გოგონა, სახელად გაზაფხული (ნაწილი 1)
პ რ ო ლ ო გ ი ფერები. ყველგან ფერებია, ისინი ჩვენ გარშემო დაცურავენ და თავიანთ თბილ საბურველში გვახვევენ. მე მომწონს ფერები, მომწონს მათი ურთიერთშეხამება. მომწონს ისინი ერთად და ცალ-ცალეკე.ისინი კი ყველაგან არიან. ჩვენც ხომ ფერები ვართ, არა? მე ჩემ თავს ფერად აღვიქვამ, სხვადასხვა ფერად, რომელიც მუდამ იცვლება. ალბათ თვენც მასე ხართ, იმედია. მაგრამ არ ვიცი, ვერ მოგატყუებთ არ ვიცი და ალბა დიდად არც მანაღვლებს. ნაწილი პირველი ლ უ რ ჯ ი ლ უ რ ჯ ი რა არის თქვენთვის ფერი ლურჯი? რასთან აკავშირებთ ამ ფერს? ჩემთვის ეს ფერი არის დაკავშირებული ოცნებებთან, იმედებთან არეალურ სამყაროსთან და რატომღაც ბედნიერებასთან? უცნაურია არა? ყველა ბედნეირებად ვარდისფერ ფერს ირჩევენ, ამიტომაც იძახიან სამყაროს ვარდისფერი სათვალეებიდან ხედავო. ჩემთვის კი რატომღაც ეს გრძნობა ცისფერთან არის კავშირში. ცისფერთან, ცასთან, ზღვასთან და უბრალოდ ოცნებებთან. რა გრძნობებს იწვევს თქვენში ეს ფერი? ჩემში ეს ფერი იწვევს ბედნიერებას, იმედს, ოცნებების სამყაროს გაღვიძებას, სიცილს, წუხილის დავიწყებას და უბრალოდ ცხოვრების საუკეთესო მომენტებთან ასოცირდება. მიყვარს ეს ფერი და მისი ყველა ქვეფერი. მიყვარს ცისფერი, ლურჯი, ღია ცისფერი, ან მუქი ლურჯი, მიყვარს ფირუზისფერი მიყვარს მონაცრისფრო-ცისფერი. მე მიყვარს ეს ფერი, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე ღია და ძლიერი ფერია, სხვები კი ამას რატომღაც ვერ ამჩნევენ, ცუდია არა? მაგრამ ეჭვი მაქვს თქვენც ერთ-ერთი მათაგანი ხართ, ის ვინც ამ ფერს ვერ ამჩნევთ, ან ვერ აფასებთ. ორივე შემთხვევაში თქვენ ამ ფერს ტოვებთ. არაუშავს, თქვენ არც პირველები ხართ და არც უკანასკნელები, ვინც უბრალოდ არ აფასებთ ფერებს. რომლებიც ყველაფერს ზედაპირულად უყურებს და არ გინდათ დაინახოთ სიმართლე. და მაინც... რა არის თქვენთვის ფერი ლურჯი? ცა რას ხედავთ როცა ცაში იყურებით? რას ხედავთ როცა მაღლა იხედებით და ხედავთ დიდ, უკიდეგანო ლურჯ, ნაცრისფერ ანდაც სულაც მკრთალ ცისფერს? რა გრძნობა გეუფლებათ? რა ემოციებით ივსება თქვენი სული? ან რა შეგრძნება ეხვევა თქვენს გულს? ყველასთვის ცას სხვადასხვა ასოციაცია აქვს. ზოგისთვის ცა უბრალოდ ცაა, სხვა არაფერი, ზოგისთვის კი ნაცრისფერი და უიმედო, ზოგისთვის უბრალოდ წინაღობა რომ მიაღწიოს კოსმოს. ჩემთვის კი ცა კი იმედია, იმედი და ოცნება. არ ვიცი რატომ, ალბათ ლურჯი ფერის ბრალია, მაგრამ ცას ყოველთვის ოცნებასთან და იმედთან ვაკავშირებ. მისი ფერები კი ჩემ სულში აღწევენ და ყველაფერი უფრო ნათელი და ლამაზი ჩანს. ხალხი იძახის რომ მე მეოცნებე ვარ, მაგრამ ნუთუ ეს ცუდია? ცუდია როცა ცას უყურებ და ფიქრობ? ცუდია როცა წარმოსახვით სამყაროში მიდიხარ და უკან დაბრუნება აღარ გინდა? ცა=ოცნებას=იმედს. როცა ამას ვწერ ფანჯრიდან ვიყურები და ნაცრისფერი ღრუბლების მიღმა, მინდა უკიდეგანო ლურჯი სამყარო დავინახო, მაგრამ უშედეგოდ, ნაცრისფერი მთლიანად ფარავს მას. მაგრამ ალბათ ასე უკეთესიც კია, ნაცრისფერი, ფაფუკი გარსი იცავს ძლიერ, ლურჯ ფერს. ფერს რომელიც ადამიანს იმედს აძლევს. გარეთ ცივა და თებერვლის გვიანდელი სიცივეები დგას. ცივა, მაგრამ არ ვიმჩნევ, როგორც ყოველთვის. სალხში ვზივარ და ვფქრობ. ვფიქრობ იმაზე თუ ვინები ვართ. ვინები ვართ? არა, უფრო სწორად ვინები შეიძლება ვყოფილიყავით. პასუხი კი თავში არ მომდის. არ ვიცი. უბრალოდ არ ვიცი. კი, ბევრი ვარიანტია, იმდენად ბევრი რომ აქედან უფრო, შედარებით ნამდვილს და რეალურს ვერ ვარჩევ. მე ოცნებაში ვიკარგები, ისე ვიკარგები რომ რეალობასთან დასაბრუნებელ გზას კიდევ ერთხელ ვკარგავ. 1. როდესმე ყოფილა შემთხვევა როდესაც გიოცნებიათ რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო? რომ თქვენ თქვენ არ ყოფილიყავით? გიოცნებიათ რომ შესაძლებლობა გქონებოდათ სხვა ყოფილიყავით, ადამიანი რომელიც თქვანნაირად არ არის, არ გრძნობს თავს უსუსურად, ან მსუქნად, ანდაც სუსტად. მე კი... ალბათ ამ წამსაც როცა ამას ვწერ მაგაზე ვფიქრობ. ესეც ოცნებაა, არა? მაგრამ განსხვავება ისაა რომ სინამდვილეში მე ეს არ მინდა. მომწონს ჩემი თავი, მომწონს რომ ვარ ის ვინც ვარ, მაგრამ ხალხი... თავი დაკარგულად გიგრძვნიათ? ამ წამს მასე ვარ, ვცდილობ, მართლა ვცდილობ რომ ხალხს ყურადღება არ მივაქციო, ვცდილობ რომ დავაიგნორო მათ კომენტარები, რომელიც ყოველ დღე თავიდან მანგრევს, ვცდილობ არ შევიმჩიო ის რომ ყოველ ღამე დაწოლისას, ტირილით მეძინება. ვცდილობ არ შევიმჩნიო რომ თავს მათ გამო სრულ არარაობად ვთვლი. ვიცი რომ მე საკმარისი არ ვარ, ვიცი რომ მე მათთვის საკმარისად კარგი არასდროს არ ვიქნები, ყოველთვის იქნება ჩემში ნაკლი, რომელიც მათ არ მოეწონებათ. ყოველთვის. ეს ვიცი, მაგრამ მე მაინც ვერ ვახერხებ ვერაფერს. მოდი თავიდან დავიწყებ, კაი? ჯერ ჩემ გარეგნობას ავღწერ, რაც შემიძლია ობიექტურად. გრძელი თმა მაქვს, გრძელი და ქერა, რაც ხშირად იპყრობს სხვების ყურადღებას, ხან კარგი ხან კი ცუდი მხრივ. შუქის მიხედვით კი ტონალობას იცვლის. არ ვიძახი რომ არ მომწონს, პირიქით ერთადერთია მგონი რაც ჩემ გარეგნობაშ მომწონს. მაგრამ ეს ყველასთვის მასე არ არის. არის მომენტები როცა ჩემ ქერა თმას, რატომღაც განავალს ადარებენ. არ ვიცი რატომ, ან რისთვის. ისიც არ ვიცი საიდან ან რატომ იციან მასე კარგად განავლის ფერი, მაგრამ რომც არ მოგატყუოთ ეგ არ მაინტერესებს. მთავარი ისაა რომ ეგ მართლა მასე ხდება. არის მომენტები როცა ჩემ თმას მაგის ფერს ადარებენ, მერე კი ეცინებათ. არის ხანდახან როდესაც ისეა ნათქვამი რომ ხუმრობაში გაატარებ, უმეტესად კი ამას უბრალოდ ვერ შეძლებ, რადგან გრძნობ რომ ის ვინც თქვა არ ხუმრობს, უბრალოდ შენს დამცირებას ცდილობს, რადგან სხვა საქმე არ აქვს. მაქვს საჭიროზე ოდნავ გრძელი ცხვირი, რომელიც რაღაცნაირად ორჯერ გავიტეხე, ძალიან არ ეტყობა რომ გატეხილია, მაგრამ დამჯერეთ მასეა. ჩემი ცხვირი კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ხშირად ღადაობენ ჩემზე. კიდევ მსუქანა ვარ. ძალიან არა სულ ოთხი ზედმეტი კილოგრამი მაქვს, კარგი შეიძლება ზედმეტად. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ სხვებს უფლება აქვთ დამცინონ. შეიძლება უბრალოდ მეგობრულად ღადაობენ, მაგრამ მაინც... მთელი სკოლის წინ რომ დაგიძახებენ სქელტრაკას (იმის და მიუხედავად რომ ქონები უკანალზე არ გაქვს და საერთოდ უკანალი არ გაქვს ) მაინც არასასიამოვნოა. ყოველთვის ვცდილობ რომ მათი გამოხტომები ღადაობაში გავატარო, მაგრამ ვიცი რომ არ გამომდის. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რეალობას გავექცე. ამიტომ არის რომ ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ყველა ვისაც დასცინიან, ალბათ ამიტომაც არის რომ შემდეგ სამიზნედ მე ამომიღეს? კიდევ სათვალეები მიკეთია. მართალია ყოველთვის ლინზებით დავდივარ, მაგრამ არის დღეები როდესაც ლინზებს უბრალოდ ვერ იკეთებ, რადგან თვალები გიღიზიანდება, ამ დროს კი საუკეთესო გამოსავალი სათვალეა. მე კი ბედის ირონიით მინუს 10 მაქვს, რაც ნიშნავს რომ ჩემი დათხელებული ლინზებიც კი სქელია. არც ასევე ხშირად არის ღადაობის მიზეზი. თქვენთვის სასაცილოა არა? მაგრამ აბა წარმოიდგინეთ თავი ჩემ ადგილას, მაშნ როგორ იგრძნობდით თავს? ისევ სასაცილო იქნებოდა? ისევ გაიცინებდით და ისევ იტყოდით არაუშავს კლასელები, მეგობრები არიანო? კარგით, მე თავი დამანებეთ. სხვის ადგილას წარმოიდგინეთ თავი, იმის ადგილას ვისთვისაც ალბათ როდესმე დაგიცინიათ. დაგიცინიათ იმის გამო რომ ცუდი გემვნება ქონდა, ან რამე იდიოტობა გააკეთა ანდა შერცხვა ბევრის წინაშე. თავი მათ ადგილას წარმოიდგინეთ ვისაც დაასცინოდით, ანდაც დასცინით. თქვენი აზრით ისინი თავს როგორ გრძნობენ, შეიძლება არ გაჩვენებდნენ რომ მათ წყინთ ან ტკივათ, მერე რა, მეც არ ვიმჩნევ, მაგრამ არ ნიშნავს რომ მათ ეს არ წყინთ. დამიჯერეთ ეს მაგას არ ნიშნავს, რომ არ მოგატყუოთ ეგ არაფერს არ ნიშნავს. იცით წარმატებას უმეტესად ვინ აღწევს? ის კი არა ვინც სხვებს ამცირებს, დასცინის ან არაფერს არ აკეთებს იმისთვის რომ სხვას დაეხმაროს, იმას ვისაც ამცირებენ. არა, წარმატების მწვერვალზე ყოველთვის ის დგას ვისაც ამცირებენ, და იცით რატომ? იმიტომ რომ ცხოვრებამ ისინი ვერ გატეხა, ისინი წამოდგნენ და ცხოვრება გააგრძელეს. ისინი თქვენზე ძლიერები იქნებიან, მაგრამ სამუდამო შრამი დარჩებათ. ბევრს ვლაპარაკობ? შეიძლება. ალბათ ახლაც ვერ ხვდებით ეს წიგნი რაზეა, მაგრამ არაუშავს ეგ მეც არ ვიცი. ალბათ ცხოვრებაზე, უმეტესად ჩემს ცხოვრებაზე, მაგრამ ალბათ ზოგადად ცხოვრებაზე, ამიტომ თუ არ გინდათ შეგიძალიათ გადადოთ და რამე სხვა წაიკითხოთ, არ გიშლით. შეიძლება არეულად გიყვებით ყველაფერს და თავს და ბოლოს ვერ იგებთ, მაგრამ მე ამას არ ვწერ იმისთვის რომ ვინმე უბრალოდ გაერთოს, მინდა რომ სიმართლე დაგანახოთ. სიმართლე კი ასეთია, არეული. ხო, ჩემს დახასიათებაც რაც შეეხება, დაბალიც ვარ, კიდევ ერთი მიზეზი დაცინვის. და არ იფიქროთ რომ დაბლობა საყვარლობაა, დამიჯერეთ პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. საშინელებაა როდესაც რაღაცას წაგართმევენ და მაღლა წევენ რომ ვერ მიწვდე, მთელი სკოლის წინაშე სასაცილოდ გგიდებენ და ამით თავის ჭიას იხარებენ. მარტივად რომ ვთქვათ ლამაზი არ ვარ, ამ ცხოვრებაში კი ხალხს მხოლოდ ლამაზები უყვართ. ახლა კი რაც შეეხება ემოციურობას და შინაგან სამყაროს. ძალიან ემოციური ვარ, ყოველთვის ზედმეტად ბევრს ვნერვიულობ, მაგრამ არა ჩემზე სხვებზე, მაგრამ რათქმაუნდა როგორც ყველა ნორმალური ჩემ თავზეც ძალიან ბევრს განვიცდი. ყოველთვის ვცდილობ ხალხს დავეხმარო, მაგრამ მეეჭვება როდესმე ეს ვინმემ დაინახოს. კიდევ...? კიდევ იმის და მოუხედავად რომ ძალიან კომუნიკაბელური და როგორც ბევრი იძახის მეგობრული ვარ, ხალხთან ვერ ვიხსნები, ჩაკეტილი და მორცხვი ვარ, და სულაც ჩემს საუკეთესო მეგორებთან რომ ვიყო თავი ზედმეტი მგონია. ყოველთვის. კიდევ, კომპლექსიანი ვარ, თან ძალიან. და რაც ყველაზე მთავარია ვეგეტარიანელი ვარ, რაც ხშირად იწვევს უარყოფით რეაქციას ხალხში. ზოგს ისიც გონია რომ რადგან ვეგეტარიანელი ვარ ანუ ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს, მასწავლებლებსაც კი. და კი ამის გამო სუსტი ჯამრთელობა მაქვს, და რადგან ჯერ კიდევ თინეიჯერი ვარ, იმის საშიშროებაც არის რომ რამე დამემართოს, მაგალითად ანემია, რაც ისედაც მჭირს. იცით რა ემართებათ ხალხს ვისაც ანემია ჭირს მაგრამ არ მკურნალობს? დიახ, მართალი ხართ კვდებიან. მაგრამ მეეჭვება ეგ ჩემ შემთხვევაში მოხდეს, უფრო სწორად ვიცი რომ არ მოხდება, არა იმიტომ კი არა რომ ვმკურნალობ, ან ხორცს ვჭამ ან წამლებს ვსვავ (სიმართლე თუ გინდათ წამლები გადავყარე...) უბრალოდ ათასში ერთხელ რძის ნაწარმის სახით ვიღებ იმ რკინებს რაც მჭირდება, თან ჯერჯერობით სერიოზული არაფერი არ მჭირს, საშინლად სუსტი იმუნიტეტის გარდა... ხალხი ყოველთვის მეკითხება რატომ ვარ ვეგეტარიანელი... ალბათ თქვენც გაქვთ არა ეგ კითხვა... ამიტომ გეტყვით ჩემ სამ მიზეზს. 1. ხორცი არ მიყვარს საშინლად, საშინლად არ მიყვარს. და არა, ამის მიზეზი არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ ვიცი ამის გამო ცხოველებს რა ემართებათ. 2. სიცოცხლის უფლება ყველას აქვს! არ მინდა რომ იმის გამო რომ მე მუცელი ამოვივსო ცხოველები მოკვდნენ, ჩემი აზრით ისინი ისევე იმსახურებენ ცხოვრებას როგორც მე ან თქვენ. წარმოიდგინეთ თავი მათ ადგილას, გკლავდნენ და გაწამებდნენ მხოლოდ იმისთვის რომ მუცლები ამოივსონ. კი ბატონო, ჯამრთელობისთვის საჭიროა, მაგრამ მაინც... 3. არ მინდა გვამები ვჭამო... ხო, აქ ალბათ ბევრის თქმა აღარ არის საჭირო. უბრალოდ არ მინდა რომ მკვდარი სხეული ან შემწვარი, ან მოხარშული ანდაც თუნდაც უმი რომ შევჭამო. რომ არ მოგატყუოთ ვეგეტარიანელი პირველი ორი მიზეზის გამო გავხდი, და უკვე მეხუთე წელია რაც ვეგეტარიანელი ვარ. ბოდიშით მეოთხე. მაგრამ არც მანამდე არ მიყვარდა ხორცი და ან ძალით მაჭმევდნენ ან კიდევ მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტებში ვჭამდი, მაგრამ შემდეგ უკვე გავაანალიზე საიდან იყო ხორცი და მივხვდი რომ არ მინდა ჩემ გამო კიდევ კვდებოდნენ, ვიცი რომ ისინი მაინც მოკვდებიან, მე ხორცს შევჭამ თუ არა პატარა რაღაცასაც არ შეცვლის, მაგრამ ისიც ვიცი რომ მე ამით ჩემ თავთან და მათთან მაინც ვიქნები მართალი. უკვე თქვენც ფიქრობთ ხომ რომ ცოტათი ვერ ვარ? არაუშავს, მაგას მიჩვეული ვარ, თან მეეჭვება უახლოესი მომავალი ერთმანეთს შევხვდეთ, ამიტომ... კარგით ალბათ უკვე გამიცანით, არა? და იმედი მაქვს უკვე ხვდებით რატომ არის ჩემთვის ცა იმედთან დაკავშირებული, ან რატომ არის რომ იმედს ოცნებას ვუკავშირებ, ან საერთოდ რატომ მიყვარს ოცნება... ზღვა რას იტყვით ზღვაზე? მას რასთან უკავშირებთ? ამაზე ალბათ ბევრი გექნებათ სათქმელი, ზღვა ასე თუ ისე ყველას უყვარს. ზღვა, ძალიან ლამაზია, არა? არ მეთანხმებით? არ გიჩნდებათ ხოლმე სურვილი რომ ზღვასთან უბრალოდ მიხივიდეთ, ნაპირზე დაჯდეთ, არა ბიკინში ან საცურაო კოსტუმში რომ გაირუჯოთ, უბრალოდ რომ მიხვიდეთ, დილით ადრე როცა არავინ არ არის და ზღვის ყურებით დატკბეთ? ანდაც კარგით, იყავით საცურაო კოსტუმებში ან ბიკინებში, იყავით იქ შუადღეს ან შუაღამეს, არ გიჩნდებათ სურვილი რომ უბრალოდ უყუროთ უკიდეგანო წყალს და იფიქროთ? ან რას უკავშირებთ ზღვას? ჩემი აზრით ის სამყაროს გავს, არ იცი ბოლო სად აქვს, ან საიდან იწყება მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ორივე აქვს, დასაწყისიც და დასასრულიც. ყოველთვის როცა ამ ლურჯ წყალს ვუყურებ ცურვაზე მეტად ფიქრი მინდება, უამრავი ფიქრი მაწვება გონებაში და მე კიდევ ერთხელ ვწყდები რეალობას, ვუსმენ ტალღების ჰარმნიულ და რითმულ ხმას და ვუყურებ ჰორიზონტს, სადაც ზღვა და ცა ერთმანეთს ერწყმის. ფიქრები კი ყველაფერზეა, ფიქრები მეგობრებზე, სიტუაციებზე, შესაძლებლობებზე და შემდეგ უკვე კვლავ ოცნებებზე. როდესმე გინახავთ მზის ჩასვლა ან ამოსვლა? იცით როგორი ლამაზია? თითქოს იქ ჰორიზონტზე, სადაც ზღვა და ცა ერთიანდება მზე ჩადის, თითქოს მზის ყვითელი, კაშკაშა დისკო წყალში იკარგება, თითქოს წყალი მას ისრუტავს. ცა კი ამ დროს ცისფერი არაა, ის ნარინჯისფერია, ვარდისფერია, ყვითელია და წითელია. ყველა ფერია რაც კი ადამიანს შეუძლია მზის ჩასვლას დაუკავშიროს, ანდაც ამოსვლას. მაგრამ რადგან მზე ადრე ამოდის, ალბათ უფრო ჩასვლას ნახავთ. ამიტომ მოდი მარტო ჩასვლას დაუკავშირეთ ეს ფერები, მაგრამ გარწმუნებთ მზის ამოსვლა და ახალი დღის დაწყების შეგრძნება მზის ჩასვლაზე მილიარდჯერ უკეთესია. 2. თქვენი აზრით ადამაინი სწავლობს თავისივე შეცდომებზე? სწავლობს ადამიანების უნდობლობას ანდაც ნდობას? იწყებს ის უკეთესობისკენ ანდაც უარესობისკენ შეცვლას? ზოგი კი, მაგრამ უმეტესად არა. შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ ადამიანი თავისივე ან სხვისი შეცდომიდან ვერ სწავლობს, ადამიანს უბრალოდ შეცდომიდან სწავლა არ შეუძლია, ადამიანები ვერ სწავლობენ და ერთი და იგივე შეცდომებს თავიდან უშვებენ. მეც მასე ვაკეთებ, მაგრამ ეს გასაკვირი აღარ არის, არა? ნუ ყოველ შემთვევაში არ ვიცი... მაგრამ მე თქვნნაირ შეცდომებს არ ვუშვებ, არა რათქმაუნდა მასეთ შეცდომებსაც ვუშვებ, მაგრამ ცოტა უფრო სხვანაირს. მე ხალხს ვენდობი. ამაზე დიდი შეცდომა არაფერია. მე ვენდობი ყველას, კარგად ვიცნობ თუ არა, მე მათ ვენდობი და ყველას მეგობრად აღვიქვავ. ალბათ ამაზე უარესი ჯერ არაფერი არ არის. რატომ მგონია მასე? ალბათ იმიტომ რომ ასეთმა ადამიანებმა უამრავჯერ მიღალატეს. თქვენ როგორ იქნებოდით ჩემს ადგილას? არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ არ მაქვს შესაძლებლობა პირდაპირ, რეალობაში გელაპარაკოთ, მაგრამ რომ გხედავდეთ და ისე გელაპარაკებოდეთ ალბათ ხმას არც მოვიღებდი ამ თემებზე. ალბათ ლაპარაკს ვერც შევძლებდი, ამიტომ მომწონს წერა, შეგიძლია შენი გრძნობები ჩააქსოვო და რამის შიში არ გქონდეს. შიში იმის რომ არ მოგისმენენ ან არ დაგცინებენ. ნუ ალბათ დამცინებთ, მაგრამ მე ხომ ამას ვერ დავინახავ. ამიტომ სულერთია. ამ წიგნს იმიტომ არ ვწერ რომ გაბრაზებული, ან დაბოღმილი ვარ, ანდაც იმიტომ რომ ვინმესთვის გულის გადაშლა მომინდა და გვერდით არავინ არ მყავდა. უბრალოდ ვიფიქრე რომ ჯობდა სიმართლე მეთქვა, არა კონკრეტულად ვინმესთვის არამედ ყველასთვის, მეთქვა სიმართლე და მეჩვენებინა ცხოვრება განსხვავებული სტილით. იმედია გამომდის, იმედია. მოკლედ, მეგობრებზე ვსაუბრობდით ხო? ხო, ამაზე სასაუბრო ბევრია. თქვენი აზრით რა არის მეგობარი? ვინ არის მეგობარი ან როგორი უნდა იყოს მეგობარი? ამ კითხვაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ, უფრო სწორად არ მინდა რომ გითხრათ, რადგან მეც არ ვიცი. ვიცი ის რომ მასე დაწესებული მეგობრობის წესები არ არის, მეგობარი ადამიანია რომელიც უბრალოდ გვერდში გიდგას გასაჭირშიც და ლხინშიც. მაგრამ მასეა რომ? ჩემი აზრით მეგობარი ისაა ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხარ, შენ კი იმის მეგობარი ხარ ვინც შენთვის არის მნიშვნელოვანი. რა არის ზოგადად მეგობრობა? არ ვიცი... რა ფერია მეგობრობა? პასუხი მარტივია. თუ მეგობრობა ნამდვილია მაშინ ის ცისფერია, წარმოიგდინეთ რომ როცა თქვენს მეგობრებთან ერთად ხართ ეს ფარი თქვენ გარშემო ტრიალებს და თავის საბურველში გხვევთ. ლამაზია არა? მეც გეთანხმებითმ ძაან მომწონს. მაგრამ სამწუხაროდ მეგობრები ყოველთვის ნამდვილები არ არიან და ალბათ უფრო გიყენებენ. ასეთებიც არიან, თან ძალიან ბევრნი. ადამიანები, რომლებიც გულს გტკენენ და თავი შენს მეგობრად მოაქვთ. იცით რაც უფრო მეტ ადამიანს ენდობით მით უფრო გეტკინებათ გული. გინდათ ერთ მაგალითს მოგიყვანთ, მაგალითს რომელიც კიდევ ვერ ამოვხსენი. ერთი ბიჭია, რომელიც ძალიან მომწონდა/ მომწონს. დიახ, ვაღიარებ მომწონს, მაგრამ მოსაწონი არაფერი არ აქვს. სახელს კიდე არ ვიტყვი, ამიტომ მოდი პირობითად დავარქვათ გიორგი, გიო, ძალიან გავრცელებული სახელი. ხოდა მოხდა ისე რომ მეგობარს, პირობითად ლევანი, კიდევ ერთი ერთი მეგობარი, პირობითად გოგა და კიდევ ერთი ერთი მეგობარი პირობითად სანდრო დავუმეგობრდი. ალბათ შემდეგ თავში ამ სახელებს კიდევ შევცვლი და დაგაბნევთ მაგრამ გარეგნობას აგიღწერთ და ალბათ მერე მიხვდებით. მოკლედ ეს გიო, ბიჭი რომელიც მომწონს არის მაღალი, რაღაც პონტში სიმპატიურიც, ცისფერთვალება და აჩეჩილი მუქი ყავისფერი თმა აქვს. ლევანი (რამ მომაფიქრა ეს სახელი...) არის მაღალი, გამხდარი, თხის წვერებით, რომელიც რაღაც პონტში უხდება კიდევაც. და უცნაური ტიპია. გოგას, აი გოგას ძალიან კარგადაც რომ ვიცნობ. გოგა ჩემზე მაღალია, ისე კი საშუალო სიმაღლის არის, ბოქსიორი, ანუ მისი აგებულებაც აქვს, მაგრამ ახლა ცეკვაზე სევიდა, რაც ნიშნავს იმას რომ კარგადაც გახდა. დაბალზე შეჭრილი შავი თმა და უცნაური ყავისფერი თვალები აქვს. იყო დრო როდესაც მე და გოგა საუკეთესო მეგობრები ვიყავით, როცა ის ჩემთვის ძმასავით იყო. და ბოლოს სანდრო, ადამიანი რომელსაც რატომღაც დაუფიქრებლაც ვანდობ სულაც ჩემს სიცოცხლეს. სანდრო მსუქანაა, მართლა მსუქანაა, მაგრამ უხდება, მწვანე თვალები აქვს, შავი თმა და წვერები, უცნაური ბოხი ხმაც და ერთადერთი ადამიანი რომელიც ჩარჩოებს გარეთ აზროვნებს. ერთი სიტყვით სანდრო ძალიან მაგარი ადამიანია და იმის და მოუხედავად რომ ძალიან ბევრი არ დამეთანხმება იმ სასტავში ყველას მილიარდჯერ ჯობია. ჯანდაბა, არა მარტო იმ სასტავში, ზოგადად ყველას ჯობია ვისაც კი ვიცნობ, კაი შეიძლება ყველას არა, მაგრამ იმ ერთთანაც ერთ დონეზე დგას. მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან მაგარი ადამიანია. ხოდა მოხდა ისე რომ ჩემმა მთელმა კლასმა გაიგო რომ გიო მომწონდა, დამიჯერეთ ოდნავადაც არ ვაბუქებ როცა ვიძახი რომ ერთ-ერთი ცუდად გახდა, მეორემ იმხელაზე დაიწყო სიცილი რომ მასწავლებელმა ლამის კლასიდან გაგვაგდო და მესამე სკამიდან ჩამოვარდა. იმიტომ კი არა რომ გიო ცუდი ტიპია (კაი ჯანდაბა, არის), იმიტომ რომ ბაბულიკა და ძველი ბიწის ნაზავია, 24/7 ეწევა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ნაგლი ადამიანია. სანდროს ამაზე ჩემით ვუთხარი, არ ვიცი რატომ, უბრალოდ ისე მოხდა რომ გიო ორი წელია მომწონსვით, და ვიფირე რომ თუ ვაღიარებდი მაშინ უფრო ადვილად დავივიწყებდი, მაგრამ სამწუხაროდ არ მშველის. მაგრამ რას ვიზამთ... მოკლედ მოხდა ისე რომ ძალიან ბევრმა გაიგო ამის შესახებ. გოგა კი ჩემთან მოვიდა, იმის და მიუხედავად რომ მე მისთვის არაფერი არ მითქვამს, ჯანდაბა იმ დროს აღარც კი ველაპარაკებოდი და მითხრა რომ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ ვიცი ვისგან ან საიდან. ძალიან ბევრი რაღაც თქვა თითქოს ის რომ სხვებმაც იცოდნენ და ღადაობდნენ, სანდრო კი ამას მიმალავდა, მაგრამ მერე თქვა რომ არ იცოდა სხვებმა იცოდნენ თუ არა. არ მეუბნება ვინ უთხრა, და გაუკვირდა როცა ვითხე სანდრომ უთხრა თუ არა, თითქოს ეწყინა რომ სანდროს ვუთხარი და მას არა. საბოლოოდ ჯამში აჯაფსანდალი გამოვიდა, მე კი ვერაფერს ვერ ვხვდები. ყველანი ძალიან უცნაურად იქცევიან, მართლა ვერაფერს ვერ ვხვდები. ალბათ ფიქრობთ რომ Drama Queen ვარ არა? მაგრამ მასე არ არის, უბრალოდ ვერ აგიხწერთ წესიერად თავს როგორ ვგრძნობ, თითქოს მიყენებენ, ჩემით მანიპულირებენ და ცდილობენ რომ ჩემზე იღადაონ. და არა, არ მომწონს ეგ ფაქტი. არ მომწონს როცა მეღადავებიან, როცა დამცინიან, როცა ჩემით მანიპულირებენ, მაგრამ მოწონს კი ეს ვინმეს? ალბათ კი, მაგრამ ისინი ალბათ დებილები არიან. ბოდიშით ასე რომ ვიძახი მაგრამ ეს ჩემი მოსაზრებაა, ყველაფერში ხომ ვერ დავეთანხმებით არა ერთმანეთს, თან მასე რომ იყოს ალბათ ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. მოსაწყენი ცხოვრება კი არავის არ მოწონს არა? ამიტომ ყველამ ვინც სხვებს იყენებთ თავი ჩემ ადგილას, ან სულაც მათ ადგილას წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, დაინახეთ მათი თვალებიდან თქვენი თავი, მოგწონთ თქვენი საქციელი? ამაყობთ იმით რაც გააკეთეთ? რასაც აკეთებთ? ბედნიერები ხართ? კარგია როცა ადამიანი გიყენებთ? როცა თქვენ სხვა არჩევანი აღარ გაქვთ? ანდაც სულაც ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ რას გრძნობს სხვა როცა თქვენ მას იყენებთ? მეეჭვება, ამაზე ხომ არავინ არ ფიქრობს ხოლმე. მე ხშირად მიყენებენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იციან რომ რამე თუ მოხდა დავეხმარები, რათქმაუნდა !@#$ (ჩემ სახელს არ ვიტყვი, არ ვიცი რატომ) ხომ ყოველთვის მზად არის მათ დაეხმაროს, რათქმაუნდა! ერთხელაც არ დაფიქრებულან მე როგორ ვგრძნობ თავს. ან რატომ უნდა დაფიქრდნენ? მთავარია რომ ისინი კარგად არიან, რომ ისინი ბედნეირები არიან. მაგრამ ვარ კი მე ბედნიერი? რათქმაუნდა არა! არავინ არ არის ბედნიერი მაშინ როცა უბრალოდ იყენებენ. ხოდა არც მე ვარ ბედნიერი, და დარწმუნებული ვარ არც თქვენ. ბიოლოგია იცით? ჰეტეროტროფულ ორგანიხმებში კავშირებზე ხო იცით რამე მაინც? პარაზიტულზე გაგიგიათ როდესმე? როდესაც ერთი ორგანიზმი ბოლომდე საზრდოობს მეორის ხარჯზე და ამის მას ანადგურებს და კლავს. ესეც მასეა, ხალხი ვინც სხვებს იყენებენ პარაზიტები არიან, რომლებიც სხვებს იყენებენ, და სულიერად ანადგურებენ, ხოლო როცა მათვის ისინი გამოუყენებლები იქნებიან აგდებენ და სხვის მოძებნას იწყებენ. ამიტომ უბრალოდ შეხედეთ ზღვას, ან წარმოიდგინეთ და დაფიქრდით გინდათ ურთუერთობაში პარაზიტი იყოთ, რომლის მოშორებაც ყველას ენდომება? მოშორებ ენდომებათ, მაგრამ ვერ მოიშორებენ? მანამდე სანამ თქვენით არ წახვალთ? მაგრამ გეცოდინებათ რომ ეზიზღებით? არ გინდათ რომ შეიცვალოთ? უკეთესები რომ გახდეთ? მე მინდა, ამიტომ ვცდილობ... იმედია ერთ დღეს თქვენც მასე იზამთ... იმედი მაქვს მიხვდებით და დააფასებთ ადამიანებს, იმედია... მდინარე რას ფიქრობთ მდინარეზე? ჩემი აზრით ის მშვენიერია, გაგიგიათ როდესმე გამოთქმა დინებას გაყევიო? ალბათ კი, რადგან ხშირად იყენებენ ამ გამოთქმას, მაგრამ როდესმე მის აზრს თ ჩაწვდომილხართ? მდინარე ყოველთვის ერთი მიმართულებით მიდის და თუ მის დინებას გავყვებით აუცილებლა მიგვიყვანს რაღაც ადგილამდე. მაგრამ ზოგადად რა არის დინება? დინება მდინარის ნაწილია, რომლის გარეშე მდინარე ალბათ მდინარე ვერ იქნებოდა. ნუ, მართალია მართლა მასე იქნებოდა. ძალიან ბევრს ვფიქრობ ზოგადად მდინარეზე და იმაზე თუ რა არის მდინარე, და ვფიქრობ რომ პასუხი ჯერ კიდევ არ მაქვს. იცით მდინარე რა ფერია? ფირუზისფერი. იცით ეგ როგორი ფერია? მოდი გრძნობებით აგისხნით. მდინარის ფერი ნაზავია, აღტაცების, ბედნიერების, ოდნავ შიშის და მოლოდინის. აღტაცება რადგან წყალი მუდმივად იცვლება და დინება არ ჩერდება, ხმა კი დამამშვიდებლად მოქმედებს. ბედნიერების იმიტომ რომ შენ უბრალოდ ბედნიერი ხარ, რადგან წყალში ხარ. გეშინია, გეშინია რადგან არ გინდა რომ დინებამ წაგიღოს, და მოლოდინის რადგან მაინც მოელი რაღაცას, რაღაც განსხვავებულს. ცუდად ავხსენი არა? მაგრამ დინება, და მდინარე ჩემს გონებაში ასე იხსნება. როგორ მოქმედებს თქვენზე მდინარე? ჩემზე ის დამაწყნარებლად მოქმედებს, ზოგადად წყალი მამშვიდებს. ყველაფერზე ვილაპარაკე ალბათ არა? მაგრამ ჩემი აზრით ასე იყო საჭირო, მაგრამ ნერვები მეშლება რადგან აზრს მაინც ვერ გიყალიბებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მდინარეზე გავაგრძელოთ ხო? თქვენი აზრით დინებას უნდა გაყვეთ თუ დინების საპირისპიროდ იცუროთ? რა გზას აირჩევდით? ან რატომ? დაფიქრებულხართ ამაზე? ალბათ კი, ალბათ არა, დარწმუნებული ვარ ორივე სახის პასუხები იქნება. მაგრამ ალბათ ეგ ჩემთვის არაფერს არ შეცვლის, თუ შეცვლის? არ ვიცი. მე დინებას არ გავყვებოდი, პირიქით ბოლომდე გავუძალიანდებოდი და საპირისპიროდ წავიდოდი, იმ მიმართულებით რომელსაც გული მეუბნება. არ მეთანხმებით? საშიშია? არ ვიცი, არ მადარდებს, მე ასე მირჩევნია. ნუ იმედი მაქვს, ერთ დღეს მიხვდებით ამას რატომ ვიძახი, თუ ვწერ? კაი, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვწერ თუ ვიძახი, მთავარია ჩემ აზრს გაგებინებთ, ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ რომ ხვდებით რისი თქმაც მინდა. მოკლედ ჩემი რჩევა იქნება დინების საწინააღმდეგოდ იცუროთ და იბრძლოთ. ცხოვრებაში მასე უფრო მიაღწევთ რამეს ვიდრე ისე რომ არაფერი არ გააკეთოთ. ვიდრე ისე რომ თქვენი ოცნებებისთის არ იბრძოლოთ. ღირს თუ არა ოცნებებისთვის ბრძოლა? უცნაური კითხვაა, რადგან ამაზე მარტო ერთი პასუხი არსებობს კი. ოცნებებისთვის ბრძოლა ღირს, კი არ ღირს სავალდებულოც კი არის. 3. რა არის თქვენთვის ცხოვრების არსი? ან გაქვთ კი? ის რის გამოც ცხოვრება ღირს? ანდაც ეგ კითხვა დაივიწყეთ, ამ წამს ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ვზივარ, ვწერ და ვფიქრობ, რა ჯანდაბის გამო ვარ ასეთი იდიოტი? ვცდილობდი მომეთმინა, დამეიგნორებინა ვიფიქრე რომ გაჩერდებოდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად. არც გაჩერებულამ, პირიქით უმატეს. როდესმე შერცხვენილხართ? თავი უსუსურად ან მახინჯად? ძალიან, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ არა. იცით ხანდახან არ იცით როდის უნდა გაჩერდეთ და ვერც იმას ხვდებით რომ ზედმეტები მოგდით. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ რომ თქვენ გიკეთებენ და გაუებნებიან ყველა იმ საშინელებას რომლებსაც თქვენ სხვებს უკეთებთ. მერე თვალები გაახილეთ და მითხარით რას ფიქრობთ. უკაცრავად ვერ მეტყვით, მაგრამ შეგიძლიათ მომწეროთ, მაგრამ ალბათ ამას არ გააკეთებთ და რატომღაც არ გამიკვირდება. იცით როგორია როცა გულს გტკენენ? ან როდესაც შენსზე ღადაობენ? მე სქელტრაკა მეძახეს, მსუქანი, გასიებული, ჯუჯა, სათვალეებზეც დამცინეს და 23 ქრომოსომიანიც მაშინ როდესაც გინდათ დაიჯერეთ გინდათ არა მაგრამ იმ ს*რებზე მილიარდჯერ მეტი ვიცი და ზუსტად ვიცი რომ მასეთი საქციელით ყველაზე მაღალი რასაც მიაღწევენ სახლში უსაქმურად ყოფნა იქნება. იცით ყველაზე ცუდი რა არის? რატომაც ამას აკეთებენ, მიზეზი კი ის არის რომ სხვა არაფერი არ შეუძლიათ. იცით ერთხელ ში გავედი, გავედი და მეორე ტურში წავაგე. რომ გითხრათ მეწყინათქო მოგატყუებთ, მე ბედნიერიც კი ვიყავი, რადგან ვფიქრობ რომ ღირსეული მოწინააღმდეგეები ვიყავით და ვფიქრობ რომ ძალიან მაგარ და ძლიერ გუნდთან წავაგეთ. ვიფიქრე რომ სკოლაში ყველა დაიკიდებდა, რადგან მეორე ტურში გადასვლა ყველამ დაიკიდა, მაგრამ მასე არ ყოფილა. დღემდე კლასში მაგაზე მიდის დაცინავ, იმ დროს როდესაც არცერთი იმათგანი შემ სიტუაციაში არასოდეს არ ყოფილა. როდესაც მესამე სეზონი დაიწყო და ცხოვრებაში პირველად მომინდა რაღაც, და ეს რაღაც იყო ისევ !ში წასვლა, მე მოტივაციაც მქონდა და ფოკუსირებულიც ვიყავი, იცით რა მოხდა მერე? ჩემმა საკუთარმა კლასმა მიწასთან გამასწორა, იმის თქმით რომ მე ისევ წავაგებდი, რომ მე უკვე ერთხელ ჩავფლავდი და ახლაც იგივე იქნებოდა. იცით ყველაზე ცუდი რა არის? როდესაც შენი არ ჯერა არავის. ვიცი რომ ახლა მასეა, რომ ჩვენი აღარ ჯერათ, მითუმეტეს კი ჩემი. არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ რომ ხალხი იქცევა მასე, მაგრამ მეორე ტურში წაგება ჩემი ბრალი მგონია, და ვიცი რომ ახლაც რომ ჩავფლავდეთ ეს ისევ ჩემი ბრალი იქნება. ვიცი რომ ეს მასე იქნება. ჩვენ თუ ჩავფლავდით ეს ისევ ჩემი ბრალი იქნება, როგორც ყოველთვის. ამიტომ იცით რა მაინტერესებს? ამას რატომ აკეთებთ? რატომ არის რომ ადამიანს მიწასთან ასწორებთ და თავიანთი თავის რწმენას უნადგურებთ? რას იზამდით თქვენთვისაც რომ იგივე გაეკეთებინათ? მაშინ რას იზამდით? შეძლებდით თქვენი თავისთის სარკეში ჩახედვას, ისე რომ ტირილი არ დაგეწყოთ და თავი უსუსურად არ გეგრძნოთ? ისე რომ თავი არ შეგძულებოდათ? მეეჭვება, მეეჭვება რადგან ეს შეუძლებელია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყო ადამიანო, ეს უკვე შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში ჩემზე მასე იყო, შეუძლებელი იყო ხმა ამომეღო და რამე მაინც მეთქვა, და რატომ? ალბათ იმიტომ რომ დავიღალე, ან უბრალოდ დავნებდი. არ ვიცი... მაგრამ ის კი ვიცი რომ მე ასე ვეღარ გავაგრძელებ. ალბათ ისევ არეულად ვწერ, ვიცი, მაგრამ ისე არ არის თითქოს შემეძლოს ამას რამე მოვუხერხო. ისიც კი არ ვიცი ამდენ სიმართლეს რატომ ვწერ, რატომ გადავწყვიტე რომ ჩემი გრძნობები პირველად მეთქვა ვინმესთვის. უბრალოდ ვიცი რომ კიდევე ერთხელ რომ ცავიგუბო ყველაფერი ჩემს თავში ალბათ გავაფრენ, გავგიჟდები და ვეღარ გავძლებ. იცით ამ წამს რა მინდა? მინდა რომ თავი ჩემ ადგილას წარმოიდგინოთ ჩემი ცხოვრებით იცხოვროთ, სულაც ერთი დღე და მიხვდეთ რატომ ვარ ასე, რადგან დარწმუნებული ვარ ჩემ ადგილას ძალიან, ძალიან ბევრი უბრალოდ დანებდებოდა. დანებდებოდა მაშინ როდესაც მისი არავის, არავის არ ჯერა მთელ დედამიწაზე, უნიჭოს, დებილს და იდიოტს ეძახიან და იყენებენ. ალბათ გაინტერესებთ ხმას რატომ არ ვიღებდი არა? ალბათ იმიტომ რომ ვიცოდი ცუდად დამთავრდებოდა. არც ახლა მთავრდება კარგად, მაგრამ იმ შემთხვევაში ყველაფერი უარესად იქნებოდა, ან უკეთესად. მაგრამ ალბათ უფრო უარესად. არ ვიცი ამას თქვენ რატომ გიყვებით, ხალხს რომელსაც ვიცნობ, ან არ ვიცნობ, არ ვიცი, მაგრამ ალბათ უფრო იმიტომ რომ სხვა არავინ არ მყავს ვისაც ამაზე მოვუყვები. არა, ალბათ ისევ ვიტყუები არიან ადამიანები, მაგრამ ვფიქრობ რომ ასე უფრო ადვილია. ალბათ დაინტერესებთ საერთოდ რა შუაში იყო ეს ყველაფერი არა? მაგალითად მდინარე. მდინარე, დინებაა, მე კი ეს ისტორია ერთი მარტივი მიზეზის გამო მოვყევი. არ მინდა რომ დინებას გაყვეთ, მინდა რომ დინების საჭინააღმდეგოდ იცუროთ, მინდა რომ რაც შეიძლება ძლიერები იყოთ, მინდა რომ იყოთ ის ვისაც თქვენგან არავინ არ მოუელის, მაგრამ თქვენ გინდათ რომ იყოთ. იყავით ძლიერები, იყავით ის ვისაც თქვენი გული გკარნახობთ. ლ უ რ ჯ ი როგორია თქვენთვის ფერი ლურჯი? ალბათ ისევ ისეთი არა? ალბათ უმეტესობამ ამის კითხვა აღარც კი გააგრძელეთ და მიხვდით რომ ეს უბრალოდ ჩემი ნაბოდვარი იყო, ადამიანის, რომელსაც ხმის ამოღების ეშინია, ამიტომ წერს. მაგრამ ვიფიქრე რომ შეიძლება დაგხმარებოდათ, ეს თან ხომ მარტო შესავალი იყო არა? წინ კი რატომრაც ბევრი ფერია. ფერები... ისინი ყველგან არიან... ჩვენც ხომ ფერები ვართ? ყოველ შემთვევაში ვინც აქამდე მოაღწიეთ ალბათ ასე თუ ისე უკვე მიცნობთ, მიცნობთ და იცით რომ მე დავიღალე. შეიძლება დეპრესიულიც გეგონოთ, მაგრამ რომ გითხრათ დიდად არ მანაღვლებს. ________________________ გამარჯობათ, როგორ ხართ? და არა, სანამ კითხვა გაგიჩნდებათ მანამდე გეტყვით რომ ეს ჩემზე არ არის, უბრალოდ ზედმეტად ხშირად ვხვდები ხალხს რომლებიც სხვებს დასცინიან, ამიტომ გადავწყვიტე ეს დამეწერა, ეს არის ისტორია გოგონაზე რომელიც დღიუერს უცნაურად ყოფს რომ გადმოსცეს თავისი ისტორია, იმედი მაქვს მოგწეონებათ... ღირს თქვენი აზრით გასაგრძელებლად? პირადად ცუდი მგონია, მაგრამ ვიფიქრე რადგან ამდენი ვიწვალე უნდა მეცადა მაინც... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.