შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიგიჟის ზღვარზე(საცდელი თავი)


25-02-2017, 06:09
ავტორი Alexandras
ნანახია 1 531

შეშინებული ვუყურებ ოთხ ამაზრზენ თეთრ კედელს ჩემ გარშემო. უკვე უსაშველო პანიკა მაქვს და ვხვდები, რომ ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო აქედან გაქცევაა.
-ალექსანდრა?! - მომმართავს ოთახის ცენტრში მჯდომი ექიმი, რომელიც თითქმის ყველა ჩემს სიტყვაზე ბლოკნოტში სისულელეებს ინიშნავს და ფიქრობს, რომ გამოჯამრთელებაში მეხმარება. სულელი. უკვე რამდენიმე თვეა იმას ებრძვის, რაც არ არსებობს.
-ექიმო?! - ვპასუხობ ჩვეული ხელოვნური სიმშვიდით და თანაც ვუღიმი. მნიშვნელოვანია, რომ მღელვარება ვერ შემამჩნიოს.
-მოდი საკითხს დავუბრუნდეთ. - სათვალეს ისწორებს - რატომ სცადე?
-როგორ გეკადრებათ, მე მხოლოდ დაძინებას ვცდილობდი.
-წამლის მთელი კოლოფი ამიტომაც დალიე? შენი მშობლები ასე არ ფიქრობენ.
-არ მანაღვლებს! - დავუღრიალე კონტროლდაკარგულმა.
ხმაურზე კარი იღება და ზემოთ ხსენებული ჩემი ძვირფასი მშობლები შემოდიან. დაბნეული თვალებით ხან მე გამომხედავენ და ხანაც ექიმს. ის ისევ აუჩქარებლად მესაუბრება.
-სამი თვეა ჩემი მეთოდებით ვცდილობ დახმარებას თუმცა უშედეგოდ. დროა მიდგომა შევცვალოთ.
-რას გულისხმობთ? - დავეჭვდი, რაღაც ავისმომასწავებლად მაპარებდა სიტყვებს.
-მე და თქვენმა მშობლებმა გადავწყვიტეთ, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოგათავსოთ რამდენიმე კვირით. შესაძლოა ეს დაგვეხმაროს მიზნის მიღწევაში.
ყურებს არ დავუჯერე, ვიფიქრე რომ მომეჩვენა. მშობლებს გავხედე და მაშინვე თვალი ამარიდეს. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ მე მათ ვღლიდი თუმცა ეს უკვე მეტისმეტი იყო.
-იმის გამო რომ დაძინება ვცადე საგიჟეში უნდა მიკრათ თავი? - კონტროლი საბოლოოდ დავკარგე და სავარძლიდან წამოვხტი. მივხვდი რომ თუ არ გავიქცეოდი ჩემი საქმე ცუდად იქნებოდა. ოთახის თვალიერება და გარეთ გასვლის დაგეგმვა დავიწყე. ფანჯრიდან ვერ გადავხტებოდი, მეათე სართულზე ვიყავით.
-შენ რეალობას ვერ აღიქვამ ალექსანდრა. დეპრესია გაქვს, კონტროლს კარგავ და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენ. საკმარისი მიზეზია თუ გავაგრძელო?
-არა! წინააღმდეგი ვარ, საგიჟეში არ წავალ! - ვყვირი და კარისკენ გავრბივარ, თუმცა წინ მამაჩემი მეღობება. ორივე ხელით ძლიერად მიჭერს, უშედეგოდ ვებრძვი. შემდეგ ვხედავ როგორ იღებს ექიმი ჯიბიდან ნემსს და ჩემსკენ მოემართება. ეს საერთოდ მაგიჟებს და ყვირილს ვაგრძელებ. მთელი ძალით ვცდილობ დავუსხლტე და დერეფანში გავვარდე, იქიდან შეიძლება ლიფტშიც კი შევასწრო. უეცრად ვგრძნობ, როგორ მესობა მხარში რაღაც ბასრი და წვეტიანი. ვხვდები, მალე გავითიშები. რატომღაც ყველანი ხელს მიშვებენ, განზე დგებიან. მეც იმედს არ ვკარგავ, დაუფიქრებლად გავრბივარ დერეფანში და გზის გაკვლევას ვცდილობ. სითხე, რომელიც რამდენიმე წამის წინ გამიკეთეს მოქმედებას იწყებს.
-მხეცებო, არაადამიანებო. - მეგონა ვყვიროდი, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ჩემთვის გასაგონად ვჩურჩულებდი.
სხეული მიბუჟდება და საბოლოოდ იატაკზე მოწყვეტით ვეცემი, ტკივილს ვერ ვგრძნობ. დიდი ძალისხმევის ფასად თვალებს ვახელ და საბოლოოდ რასაც ვხედავ ისევ ის გამაღიზიანებელი თეთრი კედელია.

***
ვგრძნობდი რომ უკვე გამოვფხიზლდი, თუმცა, თვალებს ჯიუტად არ ვახელდი. ბოლოს ეს რომ გავაკეთე კარგი არაფერი მომხდარა. ირგვლივ ყვავილების სასიამოვნო სუნი ტრიალებდა. მგონი ვარდები უნდა ყოფილიყო. ყურადღება მოვიკრიბე და ნელი, ჰარმონიული სუნთქვა გავიგონე. მაშინვე თვალები ვჭყიტე და ლგინზე გიჟივით წამოვჯექი როგორც კი გავიაზრე, რომ ვიღაც მიყურებდა. თუმცა რაღა გიჟივით, დიდი ალბათობით მართლა საგიჟეში ვიმყოფებოდი.
-დილამშვიდობისა ალექსანდრა. - თითქოს ღიმილით მითხრა საწოლის ბოლოში მდგომმა, თეთრებში გამოწყობილმა ახალგაზრდა ქალმა. ყურადღებას იპყრობს გულსაბნევი, რომელზეც სავარაუდოდ მისი სახელი აწერია. ვილდა ჰქვია.
აქეთიქით მიმოვიხედე და დავინახე ნაცრისფრად შეღებილ კედლები, ფანჯარა საწოლის მარჯვნივ, მაგიდა მის დაბლა და ვარდებიანი ლარნაკი. მარცხნივ საშუალო ზომის ხის კარადა იდგა რამდენიმე განიერი უჯრით. მის გვერდით შვამჩნიე ორი დიდი ჩემოდანი. ფანჯარას მუქი ლურჯი ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული, რომლის მიღმაც გისოსები მოჩანდა.
-ჯანდაბა, ნამდვილად საავადმყოფოში ვარ. - გავიფიქრე აღელვებულმა.
-მგონი ხვდები ახლა სადაც ხარ და ძალიან გთხოვ ხმაურს ნუ ატეხ - ვილდამ აუჩქარებლად დაიწყო ახსნა - შენი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩემოდნებშია. უკეთესი იქნება თუ ადგები და აქაურობას დაათვალიერებ.
ისე ამბობს თითქოს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვიყო არდადეგების გასატარებლად. მისმა ხმის ტემბრმა ნერვები მომიშალა და საერთოდაც არ მომეწონა შექმნილი სიტუაცია. გადავწყვიტე, ხმაური მართლა არ ამეტეხა და ცივილიზებულად მეზრუნა იქიდან გასვლაზრ. ამიტომაც თავაზიანად ვკითხე:
-სიგარეტი და კიდევ სხვა რაღაცეები სად შეიძლება ვიყიდო?
-კაფეტერიაში იშოვი, აქ ყველაფერი უფასოა.
-მადლობა.
რაღაც პლიუსი მაინც ჰქონდა ამ ადგილს. ვილდამ თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა. მე მაშინვე გავხსენი პირველივე ჩემოდანი და ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი, იქნებ თავი ცოტა ნორმალურად მეგრძნო. ბარგის ამოლაგება არც მიფიქრია, აქედან იმაზე მალე გავიდოდი ვიდრე მათ წარმოედგინათ..
თავი მოვიწესრიგე და ოთახიდან გაუბედავად გავედი. ისევ გრძელი დერეფანი დამხვდა, რომლის კედლებსაც ორივე მწკრივში კარებები ჰქონდა დატანებული, დერეფნის ბოლო კი გადაქცეული იყო დიდ ოთახად და ის საერთო მოსასვენებელს წარმოადგენდა. ნუთუ ამ ხალხს საერთოდ არ აქვს ფანტაზია? იქიდან ტელევიზორის ხმაური ისმოდა. შორიდანვე დავინახე, რომ მის წინ სავარძლები მოეთავსებინათ, ოდნავ მოშორებით - რამდენიმე პატარა მაგიდა თავისი სკამებით. მაგიდებს პაციენტები შემოსხდომოდნენ. ზოგიერთი კარტს თამაშობდა, ზოგი უბრალოდ გარინდებული იჯდა და ზოგიც გამწარებული ბუტბუტებდა თავისთვის. მივხვდი რა შარშიც გავყავი თავი. ცოტა არ იყოს შემეშინდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათკენ გავემართე. გზადაგზა შევამჩნიე, ჩემი ოთახის მეზობელ კარზე ვიღაც ბიჭი აყუდებულიყო, გულზე ხელები დაეკრიფა და უემოციო თვალებით შემომყურებდა. სანამ ჩავუვლიდი კარგად შეთვალიერება მოვასწარი, სიმართლე რომ ვთქვა საკმარისზე მეტად სიმპათიური იყო. ალბათ ჩემზე ორი თავით მაღალი იქნებოდა. ქერა თმა მხრებამდე ჩამოეზარდა და მარჯვენა მხარეს ყურის უკან გადაეწია. შავი, სადა მაისური ლურჯ თვალებს გამოკვეთდა და ყურადღებას იქცევდა. არ მინდოდა, ეს სიმპატიური შეშლილი გამეღიზიანებინა, ამიტომაც მზერა ავარიდე და გზა გავაგრძელე. ტელევიზორს მივუახლოვდი და სავარძელზე ჩამოვჯექი, რომლის ბოლოშიც შუახნის ქალი იჯდა და მშვიდად წიგნს კითხულობდა. იქ მყოფთა შორის ყველაზე უსაფრთხოდ ის გამოიყურებოდა. როგორც კი შემამჩნია, წიგნი დახურა და ინტერესით გამომხედა.
-გამარჯობა - ყოყმანით მივესალმე და მანაც იგივე მიპასუხა. რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ გამომკითხა ყველაფერი რაც შეიძლებოდა ახალ გაცნობილ ადამიანზე სცოდნოდა. გიჟს ნამდვილად არ ჰგავდა. მითხრა, რომ ელენი ერქვა და აქ უკვე თხუთმეტი წელი იყო ცხოვრობდა. თავზარი დამეცა და ისტერიკულად მომინდა მაშინვე გავქცეულიყავი.
-აქ დიდხანს დარჩენას არ ვაპირებ, გაუგებრობა მოხდა. - თავს ვიმშვიდებ.
-ხო, რა თქმა უნდა, აქ ყველანი შეცდომით ვართ. - ვითომ გამეხუმრა. სინამდვილეში კი ცეცხლზე ნავთი დამისხა.
-როგორც არ უნდა იყოს რამდენიმე დღეში გამწერენ.
სრულიად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რასაც ვამბობდი. აბა სხვანაირად როგორ შეიძლებოდა? გიჟად ვერ გამომაცხადებდნენ მხოლოდ იმიტომ რომ უძილობა მჭირს და რამდენიმე აბი დავლიე. ვიცოდი რომ იქაურობას თავს დავაღწევდი და ჩვეულ მოსაწყენ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი.
-აქ კარი მხოლოდ გარედან შიგნით იღება. - სრულიად აუღელვებლად მიპასუხა ელენმა და წიგნის კითხვა გააგრძელა.



№1  offline წევრი dream alien

საინტერესო დაწყებაა და კიდევ უფრო საინტერესო გაგძელება შეიძლება ქონდეს blush წარმატებები heart_eyes

 


№2  offline წევრი Alexandras

dream alien
საინტერესო დაწყებაა და კიდევ უფრო საინტერესო გაგძელება შეიძლება ქონდეს blush წარმატებები heart_eyes

მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი Guest ანჩო

გააგრძელე აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent