ჯერ 8 საათია და აქედან იწყება ჩემი წამება.ვიწყებ მამაჩემის ოთახიდან იქ ყველაფერი არეულია როცა არ უნდა დავალაგო.სიგარეტის კოლოფები მთელ ოთახშია მოფენილი.გასარეცხი ტანსაცმლის მთა დგას კუთხეში,ლოგინი ყოველთვის არეული.ფარდები დაფლეთილი.მოკლედ საშინელება ამ ოთახში ყოველდღე და მიწევს დავალაგო.დიდი ზიზღით ვუდგები მისდალაგებას,რადგან წინ კიდევ სამი ოთახი მელის.მე სარდაფში მძინავს იატაკზე.იქ დალაგება არარის საჭირო,რადგან არც ვურევ იქაურობას ან რა არის ასარევი ღვინის ბოთლები და უამრავი სიგარეტის კოლოფები აწყვია მამაჩემისთვის,რომლის შეძენა მე მიწევს.2-3 საათისთვის ყველა საქმეს ვრჩები და ჭამის დროა.ჩემი საუზმე,სადილი და ვახშამი ერთი პურით შემოიფარგლება,რომელსაც დიდი ყვირილისდა გინების შემდეგ მამაჩემი მიყოფს.ერთი ნაჭერი პურის ჭამის შემდეგ სარდაფში ჩავდივარ და იქ ვატარებ 5საათამდე დროს.ძირითადად ვიძინებ ხოლმე ან ტანსაცმელს ვკერავ.... * * * მალე მოდის 4:45 საათი და ვემზადები."კარადიდან" ვიღებ დახეულ ჯინსს,ის ეგეთი არ მიყიდია როგორც სხვა ჯინსებია თვითონ დაიხა,მაგრამ ისეა იფიქრებ ეგრე იყიდაო.ჩვეულებრივ მაიკას ვიცვამ და ძალიან არ მსიამოვნებს მოღებული,რომ არის იმედია კლუბის სპეციალური ტანსაცმელი დაფარავს თორე მუშაობა გამირთულდება.ჩანთას ვიღებ და გავდივარ.შემოსასვლელი გაჟღენთილია ღვინის და სიგარეტის სუნით,უფრო უარესი სააღამოობით ისეთი მთვრალია თავი ნარწყევში წევს ხოლმე.ყველაზე საშინელებაა ეგ მომენტი,მაგის გამო პირბადეს და ხელთათმანებს ვეღარ ვიტან.კეტებს ვიცვამ და სახლიდან გავდივარ.კლუბში დღეში 100 ლარს მიხდიან,სულ არის კლიენტი და თუ უფროსი შეატყობს,რომ უფრო იმატებს ხალხი და ძალიან ვიღლები 200საც მაძლევს ხოლმე.წესით 150 უნდა მომცეს,მაგრამ იცის ჩემი გასაჭირი და ფული არ ენანება,ბევრჯელ უჩუქებია კიდეც.მის ნაჩუქარ ფულს ყოველთვის ვაგროვებდი და ეხლაც ვაგროვებ.ჯერ არ ვიცი რამდენი მაქვს,მაგრამ 3წელია იქ ვმუშაობ და ალბათ 1000 მდე მექნება ან უფრო ნაკლებიც.თუ არ მეცოდინება უკეთესია.კლუბს ვუახლოვდები და გზაზე ისე გადავდივარ ვერც კი ვიაზრებ,უცებ სიგნალის ხმა მესმის მერე დამუხრუჭების და ტკივილისგან ვყვირივარ.მაშინვე ძირს ვეცემი და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი აღელვებული გადმოდის მანქანიდან და მიახლოვდება. -კარგად ხართ??-მეკითხება და ფეხს ათვალიერებს. -კი კარგად ვარ უბრალო ნაკაწრია...-შეწუხებული ვამბობ და ჩემი თავის მრცხვენია ასე რამ გამომაშტერა. -მართლა კარგად ხართ??-ფრთხილად მაყენებს ფეხზე. -კი კი მადლობა...-ფეხი ოდნავ მტკივა,მაგრამ ისეთი,რომ არაფერია ვიცი. -სად მიდიხართ მიგიყვანთ,მანქანით ვარ.-თავისი მწვანე თვალებით მნუსხავს და გონება მეფანტება.უცებთავს ვაქნევ,რომ აზრები გამეფანტოს და ძლივს ვალაგებ წინადადებას. -იცით....მე...მე აქ ვმუშაობ,მაგრამ მაინც მადლობა...-ძლივს ვლუღლუღებ. -არაფრის რა მადლობა!-სახეზე ღიმილს იკრავს და მანქანაში ჯდება.კლუბში შევდივარ.უფროსი მხვდება თვალში.ცოტა გაბრაზებული ჩანს.საათს დავხედე და ფუ ამის 20წუთით დავაგვიანე. -ბატონო ნიკა,მაპატიეთ...-თქმას არ მაცდის თვითონ იწყებს. -რატო იგვიანებ??-მკაცრი ხმა აქვს და სახეც სერიოზული. -იცით...მე მანქანა დამეჯახა...-ძლივს ვლუღლუღებ და უცებ ხმა ულბება სახე უმშვიდდება და მხრებზე ხელებს მადებს. -მაპატიე,არ ვიცოდი!ეხლა კარგად ხარ??თუ გინდა სახლში წადი,დაისვენე.-თბილად მეკითხება. -არა,სერიოზული არაფერი.მაინც მადლობა,წავალ საქმეს მივხედავ. -კარგი.-უცებ მეუბნება და კარს უკან იკარგება.გასახდელისკენ მივდივარ.სულ გაყინული ვარ,მძულს ზამთარი!ხელებს ერთმანეთზე ვუხახუნებ,მაგრამ ისე მაქვს გაყინული მტკივა.ნელ-ნელა მითბება და გახდას ვიწყებ.ფეხის ხმა მესმის,მგონია უფროსი მოდის,რომ დავიგვიანე და სწრაფად ვიცვამ კლუბის ფორმას,საათვალეებს ვაცხრები და რომ ვიკეთებ უკვე კარგად ვხედავ ჩემს წინ ასვეტილ ნაცნობ სილუეტს. -უკაცრავად,საპირფარეშოს ვეძებდი..-ამბობს მწვანეთვალებდა მათვალიერებს. -დერეფნის ბოლოს მარჯვენა კარია!-თავაზიანად ვეუბნები და ისიც თავს მიხრის და ბრუნდება.მალევე მიყვება წვრილი,მაღლებზე ამხტარი,მოკლე კაბიანი გოგო.თან წვრილი ხმით წივის. -დიტო!!დამელოდე!!-მალევე უახლოვდება და სრული მნიშვნელობით ზედ ახტება.ისიც ხელებს ხვევს და სიცილ-კისკისით იკარგებიან კარს უკან.რა ამაზრზენიაა ეს ყველაფერი.ზიზღით გამოვდივარ და ჩემს ადგილს ვუბრუნდები.ნიკა თავალს მიკრავს მე ბლოკნოტით ხელში ახალი შევსებული მაგიდისკენ მივდივარ. -რა მოგართვათ??-ვუღიმი და შუქი ურტყამთ თუ არა სახე მებრიცება.ორი გადატყლარწული გოგო აქეთ იქით უზის მწვანეთვალებას,ხელოვნური სიცილით არიან გატენილები და უშნოთ ბრიცავენ ტუჩებს.მწვანეთვალება ხან ხელზე ხან ფეხზე უსვამს ხელებს და მე ვერ მამჩნევენ.მალე გავსკდები,ამ საშინელების ყურების გამო. -რას მიირთმევთ??-სათვალეს თითით ვისწორებ და უკვე ხმას ვუწევ,რომ გაიგონ.მწვანეთვალება იგებს და ჩემსკენ იხრება. -3 ყველაზე ძლიერი კოქტეილი!!-ისიც ყვირის და ისევ გოგოებს უბრუნდება.უკან ვტრიალდები და შეკვეთაც მალევე მიმაქვს.სულ,რომ არ მისვსულიყავი ჯობდა.ერთს კოცნის და მეორე ბოღმით უყურებს.ბაბნიკები და ბ*ზები როგორი შეეფერებიან!ზიზღით "ვყრი" კოქტეილებს და უკან ვბრუნდები.უკვე ამათი ატანა აღარ შემიძლია.მეორე მიმტან გოგოს დავეძებ,მაგრამ არსად ჩანს.არა!მე იმ მონაკვეთში ვერ ვიმუშავებ!თვალს ვარიდებ და სხვა მაგიდებს ვემსახურები.ყურადღებას აღარ ვაქცებ,არც მივდივარ.ნელ-ნელა თენდება კიდეც და ხალხი იკლებს.მუშაობაც იმდენად აღარ მღლის,ბართან თვითონ უკვეთავენ.ამიტომ მეც ბართად დავჯექი და ნაწნავის წვალება დავიწყე. -ცუდად მუშაობ!-მეუბნება მკაცრი ხმა და სახეს ვაბრუნებ. -ვისთვის როგორ!-თვალს ვუკრავ ამაზრზენ მწვანეთვალებას. -უფროსთან ხო არ ვთქვა ზოგ მაგიდას რომ არ ემსახურები!?-ირონიულობა აიკრა სახეზე.ტანში გამცრა მისმა სიტყვებმა.რომ გამაგდონ სხვა სამსახური როგორ ვიშოვო!?მაინც არ ვნებდები და მკაცრად მეუბნები. -მიდი თქვი!-მკაცრად ვეუბნები და ჩემს სიტყვებს,რომ ვიაზრებ პირზე ხელს ვიდებ მაგრამ უკვე გვიანი.ხვეწნას არ დავუწყებ რაც არის,არის.დგება და კაბინეტისკენ მიდის.კარებზე აკაკუნებს და მალევე შედის.ვსიო დამერხა!ჩემი საქმე წასულია!!თუ თქვა სამსახურიდან გამაგდებენ!რა დებილი ხარ სესილი!!რამ გაგაჯიუტა ასე!?ცრემლები თავისჯთ მოდის და ნერვიულად ვაკაკუნებ თითებს.10წუთში ნიკა გამოდის და ხელს მიქნევს მოდიო.ცრემლებს ვიწმინდავ და მივდივარ,მაგრამ როგორ არ მინდა მისვლა.შევდივარ და იმ იდიოტს ირონია დასთამაშებს სახეზე.როგორ მინდა მივგუდი აქვე. -დაჯექი!-მიმითითებ სავარძელზე ნიკა და მეც ვეფლობი მასში. -რა მოხდა??-ვითომ არ ვიცი ისე ვეკითხები. -ამ ახალგაზრდამ განაცხადა,რომ შესანიშნავად ემსახურებით ხალხს,აღფრთოვანებულიაა თქვენი მუშაობით!-ვუსმენ და მგონი მეღადავება. -რა??-წამოკივლებას უფრო გავს.არ მჯერა. -სესილი ეს ჩემი შვილია დიტო!და ძალიან მოეწონა შენი მუშაობა!-შვილიო?????????ვუღიმი უხერხულად. -მადლობა!სულ ეს არის? -კი ეხლათავისუფალი ხარ!შეგიძლია სახლში წახვიდე. -კარგით!მადლობა და ნახვამდის!-სწარაფად ვდგები და გასახდელისკენ მივდივარ.ოჰმისტერ ბაბნიკმა გამაღადავა??იდიოტი.უხერხულობაში ჩამაგდო.ანუ მადლობა უნდა გადავუხადო იმისთვის,რომ დამემუქრა და მერე სიტუაციიდან გამომიყვანა. -კრეტინი!! იდიოტი!!-ვბურტყუნებ და თან ვიხდი. -სიტყვები ხო არ დაგახმარო??-ირონიული ღიმილით ჩნდება კარებთან დიტო.დაფეთებული ტანსაცმელს ვიფარებ. -შენ ნორმალური ხარ???აქ რა გინდა??გაეთრიეე ეხლავე!!!ვერ ხედავ ვიცვამ!!!-ვყვირივარ ბოლო ხმაზე.ნელა მიახლოვდება და უკან ვიხევ.მაინც მოიწევს და იქამდე ვიხევ უკანს სანამ კედელსარ ვეჯახებიდა კანკალი არ მიპყრობს.ერთ ხელსკედელსადებს მეორეს სახეზე მისვამს და უცნაურად მბურძგლავს.ნელა მიიწევს ქვემოთ და წელს ეხება.მე ვერაფერს ვაკეთებ ტანსაცმელს,რომ ხელი გავუშვა უარესია.საჯდომისკენ მიაქვს ხელი და უკვე ვეღარ ვითმევ.მწარედ ვარტყამ სახეში და უკან იხევა. -მომაშორე შენი ბინძური ხელები!!!იდიოტო!რამდენ უფლებას აძლევ შენს თავს?!-ვუყვირივარ.ხელს გარტყმულ ლოყაზე ისვამს და უკან უხმოდ ბრუნდება.სწრაფად ვიცვამ და სლუკუნი მივარდება.არ ვიცი რა მატირებს,მაგრამ ემოციებისგან დაცლა არ მაწყენს.მეტირება ასეთ დღეში რომ ჩავარდი.გული ლამის ამომივარდი.ღრმა ხვნეშის შემდეგ ვჩერდები და სახეს ვიწესრიგებ.ვიფუთნები და გარეთ გავდივარ.სახლამდე მისვლა ფეხით მიწევს.გარეთ კი საშინელი ქარიაა მიაქვს ყველაფერი,თან თოვს და ფიფქებს მაყრის.საათვალეები მებურება მერე წმენდას ვუნდები ხელებიც მეყინება და ყოველ წუთში ერთიდაიგივეს ვიმეორებ. -გამარჯობა!-გვერდიდან მესმის ნაცნობი ხმა. -გაგიმარჯოს!-არც ვიხედები ისევ ჩემ საქმეს ვაგრძელებ. -მაპატიეთ წეხანდელის გამო არ ვიცი რა დამემართა.-შეცვლილი ხმით ამბობს.როგორ მინდა კიდე ვლეწო რომ ურცხავად პატიებას მთხოვს.თან რაღაც მაკავებს ნასვამიც იყო,გაბრაზებულიც და შეიძლება წეხანდელს მართლა ნანობს. -არაუშავს,დავივიწყოთ!-მკაცრი,შეუვალი ტონით ვეუბნები და გზას ვაგრზელებ. -სესილი ხო??-ისევ უკან მომყვება.ოხ ეს სათვალე როგორ ნერვებს მიშლის. -დიახ!-მოკლედ ვუჭრი და სათვალის გასაწმენდად ვჩერდები. -მანქანით ვარ მიგიყვანთ სახლამდე. -არა,მადლობა!-გაწმენდილ სათვალესვიკეთებ და გზას ვაგრძელებ. -ნუ გეშინიათ არაფერს დაგიშავებთ!დახმარება მინდა უბრალოდ...შეურაწყოფას არ გაყენებ,მაგრამ ასე მთელი გზა სათვალის წმენდით დაიტანჯები და გაიყინები.-კი სიმართლეს ამბობს მაგრამ მაინც მეშინია მასთამერთად წასვლა.წეხან რას აკეთებდა და მერე რომ უარესი ქნას!?მეორე მხრივ ასე სახლამდე ვერ მივახწევ.ხელები დამძვრება და სათვალე ხო გაცვდება წმენდით.ბოლოს მაინც ვთანხმდები. -ჰმმ კაი.-მანქანისკენ მიმითითებს და მალევე ქოქავს მანქანას.ფანჯარაში ვიყურები მისკენ გახედვა არ მინდა.მალევე აჩერებს მანქანას და გონს მოვდივარ. -მოვედით!-ჩემსკენ ტრიალდებ და ოდნავ იხრება. -კარგით მადლობა!-სწრაფად გადავდივარ მანქანიდან და სანამ კარებს მივხურავ მისი კისკისი მესმის.კარებს ვაჯახუნებ და მაშინვე სწყდება მანქანა ადგილს.წამით ვფიქრობ დღევანდელ დღეზე და მერე ფიქრებს ვფანტავ.სახლში შევდივარ,სულ თოვლიანი.მაშინვე ცხვირს მიწვავს ალკოჰოლის სუნი.ტანსაცმელს ვიფერთხავ და სარდაფში ჩავდივარ.არაფრსი თავი არ მაქვს.ძალა გამოცლილი ვწვები და მაშინვე მეძინება.... *** დიტო არ ვიცი რა დამემართა მაგრამ ეს გოგო ძალიან შემეცოდა და პირიქით ვუქე მამაჩემს.მერე გასახდელში შევედი.მინდოდა იმ დამუქრებისთვის ბოდიში მომეხადა,მაგრამ გასახდელში ტანსაცმელ მიფარებული,რომ დავინახე ტვინი გაითიშა.ალკოჰოლმაც იმოქმედა და იმანაც,რომ ძალიან ლამაზია.უცნაური თვალები აქვს,მაღალი, მუქი წაბლისფერი თმით,სწორი ცზვირით და დიდი ტუჩებით.ტვინი გამეთიშა და მივუახლოვდი ისე ახლოსვიყავი მასთან.მისი სასიამოვნო სურნელი ცხვირში მიღიტინებდა.მის სხეულს დავუყევი და მალევე მივიღე ლოყის აწითლება.მივხვდი ცუდად მოვიქეცი ამიტომ სახლში გაცილებით გამოვისყიდე.მერე უკან სახლში დავბრუნდი და იქ ერთი ამბავი დამხვდა.ყველა ტიროდა,მამას ეფერებოდა. -რა ხდება???რა გატირებთ??-დედაჩემი ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა. -მამაშენს....მა მა შენს კი კი ბო აქვს..-ამოისლუკუნა ძლივს და ადგილზე გავიყინე. -რა???არა ეს როგორ??არა არა მამა შენ კარგად იქნები!-მის წინ ჩავიმუხლე და ხელს ვუკოცნიდი. -მამი ერთი თხოვნა მაქვს ერთი წლის სიცოცხლე დამრჩა და ამ სიცოცხლის მანძილზე მინდა შენს გვერდით ლამაზი ქალი დავინახო,რომელიც გაგაბედნიერებს და მალე აქ ამ სახლში პატარები ირბენენ!ეს თხოვნა შემისრულე მამი!-ხელზე ხელი დამადო და თვალები აუწყლიანდა.რა სისულელეა ცოლს არ მოვიყვან.დღემდე უამრავი გოგო მყოლიაა და მხოლოდ ვერთობოდი თან არცერთი არ დამთანხმდება 1წლით არც მე მინდა. -კი,მაგრამ მამა არ შემიძლია..-მაწყვეტინებს უცებ. -დღეს,რომ გაგაცანი სესილი კარგი გოგოა შვილო!თუ მის ოჯახს დავეხმარებით 1 წლით დაგთანხმდება და თქვენი ბედნიერებით მეც გამახარებთ!მე,რომ მოვკვდები მერე გაეყრებით ან სამუდამოდ ერთად დარჩებით!-ბოლო სიტყვები ჩუმად წავიბურტყუნე,გაუაზრებლად.სესილი კარგი გოგოა,მაგრამ დღევანდელის მერე როგორ დამთანხმდება ან იქნებ შეყვარებული ყავს.თან არ მინდა მამაჩემს ვაწყენინო და თავს ვუქნევ უხმოდ.მერე ვეცლები და ოთახში ვიკეტები. სესილი... ჩემი მომავალი ცოლი...ამ ფიქრებში მეძინება. *** დილით კარგ ხასიათზე ვიღვიძებ.ვდგები,წყალს ვივლებ და ქვემოთ ჩავდივარ სადაც მომღიმარი დედა,მამა და ძმა მეგებება. -დილამშვიდობისა!-ვესალმე ერთ მწკრივზე მდგარ ოჯახის წევრებს. -უკვე შუადღეა და თან რაღაც მოხდა!-წინ დედაჩემი ნატა დგება. -რა მოხდა??-უცებ მამაჩემზე ვეფიქრება. -ჩვენ სესილის ველაპარაკეთ მისი ოჯახის უზრუნველყოფას შევპირდით,შევპირდით,რომ რასაც მოისურვებდა ექნებოდა და ისიც დათანხმდა იყოს შენი ცოლი 1 წლით!-ტაში შემოკრა ნატამ. -მართლა??-ვერ ვიჯერებ ამ ამბავს და თვალები მიფარათოვდება. -ხო მართლა დღეს საღამოს მოვა!მზად უნდა დავხვდეთ!საბუთებზე რეზი წავა და საღამოს ოფიციალური ცოლ-ქმარი იქნებით.-სიხარულით მახარებს და ყველა იშლება.მე ვერ ვიჯერებ ასე უბრალოდ,რომ დათანხმდა.მისნაირი გოგოსგან გამიკვირდა,ის ხომ ძალიან მოკრძალებული,მორცხვი და ჩაკეტილია ან მე ასე შევამჩნიე.ოთახში შევდივარ და საღამოსთვის ტანსაცმელს ვარჩევ. *** სესილი დილით გავიღვიძე და ყველაფერი რომ მივალაგე 10 საათისკენ კარზე კაკუნი შემომესმა.გამიკვირდა ჩვენ სტუმრები არ გვაყვს გავუღე და ნიკა და ალბათ მისი ცოლი იყო.ღიმილით შემომეგებნენ.მამაჩემიც გამოვიდა და ისეთი საუბარი წამოიწყეს ადგილზე გავიყინე.დიტოს ცოლი???თან დროებით???ბევრი ყოყმანის შემდეგ და იმის შემდეგ რაც გავიგე,რომ ასეთ დღეში იყო დიტოს მამა თავთანხმდი.თან დამპირდნენ ყველაფერს რაც ამ ცხოვრებაში მაკლია და რატომაც არა.მამაჩემიც დათანხმდა რათქმაუნდა და ურცხვადაც შეუთანხმდა ყოველთვიურ ფულზე.მათი წასვლა და ჩემი ჩაბარგება ერთი იყო.თუმცა რა რა უნდა ჩამედო მათ წრეში სხვანაირად გამოიყურებიან ამიტომ ისინი შემირჩევენ,მაგრამ მათ იმედზე ხო არ ვიქნები ჩემებსაც წავიღებ.ყველაფერი ჩავალაგე და დედაჩემის ფოტოს გადავაწყდი.იქვე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. -დედი!როგორ მაკლიხარ ეხლა ამ წუთას!როგორ მინდა ეხლა გვერდით მიჯდე და თმაზე მეფერებოდე!მინდა ეხლა სახე და ხელები დაგიკოცნო,დაგიკოცნო შენი ულამაზესი სახე,სულ,რომ ციმციმებდა და ბედნიერებას ასხივებდა.შენი დამსახურებაა მე,რომ ეხლა ასეთი გავიზარდე.შენ,რომ ეხლა ჩემთან იყო დამარიგებდი,რჩევებს მომცემდი,მეტყოდი ეხლა როგორ მოვიქცე ან ვიქცევი თუ არა სწორად.შენ სულ გინდოდა ჩემი ბედნიერება და ალბათ ეხლა ახდება,მაგრამ დროებით!არაუშავს ესეც კარგია!მენატრები დედი და მტკივა რომ ჩემთან არ ხარ!-ტირილით თვალები დამიწითლდა,ვეღარ ვჩერდებოდი გული ამოვარდნას მქონდა.საათს დავხედე 6ი ხდებოდა მალე მანქანა მომაკითხავდა და სააბაზანოში შევვარდი.უკან,რომ გამოვედი მანქანა უკვე მელოდებოდა.მოვკალათდი და სახლისკენ წავედით. მანქანა ეზოსთან გაჩერდა და ყბა ჩამომივარდა.ისეთი ლამაზი სახლია.ორსართულიანი,უკან ზღვა, დიდი ეზო,ბევრი ლამპიონები, ყვავილები.მანქანიდან გადმოვედი და სახლისკენ წავედი.უკან მძღოლი მომყვა ჩანთებით.დავაკაკუნე და ნატამ გამიღო კარი. -გამარჯობა! -გამარჯობა,მოდი შვილო!-ღიმილით შემომეგება.სახლში შევედი ყველა იქ იყო,ყველა მეცნო ერთის გარდა. -ეს რეზია დიტოს ძმა!-გამაცნო ნატამ. -სასიამოვნოა!-გაისმა ბოხი ხმა. -ჩემთვისას!-იქაურობა მოვათვალიერე,ძალიან ლამაზი იყო. -წამოდი შენს ოთახს განახებ!-ხელი გადამხვია ნატამ და ზემოთ ავედით.ულამაზეს ოთახში შემიყვანა.ყველაფერი თეთრი იყო. -მადლობა ქალბატონო ნატა!-უცებ თვალები დამიბრიალა. -ჩათვალე,რომ შენი ტოლი ვარ და უბრალოდ ნატა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.