შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

normal people scare me (თავი 2)


25-02-2017, 13:16
ავტორი dream alien
ნანახია 1 285

უკვე 2 წელია ფსიქიატრიულში ოთხ კედელში ვარ გამოკეტილი და საშველი არ ჩანს... არაამქვეყნიური არსებები ისევ მოდიან მაგრამ ისე ხშირად აღარ. თითქოს ვერ აღწევენო. მე ხომ სულ ექიმები მაკვირდებიან თუ ვინმე მოვა ისინიც დაინახავენ და გიჟად აღარ ჩამთვლიან. მაგრამ თვეში ერთხელ, როდესაც ექიმები გადიან ოთახიდან და აღარ მაკვირდებიან ისინი მოდიან. გუშინ ვიღაც გოგო იყო მოსული. მუქი ლურჯი თმები, წითელი თვალები და თეთრი სახე ქონდა. წინა საუკუნის ტანსაცმელი ეცვა. ოთახში ჩნდებოდა და ქრებოდა. შუქიც ციმციმებდა. მე კი უბრალოდ ვიჯექი სკამზე ფეხებგადაჯვარედინებული. თითქოს არც არაფერი ხდებაო. ფსიქიატრიულმა ბოლომდე გამომცალა გრძნობები. აღარც მეშინოდა აღარც მტკიოდა. ვეღარაფერს ვგრძნობდი. გულში სიცარიელემ დაისადგურა. მძულდა ექიმი რომელიც 2წლის მანძილზე შემოდიოდა ჩემს პალატაში, ბლოკნოტში ჩემს ყოველ სიტყვას იწერდა და ეგონა რომ მშველიდა. აუტანელი იყო. გარესამყაროს ჩამომაშორეს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. აქამდე ასეთ კონტროლში არ ვიყავი. დასასვენებელ ოთახშიც გავდიოდი. ერთი გოგო იყო. გიჟს არ გავდა. ანი ერქვა. სიგარეტს იპარავდა და ჩუმად ვეწეოდით. მაგრამ რაც დაძინებისთვის ტაბლეტები დავლიე ერთ ოთახში გამომკეტეს. აღარ მიშვებდნენ. რაც "საჭირო" იყო ყველაფერი მქონდა. არგეგონოთ რომ მინდოდა. არა ეს ესე არარის. მეუბრალოდ ძილი არშემეძლო. ამისთვის რამოდენიმე ტაბლეტი დავლიე. ექიმების აზრით ეს ერთგვარი თვითმკვლელობის მცდელობა იყო. უცებ ისმის კარებზე კაკუნი. ექიმი შემოდის. 25 წლის, მაღალი, ქერა და ცისფერთვალება ქალია. როგორც ყოველთვის სახეზე თვალისმომჭრელი ღიმილი ეკრა. მაღიზიანებდა მისი გამომეტყველება. ჩემს წინ სკამზე დაჯდა. ჰაჰ როგორც ყოველთვის თავისი ბლოკნოტი ახლდა. ძალიან მაინტერესებდა რას წერდა ჩემზე.
- აბა მელანო როგორ ხარ? - მის ყალბ თავაზიანობას წყობიდან გამოვყავდი.
- კარგად.
- უკვე ორი წელია რაც ვცდილობ დაგეხმარო. უკეთესობისკენ შეგცვალო.
- არაფერი მაქვს შესაცვლელი! - გავაწყვეტინე და ყვირილით წარმოვთქვი. თავი ვეღრ შევიკავე.
- კარგი მელანო. დაწყნარდი. მეუბრალოდ მინდა ვთქვა რომ... - ეტყობოდა სწორი სიტყვის შერჩევას ცდილობდა მაგრამ ვერ ეპოვა. - მელანო, მე და მამაშენმა ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ... უფრო კარგ ფსიქიატრიულში გადაგიყვანოთ... სადაც უკეთესად მოგხედავენ. - უცბად გაჩერდა და ჩემს რეაქციას აკვიდებოდა. მე კი შინაგანად ერთგვარი პანიკა დამეწყო. აშკარად დრო მოვიდა აქედან გავქცეულიყავი. არ შეიძლებოდა აქ გაჩერება. ოთახში მიმოვიხედე. ფანჯრიდან ვერ გადავხტებოდი 6 სართულზე ვიყავი. კარებთან ვერ მოვასწრებდი გაქცევას. ღმერთო ჩემო ნასკებზე ხშირად ხომ ფსიქიატრიულებს ვიცვლი. არა ესე აღარ შეიძლება გაგრძელება. რამე უნდა მოვიმოქმედო. ჰმმ.. კარებთან ახლოს პატარა მაგიდაა სადაც წყალი დგას.
- კარგი... თანახმა ვარ. უბრალოდ... შეიძლება წყალი დავლიო?
- კი რათქმაუნდა. - თქვა და ისევ ბლოკნოტში ჩარგო თავი
მე ავდექი. მაგიდასთან მივედი. წყლის დასხმა დავიწყე. ისევ ექიმს გავხედე. გადავამოწმე მიყურებდა თუარა. შემდეგ სწრაფი მოძრაობით კარები გამოვაღე და გავიქეცი. არმჯერა. ნუთუ მე მართლა გავაკეთე ეს? წარმოუდგენელია. დიდ კორიდორში გავირბინე. უცბად მთელ კლინკაში გაისმა ხმა. ის მომაბეზრებელი ექიმი იყო."პაციენტი მელანო გიორგაძე პალატა 101იდან გაიქცა. " ეს ხმა 3ჯერ გამეორდა. ჩაირთო რაღაც სირენა. წითელმა შუქმა დაიწყო ციმციმი. უკან გავიხედე 2 ექიმი მომდევდა. წინ რომ გამოვიხედე უცბად ორი დაკუნთული სილუეტი დავინახე. გასაქცევი აღარ მქონდა. შემოფარგლული ვიყავი. უცბად მხარში რაღაც ჩხვლეტა ვიგრძენი. დამაძინებელი ნემსი გამიკეთეს. მალევე დაიწყო წამალმა მოქმედება. თვალები მეხუჭებოდა. და სულ რაღაც 3 წამში იატაკზე ავღმოჩნდი.
* * * *
თვალები გავახილე. საწოლზე ვიწექი. არმინდოდა ისევ იმ ოთახში დაბრუნება. მძულდა ის ადგილი. ძალა დავატანე და უფრო კარგად გავახილე თვალები რომ დამენახა სად ვიყავი. ოთახს ცისფერი კედლები ქონდა. დიდი ფანჯარა იყო რომელიც ლურჯ ფარდებს დაეფარა. გისოსებიც მოჩანდა. ხის კარადა იდგა რომელსაც რამოდენიმე განყოფილება ქონდა. მის გვერდით მაგიდა იდგა რომელსაც რამოდენიმე მყუდრო დივანი ამშვენებდა. უცნაურია, ეს ადგილი არჩანდა საშიში და აუტანელი. ყვავილების არომატი მეცა. მინდვრის ყვავილები იდგა ჩემი საწოლის გვერდზე მდებარე კამოდზე. უცბად კარები გაიღო. ექთანი შემოვიდა. ახალგაზრდა. ტანმაღლი ქალია.
- გამარჯობა. კაია რომ გაიღვიძე. შენი ნივთები შემოგიტანე - ხელში ერთი დიდი ჩემოდანი ეჭირა. - მე მის დიასი ვარ. შეგიძლია მის დი დამიძახო. სასიამოვნოა შენი გაცნობა მელანო. - მე ისევ ჩუმად ვიყავი. მისი ღიმილი არჩანდა ყალბი. მან ისევ განაგრძო - შეგიძლია გამოიცვალო და გამოხვიდე დასასვენებელ ოთახში. კარგი იქნება თუ დაათვალიერებ აქაურობას და ხალხს გაიცნობ. იმედია მოგეწონება. - ისევ გამიღიმა და გავიდა. მე ავდექი და ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი. გაუბედავად გავაღე კარები. ისევ დიდი კარედორი. ნამდვილად არ ჩანდა ცუდი ადგილი. დასასვენებელ ოთახში ტელევიზორი და რამოდენიმე მაგიდა იდგა. ერთ-ერთს გარშემო შემოსხდომოდნენ პაციენტები და კარტს თამაშობდნენ. მეორე მაგიდასთან ყავას სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. მესამე მაგიდასთან ერთი გოგო იჯდა და ხატავდა. მასთან მისვლა გადავწყვიტე. როდესაც მივუახლოვდი ხატვა შეწყვიტა. შემათვალიერა. თითქოს დაინტერესდა ჩემით.
- შეიძლება აქ დავჯდე?
- კი რათქმაუნდა. მე ალექსანდრა მქვია.
- მე მელანო.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა.
- დიდიხანია რაც აქ ხარ? - პირდაპირ მივახალე. ცოტა არ იყოს მომერიდა კიდეც.
- კი საკმაოდ - მან ისევ თავაზიანად გამიღიმა. შემდეგ რაც შეიძლებოდა ახალ გაცნობილისთვის ეკითხა ახლოს გასაცნობად მკითხა. ცოტახანში ექთანი შემოვიდა ოთახში და თქვა რომ დასვენების საათი დამთავრდა ასევე ოთახებში დაბრუნება გვთხოვა. როდესაც ოთახში ვბრუნდებოდი, ისევ იმ კარედორის დროს, ჩემი ოთახის მოპირდაპირე კართან ვიღაც ბიჭი იყო აყუდებული. ახლოს მივედი და კარგად შევათვალიერე. მაღალი, შავგვრემანი, კურნოსა ცხვირით და მწვანე თვალებით. საკმაოდ სიმპათიური. გადავწყვიტე არ მივშტერებოდი რომ არ გამეღიზიანებინა. ოთახში შევედი.



№1  offline წევრი ლიკა^

ძალიან მომეწონა საინტერესოა!გააგრძელე და ცოტა დიდი თავები დადე.

 


№2  offline წევრი dream alien

ლიკა^
ძალიან მომეწონა საინტერესოა!გააგრძელე და ცოტა დიდი თავები დადე.

Kai ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent