ყველაფერი ჩხუბით დაიწყო 16
ჩემს წინ იჯდა.სახეზე ამაზრზენი და ავხორცული ღიმილი ჰქონდა აკრული.თხემით ტერფამდე მათვალიერებდა.ვიცოდი ვერ გადავრჩებოდი.ვიცოდი უკანასკნელი წუთები უნდა დამეთვალა,მაგრამ მჯეროდა ბერდია მოვიდოდა მიპოვნიდა გულში ჩამიკრავდა და მეტყოდა"მე შენთან ვარ ყველაფერი კარგად იქნება" იმის გააზრებამ რომ სკამზე ვიყავი მიბმული ტანსაცმელი ნახევრად შემოხეული მქონდა წარბი გახეთქილი და ტუჩიდან ბლანტი სითხე მდიოდა ის ფაქტი გამახსენა როგორ ვიბრძოდი უკანასკნელი ძალებით რომ ამ მხეცისთვის თავი დამეღწია. -აბააა_ექოდ მოედო მისი ამაზრზენი ხმა მთელ შენობას_ჩემი საყვარელი შვილი თავს როგორ გრძნობს? -ბერდია გიპოვის_ამაში დარწმუნებული ვიყავი_არაქვს მნიშვნელობა მკვდარი ვიქნები მაგ დროისთვის თუ ცოცხალი დამიჯერე გიპოვის -მოკეტე_მთელი ძალით მოქნეული ხელი მომხვდა და კიდევ ერთხელ ვიგრძენი ბლანტი სითხის გემო პირში -სანამ შენი სატრფო მოვა მე ნაწილებად დაგჭრი და ისე გავუგზავნი შენს თავს.ის დააგვიანებსს გესმის.ტყუილად გგონია რომ მოგისწრებს.ისევე დააგვიანებს როგორც თავის დასთან დააგვიანდა. -ცდებიი_ზარის ხმასავით მოედო ხვიბლიანის სიტყვა დანგრეულ კედლებს.მაშინვე დავმშვიდდი.თითქოს სხეულმა ავტომატურად გააქტიურა სიმშვიდის რეჟიმი.ამასთანავე მეორე მე ჩამძახოდა რომ ჯერ ყველაფერი წინ იყო.ჯერ არაფერი დამთავრებულა. ხვიბლიანი ჩვენს წინ იდგა ფეხები ოდნავ განზე გაეწია.მოკლე მკლავიან შავ მაისურში მკერდი ისე ღრმად აუდ ჩაუდიოდა მეგონა სადაცაა ფილტვები დაუსკდებოდა.სიბრაზისგან ერთიანად წამოწითლებულიყო და ყბა უთრთოდა.კისერზე დაბერილი ძარღვები ნათლად იტყობინებოდა რომ სადაცაა იფეთქებდა.წინ გამოწეულ ხელში შავად ბზინავდა იაღაღი.მეც ვგრძნობდი ყელზე მობჯენილ დანას.კანის თითოეული უჯრედით ვგრძნობდი მის ცივ ზედაპირს. -იარაღი დააგდე თორემ ერთი მოძრაობაც და არტერიას გადავუჭრი_არ წყვეტდა ჩემი მამინაცვალი ბერდიას წყობიდან გამოყვანას.დავინახე ნესტოები როგორ დაებერა -ნიაა_მიუხედავად იმ სიბრაზისა რასაც ხვიბლიანი ახლა გრძნობდა საოცრად თბილი და მშვიდი იყო მისი ხმა_ყველაფერი კარგად იქნება გესმის? აქედან უვნებელს გაგიყვან გპირდები. -შენი მჯერა_ვუთხარითუ არა თმაში ხელის წავლება ვიგრძენი. -მოკეტე შენთვის ლაპარაკის უფლება არ მომიცია_სიტყვა დაამთავრა თუ არა იარაღის გადატენვის ხმამ არ დააყოვნა -მშვიდად გამომძიებელო მშვიდად_დემონური სიცილი წასკდათ მამინაცვლის ბაგებს_არ დაგავიწყდეთ თქვენი ტურფა რომ ჩემს ხელშია. -გაუშვი და შეიძლება ცოცხალი დაგტოვო_საოცრად მშვიდი იყო ხვიბლიანი -მოდი სიტოაციას აგიხსნი შენ სასხლეტზე თითის გამოკვრასაც ვერ მოასწრებ მისი ვენებიდან სისხლი რომ დაიწყებს ჩქეფას -გინდა ვცადოთ?_მაცდური ღიმილი მოეფინა ხვიბლიანის ბაგეებს -იარაღი ძირს დადე და ჩემსკენგამოაცურე -არავითარ შემთხვევაში. -კარგი მაშინ ასე მოვიქცეთ_სიტყვა დამთავრებული არ ქონდა ბარძაყზე რომ დანა გადამისვა.რასაც ჩემი წამოყვირება და მუქი სითხის დენა მოყვა ფეხიდან -აირჩიეთ დეტექტივო_იყვირა წყობიდან გამოსულმა_ანიარაღი დათმეთ ან ერთად ვუყუროთ როგორ დაიცლებასისხლისგან. დამეფიცება პირველად ვნახე ხვიბლიანის თვალებში ჩამდგარი შიში.სასხლეტს ხელი შეუშვა.იარაღი ძირს დადო და ფეხი კრა.მერე სულ რამოდენიმე წამში მოხდა ის რის დავიწყებასაც მთელი ცხოვრება ვერ შევძლებდი.როდესაც მამინაცვალი იარაღის ასაღებად დაიხარა ბერდია ჩასაფრებული ლომივით გაიქცა მისკენ.მერე იყო ორი გასროლა.ორს კიდევ ერთი მოჰყვა და ჯერ ხვიბლიანი დაეცა ორი ტყვიით მუცლის არეში შემდეგ ჩემი მამინაცვალი მიჰყვა.სადღაც შორიდან ჩემს სმენას ანდრიას გამწარებული წამოყვირება მისწვდა. -ბერდია ძმაოოო *********** ხვიბლიანი ძირს იწვა.მისი სხეული თითქოს დაპატარავებულიყო.ან მე მეჩვენებოდა ასე რადგან თვალებს ვერ ვახელდი.მაისური სისხლით იყო გაჟღენთილი და ტანზე ეკვროდა.კვდებოდა ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ფერს კარგავდა მე კი ასე გაუნძრევლად ვიდექი.მტკიოდა თუ არა სული ამის შემხედვარეს? სადღა იყო სული.ვერაფერს ვგრძნობდი ვერ არვიქვავდი.დამეფიცება იმ დროს ფიტულიც კი უფრო მგრძნობიარე იყო.ერთისმხრივ ალბათ იმიტომ რომ სისხლისგან ვიცლებოდი. -ნიაა_შემანჯღრია გაგიმ_ნიამ მისმინეე გესმის ჩემი?? უაზრო უემოციო თვალებით გავხედე განა მესმოდა არაა.არაფერი მესმოდა მხოლოდ ბერდიას ჩუმი სუნთქვის გარდა რომელიც სადაც იყო გაქრებოდა. -ფუ ამის დედა შე*ეცი გიგი ქამარი მოიხსენი დროზე_უღრიალა ძმას -რადგინდა_დაიბნა გიგი -ბარძაყის არტერია აქვს გადაჭრილი სისხლისგან იცლება დავინახე გიგიმ ფერი როგორ დაკარგა მაშინვე ჩემთან მოვარდა ქამარი შეიხსნა და ჭრილობის ზემოთ მაგრად მომიჭირა -ეს არ უშველის გაგი სასწრაფოდ საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ ბერდიას სუსტი პულსი აქვს ნებისმიერ დროს შეიძლება გულმა უმტყუნოს გესმის ბიჭო?? -არააა_მახსოვს როგორ ჩუმად წარმოვთქვი_ოღონდ ეგ არა -ხელი მოკიდე და წავედით_უთხრა გიგიმ ძმას. უწონადობა ვიგრძენი.გაგის მკლავებში ვიყავი მოქცეული და სასწრაფო დახმარების მანქანისკენ მივდიოდით.სანამ მე და ბერდიას სხვადასხვა მანქანებში მოგვათავსებდნენ ჩემს სმენას მისწვდა ექიმის ხმა რომელიც საავადმყოფოს პერსონალს ატყობინებდა სიტოაციას -მამაკაცი დაახლოებით 27 წლის სომაღლე 1.89 წონა დაახლოებით 90 კილოგრამი.ორი ტყვია მუცლის არეში.სავარაუდოდ შინაგანი სისხლდენა.ტყვიამ რამდრნიმე ორგანო დააზიანა.გადამყავს სასუნთქ აპარატზე.სიტოაცია კრიტიკულია.სასწრაფოდ მოამზადეთ საოპერაციო.შეიძლება რამდენიმე წუთის დაგვიანებამ ფატალური შედეგი მოიტანოს. -შეგიძლია თვალები დახუჭო და მოკვდე ნია_ვუთხარი ჩემ თავს_არ დაუშვა რომ ის შენზე ადრე წავიდეს_ თვალები დავხუჭე და სუნთქვა შევწყვიტე. -პულსი არ არის_იყო უკანასკნელი სიტყვები რაც გავიგონე და მახსოვს თითქოს გავიღიმე.მე მასზე ადრე წავიდოდი.იქ დაველოდებოდი. ************** სად ვიყავი არ ვიცოდი ან რა დრო იყო? ცხადი იყო ეს ყველაფერი თუ სიზმარი?? თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა მე მასთან ვიყავი.თვალუწვდენელი ყვავილებით მოჭედილი მინდორი იყო.მინდვრის შუაგულში პატარა ოვალურ მაგიდასთან მე და ბერდია პირისპირ ვიჯექით.საოცრად მაცდური მზერით მიყურებდა.ხელები მაგიდაზე დაეწყო და თითებს ნერვიულად ათამაშებდა -ნიაა_ღმერთო როგორ სხვანაირად ჟღერდა მის მიერ წარმოთქმული ჩემი სახელი_იმედი გამიცრუე ნია -კი მაგრამ რატომ?_სასოწარკვეთა იგრძნობოდა ჩემს ხმაში. -უნდა ისუნთქო ნია -ვერ ვხვდები რას მეუბნები ბერდია -აიძულე გულს იფეთქოს. -კი მაგრამ.. -უნდა ისუნთქო ნია აი აქ შენი პატარა გული მუდამ უნდა ფეთქავდეს. წამოიწია და ხელი მკერდზე დამადო.საშინელი ტკივილი ვიგრძენი მკერდში.უმალ გაქრა მინდორიც ყვავილებიც ბერდიაც.მისი ხმა უცნობი მამაკაცის ხმახ შეცვალა -მუხტი გაზარდეთ გოგონას ვკარგავთ. -მზად ვარ ექიმო -მუხტიი -პულსი არის.სისტი მაგრამ არის -სასწრაფოდ ადრენალინი გაუკეთეთ.გული თუ კიდევ გაუჩერდება ვეღარ ვუშველით. -ექიმო ბევრ სისხლს კარგავს შეიძლება საავადმყოფონდე ვერ მივასწროთ არტერია დაზიანებულია -სასწრაფოდ დაიწყეთ ჭრილობის გაკერვა და ვილოცოთ რომ საავადმყოფოში მისი ჯგუფის სისხლი მოგვეპოვება. -შენ კი პატარა ქალბატონო იბრძოლე სიცოცხლისთვის. "პატარა ქალბატონო" მახსოვს ბერდიას დაძახებული ეს სიტყვები.სასაცილოა ყველაფერს ბერდიასთავ ვაკავშირებ.ასეა ყველაფერი მასთან ასოცირდება სიკვდილიც სიცოცხლეც სიყვარულიც.ყველაფერი მისით იწყება და მთავრდება.განა შეიძლება მე ვსუნთქავდე თუ ის აღარ იქნება?? არა უფლება არ მაქვს მის გარეშე ვისუნთქო.და თუ მას სიკვდილი უწერია ერთად გადაცვაბიჯებთ ჯოჯოხეთის ზღურბლს.ხელიხელ ჩაკიდებულნი როგორც ერთი მთლიანობა. ********** რამდენ ხანს მეძინა არ ვიცი.მედიკამენტების მძაფრი სუნი მატყობინებდა რომ საავადმყოფოში ვიყავი და ეს ყველაფერი სულაც არ იყო ღამის კოშმარი.თვალების გახელის მეშინოდა.არ ვიცოდი რა მოხდებოდა,მაგრამ სხეული არ დამემორჩილა ავტომატურად გავახილე თვალები.გაგის გიგის და ანდრეას გადავაწყდი.სახეზე დაღლილობა ეწერათ არამარტო დაღლილობა ტკოვილი ტანჯვა ბრაზი ყველაფერი ერთად. -როგორც იქნა_შვებით ამოისუნთქა ანდრიამ და ჩემსკენ წამოვიდა.შუბლზე ბაგეების შეხება ვიგრძენი_როგორც იქნა გაიღვიძე ორი დღე ღამეა უგონოდ ხარ -აქ არ უნდა იყოთ_საოცრად ცივი იყო ჩემი ხმა -რას გულისხმობ?_ვერ გამოერკვია გაგი -აქ არ უნდა იყოთ მეთქი_ოდნავ ავუწიე ხმას_არ ვარ მაგის ღირსი. -ნია რას ბოდავ_გაუკვირდა ანდრიას -მე უბედურების მეტი არაფერი მომაქ_ცრემლები დამეკიდა ღაწვებზე_ჩემ გამო დაჭრეს თამრო ჩემ გამო ბერდია მოკლ..... -გაჩუმდი ნია_მიყვირა გაგიმ.ეს პირველი შემთხვევა იყო როცა გაგიმ ჩემთან ხმას აუწია_ბერდია ცოცხალიააა..რეამინაციაში წევს და ათას მილზე მიერთებული სიკვდილს ებრძვის.არა ჩემთვის ან ანდრიასთვის არამედ შენთვის ნია.რაც შენ გამოჩნდი ბერდიასთვის დედამიწა შენ გარშემო ბრუნავს ნია.მას შემდეგ რაც და მოუკლეს მხოლოდ შენ შეძელი მისი გაღიმება და ახლა გინდა ფარძმალი დაყარო?? ამის უფლება არ გაქვს.მე არ მოგცემ ამის უფლებას გასაგებია. -დაწყნარდი გაგიი_დაამშვიდა ანდრეამ -არაა_ხელის აწევით გააჩუმა ანდრეა_ადექი ახლავე_მე მომიბრუნდა -გაგი_ახლა გიგი ჩაერია -მაცადეთ_უღრიალა ორივეს_შენ კი მოდი აქ_ჩემთან მოვიდა და ხელში ამიტაცა -რასაკეთებ ბიჭო შენ შ*გ ხომ არ გაქ ჯერ კიდევ სუსტადაა_წინ გადაუდგა ანდრეა -გზიდან ჩამომეცალე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ_ისეთი ცივი და კატეგორიული იყო მისი ხმა რომ ანდრეა ავტომატურად გადგა გვერძე.გაგიმ დერეფანი გაიარა და მესამე სართულზე ამიყვანა.ფწხით შეაღო რეანიმაციული განყოფილების კარები და შიგნით შემიყვანა.ერთ ერთ კარებთან არჩილი იდგა თეთრ ხალათში.დაგვინახა თუ არა ჩვენსკენ წამოვიდა -გაგი აქ რას აკეთებთ შვილო.აქ ყოფნა არ შეიძლებს მითუმეტეს ასეთ ფორმაში დაცვამ რომ დაგინახოთ.... -ბერდიასთან უნდა შეუშვათ_თავით ანიშნა ჩემზე -არ შემიძლია ხომ იცი ამის უფლება არ მაქ სამსახურიდან მომხსნიან -არჩილ ძალიან გთხოვ კარგად იცი ორივეს სჭირდებათ ეს. -ღმერთო ჩემო კარგი კარგი მხოლოდ ხუთი წუთით გასაგებია?? ოღონდ ასეთ ფორმაში არა ექთანი მოგცემთ საჭირო ტანსაცმელს. ********* პალატის კართან ვიდექი და შესვლას ვერ ვბედავდი -მიდი_მიბიძგა გაგიმ_შედი, შედი და უთხარი რომ ფარხმალს ყრი, უთხარი რომ ბრძოლას წყვეტ,უთხარი და დავამთავროთ ყველაფერი.რაღატომ ტანჯავ უთხარი რომ მისთვის მხოლოდ უბედურება მოგაქვს და აღარ გინდა მისი ცხოვრების ნათელი წერტილი იყო მიდი. გაუბედაბად შევაღე ოთახის კარი და შიგნით შევედი.გული მომიკვდა.ფერი სულ დაჰკარგვოდა ღვინისფერი ბაგეები გალურჯებოდა.არ ვიცი საიდან მეყო ძალა რომ მის საწოლთან მივსულიყავი.ფეხსაცმელი გავიხადე და ფრთხილად მივუწექი გვერდით ისე რომ რამე არ დამეზიანებინა ან რომელიმე მილი არ გამეწყვიტა ფრთხილად შევახე თითებზე ხელი.გასციებოდა. -იცი რაა? არ ვიტირებ.განა იმიტომ რომ არ მტკივა.ცდები ახლა შენს შემყურეს სხეულის თითოეული იჯრედი მტკივა სული მტკივა სხეულიდან გაქცევას ლამობს.მაგრამ არ ვიტირებ იმიტომ რომ ვიცი დამიბრუნდები.ვიცი მარტოს არ დამტოვებ.იცოდე ჩემი ცოლად მოყვანა მოგიწევს ვერსად გამექცევი ხვიბლიანო სიცოცხლის ბოლომდე მოგიწევს ჩემი წუწუნის და ბუზღუნის ატანა.ჩვენ სამი შვილი გვეყოლება თამროს ხომ უთხარი სამი შვილი მინდაო.ორი ბიჭი და ერთი გოგო.ბიჭები მამასავით შეუვალნი და ჯიუტები იქნებიან.გოგო დედასავით წუწუნა და მტირალა.ძალიანცელქი შვილები გვეყოლება.სულ ირბენენ და უამრავ რამეს გააფუჭებენ მათ შორის შენ საბუთებს დასვრიან ხოლმე საღებავებით.შენ როგორც ყოველთვის გაუბრაზდები და დატუქსავ მაგრამ მაშინცე მოლბები როგორც კი მათ აცრემლებულ თვალებს შეამჩნევ.მერე ერთად მისაყვედურებთ უგემური საჭმლის გამო.მერე კი გვიან ღამით როცა ანგელოზები დაიძინებენ.მათი დევით დაღლილი გვერდით მოგიწვები და გეტყვი რომ მე ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ დედამიწის ზურგზე.და ეს ყველაფერი ოცნება არ არის ბერდია ეს ჩვენი მომავალია გესმის.შენ კი ვალდებული ხარ იბრძოლო და თვალები გაახილო.და პირველი ვისაც დაინახავ მე ვიქნები_გაყინულ თითებზე ფრთხილად ვაკოცე. ყველაფერი კარგად იქნება |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.